განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 01010011900304456-
საქმე №1/ბ-6-1-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ---- მ-------–ის ძე შ----ის მიმართ, დაბადებული: 196- წლის 20 ა--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, რეგისტრირებული ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ბ-------ი, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქობულეთი, შ-------------–-- ქუჩა N136.
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ---- შ----ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ასევე, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 10 აპრილს, საღამოს საათებში, ქ. ქობულეთში, რ---------–ის ქ. N136-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ---- შ----ემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა მუქარა, კერძოდ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ---- ს---------ეს, ვისთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ნ---- ს---------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 12 მაისს, საღამოს საათებში, ქ. ქობულეთში, რ---------–ის ქუჩა 136-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ---- შ----ემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ---- ს---------ეს რომელთანაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას ხელის კისერში მოჭერითა და დანის ყელის არეში დასმით მიაყენა ფიზიკური დაზიანება, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენით მ---- შ----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
მ---- შ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარმა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და მ---- შ----ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მ---- შ----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 12 მაისიდან 2019 წლის 26 ივნისის ჩათვლით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განჩინებით, მ---- შ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და მ---- შ----ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ----- ც-–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ მ---- შ----ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი, სასჯელის ნაწილში არის არასამართლიანი და დაუსაბუთებელი. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო ჩადენილი ქმედების ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება, ის რომ მიმართულია ჯანმრთელობისა და ადამიანის თავისუფლების და უფლებების წინააღმდეგ. მ---- შ----ეს ბრალი ედება განსაკუთრებული აგრესიული ძალადობრივი ქმედებების ჩადენაში, დანის გამოყენებით და მიუხედავად ამისა სასამართლომ დაუნიშნა ისეთი სახის სასჯელი, რომლითაც ვერ იქნება მიღწეული სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.
მსჯავრდებულ მ---- შ----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ---- დ------ის მიერ წარმოდგენილია შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ---- შ----ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ---- შ----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ---- ს---------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - მ----------------------–--------------–-–---–-- გამოკითხვის ოქმებით, მ---- შ----ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ მ---- შ----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები,(აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ მ---- შ----ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ---- შ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარმა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და მ---- შ----ეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მ---- შ----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 12 მაისიდან 2019 წლის 26 ივნისის ჩათვლით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განჩინებით, მ---- შ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და მ---- შ----ე გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
ნივთმტკიცება - შემთხვევისა ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე