განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2019
საქმის ნომერი
060100118002504194
ინსტანცია
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 060100118002504194

საქმე №1/ბ-503-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

03 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ლერი თედორაძე

 

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

 

ბრალდების მხარე: სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ----------–--ე

 

გამართლებული: ე-–------------–----–--ე, დაბადებული 1961 წლის 05 ივნისს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №6----------), ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ვ------------ი, სოფელი შ---------;

ადვოკატი: გ-------–-------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;117-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა

 

აღწერილობითი ნაწილი

ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ე-–------------–----–--ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ვ------------ის სოფელ შ---------ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში ვახშმობისას, სადღეგრძელოს წარმოთქმასთან დაკავშირებით, ე-–------------–----–--ეს, სტუმრების თანდასწრებით კონფლიქტი მოუვიდა შვილთან ვ-------------–----–--ესთან. იმავე დღეს, დაახლოებით 21:00 საათზე, შვილთან მარტოდ დარჩენილმა ე-–------------–----–--ემ, კამათით განაწყენების ნიადაგზე, ვ-------------–----–--ეს გულმკერდის მარცხენა მიდამოში განზრახ დაარტყა სუფრიდან აღებული შამფური, რითაც მიაყენა გულმკერდის და მუცლის ღრუში შემავალი, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, რაც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო, სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს.

 

ზემოაღნიშნულის გამო, ე-–------------–----–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 27 მაისის განაჩენით: ე-–------------–----–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ე-–------------–----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა და დადგინდა, რომ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ე-–-------–------ს (პ/ნ. 1----------), ვ----–----–------ს (პ/ნ.1----------), მ--–-------–------ს (პ/ნ.1----------) და მ--------–------ს (პ/ნ 1----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ვ------------ი სოფელი ა-----–---, (ზ-------------------------------------–-------------------–-------------------------------------------------------------)– 10.000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, მოეხსნას ვანის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წელის 22 თებერვლის განჩინებით დადებული ყადაღა;

 

განიმარტა, რომ გამართლებულ ე-–------------–----–--ეს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდა შემდეგნაირად: ა--------------სგან ამოღებული ვ-------------–----–--ის ორი წყვილი წინდა, ე-–------------–----–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი და 10 ლარიანი კუპიურა, ე-–------------–----–--ისგან ამოღებული ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, მორუხო ფერის ნაქსოვი სვიტერი, მოლურჯო-მორუხო ფერის გრძელსახელოიანი ჟაკეტი, მოშავო ფერის დუტის უმკლავო ქურთუკი და შავი ფერის ტყავის ფეხსაცმელი, მორუხო-მონაცრისფრო ფერის გრძელსახელოიანი მაისური, მოლურჯო ფერის უმკლავო მაისური, მოშავო ფერის სპორტული შარვალი, მოშავო ფერის ტყავის ფეხსაცმელები, „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ლ-----------–---------სგან ამოღებული ვ-------------–----–--ის მოლურჯო ფერის სვიტერი, მოშავო ფერის სპორტული შარვალი, მოშავო ფერის მაისური, მოშავო ფერის ე.წ. „კაპიშონიანი“ ზედატანისამოსი, მოლურჯო ფერის ტრუსი და მორუხო ფერის წინდები, რაც ინახება შსს ვ------------ულ სამმართველოში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

ე-–------------–----–--ისგან აღებული თმის, ფრჩხილების და ხელის ანაწმენდების ნიმუშები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სიგარეტის ორი ცალი ნამწვი, ვ-------------–----–--ისგან აღებული სისხლის ნიმუში, ე-–------------–----–--ისგან აღებული ნერწყვის და სისხლის ნიმუში, ხელის თითის კვალის ნიმუში, რც ინახება შსს ვ------------ულ სამმართველოში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათების CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ----------–--ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ე-–------------–----–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით: მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა, სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ ე-–------------–----–--ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული.

 

დაცვის მხარე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენი.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ----------–--ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა ე-–------------–----–--ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-------–-------------ემ ითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ე-–------------–----–--ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ე-–------------–----–--ის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ვ-------------–----–--ემ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის, მამის - ბრალდებულ ე-–------------–----–--ის წინააღმდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს- ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესაბამისად, სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა--------------მ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ვ------------ის სოფელ ქ------------ში, ე-–------------–----–--ის მეზობლად, 2018 წლის 14 თებერვალს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ქუჩიდან შემოესმა ყვირილის ხმა, მან ფანჯრიდან, ჭიშკართან ახლოს, დაინახა თავისი მაზლი, შ--–---------------ე, რომელმაც შეკითხვაზე თუ რა ხდებოდა, უპასუხა, რომ ვ--––---ის შვილიშვილი არის მთვრალი და იძახის დაჭრილი ვარო, მამაჩემმა დამჭრა და მიშველეთო. მან (მოწმემ) დარეკა სასწრაფოში, თან ჭიშკართან გამოვიდა და დაინახა, რომ იქვე, ცოტა მოშორებით, იწვა ე-–------------–----–--ის შვილი და იმეორებდა ,,32 წლის ბიჭი ვარ და მიშველეთ ნუ მომკლავთო’’, იგი შეეცადა მის დამშვიდებას და სასწრაფოს მოსვლამდე მისი საცხოვრებელი სახლიდან გამოატანინა გასაშლელი საწოლი, ე. წ ,,ლეჟანკა’’ და დააწვინა იგი. დაჭრილს ორივე ხელი და ფეხი უკვე გაცივებული ჰქონდა, როდესაც მაისური აუწია, მას სისხლის კვალი გარეგნულად არ ემჩნეოდა, მხოლოდ მცირე ზომის ნაჩხვლეტი შენიშნა და რადგან სციოდა გადააფარა ადიელა. ძალიან მალე მოვიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარებაც. თუ რა და სად მოხდა და რით ჰქონდა მიყენებული ჭრილობა მას დაჭრილი პირისთვის არ უკითხავს და ვინაიდან სახლში მარტო ჰყავდა მცირეწლოვანი ბავშვები, სასწრაფოს მოსვლის შემდეგ, დატოვა ისინი და შევიდა სახლში. მისი ინფორმაციით დაჭრილ პირს, მამასთან ე-–------------–----–--ესთან ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შ--–---------------ემ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ვ------------ის სოფელ გ-----–ი, არის ვ------- და ე-–------------–----–--ეების მეზობელი. 2018 წლის 14 თებერვალს დაახლოებით 21:00 საათზე, იგი იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ეზოში გასულს, შემოესმა მისი ბავშვობის მეგობრის, ვ------- (ვ------–-) მაღლაკელიძის ხმა, ,,ცუდად ვარ, დაჭრილი ვარ, მამაჩემმა დამჭრა და რამე მიშველეთო’’, იმ საღამოს იყო ნაწვიმარი და მიწა სველი იყო, ვ-------ი ძირს ეგდო სველ მიწაზე, ტანთ ეცვა შარვალი, მაისური და სვიტერი, თუმცა ფეხსაცმელი არ ეცვა და მხოლოდ სველი წინდების ამარა იყო, მან აუწია მაისური, სადაც მხოლოდ პატარა ნაჩხვლეტი ჰქონდა და სისხლის კვალი მაინცდამაინც არ ემჩნეოდა, ამის შემდეგ იგი შებრუნდა მის საცხოვრებელ სახლში და მის რძალს, ა--------------ს უთხრა, რომ ჭიშკართან ვ-------------–----–--ე იყო დაჭრილი და შველას ითხოვდა, რომელმაც მობილური ტელეფონით დარეკა სასწრაფოში. გამოიტანა გასაშლელი საწოლი, ე.წ ,,ლეჟანკა’’, რომელზედაც მოათავსეს დაჭრილი ვ-------------–----–--ე. იქ მეზობლებიც შეგროვდნენ და პოლიციაც მოვიდა, მათი მოსვლიდან რამდენიმე წუთში მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა და დაჭრილი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. მას ვ-------------–----–--ესთან არ უსაუბრია, რადგან ამ უკანასკნელმა მალევე დაკარგა გონება და ვეღარ საუბრობდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ--------------–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს ვ------------ის სოფელ ფ-------ში. 2019 წლის 14 თებერვალს იგი იმყოფებოდა ვ------------ის სოფელ შ---------ში, ე-–------------–----–--ის ოჯახში, სადაც სახლს ხურავდა. მას თან ახლდა მისი შვილი და მისი შვილის მეგობარი ზ---–------–----–--ე, ასევე მათ ეხმარებოდნენ მამა -შვილი ე-–------ და ვ-------------–----–--ეები, მუშაობა ძალიან ხალისიანად მიმდინარეობდა, სამუშაო დაასრულეს დაახლოებით საღამოს 8 საათისთვის, ბუხარში შეწვეს მწვადები, რადგან საკმარისი არ აღმოჩნდა რკინის შამფურები, ხის შამფურიც დაამატეს, სუფრასთან დაახლოებით 3-4 ჭიქა ღვინო დალიეს, არავითარ ინციდენტს მათი იქ ყოფნის დროს ე-–------ და ვ-------------–----–--ეებს შორის ადგილი არ ჰქონია, მხოლოდ ვ-------------–----–--ემ სადღეგრძელოში იგი მოიხსენია როგორც უხუცესი, რაზედაც ე-–------მ მისცა შენიშვნა და უთხრა, რომ უფროსი ასაკის მე ვარო. ამ საუბრიდან რამდენიმე წუთში ისინი დაიშალნენ, მამა-შვილმა გამოაცილეს ჭიშკრამდე და სრულიად მშვიდ გარემოში დაშორდნენ ერთმანეთს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ--------------–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს ვ------------ის სოფელ ქ------------ში, 2018 წლის 14 თებერვალს იგი, დ--------------–---–თან და მეგობარ ზ---–------–----–--ესთან ერთად, მუშაობდა ე-–------------–----–--ის სახლში, კერძოდ, ასრულებდა სახლის გადახურვის სამუშაოს. დაახლოებით საღამოს 8:00 საათისათვის, რკინის და ხის შამფურებზე აცმული მწვადი შეწვეს ბუხარში და დასხდნენ სავახშმოდ, სუფრასთან ისხდნენ დაახლოებით 1 საათი, რა დროსაც მოხდა მცირე ინციდენტი, იმის თაობაზე, რომ ვ-------------–----–--ემ დ----------------–-–---–ი მოიხსენია უხუცეს პიროვნებად, ე-–------------–----–--ემ კი შეუსწორა და უთხრა, რომ დ-----ზე უხუცესი არ ითქმის, უფრო უხუცესი მე ვარო და ამით დასრულდა ეს საუბარი. დაახლოებით 15-20 წუთის გასვლის შემდეგ, ისინი წამოვიდნენ ე-–------------–----–--ის სახლიდან, ისინი გამოაცილა მასპინძელმა და სრულიად მშვიდ გარემოში დატოვეს ე-–------------–----–--ის საცხოვრებელი სახლი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ---–------–----–--ემ განმარტა, რომ იგი არის ვ-------------–----–--ის ბიძაშვილი. 2018 წლის 14 თებერვალს იგი მის მეგობართან ლ--------------–---–თან და მის მამასთან დ--------------–---–თან ერთად მუშაობდა ე-–------------–----–--ის სახლის გადახურვაზე. ძირითადი სამუშაოს დასრულების შემდეგ, საღამოთი დასხდნენ სუფრასთან. სადაც ვ-------------–----–--ესა და ე-–------------–----–--ეებს შორის მოხდა მცირე ინციდენტი, ვ-------------–----–--ეს ე-–------------–----–--ემ შეუსწორა სადღეგრძელო და ამით ამოიწურა აღნიშნული. წარსულში მათ შორის რაიმე სახის კონფლიქტსა და უსიამოვნებზე მას არ სმენია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლუიზა ტოლსტიკოვამ განმარტა, რომ იგი მუშაობს ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის გადაუდებელი მედიცინის ექიმად. 2018 წლის თებერვლის თვეში, მორიგეობის დროს, 112-ის ბრიგადის მიერ მიყვანილი იქნა პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა შემავალი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე. მისი მდგომარეობა იყო მძიმე, აღენიშნებოდა არტერიული წნევის ვარდნა და ჰემორაგიული შოკი, ჰქონდა მძაფრი ალკოჰოლის სუნი, კონტაქტური იყო, თუმცა არ განმარტავდა თუ რა დაემართა მას. სასწრაფოს ექიმისაგან და თანმხლები პირებისაგან გაიგეს, რომ იყო დაჭრილი. პაციენტს ჰქონდა ძირითადად შინაგანი სისხლდენა. მას ჩაუტარდა პირველადი დახმარება, კვლევები, გამოძახებულ იქნენ სპეციალისტები და გადაყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში. პაციენტს ტანთ ეცვა სვიტერი, მაისური, შარვალი. ყველა ტანისამოსი შემოჭრილი იქნა და კანონის შესაბამისად მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და აღიწერა თითოეული ნივთი, რაც ჩვეულებრივ პოლიციის მოვლამდე ინახება ხოლმე მათ განყოფილებაში. როდესაც პოლიციელები მივიდნენ, პაციენტის ტანსაცმელი გადასცა მათ და ხელიც მოაწერა შესაბამის დოკუმენტს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------------–--ემ (ს----------ე) განმარტა, რომ იგი მუშაობს ვანის სამედიცინო გადაუდებელი დახმარების მორიგე ექიმად, არის ექიმ-ნევროლოგი, ასევე მუშაობს ვანის სამედიცინო ცენტრ ჯეოჰოსპიტალში. 2018 წლის თებერვლის თვეში, მას ოპერატორმა გადმოსცა შეტყობინება, რომ ვ------------ის სოფელ გ-----–ი იყო პაციენტი. ადგილზე გამოცხადებულს, ერთ-ერთი მოსახლის ჭიშკართან დახვდა დაჭრილი, რომელიც იყო უკიდურესად მძიმე, შოკურ მდგომარეობაში, გარეგანი სისხლდენა არ ფიქსირდებოდა, პაციენტს ჰქონდა შემავალი ჭრილობა გულმკერდის არეში, თვალში საცემი იყო მისი სიფერმკრთალე და დაბალი არტერიული წნევა, პაციენტი იძახდა მხოლოდ მიშველეთ, მომეხმარეთო, ადგილზე მისვლამდე პოლიცია იქ უკვე მისული დახვდა და პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო მისი ავტომანქანის სალონში შეყვანისა და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის გადაწყვეტილება. იმავდროულად დაუკავშირდა ოპერატორს, იმის გასარკვევად თუ რომელი საავადმყოფო მიიღებდა პაციენტს და ვინაიდან მდგომარეობა ყოვლწუთიერად მძიმდებოდა იგი წამოიყვანეს ქუთაისში და გზად აცნობეს რომ ელოდებოდნენ ევექსის კლინიკაში, შესაბამისად მის მიერ მოხდა პაციენტის გადაბარება მედ პერსონალზე. ვინაიდან, პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, მთელი ძალისხმევა გადატანილი ჰქონდა იმაზე, რომ როგორმე ის ცოცხალი მიეყვანა შესაბამის კლინიკამდე, თუ სად, როდის და ვისგან მოხდა დაჭრა არ უკითხავს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–-------–----ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ვ------------ულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 14 თებერვალს ასრულებდა მის სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც პოლიციაში შევიდა შეტყობინება დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, იგი, კოლეგებთან, კ----------–-–---–თან, გ----------------ესთან და დ----- ა------ესთან ერთად გაემართა ვ------------ის სოფელ შ----------–ი, სადაც ე-–------------–----–--ის სახლიდან მოშორებით დახვდათ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი, ვ-------------–----–--ე, რომელიც იწვა გასაშლელ საწოლზე, მან შეეკითხა ვ-------------–----–--ეს, თუ რა მოხდა რაზედაც უპასუხა, რომ იგი მამამ დაჭრა და ამის შემდეგ მათთან კონტაქტში აღარ შესულა. რამდენიმე წუთში მოვიდა სასწრაფო დახმარების ავტომანქანა, რომელმაც იგი წაიყვანა საავადმყოფოში. ამის შემდეგ იგი თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა ე-–------------–----–--ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ადგილზე მისულებს დახვდათ ე-–------------–----–--ე, იქვე გაწყობილი იყო სუფრა, რომელზეც ეწყო ჭურჭელი, დანები, ჩანგლები, შამფურები და სხვა ნივთები. სწორედ იმავე სახლში მოხდა ე-–------------–----–--ის დაკავება გამომძიებლის მიერ, მას დაკავებაში მონაწილება არ მიუღია. მოცემულ საქმეზე ასევე მის მიერ შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა------------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს რეფერალურ ჰოსპიტალში ქირურგად, ასევე არის ენდოსკოპისტი. დაზარალებული ვ-------------–----–--ე იყო მისი პაციენტი. 2018 წლის თებერვლის თვეში, კლინიკაში შეყვანილი იქნა ვ-------------–----–--ე, რომელიც იყო დაჭრილი, გარეგნულად ჭრილობა დიდი ზომის არ იყო, პაციენტს მუცლის ღრუში აღენიშნებოდა თავისუფალი სითხე, ჰქონდა ანემია და აყვანილი იქნა ოპერაციულ მკურნალობაზე. ჭრილობა იყო დაახლოებით შუა ხაზზე, დაზიანებული იყო გულმკერდის ღრუ, შესული იყო დიაფრაგმით მუცლის ღრუში, დაზიანებული იყო ელენთა, კუჭი, პანკრიასის კუდი, მისული იყო ხერხემლამდე, ხერხემალს აცილებული იყო და დაზიანებული იყო ღვიძლის მარჯვენა სადინარი, ძირითადი სისხლდენა ვითარდებოდა მუცლის ღრუში, მოწმის განმარტებით მსგავსი სიღრმის ჭრილობა იშვიათია, შესაბამისად, მისთვის არ არის ცნობილი თუ რა საგნით იყო აღნიშნული ჭრილობა მიყენებული, თეორიულად შესაძლებელია ჭრილობა წაქცევის შედეგადაც მიიღოს ადამიანმა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ--------–-------ემ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ვ------------ის სოფელ ზ--------ში, ე-–------ და ვ-------------–----–--ეების მეზობლად. 2018 წლის 14 თებერვალს იგი იმყოფებოდა მის მეზობელ კ----------ესთან ფეხბურთის საყურებლად, რა დროსაც დაურეკეს კ----------ეს და უთხრეს, რომ ვ-------------–----–--ე იყო დაჭრილი, ისინი გაემართნენ ვ-------------–----–--ისაკენ, გზად შემოხვდათ შ--–---------------ე, რომელიც უნდა დახვედროდა სასწრაფო დახმარების ბრიგადას, რათა გზა ესწავლებინა. რადგანაც შ--–--ს ფეხი სტკიოდა, თვითონ წავიდა სასწრაფოს დასახვედრად, რა დროსაც ავტომანქანით შემოხვდა მის მეზობლად მცხოვრები ს------–-------ე, ისინი წინ გაუძღვნენ სასწრაფო დახმარების ავტომანქანას, როდესაც მივიდნენ მ--------------------ის სახლთან ახლოს, დაინახა, რომ ვ-------------–----–--ე დაწოლილი იყო და იძახდა მიშველეთ, დაჭრილი ვარო, სასწრაფო დახმარების მანქანის მისვლამდე ადგილზე უკვე დახვდათ პოლიცია, ასევე იქვე იყვნენ მეზობლებიც, რომლებიც ამბობდნენ რომ ვ-------------–----–--ის ნათქვამს, რომ დაჭრილი ვარ, მამამ დამჭრაო. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს------–-------ემ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე რ-----------–----–--ემ განმარტა, რომ იგი არის ე-–------------–----–--ის ბიძაშვილი, 2018 წლის 14 თებერვალს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ვ-------------–----–--ე იყო დაჭრილი, როდესაც იგი მივიდა ვ------------ის სოფელ შ---------ში, ს-----------ეების ჭიშკართან, იმ დროს უკვე ვ-------------–----–--ე მიჰყავდა სასწრაფო დახმარების მანქანას. თუ ვინ დაჭრა ვ-------ი მან ამის თაობაზე არაფერი იცის.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე კ----------–-–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ვ------------ულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ- გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 14 თებერვალს იგი ასრულებდა მის სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ ვ------------ის სოფელ შ----------–ი, ე.წ ს-----------ეების უბანში, ცივი იარაღით დაჭრილი იყო ვ-------------–----–--ე, იგი კოლეგებთან, ლ-–-------–----ესთან, გ----------------ესთან და დ----- ა------ესთან ერთად გაემგზავრა ვ------------ის სოფელ შ----------–ი, სადაც დახვდათ დაჭრილი ვ-------------–----–--ე, რომელიც ითხოვდა შველას, იგი იწვა გასაშლელ საწოლზე, ლ-–-------–----ის შეკითხვაზე, თუ რა მოხდა უპასუხა, რომ იგი მამამ დაჭრა, ამის შემდეგ, რამდენიმე წუთში მოვიდა სასწრაფო დახმარების ავტომანქანა, რომელმაც დაჭრილი წაიყვანა საავადმყოფში, თავად კი, თანმხლებ პირებთან ერთად, მივიდა ე-–------------–----–--ის საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდათ ეს უკანასკნელი, რომელიც უყურებდა ტელევიზორს და თან სიგარეტს ეწეოდა, შეკითხვაზე თუ სად იმყოფებოდა მისი შვილი ე-–------------–----–--ემ უპასუხა, რომ მისთვის არ იყო ცნობილი მისი ადგილსამყოფელი.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცეს სასამართლოს საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა უბნის ინსპეტორ-გამომძიებლებმა: დ----- ა------ემ და გ----------------ემ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ირ---–---------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ვ------------ულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე -გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის თებერვლის თვეში გამოძიება დაიწყო შსს ვ------------ულ სამმართველოში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, მას მოცემულ საქმეზე გამოკითხული ჰყავს მოწმეები. ექსპერტებთან ერთად, აგრეთვე, სოფლის რწმუნებულის მონაწილეობით, დათვალიერებული აქვს შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობდა ვ------------ის სოფელ გ-----–ი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–-------–----ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ვ------------ულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მას გამოკითხული ჰყავს მოწმე ა--------------, რომელმაც განმარტა, რომ როდესაც მის ჭიშკართან მან ნახა დაჭრილი ვ-------------–----–--ე, ამ უკანასკნელს ფეხთ ეცვა ტალახიანი და სველი წინდები, რომელიც გამოუცვალა და ეს წინდა ინახებოდა მასთან, რის საფუძველზეც გამოტანილი იქნა დადგენილება და მოწმე ა--------------სთან ჩატარდა 2 წყვილი წინდის ამოღება. ასევე გამოკითხული ჰყავს მოწმე ლ-–-------–----ე, ასევე სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადვოკატ ე-–---------------თან ერთად, ჩატარებული აქვს ბრალდებულ ე-–------------–----–--ის გამოკითხვა. მის მიერვე მოხდა ამ უკანასკნელისათვის ბრალის წარდგენა და მტკიცებულებათა გაცვლა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ--------------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ვ------------ულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე მის მიერ მოცემულ საქმეზე დაკავებული იქნა ე-–------------–----–--ე და შედგენილი იქნა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ბრალდებულის დაკავება მოხდა 2018 წლის 15 თებერვალს, მისივე საცხოვრებელ სახლში, რომლის შესახებ შეატყობინა მის ნათესავს. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ------–--------------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ვ------------ულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მის მიერ ბრალდებულის სახით გამოკითხულ იქნა ე-–------------–----–--ე. მასვე დათვალიერებული აქვს ე-–------------–----–--ის სახლის მიმდებარე ტერიტორია. დათვალიერება ჩატარდა 2018 წლის 15 თებერვალს დილის საათებში, ინსპექტორ-გამომძიებელ შ-------------ესთან ერთად.

 

გამოკითხვის დროს ე-–------------–----–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს იგი მუშაობდა მისი სახლის სახურავის შეკეთებაზე, ეხმარებოდა რამდენიმე მეზობელი და მისი შვილი ვ-------------–----–--ეც, დაახლოებით საღამოს 8 საათისთვის დაიშალნენ და იგი დაწვა დასაძინებლად. მან მისი შვილის ვ-------------–----–--ის დაჭრის თაობაზე არაფერი იცოდა. ასევე მის მიერ მოხდა ბრალდებულის ტანსაცმლის ამოღება.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა შ-------------ემ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ------------–---–მა განმარტა, რომ იგი არის მერის წარმომადგენელი ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულში. ე-–------------–----–--ის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით 2018 წლის თებერვლის თვეში, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, დაურეკა პოლიციელმა კ----------–-–---–მა და უთხრა, რომ ვ------------ის სოფელ გ-----–ი ე-–------------–----–--ის ოჯახში ადგილი ჰქონდა ინციდენტს, კერძოდ, დაჭრის ფაქტს და ვინაიდან იქ არავინ იყო, უნდა გამოცხადებულიყო ე-–------------–----–--ის სახლში. იგი გამოცხადდა ადგილზე, სადაც რამდენიმე წუთში მივიდნენ შსს ვ------------ული სამმართველოს თანამშრომლები, ასევე ექსპერტი და დაახლოებით ღამის 1-2 საათზე დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები. ეძებდნენ დანაშაულის იარაღს, რომლითაც მოხდა დაჭრა. როგორც შემდგომ პოლიციელებისაგან შეიტყო, ინციდენტი მომხდარი იყო მამა-შვილს შორის, რა დროსაც ე-–------------–----–--ეს დაუჭრია ვ-------------–----–--ე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი არცერთი მოწმე უშუალოდ არ შესწრებია ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. მოწმეთა ნაწილი მხოლოდ უთითებენ დაზარალებულის მიერ მის გამოკითხვამდე მიცემულ იფორმაცის. შესაბამისად, აღნიშნული ჩვენებები სწორად ვერ იქნა მიჩნეული დანაშაულის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებად, როგორც ირიბი ჩვენებები. ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გამხდარიყო. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოკითხული მოწმეები არ წარმოადგენდნენ ფაქტის უშუალო შემსწრე (თვითმხილველ) პირებს, შესაბამისად, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდებოდა პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ-----------–--ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ვ------------ულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ გამოკითხული იქნა ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმი, ლუიზა ტოლსტიკოვა და იმავე ჰოსპიტლის მედდა თამთა ქარდავა. 2018 წლის 15 თებერვალს კი, ექიმ ლუიზა ტოლსტიკოვათან ჩატარდა დაზარალებულ ვ-------------–----–--ის ტანსაცმლის ამოღება, ტანსაცმელი. აღნიშნული ტანსაცმელი მას წარმოუდგინა ლუიზა ტოლსტიკოვამ, რომელიც მოთავსებული იყო ცოლოფნის პარკში და არ იყო დალუქული. ვ-------------–----–--ის ტანსაცმელი დაილუქა 1 პაკეტად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბახვა მიქაშავიძემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ვ------------ულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ მოხდა ექიმისაგან ცნობის გამოთხოვა. რომლის მიხედვითაც დაჭრილი ვ-------------–----–--ე იყო მძიმედ და მისი გამოკითხვა არ შეიძლებოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------–------–---–მა განმარტა, რომ იგი 2018 წლის 14 თებერვალს მუშაობდა შსს ვ------------ულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ მოხდა ე-–------------–----–--ისათვის დაზუსტებული ბრალის წარდგენა და ბრალდებულის გამოკითხვა, რა დროსაც ე-–------------–----–--ემ აირჩია დუმილის უფლება, ასევე ადვოკატის თანდასწრებითვე მოხდა მასთან მტკიცებულებების გაცვლა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ც---–------------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს რეფერალური კლინიკის, ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ინტენსიური პალატის უფროს მედდად. 2018 წლის თებერვლის თვეში, განყოფილებაში შემოიყვანეს დაჭრილი ვ-------------–----–--ე, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ, როგორც ახალგაზრდა და მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაცინეტს. მოცემულ საქმეზე მის მიერ მოხდა სისხლის ნიმუშის აღება, პოლიციელთა დავალების საფუძველზე, ნიმუშის აღება მოხდა ვ-------------–----–--ის თანხმობით, სრულიად მშვიდ ვითარებაში, რომლიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

2018 წლის 16 თებერვლის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მიხედვით წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ევექსის ქუთაისის N1 რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი 1629-ის ასლი) მონაცემებისა: მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით, მოქალაქე ვ-------------–----–--ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 14.02.2018 წ - 22:25 საათზე, სადაც დაესვა დიაგნოზი: მარცხენა გულმკერდის მიდამოს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, შემავალი გულმკერდის და მუცლის ღრუში. ჰემოპნევმოთორაქსი, ელენთის, პანკრეასის, კუჭის და დიაფრაგმის დაზიანებით. ჰემორაგიული შოკი. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ - მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ე-–------------–----–--ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად

წარმოდგენილია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც არ არსებობს დაზარალებულის (ან/და) მოწმის ჩვენება, ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, იგი ადასტურებს მხოლოდ დაზიანების არსებობას, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა მისი ქმედება ბრალეული. აღნიშნული მტკიცებულების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო, როდესაც თავად ე-–------------–----–--ე უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმის სასამართლო განხილვის დროს წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად არ დასტურდებოდა მსჯავრდებულის მიერ წარდგენილი ქმედების ობიექტური შემადგენლობა.

 

მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი, თუ გარემოება.

 

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სწორად არ იქნა მიჩნეული უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულიყო, ე-–------------–----–--ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმისათვის, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, ვ------------ის სოფელ შ---------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მყოფმა ე-–------------–----–--ემ შვილს - ვ-------------–----–--ეს მიაყენა გულმკერდის მარცხენა მიდამოში განზრახ დაარტყა სუფრიდან აღებული შამფური, რითაც მიაყენა გულმკერდის და მუცლის ღრუში შემავალი, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, რაც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო, სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს.

 

საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ვ-------------–----–--ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, თავად ე-–------------–----–--ემ უარყო ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. ამდენად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გარდა, რომელიც, როგორც აღინიშნა, ადასტურებს მხოლოდ დაზიანების არსებობას და არა მის წარმოშობას, სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ე-–------------–----–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდებოდა ვარაუდს, რადგანაც ისინი არსებობდა მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძველი გამხდარიყო პირის დამნაშავედ ცნობასათვის, აღნიშნული შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ და ე-–------------–----–--ე სწორად იქნა ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;117-ეუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

აღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ ე-–------------–----–--ის მიმართ, 2019 წლის 27 მაისს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენი ე-–------------–----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად;

 

3.ე-–------------–----–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

4.გამართლებულ ე-–------------–----–--ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

5.ე-–------------–----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და შესაბამისად, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ე-–-------–------ს (პ/ნ. 1----------), ვ----–----–------ს (პ/ნ.1----------), მ--–-------–------ს (პ/ნ.1----------) და მ--------–------ს (პ/ნ 1----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ვ------------ი სოფელი ა-----–---, (ზ-------------------------------------–-------------------–-------------------------------------------------------------)– 10000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, მოეხსნას ვანის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წელის 22 თებერვლის განჩინებით დადებული ყადაღა;

 

6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ა--------------სგან ამოღებული ვ-------------–----–--ის ორი წყვილი წინდა, ე-–------------–----–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი და 10 ლარიანი კუპიურა, ე-–------------–----–--ისგან ამოღებული ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, მორუხო ფერის ნაქსოვი სვიტერი, მოლურჯო-მორუხო ფერის გრძელსახელოიანი ჟაკეტი, მოშავო ფერის დუტის უმკლავო ქურთუკი და შავი ფერის ტყავის ფეხსაცმელი, მორუხო-მონაცრისფრო ფერის გრძელსახელოიანი მაისური, მოლურჯო ფერის უმკლავო მაისური, მოშავო ფერის სპორტული შარვალი, მოშავო ფერის ტყავის ფეხსაცმელები, „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ლ-----------–---------სგან ამოღებული ვ-------------–----–--ის მოლურჯო ფერის სვიტერი, მოშავო ფერის სპორტული შარვალი, მოშავო ფერის მაისური, მოშავო ფერის ე.წ „კაპიშონიანი“ ზედატანისამოსი, მოლურჯო ფერის ტრუსი და მორუხო ფერის წინდები, რაც ინახება შსს ვ------------ულ სამმართველოში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

- ე-–------------–----–--ისგან აღებული თმის, ფრჩხილების და ხელის ანაწმენდების ნიმუშები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სიგარეტის ორი ცალი ნამწვი, ვ-------------–----–--ისგან აღებული სისხლის ნიმუში, ე-–------------–----–--ისგან აღებული ნერწყვის და სისხლის ნიმუში, ხელის თითის კვალის ნიმუში, რც ინახება შსს ვ------------ულ სამმართველოში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათების CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლ.თედორაძე/