განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2019
საქმის ნომერი
330100118002747463
ინსტანცია
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002747463

საქმე № 1ბ/1212-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გ-------------ე.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ჰ---- ყ---–--ი (მონაწილეობის გარეშე), დაბადების თარიღი: 1----–-–---------–--ი, ი----------–-----------------–-----------–---, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ი----------–-----------------–-----------------.

 

ადვოკატი: მ------------–-–---–ი.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

 

სასჯელი: ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა გ-------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულ ჰ---- ყ---–--ისთვის სასჯელის დამძიმების კუთხით, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჰ---- ყ---–--ის მიმართ გამოყენებული სასჯელი არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოს სასჯელის მიზნების შესრულებას. აპელანტის მითითებით სასამართლომ არ გაითვალისწინა ის დამამაძიმებელი გარემოება, რომ ჰ---- ყ---–--მა დაარღვია მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და მიემალა მართლმსაჯულებას. ამასთან, ფაქტობრივად, სასამართლომ ფორმალურად გამოიყენა სასჯელი დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, ვინაიდან ვერ მოხდება ჰ---- ყ---–--ისთვის მისჯილი სასჯელის - ჯარიმის აღსრულება (მას არ გააჩნია უძრავი ქონება საქართველოში). აპელანტს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზანი ვერ იქნება მიღწეული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელით და მსჯავრდებულ ჰ---- ყ---–--ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა პროკურორმა გ-------------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მსჯავრდებულ ჰ---- ყ---–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ჰ---- ყ---–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------------–-–---–მა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

ჰ---- ყ---–--მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 18 ოქტომბერს ი----------–-----------------–-----------–--- ჰ---- ყ---–--მა, რომელიც იმყოფებოდა სომხეთში, უკანონოდ გადმოკვეთა დმანისის რაიონის სოფელ ირგანჩაის მიმდებარედ გამავალი საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი და გადმოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ჰ---- ყ---–--ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ჰ---- ყ---–--ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ჰ---- ყ---–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ: მოწმეების - გ-----------–----ის, ნ---------------–---–ის, ზ----------------–---–ის, ბ--------------–---–ის, ბ-------------–---–ის და მ---------------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებები, 2018 წლის 18 ოქტომბრის პირადი ჩხრეკის ოქმი, 2018 წლის 18 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ირანის ისლამური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანიზაციის მიერ გაცემული დუბლიკატი, სომხეთის რესპუბლიკის თავშესაფრის მაძიებლის მოწმობა, საზღვრის კვეთის მონაცემები უტყუარად ადასტურებენ, რომ ჰ---- ყ---–--მა 2018 წლის 18 ოქტომბერს უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

მსჯავრდებულ ჰ---- ყ---–--ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ გამოძიების ეტაპზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან.

 

ჰ---- ყ---–--ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

პალატა თვლის, რომ სასჯელის სამართლიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი ხასიათდება ინდივიდუალურობით, შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი (მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია), შეურიგდეს დაზარალებულს“. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი (მსჯავრებულის განმერტებით იგი იდევნება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან), მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით.

 

პალატა თვლის, რომ დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას, ამასთან, იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის, უკეთ გააცნობიეროს საკუთარი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, რაც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნის მიღწევას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორ გ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ჰ---- ყ---–--ის სახელზე გაცემული სომხეთის ბინადრობის მოწმობა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პირადობის მოწმობა უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ გ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ჰ---- ყ---–--ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ჰ---- ყ---–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ჰ---- ყ---–--ის სახელზე გაცემული სომხეთის ბინადრობის მოწმობა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პირადობის მოწმობა - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მსჯავრდებულს უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან ან განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ იგი ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: ნინო სანდოძე