განაჩენი

სისხლის სამართლის 18.10.2019
საქმის ნომერი
130100119002838781
ინსტანცია
თარიღი
18.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100119002838781

საქმე #1ბ/1534-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე მაკა გველესიანმა

 

მსჯავრდებულ თ---------- ი-----–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ქ------- გ------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), თ---------- ი-----–-–---–ის (დაბადებულის 0--------- წელს, საქართველოს მოქალაქის, პ/ნ 4----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-----–--------------------–--------) მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ს 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ---------- ი-----–-–---–მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. მანვე ჩაიდინა თავისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 6 იანვარს, შსს ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ თ---------- ი-----–-–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი 30 კალენდარული დღით. აღნიშნული ორდერის პირობების თანახმად მას აეკრძალა მსხვერპლთან, მის ბებიასთან ე----- ი-----–-–---–თან მიახლოება და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად აღნიშნულისა, 2019 წლის 07 იანვარს თ---------- ი-----–-–---–მა ქ-----–--------------------–-------ში საცხოვრებელ სახლში ე----- ი-----–-–---–ს კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაამყარა მასთან არასასურველი კომუნიკაცია, რითაც დაარღვია მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის პირობები.

2019 წლის 6-7 იანვარს ქ-----–--------------------–-------ში, თავის საცხოვრებელ სახლში თ---------- ი-----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა მამამისის, რ----- ი-----–-–---–ის მიმართ. კერძოდ, ხელის რამდენჯერმე დარტყმით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით თ---------- ი-----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით. სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით მას შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით. სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თ---------- ი-----–-–---–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი (თ/აღკვეთა 03 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით). სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თ---------- ი-----–-–---–ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, 01(ერთი) წლითა და 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 01(ერთი) წლითა და 08 (რვა) თვით თ/აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით თ---------- ი-----–-–---–ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლისა და 02(ორი) თვის ვადით.

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა თ---------- ი-----–-–---–ს დაეწყო დაკავების დღიდან, 2019წლის 07 იანვრიდან.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ---------- ი-----–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ქ------- გ------მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას თ---------- ი-----–-–---–ისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით. კერძოდ, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის მინიმუმამდე შემცირებას, შემდეგ გარემოებათა გამო: თ---------- ი-----–-–---–მა აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალი, არ გახადა სადავოდ მტკიცებულებები, ხელი შეუწო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ის არის სოციალურად დაუცველი ოჯახის, მეუღლის და მცირეწლოვანი შვილის მარჩენალი, ხასიათდება დადებითად.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები თ---------- ი-----–-–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ თ---------- ი-----–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ------- გ------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ თ---------- ი-----–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ თ---------- ი-----–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების: თ---------- ი-----–-–---–ის (პაპა) გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულების -ე----- ი-----–-–---–ის და რ----- ი-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შსს ქარელის რაიონული სამმართველოს მიერ გაცემულ შემაკავებელ ორდერი თ---------- ი-----–-–---–ის მიმართ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა რ----- ი-----–-–---–ის მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თ---------- ი-----–-–---–მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. მანვე ჩაიდინა თავისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. ასევე, იმ გარემოებას, რომ თ---------- ი-----–-–---–მა დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრების მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად წარმოადგენს დამაძიმებელ გარემობას.

 

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის განაჩენით თ---------- ი-----–-–---–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტთ და სასჯელის სახით განესაზღვრა თ/აღკვეთა 03 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. თ---------- ი-----–-–---–ი დანაშალთა ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობით გამოსაცდელი ვადაში. იგი ითვლებოდა ნასამართლევად, რაც წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას, რაც გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს.

 

საქმის მასალების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასმართლომ სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინა როგორც დამამძიმებელი, ასვე შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, თ---------- ი-----–-–---–ის აღიარება, გულწრფელი მონანიება და მისი ოჯახური მდგომარეობა. ამასთან, დაცვის მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებაზე.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით (ოჯახური) ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე, სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. მართალია, თ---------- ი-----–-–---–ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი კი სასამართლოს ასევე ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა განმარტავას, რომ სასჯელის სამართლიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის დამამძიმებელ გარემოებაზე, კერძოდ, დანაშაულის მოტივზე (ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის, ბებიასა და ასევე მამის მიმართ), ქმედების ინტენსივობაზე და ხასიათზე, რამაც პალატის შეფასებით გამოიწვია მოვალეობათა დარღვევის მაღალი ხარისხი, რისი გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ თ---------- ი-----–-–---–ის ქმედებები წარმოადგენს ოჯახის წევრებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველს, მიუთითებს მის არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე ოჯახის წევრების მიმართ, რისი გათვალისწინებითაც მხოლოდ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი, უზრუნველყოფს დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სამართლიანობის აღდგენას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ თ---------- ი-----–-–---–ისთვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. თ---------- ი-----–-–---–სთვის განაჩენთა ერთობლიობით 3(სამი) წლის და 2(ორი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი დანაშაული. პალატას მიაჩნია, რომ თ---------- ი-----–-–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი თ---------- ი-----–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი თ---------- ი-----–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ თ---------- ი-----–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ქ------- გ------ის სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ თ---------- ი-----–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.

 

თ---------- ი-----–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

- საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს თ---------- ი-----–-–---–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი (თ/აღკვეთა 03 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით);.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თ---------- ი-----–-–---–ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, 01(ერთი) წლითა და 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 01(ერთი) წლითა და 08 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით თ---------- ი-----–-–---–ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლისა და 02(ორი)თვის ვადით;

 

მსჯავრდებულ თ---------- ი-----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან, 2019 წლის 07 იანვრიდან.

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ თ---------- ი-----–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი