განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2019
საქმის ნომერი
060100119002963109
ინსტანცია
თარიღი
11.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100119002963109

საქმე №1/ბ-622-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ-- შ----–----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების ქ-------------–-----------–--------–---–------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ-- შ----–----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:

 

ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით.

 

ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ-- შ----–----ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 20 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, ს------------------–----–------ის სოფელ ჩ----––ი, გ---–----- ქ-–----ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ-- შ----–----ემ გ---–----- ქ-–----ეს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, ასევე ქვა და ხის ნაჭერი დაარტყა ზურგის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 1 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, ს------------------–----–------ის სოფელ ჩ----––ი მდებარე ნ------ შ----–----ის საცხოვრებელ სახლში, გ-- შ----–----ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არასრულწლოვან ვ-------–----ეს, გ---–----- ქ-–----ეს და დედას ნ--–- შ----–----ეს. დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამის შემდგომ 2019 წლის 20 მარტამდე დროის მონაკვეთში, იგი სოციალური ქსელის და მობილური ტელეფონის საშუალებით თითქმის ყოველდღე უკავშირდებოდა აღნიშნულ პირებს და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და სახლის დაწვით. 2019 წლის 20 მარტს ს------------------–----–------ის სოფელ ჩ----––ი მდებარე ნ------ შ----–----ის საცხოვრებელ სახლში, ნ------ შ----–----ე მინის ბოთლის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით გ---–----- ქ-–----ეს, ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას _ ნ--–- შ----–----ეს, რა დროსაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 20 მარტამდე დროის მონაკვეთში, გ-- შ----–----ე დედას, ნ--–- შ----–----ეს ძალადობის მუქარით აიძულებდა მისთვის ფულადი თანხის გადაცემას. 2019 წლის 1 მარტს, ს------------------–----–------ის სოფელ ჩ----––ი მდებარე მ------ შ----–----ის საცხოვრებელ სახლში, გ-- შ----–----ემ დედას _ ნ--–- შ----–----ეს, ძალადობის მუქარით მოსთხოვა მისთვის ფულადი თანხის გადაცემა.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 აგვისტოს განაჩენით:

 

გ-- შ----–----ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 ;150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.

 

გ-- შ----–----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

გ-- შ----–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

გ-- შ----–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ-- შ----–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ-- შ----–----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2019 წლის 21 მარტიდან.

 

გ-- შ----–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

 

ნივთიერი მტკიცებულებები _ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ქვა, ორი ცალი შეშის ნაჭერი და მინის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება შს ს-----------------------–-------------–ოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენის მიხედვით გ-- შ----–----ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 20 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, ს------------------------------–--------------–-, მდებარე მისი ძმის, ნ------ შ----–----ის კუთვნილი საცხოვრებელ სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ-- შ----–----ემ გ---–----- ქ-–----ეს რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, ასევე ქვა და ხის (შეშის) ნაჭერი დაარტყა ზურგის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 20 მარტს, გ-- შ----–----ე, ს------------------–----–------ის სოფელ ნ------------ში, მდებარე თავისი ძმის, ნ------ შ----–----ის კუთვნილი საცხოვრებელ სახლის ეზოში შესასვლელ ჭიშკართან, გადატეხილი ბოთლის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა გ---–----- ქ-–----ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ----------–--ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და გ-- შ----–----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;150-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111;151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მისი მსჯავრდების ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზარალებულმა ნ--–- შ----–----ემ სასამართლო სხდომაზე არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის (შვილის) წინააღმდეგ. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ დაზარალებულები ვ-------–----ე და გ---–----- ქ-–----ე, რომლებმაც დაადასტურეს, რომ 2019 წლის 20 მარტს მათ საცხოვრებელ სახლში მივიდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გ-- შ----–----ე, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ---–----- ქ-–----ეს. ამ უკანასკნელმა ასევე დაადასტურა, რომ გ-- შ----–----ე გატეხილი ბოთლით დაემუქრა, რაც აღიქვა რეალურად. რაც შეეხება გ-- შ----–----ის მიერ მათ მიმართ და ნ--–- შ----–----ის მიმართ განხორციელებულ მუქარას, ამ ნაწილში შეცვალეს გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და უარყვეს, რომ გ-- შ----–----ე 2019 წლის 01 მარტსა და მას შემდგომ, 20 მარტამდე ემუქრებოდათ სიცოცხლის მოსპობით. ასევე შეცვალეს გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია და უარყვეს ის ფაქტი, რომ გ-- შ----–----ე ნ--–- შ----–----ეს აიძულებდა მასზე ფულის მიცემას და სწორედ ამის გამო აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა ცალსახად დაადასტურეს, რომ გამოკითხვის ოქმებზე მათი ხელმოწერებია. აღნიშნულთან დაკაშირებით გამოიკითხნენ გამომძიებლები გ------- ნ-–--–-–---–- და ზ---------------, რომლებმაც დაადასტურეს, რომ გამოკითხვისას გ---–----- ქ-–----ემ, ვ-------–----ემ და ნ--–- შ----–----ემ გ-- შ----–----ე ამხილეს ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენაში, რაც აისახა მათი გამოკითხვის ოქმებში. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ვ-------–----ის მეუღლე მ-----–- შ----–----ე, რომელმაც განმარტა, რომ ის პირადად 01 მარტის და 20 მარტის ფაქტებს არ შესწრებია, თუმცა მეუღლისაგან და ოჯახის სხვა წევრებისაგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ მითითებულ თარიღებში მათ საცხოვრებელ სახლში მივიდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გ-- შ----–----ე, რომელმაც ნ--–- შ----–----ეს აგრესიულად მოსთხოვა თანხა, ამასთან, სამივე მათგანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება გ-- შ----–----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111;150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

მსჯავრდებულ გ-- შ----–----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ-------–-----მ წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის _ სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----------–--ის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზარალებულ გ---–----- ქ-–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ იზმირში დედასთან, თ--- შ----–----ესთან ერთად. როდესაც საქართველოში ჩამოდის, მიდის ბიძის, ანუ დედის ძმის _ ნ------ შ----–----ის სახლში, სადაც ასევე ცხოვრობენ ნ------ს შვილი მ-----–- შ----–----ე, მისი მეუღლე ვ-------–----ე და მათი შვილი, ასევე ბებია ნ--–- შ----–----ე და მეორე ბიძის, გ-- შ----–----ის შვილები _ შ---- და თ---- შ----–----ეები. თავად გ-- შ----–----ე ცხოვრობს ქ-------------–----------–---–--------ში. მისთვის ცნობილია, რომ გ-- შ----–----ე ხშირად თხოვდა დედამისს, ნ--–- შ----–----ეს ფულს, რის გამოც არიდებდნენ მას ამ უკანასკნელს. გ-- დედამისს მ-----–- შ----–----ის კუთვნილ ტელეფონზე ურეკავდა. რამდენჯერმე უთხრეს მას, რომ დედამისი სახლში არ იყო და არ ასაუბრეს მასთან. ამის გამო გაბრაზებული იყო მათზე და წერდა სალანძღავ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. 2019 წლის 1 მარტს, გ-- შ----–----ე ზედმეტად მთვრალი მივიდა ნ------ შ----–----ის სახლში. იგი თავს ვერ აკონტროლებდა, რის გამოც წაიბორძიკა, მაგიდას შეეჯახა და წაიქცა. გ--ს არავისთვის არაფერი უთქვამს, ფული არ მოუთხოვია და არც არავის დამუქრებია. იგი იგინებოდა ზოგადად, თავისი მდგომარეობის გამო. 2019 წლის 20 მარტს, გ-- შ----–----ე ისევ მთვრალი მივიდა ნ------ შ----–----ის სახლში და იგინებოდა ნ--–- შ----–----ის მისამართით. გ---–----- ქ-–----ის განმარტებით, მას სურდა ბებიის დაცვა, ცდილობდა გ-- შ----–----ე არ შეეშვა ეზოში და ჭიშკარს აწვებოდა. შემდეგ გ--მ ბოთლი დაარტყა დედამისის (გ.ქ-–----ის დედის) კუთვნილ მანქანას და გადატეხილი ბოთლი მას მოუქნია, მაგრამ ვერ მისწვდა. ამის გამო შეეშინდა, თუმცა რაღაც მომენტში გ-- მოდუნდა, რა დროსაც დააგდებინა ბოთლი. გ-- შ----–----ე ცემდა მას ხელებით სახესა და ტანზე. შემდეგ ქვა აიღო და ბეჭში ჩაარტყა, ასევე შეშის ნაჭერი ჩაარტყა ზურგში, რის შედეგადაც განიცადა ტკივილი.

 

არასრულწლოვანი დაზარალებულის, ვ-------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს სოფელ ჩ----––ი, მეუღლესთან _ მ-----–- შ----–----ესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად. მათთან ცხოვრობენ ასევე მეუღლის ბებია _ ნ--–- შ----–----ე და მეუღლის ბიძის, გ-- შ----–----ის შვილები _ შ---- და თ---- შ----–----ეები. 2019 წლის 1 მარტს ყველანი იყვნენ სახლში. მათთან იყო ასევე მეუღლის მამიდაშვილი გ---–----- ქ-–----ე. გ-- მივიდა მათთან მთვრალი, რა დროსაც ბარბაცებდა. იგი ბავშვებს გამოელაპარაკა. შემდეგ ნ--–- შ----–----ეს სთხოვა ფული სახლში ტაქსით წასასვლელად, რაზედაც ნ--–-მ უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა, მაგრამ ტაქსით გაუშვებდა. მართლაც დაურეკა ნაცნობ ტაქსის მძღოლს და ისე გაუშვა სახლში. გ-- შ----–----ეს პირადად მისთვის რაიმე შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც დამუქრებია. 2019 წლის 20 მარტს გ-- ისევ მთვრალი მივიდა მათთან, მაგრამ გ---–----- არ უშვებდა და ნ--–-ს ეძახდა, რომ არ გამოსულიყო. ვ-------–----ის განმარტებით, ამ ხმაურზე გავიდა გარეთ და დაინახა როგორ ჩაარტყა ზურგში შეშის ნაჭერი გ--მ გ---–-----ს. მანამდე სახეში დაურტყამს მისთვის ხელი და ქვა ჩაურტყამს, თუმცა ეს მას არ დაუნახავს. გ-- შ----–----ე ითხოვდა ნ--–- შ----–----ესთან საუბარს, რომელსაც თხოვდა ფულს. ნ--–- ვერ აძლევდა მას თანხას და ამაზე თვითონაც ნერვიულობდა. ამის გამო ცდილობდნენ, რომ გ--ს არ მისცემოდა ნ--–-სთან საუბრის საშუალება. მას პირადად გ--სგან აგრესია არ უგრძვნია და არ შეშინებია, რომ იგი რაიმე ზიანს მიაყენებდა.

 

დაზარალებულმა ნ--–- შ----–----ემ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა შვილის _ გ-- შ----–----ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმე მ-----–- შ----–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ვ-------–----ე არის მისი მეუღლე, ხოლო ნ--–- შ----–----ე ბებია. ბიძამისი გ-- შ----–----ე აგრესიული იყო თავისი დედის _ ნ--–- შ----–----ის მიმართ, რის გამოც იგი გ--ს შვილებთან ერთად მასთან გადმოვიდა საცხოვრებლად. 2019 წლის 1 მარტს და 20 მარტს თვითონ სახლში არ იყო და გადმოცემით იცის, რომ გ-- შ----–----ე მთვრალი მისულა მათთან და უჩხუბია. მოწმის განმარტებით, გ-- მის მობილურ ტელეფონზე ურეკავდა დედამისს და თხოვდა ფულს, რაზეც კამათობდნენ. ამავე ტელეფონზე ნ--–- შ----–----ეს უგზავნიდა ასევე მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. პირადად მას არასდროს უნახავს გ--სა და ნ--–-ს კონფლიქტი.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დასტურდება, რომ გ---–----- ქ-–----ის საცხოვრებელი სახლის ეზოს ჭიშკრის მიმდებარედ, ქუჩაში, ღობესთან გამავალ წყლის საწრეტ არხში აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ორი ცალი ხის (შეშის) ნაჭერი, ერთი ქვა და მინის ნამსხვრევები.

 

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის დადგენილია, რომ პირადი გასინჯვისას გ---–----- ქ-–----ე უჩიოდა ტკივილს გულმკერდისა და მარცხენა ბეჭის მიდამოში. მას გულმკერდის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში მარცხნივ აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, ზომით 2,8X4,5სმ, რომელიც განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამედიცინო ექსპერტმა გ-- გ----------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას გ-- შ----–----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;150-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111;151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ გ-- შ----–----ე ძალადობის მუქარით აიძულებდა დედამისს, ნ--–- შ----–----ეს მისთვის ფულადი თანხის გადაცემას და რომ იგი სიცოცხლის მოსპობით და სახლის დაწვით ემუქრებოდა ამ უკანასკნელს და არასრულწლოვან ვ-------–----ეს, კერძოდ:

 

გ-- შ----–----ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111;151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეფუძნებოდა დაზარალებულების _ ნ--–- შ----–----ის, გ---–----- ქ-–----ისა და არასრულწლოვან ვ-------–----ის მიერ გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებებს, რომლებიც ამხელდნენ მას იძულებასა და მუქარაში, თუმცა დაზარალებულმა ნ--–- შ----–----ემ საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა საკუთარი შვილის _ გ-- შ----–----ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო დაზარალებულებმა ვ-------–----ემ და გ---–----- ქ-–----ემ სასამართლოში დაკითხვისას, მართალია, დაადასტურეს, რომ გ-- შ----–----ე ფულს თხოვდა ნ--–- შ----–----ეს, მაგრამ არ მიუთითებიათ, რომ მის ამ ქმედებას თან ახლდა ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, მათ შორის, ძალადობის გამოყენების მუქარა, როგორც ეს ბრალდების დადგენილებაშია აღნიშნული. ამასთან, სასამართლო სხდომაზე არცერთ მათგანს არ დაუდასტურებია, რომ გ-- შ----–----ე 2019 წლის 01 მარტსა და მას შემდგომ, 2019 წლის 20 მარტამდე პერიოდში, ემუქრებოდათ სიცოცხლის მოსპობით. ამდენად, სასამართლო კანონისმიერად არის მოკლებული შესაძლებლობას გაიზიაროს დაზარალებულების _ ნ--–- შ----–----ის, გ---–----- ქ-–----ის და ვ-------–----ის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები, რომლებზეც აპელირებს პროკურორი და ისინი საფუძვლად დაუდოს გ-- შ----–----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111;151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით მსჯავრდებას, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

 

გარდა ამისა, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი არ აქვს სხვა პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სასამართლოს გ-- შ----–----ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ იძულების, ასევე ოჯახის წევრისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მუქარის ჩადენაში.

 

რაც შეეხება მოწმეების _ გ------- ნ-–--–-–---–-ს, ზ----- თ------ისა და მ-----–- შ----–----ის ჩვენებებს, ისინი ირიბი ხასიათისაა, ვინაიდან, აღნიშნული მოწმეები არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და გადმოსცემენ მათთვის სხვა პირთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, 13.12.2012), „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, 16.09.2014).

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 აგვისტოს განაჩენი გ-- შ----–----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში, ასევე მისი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილში არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 აგვისტოს განაჩენი გ-- შ----–----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.გ-- შ----–----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

4.გ-- შ----–----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

5.გ-- შ----–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 ( ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ-- შ----–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

7.მსჯავრდებულ გ-- შ----–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2019 წლის 21 მარტიდან.

 

8.ცნობად იქნას მიღებული, რომ გ-- შ----–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

9.ნივთიერი მტკიცებულებები _ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ქვა, ორი ცალი შეშის ნაჭერი და მინის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება შს ს-----------------------–-------------–ოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

10.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

11.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/