განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.07.2019
საქმის ნომერი
330210016001428972
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
02.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/6254-18 02 ივლისი, 2019 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე, მომხსენებელი - მაია სულხანიშვილი

მოსამართლეები - ნატალია ნაზღაიძე

ირაკლი ბონდარენკო

 

სხდომის მდივანი – მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი - გ------- წ----ე, ლ---- ო---–----ა

წარმომადგენელი - კ---- ბ--------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე _ ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ი

წარმომადგენელი - გ------- ო-------–-–---–ი, მ------ ს----- (პრეზიდენტი - შ--–-- მ---------ე)

 

დავის საგანი – კრების ოქმების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილებით გ------- წ----ის და ლ---- ო---–----ას სარჩელი ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის მიმართ, სსიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის გამგეობის 2016 წლის 27 აპრილის N2 კრების ოქმის და 2016 წლის 19 მაისის წევრთა რიგგარეშე საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით - არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ი (ს/ნ2--------) საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია, რომელიც 2003 წლის 30 მაისს დარეგისტრირდა ვაკე საბურთალოს რაიონის სასამართლოს მიერ (რეგისტრაციის N 5/9-749).

 

2.2. დღეის მდგომარეობით კ---------ის მმართველობით ორგანოს წარმოადგენს წევრთა საერთო კრება და გამგეობა, რომელიც შედგება 9 წევრისაგან, კერძოდ:

- პრეზიდენტი/წევრი - შ--–-- მ---------ე;

- ვიცე-პრეზიდენტი/წევრი - ი-----–--------ე;

- ვიცე-პრეზიდენტი/წევრი - ლ--–-----–------ი;

- გენერალური მდივანი/წევრი - რ--------------–---–ი;

- წევრები: ვ---- წ---–-----ი, ვ-–-------- ჭ----------–ი, ზ------ ც---–---–-, რ---- იო-------–---–ი, თ------- რ------–---–ი.

 

2.3. 2016 წლის 19 მაისს ჩატარებულ რიგგარეშე არჩევნებამდე ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის მმართველობითი ორგანო შედგებოდა წევრთა საერთო კრებისა და გამგეობისაგან, შემდეგი შემადგენლობით:

- პრეზიდენტი/წევრი - გ------- ჩ--------ე;

- ვიცე-პრეზიდენტი/წევრი - ი--------------ე;

- ვიცე-პრეზიდენტი/წევრი - ი-----–--------ე;

- გენერალური მდივანი/წევრი - ლ---- ო---–----ა;

- წევრები: ბ---- ლ----–---–ი, მ------ მ----–----–--ე, თ---------- მ----–---–ი, ვ-–-------- ჭ----------–ი, ზ------ ძ--------ი

 

2.4. ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის შიდა სტრუქტურული საქმიანობა წესრიგდება წესდების მეშვეობით, რომლის 6.1 პუნქტის შესაბამისად, კ---------ის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა საერთო კრება, რომელიც მოიწვევა გამგეობის მიერ წელიწადში მინიმუმ ერთხელ. ამავე წესდების 6.4 პუნქტის თანახმად, რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა შესაძლებელია პრეზიდენტის, ან გამგეობის წევრთა 1/3-ის მიერ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ან საერთო კრების წევრთა 1/4-ის ინიციატივით.

 

2.5. წესდების 6.5. და 6.6 პუნქტების თანახმად, საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის ხმის უფლების მქონე წევრთა უბრალო უმრავლესობა (50%+1). საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს, მასზე დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით (50%+1). საერთო კრების თავმჯდომარეა პრეზიდენტი, ხოლო მისი არყოფნის ან უუნარობის შემთხვევაში - ასაკით უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.

 

2.6. საერთო კრების კომპეტენციაში სხვა საკითხებთან ერთად ექცევა, პრეზიდენტის არჩევა, პრეზიდენტის წარდგინებით ვიცე-პრეზიდენტების, გენერალური მდივნისა და გამგეობის წევრების დამტკიცება.

 

2.7. ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის ხელმძღვანელი ორგანოა 9 წევრისაგან შემდგარი გამგეობა, რომლის წევრებსაც, პრეზიდენტის წარდგინებით, 4 წლის ვადით ირჩევს საერთო კრება. გამგეობის წევრად შეიძლება აირჩეს ის პირიც, რომელიც არ იმყოფება საერთო კრებაზე, თუ არსებობს მისი წინასწარი წერილობითი თანხმობა გამგეობის წევრად არჩევის თაობაზე.

 

2.8. წესდების თანახმად, გამგეობის სხდომები იმართება პრეზიდენტის ან გამგეობის წევრთა 1/3-ის მოწვევით, საჭიროებისამებრ, გამგეობა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. გამგეობის წევრებს სხდომის ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ უნდა ეცნობოთ, სხდომამდე არაუგვიანეს 10 დღისა.

 

2.9. გამგეობა იწვევს და ატარებს საერთო კრებას, კრების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ორი კვირით ადრე მაინც უნდა ეცნობოთ მოძრაობის წევრებს.

 

2.10. ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის წარმომადგენლობას მესამე პირებთან ურთიერთობაში ახორციელებს პრეზიდენტი, რომლის უფლება-მოვალეობებს განეკუთვნება - კ---------ის ფულადი სახსრების, მატერიალური რესურსების განკარგვა და პასუხისმგებლობის კისრება მათ სწორ გამოყენებაზე, ასევე კ---------ის სახელით შესაბამის ოფიციალურ და საფინანსო დოკუმენტაციაზე ხელის მოწერა. ამავდროულად პრეზიდენტი წესდების შესაბამისად, გამგეობასთან ერთად ამტკიცებს განსახორციელებელ პროგრამებსა და პროექტებს, ასევე კოორდინაციას უწევს გამგეობის საქმიანობას და უძღვება მის სხდომებს.

 

2.11. ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის ხელმძღვანელობითი სტრუქტურა პრეზიდენტისა და გამგეობის გარდა ითვალისწინებს ორი ვიცე-პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის თანამდებობას, რომელთაც პრეზიდენტის წარდგინებით, 4 წლის ვადით ირჩევს საერთო კრება.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.12. ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის წევრებს შორის წლების მანძილზე არსებობს დაპირისპირება და უთანხმოება, რომელიც დაკავშირებულია კ---------ის ხელმძღვანელობითი პოზიციების გადანაწილებასთან.

 

აღნიშნულთან მიმართებით, მხარეთა შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა, რომლის ფარგლებშიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ---- ო---–----ას სარჩელი ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის მიმართ და ბათილად იქნა ცნობილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს ე---------–----------–--------------------ის:

- 2012 წლის 01 დეკემბრის რიგგარეშე საერთო კრების ოქმი Nრ-სკ01/12 და კრების გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესდების ახალი რედაქცია.

- 2012 წლის 07 დეკემბრის რიგგარეშე საერთო კრების ოქმი Nრ-სკ02/12.

- 2012 წლის 08 დეკემბრის დადგენილება Nრ-გს-01/12 წევრთა მიღების თაობაზე.

- 2012 წლის 27 დეკემბრის საერთო კრების ოქმი.

- 2013 წლის 15 ივნისის საერთო კრების ოქმი.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. გადაწყვეტილებით, კონკრეტული კრების ოქმების, წესდებისა და დადგენილების ბათილად ცნობა განაპირობა კანონითა და წესდებით განსაზღვრული პროცედურული საკითხების დარღვევამ. სასამართლოს შეფასებით, მითითებული სამოქალაქო საქმის არსებობა, რომელიც მიმდინარეობდა ლ---- ო---–----ასა და ააიპ საქართველოს ე---------– პ-------–-------- კ---------ს შორის, ვერ იქნება განხილული მოცემულ საქმესთან კავშირში, მისი მეშვეობით არ დგინდება კონკრეტული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც გამოიწვევდა სადავო კრების ოქმების ბათილობას. რამეთუ დავის საგანი, მათ შორის ფაქტობრივი გარემოებები, განსხვავებულია და აღნიშნული გადაწყვეტილებების მოხმობა სხვა კრების ოქმების ბათილობის მოთხოვნასთან შემხებლობაში არ არის, მოცემული დავის ფარგლებში სადავო კრების ოქმების ბათილობის დასადასტურებლად შესაფასებელია, კონკრეტული კრებების მოწვევის, ჩატარებისა და მასზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. ერთადერთი, რაც დგინდება არსებული გადაწყვეტილებით, ეს არის კ---------ის ფარგლებში არსებული ორი დაპირისპირებული მხარის არსებობა, რომელიც წლების მანძილზე ცდილობს მართვის სადავეების ხელში ჩაგდებას. არსებული დავის ფარგლებში კი, სასამართლოს შეფასების საგანს არ შეადგენს მათ შორის უფრო ღირსეული მხარის შერჩევა, რამეთუ გამგეობის შემადგენლობის, მათ შორის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნის შერჩევის უფლება აქვთ თავად კ---------ის წევრებს, რის შეფასებას კონკრეტული დავის ფარგლებში სასამართლო ვერ მოახდენს. ამასთან, სასამართლომ დამატებით განუმარტა მხარეებს, რომ დავის გადაწყვეტისათვის არც ის არის გადამწყვეტი, ნამდვილად გადააჭარბა თუ არა რომელიმე მხარემ მის უფლებამოსილებებს, გამოიყენა თუ არა მათგან რომელიმემ კ---------ის ბიუჯეტი პირადი მიზნებისათვის, არამედ კონკრეტული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლებს სასამართლო აფასებს, მხოლოდ ფორმალური, პროცესუალური გამართულობის თვალსაზრისით, ნამდვილად შეიკრიბა თუ არა სხდომა და ნამდვილად გამოავლინა თუ არა მასზე დამსწრე პირებმა ნება, წესდებით გათვალისწინებული ქვორუმით, ახალი გამგეობის ჩამოყალიბებასთან მიმართებით. შესაბამისად, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მიღწევები, ასევე ნაკისრ ვალდებულებათა დარღვევა, სასამართლოს აზრით, ვერ გახდება არსებული დავისათვის გადამწყვეტ ფაქტობრივ გარემოებად მიჩნეული.

 

2.13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2015 წლის 21 თებერვალს გაიმართა ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის გამგეობის კრება (ოქმი N10), რომელზე მიღებული გადაწყვეტილებითაც - კ---------ის წევრობიდან წესდების დარღვევის გამო, გარიცხულ იქნენ: გ------- ძ---–--ე, დ----- მ---------ე, ა-–---------- ტ--–----ე, შ--–-- მ---------ე, რ---- იო-------–---–ი და ვ--–------ ა--–------–---–ი. ამავე კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კ---------ის წევრებად მიიღეს - ა-----ს პ-------–--------ი კ---------ი, გ------- ჩ--------ე და ა---- ა-----–---–ი. ასევე კ---------ის საარჩევნო-საანგარიშო საერთო კრებაზე ხმის უფლების მქონე დელეგატთა სია, განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით:

- გ------- ჩ--------ე;

- ლ---- ო---–----ა;

- გ------- წ----ე;

- ი--------------ე;

- ნ------------ი;

- ა---- ა-----–---–ი;

- თ------–-----–ი;

- ი-------------–---–ი;

- ა-----ს პ-------–--------ი კ---------ი;

- საქართველოს ი----–----------------–-- „ა-----------------“;

- კ------ს რ---------–------------–--–-----–---–-----------------------------–-----------------–----–------ი;

- ი----–---------------------------––---–-------------------–---------------–----;

- ბ---- ლ----–---–ი;

- თ---------- მ----–---–ი;

- ზ------ ძ--------ი.

 

2.14. 2016 წლის 27 აპრილს გაიმართა ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის გამგეობის კრება (ოქმი N2), რომელზე მიღებული გადაწყვეტილებითაც: - კ---------ის წესდების 4.6 პუნქტის საფუძველზე, წესდების დარღვევის გამო, წევრობიდან გაირიცხნენ: ლ---- ო---–----ა, გ------- წ----ე, ბ---- ლ----–---–ი, ნ------------ი, ა---- ა-----–---–ი, ზ------ ძ--------ი, თ------–-----–ი, ი-------------–---–ი, ა-----ს ავტონომიური რესპუბლიკის პ-------–--------ი კ---------ი, საქართველოს ი----–----------------–-- „ა-----------------“, ააიპ საქართველოს მ----------–---ს, მ----------–-------–------ს პ----------თა და მ----------–----------ა დ--------------–---ი.

 

- კ---------ის წესდების 4.2 და 4.1 პუნქტების საფუძველზე, კ---------ის წევრებად მიიღეს: გ------- ა-----–---–ი, გ------- ქ--------–-–---–ი, გ------- ხ------–---–ი, ვ---- წ---–-----ი, ზ------ ც---–---–-, თ------- რ------–---–ი, ლ--–-----–------ი და რ--------------–---–ი.

 

- პრეზიდენტ გ------- ჩ--------ეს, ვიცე-პრეზიდენტებს ი--------------ესა და ი-----–--------ეს, ასევე გამგეობის წევრს ვ-–-------- ჭ----------–ს დაევალათ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ვადამდელი არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე.

 

- კ---------ის წესდების 6.3 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 19 მაისს, 12:00 საათზე დაინიშნა პრეზიდენტის, გამგეობის, ვიცე-პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის ვადამდელი არჩევნები.

 

- წესდების 6.4 მუხლის საფუძველზე მოწვეულ იქნა რიგგარეშე საერთო კრება, რომლის დღის წესრიგი განისაზღვრა შემდეგნაირად:

1. კ---------ის ახალი პრეზიდენტის არჩევა;

2. კ---------ის გამგეობის ახალი წევრის არჩევა;

3. კ---------ის ვიცე-პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნის არჩევა.

 

- კ---------ის პრეზიდენტის კანდიდატურის წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 6 მაისი.

 

- ვადამდელ არჩევნებზე ხმის უფლების მქონე დელეგატთა სია განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით:

1. გ------- ჩ--------ე;

2. ი--------------ე ;

3. გ------- ა-----–---–ი;

4. გ------- ქ--------–-–---–ი;

5. გ------- ხ------–---–ი;

6. ვ---- წ---–-----ი;

7. ზ------ ც---–---–-;

8. თ---------- მ----–---–ი;

9. თ------- რ------–---–ი;

10. ლ--–-----–------ი;

11. რ--------------–---–ი;

12. კ------ს რ---------–------------–--–-----–---–-----------------------------–-----------------–----–------ი.

 

2016 წლის 27 აპრილის სხდომაზე კ---------ის პრეზიდენტმა - გ------- ჩ--------ემ გამგეობის წევრებს მიაწოდა შემდეგი ინფორმაცია: - კ---------ის წევრები - თ------–-----–ი, ი-------------–---–ი, საქართველოს ი----–----------------–-- „ა-----------------“, ააიპ საქართველოს მ----------–---ს, მ----------–- ი----–--- პ----------თა და მ----------–----------ა დ--------------–---ი არ არიან ჩართულნი კ---------ის საქმიანობაში და არ ზრუნავენ მის განვითარებაზე, შესაბამისად არ ასრულებენ წესდებით გათვალისწინებულ მოვალეობებს. რაც შეეხება, დანარჩენ წევრებს, მათ შორის ლ---- ო---–----ა, გ------- წ----ე, ნ------------ი, ა---- ა-----–---–ი, ა-----ს ავტონომიური რესპუბლიკის პ-------–--------ი კ---------ი, ბ---- ლ----–---–ი, ზ------ ძ--------ი, აღნიშნულთან მიმართებით არაერთი პრეტენზია დაფიქსირდა კ---------ის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამო, ბოროტად ხდება უფლებამოსილებების გამოყენება და კ---------ის ფინანსები ნაწილდება არა რეალური საჭიროების გათვალისწინებით, არამედ შიდა წრეებში, ნაცნობობისა და ახლობლობის გათვალისწინებით. ყოველივე აღნიშნული კი ეწინააღმდეგება წესდებას, მისი 4.1 პუნქტის თანახმად, კ---------ის წევრი შეიძლება გახდეს პირი იმ შემთხვევაში, თუ იგი აღიარებს საერთაშორისო პ-------–--------ი კ---------ის წესდებას და განსაკუთრებულ სამსახურს უწევს პ-------–--------ი მოძრაობის განვითარებას. შესაბამისად, წესდების 4.6 პუნქტით არსებობს ჩამოთვლილი პირების კ---------იდან გარიცხვის საფუძველი.

 

ასევე, კ---------ის წესდების 4.2 მუხლის შესაბამისად, კ---------ს წერილობით მომართა: გ------- ა-----–---–მა, გ------- ქ--------–-–---–მა, გ------- ხ------–---–მა, ვ---- წ---–-----მა, ზ------ ც---–---–მა, თ------- რ------–---–მა, ლ--–-----–------მა და რ--------------–---–მა, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი კ---------ის წევრობაზე. მათ მიერ ასევე წარმოდგენილია წესდების 4.2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი რეკომენდაციები და აღნიშნული პირები აკმაყოფილებენ წესდების 4.1 პუნქტის მოთხოვნებს.

 

სხდომაზე პრეზიდენტმა გ------- ჩ--------ემ, ვიცე-პრეზიდენტებმა ი--------------ემ და ი-----–--------ემ, ასევე გამგეობის წევრმა ვ-–-------- ჭ----------–მა გააკეთეს განცხადება დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ.

 

კრებაზე ასევე აღინიშნა, რომ კ---------მა მიიღო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 24 მარტის N09/792 წერილი, სადაც მითითებულია, რომ დეპარტამენტში მიმდინარეობს სამსახურეობრივი შემოწმება და მოთხოვნილი იქნა კ---------ის გამგეობის კრების ოქმები. ხოლო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 7 აპრილის N10/903 წერილით კ---------ს ეცნობა, რომ წარდგენილ დოკუმენტებში არსებული გაურკვევლობის გამო, მიზანშეწონილია საკითხის გარკვევამდე შეჩერდეს პ-------–-------- სპორტში (შ–-----–-------, ძ------- და ფ----------) მთავარ მწვრთნელებზე გასაცემი ფულადი პრემიების გაცემის საკითხი. ასევე მითითებულია, რომ წარდგენილ დოკუმენტებში არსებობს აშკარა შეუსაბამობები, მათი დეტალური შესწავლა და მასზედ რეაგირება დაევალა სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, კრებაზე დამსწრე პირებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს ხელმძღვანელობის შეცვლა, რამეთუ მითითებული გარემოებები რეპუტაციას ულახავს კ---------ს და აფერხებს მის საქმიანობას. ყოველივე აღნიშნული, კი განაპიროებებს კ---------ის წესდების 6.3 პუნქტის გათვალისწინებით, გამგეობის დადგენილებით ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საჭიროებას. სხდომაზე აზრი გამოთქვეს კ---------ის გამგეობის წევრებმა და განაცხადეს, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე არაერთი პრეტენზია დაფიქსირდა პ----------------თა და მწვრთნელების მხრიდან. ხდება პ------------ის სახეობების იგნორირება, სპორტსმენების შევიწროება და დისკრიმინაცია. პ-------–--------მა მოძრაობამ ფაქტობრივად შეწყვიტა განვითარება. პრობლემები შეექმნა პ------------ის არაერთ მიმართულებას, მათ შორის პ------------ს, პ----–----------ას, პ----–------ს, უ-------–--თა ფეხბურთს, პ---- მშვილდოსნობას და სხვა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნიეს კ---------ის წევრების გარიცხვა, ახალი წევრების მიღება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

 

2.15. 2016 წლის 27 აპრილის კრების ჩატარებამდე, 2016 წლის 24 მარტსა და 7 აპრილს, საქართველოს ე---------–----------–--------------------ის პრეზიდენტს - გ------- ჩ--------ეს განცხადებით მიმართეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან და განუმარტეს, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტში მიმდინარეობდა სამსახურეობრივი შემოწმება სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 15 იანვრის N391 მოხსენებით ბარათში მითითებული გარემოებების შესწავლასთან დაკავშირებით, ასევე, სამინისტრომ მოითხოვა 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე არსებული, საქართველოს ე---------–----------–--------------------ის გამგეობის კრების ყველა ოქმის მოწოდება. კონკრეტულად, 2016 წლის 7 აპრილის წერილით კი, განუმარტეს გ------- ჩ--------ეს, რომ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში არსებული გაურკვევლობის გამო, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, მოცემული საკითხის გარკვევამდე შეჩერებულიყო პ-------–-------- სპორტში (შ–-----–-------, ძ------- და ფ----------) მთავარ მწვრთნელებზე გასაცემი ფულადი პრიზების გაცემის პროცესი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აშკარად გამოიკვეთა შეუსაბამობა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ე---------–----------–--------------------ის მიერ წარდგენილ გამგეობის ოქმების ასლებსა და დამატებით წარდგენილ, კ---------ის გამგეობის ოქმის დედანს შორის, რისი შესწავლაც დაევალა სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.

 

2.16. ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის მოქმედი პრეზიდენტის შ--–-- მ---------ის მიერ 201- წლის 10 მარტს გაცემული ინფორმაციის შესაბამისად, 2016 წლის 27 აპრილის კ---------ის გამგეობა დანიშნული იყო 11:00 საათზე, მისამართზე - ქ. თბილისი, კ-----ს ქ. N7 (კ---------ის ყოფილი ოფისი), სხდომა დაიწყო 15-20 წთ-ის დაგვიანებით. გამგეობის სხდომის შესახებ გამგეობის წევრებს ეცნობათ და სხდომის დღის წესრიგი მიეწოდათ პირადად და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით (ელ. ფოსტა, ტელეფონი). გამგეობის სხდომის დღის წესრიგში შესატანი საკითხები შედგენილი იყო ყოფ. პრეზიდენტის გ------- ჩ--------ის, ვიცე-პრეზიდენტის ი-----–--------ისა და ი--------------ის მიერ.

 

2.1-. სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება ი--------------ის კონკრეტულ კრებაზე არ დასწრებასთან მიმართებით, აღნიშნული გარემოება არ დასტურდება საჯარო რეესტრის ე---------–ი სააგენტოს შინაგანაწესით, რომლის შესაბამისადაც, სააგენტოში სამუშაო დრო განისაზღვრება ხუთდღიანი სამუშაო კვირით, ორშაბათიდან პ----სკევის ჩათვლით, სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირის განმავლობაში არის 40 საათი. სამუშაო დღე იწყება 09:00 საათზე და სრულდება 18:00 საათზე, ამავე შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს თავმჯდომარის თანხმობით შესაძლებელია განისაზღვროს სააგენტოში დასაქმებულ ცალკეულ პირთათვის სამუშაო დღის დაწყებისა და დასრულების განსხვავებული დრო. ამასთან, ამავე შინაგანაწესის მე-5 მუხლით განსაზღვრულია შესვენების დრო, რომლითაც დასაქმებულ პირებს გარანტირებული აქვთ შესვენების უფლება, მისი დაწყებისა და დამთავრების დრო განსაზღვრულია 13:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე, რომელი წესიც ითვალისწინებს გამონაკლისს, კერძოდ 5.3 მუხლის თანახმად სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით შესაძლებელია განისაზღვროს სააგენტოში დასაქმებულ ცალკეულ პირთათვის შესვენების დაწყებისა და დასრულების განსხვავებული დრო. მართალია 2016 წლის 27 აპრილი იყო სამუშაო დღე (ოთხშაბათი), თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში ი--------------ემ განმარტა, რომ მას აქვს თავისუფალი გრაფიკი და შინაგანაწესით განსაზღვრულ სამუშაო დროის განმავლობაში არ ევალება მუშაობა. შესაბამისად მასზე ვრცელდება შინაგანაწესის 4.1 მუხლის მოქმედება, რაც ვერ გამორიცხავს ი--------------ის დასწრებას 2016 წლის 27 აპრილს დაახლოებით 11:00 საათზე გამგეობის კრებაზე.

 

2.18. სსიპ საჯარო რეესტრის ე---------–ი სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ვ-–-------- ჭ----------–ი 2009 წლის 29 სექტემბრიდან მუშაობს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თ--–---ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, სპეციალისტის პოზიციაზე, მის: თ--–---, ე-----–--------------. მისი სამუშაო საათები განისაზღვრება 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან-პ----სკევის ჩათვლით. შესვენება - 12:00-დან 16:00 საათის მონაკვეთში 1 საათის ოდენობით. შაბათ-კვირა დასვენების დღეები. 2016 წლის 27 აპრილს ვ-–-------- ჭ----------–ი სარგებლობდა სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შინაგანაწესის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი დასვენების (day off) დღით. ამდენად, აღნიშნული ინფორმაციით დასტურდება, რომ ვ-–-------- ჭ----------–ის 2016 წლის 27 აპრილის სხდომაზე გამოცხადებას ვერ დააბრკოლებდა მის მიერ სამუშაოს განხორციელება. ასევე, კონკრეტულ თარიღში დამატებითი დასვენების დღის აღება, ამყარებს მის კონკრეტულ სხდომაზე დასწრების ფაქტს და სწორედ ამ მიზნით დასვენების დღის აღებას.

 

2.19. 2016 წლის 19 მაისს გაიმართა ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის წევრთა რიგგარეშე საერთო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ - ი--------------ე, ლ--–-----–------ი, გ------- ა-----–---–ი, რ--------------–---–ი, თ------- რ------–---–ი, გ------- ქ--------–-–---–ი, ვ-–-------- ჭ----------–ი, ვ---- წ---–-----ი, გ------- ხ------–---–ი, თ---------- მ----–---–ი, ზ------ ც---–---–-, ასევე „სკაიპის“ მეშვეობით გ------- ჩ--------ე. აღნიშნული კრება მოწვეული იქნა გამგეობის 2016 წლის 27 აპრილის დადგენილების საფუძველზე, წესდების 6.3 და 6.4 პუნქტების შესაბამისად. კრებაზე ჩატარებული ღია კენჭისყრის საფუძველზე კ---------ის პრეზიდენტად არჩეულ იქნა შ--–-- მ---------ე. კ---------ის გამგეობის წევრებად აირჩიეს:

- ლ--–-----–------ი;

- ი-----–--------ე;

- რ--------------–---–ი;

- თ------- რ------–---–ი;

- ზ------ ც---–---–-;

- ვ-–-------- ჭ----------–ი;

- ვ---- წ---–-----ი;

- რ---- იო-------–---–ი;

- შ--–-- მ---------ე.

 

კ---------ის ვიცე-პრეზიდენტებად აირჩნენ - ლ--–-----–------ი და ი-----–--------ე, ხოლო კ---------ის გენერალურ მდივნად - რ--------------–---–ი.

 

2.20. 2016 წლის 19 მაისს, დამოუკიდებლად გაიმართა ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის წევრთა რიგგარეშე საერთო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ: ლ---- ო---–----ა, გ------- წ----ე, ა---- ა-----–---–ი, ააიპ ა-----ს პ-------–--------ი კ---------ი, ააიპ საქართველოს ი----–----------------–-- „ა-----------------“, ააიპ ი----–---, მ------––---–--- და მ----------–----------ა კავშირი, ბ---- ლ----–---–ი და ზ------ ძ--------ი. კრებაზე თავმჯდომარის მოვალეობა შეასრულა ლ---- ო---–----ამ, რადგანაც კრებას არ ესწრებოდა კ---------ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები. ლ---- ო---–----ას განმარტებით, კრებას ესწრებოდა 8 წევრი, რაც შეადგენს წევრთა საერთო რაოდენობის (15 წევრი) ნახევარზე მეტს, ამდენად კ---------ის წესდების 6.5 მუხლის მიხედვით კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება. კრება მოწვეული იქნა კ---------ის 4 წევრის ინიციატივით და წესდებით განსაზღვრულ ვადებში ეცნობათ თარიღის და დღის წესრიგის შესახებ ყველა წევრს. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით:

- გ------- ჩ--------ე გადაყენებულ იქნა კ---------ის პრეზიდენტის თანამდებობიდან;

- პრეზიდენტად არჩეულ იქნა გ------- წ----ე

- კ---------ის გამგეობის წევრებად არჩეულ იქნენ:

1. გ------- წ----ე

2. ზ------ ძ--------ი

3. გ------- გ---–---ი

4. ლ---- ო---–----ა

5. ბ---- ლ----–---–ი

6. ა---- ა-----–--ი

7. დ----- ქ-----–--

- კ---------ის ვიცე-პრეზიდენტებად არჩეულ იქნენ: ზ------ ძ--------ი და გ------- გ---–---ი, ხოლო კ---------ის გენერალურ მდივნად გამგეობის წევრთა შემადგენლობიდან არჩეული იქნა - ლ---- ო---–----ა.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მითითებულ კრებაზე დამსწრე სუბიექტებმა კენჭისყრის საფუძველზე „აირჩიეს“ გამგეობის წევრები, ამდენად აღნიშნული ფაქტი ადასტურებს მათი მხრიდან ინფორმაციის ქონას 2016 წლის 27 აპრილის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, მათთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ ისინი აღარ წარმოადგენდნენ 2016 წლის 27 აპრილის გამგეობის კრების ოქმის საფუძველზე გამგეობის წევრებს, რამაც განაპირობა მათ მიერ კრების მოწვევა და ჩატარება, მათთვის ასევე ცნობილი იყო 2016 წლის 19 მაისის კრების ოქმის თაობაზე, რის გამოც სწორედ ამ კრების პ----ლელურად ჩაატარეს კრება და იმავე დღეს წარადგინეს დასამტკიცებლად მიღებული ოქმი, რაც გამორიცხავს სადავო კრების ოქმების ბათილობას, იმ საფუძვლით, რომ კ---------ის წევრები არ ყოფილან მოწვეულნი კრებაზე.

 

2.21. 2016 წლის 19 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ე---------– სააგენტოში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წარადგინეს ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის კრების ოქმები, შესაბამისად, მასში მონაწილე სუბიექტებმა, რომლებმაც წარდგენილი განცხადებებით მოითხოვეს ორი სხვადასხვა სარეგისტრაციო ცვლილების განხორცილება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ე---------–ი სააგენტოს გადაწყვეტილებითB----------, შ--–-- მ---------ის მიერ წარდგენილ განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, რამდენადაც საჯარო რეესტრის ე---------–ი სააგენტოს განმარტებით, წარდგენილი განცხადების ფარგლებში შ--–-- მ---------ის მიერ მოთხოვნილი იყო ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ცვლილება. განცხადებას თან ერთვოდა ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის წევრთა 2016 წლის 19 მაისის რიგგარეშე საერთო კრების ოქმი; გამგეობის 2016 წლის 27 აპრილის კრების ოქმი N2 და იმ პირთა ნების გამოვლენის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც დაინიშნენ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებად. საჯარო რეესტრის ე---------–ი სააგენტოს გადაწყვეტილებაში, ასევე მითითებულია, რომ 2016 წლის 19 მაისის რიგგარეშე საერთო კრების ოქმის თანახმად კრებას ესწრებოდა საზოგადოების თორმეტივე წევრი. გამგეობის 2016 წლის 27 აპრილის NN2 კრების ოქმით განისაზღვრა ვადამდელ არჩევნებზე ხმის უფლების მქონე დელეგატთა სია. თუმცა აღნიშნული დოკუმენტი არ არის სათანადო წესით დამოწმებული. კ---------ის რეგისტრირებული წესდების მე-4 მუხლის თანახმად, გამგეობა წარმოადგენს საზოგადოების წევრების მიღებაზე, გარიცხვასა და წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ ორგანოს. ამავდროულად, სსიპ საჯარო რეესტრის ე---------– სააგენტოში გ------- წ----ის მიერ წარდგენილია განცხადება (N---------), არასამეწარმეო იურიდიული პირი „საქართველოს ე---------–----------–--------------------ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის, კერძოდ ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ცვლილების მოთხოვნით. გ------- წ----ის განცხადებაზე თანდართულია ამავე საზოგადოების წევრთა 2016 წლის 19 მაისის რიგგარეშე საერთო კრების ოქმი. აღნიშნული კრების ოქმის თანახმად, საზოგადოებას ჰყავს 15 წევრი, კრებას ესწრებოდა 8 წევრი.

 

ამდენად, მარეგისტრირებელ ორგანოში დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ N-------- და N-------- განცხადებებს თან ერთვის კ---------ის წევრთა 2016 წლის 19 მაისის ორი რიგგარეშე კრების ოქმი. აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული საზოგადოების წევრები და მათი რაოდენობა არ შეესაბამება ერთმანეთს. ამასთან, საზოგადოების მოქმედი წესდების თანახმად წევრების მიღებაზე, გარიცხვაზე და მათი უფლებამოსილების შეწყვეტაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს გამგეობა. შესაბამისად, გამგეობა განსაზღვრავს წევრთა ვინაობას და რაოდენობას. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია გამგეობის 2016 წლის 27 აპრილის N2 კრების ოქმი, რომლითაც განისაზღვრა ვადამდელ არჩევნებზე ხმის უფლების მქონე დელეგატთა სია. თუმცა, აღნიშნული დოკუმენტი არ არის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს არასამეწარმეო იურიდიული პირების წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა. სარეგისტრაციოდ წარდგენილი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაციით არ დგინდება ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის 2016 წლის 19 მაისს ჩატარებული რომელი კრება არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება ხელმძღვანელობით/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ცვლილების შესახებ.

 

2.22. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 15 იანვრის N391 მოხსენებით ბარათში მითითებული გარემოებების შესწავლასთან დაკავშირებით წარმოებული სამსახურეობრივი შემოწმების შედეგებზე მომზადდა დასკვნა, რომლის შესაბამისადაც სამსახურეობრივი შემოწმების დროს წარმოდგენილი დოკუმენტაციის, მიღებული ახსნა-განმარტებისა და ფაქტობრივ მასალებზე დაყრდნობით გ------- წ----ის დანიშვნა შ–-- მ--–------ის მიმდინარეობის მთავარ მწვრთნელად ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული.

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტში, შემდგომი რეაგირების მიზნით წარდგენილი იქნა სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 15 იანვრის N391 მოხსენებითი ბარათი, რომელშიც დეპარტამენტის უფროსმა განმარტა, რომ 2015 წლის 23 დეკემბერს მოხსენებითი ბარათით წარმოადგინა იმ პირთა სია, რომლებზეც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N39 დადგენილების საფუძველზე უნდა გაცემულიყო ფულადი პრიზები. ამავე მოხსენებით ბარათში მითითებულია, ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებულ გარკვეულ უზუსტობებზე, რის გამოც მოითხოვა მოცემული საკითხის გარკვევამდე პ-------–-------- სპორტში (შ–-----–-------, ძ------- და ფ----------) მთავარ მწვრთნელებზე გასაცემი ფულადი პრიზების გაცემის პროცესის შეჩერება. აღნიშნულთან დაკავშირებით, დამატებით ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის მიერ სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტს წარედგინა კ---------ის გამგეობის 2015 წლის 4 მარტის N5 ოქმის ასლი, რომლის თანახმადაც, უ-------–--თა ძ-------ს მიმდინარეობის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ვ-–-------- ნ--–-----ე და ე---–-თ ფ---------ით მთავარ მწვრთნელად დაინიშნა მ------------- (ოქმის მიხედვით, მხოლოდ ეს ორი საკითხი იყო დღის წესრიგში), ხოლო ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის გამგეობის 2015 წლის 24 მარტის N7 ოქმის ასლის თანახმად, შ–--------- მ--–------ის მიმდინარეობის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა გ------- წ----ე (ოქმის მიხედვით, მხოლოდ ეს ერთი საკითხი იყო დღის წესრიგში). სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის მიერ ააიპ საქართველოს ე---------–ი პ-------–-------- კ---------ს ეთხოვა, რომ წარედგინათ ზემოთ მითითებული დოკუმენტაციის ორიგინალები და მათ მიერ წარდგენილი იქნა მხოლოდ კ---------ის გამგეობის 2015 წლის 4 მარტის N5 ოქმი, რომლის მიხედვითაც დღის წესრიგში შეტანილი და გადაწყვეტილი იყო სამი საკითხი. კერძოდ, ვ-–-------- ნ--–-----ის, მ----- ბ-----ის და გ------- წ----ის მთავარ მწვრთნელებად დანიშვნის შესახებ, რითაც აშკარად გამოიკვეთა შეუსაბამობა მანამდე წარდგენილ გამგეობის ოქმების ასლებსა და დამატებით წარდგენილ კ---------ის გამგეობის ოქმის დედანს შორის. სწორედ აღნიშნულმა შეუსაბამობამ წარმოშვა მოკვლევის ჩატარების აუცილებლობა.

 

დასკვნის შესაბამისად, სამსახურეობრივი შემოწმება დაიწყო 2016 წლის 9 თებერვალს და დასრულდა 2016 წლის 9 დეკემბერს. დასკვნის ფარგლებში, განხორციელებული მოკვლევისა და მიცემული ახსნა-განმარტებების საფუძველზე განმარტებულია, რომ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები მ--–------სა და შ–-- მ--–------ში იმართება მ--–------ის საერთაშორის ფედერაციის - W---------------------------- (WAF) ეგიდით და ორგანიზებით. 2015 წელს გამართული ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები არ ჩატარებულა საერთაშორისო პ-------–--------ი კ---------ის (IPC) ეგიდით და იგი გაიმართა მ--–------ის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით. ამასთან, მ--–------ი არ წარმოადგენს სპორტის ო-–-------- სახეობას და შესაბამისად, შ–-- მ--–------იც არ არის პ-------–--------ი სახეობა და არცერთი ჩატარებული ჩემპიონატი შ–-- მ--–------ის სახეობაში არ გამართულა საერთაშორისო პ-------–--------ი კ---------ის ეგიდით. ასევე, შ–-- მ--–------ი არ ყოფილა და არ არის საერთაშორისო პ-------–--------ი კ---------ის პროგრამაში. ამასთან, 2013 წლის 8 ოქტომბერს დარეგისტრირდა საქართველოს შ------------–- შ-----–---–------ს მ------------- მ--–------ის ე---------–ი ფედერაცია. ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ მიიღო მოწვევა მ--–------ის საერთაშორისო ფედერაციიდან და შესაბამისად აღნიშნული მოწვევის საფუძველზე საქართველოს შ------------–- შ-----–---–------ს მ------------- მ--–------ის ე---------–ი ფედერაციის ნაცვლად მოახერხეს მონაწილეობის მიღება 2015 წელს გამართულ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში. ამასთან, გ------- წ----ე არასოდეს ყოფილა მ--–------ელი და შესაბამისად მას არ გააჩნია მ--–------ის სამწვრთნელო გამოცდილება, რაც გამორიცხავს მისი მხრიდან შ–-- მ--–------ის ე---------–ი ნაკრების მთავარ მწვრთნელობას და აქედან გამომდინარე სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული სამწვრთნელო შედეგების გამო დაუშვებელია მისი წარდგენა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N39 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამით“ გათვალისწინებულ ფულად პრიზებზე. ამდენად, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მიერ გ------- წ----ის დანიშვნა შ–-- მ--–------ის მთავარ მწვრთნელად ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული.

 

2.23. აღნიშნულ დასკვნას თან ერთვის საქართველოს ე---------–----------–--------------------ის რამდენიმე კრების ოქმის ასლი, რომელთა შესაბამისადაც: 2015 წლის 4 მარტის გამგეობის კრებაზე (ოქმი N5) მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ე---------–----------–--------------------ის - ა) უ-------–--თა ძ-------ს მიმდინარეობის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ვ-–-------- ნ--–-----ე; ბ) ე---–-თ ფ---------ის მიმდინარეობის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა - მ-------------; გ) შ–--------- მ--–------ის მიმდინარეობის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა გ------- წ----ე.2015 წლის 4 მარტის გამგეობის კრებაზე (ოქმი N5/1) მიღებული გადაწყვეტილებით გაუქმდა გამგეობის 2015 წლის 4 მარტის კრების ოქმი N5, რამდენადაც კ---------ის საქმიანობის დღის წესრიგში დადგა შ–-----–-------ს მთავარი მწვრთნელის დანიშვნის საკითხის ცალკე განხილვა. 2015 წლის 24 მარტის გამგეობის კრებაზე (ოქმი N7) მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს ე---------–----------–--------------------ის შ–--------- მ--–------ის მთავარ მწვრთნელის თანამდებობაზე დაინიშნა გ------- წ----ე.

 

სასამართლომ საგულისხმდ მიიჩნია, რომ იმავე 2015 წლის 4 მარტის კრების ოქმის N5 ასლში დღის წესრიგად დედნისგან განსხვავებით ასახულია მხოლოდ ორი საკითხი და შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მიღებულია მხოლოდ უ-------–--თა ძ-------ს მიმდინარეობისა და ე---–-თ ფ---------ის მთავარ მწვრთნელებთან მიმართებით.

 

2.24. სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტული დავის გადაწყვეტისათვის უმთავრესი, კრების მოწვევისა და ჩატარების, შესაბამისი ქვორუმისა და მიღებული გადაწყვეტილების ფორმალურ-პროცესუალური კანონიერების შეფასების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო მოწმეთა ჩვენებების შეფასება:

 

- მოწმე, მ------ მ----–----–--ის განმარტებით, იგი იყო საქართველოს ე---------–----------–--------------------ის გამგეობის წევრი დაახლოებით 2 წლის წინ, მის უფლება-მოვალეობებში შედიოდა, გამგეობის კრებებზე დასწრება, მონაწილეობის მიღება საკითხების გადაწყვეტაში. მოწმის განმარტებით, მას სატელეფონო ზარის მეშვეობით აფრთხილებდნენ კრების თაობაზე. რაც შეეხება, 2016 წლის 27 აპრილის კრებას, იგი აღნიშნულ კრებაზე არ ყოფილა მიწვეული და მისთვის ასევე უცნობია აღნიშნულ სხდომაზე განხილული საკითხები. მოწმის მითითებით, ფინანსური საკითხებთან დაკავშირებით იგი გადაწყვეტილებებს არ იღებდა, გამგეობის კრებაზე მსჯელობდნენ ვინ იყო წარმატებული სპორტსმენი, მწვრთნელი და სხვა მსგავსი ორგანიზაციული საკითხები განიხილებოდა კრებებზე. ფინანსური საკითხების განკარგვაში ვინ იღებდა მონაწილეობას მოწმისათვის უცნობია. მ------ მ----–----–--ეს არ ახსოვს როდის შეუწყდა გამგეობის წევრობის სტატუსი. მოწმის განმარტებით, 2016 წლის 19 მაისის ერთ-ერთ კრებაზე იყო მიწვეული, თუმცა რა საკითხები უნდა განხილულიყო აღარ ახსოვს, მიწვეულ კრებაზე არ გამოცხადებულა. მ------ მ----–----–--ის განმარტებით, მას გ------- ჩ--------ემ დაურეკა სხდომის შესახებ და იგი არ მივიდა იმიტომ, რომ იცოდა არსებული გაუგებრობის შესახებ და აღარ ჩათვალა საჭიროდ მისვლა. მოწმემ, გამგეობის წევრობიდან გათავისუფლების შესახებ დაახლოებით მაისის თვეში გაიგო გადმოცემით. ახალი გამგეობის არჩევისას მოწმის მითითებით, ის აღარ იყო წევრი. სხვა სხდომებთან მიმართებით, მოწმემ განმარტა, რომ დაახლოებით 6-7 სხდომაზე არის დასწრებული და როგორც წესი სატელეფონო ზარის მეშვეობით ატყობინებდა გ------- ჩ--------ე და აცნობებდა განსახილველ საკითხთა დღის წესრიგს.

 

- მოწმე ბ----ი ლ----–---–ი, ასევე იყო საქართველოს ე---------–----------–--------------------ის გამგეობის წევრი, მისი განმარტებით, წესდების შესაბამისად გამგეობის წევრები კოლეგიურად იღებდნენ გადაწყვეტილებებს სპორტსმენების დაფინანსებისა და სხვადასხვა მსგავსი ღონისძიებების შესახებ. სხდომების თაობაზე წინასწარ ეცნობებოდათ გამგეობის წევრებს სატელეფონო ზარის ან/და პირადი კომუნიკაციის მეშვეობით. კ---------ს ჰქონდა ოფისი, სადაც გამგეობის წევრები დადიოდნენ ყოველდღიურად და შესაბამისად კრებების შესახებ იგებდნენ დაახლოებით ერთი თვით ადრე, მათ შორის განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაციას. მოწმის ჩვენებით, არ არსებობდა წერილობითი შეტყობინების აუცილებლობა, რამეთუ მხარეთა შორის არსებობდა ყოველდღიური ზეპირი კომუნიკაცია. ბ----ი ლ----–---–ის განმარტებით, მას 2016 წლის 27 აპრილის კრებაზე მონაწილეობა არ მიუღია, რადგანაც არავის გაუფრთხილებია კრების მოწვევის თაობაზე. მოწმის მითითებით, ფინანსური სახსრების განკარგვა მისი ფუნქცია არ ყოფილა და მხოლოდ პრეზიდენტს გ------- ჩ--------ეს მიუწვდებოდა ხელი ფინანსურ სახსრებსა და მათ განკარგვაზე. ბ----ი ლ----–---–ისათვის მისი გარიცხვის საფუძველი უცნობია. მოწმემ დაადასტურა, რომ იგი კოლექტიურ გადაწყვეტილებებში იღებდა მონაწილეობას, როგორც გამგეობის წევრი, თუმცა ფინანსური ოპერაციების განხორციელების აღსრულების შესაძლებლობა და უფლებამოსილება მას არ ჰქონია. მოწმემ მაგალითის სახით მოიყვანა სპორტსმენების დაფინანსებასთან მიმართებით გამგეობის მიერ კოლექტიური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევა. ბ----ი ლ----–---–ის მითითებით, 2016 წლის 19 მაისის კრებაზე შ--–-- მ---------ის არჩევის თაობაზე გაიგო გარკვეული პერიოდის შემდგომ, ინფორმაცია კრების თაობაზე არ მიუღია, ჯერ კიდევ გამგეობის წევრად მოიაზრებდა მოწმე თავს, როცა შეიტყო შ--–-- მ---------ის დანიშვნის შესახებ. მოწმის მითითებით, გამგეობის კრებები ოფისში ტარდებოდა ყოველთვის, სხვაგან არასდროს არ ჩატარებულა. გამგეობის სხდომებს თითქმის ყველა წევრი, გარდა ი-----–--------ისა ესწრებოდა, მინიმუმ 8 კაცი ცხადდებოდა, თუმცა ყველას აგებინებდნენ სხდომის თაობაზე. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ყოველ კვირა მინიმუმ 3 დღე მიდიოდა ოფისში და რეგულარული კომუნიკაცია ჰქონდა პრეზიდენტთანაც. ბ----ი ლ----–---–ის განმარტებით, შ--–-- მ---------ის პრეზიდენტად არჩევის სხდომაზე არ ყოფილა მიწვეული, ხოლო გ------- წ----ის არჩევის სხდომაზე იგი იყო დაბარებული. მოწმემ შეკითხვაზე, თუ რატომ მოხდა გამგეობის ხელახლა არჩევა იმ შემთხვევაში, თუ მათ არ იცოდნენ გარიცხვის თაობაზე განმარტა, რომ არ ახსოვს ზუსტად იცოდა თუ არა ამ დროისთვის იყო თუ არა გარიცხული. ასევე, ბ----ი ლ----–---–ის მითითებით, მათი ხელახალი არჩევა მიაჩნდა რომ იყო ვადის გაგრძელება ხოლო საქმის შედეგით დაინტერესებასთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ ის არის სპორტსმენი და სურს იყოს ის მხარე რომელიც სპორტულ გადაწყვეტილებას მიიღებს, სწორედ ამით არის დაინტერესებული, რაც შეეხება კონკრეტული დავის გადაწყვეტას ეს მისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანია და არ არის დაინტერესებული

 

- მოწმე ი-----–--------ე, არის ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის ვიცე-პრეზიდენტი, მან მიცემული ჩვენების ფარგლებში განმარტა, რომ 2016 წლის 27 აპრილის სხდომა ნამდვილად ჩატარდა, რომელზეც განხილული იქნა პრეზიდენტის გ------- ჩ--------ის მიერ ინიცირებული საკითხები, რომელიც შეეხებოდა იმ სირთულეებს, რის წინაშეც იდგა პ-------–--------ი კ---------ი. ბ-----ის განმარტებით, მან სხდომაზე მოითხოვა გადადგომა, ასევე დაისვა საკითხი გამგეობის წევრების გარიცხვისა და რიგგარეშე კრების ჩატარების თაობაზე. მოწმის მითითებით, მას კრების თაობაზე პირადად აცნობა გ------- ჩ--------ემ, რომელიც ძალიან ნერვიულობდა. რამდენადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხშირად უწევდა საზღვარგარეთ ყოფნა მანამდე ჩატარებულ სხდომებზე დასწრებას ბ-----ე ვერ ახერხებდა, მართალია კონკრეტული კრება პირველი არ ყოფილა, თუმცა როგორც წესი ის ვერ ახერხებდა სხდომებზე დასწრებასა და მონაწილეობის მიღებას. 2016 წლის 27 აპრილის სხდომაზე პრეზიდენტმა გ------- ჩ--------ემ აღნიშნა, რომ გამგეობის წევრებთან იყო შეუთავსებლობა, იგი კ---------ს ვეღარ მართავდა, მის სიტყვას ძალა არ ჰქონდა და ჩიხში იყო შესული კომისიის საქმიანობა, რის გამოც საჭირო იყო წევრების გარიცხვა და ახალი კენჭისყრის ჩატარება. აღნიშნული გარემოებების გამო, მოწმის მითითებით, მან მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი თავის გადაყენებისა და გამგეობის წევრების გადაყენებასთან მიმართებით. მოწმემ განმარტა, რომ იგი ენდო პრეზიდენტის სიტყვას, რამეთუ მისთვის იგი იყო ავტორიტეტი. ბ-----ის განმარტებით, სხდომა ჩატარდა კ-----ს ქუჩაზე. კითხვაზე, თუ რატომ მივიდა იგი ამ სხდომაზე, მაშინ როცა წინა სხდომებზე არ დადიოდა განმარტა, რომ პრეზიდენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად საჭიროდ ჩათვალა სხდომაზე გამოცხადება. ზუსტად სად შეხვდა ჩ--------ეს მოწმეს არ ახსოვს. ბ-----ის განმარტებით, იგი ჩამოყალიბებული აზრით მივიდა სხდომაზე, იცოდა, რომ კ---------ი რეგრესის გზაზე იყო კონკრეტულ პირთა შეუთანხმებლობის გამო. ი-----–--------ემ აღნიშნა, რომ მან იკითხა სხვა წევრების გამოცხადების თაობაზედაც, რაზეც ჩ--------ემ განუმარტა, რომ სხვა წევრებსაც ეცნობათ, თუმცა ისინი არ გამოცხადებულან. მოწმის მითითებით, იგი კრებაზე მიწვეული იყო, როგორც გამგეობის წევრი, არ ახსოვს იყო თუ არა თავმჯდომარე ან სხდომის მდივანი. ბ-----ის განმარტებით, მას დღის წესრიგის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა შესაძლოა გ------- ჩ--------ეს ჩაეთვალა, რომ ინფორმაციის მოწოდების შემდგომ რამდენადაც არ შეედავა მოწმე მიღებული იყო ერთობლივად დღის წესრიგი, როგორც ასეთი წერილობით დღის წესრიგი მისი მონაწილეობით არ შედგენილა. მოწმემ დაადასტურა, რომ იგი იცნობს ი--------------ეს, სხდომამდე გ--------ესა და ჩ--------ესთან ჰქონდათ თუ არა ერთობლივი შეხვედრა არ ახსოვს. ბ-----ემ განმარტა, რომ ჩ--------ემ მას წინასწარ გააცნო საკითხები და თუ აღნიშნული ჩაითვლება დღის წესრიგის შედგენაში მონაწილეობის მიღებად, მაშინ გამოდის რომ მიიღო მონაწილეობა საკითხების განსაზღვრაში.

 

- მოწმე ი--------------ის განმარტებით, 2016 წლის 27 აპრილის კრების ჩატარებაზე წევრები შეთანხმდნენ, რომ მოქმედ პრეზიდენტთან ერთად შეკრებილიყვნენ და მიღებულიყო გარკვეული ცვლილებები. მოწმე იმ პერიოდისათვის იყო გამგეობის ვიცე-პრეზიდენტი, თუმცა მას ნაკლებად უწევდა ო-–-------- კ---------ში მისვლა და იგი აქტიურ მონაწილეობას არ იღებდა კ---------ის საქმიანობაში. მოწმის მითითებით, მას არ ჰქონდა საშუალება ყოველთვის ევლო, რამდენადაც იგი მუშაობს საჯარო რეესტრში. ამასთან, მისი გასაკეთებელი კ---------ში არაფერი არ ყოფილა, რის გამოც დაწერა განცხადება წამოსვლასთან დაკავშირებით. 2016 წლის 27 აპრილის სხდომის თაობაზე წევრები გააფრთხილა ჩ--------ემ, ასევე გააცნო დღის წესრიგი გარიცხვისა და ჩანაცვლების თაობაზე. მოწმის განმარტებით, თანხების არამიზნობრივად გახარჯვასთან მიმართებით მას ხელი არ მიუწვდებოდა, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე ხედავდა, რომ საქმეები ისე არ მიდიოდა როგორც უნდა ყოფილიყო, სიტუაცია არა იყო დალაგებული. მოწმის განმარტებით, მას არავითარი ფუნქცია არ ჰქონდა, დაკავებული იყო სამსახურით, სპორტით და ვიცე-პრეზიდენტობით არ იყო დაინტერესებული, ამიტომაც გადადგა 2016 წლის 27 აპრილის სხდომაზე. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ ჩ--------ემ უთხრა მას, რომ შეკრებილიყვნენ სხვადასხვა საკითხის განსახილველად, იქვე არ უთქვავს დღის წესრიგის შესახებ. როგორც წესი კრება იმ მისამართზე, სადაც 27 აპრილის სხდომა გაიმართა არ ტარდებოდა. სხდომაზე ესწრებოდა 5 გამგეობის წევრი. კრებაზე დაბარებულები იყვნენ დილის საათებში 11-12-ის ნახევრისათვის. მოწმის მითითებით 12 საათი იყო დაწყებული მისი მისვლის დროისთვის, სადაც დახვდა ჩ--------ე, რომელიც თავმჯდომარეობდა სხდომას, ხოლო მდივანი მოწმის მითითებით ის იყო. დღის წესრიგი სხდომის თავმჯდომარემ განსაზღვრა, კრება ჩატარდა და გადაწყვეტილებაც ერთხმად იქნა მიღებული, ძირითადად საუბარი იყო მოქმედი გამგეობის წევრების გარიცხვაზე და ახალი წევრების მიღებაზე. რაც შეეხება, 2016 წლის 19 მაისის კრებას, გ--------ის განმარტებით, გ------- ჩ--------ე აღნიშნულ სხდომაზე ჩაერთო „სკაიპის“ მეშვეობით. მოწმეს არ ახსოვს, თუ როგორ გაიგო კრების თაობაზე, სავარაუდოდ დაურეკა მწვრთნელმა და შეატყობინა, არც კრების თავმჯდომარე ახსოვს. 2016 წლის 19 მაისს ნოტარიუსმა დაამტკიცა კრების ახალი წევრები, კენჭისყრა ჩატარდა თუ არა მოწმეს არ ახსოვს. ი--------------ის მითითებით მან თანამდებობის დატოვებაზე განცხადება დაწერა 2016 წლის 27 აპრილამდე, რაც განხილული იქნა 2016 წლის 27 აპრილის სხდომაზე, ასევე აღნიშნულ სხდომაზე გადაწყდა ი-----–--------ის თანამდებობის დატოვების საკითხიც. მოწმის განმარტებით, პ-------–-------- სპორტით იგი დაკავებულია 2005 წლიდან, სხვადასხვა დროს იყო გამგეობის წევრიც. ინტენსიურად არ ღებულობდა მონაწილეობას, მხოლოდ თუ დაურეკავდნენ გამგეობის ახალი წევრის მიღებაზე, როგორც გამგეობის წევრი დასწრებია ერთ-ორ სხდომას. მოწმემ დაადასტურა, რომ იგი სტიპენდიას გარკვეული პერიოდი იღებდა, თუმცა 2014 წელს დაჯარიმდა დოპინგის გამო, რის შემდგომაც ი--------------ეს სტიპენდია აღარ მიუღია. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ 2016 წელს გარკვეული უკმაყოფილება ჰქონდა კ---------ის მმართველობასთან, რომელიც შეეხებოდა დისკვალიფიკაციის გასაჩივრებას, რა დროსაც გ--------ის განმარტებით, მას ესაჭიროებოდა კ---------ის გვერდში დგომა, თუმცა კ---------ი მას არ დახმარებია. ამასთან, მოწმემ აღნიშნა, რომ 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება არ შეიძლება მიიჩნეოდეს რევანშად, გ------- ჩ--------ემ დაიბარა გამგეობის წევრები გააცნო არსებული რეალობა, რის გამოც მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება. დღის წესრიგი იქვე განსაზღვრა ჩ--------ემ, გ--------ის მითითებით დღის წესრიგთან მიმართებით, იგი მანამდე ბ-----ესა და ჩ--------ეს არ შეხვედრია. გ--------ის განმარტებით, ფინანსური მდგომარეობის შესახებ მას ინფორმაციას არ აძლევდნენ, ერთი-ორი სპორტსმენის სტიპენდიასთან დაკავშირებით ექნება ნამსჯელი გამგეობის სხდომაზე კოლეგიური გადაწყვეტილების მიღების პირობებში. მოწმის განმარტებით, იგი ენდო ჩ--------ეს, ამასთან მართალია დოკუმენტებს არ გაცნობია, თუმცა იცოდა არსებული რეალობა.

 

- მოწმე ზ------ ძ--------ის განმარტებით, იგი 2016 წლის 27 აპრილის სხდომაზე მიწვეული არ ყოფილა და შესაბამისად მისთვის უცნობია კონკრეტული კრებაზე განხილული საკითხების დღის წესრიგი. მოწმის მითითებით იგი გამგეობის წევრია 2012 წლიდან და სხდომებზეც იღებდა მონაწილეობას. სხდომის თაობაზე უკავშირდებოდა მდივანი - ო---–----ა სატელეფონო კავშირის მეშვეობით, წერილობითი შეტყობინება არ ყოფილა. მოწმის განმარტებით, იგი ძირითადად ყველა სხდომას ესწრებოდა, სხდომებზე კი განიხილებოდა ფინანსური საკითხები, მათ შორის ხელფასების საკითხები. ფინანსური ხარჯების არამიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებით, მოწმე ინფორმაციას არ ფლობს. უშუალოდ ფინანსების განკარგვაზე არც წესდებით და არც კანონით არ ჰქონია მოწმეს წვდომა. ძ--------ის განმარტებით, სავარაუდოდ თანხებს პრეზიდენტი განკარგავდა. გ------- ჩ--------ე ესწრებოდა ყველა სხდომას და მასთან ერთად ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება და მისგან რაიმე სახის პრეტენზიის არსებობა თანხების განკარგვასთან კავშირში, მოწმისათვის უცნობია. ძ--------მა, ასევე განმარტა, რომ 2016 წლის 19 მაისის კრებაზე, რომელიც ჩატარდა გ------- ჩ--------ის ინიციატივით იგი არ ყოფილა მიწვეული. სადავო კრების შესახებ გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიტყო. რაც შეეხება, 2016 წლის 19 მაისის მეორე კრებას მისთვის უცნობია, თუ რამ განაპირობა რიგგარეშე კრების მოწვევის საჭიროება და გამგეობის წევრების არჩევა.

 

- მოწმე თ---------- მ----–---–ის განმარტებით, 2016 წელს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა სხვადასხვა მიმართულებით კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მას ჰქონდა წიგნის გამოქვეყნების პროექტი, რის გამოც ხშირად უხდებოდა სამინისტროში მისვლა, სადაც ნახა პრეზიდენტი ჩ--------ე, რომელმაც გააფრთხილა, რომ 2016 წლის 27 აპრილს 11:00 სთ-ზე უნდა გამართულიყო გამგეობის კრება, კ-----ს 1--ში. მოწმის მითითებით, მას გაუკვირდა არ ელოდა რიგგარეშე კრებას, თუმცა ჩ--------ემ იმგვარი არგუმენტები დაუსახელა საჭიროდ მიიჩნია კრებაზე დასწრება. დასახელებული საკითხები შეეხებოდა აღმასკომის წევრთა საქმიანობას, მათი შემდგომ საქმიანობის გაგრძელებას. მ----–---–ის განმარტებით, 2016 წლის 27 აპრილის სხდომაში მონაწილეობა მიიღო, დაგვიანებით მივიდა სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ, ბ-----ე, ჭ----------–ი, გ--------, ჩ--------ე. სხდომაზე მიმდინარეობდა კამათი, მოწმის მითითებით ის ორჭოფობდა, თუმცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ საჭირო იყო ცვლილებები და არ შეეძლო წინააღმდეგ წასულიყო. მ----–---–მა დაადასტურა ოქმის შედგენა, რომელიც მოგვიანებით დადასტურდა ნოტარიულად. კრებაზე სხვა წევრების არ ყოფნასთან მიმართებით, მოწმემ განმარტა, რომ მან იკითხა მათ შესახებ, რაზეც ჩ--------ემ დაუდასტურა, რომ ისინიც მოწვეულნი იყვნენ. მოწმემ განმარტა, რომ ზოგადად იღებდა კრებებში მონაწილეობას, სადაც განიხილებოდა სპორტის განვითარების საკითხები, სტიპენდიებისა და დანამატების საკითხები. მას როგორც გამგეობის წევრს არ ჰქონდა უფლება განეკარგა ფინანსები. რაც შეეხება, 2016 წლის 19 მაისის კრებას, აღნიშნულთან მიმართებით 27 აპრილს მიიღეს თუ არა გადაწყვეტილება არ ახსენდება.

 

- მოწმე ვ-–-------- ჭ----------–ის განმარტებით, იგი 2016 წლის აპრილის მეორე ნახევარში იმყოფებოდა თბილისში, რა დროსაც მას ჩ--------ემ აცნობა კრების თაობაზე, სატელეფონო კავშირის მეშვეობით, რომელსაც მოწმე დაესწრო. ხოლო 2016 წლის 19 მაისის სხდომა ამავე 27 აპრილის სხდომაზე დაიგეგმა. მოწმემ განმარტა, რომ როგორც გამგეობის წევრი ესწრებოდა გამგეობის სხდომებს, რომლებიც ზოგადად ეხებოდა სპორტული ცხოვრების განვითარებას, გარკვეული დღის წესრიგებით. ჯამში 2-3 სხდომაზე არის დასწრებული და გადაწყვეტილებები კრებაზე მიიღებოდა კოლეგიურად. მოწმემ დაადასტურა, რომ იმ დროინდელ გამგეობის წევრებთან გარკვეული უთანხმოება ჰქონდა იარაღის შეძენასთან მიმართებით, კერძოდ ძ--------თან ჰქონდა კონფლიქტი, თუმცა ამის გამო გადაწყვეტილება არ მიუღია და არც მოსარჩელეთა მიმართ ჰქონია რაიმე სახის პირადი ინტერესი. მოწმის მითითებით, მან როგორც იცოდა წ----ე იძულებას ახდენდა პრეზიდენტზე.

 

ამდენად, სასამართლოს შეფასებით, მოწმეთა ჩვენებები ურთიერთწინააღმდეგობრივია, კერძოდ მოწმეთა ნაწილი (მ------ მ----–----–--ე, ბ----ი ლ----–---–ი, ზ------ ძ--------ი) უარყოფს კრებაზე მიწვევის ფაქტს, ხოლო მეორე ნაწილი (ი-----–--------ე, ი--------------ე, ვ-–-------- ჭ----------–ი და თ---------- მ----–---–ი) აცხადებს, რომ ისინი მიწვეულნი იყვნენ გამგეობის სხდომაზე და მათ მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა წესდებით დადგენილი წესით.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ კრების ჩატარებისა თუ ჩაუტარებლობის საკითხის დასადგენად მნიშვნელოვანი იყო საქმეში არსებული მტკიცებულებების კომპლექსური შეფასება-შესწავლა. დადგენილია, რომ 2016 წლის 27 აპრილს ააიპ საქართველოს პ-------–--------ი კ---------ის გამგეობა შემადგენლობაში იყვნენ: პრეზიდენტი/წევრი - გ------- ჩ--------ე; ვიცე-პრეზიდენტი/წევრი - ი--------------ე; ვიცე-პრეზიდენტი/წევრი - ი-----–--------ე; გენერალური მდივანი/წევრი - ლ---- ო---–----ა; წევრები: ბ---- ლ----–---–ი, მ------ მ----–----–--ე, თ---------- მ----–---–ი, ვ-–-------- ჭ----------–ი და ზ------ ძ--------ი. 9 კაცისაგან შემდგარი გამგეობის 5 წევრი ადასტურებს კრებაზე მიწვევისა და მონაწილეობის, ასევე მასზე მიღებული გადაწყვეტილების ფაქტს, ხოლო დარჩენილი 4 წევრი, რომელთა გარიცხვაც განხორციელდა სადავო კრების ოქმით, უარყოფს კრებაზე მიწვევის ფაქტს. სასამართლომ ყურადღების მიღმა არ დატოვა არც ის გარემოება, რომ მტკიცება იმისა, რომ გამგეობის წევრები იყვნენ მოწვეულნი წესდებით დადგენილი წესით ეკისრებოდა მოპასუხე მხარეს, რომელიც პასუხისმგებელია კრების ჩატარების კანონიერებაზე, თუმცა გამგეობის კრებაზე მისი წევრების მიწვევა ზოგადი წესის შესაბამისად ხდებოდა ზეპირი კომუნიკაციის მეშვეობით და განსხვავებული წესი არც წესდებით იყო გათვალისწინებული. ასევე, სასამართლოს შეფასებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის გარემოება, რომ წესდების შესაბამისად, გამგეობის კრებაზე გადაწყვეტილების მიღება ხორციელდებოდა დამსწრეთა უმრავლესობით. დადგენილია, რომ კ---------ის წევრებს შორის წლების მანძილზე არსებობდა დაპირისპირება, რაც მოწმეთა ჩვენებითაც დგინდება. გამგეობა შედგება 9 წევრისაგან, რომლის უმრავლესობა (5 წევრი) ადასტურებს კრების ჩატარებას, ხოლო მეორე დაპირისპირებული ნაწილი, უმცირესობა (4 წევრი) უარყოფს კრების ჩატარებას და ამ საფუძვლით ითხოვს გარიგებათა ბათილად ცნობას.

 

სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებისა და მოწმეთა ჩვენების ერთობლივი შეფასების საფუძველზე შეექმნა რწმენა კრების ჩატარების თაობაზე, რამეთუ გამგეობის უმრავლესობას არ ჰქონდა არავითარი საფუძველი არ მოეწვია უმცირესობის წევრები სხდომაზე, რომელთა ხმა, რეალურად არ შეცვლიდა რეალობას, იმ პირობებში, როდესაც 5 წევრს უფლება ჰქონდათ მიეღოთ მათთვის სასურველი გადაწყვეტილება, არ არსებობდა წესდების დარღვევის საჭიროება, რადგანაც გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იყო უმრავლესობის ნებაზე, ხოლო ის 4 წევრი, რომელიც ამტკიცებს, რომ არ იყო მიწვეული კრებაზე, არსებით გავლენას გადაწყვეტილებაზე ვერ მოახდენდა, რაც აქარწყლებს მათ მტკიცებას კრების არ ჩატარებასთან მიმართებით. ამასთან, სასამართლომ შენიშნა, რომ საგულისხმოა, ის ფაქტიც, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გაიზიარებდა მოსარჩელეთა მტკიცებას 2016 წლის 27 აპრილის კრების ოქმის ბათილად ცნობასთან მიმართებით და აღდგებოდა თავდაპირელი მდგომარეობა, გამგეობას იმავე შემადგენლობით ექნება შესაძლებლობა კვლავ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რის გაბათილებასაც ითხოვს მოსარჩელე მხარე, მით უფრო მოწმეთა პოზიციების გათვალისიწინებით აშკარად იკვეთება მათი დამოკიდებულება გარიცხული წევრების მიმართ. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც გამგეობის უმცირესობას, არ ჰქონდა არავითარი ბერკეტი წინ აღდგომოდა უმრავლესობის ნებას, ვერ დგინდება მათი არ მიწვევის შესაძლო განზრახვის არსებობა გამგეობის პრეზიდენტისა და დანარჩენი 4 წევრის მხრიდან.

 

ამასთან, სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი შეფასების საგანი არ იყო იმ დროინდელი გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსობრივი ნაწილის კანონიერების შეფასების საკითხი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგინდებოდა მოსარჩელეთა და გამგეობის დანარჩენი წევრების მხრიდან თავიანთი ვალდებულებების კეთილსიდისიერად შესრულების საკითხი, აღნიშნული კონკრეტული დავის ფარგლებში ვერ გამოიწვევდა კრების ოქმის ბათილობას და ვერც მიიჩნეოდა მისი ბათილობის საფუძვლად, რამეთუ ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის წესდების შესაბამისად გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია კრებაზე წევრთა 50%+1-ის დასწრება და მასში მონაწილე წევრთა უმრავლესობის მიერ გადაწყვეტილების მიღება, სადავო კრების ოქმებთან მიმართებით აღნიშნული ქვორუმი დაცულია და გარიცხული წევრების დასწრების შემთხვევაშიც, მათი საწინააღმდეგო ხმა ვერ შეცვლიდა უმრავლესობის ნებას. ამასთან, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების ფარგლებში დადგენილია ასევე იმგვარი ფაქტები, რომლითაც მტკიცდება იმ პერიოდისათვის კ---------ში არსებული პრობლემები, რომელიც გარკვეულწილად დაკავშირებული იყო გ------- წ----ესთან, რაც წარმოაჩენს იმ რეალობას, რომელმაც საბოლოოდ გამოიწვია კ---------ის ფარგლებში ორი დაპირისპირებული მხარის არსებობა, რომელთაგან უმრავლესობამ გადაწყვიტა სამომავლო გამგეობის შემადგენლობის ბედი, რისი უფლებაც კ---------ის წესდებით ჰქონდათ მინიჭებული გამგეობის წევრებს.

 

ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელეებმა და მათმა მომხრეებმა 2016 წლის 19 მაისს დამოუკიდებელი კრება ჩაატარეს, სადაც ხელახლა აირჩიეს გამგეობის წევრები, იმ პირობებში კი, თუ მათთვის არ იყო ცნობილი 2016 წლის 27 აპრილისა და 2016 წლის 19 მაისის კრებების თაობაზე, გაუგებარია მათი მიზანი კონკრეტული კრების დამოუკიდებლად ჩატარებასთან მიმართებით. ასევე, სასამართლოსთვის საყურადღებოა მოწმე მ------ მ----–----–--ის მიერ მიცემული ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ მას გ------- ჩ--------ემ დაურეკა ერთ-ერთი კრების თაობაზე, თუმცა იცოდა, რა არსებული რეალობა აღარ ჩათვალა საჭიროდ გამოცხადებულიყო სხდომაზე. აქ მეტად საყურადღებოა, ის ფაქტი, რომ მ------ მ----–----–--ეს, რეალურად 2016 წლის 19 მაისის კრების თაობაზე არ ეცნობებოდა გ------- ჩ--------ის მიერ, რამეთუ იგი 2016 წლის 27 აპრილს გაირიცხა გამგეობის წევრობიდან და არც ხმის უფლება მინიჭებია 2016 წლის 19 მაისის კრებაზე, რათა საჭირო ყოფილიყო მისი მოწვევა, შესაბამისად, დასტურდება, რომ მ------ მ----–----–--ეს სატელეფონო კავშირის მეშვეობით 2016 წლის 27 აპრილის სხდომის თაობაზე აცნობა გ------- ჩ--------ემ, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რეალურად მისი დასწრება ვერ შეცვლიდა არსებულ ვითარებას, მიზანშეუწონლად მიიჩნია სხდომაზე გამოცხადება.

 

2.25. 2016 წლის 27 აპრილის კრების მონაწილე გამგეობის წევრი ი--------------ე სადავო კრების პერიოდისათვის იყო დისკვალიფიცირებული. საქართველოს ე---------–ი ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ 25.06.2018 წელს გაცემული ინფორმაციის შესაბამისად, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, სანქციებს სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში. 10.1 მუხლის შესაბამისად, სპორტული ღონისძიებების დროს ან მასთან დაკავშირებულ გამოვლენილ ანტიდოპინგური წესების დარღვევას ღონისძიების ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით შეიძლება მოჰყვეს დამრღვევი სპორტსმენის მიერ აღნიშნულ ღონისძიებაში მიღწეული ყველა ინდივიდუალური შედეგის ანულირება, მედლების, ქულების და პრიზების ჩამორთმევის ჩათვლით. მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, სანქციებს სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში, ხოლო ამავე მუხლის 10.12 პუნქტით განსაზღვრულია სტატუსი დისკვალიფიკაციის პერიოდში, რომელიც მოიცავს ოთხ ქვეპუნქტს, კერძოდ:

- დისკვალიფიკაციის პერიოდში შეჯიბრებებში მონაწილეობის აკრძალვა;

- ვარჯიშზე დაბრუნების აკრძალვა;

- დისკვალიფიკაციის პერიოდში შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების უფლების აკრძალვა;

- დისკვალიფიკაციის განმავლობაში ფინანსური მხარდაჭერის მოხსნა.

 

სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ნორმები ეხება მხოლოდ სპორტსმენის მიერ სპორტულ ღონისძიებებში (რაშიც, ასევე იგულისხმება სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებები) მონაწილეობის აკრძალვას და არ ეხება დისკვალიფიცირებული სპორტსმენის მიერ სანქციის მოქმედების პერიოდში, საზოგადოებაში (ააიპ-ში) საქმიანობის აკრძალვას (იგულისხმება - საზოგადოებაში გადაწყვეტილების მიღება და ა.შ.). ამდენად, კონკრეტული მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ი--------------ის დისკვალიფიკაცია, ვერ გახდებოდა საფუძველი მისი, როგორც გამგეობის წევრის უფლებამოსილების განხორციელების შემზღუდველი და შესაბამისად კონკრეტულ გარემოებაზე აპელირება, ვერ გააბათილებს 2016 წლის 27 აპრილის კრების ოქმს, კ---------ის გამგეობის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უფლება ი--------------ეს სპორტული დისკვალიფიკაციის მიუხედავად არ აკრძალვია.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.26. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სადავოდ გამხდარი - 2016 წლის 27 აპრილისა და 19 მაისის კრების ოქმების კანონიერების საკითხის გამოკვლევამდე, აუცილებელია შეფასება მიეცეს მოსარჩელეთა იურიდიულ ინტერესს. ანუ, სავალდებულოა იმის გარკვევა – დადგენა, რა შედეგის მომტანი იქნება და რა უფლებაში აღადგენს მოსარჩელეებს მითითებული გარიგებების ბათილად ცნობა.

 

გ------- წ----ისა და ლ---- ო---–----ას მიერ აღძრულია აღიარებითი სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იურიდიული ინტერესის არსებობა, ამგვარი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელემ უნდა მოიპოვოს კონკრეტული უფლება ან აღიკვეთოს მის უფლების რეალიზაციაში ხელშეშლა. ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების (სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის) აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებისას. საკითხის ამგვარი წესით გადაწყვეტის პირობებში, ყურადღება უნდა გამახვილდეს მატერიალური მოთხოვნის პროცესუალურ სარჩულზე, რომელიც წარმოადგენს ურთიერთგადაჯაჭვულ სისტემას, რომლის ელემენტები ერთმანეთს ემყარება და ერთმანეთის საფუძველს ქმნის და თავს იყრის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლში, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

აღიარებითი მოთხოვნის განხილვისას გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საკითხი იმის თაობაზე, თუ რამდენად ნამდვილი ინტერესი გააჩნია ამ მოთხოვნის მიმართ მოსარჩელეს და თუნდაც მის მიერ მითითებული გარემოებების გაზიარების შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებით მიიღწევა თუ არა იურიდიული ინტერესი - დარღვეული უფლების ეფექტური დაცვა, ანუ აღიარებითი სარჩელის წარმატებულობა, თანახმად სსსკ-ს 180-ე მუხლისა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეები ლ---- ო---–----ა და გ------- წ----ე ითხოვენ კრების ოქმების ბათილად ცნობას, კერძოდ 2016 წლის 27 აპრილის კრების ოქმით გამგეობის წევრობიდან გაირიცხა ლ---- ო---–----ა, ხოლო კ---------ის წევრობიდან გაირიცხა გ------- წ----ე, შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი ცალსახაა, რამეთუ მითითებული ოქმის ბათილობა განაპირობებს თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენას, რაც მოიაზრებს ლ---- ო---–----ას აღდგენას გამგეობის გენერალური მდივნის თანამდებობაზე და ასევე გ------- წ----ის აღდგენას კ---------ის წევრად. რაც შეეხება, 2016 წლის 19 მაისის კრების ოქმს, სასამართლოს აზრით, მითითებულთან მიმართებითაც იკვეთება მოსარჩელეების ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, პირველ რიგში, კონკრეტული კრების ოქმის ნამდვილობა კავშირშია 2016 წლის 27 აპრილის კრების ოქმის ნამდვილობასთან, ასევე კონკრეტულ კრებაზე არჩეული იქნა ააიპ საქართველოს პ-------–--------ი კ---------ის გამგეობის დღევანდელი შემადგენლობა, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილშიც იკვეთება მოსარჩელეთა ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, რაც განაპირობებს მათ უფლებას იდავონ კონკრეტული კრების ოქმების ბათილობის მოთხოვნით.

 

2.27. მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესის დადგენის შემდგომ სასამართლომ შეაფასა სადავო კრების ოქმების მოწვევის, ჩატარებისა და მასზე მიღებული გადაწყვეტილებების, ფორმალურ-პროცედურული გამართულობის კვლევა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიერ განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც იწვევს მათ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ცვლილებებს, საჭიროებს რეგისტრაციას. ცვლილება განხორციელებულად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მე-3 ნაწილის შესაბამისად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის/უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია ხორციელდება მეწარმე იურიდიული პირის/ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით.

 

სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი/წევრი უფლებამოსილია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც.

 

სკ-ს 35.3 მუხლის შესაბამისად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით), რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას.

 

2.28. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ნების გამოვლენა გარიგების დეფინიციის აუცილებელი ელემენტია. ამასთან, სამართლებრივ შედეგს იწვევს მხოლოდ ნამდვილი ნების გამოვლენა, რაც გულისხმობს ნების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ნამდვილია ნების გამოვლენა, თუ დაცულია მისი გამოხატვის სამართლებრივი წინაპირობები (მატერიალური და ფორმალური). ყოველგვარი ნების გამოვლენა არ წარმოადგენს გარიგებას. ნების გამოვლენის მიზანი უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის დადგომა. თავის მხრივ სამართლებრივი შედეგი გამოიხატება სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაში, შეცვლასა და შეწყვეტაში. სკ-ს 50-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი შედეგის დადგომა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ცალმხრივმა, ისე ორმხრივმა ან მრავალმხრივმა ნების გამოვლენამ.

 

იურიდიული პირის წევრების მიერ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს მრავალმხრივი გარიგების ნიმუშს, რომელზეც გადაწყვეტილების მისაღებად ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, არაა სავალდებულო ამ გარიგების მონაწილე ყველა პირის თანხმობა, არამედ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ უმრავლესობის ნების არსებობის პირობებში, რასაც ადგენს კიდეც ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის წესდებაც.

 

სკ-ს 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის შიდა სტრუქტურული საქმიანობა წესრიგდება წესდების მეშვეობით, რომლის 6.1 პუნქტის შესაბამისად, კ---------ის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა საერთო კრება, რომელიც მოიწვევა გამგეობის მიერ წელიწადში მინიმუმ ერთხელ. ამავე წესდების 6.4 მუხლის თანახმად, რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა შესაძლებელია პრეზიდენტის, ან გამგეობის წევრთა 1/3-ის მიერ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ან საერთო კრების წევრთა 1/4-ის ინიციატივით. წესდების 6.5. და 6.6 მუხლების თანახმად, საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის ხმის უფლების მქონე წევრთა უბრალო უმრავლესობა (50%+1). საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს, მასზე დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით (50%+1). კრების თავმჯდომარეა პრეზიდენტი, ხოლო მისი არყოფნის ან უუნარობის შემთხვევაში - ასაკით უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, 2016 წლის 19 მაისის საერთო კრება მოწვეული იყო წესდებით დადგენილი წესით, მას ესწრებოდა ქვორუმით განსაზღვრული მინიმუმი ოდენობა წევრებისა და თავმჯდომარეობდა ასაკით უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ი--------------ე. შესაბამისად, აღნიშნული თვალსაზრისით არ დასტურდება კონკრეტული კრების ოქმის ბათილობის წინაპირობების არსებობას. საერთო კრების კომპეტენციაში სხვა საკითხებთან ერთად ექცევა, პრეზიდენტის არჩევა, პრეზიდენტის წარდგინებით ვიცე-პრეზიდენტების, გენერალური მდივნისა და გამგეობის წევრების დამტკიცება, სწორედ აღნიშნული უფლებამოსილების რეალიზების ფარგლებში განხორციელდა გამგეობის წევრების, პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნის არჩევა.

 

ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის ხელმძღვანელი ორგანოა 9 წევრისაგან შემდგარი გამგეობა, რომლის წევრებსაც, პრეზიდენტის წარდგინებით, 4 წლის ვადით ირჩევს საერთო კრება. წესდების თანახმად, გამგეობის სხდომები იმართება პრეზიდენტის ან გამგეობის წევრთა 1/3-ის მოწვევით. საჭიროებისამებრ, გამგეობა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. გამგეობის წევრებს სხდომის ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ უნდა ეცნობოთ, სხდომამდე არაუგვიანეს 10 დღისა.

 

არსებულ ვითარებაში გამგეობის რიგგარეშე კრება მოწვეული იქნა 2016 წლის 27 აპრილს პრეზიდენტის ინიციატივით, რისი უფლებაც მას წესდებით ჰქონდა მინიჭებული, შესაბამისად ამ თვალსაზრისით ბათილობის საფუძველი არ არსებობს, ამასთან გამგეობის 5 წევრი (ნახევარზე მეტი) ადასტურებს კონკრეტულ სხდომაზე დასწრების ფაქტს, რისი გაქარწყლებაც მოსარჩელემ წარმოდგენილი სარჩელის პირობებში ვერ უზრუნველყო. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმეები, არიან ის პირები, რომელთა გარიცხვაც განხორციელდა 2016 წლის 27 აპრილის კრების ოქმით, ამდენად, მათი დაინტერესება კონკრეტული გარიგების ბათილობასთან მიმართებით აშკარაა, ასევე დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, შეტყობინება კრების თაობაზე გამგეობის წევრებს პირადად, ან/და სატელეფონო კავშირის მეშვეობით ეგზავნებოდათ. არსებულ ვითარებაში კი სასამართლოს მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასების საფუძველზე შეექმნა რწმენა კონკრეტული კრების ჩატარების თაობაზე, რასაც ამყარებს ის გარემოება, რომ რეალურად კ---------ის შიგნით არსებობდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რასაკვირველია წესდების შესაბამისად, იმ ვითარებაში როდესაც სახეზეა ორი დაპირისპირებული მხარე მმართველობით უფლებამოსილებას ის მხარე მოიპოვებს, რომელსაც მეტი მომხრე ეყოლებოდა, კონკრეტულ ვითარებაში კი, ნათელია, რომ გამგეობის წევრების ერთ მხარეს გაერთიანებული იყო 5 წევრი, ხოლო საპირისპირო მხარეს 4 წევრი, შესაბამისად, სწორედ კ---------ის წევრები და გამგეობა უმრავლესობით განსაზღვრავს მისთვის სასურველს გამგეობის შემადგენლობას. იმ პირობებში, კი როდესაც სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს კრების ოქმების კანონითა და წესდებითა დადგენილი წესით ჩატარების ფაქტს, ვერ მიიჩნევს ოქმებს ბათილად.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ კ---------ის ფარგლებში არსებობს ორი დაპირისპირებული ჯგუფი, რომელთა ინტერესის საგანსაც შეადგენს მმართველობითი უფლებამოსილების მოპოვება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შეფასების საგანს შეადგენს, არა გამგეობის წევრთა კეთილსინდისიერების შეფასება, არამედ კრების მოწვევის პროცედურების წესდებით დადგენილს წესებთან შესაბამისობის განსაზღვრა. სასამართლო შეფასების საგანს არც მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის მართებულობის კვლევა წარმოადგენს, არამედ, სასამართლო კონკრეტულ კრებას აფასებს ფორმალური თვალსაზრისით, კერძოდ იყო თუ არა მოწვეული კ---------ის წევრები კანონისა და წესდების მოთხოვნათა დაცვით, ჩატარდა თუ არა კრება, განხილული იქნა თუ არა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები და ბოლოს მიღებული იქნა თუ არა გადაწყვეტილება შესაბამისი ქვორუმის არსებობის პირობებში, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასების საფუძველზე ჩამოუყალიბდა შინაგანი რწმენა კრების ჩატარების შესახებ. მართალია ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა თანაბრად წონადი შეპირისპირებული მტკიცებულებები, თუმცა მათი ერთობლივი შეფასებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია კრებების წესდებით დადგენილი პირობებით ჩატარების ფაქტი, რისი გაქარწყლებაც მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო, რაც გამორიცხავს კონკრეტული კრების ოქმების ბათილად ცნობას. უსაფუძვლოა, მოსარჩელის არგუმენტები, რომლებიც მიმართულია ლ---- ო---–----ასა და გ------- წ----ის მხრიდან ვალდებულებათა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად განხორციელებასთან მიმართებით. სასამართლო ვერ ჩაერევა კ---------ის შიდა კორპორაციული გადაწყვეტილებების მიღების სამართლებრივ საფუძვლებში, კ---------ის უფლებამოსილებაა თავისი სურვილისამებრ ხმათა უმრავლესობით მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება, შესაბამისად კონკრეტულ შემთხვევაში, რამდენადაც დასტურდება, რომ კრება ჩატარდა და მასზე დამსწრე პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება სუბიექტთა გარიცხვის შესახებ აღნიშნული კრება წარმოადგენს გარიგებას, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებითაც კ---------ის წევრებმა გამოავლინეს ნება, რისი შეცვლა ან სასამართლოს მხრიდან იძულებით დავალდებულება სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე ვერ თავსდება კერძო სამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში, სადაც სუბიექტებს თავიანთი სურვილებისა და მიზნების შესაბამისად შეუძლიათ იმოქმედონ, მათ შორის აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატები, თუნდაც ვინმესთვის კონკრეტული გადაწყვეტილება იყოს მიუღებელი, კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი უმრავლესობით.

 

2.29. მსოფლიოს ანტიდოპინგური კოდექსის მე-10 მუხლი განსაზღვრავს სანქციებს სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში, რომლის 1-ლი ნაწილიც ითვალისწინებს, იმ სპორტული ღონისძიებების შედეგების გაუქმებას, რომლის მიმდინარეობის დროსაც მოხდა ანტიდოპინგური წესების დარღვევა, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, აკრძალული ნივთიერებების ან აკრძალული მეთოდის გამოვლენის, გამოყენების, გამოყენების მცდელობის, ან ფლობის შემთხვევა იწვევს სპორტსმენის დისკვალიფიკაციას. მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, სანქციებს სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში, ხოლო ამავე მუხლის 10.12 პუნქტით განსაზღვრულია სტატუსი დისკვალიფიკაციის პერიოდში, რომელიც მოიცავს ოთხ ქვეპუნქტს, კერძოდ:

- დისკვალიფიკაციის პერიოდში შეჯიბრებებში მონაწილეობის აკრძალვა;

- ვარჯიშზე დაბრუნების აკრძალვა;

- დისკვალიფიკაციის პერიოდში შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების უფლების აკრძალვა;

- დისკვალიფიკაციის განმავლობაში ფინანსური მხარდაჭერის მოხსნა.

 

აღნიშნული ნორმები ეხება მხოლოდ სპორტსმენის მიერ სპორტულ ღონისძიებებში (რაშიც, ასევე იგულისხმება სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებები) მონაწილეობის აკრძალვას და არ ეხება დისკვალიფიცირებული სპორტსმენის მიერ სანქციის მოქმედების პერიოდში, საზოგადოებაში (ააიპ-ში) საქმიანობის აკრძალვას (იგულისხმება - საზოგადოებაში გადაწყვეტილების მიღება და ა.შ.). ამდენად, სასამართლოს შეფასებით, ი--------------ის დისკვალიფიკაცია, ვერ გახდებოდა მისთვის ააიპ საქართველოს პ-------–--------ი კ---------ის კრებებზე გადაწყვეტილების მისაღებად ნების გამოვლენის შემზღუდველი, რის გამოც ვერც მისი მონაწილეობა განაპირობებს სადავო კრების ოქმების ბათილობას. ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა 2016 წლის 27 აპრილისა და 2016 წლის 19 მაისის კრების ოქმების ბათილად ცნობის საფუძვლები, რის გამოც სარჩელი არ დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტი განმარტავს, რომ ა.ა.ი.პ ,,საქართველოს ე---------–----------–--------------------ის"მიზანია საქართველოში პ-------–--------ი მოძრაობის განვითარება, საი----–---ო სპორტის განვითარების ხელშეწყობა, შ------------–- შ-----–---–------ს მ------------- სოციალური ინტეგრაცია, რასაც ემასხურებოდნენ აპელანტები პ-------–--------ი მოძრაობის დაფუძნებიდან დღემდე. საქართველოს უზენაესის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 იანვრის განჩინებით საქმე #ას-608-576-2014 არ დაკმაყოფილდა ა.ა.ი.პ ,,საქართველოს ე---------–----------–--------------------ის" საკასაციო საჩივარი და კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 აპრილის განჩინებით, საქმე #2ბ/6185-13, ძალაში დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება. (საქმე #2/1-057-2012) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე #2/1-057-2012) ბათილად იქნა ცნობილი ა.ა.ი.პ ,,საქართველოს ე---------–----------–--------------------ის" 07.12.12 წლის რიგგარეშე საერთო კრების #რ-სკ01/12 ოქმი, 08.12.12 წლის დადგენილება წევრთა მიღების თაობაზე #რ-გს-01/12, 07.12.12 წლის რიგარეშე საერთო კრების ოქმი #რ-სკ02/12 და წევრთა საერთო კრების 27.12.12 (რეესტრით #121365835) ოქმი. აღნიშნული გადაწყვეტილებებით, ისევე როგორც გასაჩირებული ოქმების შემთხვევაში, მოპასუხე ორგანიზაციაში დღეს გაწევრიანებული სუბიექტების მიერ, გამოყენებულ იქნა კ---------ის შიდა რესურსი, რის შედეგადაც უკანონოდ მიღებულ იქნა ახალი წესდება, ასევე არჩეულ იქნა ახალი პრეზიდენტი, დამტკიცდა გამგეობის ახალი შემადგენლობა, მოსარჩელე ლ---- ო---–----ა გაირიცხა გამგეობიდან და კ---------ის წევრობიდან, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა სუბიექტის მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია. კანონიერ ძალაში შესაული სასამართლო გადაწყვეტილებების და გასაჩივრებული კრების ოქმების ანალიზით დგინდება რომ, პ-------–--------ი კ---------ის ხელმძღვანელი პოზიციის დაკავების სურვილი ამოძრავებს მუდმივად ერთ ჯგუფს (მოწინააღმდეგე მხარეს), რომელიც არ წარმოადგენდა პ---- მოძრაობას და მონაწილეობას არ იღებდნე პ---- სპორტის განვითარებაში, ხოლო მეორე მხარე მუდმივად ცდილობს სასამართლოს მეშვეობით აღიდგინოს დარღვეული უფლება, ამასთან კ---------ის წევრებს შორის იდეური დაპირისპირება სახეზე არ გვაქვს. მოწინააღმდეგე მხარე, იდენტური მეთოდებით, სხვადასხვა დროს, მუდმივად იყენებს კ---------ის გარკვეულ წევრებს არაკანონიერი გზით ხელმძღვანელი პოზიციის დაკავებისათვის. აპელანტი მიუთითებს, რომ აღნიშნული დავა პირდაპირ და შედეგობრივ კავშირშია არსებულ დავასთან, რადგან სასამართლო გადაწყვეტილების შედეგით უკმაყოფილო მხარემ, სასამართლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და გადაწყვეტილებით მიღწეული შედეგი, რეალურად შეიცვალა სწორედ კ---------ის არაკანონიერი შემადგენლობის მიერ ფიქტიურად მიღებული ,,გადაწყვეტილებით".

 

3.2. აპელანტი განმარტავს, რომ სარჩელით სასამართლო დავის საგანს წარმოადგენს, გასაჩივრებული კრების ოქმების მიღების ფორმალური საფუძვლის შემოწმება (გადაწყვეტილების წესდებასთან შესაბამისობა)ასევე კრების შინაარსით განსაზღვრული გარიცხვის ფაქტობრივი საფუძვლის (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ფინანსური სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა) შემოწმება. რადგან სახეზე გვაქვს აღიარებითი სარჩელი მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესს წარმოადგენს სსიპ ,,საქართველოს ე---------–----------–--------------------ის" გამგეობის 2016 წლის 27 აპრილის #2 კრების და აღნიშნული თარიღით შექმნილი კრების ოქმის, სსიპ ,,საქართველოს ე---------–----------–--------------------ის" 2016 წლის 19 მაისის, წევრთა რიგგარეშე საერთო კრების და აღნიშნული თარიღით შექმნილი კრების ოქმის(რეესტრით 1-------- 19.05.2016 წ.) უკანონოდ აღიარება, რადგან ოქმები შედგენილია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, არაუფლებამოსილ პირთა და არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონის და წესდების მოთხოვნათა სრული დარღვევით, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველია. სარჩელით მითითებულია, რომ სადაო გადაწყვეტილებებით უკანონოდ შეიზღუდა მოსარჩელეთა პირადი არაქონებრივი უფლებები და მათ არაკანონიერი (გამოგონილი) საფუძვლით შეუწყდათ საზოგადოების და გამგეობის წევრობა. სადაო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობით შესახებ სარჩელის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს მოსარჩელეთა, დარღვეული, პირადი არაქონებრივი უფლებების აღდგენა. მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესია გადაწყვეტილების ბათილობით მათ აღუდგეთ წევრობა, სამართლებრივი შეფასება მიეცეს გარიცხვის საფუძვლად მითითებული გარემოებას, კ---------ის პრეზიდენტის ქმედებას. გადაწყვეტილებით უნდა გაუქმდეს 2016 წლის 20 მაისის განხორციელებული საზოგადოების რეგისტრაციის საფუძვლები და აღდგეს 2016 წლის 1- აპრილამდე არსებული მდგომარეობა, მოსარჩელეებს აღუდგეთ საზოგადოების წევრობა და გადაწყვეტილების ბათილობის შემდეგ აღდგეს გამგეობის უფლებამოსილება.

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის შეფასებით, სასამართლო უკანონოდ ცდილობს გვერდი აუაროს გარიცხვის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოების განხილვას და უგულვებელყოს მხარის იურიდიული ინტერესი, სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს კ---------ის წევრების მიერ მათი წევრობიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი (თუ კი ასეთი გადაწყვეტილება არსებობდა). სასამართლო, საქართველოს კონსტიტუციით წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ ერთადერთ უფლებამოსილ ორგანოს, რომელსაც სასარჩელო წარმოების პირობებში, ვალდებულია ნებისმიერი სახის ქვორუმის პირობებში შეაფასოს კერძო თუ საჯარო სუბიეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება მის ფაქტობრივი საფუძვლის ჩათვლით და დაიცვას პირის კანონიერი ინტერესი. სწორედ ეს ფუნქცია გამოარჩევს სასამართლოს ხელისუფლების სხვა შტოსაგან, რადგან სარჩელი პირობებში შეუძლია მხოლოდ მხარეს აღიდგინოს დარღვეული უფლება, ხოლო კერძო სუბიექტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონისმიერი ზედამხედველობა, (შეფასება) წარმოადგენს სწორედ სასამართლო დისკრეციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მოქმედება შესაძლებელია შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა.

 

3.3. აპელანტი მიიჩნევს, რომ 2016 წლის 27 აპრილ ააიპ ე---------–----------–--------------------ის სხდომა არ მოწვეულია და არ ჩატარებულა კანონის და წესდებით განსაზღვრული მოთხოვნის დაცვით, არ ჰქონია ადგილი აპელანტთა გარიცხვის საფუძვლად მითითებულ უფლებომოსილების ბოროტად გამოყენება, ნეპოტიზმს, წესდების დარვევას და თანხების არამიზნობრივი ხარჯვას. საქმეზე არ ყოფილ წარმოდგენლი არცერთი მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა აღნიშნლი გარემოებას. აპელანტი თვლის, რომ 2016 წლის 27 აპრილს ს-----ის გამგეობის წევრთა 1/3 მიერ რიგგარეშე კრება არ მოწვეულა და არც ჩატარებულა, არც ფაქტობრივად და არც კანონით და წესდებით გათვალისწინებული წესით, წარმოდგენილი დოკუმენტი ყალბია და შედგენიალია სხვა დროს, გამგეობის და კ---------ის გარიცხული წევრები სხდომაზე არავის მოუწვევია, აღნიშნული გარემოებები დადასტურებულ იქნა სხდომაზე მოწვეული პირების (გამგეობის წევრები) მიერ, ასევე ადგილი არ ქონია, არ გამოკველეულა და არ შეფასებულა კრებითს ოქმით, მოსარჩელეთა გარიცხვის საფუძვლად მითითებული გარემოება. მოპასუხე მხარეს არც კი უცდია წარმოედგინა კრების ჩატრების (მისი კანონიერების) დამადასტურებელი მტკიცებულება. რაც შეეხება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 24 მარტის #09/792 წერილს, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობდა სამსახურეობრივი შემოწმება და 2016 წლის 7 აპრილის #10/903 წერილს, რომელსაც არსებითი კავშირი არა აქვს არსებულ დავასთან მისი მიღების თარიღის და შინაარსის გათვალისწინებით, აღნიშნული შემოწმება დაიწყო სწორედ კ---------ის პრეზიდენტის - გ------- ჩ--------ის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში არსებული უზუსტობის გამო. კერძოდ, 2016 წლის 9 მაისს ს-----ის პრეზიდენტმა გ------- ჩ--------ემ, რომელმაც ბორატად გამოიყენა კანონით და წესდებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, დატოვა საქართველო და გაიქცა კ------ში, ამასთან თან წაიღო ორგანიზაციის კუთვნილი 30 000 ლარი, ხოლო ს-----ის დღევანდელ ხელძღვანელობას (გამგეობა, პრეზიდენტი) გადასცა ორგანიზაციის ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის - საბანკო და საბუღალტრო დოკუმენტაცია, საბანკო და საგადასახადო ელექტრონული გასაღებები, ორგანიზაციის ბეჭედი და ოფისის გასაღებებით ჩააბარა მათ. ს-----ის 2016 წლის 27 აპრილის გამგეობის კრების ოქმი მასზედ ხელმომწერთა მიერ დამოწმებულ იქნა 2016 წლის 19 მაისს. აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული კრების ოქმებით პ-------–-------- კ---------ში მმართველ პოზიციებზე დაბრუნდნენ ის პირები, ვისი ქმედებაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შეფასებულ იქნა წესდების უხეშ დარღვევად და რის გამოც ისინი გარიცხულ იყვნენ კ---------ის წევრობიდან.

 

3.4. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ე---------–ი სააგენტოს 23.02.1- #61910 წერილს თანახმად დასტურდება, რომ ააიპ ,,საქართველოს ე---------–----------–--------------------ის“ 2016 წლის 27 აპრილის გამგეობის წევრი და კრების მონაწილედ დაფიქსირებული სუბიექტი -ი--------------ე, რომელიც მუშაობს საჯარო რეესტრის ე---------– სააგენტოში, 2016 წლის 27 აპრილს, სააგენტოს შინაგანაწესის თანახმად 9.00 საათიდან 18.00 საათამდე ასრულებდა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას. (იხ წერილიდა შიანაგანაწესი). ამასთან, წერილი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ხსენებული სუბიექტი ასრულებდა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას შინაგანაწესით განსაზღვრულ დროს და არ მიუთითებს, რომ დასაქმებული გარკვეული დროის განმავლობაში, (2016 წლის 27 აპრილს, დღის 11.00 საათისათვის, როგოც განმარტავს შ--–-- მ---------ე 201- წლის 10 მარტს გაცემული ინფორმაციის შესაბამისად) არ სარგებლობდა ე.წ თავისუფალი გრაფიკით. რაც შეეხება სასამართლო არგუმენტაციას, აპელანტი თვლის, რომ დაუსაბუთებელი, არაარგუმენტირებული და გაურკვეველია, რას ეყრდნობა სასამართლო აღნიშნული განმარტების გაკეთებისას, როდესაც მიიჩნევს, რომ შედეგით დაინტერესებული პირის, ი--------------ის ზეპირსიტყვიერი განმარტება უფრო მიესადაგება სინამდვილეს, ვიდრე ადმინისტრაციული ორგანოს პასუხი, მითუმეტეს, სააგენტოს წერილით არ არის ნახსენები, რომ დასაქმებული 2016 წლის 27 აპრილს, ოთხშაბათს - სამუშაო დღეს, სააგენტოს შინაგანაწესის 5.3 პუნქტის თანახმად, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით სარგებლობდა სააგენტოში დასაქმებული ცალკეული პირისათვის შესვენების დაწყებისა და დასრულების განხვავებული გრაფიკით.

 

აპელანტი ასევე განმარტავს, რომ 2016 წლის 19 მაისს აპელანტი მხარის მიერ ჩატარებული საერთო კრება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ აპელანტებისათვის კანონით და წესდებით განსაზღვრული წესით ცნობილი იყო 2016 წლის 27 აპრილის გამგეობის კრების შესახებ მის ჩატარებამდე ან მის შემდგომ გარკვეული დროის განმავლობაში კრების მოწვევამდე 10 დღით ადრე. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტები თვლის, რომ სასამართლო არამყარ მოსაზრებაზე აფუძნებს თავის პოზიციას, კრებაზე მოსარჩელე (აპელანტი მხარე) რომ არ ყოფილა მოწვეული ამას ადასტურებს თავად მოწინააღმდეგე მხარე და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის ააიპ ,,საქართველოს ე---------–----------–--------------------ის" 2018 წლის 10 მარტს გაცემული ინფორმაციის ანალიზით და მოწმეთა ჩვენებებით, რომელითაც დასტურდება, რომ კრება არ ყოფილა მოწვეული კანონით და წესდებით განსაზრვრული პრცედურების დაცვით. მოპასუხე (მოწინააღმდეგე) მხარეს არ წარმოუდგენია კრების მოწვევის და ჩატარების კანონიერების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც აქტის ბათილობის მოთხოვნის შემთხვევაში მის ფაკულტატურულ ვალდებულებას (მტკიცების ტვირთს) წარმოადგენდა. ამასთან, აპელანტი მხარე ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ საჯარო რეესტრის ე---------–ი სააგენტოს გადაწყვეტილება არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებს კერძო სამართლის სუბიექტის მიერ შედგენილი კრების ოქმების კანონიერებას და გამორიცხავს სადაო კრების ოქმების ბათილობის შესაძლებლობას და მოცემულ შემთხვევაში აღიარებითი სარჩელი მართულია სწორედ სარეგისტრაციო მონაცემის შეცვლისაკენ.

 

3.5. აპელანტი მხარის შეფასებით, თუ სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გასაჩივრებული 2016 წლის 27 აპრილის კრების ოქმის საფუძვლად მითითებულ ისეთ გარემოებზე, როგორიცაა ფინანსური სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, წესდების დარღვევა, ნეპოტიზმი და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება მოსარჩელეთა მხრიდან, მაშნ აღნიშნული შეფასება არარელ----ტურია, რამდენადაც სამსახურეობრივი შემოწმება მიმდინარეობდა კ---------ის იმჟამინდელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე და მის მიერ წარდგენილ ოქმებთან დაკავშირებით. ამასთან, კ---------ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებები მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელით სადაოდ არ არის გამხდარი და ის ეხლაც ძალაში მყოფია, მისი შეფასება სამართლებრივად განახორციელა მხოლოდ აპელანტმა. სამსახურეობრი შემოწმების პროცესი, მიღებული დასკვნა მისი მიღების თარიღის გათვალისწინებით, არალერევანტურიას დავის საგანთან და არ ეხება გასაჩივრებული კრების ოქმებს, შესაბამისად ის ვერ გამოდგება მათი კანონიერების შესამოწმებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში აპელანტი მხარე სადაოდ ხდის, როგორც სხდომის მოწვევის პროცედურის დარღვევას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასევე მის ჩატარებას, როგორც ფაქტობრივად ასევე კანონიერი საფუძვლებით. ასევე სადაოა რამდენად ქონდა ადგილი რიგგარეშე კრების ოქმით განსაზღვრულ, გარიცხვის საფუძვლად მითითებულ გარემოებებს. აღნიშნული კი სასამართლოს მიერ არ იქნა შეფასებული და გამოკვლეული, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. ამასთან სასამართლოს მიერ არასწორად და არასრულად იქნა წარმოდგენილი და შეფასებული პროცესზე მოწმის სახით მოწვეული პირების ჩვენებები.

 

აპელანტი მხარე განმარტავს, რომ ააიპ ,,საქართველოს ე---------–----------–--------------------ის" საქმიანობა, მათ შორის რიგგარეშე კრების მოწვევის საკითხი, რეგულირებულია კანონით და წესდებით. კანონი და წესდება წარმოადგენს ერთდადერთ სახელმძღაბვანელო დოკუმენტს, რომლის დანაწესით მიხედვით უნდა შეფასდეს კრების მოწვევის პროცედურა და მისი შინაარსობრივი და პროცედურული კანონიერება. მტკიცების ტვირთი იმისა, მოწვეულნი იყვნენ თუა რა გამგეობის წევრები კანონით და წესდებით განსაზღვრული წესით ეკისრება მოწინააღმდეგ მხარეს, რომელსაც არაფერი წარმოუდგენია ამ გარემოების დამადსტურებლად. ააიპ ე---------–----------–--------------------ის 2018 წლის 10 მარტის წერილით, ასევე სხდომაზე მოწვეული კ---------ის პრეზიდენტის შ--–-- მ----------ის განმარტებით, კ---------ის გამგეობის წევრებს გაეგზავნათ შეტყობინება კრების მოწვევის შესახებ ტელეფონით, ასევე ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით, მაგრამ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს ასევე არ წარმოუდგენია. აპელანტები არ იზიარებენ სასამართლოს დაუსაბუთებელ არგუმენტაციას იმასთნ დაკავშირებით, რომ კრების მოწვევა დადგენილად ხდებოდა განსხვავებული წესით, ზეპირი კომუნიკაციის საშუალებით, ამასთან, აპელანტების შეფასებით, ეს გარემოება და მასზედ განვითარებული მოსაზრება პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ წესდების მიხედვით კრება არ მოწვეულა, ამასთან სხვა ობიექტური მტკიცებულება, რომელიც მოგვცემს ქმედების შეფასების და შედარების საშუალებას ამასთან განსაზღრავს კრების მოწვევისა და ჩატარების პროცედურებს, გარდა წესდებისა სახეზე არ არის. კრების (გამგეობის) მონაწილე 9 წევრიდან 4 წევრი ვერ მიიღებდა სხვა გადაწყვეტილებას და ვერ შეცვლიდა საერთო სურათს, მით უფრო, რომ კრებაზე მონაწილეობა წარმოადგენს შესაძლებლობას, მოუსმინო მეორე მახარის არგუმენტაციას და შეაფასო გარიცხვის საფუძვლები, მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ მათ მოისმინეს მხოლოდ კ---------ის პრეზიდენტის გ------- ჩ--------ის მოსაზრება კ---------ის ფინანსური სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთა დაკავშირებით, რაც გახდა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი და არა ე.წ ქვორუმის არსებობა, აღნიშნული გარემოება არ დადასტურდა პროცესზე, გამგეობის წევრებს არ მოუსმენიათ მოსარჩელე მხარისათვის, ასევე - მათ არ მიეცათ შესაძლებლობა განემარტათ საპირისპირო მათი წევრებისათვის, რამაც არაობიექტური და მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღებას შეუწყო ხელი.

 

3.6. აპელანტები შენიშნავენ, რომ არასამეწარმეო უურიდიული პირი წევრობაზე დაფუძნებული კერძო სამართლის სუბიექტია, მოქმედი ააიპ ,,საქართველოს ე---------–----------–--------------------ის" 29.11.11. წლის კრების ოქმის (რეესტრის#1--------), საფუძველზე მიღებული 2011 წლის წესდების 6.1. პუნქტის საფუძველზე ,,ს----ის” – (საქართველოს ე---------–----------–--------------------ის") უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა საერთო კრება, რომელიც მოიწვევა გამგეობის მიერ. წესდების 6.3, 6.4 მუხლის საფუძველზე რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა შესაძლებებლია პრეზიდენტის ან გამგეობის წევრთა 1/3 ის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ან საერთო კრების წევრთა ¼1/4 - ის ინიციატივით. წესდების 7.2 პუნქტის თანახმად კი გამგეობა იწვევს და ატარებს საერთო კრებას, კრების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ორი კვირით ადრე მაინც უნდა აცნობოს მოძრაობის წევრებს.

 

აპელანტთა შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში დაცული არ ყოფილა კრების მოწვევის წესდების 6.1, 6.3, 6.4 და 7.2 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების გადაუდებელი დასაბუთებული აუცილებელობა წესდების 6.3 პუნქტის საფუძველზე, კრების ჩატარების შესახებ მოსარჩელეთა და სხვა გარიცხულ წევრთა ინფორმირება არ მომხდარა წესდების 6.4 პუნქტის საფუძველზე, ან წესდების 6.4 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე სუბიექტის ინიციატივით. აღნიშნულ გარემოება ასევე მიუთითებს კრების ჩატარების მსურველი სუბიექტების არაუფლებემოსილებასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31-ე, 35-ე, 54-ე მუხლის საფუძველზე მისი ბათილობის საფუძველია.

 

ააიპ ,,საქართველოს ე---------–----------–--------------------ის" 29.11.11. წლის კრების ოქმის (რეესტრის#1--------), საფუძველზე მიღებული 2011 წლის წესდების 6.5 პუნქტის საფუძველზე საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება ს----ის ხმის უფლების მქონე წევრთა უბრალო უმრავლესობა (51%) ამავე წესდების 6.6 პუნქტის საფუძველზე კრება გადაწყვეტილებას იღებს მასზე დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით (51%-ით).

წესდების 5.1 მუხლის საფუძველზე ,,ს----ის” წევრს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საერთო კრების მუშაობაში, როგორც აქტიური ასევე პასიური ხმის უფლებით. ა.ა.ი.პ ,,საქართველოს ე---------–----------–--------------------ის" წევრთა რაოდენობა 27.04.16 წლის მდგომარეობით, სსიპ ,,საქართველოს ე---------–----------–--------------------ის" 21.02.15 წლის #10 კრების ოქმის თანახმად შეადგენდა ხმის უფლების მქონე 16 დელეგატს ხოლო გამგეობა შედგებოდა 9 წევრისაგან, კრებას ესწრებოდა 5 წევრი ხოლო გამგეობის 4 წევრს (მათ შორის მოსარჩელეებს) საერთოდ არ ეცნობათ არც სხდომის დღის წესრიგი და არც ინფორმაცია კრების ჩატარების შესახებ, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31-ე, 35-ე, 54-ე მუხლის საფუძველზე ააიპ ,,საქართველოს ე---------–----------–--------------------ის” 2016 წლის 27 აპრილის #2 კრების ოქმის და მის საფუძველზე ჩატარებული 2016 წლის 19 მაისის წევრთა რიგგარეშე საერთო კრების ოქმის ბათილობის საფუძველია. კ---------ის პრეზიდენტს, რომელმაც გამგეობის წევრებთან ერთად ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება ხელი მიუწვდებოდა ს----ის ყველა დოკუმენტზე და მისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ კ---------ის გამგეობის წევრთა რაოდენობა და წესდების მოთხოვნები, მაგრამ აღნიშნულმა პირებმა ბოროტად ისარგებლეს მათი პოზიციით და ნდობით. განხორციელებული ცვლილებებით არაუფლებამოსილი პირების მიერ მოხდა კ---------ის ფუნქციის მოშლა და მისი საქმიანობის პ----ლიზება, უკანონოდ განხორციელდა ცლილებები სუბიექტის სარეგისტრაციო მონაცემებში და უკანონოდ არჩეულ იქნა კ---------ის ახალი ადმინისტრაცია, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31-ე, 35-ე, 54-ე მუხლის საფუძველზე მათი ბათილად ცნობის საფუძველია. ამასთან, აპელანტთა შეფასებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა გარიცხვის საფუძვლად მითითებული გარემოებები, კ---------ის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, არ არის დადასტურებული რაიმე მტკიცებულებით, არ არის შეფასებული სასამართლოს მიერ, რაც წარმოადგენს ცრუ და არაარგუმენტირებულ ინფორმაციას და განკუთვნილ იყო მოსარჩელეთა გარიცხვის ფორმალურ საფუძვლად. უნდა აღინიშნოს რომ 2011 წლის წესდებით ფინანსური ნაწილი და ორგანიზაციის მართვა კ---------ის პრეზიდენტის პრეროგატივაა, მხოლოდ მას მიუწვდებოდა ხელი აღნიშნულ საკითხზე, ხოლო რაც შეეხება თვად კ---------ის მმართველი პირების არაუფლებამოსილებას და მათ არაკომპედენტურობას, აღნიშნულზე თავად ისინი მიუთითებენ #2 კრების ოქმით. ამდენად, აპელანტები თვლია, რომ ,,საქართველოს ე---------–----------–--------------------ის" 2016 წლის 27 აპრილის გამგეობის სხდომა არ შემდგარა, სხდომის ოქმი შედგენილია სხვა დროს, გამგეობის წევრების მოწვევა არ მომხდარა კანონით და წესდებით განსაზღვრული წესით, ოქმით განსაზღვრული გამგეობის წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ და მათი ნების გამოვლენა გამგეობის სხდომაზე არ განხორციელებულა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1’’პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების და მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმების ურთიერთმიმართება არ იკვეთება, არასაკმარისად არის განმარტებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლი და მისი გამოყენების წინაპირობები. ეს გარემოება კი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის საფუძვლებს და მიიჩნევს, რომ სააპეაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრი, უნდა გაუქმდეს სასამართლოს გადაწყვეტილება და ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლო შემდგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 21 თებერვალს გაიმართა ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის გამგეობის კრება (ოქმი N10), რომელზე მიღებული გადაწყვეტილებითაც - კ---------ის წევრობიდან წესდების დარღვევის გამო, გარიცხულ იქნენ: გ------- ძ---–--ე, დ----- მ---------ე, ა-–---------- ტ--–----ე, შ--–-- მ---------ე, რ---- იო-------–---–ი და ვ--–------ ა--–------–---–ი. ამავე კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კ---------ის წევრებად მიიღეს - ა-----ს პ-------–--------ი კ---------ი, გ------- ჩ--------ე და ა---- ა-----–---–ი. ასევე, განისაზღვრა კ---------ის საარჩევნო-საანგარიშო საერთო კრებაზე ხმის უფლების მქონე დელეგატთა სია. 2016 წლის 27 აპრილს კი გაიმართა ააიპ საქართველოს ე---------–----------–--------------------ის გამგეობის კრება (ოქმი N2), რომელზე მიღებული გადაწყვეტილებითაც: - კ---------ის წესდების 4.6 პუნქტის საფუძველზე, წესდების დარღვევის გამო, წევრობიდან გაირიცხნენ: ლ---- ო---–----ა, გ------- წ----ე, ბ---- ლ----–---–ი, ნ------------ი, ა---- ა-----–---–ი, ზ------ ძ--------ი, თ------–-----–ი, ი-------------–---–ი, ა-----ს ავტონომიური რესპუბლიკის პ-------–--------ი კ---------ი, საქართველოს ი----–----------------–-- „ა-----------------“, ააიპ საქართველოს მ----------–---ს, მ----------–-------–------ს პ----------თა და მ----------–----------ა დ--------------–---ი. ამასთან, კრებაზე მიიღეს კ---------ის ახალი წევრები და პრეზიდენტ გ------- ჩ--------ეს, ვიცე-პრეზიდენტებს ი--------------ესა და ი-----–--------ეს, ასევე გამგეობის წევრს ვ-–-------- ჭ----------–ს დაევალათ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ვადამდელი არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე. კ---------ის წესდების 6.3 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 19 მაისს, 12:00 საათზე დაინიშნა პრეზიდენტის, გამგეობის, ვიცე-პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის ვადამდელი არჩევნები. მოწვეულ იქნა რიგგარეშე საერთო კრება. განისაზღვრა ვადამდელ არჩევნებზე ხმის უფლების მქონე დელეგატთა სია.

 

მოცემულ დავაში მონაწილე მოსარჩელეების თაობაზე 2016 წლის 27 აპრილის სხდომაზე კ---------ის პრეზიდენტმა - გ------- ჩ--------ემ გამგეობის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კ---------ის წევრები ლ---- ო---–----ასა და გ------- წ----ესთან მიმართებით არაერთი პრეტენზია დაფიქსირდა კ---------ის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამო, რომ ბოროტად ხდება უფლებამოსილებების გამოყენება და კ---------ის ფინანსები ნაწილდება არა რეალური საჭიროების გათვალისწინებით, არამედ შიდა წრეებში, ნაცნობობისა და ახლობლობის გათვალისწინებით. ყოველივე აღნიშნული კი ეწინააღმდეგება წესდებას, მისი 4.1 პუნქტის თანახმად, კ---------ის წევრი შეიძლება გახდეს პირი იმ შემთხვევაში, თუ იგი აღიარებს საერთაშორისო პ-------–--------ი კ---------ის წესდებას და განსაკუთრებულ სამსახურს უწევს პ-------–--------ი მოძრაობის განვითარებას. შესაბამისად, წესდების 4.6 პუნქტით არსებობს ჩამოთვლილი პირების კ---------იდან გარიცხვის საფუძველი.

 

კ---------მა მიიღო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 24 მარტის N09/792 წერილი, სადაც მითითებულია, რომ დეპარტამენტში მიმდინარეობს სამსახურეობრივი შემოწმება და მოთხოვნილი იქნა კ---------ის გამგეობის კრების ოქმები. ხოლო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 7 აპრილის N10/903 წერილით კ---------ს ეცნობა, რომ წარდგენილ დოკუმენტებში არსებული გაურკვევლობის გამო, მიზანშეწონილია საკითხის გარკვევამდე შეჩერდეს პ-------–-------- სპორტში (შ–-----–-------, ძ------- და ფ----------) მთავარ მწვრთნელებზე გასაცემი ფულადი პრემიების გაცემის საკითხი. ასევე მითითებულია, რომ წარდგენილ დოკუმენტებში არსებობს აშკარა შეუსაბამობები, მათი დეტალური შესწავლა და მასზედ რეაგირება დაევალა სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, კრებაზე დამსწრე პირებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს ხელმძღვანელობის შეცვლა, რამეთუ მითითებული გარემოებები რეპუტაციას ულახავს კ---------ს და აფერხებს მის საქმიანობას.

 

4.2. როგორც ზემოთ უკვე მივუთითეთ, მოსარჩელეთა გამგეობის წევრობიდან გარიცხვის საფუძველი გახდა კ---------ის პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ ლ---- ო---–----ასა და გ------- წ----ის მიმართ არსებობდა არაერთი პრეტენზია კ---------ის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამო, რომ მათ მიერ ხდებოდა უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება და კ---------ის ფინანსები ნაწილდებოდა არა რეალური საჭიროების გათვალისწინებით, არამედ შიდა წრეებში, ნაცნობობისა და ახლობლობის გათვალისწინებით და ა.შ. აღნიშნულთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ დავის გადაწყვეტისათვის გადამწყვეტი არ არის გადააჭარბა თუ არა რომელიმე მხარემ მის უფლებამოსილებებს, გამოიყენა თუ არა რომელიმე მათგანმა საზოგადოების ბიუჯეტი საკუთარი მიზნებისათვის. სასამართლოს მოსაზრებით, სადავო გარიებების ბათილობის საფუძვლები უნდა შემოწმდეს მხოლოდ ფორმალური, პროცესუალური გამართულობის თვალსაზრისით, ნამდვილად შეიკრიბა თუარა სხდომა და ნამდვილად გამოავლინეს თუ არა დამსწრე პირებმა ნება წესდებით გათვალისწინებული ქვორუმით, ახალი გამგეობის ჩამოყალიბების მიზნით. (იხ. ტომი 3, ს.ფ.127)

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს. რა თქმა უნდა, კ---------ის ან მისი გამგეობის წევრთა კრების გადაწყვეტილება წარმოადგენს კრების მონაწილე პირთა ნებას და თავისთავად იგი განიხილება როგორც მათ შორის არსებული გარიგება. გარიგების ბათილობა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მართლზომიერად მოხდა მხარეთა შორის ნების გამოვლენა. აღნიშნულის დასადგენად კი გარიგება უნდა შეფასდეს არა მხოლოდ ფორმალური საფუძვლებით, ასევე, შინაარსობრივადაც. იმის დასადგენად, ბათილია თუ არა გამგეობის წევრთა კრების გადაწყვეტილება, საკმარისი არ არის მხოლოდ იმ გარემოებების შეფასება თუ როგორ მოიწვიეს კრება, რამდენი წევრი ესწრებოდა მის მსვლელობას და არსებობდა თუ არა ქვორუმი, არამედ იმასაც, თუ რამდენად მართლზომიერად გამოხატეს გარიგებაში მონაწილე პირებმა მათი ნება კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში. სამოქალაქო კანონმდებლობაში არ არსებობს ნორმა, რომელიც კრძალავს სასამართლოს მიერ მსგავსი გარიგების შინაარსის შეფასებას. მთელი რიგი გარიგებების ბათილად საცნობად აუცილებელია მისი შინაარსობრივი შეფასება. იქნება ეს მოჩვენებითი, თვალთმაქცური, შეცდომით დადებული ან სხვა სახის გარიგებები მათი ბათილობაც დამოკიდებულია მათ შინაარსზე, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნამდვილი ნების დადგენაზე. შესაბამისად, მითითებული თვალსაზრისით გარიგების შეუფასებლობა დაუშვებელია სასამართლოს მიერ. ამასთან პალატა განმარტავს, რომ ამ ორი კუთხით კრების ოქმეის შეფასება არ ნიშნავს იმას , რომ გარიგების გასაბათილებლად აუცილებელია ორივე პირობის ერთდროულად არსებობა. ერთ-ერთი მათგანის დარღვევა საკმარია გარიგების გასაბათილებლად.

 

დავიწყოთ იქიდან, რომ წესდების თანახმად, კ---------ის გამგეობის კრება ნამდვილად იყო უფლებამოსილი გაერიცხა კ---------ის წევრები კ---------ის წევრობიდან საამისოდ არსებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში (კ---------ის წესდების 4.6 პუნქტი ). მსგავსი უფლების მინიჭება კრებისათვის არ ნიშნავს ამ უფლების განუსაზღვრელი სახით გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია, უფლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ანუ კანონი სამოქალაქო უფლებას გარკვეულ ფარგლებს უწესებს, რათა მისი გამოყენების შემთხვევაში არ მოხდეს სხვა პირთა და მათი ინტერესების დაზარალება. უნდა ითქვას, რომ კ---------ის წესდებითაც დადგინდა გარემოებები, რომელთა არსებობაც აუცილებელია კ---------ის წევრის გასარიცხად. ასეთია შემთხვევა, თუ პირის საქმიანობა ეწინააღმდეგება კ---------ის მიზნებს, ან იგი უხეშად არღვევს წესდებით დაკისრებულ მოვალეობებს. (იხ. ტ1. ს.ფ.25). შესაბამისად, სასამართლოს უნდა შეეფასებინა, თუ რამდენად სწორად გამოიყენა მისი უფლება გამგეობამ გაერიცხათ მისი წევრები კ---------იდან.

 

როგორც ზემოთ უკვე მივუთითეთ, მოსარჩელეთა გარიცხვის მიზეზად მოხსენიებულია კ---------ის პრეზიდენტის გ------- ჩ--------ის გამგეობის წევრებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ მათი მიმართებით არაერთი პრეტენზია დაფიქსირდა კ---------ის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამო, რომ ბოროტად ხდებოდა უფლებამოსილებების გამოყენება და კ---------ის ფინანსები ნაწილდებოდა არა რეალური საჭიროების გათვალისწინებით, არამედ შიდა წრეებში, ნაცნობობისა და ახლობლობის გათვალისწინებით. ყოველივე აღნიშნული კი მათი მოსაზრებით ეწინააღმდეგება წესდებას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მსჯელობის საგანი აუცილებლად უნდა გამხდარიყო ის გარემოება, თუ რა პრეტენზიები დაფიქსირდა მოსარჩელეთა მიმართ და რეალურად ჰქონდა თუ არა ამ გარემოებებს ადგილი და თუ იყვნენ აღნიშნული პირები პასუხისმგებლები ყოველივე იმის თაობაზე, რაც განცხადებული იქნა სხდომის დროს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ გარიცხვა მოხდა მხოლოდ კ---------ის პრეზიდენტის განცხადების საფუძველზე. სასამართლო კი ვალდებულია გამოიკვლიოს, თუ რამდენად იყო უფლებამოსილი კრება მხოლოდ პრეზიდენტის განცხადების საფუძველზე გაერიცხა მითითებული პირები საზოგადოებიდან, მითუმეტეს ისე, რომ არ მოუსმენიათ მოსარჩელეთა მოსაზრებები აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. სასამართლოს არ გამოუკვლევია საერთოდ ჰქონდა თუ არა პრეზიდენტის ამ განცხდებას საფუძველი და მისი სინამდვილესთან შესაბამისობა გამოიკვლია თუ არა მოპასუხემ ამ საკითხის განხილვამდე. შესაბამისად, უნდა დადგინდეს ის გარემოება, რეალურად ჰქონდა თუ არა მსგავს ფაქტებს ადგილი კრების ჩატარების დროს და შეიძლება ჩაითვალოს თუ არა მითითებული ფაქტები გარიცხვის საფუძვლად. ამ თვალთახედვით მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, თუ რა ფუნქციები ეკისრათ მათ და მიუწვდებოდათ თუ არა ხელი თუნდაც ისეთი ქმედებების განხორციელებაზე, როგორიცაა ბიუჯეტის სახსრების ხარჯვა და ა.შ.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მსგავსი ფაქტების დადგენა სასამართლოს მოვალეობაა და მისი დადგენის გარეშე შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნულის გარეშე შეუძლებელია კრების ოქმი ცნობილი იქნებს კანონის შესაბამისად, თუ ვერ დადგინდება გარიცხვისათვის აუცილებელი პირობების არსებობა. მხოლოდ ფორმალური ნიშნით კი ამ საკითხის შეფასება სცილდება კანონის მოთხოვნებს. შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია გამოიკვლიოს მითითებული გარემოებები და მხოლოდ მასზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად, აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამოწმებს ფაქტობრივი და იურიდიული თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი). სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მეორე ნაწილის ნორმატიული შინაარსის თაობაზე, რომელზედაც დამყარებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მისი გამოყენების წინაპირობების კვლევა და მათი სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების სისწორე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს რა სააპელაციო წარმოების წესსა და ფარგლებს, ამავდროულად იმპერ----ულად ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის დასაბუთება შეამოწმოს მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით და იმ მტკიცებულებებით, რომლებიც წარდგენილი იყო და შემოწმდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტების თანახმად: „..მხარეთა აქტიურობა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად უზრუნველყოფილი და ეფექტურია საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მხარეთა აქტიურობა შ------------–-ა თვით სააპელაციო სამართალწარმოების შეზღუდვის გამო. ამ მოსაზრების ნათელ დადასტურებას წარმოადგენს სსსკ-ის 377-ე, 380-ე, 381-ე, 382-ე, 384-ე მუხლები, რომლებიც ფაქტობრივად გამორიცხავს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელმეორედ განხილვის შესაძლებლობას და ადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მკაცრად შეზღუდულ ფარგლებს“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე N ას-121-11--2016, 1- მარტი 2016).

 

პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი დავის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობისა სადავო კრების ოქმების კანონიერების დადგენა, ასევე - მტკიცებულებათა ერთობლიობაში, გამოკვლეული და დადგენილი უნდა იქნეს ის გარემოებაც, რამდენად სწორად, კანონის ნორმათა და პროცედურული წესების დაცვით იქნა მოწვეული და ჩატარებული სადავო კრებები.

 

პალატა შენიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანს შეადგენს ასევე, გამგეობის წევრთა კეთილსინდისიერების შეფასება კრების მოწვევის პროცედურების წესდებით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის განსაზღვრის თვალსაზრისით. ამ თვალსაზრისით ამ გარემოებების გამოკვლევის შედეგად უნდა შეაფასოს სასამართლომ, იყო თუ არა მოწვეული კ---------ის წევრები კანონისა და წესდების მოთხოვნათა დაცვით, ჩატარდა თუ არა კრება, განხილული იქნა თუ არა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები. აღნიშნული საკითხების განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს გამგეობის წევრთა კრებაზე ყოფნისა და მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების მართლზომოერებას. ამასთან, უნდა გათვალისწინებული იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომ გარემოება, რომელიც კანონის თამნახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული მტკიცებულებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით. ის გარემოება, რომ ამათუიმ უწყებაში დასაქმებულ მუშაკს აქვს მიმოსვლის თავისუფალი რეჟიმი, უნდა დადასტურდეს იმ მტკიცებულებით, რომლითაც ამ პირს ენიჭება მსგავსი უფლებამოსილება და არა მისი ახსნა-განმარტებით. ასევე, უნა შეფასდეს გამგეობის წევრთა მიერ გაკეთებული განცხადებები თანხვედრაშია თუ არა ერთმანეთთან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ე1-ე ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის 1-ლი ქვეპუნქტის საფუძველზე კი სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა მითითებული ნორმით გათვალისწინებული სემთხვევა, რის გამოც საქმე ხელახლა უნდა იქნეს განხილული სასამართლოს მიერ.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, იმისათვის, რათა მოსარჩელესა და მოპასუხეს არ შეეზღუდოთ შეჯიბრებითობის პრინციპით გათვალისწინებული უფლებამოსილების რეალიზაციის შესაძლებლობა და საქმის სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილვის უფლება, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმე განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს. ამდენად, სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში უნდა შემოწმდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვისას სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის საკითხი განხილულ უნდა იქნეს არსებითად ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების გზით, იმ ჭრილში, რომ მოხდეს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებით გათვალისწინებული ნორმატიული შინაარსის წინაპირობების კვლევა, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლო ზემოხსენებული გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს დავა.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ გ------- წ----ისა და ლ---- ო---–----ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ამ ეტაპზე არ მსჯელობს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხზე.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- წ----ისა და ლ---- ო---–----ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები ნატალია ნაზღაიძე

 

ირაკლი ბონდარენკო