განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002652913
საქმე №1ბ/1019-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა-----------–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ა------- ჩ-------ე (დაბადებული 19---–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პ--------------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ. რუ---------------------------------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------------------------------------–---------ში);
ადვოკატი - ი-----------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, არაერთგზის;
სასჯელი: 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის N1-165 განაჩენით ა------- ჩ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტითა და 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
2018 წლის პირველ აგვისტოს დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. რუსთავში, ფიროსმანის ქუჩა N50-ში მდებარე შპს ”ი------–-----ის” სარგებლობაში არსებულ საწყობში, ფანჯრიდან ფარულად შეაღწია ა------- ჩ-------ემ, საიდანაც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შპს ”ი------–-----ის” კუთვნილ ცხრა ცალ ტელევიზორს, სამ ცალ საშხაპე მოწყობილობასა და ერთ ცალ მაცივარს.
ა------- ჩ-------ის ქმედებით შპს ”ი------–-----ს” მიადგა 6375 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით ა------- ჩ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა------- ჩ-------ემ და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
ბრალდების მხარემ - რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-----------–---–მა ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
3. მხარეთა პოზიციები:
აპელანტის პოზიციით: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენი სასჯელის ნაწილში უსამართლოა, რადგან განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მკაცრი, არ იქნა მხედველობაში მიღებული ის შემამსუბუქებელი გარემოებები, რაც არსებობდა ა------- ჩ-------ის შემთხვევაში. კერძოდ, გამოძიებასთან მისი აქტიური თანამშრომლობა და მისი მცდელობები აენაზღაურებინა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი.
ბრალდების მხარის პოზიციით: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენი სამართლიანია, რადგან დანიშნული სასჯელი უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4. სასამართლოს შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა------- ჩ-------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: თავად ა------- ჩ-------ის აღიარება, მოწმეების: გი-------–------------------------–--–---–------–----------------–---–--------------------–-–---–-----–-------------–-----------------------------------------–---–----------------------–---–ის, მ--------------------------------------------------------------------–-–-----–-–---–------–------------–----------–----------------------------------------------–-–---------–---–----------------–---------------------–-----------------------------ის გამოკითხვის ოქმები და მათგან მიღებული ინფორმაცია, ა------- ჩ-------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თანდართული ფოტოცხრილი, ლომბარდში ჩატარებული ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, სოფიკო ელბაქიძის ბინის ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოცხრილი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნისა და ხელის კვლის ნიმუშები, ა------- ჩ-------ისაგან ამოღებული სუნის ნიმუში, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის განაჩენი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და სასამართლოს მიერ მიღებული იქნა პრეიუდიციად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით ნასამართლევი (ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა) ა------- ჩ-------ის მიერ 2018 წლის 1 აგვისტოს შპს ”ი------–-----ის” სარგებლობაში არსებულ საწყობში შეღწევით ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ცხრა ცალი ტელევიზორის, სამი ცალი საშხაპე მოწყობილობასა და ერთ ცალი მაცივრის დაუფლების ფაქტს, რითაც შპს ”ი------–-----ს” მიადგა 6375 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი - დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა გაეცნო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ა------- ჩ-------ეს უალტერნატივოდ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს ა------- ჩ-------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რა სახისა და ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ა------- ჩ-------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებას და გულწრფელ სინანულს, ასევე იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, ასევე მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია მძიმე კატეგორიის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული), ასევე იმ გარემოებას, რომ ზიანის ნაწილი ანაზღაურებულია და მოპარული ნივთების ნაწილი (თუმცა არა სრულად) ამოღებულია გამოძიების მიერ და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ა------- ჩ-------ეს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს მინიმუმთან მიახლოვებული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 2 ქილა სუნის ნიმუში, ა------- ჩ-------ის სუნის და ნერწყვის ნიმუში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 4 ცალი დაქტილოფირი და ა------- ჩ-------ის ელექტრონული სკანერით აღებული დაქტილოფირი, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის სსაქმის შენახვის ვადით; სალომბარდო ხელშეკრულება, ა------- ჩ-------ის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 1 ცალი „neos“-ის ფირმის ტელევიზორი ყუთით, სადენით, საბუთებით და დასადგმელი, 1 ცალი „neos“-ის მარკის ტელევიზორი მართვის პულტით, საშხაპე მოწყობილობა და მობილური ტელეფონი სიმბარათით, ლომბარდიდან ამოღებული „neos“ -ის მარკის ტელევიზორი ყუთით, დამტენი მოწყობილობა, პულტი, 2 ცალი დასადგმელი და ტელევიზორის დოკუმენტაცია, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეთ მფლობელებს ან საამისოდ უფლებამოსილ პირებს (ინახება შსს რუსთავის სამმართველოს მეორე განყოფილებაში);
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა------- ჩ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენი;
ა------- ჩ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით;
ა------- ჩ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
ა------- ჩ-------ეს სასჯელის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 29 აგვისტოდან;
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 2 ქილა სუნის ნიმუში, ა------- ჩ-------ის სუნის და ნერწყვის ნიმუშები, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 4 ცალი დაქტილოფირი და ა------- ჩ-------ის ელექტრონული სკანერით აღებული დაქტილოფირი, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- სალომბარდო ხელშეკრულება, ა------- ჩ-------ის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 1 ცალი „neos“-ის ფირმის ტელევიზორი ყუთით, სადენით, საბუთებით და დასადგმელი, 1 ცალი „neos“-ის მარკის ტელევიზორი მართვის პულტით, საშხაპე მოწყობილობა და მობილური ტელეფონი სიმბარათით, ლომბარდიდან ამოღებული „neos“ -ის მარკის ტელევიზორი ყუთით, დამტენი მოწყობილობა, პულტი, 2 ცალი დასადგმელი და ტელევიზორის დოკუმენტაცია, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ მფლობელებს ან საამისოდ უფლებამოსილ პირებს;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი