განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100118002474790, №1/ბ-629-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ------------ე;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ა-–------- ი-----–---ი, დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------------–------–----------–---;
მსჯავრდებული - რ----- ა-–-----------ი, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------------------------------------------------------;
ადვოკატები - მ----------ე, დ------------------ე.
თარჯიმანი - ზ---------------ა.
კვალიფიკაცია:
ა-–------- ი-----–---ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში დახმარება).
რ----- ა-–-----------ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება).
სასჯელი:
ა-–------- ი-----–---ი - დანაშაულთა ერთობლიობით 6 (ექვსი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
რ----- ა-–-----------ი - დანაშაულთა ერთობლიობით 6 (ექვსი) წლით და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულ ა-–------- ი-----–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატების თ----------–---ის და ნ--------–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ა-–------- ი-----–---ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
▪ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ა-–------- ი-----–---ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღება ან გასაღებაში დახმარება. ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ქ------- ბ---–----–---–ის ჩვენებას;
▪ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ა-–------- ი-----–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას ქ------- ბ---–----–---–ისთვის ნარკოტიკული საშუალება არასდროს მიუყიდია. იგი ქ------- ბ---–----–---–თან ერთად მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებას, რომელსაც ყიდულობდნენ ხან მისი, ხან კი ქ------- ბ---–----–---–ის თანხით. რ----- ა-–-----------ი არის მისი მეგობარი, რომელიც მასთან და ქ------- ბ---–----–---–თან ერთად მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებას. მოხმარების შემდეგ დარჩენილი ნარკოტიკული საშუალება თან მიჰქონდა ქ------- ბ---–----–---–ს;
▪ ვიდეოჩანაწერში არასწორად არის ასახული, თითქოსდა ა-–------- ი-----–---ი ნარკოტიკულ საშუალებას გადასცემს ქ------- ბ---–----–---–ს, სანაცვლოდ კი მისგან იღებს თანხას. ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია;
▪ ბოლო დღესაც შეიძინეს ნარკოტიკი, რა დროსაც ქ------- ბ---–----–---–ი იქცეოდა უცნაურად და უთხრა ა-–------- ი-----–---ს, რომ ელოდნენ მეგობრები, რის გამოც ნარკოტიკს მათთან ერთად ვერ მოიხმარდა, ამიტომ მათ მიერ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება მთლიანად წაიღო თან, სანაცვლოდ გადაიხადა თანხა, რომლითაც მათ შეიძინეს სხვა ნარკოტიკი;
▪ ნარკოტიკული საშუალების ა-–------- ი-----–---თან ერთად მოხმარების ფაქტი ასევე დაადასტურა ქ------- ბ---–----–---–მა;
▪ ქ------- ბ---–----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 26 მაისს მისგან ამოღებული ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინი“ 150 ლარად შეიძინა ა-–------- ი-----–---ისგან, რაც არის არასწორი, ვინაიდან აღნიშნული არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით და არ არის საკმარისი ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ა-–------- ი-----–---ი არც რ----- ა-–-----------ს დახმარებია ნარკოტიკული საშუალებების ქ------- ბ---–----–---–ისთვის მიყიდვაში. ა-–------- ი-----–---ის მიერ რ----- ა-–-----------თან სატელეფონო საუბარი კი, არ შეიძლება ჩაითვალოს ნარკოტიკული ნივთიერების გასაღებაში დახმარებად (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);
მსჯავრდებულ რ----- ა-–-----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულ რ----- ა-–-----------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის შემცირება, შემდეგ გარემოებათა გამო:
▪ დაცვის მხარემ ვიდეოჩანაწერი სადავოდ არ მიიჩნია, ვინაიდან ორივე ბრალდებულმა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს შეიკრიბნენ ნარკოტიკული საშუალების ერთად მოხმარების მიზნით. მათ დაწვრილებით აღწერეს, რომ ამ შეხვედრისთვის შეძენილი ნარკოტიკული საშუალება არ იყო საკმარისი ქ------- ბ---–----–---–ისთვის, რადგან ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა, რომ აღნიშნულ ნარკოტიკს გაყიდდა უფრო ძვირად და სანაცვლოდ შეიძენდა უფრო მეტს. სწორედ ამიტომ გადასცა მას რ----- ა-–-----------მა ნარკოტიკული საშუალება;
▪ რ----- ა-–-----------ისთვის თანხის გადაცემით დასტურდება, რომ ისინი ერთად და ერთიანი თანხებით მოიხმარდნენ ნარკოტიკულ საშუალებას. აღნიშნულს ადასტურებს, როგორც ქ------- ბ---–----–---–ის, ისე ა-–------- ი-----–---ის მიერ მიცემული ჩვენებები;
▪ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება რ----- ა-–-----------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების მხოლოდ შეძენის, მოხმარების და არა ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი;
▪ რ----- ა-–-----------ს აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით, რის გამოც მას უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
ბრალდების მხარის პოზიცია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განაჩენით, ა-–------- ი-----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა:
- ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა;
- ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება;
- ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში დახმარება.
რ----- ა-–-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა:
- ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა;
- ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია:
ა-–------- ი-----–---მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2018 წლის 26 მარტს, ა-–------- ი-----–---მა 150 ლარად მიჰყიდა ქ------- ბ---–----–---–ს ყვითელი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონებით 0,0464 გრამი; 0,0638 გრამი და 0,0472გრამი, საერთო წონით - 0,1574გრამი, რაც წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საერთო წონა შეადგენს 0,0469 გრამს.
2018 წლის 4 აპრილს, ა-–------- ი-----–---ი რ----- ა-–-----------ს დაეხმარა ქ------- ბ---–----–---–ზე 200 ლარად გაესაღებინა სამ ცალ, ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, საერთო წონით - 0,2178 გრამი, რაც წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ, ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინის“ შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საერთო წონა შეადგენს 0,1351 გრამს.
რ----- ა-–-----------მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2018 წლის 4 აპრილს, რ----- ა-–-----------მა, ა-–------- ი-----–---ის დახმარებით 200 ლარად გაასაღა ქ------- ბ---–----–---–ზე სამ ცალ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, საერთო წონით - 0,2178 გრამი, რაც წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ, ნარკოტიკული საშუალება – ,,ჰეროინის“ შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საერთო წონა შეადგენს - 0,1351 გრამს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განაჩენით:
ა-–------- ი-----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 25,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ა-–------- ი-----–---ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ა-–------- ი-----–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 7 მაისიდან.
ა-–------- ი-----–---ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
რ----- ა-–-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით რ----- ა-–-----------ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
რ----- ა-–-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 7 მაისიდან.
რ----- ა-–-----------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, მოწმე ქ------- ბ---–----–---–მა განმარტა, რომ ა-–------- ი-----–---ი და რ----- ა-–-----------ი დიდი ხნის წინ გაიცნო საერთო მეგობრისგან. ვინაიდან იყო ნარკოტიკული საშუალების ხშირი მომხმარებელი, იგი ა-–------- ი-----–---ისგან სისტემატიურად ყიდულობდა ,,ჰეროინს“, ერთ ცალად დაფასოებულში იხდიდა 50 ლარს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მას ა-–------- ი-----–---თან და რ----- ა-–-----------თან ერთად მოუხმარია ნარკოტიკული საშუალება. კერძოდ, ამ პირთა თანხით შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარდნენ ერთად, კუთვნილი თანხით შეძენილი ,,ჰეროინი“ კი მიჰქონდა თან. მოწმის განმარტებით, მან ნებაყოფლობით ითანამშრომლა გამოძიებასთან და თანხმობა განაცხადა ჩამწერი მოწყობილობით აღჭურვაზე, თუმცა 2018 წლის 16 მარტს, მას ბრალდებულებმა ნარკოტიკული საშუალების მიყიდვაზე უთხრეს უარი, რადგან პირი, ვისგანაც ყიდულობდნენ ნარკოტიკს, სახლში არ დახვდათ და თანხა დაუბრუნეს უკან, ამიტომ მან აღნიშნულ დღეს საკონტროლო შესყიდვა ვერ განახორციელა. ამის შემდეგ იგი ავტომანქანით მივიდა ა-–------- ი-----–---თან, რომელსაც ეძახდა „ვ-----“ და მისგან პოლიციის მიერ გადაცემული 150 ლარით შეიძინა სამი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც გადასცა პოლიციას. ამ დროს სახლში იმყოფებოდა მხოლოდ ა-–------- ი-----–---ი. 2018 წლის 4 აპრილს იგი კვლავ მივიდა ა-–------- ი-----–---ის სახლში, რა დროსაც „რ------“, იგივე რ----- ა-–-----------ი წასული იყო ნარკოტიკების შესაძენად, ხოლო თავად ა-–------- ი-----–---თან ერთად ელოდებოდა ამ უკანასკნელის სახლში. უკან დაბრუნებულ რ----- ა-–-----------ს მან გადასცა თანხა და ამის სანაცვლოდ მიიღო სამი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შემდეგ გადასცა პოლიციას. აღნიშნულ დღეს შეძენილი ნარკოტიკული საშუალება ა-–------- ი-----–---თან და რ----- ა-–-----------თან ერთად არ მოუხმარია.
ა-–------- ი-----–---მა თავი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ნაწილში, ხოლო ბრალდების სხვა ეპიზოდების ჩადენა უარყო. მისი განმარტებით, დაახლოებით ორი წელია იცნობს დეიდაშვილის მეგობარს - ქ------- ბ---–----–---–ს, რომელიც მის სოფელში ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებას და მოიხმარდა. ქ------- ბ---–----–---–თან ერთად თავადაც ხშირად მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს. ზაფხულში, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, ისინი ერთად წავიდნენ ნარკოტიკის შესაძენად, რომელსაც ყიდულობდნენ ხან მისი, ხან კი - ქ-------ის ფულით, შემდეგ ბრუნდებოდნენ სახლში და მოიხმარდნენ ერთად. მოხმარების შემდეგ დარჩენილი ნარკოტიკული საშუალება მიჰქონდა ქ------- ბ---–----–---–ს, რომლისთვისაც არასდროს მიუყიდია ნარკოტიკი. ასევე არაერთხელ მოუხმარიათ ნარკოტიკული საშუალება ერთად მას, მის მეგობარს - რ----- ა-–-----------ს და ქ------- ბ---–----–---–ს. რ----- ა-–-----------ს ქ------- ბ---–----–---–ისთვის ნარკოტიკების მიყიდვაში არ დახმარებია. ა-–------- ი-----–---მა უარყო ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული გარემოება, სადაც ჩანს, რომ მან ქ------- ბ---–----–---–ს გადასცა ნარკოტიკი და მისგან აიღო თანხა. მისი განმარტებით, მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. ნარკოტიკული საშუალების ერთად მოხმარების შემდეგ დარჩენილ ნარკოტიკს იგი ინაწილებდა ქ------- ბ---–----–---–თან ერთად. არ ჰქონდა მნიშვნელობა ვისი შეძენილი იყო ნარკოტიკი, მას ყველა შემთხვევაში ინაწილებდნენ. მათ ნარკოტიკული საშუალება შეიძინეს ბოლო დღესაც, რა დროსაც ქ------- ბ---–----–---–ი იქცეოდა უცნაურად. კითხვაზე თუ რატომ იყო აფორიაქებული და მათთან ერთად რატომ არ მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებას, ქ-------მა უპასუხა, რომ ელოდნენ მეგობრები, ამიტომ ნარკოტიკული საშუალება წაიღო მთლიანად. ვინაიდან მათ აღნიშნული ნარკოტიკი ჰქონდათ ნაყიდი, ქ-------მა გადაიხადა ფული, რომლითაც შეიძინეს სხვა ნარკოტიკი.
რ----- ა-–-----------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ, დაეთანხმა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას და განმარტა, რომ არის ნარკოტიკული საშუალების სისტემატური მომხმარებელი, ნარკოტიკული საშუალება იყიდა საკუთარი თანხით, თუმცა, ვინაიდან მის მეგობარ ა-–------- ი-----–---ს ჰქონდა ნარკოტიკული შიმშილი ე.წ. „ლომკა“, გადაწყვიტა ნარკოტიკის მასთან ერთად მოხმარება, რის გამოც მივიდა ამ უკანასკნელის სახლში, სადაც დახვდა ქ------- ბ---–----–---–ი. რ----- ა-–-----------ის ჩვენებით, მას ქ------- ბ---–----–---–მა უთხრა, რომ სჭირდებოდა ნარკოტიკული საშუალებები, რაზეც უპასუხა, რომ იგი არ ყიდდა ნარკოტიკებს, პირიქით ყიდულობდა და მოიხმარდა. შესთავაზა ერთად მოხმარება, რაზეც ქ------- ბ---–----–---–მა უთხრა უარი და თხოვა მთლიანად აღნიშნული ნარკოტიკის გატანება, რაშიც გადაუხდიდა ფულს, რომლის სანაცვლოდაც შეიძენდნენ სხვა ნარკოტიკულ საშუალებას. მან ქ------- ბ---–----–---–ს მისცა ნარკოტიკი, თუმცა აღნიშნული გაყიდვის მიზნით არ მიუწოდებია. ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ იგი სამ შეკვრა ნარკოტიკს გადასცემს ქ------- ბ---–----–---–ს და ამის სანაცვლოდ იღებს ფულს, არ შეესაბამება სინამდვილეს. მას ნამდვილად მიაწოდა ფული ქ-------მა, მაგრამ მას არ აუღია, რადგან ეგონა მეგობრისთვის უნდა გადაეცა. ბოლოს აღნიშნული თანხა წაიღო ქ------- ბ---–----–---–მა.
მტკიცებულებები: ექსპერტიზის დასკვნები, პირადი ჩხრეკის ოქმები, ამოღების ოქმები, დათვალიერების ოქმები, თანხის მიღების შესახებ ოქმები, მოქალაქის მიერ ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელი ორგანოსათვის ხელშეწყობის შესახებ ოქმი, ფარული ვიდეო ჩანაწერები და მათი გაშიფრული ტექსტები, სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მსჯავრდებულ ა-–------- ი-----–---ის ადვოკატების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, ასევე მსჯავრდებულ რ----- ა-–-----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მსჯავრდების და სასჯელის ნაწილში. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა-–------- ი-----–---ის და რ----- ა-–-----------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალეულობასთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ უდავო მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნევა დადასტურებულად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ განაჩენის გასაჩივრებულ დებულებებზე.
მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია შემდეგი:
2018 წლის 16 მარტის ოქმით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განმახორციელებელი ორგანოსათვის ხელშეწყობის შესახებ, დადგენილია, რომ ქ------- ბ---–----–---–მა ა-–------- ი-----–---ისა და რ----- ა-–-----------ის დანაშაულში მხილების მიზნით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მომზადებასა და განხორციელებაში ნებაყოფლობით ჩართვაზე განაცხადა თანხმობა.
თანხის გადაცემის შესახებ ოქმებით დადგენილია, რომ 2018 წლის 26 მარტს, გამომძიებელმა კ------- ბ----–---–მა ქ------- ბ---–----–---–ს გადასცა ფულადი თანხა 150 ლარი, ხოლო 2018 წლის 4 აპრილს გადასცა 200 ლარი.
2018 წლის 26 მარტის ფარული ვიდეოჩანაწერით ირკვევა, რომ სოფლის ორღობეში ავტომანქანით მოძრაობს ქ------- ბ---–----–---–ი, რომელიც მანქანას აჩერებს ერთ-ერთი მშენებარე სახლის წინ და გადადის. მას სახლის კართან ხვდება ახალგაზრდა მამაკაცი - ა-–------- ი-----–---ი. ისინი შედიან სახლში და საუბრობენ. მათ შორის დიალოგი არის შემდეგი შინაარსის:
ქ------- ბ---–----–---–ი: „ხომ წახვალ?“; ა-–------- ი-----–---ი: „აქვე გინდა გავიკეთო?“; ქ------- ბ---–----–---–ი: „ის არა, რომ მოვალ მერე კიდევ ორი ცალი. უთხარი შენ? დაელაპარაკე, რომ ესე, ესე მინდაო?“; ა-–------- ი-----–---ი: „კი“; ქ------- ბ---–----–---–ი: ,,წამოგყვე? წამოვიდე მეც?“ ა-–------- ი-----–---ი: „სად?“; ქ------- ბ---–----–---–ი: „იქ“; ა-–------- ი-----–---ი: „არა“. ქ------- ბ---–----–---–ი: „აბა, დაგელოდო?...“ ამ დროს ოთახში შედის მამაკაცი, რომელიც ა-–------- ი-----–---ს ესაუბრება აზერბაიჯანულად. ა-–------- ი-----–---ი: „რას შვრები? რისი გაკეთება გინდა?“; მამაკაცი: „როგორ მოვიქცეთ?“; ა-–------- ი-----–---ი: „რამდენი აქვს, რამდენი უნდა?“. ა-–------- ი-----–---ი გადის ოთახიდან და შედის სხვა ოთახში. მას გაჰყვა ქალბატონი და ჰკითხა, თუ ვინ არის მამაკაცი. ა-–------- ი-----–---მა უთხრა, რომ მისი თანამშრომელია. ქ------- ბ---–----–---–ი: „გული გამისკდა, შემეშინდა. იცის ამან მე რომ მინდა?“ ა-–------- ი-----–---ი: „არა. როგორ გავაკეთებ ეხლა?“. ქ------- ბ---–----–---–ი: (აძლევს ფულს) ,,ჰა, 150-თია, ანუ, 3 ცალი და მერე მოვალ, 2 ცალი უთხარი. დიდი დრო უნდა?“; ა-–------- ი-----–---ი: „არ ვიცი“. ქ------- ბ---–----–---–ი: „რა იყო, რა დაიბენი იმასავით?“. ვიდეოჩანაწერით ასევე ირკვევა, რომ ა-–------- ი-----–---ი მიდის მამაკაცის ავტომანქანით, რამდენიმე წუთში ბრუნდება უკან და ესაუბრება ქ------- ბ---–----–---–ს. ქ------- ბ---–----–---–ი: „მაიტა“. მერამდენედ უნდა ჩაყლაპო? დიდებია?“; ა-–------- ი-----–---ი: „კი, ნორმალურია“; ა-–------- ი-----–---ი პირიდან თავის მუჭში აგდებს ცელოფნის პარკში გამოკრულ პატარა შეკვრას და აძლევს ქ------- ბ---–----–---–ს. ქალბატონი ხსნის და ეუბნება, რომ უნდა ნახოს როგორებია. ქ------- ბ---–----–---–ი აგრძელებს ა-–------- ი-----–---თან საუბარს. ქ------- ბ---–----–---–ი: „რამხელებია, ბიჭო, 10 კაცი არიან, გაიგე? 10 ადამიანი, ეყოფათ?“; ა-–------- ი-----–---ი: „არ ვიცი“; ქ------- ბ---–----–---–ი: „ისევ ის არის, თუ სხვა ფაქტია?“; ა-–------- ი-----–---ი: „ის არის“; ქ------- ბ---–----–---–ი: „ისა?“ ა-–------- ი-----–---ი: „ერთი ადამიანის არის, ჰო;“ ქ------- ბ---–----–---–ი: „იმ ბიჭის, ჰო?“ ა-–------- ი-----–---ი: „აჰა“. ქ------- ბ---–----–---–ი პარკიდან იღებს და ათვალიერებს სამ ჩეკად დაფასოებულ სავარაუდოდ ნარკოტიკულ ნივთიერებას. მამაკაცი ეუბნება, რომ პარკში ჩადოს, რაზეც ქალბატონი პასუხობს, რომ არ უნდა. ამის შემდეგ გადიან ეზოში, სადაც ეწევიან სიგარეტს. ქალბატონი ჯდება ავტომანქანაში, მამაკაცს ეუბნება, რომ ხაზზე იყოს, დაურეკავს და ემშვიდობება.
ამოღების ოქმით, 2018 წლის 26 მარტს, 16:06-16:23 საათზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის კ------- ბ----–---–ის მიერ ქ------- ბ---–----–---–ისგან ამოღებულ იქნა მოყვითალო პოლიეთილენის ნაჭრებში სამ შეკვრად დაფასოებული მუქი ფერის ნივთიერება, რაც დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 27 მარტის ექსპერტიზის N-------------- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი, 2018 წლის 26 მარტს ქ------- ბ---–----–---–ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი, 3 ცალ ყვითელი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით: 0,0464 გრამი, 0,0638 გრამი და 0,0472 გრამი, საერთო წონით - 0,1574 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება - ,,ჰეროინის“ შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინის“ საერთო წონა შეადგენს - 0,0469 გრამს.
2018 წლის 4 აპრილის ვიდეოჩანაწერით დადგენილია, რომ კადრში ჩანს ქალბატონი, რომელიც მოძრაობს ავტომანქანით. შემდეგ აჩერებს მანქანას, გადადის და შედის სახლის ეზოში, სადაც ესაუბრება ა-–------- ი-----–---ს. მათი დიალოგი არის შემდეგი შინაარსის: ქ------- ბ---–----–---–ი: „ვაიმე, ვკვდები, როგორა ხარ? (გადაკოცნა) მოვიდა?“; ა-–------- ი-----–---ი: „ჰა?“; ქ------- ბ---–----–---–ი: „მოვიდა?...“ ქ------- ბ---–----–---–ი შედის ოთახში, სადაც დგას მაგიდა, სკამები და საწოლები, კედელზე კი, დაკიდულია აზერბაიჯანის დროშა. გარკვეული დროის შემდეგ ოთახში შედის მამაკაცი ა-–------- ი-----–---ი, რომელიც ესაუბრება ქ------- ბ---–----–---–ს, მერე იღებს ტელეფონს და საუბრობს აზერბაიჯანულად. ა-–------- ი-----–---ი: „სად ხარ? მოსულია და შენ გელოდება, აქ არის“. პაუზის შემდეგ საუბარს აგრძელებს ქალთან. ა-–------- ი-----–---ი: „რამდენი გითხრა სამუშაო?“ ქ------- ბ---–----–---–ი: „სამი ცალი?“; ა-–------- ი-----–---ი: „სამსახურში როგორი?“; ქ------- ბ---–----–---–ი: „მინიმუმ 50-თი“; ა-–------- ი-----–---ი: „რა 50?“; ქ------- ბ---–----–---–ი: „50 ლარი“; ა-–------- ი-----–---ი: „ერთხელ დღეში?“; ქ------- ბ---–----–---–ი: „მინიმუმ, 100-150. რა არი?“; ა-–------- ი-----–---ი: „ხო, იმ დღეს საიდან აიღო შენ 200 ლარი“; ქ------- ბ---–----–---–ი: „აქედან რო მიმაქ, მარტო კი არა ვარ“. ა-–------- ი-----–---ი: „რა მარტო, ერთად გავუკეთოთ სხვა“; ქ------- ბ---–----–---–ი: „სხვა ხო მიმაქვს“. ა-–------- ი-----–---ი: „რა სხვა?“ ქ------- ბ---–----–---–ი: „ორი ცალი, ერთი ცალი. ხვალე მიგზავნიან ფულს. ხან ვინ მიგზავნის, ხან ვინ. არაბები ხვალე 500$ ველოდები, რა ვიცი. ვნახოთ.“ ა-–------- ი-----–---ი კვლავ ტელეფონზე საუბრობს აზერბაიჯანულად. ა-–------- ი-----–---ი: „არ მოდიხარ? აქ არის და შენ გელოდება.“ ჩანაწერში ჩანს, რომ ოთახში შედის რ----- ა-–-----------ი და აზერბაიჯანულად ესაუბრება ა-–------- ი-----–---ს. რ----- ა-–-----------მა ქალს ხელში მიაწოდა შეკვრა, რომელმაც გამოართვა, ჭრაჭუნა თეთრ ცელოფანში გახვეული შეკვრა. ქ------- ბ---–----–---–ი: „სამი ცალია? (ხსნის, ცელოფანში დევს რამდენიმე მუქი ფერის შეკვრა ე.წ. ,,ბაში“) ბიჭო, ხო ისეთია?“; რ----- ა-–-----------ი: „ჰა?“; ქ------- ბ---–----–---–ი: ,,ხო ისეთია?“; რ----- ა-–-----------ი თანხმობის ნიშნად უკრავს თავს. ქ------- ბ---–----–---–ი: „ეს რამხელა პარკია“. ,,ეს არის, ეს“. ხელში უჭირავს პარკიდან ამოღებული მუქი ფერის ქაღალდში დაფასოებული ე.წ. ,,ბაშები“ და ათვალიერებს. ხელში ათამაშებს. ,,გაგიკეთო გინდა?“; ა-–------- ი-----–---ი: „არ მინდა. ერთი ორი, სამი კაცი გითხრა კიდე გინდა? კი ცუდად არის პრობლემა არა არი, არ მინდა“. ქ------- ბ---–----–---–ი: „ვაზმი“ ბიჭო რა“. ქალი რ----- ა-–-----------ს აძლევს ქაღალდის ფულის კუპიურას, რომელიც ართმევს და დებს მაგიდაზე.
ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 4 აპრილს, 22:46-23:00 საათზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის კ------- ბ----–---–ის მიერ ქ------- ბ---–----–---–ისგან ამოღებულ იქნა მოლურჯო ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში სამ შეკვრად დაფასოებული მუქი ფერის ნივთიერება, რაც დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 10 აპრილის ექსპერტიზის N-------------- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი, 2018 წლის 4 აპრილს ქ------- ბ---–----–---–ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი, 3 ცალ ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, საერთო წონით - 0,2178 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საერთო წონა შეადგენს 0,1351 გრამს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 26 სექტემბრის ექსპერტიზის N------------ დასკვნით:
▪ გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები.
▪ სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ N2 პაკეტში არსებულ დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: ,,Rec1_0001“ ამოღებულ ფოტოსურათზე და გამოკვლევაზე წარმოდგენილ რ----- ა-–--------ის ძე ა-–-----------ის ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
▪ სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ N4 პაკეტში არსებულ დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: ,,Rec1_0001” ამოღებულ ფოტოსურათზე და გამოკვლევაზე წარმოდგენილ ა-–------- ფ-------ის ძე ი-----–---ის ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც ა-–------- ი-----–---ი და რ----- ა-–-----------ი დამნაშავედ იქნენ ცნობილი წარდგენილ ბრალდებებში.
გარემოებები, რაც სადავო გახადა დაცვის მხარემ, პალატას მიაჩნია დადასტურებულად, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გამოძიება დაიწყო ქ------- ბ---–----–---–ის განცხადების საფუძველზე, სადაც ის უთითებდა ა-–------- ი-----–---ის და რ----- ა-–-----------ის მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების შესახებ.
პრეიუდიციად ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 26 მარტს და 2018 წლის 4 აპრილს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, ერთის მხრივ ქ------- ბ---–----–---–ს და მეორეს მხრივ ა-–------- ი-----–---სა და რ----- ა-–-----------ს შორის. აღნიშნული შეხვედრების დროს ქ------- ბ---–----–---–მა შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები, რაც გადასცა გამომძიებელს. კერძოდ, ფარული ვიდეოჩანაწერებით დადგენილია, რომ 2018 წლის 26 მარტს ა-–------- ი-----–---მა მასთან მისულ ქ------- ბ---–----–---–ს გადასცა ნარკოტიკული საშუალება, რის სანაცვლოდაც მიიღო ფულადი თანხა. 2018 წლის 4 აპრილის ჩანაწერებით კი დადასტურდა, რომ ა-–------- ი-----–---ს მასთან მისულმა ქ------- ბ---–----–---–მა თხოვა დახმარებოდა ნარკოტიკული საშუალების შეძენაში. ა-–------- ი-----–---ი მობილური ტელეფონით ორჯერ დაუკავშირდა მეგობარს - რ----- ა-–-----------ს და უთხრა, რომ მისულიყო, რადგან ელოდებოდა ქ------- ბ---–----–---–ი. რამდენიმე წუთში ა-–------- ი-----–---ის სახლში მივიდა რ----- ა-–-----------ი, რომელმაც მიიტანა სამ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება და გადასცა ქ------- ბ---–----–---–ს, სანაცვლოდ კი მიიღო ფულადი თანხა. ჰაბიტოსკოპიური, ფონოსკოპიური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარად დგინდება, რომ ჩანაწერის მთლიანობა დარღვეული არაა, მასზე მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება და დაფიქსირებული პირები არიან ა-–------- ი-----–---ი და რ----- ა-–-----------ი.
აღსანიშნავია, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას, რაც მათ დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების და საგამოძიებო მოქმედებების ოქმები სადავოდ არ გაუხდიათ მხარეებს. თითოეულ შემთხვევაში ამოღებული ნივთიერებები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. ექსპერტიზის დასკვნებში კი მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ქ------- ბ---–----–---–ის ჩვენებაში, რომელმაც დეტალურად აღწერა რა ურთიერთობა ჰქონდა ა-–------- ი-----–---თან და რ----- ა-–-----------თან და მიუთითა საკონტროლო შესყიდვისას ვისგან და რა ფასად შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები.
მსჯავრდებულებმა ა-–------- ი-----–---მა და რ----- ა-–-----------მა უარყვეს გასაღების ფაქტი და მიუთითეს, რომ ქ------- ბ---–----–---–თან ერთად ხშირად მოუხმარიათ ნარკოტიკული საშუალებები. ნარკოტიკებს ყიდულობდნენ ხან საკუთარი, ხან ქ-------ის თანხით, მოხმარების შემდეგ დარჩენილი ნაწილი კი მიჰქონდა ქ------- ბ---–----–---–ს. ა-–------- ი-----–---ის ჩვენებით, მათ ნარკოტიკული საშუალება შეიძინეს ბოლო დღესაც, რა დროსაც ქ------- ბ---–----–---–ი იქცეოდა უცნაურად და კითხვაზე, თუ რატომ იყო აფორიაქებული და მათთან ერთად რატომ არ მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებას, უპასუხა, რომ ელოდნენ მეგობრები, ამიტომ ნარკოტიკული საშუალება წაიღო მთლიანად. ვინაიდან მათ აღნიშნული ნარკოტიკი ჰქონდათ ნაყიდი, ქ-------მა გადაიხადა ფული, რომლითაც შეიძინეს სხვა ნარკოტიკი. რ----- ა-–-----------ის ჩვენებით კი მას ქ------- ბ---–----–---–მა უთხრა, რომ სჭირდებოდა ნარკოტიკული საშუალებები, რაზეც უპასუხა, რომ იგი არ ყიდდა ნარკოტიკებს, პირიქით ყიდულობდა და მოიხმარდა. შესთავაზა ერთად მოხმარება, რაზეც ქ------- ბ---–----–---–მა უთხრა უარი და თხოვა მთლიანად აღნიშნული ნარკოტიკის გატანება, რაშიც გადაუხდიდა ფულს, რომლის სანაცვლოდაც შეიძენდნენ სხვა ნარკოტიკულ საშუალებას. მან ქ------- ბ---–----–---–ს მისცა ნარკოტიკი, თუმცა აღნიშნული გაყიდვის მიზნით არ მიუწოდებია. მას ნამდვილად მიაწოდა ფული ქ-------მა, მაგრამ მას არ აუღია, რადგან ეგონა მეგობრისთვის უნდა გადაეცა. ბოლოს აღნიშნული თანხა წაიღო ქ------- ბ---–----–---–მა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა, ვინაიდან აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ამავე მუხლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ე.ი. გადაცემა სხვა პირისათვის ნებისმიერი ხერხით (გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა და ა.შ.) როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე.
პალატას ა-–------- ი-----–---ის და რ----- ა-–-----------ის მიერ ქ------- ბ---–----–---–ზე ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტები, ასევე ა-–------- ი-----–---ის მიერ გასაღებაში დახმარების ფაქტი დადასტურებულად მიაჩნია, როგორც მოწმე ქ------- ბ---–----–---–ის ჩვენებით, ასევე მისი მონაწილეობით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით. აღსანიშნავია, რომ თავად ბრალდებულებმა დაადასტურეს ქ------- ბ---–----–---–ისთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტი და განმარტეს, რომ მეგობრულად უწილადეს აღნიშნული, რაც ასევე წარმოადგენს დანაშაულს.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში იმსჯელა წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობაზე და უპასუხა დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებს, რასაც პალატაც ეთანხმება. ასევე სწორია სასამართლოს გადაწყვეტილება ა-–------- ი-----–---ის მსჯავრდების შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ა-–------- ი-----–---ი 2018 წლის 4 აპრილის ეპიზოდში უშუალოდ არ მონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში, თუმცა იგი რ----- ა-–-----------ს დაეხმარა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებაში. კერძოდ, ა-–------- ი-----–---მა ორჯერ დაურეკა რ----- ა-–-----------ს და უთხრა, რომ მას ელოდებოდა ქ------- ბ---–----–---–ი, რის შემდეგაც რ----- ა-–-----------ი მივიდა მასთან სახლში და ა-–------- ი-----–---ის თანდასწრებით, ქ------- ბ---–----–---–ს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცა ნარკოტიკული საშუალება. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ვიდეჩანაწერით კი დადგენილია, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის 16 მარტს, ქ------- ბ---–----–---–მა მიმართა ა-–------- ი-----–---ს და თხოვა დახმარება, რადგან ვერ უკავშირდებოდა ,,რ------ს“. ა-–------- ი-----–---ისთვის ცნობილი იყო თუ რა საკითხზე სურდა ქ------- ბ---–----–---–ს რ----- ა-–-----------თან დაკავშირება და მოგვიანებით, მის მიერ განხორციელებული ქმედებები წარმოდგენს დახმარებას, რამაც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განაჩენი დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია. განაჩენში დეტალურად არის გაცემული პასუხი დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე, დასაბუთებულია თითოეული მსჯელობა, მათ შორის სასჯელის ნაწილშიც. მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ასევე რ----- ა-–-----------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გათვალისწინებული აქვს სასამართლოს სასჯელის დანიშვნის დროს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამაევ მუხლის მე-2 ნაწილით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა-–------- ი-----–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატების თ----------–---ის, ნ--------–------ის და მსჯავრდებულ რ----- ა-–-----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ----------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განაჩენი.
ა-–------- ი-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 6 (ექვსი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-–------- ი-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ა-–------- ი-----–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 7 მაისიდან.
ა-–------- ი-----–---ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
რ----- ა-–-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 6 (ექვსი) წლით და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ----- ა-–-----------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
რ----- ა-–-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 7 მაისიდან.
რ----- ა-–-----------ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
● დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
● ნარკოტიკული საშუალება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
● ფულადი თანხა და პირადი ნივთები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ვეფხია ლომიძე