განაჩენი

სისხლის სამართლის 22.10.2019
საქმის ნომერი
330100119002918257
ინსტანცია
თარიღი
22.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002918257

საქმე № 1ბ/1542-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

გამართლებული - დ--–--------–-----------–--- (დაბადებული 1----–-–------------------, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტის N---------- ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------–---–-------------------------ში);

კვალიფიკაცია:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტი.

 

განაჩენის მიხედვით: დ--–--------–-----------–--- გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 09 ივლისის განაჩენით დ--–----- ს--–--ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ--–----- ს--–--ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შურაცხყოფა, შანტაჟი, ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

დ--–----- ს--–--ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 13 თებერვალს, ქ.თბილისში, წერეთლის გამზირის #55-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დ--–----- ს--–--ი არასრულწლოვან, 2018 წლის 11 ივლისს დაბადებულ დ-----– ს--–--ის მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, კერძოდ აჯანჯღარებდა, ძლიერად აჭერდა ხელს სახეზე, რა დროსაც დ-----– ს--–--ი განუწყვეტლივ ტიროდა და განიცდიდა ძლიერ ტკივილს.

 

აღნიშნული ქმედებისათვის დ--–----- ს--–--ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა დ--–----- ს--–--ის მხრიდან არასრულწლოვან დ-----– ს--–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ------- შ---------მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა დ--–----- ს--–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ბრალთან მიმართებით არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების - გ--–----–---–-----------–-------------------–-----------------------------------–---- ჩვენებები. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, გამართლებულ დ--–----- ს--–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - მ--–---- კ------ემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 09 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის გ------- შ---------ს, სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დ--–----- ს--–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს დ--–----- ს--–--ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დ--–----- ს--–--ის მიერ არასრულწლოვან დ-----– ს--–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს, კერძოდ:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ დ----- მ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 14 თებერვალს მის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის #1--------- დასკვნა, რომლის თანახმად დ-----– ს--–--ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ დ----- მ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ექსპერტების ნ--------–---–---–-- და მ--------------- მონაწილეობით, 2019 წლის 16 აპრილს მის მიერ გაცემული იქნა სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, დ--–----- ს--–--ის აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - შერეული პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი - F61, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა შერეული პერსონოლოგიური აშლილობა და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. დ--–----- ს--–--ის აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. იგი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.

მოწმე ა-------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტოში სოციალური მუშაკის პოზიციაზე. 2019 წლის 9 თებერვალს საპატრულო პოლიციის მხრიდან მიღებული შეტყობინების თანახმად, წერეთლის გამზირზე იმყოფებოდნენ დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელიც იყო სეზონისთვის შეუფერებლად ჩაცმული და ითხოვდნენ დახმარებას. ადგილზე მისვლისას დახვდა დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარება. ბავშვი იყო შეციებული, ეცვა თხელი წინდები და შარვალი, ხოლო როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლისგან იცის, ადგილზე მის მისვლამდე ბავშვს ტანზე საერთოდ არაფერი ეცვა. გარემო პირობების გადამოწმების მიზნით მისული იყო ბავშვის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც დახვდა ჰიგიენურად მოუწესრიგებელი მდგომარეობა, რაზეც დედას - დ--–----- ს--–--ს მიეცა გაფრთხილება. დაახლოებით ორ დღეში, სოციალური მუშაკის მიერ საცხოვრებელ მისამართზე განხორციელდა ვიზიტი, თუმცა მითითებულ მისამართზე არავინ დახვდათ, ხოლო ტელეფონის ნომერზე დაკავშირება აღმოჩნდა შეუძლებელი. 13 თებერვალს, საპატრულო პოლიციიდან მიღებული იქნა მეორე შეტყობინება, რომ წერეთლის გამზირი #55-ში იმყოფებოდნენ იგივე დედა-შვილი და ადგილი ჰქონდა ბავშვზე ძალადობის ფაქტს. დ--–----- ს--–--ი სასწრაფო დახმარების ექიმებს არ აძლევდა ბავშვის დამოუკიდებლად გასინჯვის საშუალებას. ბავშვი იმყოფებოდა კვლავ თხელი წინდით და შარვლით და იყო შეციებული. მოწმის განმარტებით, ბავშვზე ძალადობის ან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს პირადად არ შესწრებია.

მოწმე ბ----- კ-----–---–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა მოწმეები და დანიშნა სასამართლო ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული და სამედიცინო ექსპერტიზები.

მოწმე გ--–--- ც---–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 13 თებერვალს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ სკვერში და უსმენდა მუსიკას. მასთან მივიდა ქალბატონი დ--–----- ს--–--ი, რომელსაც ხელში ეჭირა მცირეწლოვანი ბავშვი და სთხოვა დახმარება. გადასცა 10 ლარი, რა დროსაც შეამჩნია, რომ ბავშვი იყო ნახევრად შიშველ მდგომარეობაში და ვინაიდან იყო სიცივე, სთხოვა მას ბავშვისთვის მიეფარებინა რაიმე და მიაწოდა ბავშვის ეტლში არსებული პლედი, რაზეც დ--–----- ს--–--იმ დაუწყო უცენზურო სიტყვებით შეკამათება, ჰკრა ხელი და დაიწყო ბავშვის ქნევა, როგორც ჩვარის. როდესაც დ--–----- ს--–--მა დაინახა, რომ რეკავდა სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად, მოკიდა ბავშვს ხელი და გაიქცა გზაზე, თუმცა შეძლო მისი შეჩერება. მოწმის განმარტებით, ბავშვს უნდოდა ტირილი, რის საშუალებასაც დ--–----- ს--–--ი არ აძლევდა, ვინაიდან სახეზე აფარებდა ხელს და იკრობდა გულმკერდზე, რომ არ ეტირა ბავშვს.

მოწმე ქ------- ნ-----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 19:30 საათზე, ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა ქალბატონის ყვირილის და ბავშვის ტირილის ხმა. ნახა, რომ ქალბატონს, რომელიც იყო გაღიზიანებული და ჩხუბობდა, ხელში ეჭირა ნახევრად შიშველ მდგომარეობაში ბავშვი, რომელსაც ფეხები ჰქონდა გალურჯებული. ბავშვს არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა და მასზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს არ შესწრებია.

მოწმე მ--–---- ხ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 13 თებერვალს, საღამოს საათებში, მიღებული იქნა შეტყობინება, რომ წერეთლის გამზირის #55-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალბატონი უდიერად ექცეოდა მცირეწლოვან ბავშვს. მეწყვილე ა-–---------- ხ------სთან ერთად გამოცხადდა მითითებულ ადგილას, სადაც შენიშნეს დ--–----- ს--–--ი მცირეწლოვან შვილთან ერთად, რომელსაც იქ შეკრებილი მოქალაქეები არ აძლევდნენ წასვლის საშუალებას, ვინაიდან გამოძახებული ჰყავდათ სასწრაფო დახმარება. ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები გამოკითხვისას აცხადებდნენ, რომ ქალბატონს ბავშვი ჰყავდა სეზონის შეუსაბამოდ ჩაცმული, ბავშვი იყო ნახევრად შიშველ მდგომარეობაში და იყო შეციებული. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მამაკაცი აცხადებდა, რომ გარდა იმისა, რომ ბავშვს არ ეცვა სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი, დ--–----- ს--–--ი ძალადობდა მასზე, რაც გამოიხატებოდა ყელის და მკერდის არეში ხელის მიჭერაში. მოწმის განმარტებით, ვიზუალურად ბავშვს დაზიანება არ აღენიშნებოდა.

მოწმე ა-–---------- ხ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 13 თებერვალს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე მ--–---- ხ--------სთან ერთად გამოცხადდა წერეთლის გამზირის #55-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შენიშნეს დ--–----- ს--–--ი, მის მცირეწლოვან შვილთან ერთად, რომელიც იყო ნახევრად შიშველ მდგომარეობაში და იყო შეციებული. ადილზე მყოფ ერთ-ერთი მამაკაცის განმარტებით, გარდა იმისა, რომ ზამთრის პერიოდში ბავშვი იყო ნახევრად შიშველ მდგომარეობაში, დ--–----- ს--–--ი ძალადობდა მასზე, რაც გამოიხატებოდა ყელის და მკერდის არეში ხელის მიჭერაში. მოწმის განმარტებით, ვიზუალურად ბავშვს დაზიანება არ აღენიშნებოდა.

ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ დ--–----- ს--–--ი ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2019 წლის 13 თებერვალს, 20:15 საათზე. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა შავი ფერის ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო შავი ფერის „სამსუნგის“ მობილური ტელეფონი, პასპორტი, ასოცდაათი ლარი, ორმოცდათხუთმეტი თეთრი, სახლის გასაღები და პირადი მოხმარების ნივთები.

2019 წლის 13 თებერვლის N------ შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ მოძალადე დ--–----- ს--–--ი ბავშვს ანუ მსხვერპლს დ-----– ს--–--ს უქმნიდა საფრთხეს, რაც გამოიხატა იმაში, რომ ზამთრის ამინდში შიშველ მდგომარეობაში დაყავდა ბავშვი ქუჩაში და ცდილობდა ეძალადა ბავშვზე აუზში ჩაგდების მცდელობით.

 

მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება დ--–----- ს--–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნენ მოწმეები - მ--–---- ხ--------, ა-–---------- ხ------ და ბ----- კ-----–---–--, რომლებმაც აწარმოეს გამოძიება არასრულწლოვან დ-----– ს--–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 13 თებერვალს მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ წერეთლის გამზირი N55-ში, სადაც ადგილზე დახვდათ დ--–----- ს--–--ი მის მცირეწლოვან შვილთან ერთად, რომელიც იმყოფებოდა ნახევრად შიშველ მდგომარეობაში და ეცვა ზამთრის სეზონის შეუსაბამოდ. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე. დ--–----- ს--–--ის მხრიდან არასრულწლოვან შვილზე ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა მოწმე ქ------- ნ-----–--ის ჩვენებით, რომელიც თავად შეესწრო მომხდარ ფაქტს, რა დროსაც დ--–----- ს--–--ი, რომელიც ეჩხუბებოდა სკვერში შეკრებილ მოქალაქეებს, ხელში ეჭირა ბავშვი ნახევრადშიშველ მდგომარეობაში, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ფეხები ჰქონდა გალურჯებული და იყო შეციებული, არანაირი ფიზიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა და დ--–----- ს--–--ის მხრიდან მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს არ შესწრებია. მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ა-------------–--ის ჩვენებასთან, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ საპატრულო პოლიციის მხრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა წერეთლის გამზირი N55-ში, სადაც იმყოფებოდა დ--–----- ს--–--ი მის მცირეწლოვან შვილთან ერთად, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებოდა თხელი წინდით და შარვლით და იყო შეციებული, მას ძალადობის ან ფიზიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა და თავადაც არ შესწრებია დედის მხრიდან ბავშვზე ძალადობის ფაქტს. მოწმე გ--–--- ც---–----ის ჩვენებით დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც დ--–----- ს--–--ს მოუწოდა მისი მცირეწლოვანი შვილისთვის ტანსაცმლის ჩაცმა, რომელიც ზამთრის ცივ საღამოს იმყოფებოდა ნახევრადშიშველ მდგომარეობაში, დ--–----- ს--–--მა მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაიწყო ბავშვის ქნევა, როგორც ჩვარის, პირზე ხელის აფარებით არ აძლევდა ტირილის საშუალებას და შეექმნა შთაბეჭდილება მისი გადაგდების მცდელობის, რაც არ მომხდარა. დ-----– ს--–--ზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი ასევე არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვით, რითაც დადგენილია, რომ დ-----– ს--–--ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სასამართლო ფსიქიატრიულ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნას, რომლის სისწორეც დაადასტურა პირველი ინსტანიციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ----- მ-------ემ, დადგენილია, რომ დ--–----- ს--–--ის აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - შერეული პერსონოლოგიური აშლილობა. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა შერეული პერსონოლოგიური აშლილობა და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. დ--–----- ს--–--ის აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. იგი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.

 

მოწმეების - მ--–---- ხ--------ს, ა-–---------- ხ------ს, ბ----- კ-----–---–--ს, ქ------- ნ-----–--ის და ა-------------–--ის ჩვენებებით დგინდება, რომ ისინი არ არიან შემთხვევის (ძალადობის ფაქტის) თვითმხილველები, ამასთან ზ/აღნიშნული მოწმეთა ზოგიერთი მათგანის სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები ეფუძნება სხვა მოწმეთა მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ დ--–----- ს--–--მა ჩაიდინა არასრულწლოვანი შვილის დ-----– ს--–--ის მიმართ ძალადობა. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, გარდა მოწმე გ--–--- ც---–----ის ჩვენებისა, არ წარმოუდგენია სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დ--–----- ს--–--ის მიერ შვილის მიმართ ძალადობის ფაქტს. მიუხედავად იმისა, რომ მოწმის შეფასებით ადგილი ჰქონდა ბავშვის გადაგდების შთაბეჭდილების შექმნას, რაც არ მომხდარა, არის მისი აღქმის სუბიექტურად შეფასების ნაწილი და წარმოდგენილი ჩვენებით ვერ იქნა დადასტურებული დ--–----- ს--–--ის მიერ დ-----– ს--–--ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის და დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო სხვა ნიშნები. ამასთან, მოწმე გ--–--- ც---–----ის ჩვენება გამყარებული არ არის სხვა, თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით და, შესაბამისად, აღნიშნულს პალატა ვერ მიიჩნევს საკმარისად დამნაშავედ ცნობისათვის. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მოწმეა ძალადობის ფაქტის უშუალო თვითმხილველი. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა დ--–----- ს--–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ დ--–----- ს--–--მა განახორციელა ოჯახში ძალადობა არასრულწლოვანი შვილის დ-----– ს--–--ის მიმართ.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა დ--–----- ს--–--ის დამნაშავეობაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 09 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის გ------- შ---------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 09 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

დ--–----- ს--–--ი გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ დ--–----- ს--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

 

გამართლებულ დ--–----- ს--–--ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი