განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002759477
საქმე №1ბ/1213-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის, ბეჟან ნემსაძის მდივნობით,პროკურორების - ი-----–----------ას, თ--------------ის,ადვოკატების - ნ-----------–---–ის, თ--------------–---–ის, ვ----–-------–-–---–ის,მსჯავრდებულების - ო-------------ის, ბ------------–---–ის მონაწილეობით,თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–----------ას, ასევე მსჯავრდებულების ო-------------ის და ბ------------–---–ის ადვოკატების - ნ-----------–---–ის და ვ----–-------–-–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ო-------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-------–----------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------------–------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
ბ------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-----------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების თანახმად:
ო-------------ეს და ბ------------–---–ს ბრალი დაედოთ მასზედ, რომ მათ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 24 სექტემბერს, ბ------------–---–მა და ო-------------ემ ჯგუფურად განიზრახეს ა-----–------------ს დაყაჩაღება. აღნიშნული მიზნით, ქ------–--–------–---–------------თან, ვითომდა ო-------------ის მფლობელობაში არსებული „BMW“ ფირმის ა/მანქანის (სახ. №P--------) მიყიდვის მიზნით, შეხვდნენ ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ა-----–-----------ს, საიდანაც ამავე ა/მანქანით მოძრაობა განაგრძეს ქ-------–--–---------------------ე. მითითებული ქ----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 14:15 საათზე, ისინი ჯგუფურად თავს დაესხნენ ა-----–-----------ს, რა დროსაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ბ------------–---–ის მიერ დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარითა და ჯგუფური ყაჩაღური თავდასხმით, დაეუფლნენ მის კუთვნილ ფულად თანხას 2020 აშშ დოლარისა და 1600 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით:
ო-------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე; ო-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით.
ო-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 25 სექტემბრიდან.
ბ------------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე; ბ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით.
ბ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 25 სექტემბრიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ო-------------ემ და ბ------------–---–მა ჩაიდინეს - იძულება, ესე იგი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მის ფიზიკურ იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი ჯგუფურად.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 24 სექტემბერს, ბ------------–---–ი და ო-------------ე, ვითომდა ო-------------ის მფლობელობაში არსებული „BMW“ ფირმის ა/მანქანის მიყიდვის მიზნით, შეხვდნენ ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ა-----–-----------ს, რა დროსაც ამავე ა/მანქანით მოძრაობა დაიწყეს ქ. თ---–--–------------- ქუჩისკენ. მითითებული ქ----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ო-------------ე და ბ------------–---–ი, ჯგუფურად აიძულებდნენ ა-----–-----------ს ჩამჯდარიყო ო-------------ის კუთვნილ ა/მანქანაში; ამასთან, არ აძლევდნენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას. აღნიშნულ ქმედებასა და ა/მანქანიდან გადასვლის შეზღუდვას ადგილი ჰქონდა ხსენებულ მისამართზე მისვლამდეც. ბრალდებულთა ქმედებით ა-----–-----------მა საკუთარ თავზე განიცადა ფიზიკური იძულება - შეესრულებინა ან არ შეესრულებინა მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლება იყო.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----–----------ამ და მსჯავრდებულების ო-------------ის და ბ------------–---–ის ადვოკატებმა ნ-----------–---–მა და ვ----–-------–-–---–მა.
ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების ო-------------ის და ბ------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ო-------------ისა და ბ------------–---–ის მიერ ა-----–-----------ზე ყაჩაღური თავდასხმის განხორციელება. გამოძიების დაწყებისთანავე საგამოძიებო ორგანოში დაიკითხა თავად დაზარალებული ა-----–------------ და მისი მეუღლე, რომლებმაც დეტალურად აღწერეს შემთხვევის ვითარება და მათი ჩვენებები აბსოლიტურად თანხვედრაში იყო როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლოშიც. ჩ-------------ის და ლუსინე შახბაზიანის ჩვენებით დასტურდება, რომ ა-----–-----------მა, რომელიც არის საქმეზე პირდაპირი მოწმე, შემთხვევის შესახებ ორ სხვადასხვა ადამიანს ინფორმაცია მიაწოდა სწორედ იმგვარად, როგორც დააფიქსირა გამოძიების ეტაპზე და შემდგომ სასამართლოში, რაც რათქმაუნდა, ამყარებს მისი ჩვენების სანდოობას. მართალია ჩ-------------ი და ლუსინე შახბაზიანი ფაქტის თვითმხილველები არ არიან, თუმცა პროკურორ უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ირიბ ჩვენებებთან დაკავშირებით აწესებს მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, თუმცა აბსოლუტურად, კატეგორიულობის ფორმით არ გამორიცხავს ირიბი მტკიცებულების გამოყენებას. პროკურორი ასევე აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენება არ უნდა შეფასდეს როგორც ნაკლებად სანდო მტკიცებულება; ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე განხორციელდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები და არ დადასტურდა დაზარალებულის რაიმე სახის შემხებლობა ნარკოტიკულ ნივთიერებებთან, ზეპირი საუბარი კი არ არის არგუმენტი მოწმის ჩვენების ეჭვის ქვეშ დასაყენებლად.
აპელანტის განმარტებით, გარდა აღნიშნული მტკიცებულებებისა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სარეკლამო კომპანია - შპს „ო-–-----------ან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერების ნახვისას ცხადი ხდება, რომ დაზარალებულის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ნამდვილად აქვს ადგილი ორივე მსჯავრდებულის მხრიდან. მათ შორის ფიზიკური კონტაქტის ფაქტი დასტურდება ბილოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისთაც, ხოლო არგუმენტაციას მოკლებულია თავად ბრალდებულების განმარტება, რომ თითქოს ა-----–------------ მიჰყავდათ პოლიციაში. ადგილი, სადაც ა-----–------------ აიყვანეს, საერთოდ არ არის პოლიციასთან ახლოს. ასევე, ვიდეოჩანაწერის მოპოვების შემდგომ მათ არ მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს, რაც საფუძველს აცლის დაცვის მხარის ვერსიას. ა-----–-----------ს არანაირი ინტერესი არ ამოძრავებდა მსჯავრდებულთა მიმართ, მას მხოლოდ სურდა ავტომანქანის შეძენა და თანხა, რომელიც მსჯავრდებულებმა წაართვეს, ნამდვილად ჰქონდა თან, რის შესახებაც მსჯავრდებულებისათვის კარგად იყო ცნობილი, ვინაიდან გზაში საწვავის ფული გადაიხადა, რა დროსაც გახსნა საფულე. აპელანტი ასევე განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია სასამართლოში დაკითხული ავტომობილის მესაკუთრე ი-----------–---–ის ჩვენებაც, რომლის თანახმადაც, ბ------------–---–ი მოკლებული იყო შესაძლებლობას, მინდობილობის გარეშე განეკარგა ავტომანქანა. ვინაიდან მექვაბიშვილი მას (ი-----------–---–ს) არ დაკავშირებია, შესაბამისად არც აპირებდა ავტომანქანის გაყიდვას და მსჯავრდებულებს დაგეგმილი ჰქონდათ ა-----–------------ს დაყაჩაღება.
დაცვის მხარე ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ასევე ალტერნატივის სახით, მათ მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირებას, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლოს მსჯელობა ო-------------ისა და ბ------------–---–ის მიერ იძულების ჩადენასთან დაკავშირებით, ყოვლად უსაფუძვლოა. სასამართლო ასკვნის, რომ ვინაიდან არც შეპყრობის მომენტში და არც შემდგომ ბ------------–---–ს და ო---------------ს პოლიციაში შეტყობინება არ გაუკეთებიათ, აღნიშნული მიუთითებს მართლწინააღმდეობის გამომრიცხველი გარემოების არარსებობაზეო. აღნიშნული მსჯელობა ყოვლად ალოგიკური და უსწოროა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ დამნაშავის შეპყრობის მომენტში პირმა ყოველთვის უნდა აცნობოს პოლიციის ორგანოებს მისი მოქმედებებისა და განზრახვის შესახებ. ამასთან, თუ ინფორმირებაზეა საუბარი, სწორედაც აღნიშნული მოქმედებების შემდეგ, როდესაც ბ------------–---–მა ვერ შეძლო ავტომანქანაში ა-----–------------ს განთავსება, მან რეაგირებისთვის ვიდეოჩანაწერი გაუგზავნა პოლიციის თანამშრომელ ლ--------–------ს. აღნიშნული ხაზს უსვამს ბ------------–---–ის და ო-------------ის განზრახვას - თუ რატომ უნდოდათ ა-----–------------ს ნების საწინააღმდეგოდ მისი მანქანაში განთავსება. ხოლო ის გარემოება, რომ მათ საბოლოოდ ვერ შეძლეს დაზარალებულის მანქანაში დაბრუნება, არ გამორიცხავს არლასან ჰეიდარის პოლიციაში წარდგენის მიზანს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ იქნენ ბრალდებულები, რომელთა ჩვენებები თანხვედრაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებთან. სასამართლომ დამაჯერებლად არ მიაჩნია მათი განმარტება, რომ სურდათ ა-----–------------ს პოლიციაში წარდგენა, თუმცა სასამართლო არ მსჯელობს იმ საკითხზე, თუ სხვა რა მიზანი ამოძრავებდათ მათ იძულების განხორციელების მომენტში. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ბ------------–---–ის და ოთარი ზარიძის მიმართ უნდა დადგიდნეს გამამართლებელი განაჩენი.
ამასთან, ალტერნატივის სახით, დაცვის მხარე ითხოვს, რომ პალატამ იმსჯელოს, თუ რამდენად არის სახეზე სამართლიანი სასჯელი, რომელიც სანქციით გათვალისწინებულ მაქსიმუმთანაა მიახლოებული, მაშინ, როდესაც მუხლი ითვალისწინებს არასაპატიმრო სახის სასჯელსაც. სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს არ იმსჯელა ბრალდებულთა პიროვნებებზე, წარსულზე, ოჯახურ მდგომარეობაზე და დანიშნა ზედმეტად მკაცრი სასჯელები.
სააპელაციო სასამართლო სხდომაზე როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე, დაცვის მხარის მოთხოვნა - მსჯავრდებულების მიმართ გამამრთლებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები აშკარად შეუსაბამოა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც ცალსახად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ო-------------ის და ბ------------–---–ის მიერ იმ ქმედების ჩადენას, რისთვისაც ისინი დამნაშავედ ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ა-----–-----------მა განმარტა, რომ დაახლოებით 8 თვეა, რაც ცხორვობს საქართველოში მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ო-------------ე გაიცნო შემთხვევამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე ტაქსით მგზავრობისას, რა დროსაც დაინტერესდა მისი (ო-------------ის) „BMW“ მარკის ავტომანქანის შეძენით. შემთხვევამდე ერთი დღით ადრე ო-------------ე მივიდა მასთან, აჩვენა ავტომანქანა და შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს წავიდოდნენ რუსთავში მის შესაძენად. 2018 წლის 24 სექტემბერს, ო-------------ე, ბ------------–---–თან ერთად მივიდა მის საცხოვრებელ ადგილთან ვარკეთილში და ავტომანქანის შეძენის მიზნით გაემართნენ რუსთავში. საჭესთან იჯდა ო-------------ე, თავად - მის გვერდით, ხოლო უკანა სავარძელზე - ბ------------–---–ი. გზად საუბრობდნენ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ირანში ნარკოდანაშაულთან მიმართებით არსებულ სიტუაციაზე, რა ღირდა იქ ნარკოტიკული საშუალებები და ა.შ. აღნიშნულზე ესაუბრებოდა ავტომანქანაში უკან მჯდომი პიროვნება. ამის შემდეგ მივიდნენ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ო-------------ემ უთხრა, რომ ავტომანქანა ფაქტიურად უკვე მისი იყო და ჩაესხა საწვავი. მან ამოიღო საფულე, სადაც ედო 2020 აშშ დოლარი და დაახლოებით 1630 ლარი, გადაიხადა საწვავის ფული, შემდეგ კი განაგრძეს გზა, რა დროსაც, დაახლოებით სამების სასაფლაოებთან შენიშნა, რომ სხვა გზით მიდიოდნენ. მაშინვე მოსთხოვა ო-------------ეს ავტომანქანის გაჩერება. კითხვაზე, თუ რატომ მიდიოდნენ ამ გზით, ო-------------ემ უპასუხა, რომ მანქანის საბუთების ასაღებად მიდიოდა. მალევე გაჩერდა ავტომანქანა, რა დროსაც გადავიდნენ ავტომანქანიდან. გადმოვიდა ბ------------–---–იც, კისერზე მიადო დანა და დასვა ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ო-------------ემ კი დაძრა მანქანა. იგი (ა-----–------------) ცდილობდა მოძრავი ავტომანქანიდან გადასვლას, მაგრამ ამის საშუალებას ბ------------–---–ი არ აძლევდა, რომელიც აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ეუბნებოდა, რომ მიეცა ფული, რაც თან ჰქონდა. დანა, რომელიც ბ------------–---–ს მარჯვენა ხელში ეჭირა, იყო პატარა ზომის, შავი ტარით და ემუქრებოდნენ მისი გამოყენებით. შემდეგ ო-------------ემ კვლავ გააჩერა ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ ყველანი. გადასვლის შემდეგ, მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა და გაქცევის მცდელობისა, აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, თუმცა დანა ამ შემთხვევაში თან აღარ ქონიათ. მოწმის განმარტებით, ფიზიკური დაპირისპირებისას ჩამოტყდა ერთი კბილი და პირი სისხლით ჰქონდა სავსე. მასვე ურთიერთჭიდილისას გაეხა ტანსაცმელი. თავდამსხმელების მოთხოვნა იყო თანნაქონი ფულის გადაცემა, რომელიც დაინახეს გზაში საწვავის ფულის გადახდისას. ვინაიდან უჭირდა სუნთქვა და აღარ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა, ასევე ძალიან შეშინებული იყო თავდამსხმელების ქმედებით, ამოიღო ფული - 2020 აშშ დოლარი და 1600 ლარზე მეტი და მისცა მათ. გარდა აღნიშნული თანხისა, მათ წაიღეს მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. იმ მომენტში, როდესაც ო-------------ე და ბ------------–---–ი ართმევდნენ ფულს, შემთხვევის ადგილზე გაიარა ორმა მოხუცმა ქალბატონმა, თუმცა მას დახმარება არავისთვის უთხოვია. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა დატოვეს შემთხვევის ადგილი, მან კი დაურეკა მეუღლეს და უთხრა მომხდარის შესახებ. ეს უკანასკნელი მალევე მივიდა შემთხვევის ადგილზე. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, გამვლელი პირების დახმარებით დარეკა პოლიციის განყოფილებაში. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი პირები - ო-------------ე და ბ------------–---–ი არიან ის პირები, ვინც შემთხვევის დღეს დაესხა თავს დანის გამოყენებით და ძალადობის მუქარით მოსთხოვეს ფულადი თანხა. მანვე აღნიშნა, რომ ნარკოტიკულ ნივთიერებებს მოიხმარდა სამედიცინო მიზნებისთვის, აღნიშნულის გამო პოლიციასთან არასოდეს ჰქონია შეხება და პრობლემები. ვიდეოჩანაწერში არსებული საუბარი ნარკოტიკების შესახებ ეხებოდა არა მას, არამედ მის მეგობარს და ბრალდებულებისთვის არ უთქვამს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება თავად ჰქონდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ჩ-------------მა განაცხადა, რომ არის დაზარალებულ ა-----–------------ს მეუღლე. 2018 წლის 24 სექტემბერს, დღის საათებში, სახლში მივიდა მისი მეუღლე, რომელმაც უთხრა, რომ მიდიოდა ა/მანქანის შესაძენად, აიღო ფულადი თანხა 1600 აშშ დოლარი, 1200 ლარი და წავიდა სახლიდან. როგორც მისთვის ცნობილია, მის მეუღლეს მანქანა უნდა ეყიდა იმ ტაქსის მძღოლისგან, რომლის მანქანითაც შეთხვევამდე იმგზავრეს, როგორც ახსოვს, ეს იყო „BMW“ მარკის ავტომანქანა. სახლიდან გასვლის შემდეგ, დაახლოებით 14:00 საათიდან, 15:00 საათამდე პერიოდში, მას დაუკავშირდა მეუღლე, რომელმაც უთხრა, რომ პირმა, რომლისგანაც უნდა ეყიდა ავტომანქანა, მეგობართან ერთად სცემა, კბილი ჩაუმტვრია, ტანსაცმელი შემოახია, თავი დაუსისხლიანა და ფული წაართვა, რის გამოც ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. მალევე მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მეუღლე - ა-----–------------ იმყოფებოდა, მას კბილი ჰქონდა ჩამტვრეული, იყო სისხლიანი, პიჯაკი ჰქონდა გახეული და მიწით დასვრილი. როგორც მეუღლემ უთხრა, მასზე თავდასხმაში ორი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, რომლებსაც დანაც ჰქონდათ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-------–----------ა განაცხადა, რომ დაზარალებულ ა-----–-----------ს იცნობს დაახლოებით 8 თვეა, რომელსაც მომსახურებას უწევდა როგორც თარჯიმანი. დაახლოებით 2018 წლის აგვისტოს ან სექტემბრის თვეში ა-----–-----------ს გაჰყვა რუსთავში ავტომანქანის შესაძენად. არსალანს თან ჰქონდა ფულადი თანხა, თუმცა გარკვეული დოკუმენტაციის მოუწესრიგებლობის გამო, ავტომანქანის შეძენა ვერ მოხერხდა. აღნიშნული ფაქტიდან დაახლოებით 10-15 დღის შემდეგ, მასთან კვლავ მივიდა ა-----–------------, რომელსაც სჭირდებოდა თარგმნაში დახმარება. არსალანმა უთხრა, რომ წასული იყო სხვა ავტომანქანის საყიდლად, რა დროსაც მოატყუეს, სცემეს და ფული წაართვეს. არსალანს აუხსნა, რომ პოლიციასთან ურთიერთობაში ვერ დაეხმარებოდა, რის შემდეგაც დაზარალებული წავიდა მისგან.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----------–---–მა განაცხადა, რომ ო-------------ე არის მისი მეგობარი, რომლის მფლობელობაში არსებული „BMW“-ს მარკის ავტომანქანაც არის მის (ი-----------–---–-ს) სახელზე რეგისტრირებული. ვინაიდან ო-------------ეს არ ჰქონდა ავტომანქანის შესაძენად სრული თანხა და ასევე კარგი საკრედიტო ისტორია, მას დაეხმარა ლომბარდიდან ავტომანქანის შეძენაში. რადგან სესხი გაკეთდა მის სახელზე, ამიტომ ავტომანქანაც გაფორმდა მასზე. ამდენად, ავტომანქანა როგორც შემძენსა და მფლობელს - ო-------------ეს ეკუთვნოდა, თუმცა გასხვისების უფლება მას (ი-----------–---–ს) გააჩნდა. მინდობილობა ო-------------ისათვის არ მიუცია. 2018 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ო-------------ე დაუკავშირდა და უთხრა, რომ აპირებდა მანქანის გაყიდვას და უახლოეს დღეებში მზადყოფნაში ყოფილიყო, რადგან ახალ შემძენზე ავტომანქანის გასაფორმებლად მისი გაყოლა დასჭირდებოდა. შემთხვევის ან მის წინა დღეს ო-------------ესთან კონტაქტი არ ჰქონია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამომძიებლებმა: გ--------------------------------–------------------------------------------–-–---–-----–----------–---–--------------------------------------------------------------–---–--------------------------------–---–-------------------------მ, აგრეთვე ექსპერტებმა: ვ----–---–-----------------------–-------- დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა------------მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ. თ---–--–------------- ქუჩის №---ში. 2018 წლის 24 სექტემბერს, იმყოფებოდა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და მიდიოდა მაღაზიისკენ, რა დროსაც გზაჯვარედინთან მოესმა გინების ხმა: „შენი ბარიგა დედა...“. მოწმის განმარტებით, მან მიიხედა და დაინახა მისთვის უცნობი სამი ბიჭი. ორი იდგა, მესამე კი იჯდა ძირს - ჩამუხლული იყო. მათ შორის შეხება არ დაუნახავს. გაჩერდა, თუმცა ვინაიდან იმ მომენტში სერიოზულ არაფერი ხდებოდა, განაგრძო გზა. ხსენებული ბიჭების ხელში არანაირი საგნები არ დაუნახავს. აღნიშნულ ტერიტორიაზე მანვე შენიშნა მაღაზიიდან მომავალი ქალბატონები, რომელთაც ხელში პარკები ეჭირათ. ამის შემდეგ წავიდა მაღაზიაში, უკან დაბრუნებისას კი იმავე ადგილზე, სადაც აღნიშნული პირები იყვნენ, არავინ დახვედრია. მოწმემ დაადასტურა ვიდეოჩანაწერში ასახული ინფორმაციის რეალობასთან შესაბამისობა. მოწმის განმარტებით, გარდა ზემოაღნიშნული გინებისა, შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს სხვა არაფერი შეუნიშნავს, გინებაც აღარ განმეორებულა და ამის გამო აღარ გაჩერდა იქ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ-–---------–---–მა განაცხადა, რომ არის ბ------------–---–ის მამა. თავისი შვილის დაკავების შემდეგ დაუკავშირდა ყოფილი თანამშრომელი - ლ--------–------, რომელიც ადრე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და უთხრა, რომ „ამ თემასთან დაკავშირებით“ მასთან მისული იყო ბ------------–---–ი, რომელმაც გაუგზავნა ვიდეოჩანაწერი. ლევანს სთხოვა, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი მისთვის გადაეგზავნა პროგრამა „ვაიბერით“, რომელიც წარუდგინა დაცვის მხარეს. ბ------------–---–ის მიერ ლევან გოცირიძისათვის ვიდეოს გადაგზავნის მიზეზი მისთვის ცნობილი არ არის.
ო-------------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ შემთხვევამდე გარკვეული პერიოდით ადრე, ერთ-ერთ კლუბში დაინახა პირი, რომელიც ყიდდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს. მოგვიანებით, როდესაც საკუთარი მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით ემსახურებოდა მგზავრებს, ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი ზემოთაღნიშნული პირი ჩაუჯდა ავტომანქანაში. მგზავრი აღმოჩნდა ირანელი, რომელმაც საუბრისას აღნიშნა, რომ მოეწონა მისი ავტომანქანა და საკუთარი ნომერი დაუტოვა იმ შემთხვევისთვის, თუკი გადაწყვეტდა მის გაყიდვას. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია მან მოუყვა ბავშვობის მეგობარს ბ------------–---–ს, რომელმაც სთხოვა ხსენებული პირის, როგორც დამნაშავის მხილებაში დახმარება. ამ მიზნით მათ გადაწყვიტეს აღნიშნული პირისთვის გადაეღოთ ვიდეო, რომელსაც მოგვიანებით მიუტანდნენ ბ------------–---–ის პოლიციელ მეგობარს. იგი (ო-------------ე) დაუკავშირდა და ბ------------–---–თან ერთად შეხვდა ა-----–-----------ს. გზაში ბ------------–---–მა ფარულად გადაიღო ვიდეო, სადაც უცხოელი გარკვევით საუბრობდა ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღებაზე. ამის შემდეგ ბ------------–---–მა მას (ო-------------ეს) ქართულად უთხრა, რომ უნდა წასულიყვნენ პოლიციაში, რა დროსაც ა-----–-----------მა დაიწყო ყვირილი და ითხოვდა ავტომანქანის გაჩერებას. მან გააჩერა ავტომობილი, უცხოელი გადავიდა ავტომანქანიდან, თუმცა ბ------------–---–მა ის ძალით დააბრუნა უკან. ამის შემდეგ განაგრძეს გზა, რა დროსაც ა-----–------------ არ ჩერდებოდა და ცდილობდა მანქანიდან გადახტომას, ა/მანქანაში დაუვარდა ბინადრობის მოწმობა. იძულებული გახდა კვლავ გაეჩერებინა ავტომანქანა, რა დროსაც ა-----–------------ ისევ გადავიდა ავტომობილიდან, მას თავადაც გადაყვნენ, რათა დაებრუნებინათ ავტომანქანაში. არც მას და არც ბ------------–---–ს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ხელში არ სჭერიათ. ა-----–------------ არ ემორჩილებოდათ და კატეგორიული წინააღმდეგი იყო მანქანაში დაბრუნების. სასამართლო სხდომაზე ო-------------ემ დაადასტურა, რომ ა-----–------------სთვის ვიდეოს გადაღება მათი მხრიდან იყო წინასწარ მოფიქრებული. ამ შემთხვევამდე ვინმეს მხილების მიზნით სამართალდამცავ ორგანეობთან არ უთანამშრომლია. ლ--------–------სთან არც შემთხვევამდე და არც შემდგომ, კომუნიკაცია არ ჰქონია. მისთვის უცნობია, ლ--------–------ს მიაწოდა თუ არა ბ------------–---–მა წინასწარ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აპირებდნენ ირანელი პირის მხილებას.
ბ------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ო-------------ე არის მისი ბავშვობის მეგობარი. შემთხვევის დღეს მას გაჰყვა ავტომანქანის გასაყიდად, რომლის მყიდველიც იყო ეროვნებით ირანელი. ო-------------ისგან მისთვის ცნობილი იყო, რომ ეს პირი ასაღებდა ნარკოტიკულ საშულებებს, რის გამოც შეხვედრის დროს ავტომანქანის შემძენთან - ა-----–-----------თან შეგნებულად დაიწყო საუბარი ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ, კერძოდ ეკითხებოდა ფასებს. რაც შეეხება ირანში არსებულ ნარკოპოლიტიკას, რაზეც უთითებდა ა-----–------------, საუბარი არ ჰქონიათ. ა-----–------------ს მხილების მიზნით, აღნიშნული საუბარი ჩაიწერა ტელეფონის მეშვეობით, რომელიც გადაუგზავნა მეგობარ ლ--------–------ს. ბ------------–---–მა დაადასტურა, რომ ა-----–------------სთვისაც ცნობილი გახდა ვიდეოს არსებობის შესახებ, რომელსაც აღნიშნული ინფორმაცია თავად მიაწოდა.
2018 წლის 24 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, გამოძიების პროცესში გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციის დაზუსტებისა და დადასტურების მიზნით, ა-----–-----------მა მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც გადაადგილებოდა ბრალდებულებთან ერთად და აღწერა შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები.
2018 წლის 24 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად, ა-----–------------სგან ამოიღეს მისი ტანსაცმელი: ჯინსის შარვალი, პიჯაკი და მაისური.
2018 წლის 25 სექტემბრის პირადი ჩხრეკის ოქმების თანახმად, ო-------------ისგან ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო ბ------------–---–ისგან - მობილური ტელეფონი.
2018 წლის 25 სექტემბრის ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ო-------------ის მფლობელობაში არსებული „BMW“ ფირმის ავტომანქანა (სახ. №P--------), რის შედეგადაც ამოღებულ იქნა ა-----–------------ს სახელზე გაცემული საქართველოს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, თეთრი ფერის ქაღალდში გახვეული მომწვანო-მოყავისფრო ფხვიერი მასა და სუნის ნიმუშები.
2018 წლის 25 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად, ო-------------ისგან ამოღებულ იქნა მის მფლობელობაში არსებული „BMW“ ფირმის ავტომანქანა (სახ. №P--------) და მისი გასაღები.
2018 წლის 25 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ა-----–-----------მა მის წინ წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ო-------------ე და განმარტა, რომ ამ უკანასკნელმა, რომელსაც იცნობდა სახელით ოთო, 2018 წლის 24 სექტემბერს, თანმხლებ პირთან ერთად ძალადობითა და მუქარით წაართვა ფულადი თანხა. ამომცნობმა ამოსაცნობი პირი ამოიცნო: ასაკით, აღნაგობით, ხორბლისფერი კანის ფერით, წვერით, ღია თაფლისფერი თვალებით, საშუალო ზომის წარბებით, ცხვირითა და ტუჩებით, აგრეთვე საერთო იერით.
2018 წლის 25 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ა-----–-----------მა მის წინ წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ბ------------–---–ი და განმარტა, რომ ამ უკანასკნელმა, 2018 წლის 24 სექტემბერს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დანის მუქარით გასტაცა ფულადი თანხა. ამომცნობმა ამოსაცნობი პირი ამოიცნო: ასაკით, აღნაგობით, სიმაღლით, სახის მოყვანილობით და საერთო იერით.
2018 წლის 16 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 24 სექტემბერს, ბრალდებულ ო-------------ის მფლობელობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრიდან განხორციელებულია არაერთი ზარი ა-----–------------ს მობილურ ტელეფონის ნომერზე, ხოლო ბ------------–---–ის ტელეფონის ნომრიდან, დაზარალებულის ტელეფონის ნომერზე შემავალი ან გამავალი ზარი არ ფიქსირდება.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სარეკლამო კომპანია შპს „ო-–-----------ან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერების თანახმად, მეორე ვიდეოჩანაწერის გახსნისას ჩანს ქ-------–--------------------------ის მიმდებარე ტერიტორია. 2018 წლის 24 სექტემბერს აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩერდება მოვერცხლისფრო „BMW“ ფირმის ავტომანქანა, რომლის წინა მარცხენა სავარძლიდან გადმოდის ახალგაზრდა მამაკაცი. იგი გადმოსვლისთანავე რაღაცას საქმიანობს, შემდეგ იხრება უკანა მარცხენა კარებისკენ. მალევე ავტომანქანის უკანა კარებიდან გადმოდის მეორე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ჩახუტებული გადმოჰყავს მესამე მამაკაცი. ეს უკანასკნელი ვარდება ძირს, მეორე მამაკაცი იხრება, ხელების მოძრაობით იჭერს და ცდილობს მის შებოჭვას. მალევე პირველი ახალგაზრდა მამაკაცი ჯდება ა/მანქანაში და „BMW“ ფირმის ავტომანქანა მოძრაობას იწყებს ქ. თბილისი, სომხეთის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც აღარ იმყოფება ვიდეოკამერის ხედვის არეში. ქ-------–--------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი, რომელსაც აცვია მუქი მოკლემკლავიანი ზედა, ახორციელებს ფიზიკურ ზემოქმედებას მეორეზე, კერძოდ, უკნიდან იჭერს მას, რომელიც თავის მხრივ ცდილობს გაქცევას, თუმცა ვერ ახერხებს და მოძრაობაში ისინი თავდაპირველი ადგილიდან ათიოდე მეტრის დაშორებით გადაადგილდებიან, რის შემდეგაც მამაკაცი გრძელმკლავიანი მაისურით წაიქცევა. ამ დროს მეორე მამაკაცი თავზე ადგას (სავარაუდოდ იჭერს ხელებით და ახორციელებს მასზე ძალადობას). მალევე ადგილზე მიდის მამაკაცი, რომელიც ავტომანქანით გავიდა ს--------------------ის მიმდებარე ტერიტორიიდან, თუმცა ამჯერად ბრუნდება ფეხით (ავტომანქანის გარეშე), მიდის მათთან და თავზე ადგას მამაკაცს, რომელიც წაქცეულია ძირს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ორივე მუქი მოკლემკლავიანი მაისურით თავზე ადგანან მესამეს, რომელიც წაქცეულია ძირს. ხელებისა და სხეულის მოძრაობიდან გამომდინარე ჩანს, რომ მას არ აძლევენ ფეხზე წამოდგომის შესაძლებლობას, რის შემდეგაც აღნიშნული ორი მამაკაციდან ერთ-ერთი სირბილით მიდის სომხეთის ქუჩის მიმართულებით, მალევე ს--------------------ის მიმდებარედ კვლავ მოდის იმავე „BMW“ ფირმის ავტომანქანა, რომელიც ჩერდება ძირს წაქცეულ მამაკაცთან. მალევე ორი მამაკაცი, რომელთაც აცვიათ მოკლემკლავიანი მაისური, სხდებიან ზემოაღნიშნულ ავტომანქანაში, რის შემდეგაც ავტომანქანა მიემართება ქ------–--------------- ქუჩის მიმართულებით. ვიდეოჩანაწერებში ზემოაღნიშნული მოვლენების მიმდინარეობისას ჩანს, რამდენიმე უცნობი მოქალაქის გავლის ფაქტი. მოქალაქეები მცირე ხნით ჩერდებიან და იყურებიან ახალგაზრდა მამაკაცებისკენ, თუმცა თავიდან ბოლომდე აღნიშნული ფაქტის შემსწრე არავინ ყოფილა.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ა-----–-----------ს პირადი შემოწმებისას მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. აღნიშნული დასკვნა მხარეთა მიერ მიჩნეული იქნა არასადავო მტკიცებულებად.
ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ა-----–------------ს პიჯაკზე, მარჯვენა კალთის ზედა მესამედში, საყელოს მიმდებარედ არსებულ მოთეთრო-მონაცრისფრო დანაშრევებზე, გარე ჯიბეებსა და მიმდებარე უბნებზე, შიდა ჯიბეებსა და მიმდებარე უბნებზე და მარცხენა სახელოზე მთლიანობადარღვეული უბნის ირგვლივ არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ო-----------ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ბ------------–---–ს, ხოლო ობ. №-----ს პროფილის მინორულ წილში ვლინდება ბ------------–---–ის გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო ო-------------ის გენეტიკური პროფილი არ ვლინდება. ობ. №4-ის პროფილის მინორული წილი, ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, იდენტიფიკაციისთვის არაიფორმატიულია. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ნ--------–-----მ.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ა-----–------------ს პიჯაკს აღენიშნება მექანიკური (შესაძლო ფიზიკური) ზემოქმედების შედეგად, რღვევით განვითარებული დაზიანება. მაისურს და შარვალს დაზიანება არ აღენიშნება. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ნ------------.
2018 წლის 26 დეკემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ადვოკატ ვ----–-------–-–---–ის მიერ დათვალიერდა ვ-–---------–---–ისგან მიწოდებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს ავტომანქანაში განვითარებულ სიტუაციას: ავტომანქანაში ისმის ორი პირის საუბარი, რომლებიც საუბარში იყენებენ ქართულ და ინგლისურ სიტყვებს, საუბარია ნარკოტიკული ნივთიერებების ფასებთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევაში ისმის ასევე მესამე პირის საუბარიც, ვიდეო ჩანაწერის ბოლოს ჩანს ერთი პირის თავი და სახე. ნივთმტკიცების გახსნა-დალუქვა მოხდა კანონით დადგენილი წესით.
2018 წლის 25 დეკემბრის ადვოკატ ვ----–-------–-–---–ის მიმართვის თანახმად, თარგმნელობითი მომსახურების გაწევის მიზნით ადვოკატმა მიმართა შპს „უნივერსალური ბიზნეს სერვისების“ თარჯიმანს, რომელმაც თარგმნა ერთცალ ლაზერულ დისკზე ჩაწერილი ვიდეოფაილში ასახული საუბარი. თარჯიმნის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ერთი მამაკაცი ეკითხება მეორეს - აქვს თუ არა ნარკოტიკული ნივთიერებები და ინტერესდება მათი ფასებით: „...ჰეროინი? - არაა; ჰაშიში გააქვს? კი; რა ღირს? - 1 გრამი 50 ლარი; მე მყავს ირანელი მეგობრები და მინდა კარგი ჰაშიში. - კი მაქვს; მე ყოველთვის ბევრს ვყიდულობ და ფასდაკლებას აკეთებ? - კი; დღეს 4 გრამი მინდა. - არაა პრობლემა; ფასი რა აქვს? - 1 გრამი 50 ლარი, 4 გრამი 200 ლარი; 150 ლარად არ გამოვა? - არაა...“
2018 წლის 26 დეკემბრის ვიდეოფაილების იდენტურობის შესახებ ოქმის თანახმად, ვ-–---------–---–ისგან მიწოდებული ვიდეოჩანაწერი და ლ--------–--------ან გამოთხოვილი ინფორმაცია არის ერთმანეთის იდენტური.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-82 მუხლის შესაბამისად, სასამართლო აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მსჯავრდებულების ო-------------ის და ბ------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
განსახილველ შემთხვევაში ო-------------ისა და ბ------------–---–ის ქმედების შეფასებისას პალატა უპირველესად ყურადღებას ამახვილებს თავად დაზარალებულ ა-----–------------ს მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე და ხაზს უსვამს იმ არაერთ შეუსაბამო გარემოებას, რომლებიც გამოვლინდა დაზარალებულის მიერ მიცემულ ჩვენებასა და საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს შორის. კერძოდ, დაზარალებულის ჩვენების უტყუარობა ეჭვის ქვეშ დადგა იმის გამო, რომ იგი ეწინააღმდეგება სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს, შემთხვევის ადგილიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებს და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალირების ოქმს. იმ პირობებში, როდესაც ა-----–-----------მა განაცხადა, რომ მსჯავრდებულებმა მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა და გაქცევის მცდელობისა, სცემდნენ, ჩაუმტვრიეს კბილი და იყო სისხლიანი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა-----–-----------ს სხეულზე არ აღენიშნება რაიმე სახის დაზიანება, ხოლო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მოწმობს, რომ მის ტანსაცმელზე არ ფიქსირდება სისხლის არანაირი კვალი. ამასთან, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით დასტურდება მსჯავრდებულებსა და დაზარალებულს შორის გარკვეული შემხებლობა, კერძოდ ისინი ბოჭავენ დაზარალებულს, მის წინააღმდეგ იყნებენ ფიზიკურ ძალას და არ აძლევენ გაქცევის საშუალებას, თუმცა უშუალოდ ის გარემოება, რომ ო-------------ე და ბ------------–---–ი სცემენ ა-----–-----------ს, ახორციელებენ მის მიმართ ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას და ართმევენ ფულს, როგორც ამას თავად დაზარალებული უთითებს, შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეომასალით არ დასტურდება.
ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულის პიჯაკზე, სხვადასხვა ადგილებზე აღმოჩენილი გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ბ------------–---–ს, ხოლო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულის პიჯაკს აღენიშნება რღვევის კვალი. აღნიშნული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ მსჯავრდებულებისა და დაზარალებულის ურთიერთშემხებლობას. ისინი სრულ შესაბამისობაშია გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერთანაც, რომლის თანახმად ო-------------ე და ბ------------–---–ი იჭერენ ა-----–-----------ს და არ აძლევენ გადაადგილების საშუალებას, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ მსჯავრდებულები ფიზიკური ძალადობის გზით დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ ფულად თანხას. პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ პიჯაკის შიდა ჯიბეებზე ბ------------–---–ის გენეტიკური პროფილის აღმოჩენა უპირობოდ მოწმობს მის მცდელობას - დაუფლებოდა დაზარალებულის საფულეს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ა-----–------------ განმარტავს, რომ მსჯავრდებულები თხოვდნენ მას, გადაეცა ფულადი თანხა, ხოლო ვინაიდან აღარ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა, ამოიღო ლარის და დოლარის კუპიურები, რაც თან ჰქონდა და თავად გადასცა თავდამსხმელებს. აღსანიშნავია, რომ არც მსჯავრდებულების მიერ ფულადი თანხის წართმევის და არც დაზარალებულის მხრიდან მსჯავრდებულებისათვის მისი მიწოდების ფაქტებს, ვიდეოჩანაწერი არ ასახავს, რომელიც სრულად აფიქსირებს შემთხვევის ადგილზე ო-------------ის, ბ------------–---–ის და ა-----–------------ს მისვლისა და მსჯავრდებულების მიერ ადგილის დატოვების დეტალებს. შესაბამისად, დაზარალებულის ჩვენება ამ ნაწილში გამყარებული არ არის სხვა უტყუარი მტკიცებულებით.
ბუნებრივია, პალატა ვერ მოახდენს დაზარალებულ ა-----–------------ს დისკრედიტაციას ნარკოტიკულ საშუალებებთან მისი შესაძლო შემხებლობის კუთხით, თუმცა წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერიდან გამომდინარე, ყურადღებას მიაქცევს მისი ჩვენების სარწმუნოობას. დაზარალებულმა განმარტა, რომ ავტომობილში საუბარი იყო ირანში არსებულ ნარკოპოლიტიკაზე, ხოლო ნარკოტიკების ფასებთან დაკავშირებული საუბარი ეხებოდა მის მეგობარს და არ უთქვამს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება თავად ჰქონდა. დაზარალებულის აღნიშნული ინფორმაცია სრულ წინააღმდეგობაშია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერთან და მის თარგმანთან, სადაც დაზარალებულსა და ბ------------–---–ს შორის მიმდინარე საუბრისას, ეს უკანასკნელი ეკითხება ა-----–-----------ს - აქვს თუ არა კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებები, რაზეც დაზარალებული პასუხობს, რომ აქვს და ასევე უთანხმდება ფასზე; იგი უკონკრეტებს კიდეც, თუ რა ფასად შეუძლია მიყიდოს მის მიერ მოთხოვნილი ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართოს დასკვნას, რომლის თანახმადაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა ერთ-ერთმა ძირითადმა მტკიცებულებამ - დაზარალებულის ჩვენებამ, მაღალი სტანდარტით ვერ დააკმაყოფილა სანდოობის კრიტერიუმი, რაც აკნინებს მის მტკიცებით ძალას.
რაც შეეხება მოწმეების ჩ-------------ის და ლუსინე შახბაზიანის ჩვენებებს, პალატა ამ შემთხვევაშიც ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მათ შეფასებაში, ვინაიდან ისინი არ არიან ფაქტის შემსწრე პირები, მათთვის უცნობია - რეალურად განხორციელდა თუ არა, ანდა რა ვითარებაში განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედება და სასამართლოს ინფორმაციას აწვდიან მხოლოდ დაზარალებულ ა-----–------------ს მონათხრობიდან, რის გამოც მათი ჩვენებები საფუძვლად ვერ დაედება ო-------------ის და ბ------------–---–ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს. მართალია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1-----8 გადაწყვეტილებით სრულად არ გამორიცხა ირიბი მტკიცებულებების გამოყენება პირთა ბრალეულობის დასადასტურებლად, თუმცა მან არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. შესაბამისად, მოწმის ჩვენება, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, შეიძლება შეფასდეს მხოლოდ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და ძირითად საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. კანონის კატეგორიული მოთხოვნის თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში კი ო-------------ის და ბ------------–---–ის ბრალეულობის დასადასტურებლად, პირდაპირი მტკიცებულებების სახით წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ ა-----–------------ს დამაჯერებლობას მოკლებული, უტყუარ მტკიცებულებებთან წინააღმდეგობაში მყოფი ჩვენება; ასევე, ამოცნობისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებში მითითებული ინფორმაცია, რომლის ერთადერთი წყაროც კვლავ დაზარალებულია. ამდენად, მხოლოდ მსგავსი სახის მტკიცებულებებიდან შექმნილი ეჭვი ო-------------ის და ბესიკ მექვბიშვილის მიერ ყაჩაღობის ჩადენასთან დაკავშირებით, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება და იგი უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულების სასარგებლოდ.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს ბრალდების მხარის აპელირებაზე მოწმე ი-----------–---–ის ჩვენებასთან დაკავშირებითაც, რომლის მინდობილობის ან უშუალო დასწრების გარეშეც მსჯავრდებული ო-------------ე ვერ გაასხვისებდა თავის მფლობელობაში არსებულ ავტომანქანას. ბრალდების მხარის შეფასებით, ის გარემოება, რომ ი-----------–---–ი არ იყო ინფორმირებული ავტომანქანის გასხვისების თაობაზე, მიუთითებს მსჯავრდებულების განზრახვაზე, რომ მათი მიზანი იყო ა-----–------------ს დაყაჩაღება და საერთოდ არ აპირებდნენ ავტომანქანის გაყიდვას. პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის ამგვარი მსჯელობა ეფუძნება მხოლოდ ვარაუდებს და ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან არც დაცვის მხარე უარყოფს იმ ფაქტს, რომ ო-------------ეს ავტომობილის გაყიდვა მართლაც არ უნდოდა. როგორც მსჯავრდებულები განმარტავენ, მათი მიზანი იყო ნარკოდანაშაულში მხილების მიზნით ა-----–------------სათვის ვიდეოს გადაღება და ამ მიზნით შეხვდნენ მას. რაც შეეხება ბრალდების მხარის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ო-------------ეს და ბ------------–---–ს სურდათ ყაჩაღობის ჩადენა, რაც განახორციელეს კიდეც, გაზიარებული ვერ იქნება, რადგან აღნიშნული, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, დადასტურებული ვერ იქნა სხვა პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებით.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის საფუძველზე, მათივე მონაწილეობით გამოკვლეული და გამოკველვის გარეშე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ო-------------ის და ბ------------–---–ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს და განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არაერთი საეჭვო და ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოება, ბრალდების მხარემ კი მოპოვებული და სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით, ვერ უზრუნველყო აღნიშნული ეჭვების გაბათილება და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სასამართლოს დარწმუნება, რომ ო-------------ემ და ბ------------–---–მა ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით. პალატა აქვე ყურადღებას შეაჩერებს ბრალდების მხარის აპელირებაზე, რომლის მიხედვითაც არგუმენტაციას მოკლებულია მსჯავრდებულების განმარტება, თითქოს მათი მიზანი იყო ა-----–------------ს პოლიციის განყოფილებაში წარდგენა. პალატა ამ ნაწილში იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, თუმცა განმარტავს, რომ სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა ო-------------ის და ბ------------–---–ის დამნაშავედ ცნობის საფუძველი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მასში განვითარებულ მსჯელობას, რომ მსჯავრდებულები მოქმედებდნენ მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების ფარგლებში, კერძოდ, სურდათ დამნაშავის შეპყრობა და სამართალდამცავებთან წარდგენა, რის გამოც არ უნდა დაეკისროთ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, პალატა ვერ დაეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ხელისუფლების ორგანოში წარსადგენად შეიპყრობს დამნაშავეს საამისოდ აუცილებელი ზომის გადაუცილებლად. აღსანიშნავია, რომ ობიექტური ნიშნით, დამნაშავის შეპყრობა ხდება დანაშაულის ჩადენისას, ჩადენისთანავე, ან შეიძლება დანაშაული ჩადენის შემდეგაც, თუ დამნაშავე დაიმალა და მოგვიანებით იგი შემთხვევით შეხვდა შემპყრობ პირს. მოცემულ შემთხვევაში კი დაზარალებულ ა-----–------------ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას; ის გარემოება, რომ ვიდეოჩანაწერში იგი ადასტურებს გარკვეული ნარკოტიკული საშუალების ქონას, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მას ნამდვილად აქვს აღნიშნული ნივთიერება და აუცილებლად მიყიდდა მსჯავრდებულებს ან სხვა პირს (მით უფრო მაშინ, როდესაც შემდგომში ამ კუთხით ჩატარდა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები და დაზარალებულს ნარკოტიკული ნივთიერებების ქონის ფაქტი არ დაუდგინდა). თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუკი ო-------------ის და ბ------------–---–ის წარმოდგენით, ა-----–------------ დამნაშავე პირი იყო, მათი შემდგომი ქცევა და ქმედებები ცალსახად გამორიცხავენ პოლიციაში წარდგენის მიზნით ა-----–------------ს შეპყრობას; ანუ სახეზე არ გვაქვს მსჯავრდებულების მხრიდან დამნაშავის შეპყრობის სუბიექტური კრიტერიუმიც - მისი სამართალდამცავ ორგანოში წარდგენის მიზანი. როგორც მსჯავრდებულებმა ო-------------ემ და ბ------------–---–მა განაცხადეს, მექვაბიშვილს სურდა ა-----–------------სათვის ვიდეოს გადაღება მისი ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღებაში მხილების მიზნით და ამ ვიდეოს გადაგზავნა მექვაბიშვილის მეგობართან - ლ--------–------სთან. მათი განმარტებით, ისინი სწორედ ვიდეოს გადაღების მიზნით შეხვდნენ ა-----–-----------ს და არცერთ მათგანს არ განუცხადებია, რომ სურვილი ჰქონდათ შეხვედრის დროს შესაბამისი მტკიცებულების მოპოვების შემდეგ, შეეპყროთ დაზარალებული და წარედგინათ პოლიციაში. დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოს წინაშე კატეგორიულად უთითებს, რომ მსჯავრდებულებს ა-----–------------ს შეპყრობის და პოლიციაში წარდგენის მიზანი ამოძრავებდათ, თუმცა მათ ა-----–-----------თან ერთად ავტომანქანით გაიარეს საკმაოდ დიდი მანძილი და იმის მაგივრად, რომ იგი ვიდეომასალის მოპოვების შემდეგ მიეყვანათ ნებისმიერ შემხვედრ პოლიციის განყოფილებაში, წაიყვანეს სასაფლაოების მიმართულებით, სადაც პოლიციის შენობა საერთოდ არ არის; ასევე, როდესაც მათ ა-----–------------ უწევდა წინააღმდეგობას, არ მიუმართავთ შესაბამისი ორგანოებისათვის დახმარების სათხოვნელად, რისი საშუალებაც ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ნამდვილად ჰქონდათ; იგი დატოვეს შემთხვევის ადგილზე და იქიდან წამოსვლის შემდეგაც არ დაკავშირებიან სამართალდამცავებს, რათა ეცნობებინათ დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის ადგილსამყოფელი. მათ მხოლოდ შემთხვევის შემდეგ გადაუგზავნეს მოპოვებული ვიდეოჩანაწერი მეგობარ პოლიციის თანამშრომელს. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ გვაქვს პირის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედება და არც მისი სამართალდამცავ ორგანოში წარდგენის მიზანი, გამორიცხულია მსჯავრდებულთა ქმედებაში ადგილი ჰქონდეს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებას - დამნაშავის შეპყრობას. შემდგომში დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში პირის მხილების მიზანი კი, რათქმა უნდა, არავის აძლევს უფლებას, რომ ამ პირს შეუზღუდოს თავისუფალი გადაადგილების საშუალება და აიძულოს - განახორციელოს მისი სურვილის საწინააღმდეგო ქმედება, რასაც ადგილი ჰქონდა ო-------------ის და ბ------------–---–ის მხრიდან ა-----–-----------თან მიმართებაში.
საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ შემთხვევის ადგილზე მსჯავრდებულები ახორციელებენ ფიზიკურ ზემოქმედებას დაზარალებულზე, კერძოდ, ერთ-ერთი მსჯავრდებული ბოჭავს მას, უკნიდან იჭერს და არ აძლევს გაქცევის საშუალებას, ხოლო შემდეგ, როდესაც დაზარალებული ძირს ეცემა, მსჯავრდებულები ადგანან თავზე და ხელებისა და სხეულის მოძრაობიდან გამომდინარე ჩანს, რომ მას არ აძლევენ ფეხზე წამოდგომის შესაძლებლობას. ასევე, მსჯავრდებულების ფიზიკური შემხებლობა და ურთიერთჭიდილი დაზარალებულთან დადასტურდა ბიოლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და აღნიშნულს მოწმობს ის გარემოებაც, რომ დაზარალებულის დროებითი მაიდენტიფიცირებელი მოწმობა აღმოჩნდა ო-------------ის ავტომანქანაში. პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოვლენილი არ არის მსჯავრდებულების მხრიდან ა-----–------------ს მიმართ იძულების განხორციელების მიზანი, ვინაიდან ამ შემთხვევაში, მიზანს ქმედების კვალიფიკაციისათვის აქვს მნიშვნელობა და იძულების მიზანია სხვა პირს ჩაადენინონ რაიმე ქმედება, ან საკუთარ თავზე განაცდევინონ მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, რასაც ადგილი ჰქონდა ა-----–-----------თან მიმართებაში, მას ბოჭავდნენ, არ აძლევდნენ ადგომის და შემთხვევის ადგილის დატოვების საშუალებას. დანაშაულის მოტივი კი შეიძლება იყოს სხვადასხვა და მას ქმედების კვალიფიკაციისას არ აქვს მნიშვნელობა.
ამდენად, სასამართლომ შეაფასა რა საქმეზე წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება ცალკ-ცალკე, ასევე მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლის მიერ დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და იძლევიან დასკვნის საფუძველს, რომ ო-------------ემ და ბ------------–---–მა ჩაიდინეს იძულება, ესე იგი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მის ფიზიკურ იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. შესაბამისად, მათ პასუხი უნდა აგონ აღნიშნული კვალიფიკაციით.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით არის ზედმეტად მკაცრი, არ შეესაბამება მსჯავრდებულების პიროვნებასა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რის გამოც ცვლილება უნდა შევიდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის მიმართ ზედმეტად მკაცრი და დისპროპორციული სასჯელის გამოყენება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არის შეფასებადი, კერძოდ - „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე, 25-ე და 26-ე პუნქტები).
პალატა ყურადრებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის №54აპ-16 განაჩენზეც, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: „... საკასაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.“
მოცემულ შემთხვევაში, პალატა ითვალისწინებს ზემოთ ჩამოთვლილ შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მსჯავრდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და ხასიათს, რომელიც არ იყო მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს, რაც არ გამოიხატა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ზიანში; ასევე პალატა მხედველობაში იღებს მსჯავრდებულების პიროვნებას, მათ ინდივიდუალურ და ოჯახურ მდგომარეობას, მათ შორის იმ გარემოებას, რომ ბ------------–---–ს ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები და ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე ო-------------ის და ბ------------–---–ის რესოციალიზაციის, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მათ მიმართ არ გამოვლენილა რაიმე სახის დამამძიმებელი გარემოება, მიზანშეწონილად მიიჩნევს, თითოეულის მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირებას 2 თვის ვადით. საბოლოოდ, მსჯავრდებულებისათვის განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 2 (ორი) თვის ვადით, იქნება სამართლიანი და ადეკვატური, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავეთა რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის საპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–----------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულების ო-------------ის და ბ------------–---–ის, ასევე მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენში;
ო-------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
ო-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით.
ო-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 25 სექტემბრიდან.
ბ------------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
ბ------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით.
ბ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 25 სექტემბრიდან.
მსჯავრდებულების ო-------------ის და ბ------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- ა-----–------------ს ტანისამოსი, ა-----–------------ს სახელზე გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, ო-------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ბ------------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, ო-------------ისგან ამოღებული ა/მანქანა და ა/მანქანის გასაღები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან/და მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
- თეთრ ქაღალდში გახვეული მომწვანო-მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერება, სუნის ნიმუშები, ნერწყვის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;
- ელექტრონული დისკები, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე