განაჩენი

სისხლის სამართლის 23.10.2019
საქმის ნომერი
010100119003052769
ინსტანცია
თარიღი
23.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100119003052769

საქმე №1/ბ-663-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

გა--ხილა სისხლის სამართლის საქმე რ-------- ვ---------ს ძე კ-------ის მიმართ, დაბადებული 1---------წ. პასპორტის N0-------, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ქ. ბათუმი,ზ----------–--ის ქ. N94, ბინა N16;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ-------- კ-------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 19 მაისს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, ზ---------–--ის ქუჩა N94, ბინა N16-ში რ-------- კ-------მა ხელის დარტყმით ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ოჯახის წევრის - რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ზ---–---- კ-------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა გა--ცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენით რ-------- კ-------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სააპელაციო საჩივრის არსი :

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა-- ბ------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი რ-------- კ-------ის მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით განესაზღვროს მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება მის მიერ სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან. ოჯახური დანაშაული, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით, ასეთ დროს სახეზეა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც აღწერს მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტს. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაზიანებები, რომელიც აღენიშნებოდა ზ---–---- კ-------ს განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანების მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

გამართლებულს გ. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ-------- კ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზარალებულმა ზ---–---- კ-------მა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის, მეუღლის (რ. კ-------ის) წინააღმდეგ.

მოწმეებმა: დ--- შ-----ემ და მ------ ბ------ემ განმარტეს, რომ 2019 წლის 19 მაისს იმყოფებოდნენ პოლიციის პირველ განყოფილებაში, ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას; შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ სამედიცინო დაწესებულებაში გამომძიებელთან ჯ------– ნ----ესთან ერთად; საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში იწვა ქალბატონი ზ---–---- კ-------ი, რომელიც არ ფლობდა სამართალწარმოების ენას და გამომძიებელს თან ახლდა რუსული ენის თარჯიმა--; თარჯიმნის საუბარი მისთვის ამ ენაზე გასაგები იყო და რაიმე ფორმით მას შენიშვნა არ გამოუთქვამს; ქალბატონი მიუთითებდა მეუღლის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე; რის შემდეგაც მათ მოახდინეს რ-------- კ-------ის დაკავება, ის იმყოფებოდა ზ---–---- კ-------ის მიერ მითითებულ მისამართზე, ბათუმი, გორგილაძის ქ. N94 ბინა N16-ში; მას დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია; გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი;

 

მოწმის სახით დაკითხვისას ჯ------– ნ----ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ავთენტურობა და კანონიერება, განმარტა, რომ ის აწარმოებდა ძირითადად გამოძიებას მოცემულ საქმეზე; შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა მედცენტრში, ზ---–---- კ-------ი არ ფლობდა სამართალწარმოების ენას და რუსული ენის თარჯიმნის მეშვეობით გაესაუბრა მას ექიმის ნებართვის შემდეგ; ზ---–---- კ-------მა განაცხადა, რომ მეუღლემ რ-------- კ-------მა მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, მისივე მითითებით გავიდნენ ბათუმში გორგილაძის ქუჩა N94-ში და დააკავეს საცხოვრებელ ბინაში რ-------- კ-------ი; ზ---–---- კ-------ს შენიშვნა თარჯიმნის მიმართ არ გამოუთქვამს, მისი საუბარი მისთვის იყო გასაგები; თავად მან განუცხადა, რომ ფლობდა რუსულ ენას;

 

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს N--------- დასკვნით დადგენილია, რომ ზ---–---- კ-------ი მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას შპს მედცენტრში 2019 წლის 19 მაისიდან. აღენიშნებოდა მარცხენამხრივი ტრამვული ჰემოპნევმოთორაქსი, მარცხენა ფილტვის დაზიანება. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/ საგნების/ ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოხლისათვის სახიფათო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ლ---- ფ----------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, დამატებით განმარტა, რომ ზოგადად დაზიანება არის ნამდვილად სიცოცხლისთვის სახიფათო და დაზიანება სავარაუდოა მიყენებული იქნეს მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ასევე არ გამორიცხავს ის იყო გამოწვეული სხვა მიზეზითაც;

 

გარდა აღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილია ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები, რომლებიც დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია, კერძოდ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათითა და შეტყობინებით, დადგენილია, რომ 2019 წლის 19 მაისს ქ.ბათუმში ზ---------–--ის ქუჩა N94 დან ბათუმის ონკოლოგიურ ცენტრში მიყვანილია მოქალაქე ზ---–---- კ-------ი, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ რ-------- კ-------ი დაკავებულია 2019 წლის 20 მაისს 02:30 სათზე, ქ. ბათუმში, ზ----------–--ის ქ.N94, ბინა N16-ში დაკავებულს ვიზუალური დათვალიერებით სხეულზე რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა;

 

2019 წლის 20 მაისის N015730 შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 მაისს საღამოს საათებში ქ. ბათუმში, ზ----------–--ის ქუჩა N94,ბ.N16-ში რ-------- კ-------მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა თავის მეუღლე ზ---–---- კ-------ს.

 

ქორწინების მოწმობით დადგენილია, რ-------- ვ---------ს ძე კ------- და ზ---–---- ჯალალადინის ასული სალიხოვა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2006 წლის 05 ნოემბრიდან.

 

გამართლებულმა რ-------- კ-------მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, რ-------- კ-------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია რ-------- კ-------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის თაობაზე.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2019 წლის 19 მაისს რ--------ი კ-------მა იძალადა მეუღლეზე - ზ---–---- კ-------ზე. მოწმე პოლიციელთა ჩვენებები წარმოადგენს ირიბს ჩვენებებს, ისინი ფაქტის თვითმხილველელები არ არიან, რის გამოც აღნიშნული მტკიცებულებები გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული დასკვნის მიხედვით დაზარალებულ ზ---–---- კ-------ის სხეულზე დადგენილი დაზიანების ხარისხი აშკარად წინააღმდეგობაში მოდის პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახულ დაიზანებასთან, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული მტკიცებულება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

 

ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით რ-------- კ-------ის ბრალდების დადასტურება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ-------- კ-------ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-- ბ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი რ-------- კ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

რ-------- კ-------ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

რ-------- კ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია; გირაოს შემტანს ბ----- ბ-----ეს (პ/ნ 6----------) დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკში’’ გირაოს სახით შეტა--ლი თანხა 5000 (ხუთი ათას) ლარის ოდენობით (დოკუმენტი N-------- თარიღი 21.05.2019წ.), განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

 

გამართლებულ რ-------- კ-------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე