განაჩენი

სისხლის სამართლის 24.10.2019
საქმის ნომერი
020100119002969662
ინსტანცია
თარიღი
24.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100119002969662

საქმე №1/ბ-666-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

11 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ლერი თედორაძე

 

ბრალდების მხარე: ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა-----------

 

გამართლებული: გ-----------–----ა, დაბადებული 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ზ----------------------------–--–--–ი, მცხოვრები მისამართზე: ქ----------------–------------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი; საქართველოს სსკ-ის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აღწერილობითი ნაწილი

ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ-----------–----ამ ჩაიდინა:

- ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ-----------–------–-------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ-----------–----ამ მეუღლე ზ----------ეს, მათი არასრულწლოვანი შვილის - გ-------–----–-----ს თანდასწრებით, მარჯვენა ფეხი ერთხელ ძლიერ ჩაარტყა მარჯვენა მუხლზე, შემდეგ კი მოუჭირა მარჯვენა ხელის მაჯაზე. გ-----------–----ას მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად ზ----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ-----------–----ა და ზ----------ე 2014 წლის 31 იანვრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2019 წლის 10 აპრილს, დაახლოებთ 13:25 საათზე, ზუგდიდში, მ--–-------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ-----------–----ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლე ზ----------ეს და პირს, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას - მ----------------იას. გ-----------–----ას მიერ განხორციელებული მუქარა ზ----------ემ და მ----------------იამ აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ზემოაღნიშნულის გამო, გ-----------–----ას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 აგვისტოს განაჩენით: ბრალდებული გ-----------–----ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

 

გ-----------–----ას მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში;

 

გამართლებულ გ-----------–----ას განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-----------მ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, გ-----------–----ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლით: მიუხედავად საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულების პოზიციისა, სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ გ-----------–----ამ ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული.

 

დაცვის მახარეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს გ-----------–----ას უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ-----------–----ას მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ-----------–----ა წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის სუბიექტს. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიციისთვის აუცილებელია, რომ ქმედება განხორციელდეს ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება როგორც მეუღლე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა, მსჯავრდებულის მეუღლე ზ----------ემ, გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ლ---–-------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულს სამუშაოდ სხვაგან უნდოდა წასვლა და ზ----------ე არ უშვებდა, ეუბნებოდა, ზუგდიდში იმუშავეო. ამაზე იყო მათ შორის სიტყვიერი კამათი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ნ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 აპრილს 112-დან შევიდა შეტყობინება, მ----------------ია ითხოვდა დახმარებას. გამოცხადდა მისამართზე, დაზარალებულები ამბობდნენ, რომ ბრალდებულმა წიხლი დაარტყა ზ----------ეს და მოკვლით დაემუქრა ორივე დაზარალებულს. დაზარალებულები აღელვებულები იყვნენ. ზ----------ე ითხოვდა ბრალდებულის მოშორებას, ამბობდა, ხელზე მომიჭირაო. მეზობლები ამბობდნენ, რომ ჩხუბი იყო წინა დღეებშიც.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე მ----------------იას ჩვენებით დასტურდება, რომ სატირალში ხალხისგან გაიგო, ბრალდებულმა და ზ----------ემ იჩხუბესო. მისი გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნების შემდეგ მას გაუჭირდა მისი დადასტურება ან უარყოფა და მხოლოდ გარკვეული დროის გასვლისა და რამდენიმე მცდელობის შემდეგ მან განაცხადა, რომ აღელვებული იყო, როცა ეს ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, ალბათ სწორად მიიჩნევდა ამას, როცა ამბობდა, ზუსტად არ იცის, რადგან მას შემდეგ თავს გადახდა უსიამოვნო მოვლენები, ასაკოვანია და თვეების წინანდელი კი არა, დღეების წინანდელი ამბავი არ ახსოვს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე გ-----------ის ჩვენების თანახმად, გამოკითხა დაზარალებულები, ბრალდებული. ზ----------ემ უთხრა, რომ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ბრალდებულმა წიხლი ჩაარტყა და მოუჭირა ხელზე, დაემუქრა მოკვლით, რის გამოც გაუჩნდა შიში. მ----------------იამაც დაადასტურა აღნიშნული.

 

იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოკითხული მოწმეები (ლ---–-------------, ნ----------ე, გ-----------ი, მ----------------ია) არ წარმოადგენდნენ ფაქტის უშუალო შემსწრე (თვითმხილველ) პირებს, შესაბამისად, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდებოდა პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, მუქარად ითვლება: „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. მაშასადამე, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ამასთან დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა, მსჯავრდებულის მეუღლე ზ----------ემ, გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

მოწმე ლ---–-------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულს სამუშაოდ უნდოდა სხვაგან წასვლა და ზ----------ე არ უშვებდა, ეუბნებოდა, ზუგდიდში იმუშავეო და ამაზე იყო სიტყვიერი კამათი მათ შორის.

 

მოწმე ნ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 112-დან შევიდა შეტყობინება, მ----------------ია ითხოვდა დახმარებას. გამოცხადდა მისამართზე. დაზარალებულები ამბობდნენ, რომ ბრალდებულმა ზ----------ეს წიხლი დაარტყა და მოკვლით დაემუქრა ორივე დაზარალებულს. დაზარალებულები აღელვებულები იყვნენ. ზ----------ე ითხოვდა ბრალდებულის მოშორებას მისგან. მეზობლები ამბობდნენ, რომ ჩხუბი იყო წინა დღეებშიც.

 

იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოკითხული მოწმეები (ლ---–-------------, ნ----------ე) არ წარმოადგენდნენ ფაქტის უშუალო შემსწრე (თვითმხილველ) პირებს, შესაბამისად, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდებოდა პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები.

 

მოწმე მ----------------იას ჩვენებით დასტურდება, რომ სატირალში ხალხისგან გაიგო, ბრალდებულმა და ზ----------ემ იჩხუბესო. გამოქვეყნდა მის მიერ გამომძიებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რისი დადასტურებაც მას გაუჭირდა, რაც ახსნა იმით, რომ ასაკოვანია, ბოლო ხანებში უსიამოვნო მოვლენები გადახდა თავს, რის გამოც მეხსიერება გაუუარესდა. გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2019 წლის 10 აპრილს გ-----------–----ამ დაზარალებულებს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, უბრძანა, რომ მისთვის სასწრაფოდ სიგარეტი მოეტანათ. ბრალდებული აგრესიული ხდებოდა, რის გამოც უთხარა, რომ პოლიციას გამოიძახებდა. აღნიშნულზე იგი გაბრაზდა, დაზარალებულებს შეაგინა დედის მისამართით, უთხრა, პოლიციის არ მეშინიაო, ზ----------ეს დაემუქრა, თუ დარეკავ პოლიციაში, ყელს გამოგჭრიო, ეს სახლი ჩემი საკუთრებაა და თუ მინდა, ყველას გაგყრით სახლიდანო. ბრალდებული მოკვლით ემუქრებოდა ზ----------ეს, მე თუ დამიჭერს პოლიცია და ციხიდან გამოვალ, შენს ცხოვრებას აზრი მაინც არ ექნება, მოგკლავ, კისერს გამოგჭრითო. გ-----------–----ას მხრიდან მოკვლის შესახებ მუქარა რეალურად მიიჩნია. მისი მხრიდან მოკვლის მუქარას აქვს სისტემატური ხასიათი.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, გ-----------–----ას ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია მხოლოდ მოწმეთა ირიბი ჩვენებები და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დაზარალებულ მ----------------იას გამოკითხვის ოქმი, რომლის სისწორის დადასტურება მოწმეს გაუჭირდა მეხსიერების პრობლემების გამო, რომლის გაზიარების შემთხვევაშიც კი, ის იქნებოდა ერთადერთი პირდაპირი ჩვენება გ-----------–----ას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნული მტკიცებულების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულის მიმართ მუქარის ნაწილში წარდგენილ ბრალდებას.

 

მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.

 

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სწორად არ იქნა მიჩნეული უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულიყო, გ-----------–----ას ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებებში. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგენდა, რომ გ-----------–----ამ ჩაიდინა, 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რადგანაც, მხარეთა მიერ შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება მხოლოდ ეჭვს ემყარება და ეს ეჭვი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით წარდგენილი პირდაპირი მტკიცებულებებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ, გ-----------–----ას მიმართ, 2019 წლის 16 აგვისტოს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-----------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 აგვისტოს განაჩენი, გ-----------–----ას მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

3.გ-----------–----ა ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

4.გამართლებულ გ-----------–----ას განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

5.გ-----------–----ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატომრობა -გაუქმებულია.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლ.თედორაძე/