განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.10.2019
საქმის ნომერი
330210018002663289
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
25.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002663289

N2ბ/4828-2019

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ს----------–--- სახელით

 

18 ივლისი, 2019 წელი ქალაქ თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ქირია

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი (მოპასუხე) - შ------- ხი-----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს ,,ს----------–--- ბ----’’

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2019 წლის 03 მაისის განჩინება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება.

 

2. გასაჩივრებული სასამართლო აქტების დასკვნებზე მითითება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სს ,,ს----------–--- ბ----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. გამოთხოვილ იქნა შ------- ხი-----–---–ის უკანონო მფლობელობიდან სს ,,ს----------–--- ბ----ს“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, თბილისი, ზ---- ფ------------–-ც-–-–---–-ს №1--, სართული 3, ბინა №- (მ–-------ე), ს/კ 0------------------------- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა სს ,,ს----------–--- ბანკს“. ამავე გადაწყვეტილებით, სს ,,ს----------–--- ბანკს“ უარი ეთქვა მოსარჩელეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 5 ოქტომბერს სარჩელით მიმართა სს ,,ს----------–--- ბ----ს“ წარმომადგენელმა მოპასუხე შ------- ხი-----–---–ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შ------- ხი-----–---–ის უკანონო მფლობელობიდან სს ,,ს----------–--- ბ----ს“ კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე, თბილისი, ზ---- ფ------------–-ც-–-–---–-ს №1--, სართული 3, ბინა №- (მ–-------ე), ს/კ 0------------------------- გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში სს ,,ს----------–--- ბ----სათვის“ გადაცემა.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხე შ------- ხი-----–---–ი უკანონოდ ფლობს მოსარჩელის კუთვნილი ბინას და მესაკუთრე ვერ სარგებლობს საკუთარი ქონებით, შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას და ხელშეშლის აღკვეთას.

 

2018 წლის 18 დეკემბერს მოპასუხე შ------- ხი-----–---–მა წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.

 

2019 წლის 7 მარტს სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოსარჩელის წარმომადგენლმა გოგიტა შიოშვილმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო და სარჩელის დაკმაყოფილება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ სს ,,ს----------–--- ბ----ს“ სარჩელზე მოპასუხე შ------- ხი-----–---–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, სასამართლო სხდომა გაიმართა 2019 წლის 28 თებერვალს, რომელსაც ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი ბ--- ვერიჟენკო. საქმის განხილვა გადიდო მხარეთა მორიგების მიზნით და მომდევნო სხდომა დაინიშნა 2019 წლის 7 მარტს, აღნიშნულის შესახებ კი მოპასუხე მხარის წარმომადგენელი გაფრთხილებული იქნა სათანადო ხელწერილით 28 თებერვლის სხდომის დასრულებისთანავე. ამავე ხელწერილით მხარეებს განემარტათ სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კანონით გათვალისწინებული შედეგები.

 

2019 წლის 7 მარტს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ აცნობა სასამართლოს.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა სადავო ქონების მესაკუთრეს. საქმეში წარმოდგენილი იყო 2017 წლის 29 მაისს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ზ---- ფ------------–-ც-–-–---–-ს №1--, სართული 3, ბინა №- (მ–-------ე), ს/კ 0-------------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო სს ,,ს----------–--- ბ----ს“ სახელზე. ამასთან მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხე შ------- ხი-----–---–ი უკანონოდ ფლობდა მოსარჩელის კუთვნილი ბინას და მესაკუთრე ვერ სარგებლობდა საკუთარი ქონებით.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--- კონსტიტუციის მე-19 მუხლით, ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 170-ე , 172-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ამასთან, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეს შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, დაუსაბუთებლობის გამო.

 

2019 წლის 5 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას საჩივრით მომართა შ------- ხი-----–---–ის წარმომადგენელმა და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

 

საჩივრის ავტორთა განმარტებით, რომ შ------- ხი-----–---–ი 2019 წლის 7 მარტს იყო ავად და გადიოდა კონსულტაციებს ექიმთან, ესაჭიროებოდა მკურნალობა ოპერაციის მოსამზადებელ სტადიაზე, ხოლო 16 მარტს მოათავსეს სტაციონარში და გაუკეთეს რთული ოპერაცია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 მაისის განჩინებით შ------- ხი-----–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ მიუთითა ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლზე, 233-ე მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტა, რომ სსსკ-ის 230-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული უნდა ჰქონდეს სასამართლო უწყება სასამართლო სხდომის დღის შესახებ და იგი გაფრთხილებული უნდა იყოს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ; ბ) სარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები, იურიდიულად უნდა ამართლებდეს (ასაბუთებდეს) მოთხოვნას; გ) გამოუცხადებელი მხარისათვის ცნობილი უნდა იყოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უნდა არსებობდეს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ითხოვდა 2019 წლის 7 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საჩივარში აღნიშნავდა, რომ სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო, რადგან 2019 წლის 7 მარტს იყო ავად, გადიოდა კონსულტაციებს ექიმთან, ესაჭიროებოდა მკურნალობა ოპერაციის მოსამზადებელ სტადიაზე, ხოლო 16 მარტს მოათავსეს სტაციონარში და გაუკეთეს რთული ოპერაცია. ანუ, სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

 

სასამართლომ მიუთითა ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტა, რომ მოპასუხე მხარე სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმირებული იყო დადგენილი წესის შესაბამისად და ეს გარემოება სადავო არა გამხდარა.

 

სასამართლოს პირველი სხდომა გაიმართა 2019 წლის 28 თებერვალს, რომელსაც ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი ბ--- ვერიჟენკო. საქმის განხილვა გადიდო მხარეთა მორიგების მიზნით და მომდევნო სხდომა დაინიშნა 2019 წლის 7 მარტს, აღნიშნულის შესახებ კი მოპასუხე მხარის წარმომადგენელი გაფრთხილებული იქნა სათანადო ხელწერილით 28 თებერვლის სხდომის დასრულებისთანავე. ამავე ხელწერილით მხარეებს განემარტათ სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კანონით გათვალისწინებული შედეგები. 2019 წლის 7 მარტს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ აცნობა სასამართლოს.

 

სასამართლომ მიუთითა ს----------–--- სსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი იყო შპს ,,დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი’’-ს მიერ 2019 წლის 20 მარტს გაცემული ცნობა - სამედიცინო დოკუმენტის ფორმა №IV-100/ა, რომლის თანახმად შ------- ხი-----–---–ი 2019 წლის 16 მარტს მოთავსებული იქნა სტაციონარში, სადაც მას ჩაუტარდა ოპერაცია და სტაციონარიდან გაეწერა 2019 წლის 18 მარტს.

 

სასამართლომ პირველ რიგში ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ შ------- ხი-----–---–ის სტაციონარში მოთავსების პერიოდი იყო 2019 წლის 16 მარტი და გათვალისწინებით იმისა, რომ სასამართლო სხდომა გაიმართა 7 მარტს, წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა, ვერ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მოთხოვნებს, რომლის თანახმად დოკუმენტი პირდაპირ უნდა მიუთითებდეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამასთან საყურადღებო იყო, რომ მოპასუხე შ------- ხი-----–---–ის ინტერესებს სასამართლოში იცავდა ,,რწმუნებული’’ ბ--- ვ----–-----, რომელიც იმყოფებოდა 2019 წლის 28 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე და სწორედ ეს უკანასკნელი იქნა გაფრთხილებული ხელწერილით 2019 წლის 7 მარტის სასამართლო სხდომის თაობაზე. მიუხედავად აღნიშნულის მოპასუხის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე აცნობა სასამართლოს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გარემოებანი, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის მითითებით, სასამართლოს საპატიოდ უნდა მიეჩნია მოპასუხე მხარის და მისი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა, რის დასადასტურებლადაც, საქმის მასალებში წარმოდგენილია მტკიცებულებები მოპასუხის და მისი წარმომადგენლის ავადმყოფობის თაობაზე.

 

4. გასაჩივრებული სასამართლო აქტების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული სასამართლო აქტების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შ------- ხი-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შ------- ხი-----–---–ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

პალატა მიუთითებს ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ხოლო, იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს შუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

 

4.2. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი სადავოდ არ ხდის გარემოებას მასზედ, რომ ის (მისი წარმომადგენელი) კანონით დადგენილი წესით იყო გაფრთხილებული 2019 წლის 07 მარტს 14:30 საათზე დანიშნული მოსამზადებელი სხდომის თაობაზე, თუმცა, მიუთითებს სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიოობაზე და განმარტავს, რომ ადგილი ჰქონდა ს----------–--- სსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას, კერძოდ, როგორც მისი, ასევე, მისი წარმომადგენლის მხრიდან, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს, ავადმყოფობას.

 

4.3. სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ 16.03.2018 წლის განჩინებაში №ას-37-37-2018 საქმეზე განმარტა, რომ კანონის აღნიშნული დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. (სუსგ 25.11.2017წ. საქმე №ას-1078-998-2017).

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი (საჩივრის ავტორი) მისი ავადმყოფობის დასადასტურებელად, მიუთითებს შპს ,,დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი’’-ს მიერ 2019 წლის 20 მარტს გაცემულ ცნობაზე - სამედიცინო დოკუმენტის ფორმა №IV-100/ა, რომლის თანახმად, შ------- ხი-----–---–ი 2019 წლის 16 მარტს მოთავსებული იქნა სტაციონარში, სადაც მას ჩაუტარდა ოპერაცია და სტაციონარიდან გაეწერა 2019 წლის 18 მარტს. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შ------- ხი-----–---–ის სტაციონარში მოთავსების პერიოდად მითითებულია 2019 წლის 16 მარტი. ამდენად, ვინაიდან, სასამართლო სხდომა გაიმართა 07 მარტს, წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა, ვერ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, დოკუმენტი პირდაპირ უნდა მიუთითებდეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ შ. ხი-----–---–ის წარმომადგენელი ბ--- ვ----–-----, რომელიც იმყოფებოდა 2019 წლის 28 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე და გაფრთხილებული იქნა ხელწერილით 2019 წლის 7 მარტის სასამართლო სხდომის თაობაზე ასევე არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე აცნობა სასამართლოს.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო საჩივრის იმ პრეტენზიაზე, სადაც აპელანტი იმ გარემოების სამტკიცებლად, რომ ასევე ადგილი ჰქონდა მისი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობას, მიუთითებს მის ავადმყოფობაზე და ამ გარემოების დასადასტურებლად, წარმოდგენილ მტკიცებულებაზე - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემულ ცნობაზე (იხ. სააპელაციო საჩივრის დანართი).

 

4.4. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 219-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

 

ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ საპატიო მიზეზით არ წარადგინა.

 

ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, ფაქტები, რომელთა შესახებ ცნობილია მხარეებისათვის უნდა წარედგინოს პირველი ინსტანციის სასამართლოს. ახალი ფაქტები ეს ისეთი ფაქტებია, რომლებიც ადრე არ იყო მითითებული მხარეების მიერ იმის გამო, რომ არ იყო ცნობილი მათ შესახებ და წარმოიშვნენ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის შემდეგ. მხარეებს, რომლებმაც მიმართეს სასამართლოს სააპელაციო საჩივრით ან ამ საჩივარზე შესაგებლით, შეუძლიათ მოიყვანონ ახალი ფაქტები და წარადგინონ ახალი მტკიცებულებები, მაგრამ სააპელაციო სასამართლო მიიღებს მათ მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ, სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველთვის უნდა შეაფასოს ახალი ფაქტებისა და ახალი მტკიცებულებების მიღებისა და გამოკვლევის დასაშვებობის 380-ე მუხლით დადგენილი პირობები.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეს შეეძლო პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მიეთითებინა და წარედგინა ახალი ფაქტობრივი გარემოები და მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც მან არ გააკეთა, რის გამოც დაკარგა უფლება, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მიუთითოს ახალ გარემოებაზე და წარადგინოს ახალი მტკიცებულებები.

 

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცნობა არ აკმაყოფილებს ს----------–--- სსკ-ის 215.3. მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, არ არის მითითება სასამართლო პროცესზე წარმომადგენლის გამოცხადების შეუძლებლობაზე, ამასთან, ცნობა ასევე არ ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავდა სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადების შესაძლებლობას (ცნობის თანახმად, 07.03.2019 წელს, 13:32 -13:41 სთ-ზე, პაციენტს აღენიშნებოდა ინტოქსიკაცია, ტემპერატურა და საჭიროებდა მედიკამენტურ მკურნალობას). პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 2019 წლის 14:30 საათზე, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 13:41 საათიდან - 14:30 საათამდე, დროის ამ მონაკვეთში, წარმომადგენელს შეეძლო გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ, ეცნობებინა სასამართლოსათვის, რაც მას არ განუხორციელებია.

 

4.5. როგორც აღინიშნა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის კიდევ ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით კანონიერად მიიჩნია დადგენილად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (1. უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ზ---- ფ------------–-ც-–-–---–-ს №1--, სართული 3, ბინა №- (მ–-------ე), ს/კ 0-------------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სს ,,ს----------–--- ბ----ს“ სახელზე, რაც ასევე დასტურდება 2017 წლის 29 მაისს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან; 2. მოპასუხე შ------- ხი-----–---–ი უკანონოდ ფლობს მოსარჩელის კუთვნილი ბინას და მესაკუთრე ვერ სარგებლობდა საკუთარი ქონებით) დამტკიცებულად. ამასთან, პალატის მოსაზრებით, კანონის ძალით დამტკიცებულად მიჩნეული ეს ფაქტობრივი გარემოებები, ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 312-ე, 168-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

 

პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ. ს----------–--- უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას- 664-635-2016, 02.03.2017 წ; პ.202).

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდებოდა, რომ შ------- ხი-----–---–ი ყოველგვარი მართლზომიერი საფუძვლის გარეშე ფლობდა სს ,,ს----------–--- ბ----ს’’ საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, რაც ,,ბანკს’’ ანიჭებდა უფლებამოსილებას მოეთხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, სადავო ნივთის უკან გამოთხოვა.

 

4.5. ამდენად, აპელანტმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას, ისევე, როგორც ვერ დაადასტურეს სასამართლო პროცესზე მათი გამოუცხადებლობის ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თავად საჩივრის ავტორს ეკისრებოდა.

 

ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ შ------- ხი-----–---–ის სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახეზე არ არის გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 80.00 ლარის ოდენობით წინასწარ გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ------- ხი-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2019 წლის 03 მაისის განჩინება;

 

4. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 80 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით ს----------–--- უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გელა ქირია