განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2019
საქმის ნომერი
330100119003036865
ინსტანცია
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003036865

საქმე №1ბ/1483-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მაკა გველესიანი

სხდომის მდივანი მერი ლაბარტყავა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ნ----- ქ--------–-–---–ი

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ი-----–- დ----–--, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლებით, განქორწინებული, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------------–---–------------

 

ადვოკატი: დ----- ს----ე

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (მ----------------ს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ნ---------------ს ეპიზოდი).

 

განაჩენის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 1-ლი ნაწილი (მ----------------ს ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ნ---------------ს ეპიზოდი).

 

სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----- ქ--------–-–---–მა. სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ასევე ი-----–- დ----–--ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ი-----–- დ----–--ს ქმედება შეიცავს ოჯახური დანაშაულის ნიშნებს არასრულწლოვნის თანდასწრებით. ამასთან, აპელანტს მიაჩნია, რომ ი-----–- დ----–--ს მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენების შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ ი-----–- დ----–--ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- ს----ემ, წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა მსჯავრდებულ ი-----–- დ----–--ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აპელანტმა ნ----- ქ--------–-–---–მა დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა, ი-----–- დ----–--ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, ასევე სასჯელის დამძიმება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა ი-----–- დ----–--მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- ს----ემ, მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

წარდგენილი ბრალდება:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი-----–- დ----–--ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ - (მ----------------ს ეპიზოდი); ასევე ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ნ---------------ს ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 5 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, თ---–--–-----------–---–-------------ში, ი-----–- დ----–--მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის, 12 წლის ნ---- დ----–--ს, თანდასწრებით სიდედრს, მ----------------ს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა მუშტი მარცხენა მხრის არეში, რა დროსაც მ----------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 5 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, თ---–--–-----------–---–-------------ში, ი-----–- დ----–--მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნ---------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა ხელი მარცხენა ყბის და კისრის, ასევე მარცხენა ხელის არეში, რა დროსაც ნ---------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ი-----–- დ----–--მ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ( მ----------------ს ეპიზოდი) და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ნ---------------ს ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 5 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, თ---–--–-----------–---–-------------ში, ი-----–- დ----–--მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის დედას, მ----------------ს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა მუშტი მარცხენა მხრის არეში, რა დროსაც მ----------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 5 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, თ---–--–-----------–---–-------------ში, ი-----–- დ----–--მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნ---------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა ხელი მარცხენა ყბის და კისრის, ასევე მარცხენა ხელის არეში, რა დროსაც ნ---------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ი-----–- დ----–--მ შესავალ და დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ ოფიციალურად განქორწინებულია მეუღლესთან გ---–-----–----–---–თან. 2019 წლის 5 მაისს, არასრულწლოვანი შვილის ნ---- დ----–--ს ნახვის საკითხებთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ამ უკანასკნელის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილი მეუღლის დედას -მ----------------ს და ბებიას -ნ---------------ს.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ი-----–- დ----–--ს ქმედებებს. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების - მ----------------ს და ნ---------------ს გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - გ---–-----–----–---–ის, ლ--------------- ნ---- დ----–--ს, ლ--------------–------------------------------ გამოკითხვის ოქმებით, 05.05.2019 წლის შემაკავებელ ორდერით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ი-----–- დ----–--ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში უდავო მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულის მ----------------ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ თავისი შვილი გ---–-----–----–---–ი მეუღლესთან ი-----–- დ----–--სთან არის ოფიციალურად განქორწინებული. 2019 წლის 5 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, თ---–--–-----------–---–-------------ში, ყოფილმა სიძემ - ი-----–- დ----–--მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის, 12 წლის ნ---- დ----–--ს თანდასწრებით მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა მუშტი მარცხენა მხრის არეში, რა დროსაც მ----------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის მ----------------ს გამოკითხვის ოქმით ასევე დასტურდება, რომ ი-----–- დ----–--მ ფიზიკური შეურაცხყოფა ასევე მიაყენა მ----------------ს დედას - ნ---------------ს, კერძოდ, ხელი დაარტყა მარცხენა ყბის, კისრის და მარცხენა ხელის არეში.

დაზარალებულის ნ---------------ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ თავისი შვილიშვილის, გ---–-----–----–---–ის, ყოფილმა მეუღლემ - ი-----–- დ----–--მ, 2019 წლის 5 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, თ---–--–-----------–---–-------------ში, არასრულწლოვანი შვილის, 12 წლის ნ---- დ----–--ს თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა მარცხენა ყბის, კისრის და მარცხენა ხელის არეში. ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის ნ---------------ს გამოკითხვის ოქმით ასევე დასტურდება, რომ ი-----–- დ----–--მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ---------------ს შვილსაც - მარინა

ხარებავასაც.

არასრულწლოვანი მოწმის ნ---- დ----–--ს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ დედა - გ---–-----–----–---–ი და მამა - ი-----–- დ----–-- არიან განქორწინებულები. 2019 წლის 5 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, ი-----–- დ----–--მ შელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის დედას მ----------------ს და ბებიას ნ---------------ს მოწმის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

მოწმეების ლ--------------–------------------------------ გამოკითხვის ოქმების მიხედვით დადგენილია, რომ 2019 წლის 5 მაისს, დღისით, მეზობლად მცხოვრები - ნ---------------ს და მ----------------ს სახლიდან გაიგონეს ამ უკანასკნელის ყოფილი სიძის, ი-----–- დ----–--ს, ყვირილის, გინების და ნივთების დამტვრევის ხმა. მ----------------მ დახმარების მიზნით, სადარბაზოში მეზობლებს სთხოვა პოლიციაში დარეკვა. მის ამ მოთხოვნაზე ი-----–- დ----–--მ შეწყვიტა გინება, ყვირილი და დატოვა შემთხვევის ადგილი.

მოწმის გ---–-----–----–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ოფიციალურად არის განქორწინებული ი-----–- დ----–--სთან. მოწმემ 2019 წლის 5 მაისს ოჯახის წევრებისგან შეიტყო, რომ ყოფილმა მეუღლემ - ი-----–- დ----–--მ მოწმის დედას- მ----------------ს და ბებიას- ნ---------------ს მიაყენა ფიზიკურიშეურაცხყოფა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ი-----–- დ----–--ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ---------------ს ეპიზოდი) ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად და შესაბამისად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის შესახებ. პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ი-----–- დ----–--ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაულის შემადგენლობისთვის, ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის, სავალდებულოა, რომ დანაშაული ჩადენილი იყოს ოჯახის წევრის მიმართ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. აღნიშნული ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტებიდან გამომდინარე, ყოფილი მეუღლის მშობელი არ წარმოადგენს ოჯახის წევრს, შესაბამისად ი-----–- დ----–--ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე (მ----------------ს ეპიზოდი). კანონის ანალოგია გულისხმობს კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი სამართლებრივი საკითხის მოსაწესრიგებლად ყველაზე მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმის გამოყენებას, ოჯახის წევრის დეფინიცია სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, კანონმდებლის მიერ მოწესრიგდა 111 მუხლის შენიშვნაში და მკაფიოდ გაიწერა არეალი იმ პირებისა თუ ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს ოჯახის წევრად. ამდენად, არ არსებობს საფუძველი მოწესრიგებული ნორმის სხვაგვარად ინტერპრეტირების და ბრალდებულის საზიანოდ გამოყენების. მსჯავრდებულ ი-----–- დ----–--ს მიერ ძალადობა ჩადენილი იყო არასრულწლოვანი შვილის, ნ---- დ----–--ს, თანდასწრებით, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ძალადობის ჩადენას არასრულწლოვნის თანდასწრებით მხოლოდ სისტემატურობის შემთხვევაში, აღნიშნულიდან გამომდინარე ი-----–- დ----–--ს არასრულწლოვნის თანდასწრებით ქმედების ჩადენა როგორც მაკვალიფიცირებელი ნიშანი ვერ შეერაცხება.

 

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს ი-----–- დ----–--ს ბრალეულობას, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული შეიცავს ოჯახური ძალადობის ნიშნებს არასრულწლოვანის თანადასწრებით და ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას და თვლის, რომ მსჯავრდებულის ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ი-----–- დ----–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პიროვნული მახასიათებელი: ,,DHL CLOBAL FORWARDING LTD” კომპანია დადებითად ახასიათებს თბილისის ოფისის ტვირთების საოკეანო/სახმელეთო გადაზიდვების ზედამხედველ სუპერვაიზერს ი-----–- დ----–--ს, ასევე დადებითად ხასიათდება საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვათა ასოციაციის, საქართველოს ტრანსპორტის პალატის და საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის მიერ.

ი-----–- დ----–--ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგეს დაზარალებულთა რაოდენობა და დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით.

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება (საქმეში წარმოდგენილი სერთიფიკატები, საპატიო სიგელები და დიპლომები ხაზს უსვამს ი-----–- დ----–--ს წარსულ ცხოვრებას) და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით.

 

პალატა მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ი-----–- დ----–--ს მიერ დაზარალებულების მიმართ განხორციელებულია ფიზიკური ძალადობა, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო მეორეს მხრივ, აფასებს მის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისადმი და სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, ი-----–- დ----–-- გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ამასთან, მის მიერ განხორციელებული ძალადობა არ გამოირჩეოდა ისეთი დაუნდობელი ხასიათითა და მომეტებული საშიშროებით, რაც აუცილებელს გახდიდა მის იზოლირებას ოჯახისა და საზოგადოებისაგან საპატიმრო სასჯელის გამოყენებით.

სააპელაციო პალატის შეფასებით, ბრალდების მხარის მოთხოვნა ი-----–- დ----–--ს მიმართ სასჯელის სახით მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე, დაუსაბუთებელია. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულმა ი-----–- დ----–--მ ჩაიდინა დანაშაული არასრულწლოვნის თანდასწრებით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას. მსაჯვრდებულმა ი-----–- დ----–--მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), რაც სასჯელის სახით, სხვა ალტერნატიულ სასჯელებთან ერთად, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით. პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ი-----–- დ----–--ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2,3 ნაწილების მოთხოვნები, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ნორმა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (თითოეული ეპიზოდისთვის) ისედაც მაქსიამლური სასჯელი 1 წლით თ/აღკვეთა აქვს დანიშნული.

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მოცემულ შემთხვევაში ითვალისწინებს ი-----–- დ----–--ს შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ი-----–- დ----–--ს მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედებების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, საქმეში წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული განცხადების მიხედვით, დაზარალებულები ითხოვენ მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას, ასევე იმ გარემოებას, რომ ი-----–- დ----–--ს მიმართ პირველად უნდა იქნეს სისხლისსამართლებრივი სანქცია გამოყენებული. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, ი-----–- დ----–--ს მიმართ პირველივე შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა ი-----–- დ----–--ს პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულებისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი-----–- დ----–--ს მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ი-----–- დ----–--ს სათანადო ქცევას. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე. რაც შეეხება სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ი-----–- დ----–--ს მიმართ, დანაშაულთა ერთობლიობით, დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----- ქ--------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 აგვისტოს განაჩენი, მსჯავრდებულ ი-----–- დ----–--ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ-ის 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----- ქ--------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ი-----–- დ----–--ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე (მ----------------ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

ი-----–- დ----–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნ---------------ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ (მ----------------ს ეპიზოდი) სრულად შთანთქოს თანაბარი სასჯელი და ი-----–- დ----–--ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ი-----–- დ----–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ი-----–- დ----–--ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი -2019 წლის 05 მაისიდან -2019 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით;

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი