განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110100118002578250
საქმე №1/ბ -312-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე- მარინა სირაძე
მოსამართლეები - მარინე იმერლიშვილი
ვერა დოლიძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - ვ------- ნ------ის
ადვოკატის - მ------- ა----------ის
მსჯავრდებულის - რ----- ლ----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----- ა----ს ძე ლ----ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პირადი N5----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლებით, განქორწინებული, მცხოვრები: დაბა ხ---------–-, ა--–-------–-ს ქ. N16;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ----- ლ----ემ ჩაიდინა:
1.1 ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით;
1.2 ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით;
1.3 ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ჩადენილი გასაკუთრებით დიდი ოდენობით;
1.4 ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ;
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1 2016 წლის დეკემბრიდან, 2018 წლის აპრილამდე პერიოდში (ზუსტი დრო დაუდგენელია), დღის საათებში, რ----- ლ----ემ, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, რამდენჯერმე, უკანონოდ შეაღწია დაბა ხ---------–-, წერეთლის ქუჩა N14-ში, შპს ,,-----------–---------–----–-------ს“ კუთვნილ შენობაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 9.15 ლარად ღირებულ - 18.3 მ სიგრძის ალუმინის ელექტრო სადენს, 61.06 ლარად ღირებულ - 7 ცალ ლითონის მილს, 7.34 ლარად ღირებულ ლითონის კონსტრუქციას და 2103.4 ლარად ღირებულ სხვადასხვა დასახელების ლითონის კონსტრუქციებს.
1.2. 2018 წლის 13 ივნისს, დღის საათებში, დაბა ხ---------–-, წერეთლის ქუჩა N14-ში, რ----- ლ----ემ, უკანონოდ შეაღწია შპს ,,-----------–---------–----–-------ს“ კუთვნილი შენობის ეზოში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 37.54 ლარად ღირებულ - 15 ცალ, 98.8 კგ ლითონის მილს, რის შედეგადაც შპს ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“ მიადგა 37.54 ლარის ზიანი.
1.3. 2018 წლის აპრილში (ზუსტი დრო დაუდგენელია), დაბა ხ---------–-, წერეთლის ქუჩა N16-ში მცხოვრებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა რ----- ლ----ემ, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, პირადი მოხმარებისათვის, უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ორი ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - ,,კანაფი“ (მცენარე), საერთო წონით 897.24 გრამი, რაც პოლიციის მუშაკების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 2018 წლის 20 ივნისს.
1.4 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის განაჩენით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისათვის ნასამართლევმა რ----- ლ----ემ, განმეორებით, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალებები - ამფეტამინი და მეტამფეტამინი, რაც ლაბორატორიული შემოწმებით დაუდგინდა 2018 წლის 20 ივნისს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენით რ----- ლ----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 08 წლის ვადით; სსკ-ის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, რ----- ლ----ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 წლის ვადით.
მსჯავრდებული რ----- ლ----ე დაკავებულ იქნა 2019 წლის 24 მარტს.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - მსჯავრდებული რ----- ლ----ე წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას, იგი არ ეთანხმება მის მიმართ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ვინიადან მიაჩნია არასამართლიანად.
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვ------- ნ------ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს უცვლელი დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენი რ----- ლ----ის მიმართ.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ რ----- ლ----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მ------- ა----------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს რ----- ლ----ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა რ----- ლ----ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოსაზრებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატაში, ისევე როგორც პირველი ინსტანციის საამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულ რ----- ლ----ეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია, აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედებები. გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, სააპელაციო პალატას რ----- ლ----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაულები გათვალისწინებული სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’ ქვეპუნქტით; სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 273-ე მუხლით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - მე----------–-------------------------------------------------------------–---------------------------------------------------------------–-------------------------------------–-–----–-------------------------- გამოკითხვის ოქმებით; რ----- ლ----ის საცხოვრებელი სახლის, ეზოს და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებითა და ფოტოცხრილით; ამოღების ოქმებით; ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების ჟურნალის დათვალიერების ოქმით, თანდართული ჟურნალის ასლი 4 ფურცლად; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით და ფოტოცხრილით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით; წერილობითი თანხმობითა და ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების ჟურნალის დათვალიერების ოქმით, თანდართული ჟურნალის ასლით 22 ფურცლად; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით N 1-----.; ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით N------ რ----- ლ----ის მიმართ; სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით N---------; სასაქონლო ექსპერტიზის N---- დასკვნით; ექსპერტიზის N------ დასკვნით; თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენებით რ.ლ----ის მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ რ----- ლ----ის ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება; განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი) ითხოვენ მსჯავრდებულს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი.
მსჯავრდებულ რ----- ლ----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ რ----- ლ----ის მიმართ ადგილი აქვს დანაშაულის რეციდივს, ვინაიდან იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, შესაბამისად, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას უპირობოდ გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით გათვალისწინებული წესი (სასჯელის დანიშვნა დანაშაულის რეციდივის დროს), ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებული რ----- ლ----ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, სადაოდ არ გაუხდია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, პალატა ასევე ითავლისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას და სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 08 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 წლის ვადით, დანარჩენ ნაწილში კი გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ----- ლ----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენში შეტანილ იქნას რ----- ლ----ის მიმართ სასიკეთო ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
რ----- ლ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შათანთქოს მეორე, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ რ----- ლ----ეს, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ რ----- ლ----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 24 მარტიდან.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე- 3 მუხლის შესაბამისად, რ----- ლ----ეს - 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: რ----- ლ----ისაგან ამოღებული 7 ცალი ლითონის მილი, რომელიც ინახება ხ---------–-ს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- რ----- ლ----ისაგან ამოღებული ლითონის კარადის ნაწილი, რომელიც ინახება ხ---------–-ს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- რ----- ლ----ისაგან ამოღებული ალუმინის ელსადენი, რომელიც ინახება ხ---------–-ს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- რ----- ლ----ისაგან ამოღებული ნიჩაბი და წერაქვი, რომლებიც ინახება ხ---------–-ს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- ა---- ნ--------ისგან ამოღებული 15 ცალი ლითონის მილი, რომელიც ინახება ხ---------–-ს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- რ----- ლ----ის საცხოვრებელი სახლის, დამხმარე სათავსოების და ეზოს ჩხრეკის შედეგად ამოღებული 2 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“, წონით - 897.24 გრამი (საექსპერტო კვლევის შემდეგ დარჩა 896.78 გრამი) და ერთი ძირი ნედლი მცენარე, რომლისგანაც გამოცალკავებული მწვანე ფერის ნედლი ფოთლები, რომელიც წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ნედლ „მარიხუანას“ წონით 8.78 გრამი (საექსპერტო კვლევის შემდეგ დარჩა 8.4 გრამი), რომლებიც ინახება ხ---------–-ს რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
ვერა დოლიძე