განაჩენი

სისხლის სამართლის 21.10.2019
საქმის ნომერი
330100114681934
ინსტანცია
თარიღი
21.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 330100114681934

საქმე N 1ბ/173-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21.10.2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე: ვ-–- თ------ა

 

დაცვის მხარე: მ----- ჩ-------ი, გ--- მ-----–---–ი

 

გამართლებული: გ------- გ---–-----ის ძე გ-------ა, დაბადებული 1--- წლის 16 აპრილს, პირადი ნომერი 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქალაქი ს----ი, ქ------–---ის ქუჩა N21

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:

 

გ------- გ-------ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ვ-–- თ------ამ და ითხოვა გ------- გ-------ას მიმართ გამამტყნებელი განაჩენის გამოტანა.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გ------- გ-------ას მიმართ არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ------- გ-------ას ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებების, გამოკვლეული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების, აუდიო და ვიდეო მასალის ერთობლიობა ქმნის გამამტყნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარის მტკიცებულებით სტანდარტს. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადასტურდა, რომ გ------- გ-------ა ლ-–- ა------სგან მართლაც ითხოვდა თანხას, საუბრობდა საბურავების შესახებ და მკაფიოდ ჩანს როგორ აიღო თავდაპირველად 300 ლარი , შემდეგ 1200 ლარი. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში გ------- გ-------ამ აიღო ქრთამი, რათა სათანადო რეაგირება არ მოეხდინა ლ-–- ა------ს და სხვა პირთა მიერ ჩადენილი ქმედებისათვის.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით : გ------- გ-------ას ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა მოხელის მიერ ფულის მოთხოვნა, რათა თავისი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განეხორციელებინა უკანონო მფარველობა. კერძოდ - გ------- გ-------ა 2014 წლის 7 ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ს----ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე და წარმოადგენდა მოხელეს. 2014 წლის აგვისტოში გ------- გ-------ამ განიზრახა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას ქრთამის სახით, უკანონო მფარველობის გასაწევად თანხა მოეთხოვა მისი ნაცნობისაგან - ლ-–- ა------საგან. გ------- გ-------ასათვის ლ-–- ა------სგან ცნობილი გახდა, რომ ეს უკანასკნელი ეწეოდა ნაქურდალი საბურავების რეალიზაციას მის სამოქმედო ტერიტორიაზე. გ------- გ-------ამ ლ-–- ა------ს თავისი სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, მოსთხოვა ნაქურდალი საბურავების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან წილი - თვეში 4000 ლარი. 2014 წლის ნოემბერში გ------- გ-------ამ ქრთამის სახით, ლ-–- ა------სგან მისი უკანონო საქმიანობისათვის სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ აიღო ჯამში 1500 ლარი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

პალატამ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით დაადგინა: გ------- გ-------ას მხრიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დასტურდება მოხელის მიერ ფულის მოთხოვნა, რათა თავისი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს უკანონო მფარველობა და შესაბამისად, გ------- გ-------ა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად; შესაბამისად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ვ-–- თ------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი გ------- გ-------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ლ-–- ა------ განმარტავს, რომ დაახლოებით 3-4 წლის წინ მეგობარ გ---- ხ----–--–---სგან გაიცნო პოლიციის თანამშრომელი გ------- გ-------ა, რომელსაც ხშირად ნახულობდა და ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. 2014 წლის ნოემბერში მან გ------- გ-------ას უთხრა, რომ ბ-–-- ბ------–--ას ტრაილერით გადაჰქონდა საბურავები ფოთიდან ბაქოს მიმართულებით, თუმცა ამ უკანასკნელის შეთავაზებით აპირებდნენ კონტეინერის გახსნას, საბურავების ს----ში ჩამოცლას, რეალიზაციას და აღებული თანხის გაყოფას. ამასთან, ბ-–-- ბ------–--ა ოფიციალურად არც ერთ კომპანიასთან არ იყო გაფორმებული მძღოლად და ერთჯერადად ქირაობდნენ. კონკრეტულ შემთხვევაში გადამზიდავმა კომპანია შპს ,,ჯ------------------------მა“ დაავალა საბურავების გადაზიდვა. მოწმემ განმარტა, რომ რადგან დაგეგმილი ქურდობის დროს გ------- გ-------ა ს----ში იყო პოლიციის განყოფილების უფროსი, მისი საქმეში ჩართვით, ის უზრუნველყოფდა მათ დაცვას პასუხისმგებლობისგან, თუმცა სანაცვლოდ მას გ------- გ-------ასთვის უნდა მიეცათ ფული. ლ-–- ა------ს და გ------- გ-------ას შეთანხმების შესახებ არავინ იცოდა, ამიტომ მოწმეს თავისი წილიდან უნდა გაეყო თანხა გ------- გ-------ასთვის. გ------- გ-------ას საქმის კურსში ჩაყენება მისი მხრიდან მოხდა იმიტომ, რომ ბ-–--ს და უ–---ის პოლიცია ხშირად აკონტროლებდა და სახლშიც ხშირად აკითხავდნენ, გ------- გ-------ა კი დაეხმარებოდა, რომ საბურავის ჩამოცლისას პოლიცია არ მისულიყო. ბ-–-- ბ------–--ა და ლ-–- ა------ ფიქრობდნენ, რომ 15000-20000 ლარს აიღებდნენ რეალიზაციის შედეგად და ოთხზე გაყოფდნენ, კერძოდ: ლ-–- ა------ზე, ბ-–-- ბ------–--აზე, უ–---ი ჯ----ზე და კონტეინერის გამხსნელ 2 პირზე. მოწმე და გ------- გ-------ა შეთანხმდნენ, რომ ის დაუკავშირდებოდა გ------- გ-------ას ტექსტით - ,,ოჯახთან ერთად მივდივარ ქალაქგარეთ“, რაც იქნებოდა იმის დასტური, რომ კონტეინერი გაიხსნა. 2014 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კონკრეტულ დღეს ბ-–-- ბ------–--ამ მოწმე მართლაც წაიყვანა უ–---ი ჯ----სთან სახლში, სადაც უკვე იდგა ტრაილერი და გამზადებული იყო გასახსნელად. მალევე მათთან მივიდა ორი პიროვნება, რომლებმაც გააღეს კონტეინერი, ისე, რომ ლუქი არ დაზიანებულა, კერძოდ მოჭრეს ჩამკეტები კუთხ-სახეხით (ე.წ. ბარგალკით). მოწმემ, ბ-–--მა, უ–---იმ და უცნობმა 2 პიროვნებამ დაახლოებით 15 წუთში ჩამოტვირთეს საბურავების ნაწილი, დაახლოებით 190 ცალი, რის შემდეგაც მოწმე წავიდა და არ დასწრებია კონტეინერის დაკეტვას. თავის მხრივ ბ-–--ი ბ------–--ა წავიდა რეისში და დაიბარა, რომ მის დაბრუნებამდე საბურავებისათვის ხელი არ მოეკიდათ. ბ-–-- ბ------–--ა დაახლოებით 10-12 დღეში დაბრუნდა.

 

ამ პერიოდში გ------- გ-------ა ხშირად ნახულობდა მოწმეს. მან დეტალურად მოუყვა, როგორ მოხდა საბურავების ჩამოცლა, ასევე უთხრა, რომ რეალიზაციის შემდეგ თანხის ნაწილს გ------- გ-------ას მისცემდა. მოწმემ განმარტა, რომ საქართველოში დაბრუნებულმა ბ-–-- ბ------–--ამ უთხრა, რომ ჩამოტვირთული საბურავების ნახევარი გაყიდული იყო, დარჩენილს კი ვეღარ ყიდდა და თხოვა დახმარება, რადგან აღმოჩნდა, რომ საბურავები სხვადასხვა ზომის იყო და რთულად იყიდებოდა. ამ დროისთვის მოწმეს თანხა არ ჰქონდა აღებული, თუმცა ისე ჩანდა, თითქოს ფულს იღებდა და გ------- გ-------ას არ აძლევდა. გ------- გ-------ას წამლისთვის დასჭირდა ფული, რის გამოც მოწმემ მეგობრისგან ისესხა და მისცა 300 ლარი, თუმცა უთხრა, რომ გაყიდული საბურავების ფულის ნაწილი იყო. მოწმე ატყუებდა გ-------ას, რომ საბურავები გაყიდული იყო და ფულის აღებას ელოდებოდა, მაგრამ სინამდვილეში გაყიდული არ იყო. 300 ლარის მიცემის შემდეგ დაახლოებით 10 დღეში, მოწმე შეხვდა ბ-–-- ბ------–--ას, რომელმაც უთხრა, რომ საბურავები მდინარეში გადაყარა, რადგან ქურდობის შესახებ პოლიციამ გაიგო. სწორედ აღნიშნულის გამო მან მიმართა მეგობარ კ----- შ--–---–---–ს, რომელიც მუშაობდა გენერალურ ინსპექციაში და აღიარა ჩადენილი დანაშაული. თანამშრომლებმა მისცეს დანიშნული 1200 ლარი, რაც გადასცა გ------- გ-------ას, ვითომდა საბურავების რეალიზაციის შედეგად აღებული მისი დარჩენილი წილი. მოწმემ განმარტა, რომ ის არ იყო გ------- გ-------ას აგენტი და არ აწვდიდა ინფორმაციას კანონდარღვევების შესახებ. მოწმემ დაადასტურა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი და 2012 წელს ფოთის პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს ნარკოლოგიურში, სადაც დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, სწორედ ამ დროს გაიცნო გ------- გ-------ა და ჩამოუყალიბდათ მეგობრული ურთიერთობა. კ----- შ--–---–---–ს და გ------- გ-------ას დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონდათ. მოწმეს არანაირი ვალი არ ჰქონდა გ------- გ-------ასი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას გ------- გ-------ა საქმის კურსში უკვე ჩაყენებული ყავდა, როცა ბ-–-- ბ------–--ამ უთხრა რომ, უ–---ი ჯ----ს სახლთან ახლოს ცხოვრობდა ს----ის პოლიციის უფროსის მოადგილე და პრობლემას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ის მოაგვარებდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე მ----- გ---–-ია განმარტავს, რომ 2014 წლის ოქტომბერში დაეწერა სისხლის სამართლის საქმე გ------- გ-------ას მიერ ქრთამის მოთხოვნის ფაქტზე. გამოძიებას საფუძვლად დაედო - ლ-–- ა------ს განცხადება. განჩინების საფუძველზე ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, საგამოძიებო ორგანომ ლ-–- ა------ს გადასცა დანომრილი 300 ლარი, რომელიც ამ უკანასკნელს უნდა გადაეცა გ------- გ-------ასათვის. მართლაც დაგეგმილი ოპერ----ული სამძებრო ღონისძიების შედეგად ქ. ს----ში ლ-–- ა------მ გ------- გ-------ას გადასცა წინასწარ დანომრილი 300 ლარი და დაპირდა, რომ დარჩენილ 1200 ლარსაც მიაწვდიდა. დაახლოებით 10 დღეში 2014 წლის 07 ნოემბერს ჩატარდა მეორე ფარული საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ლ-–- ა------მ გ------- გ-------ას გადასცა ოპერ----ული ჯგუფის მიერ წინასწარ დანომრილი და მისთვის გადაცემული ქიმიურად დამუშავებული 1200 ლარი. შესაბამისად, დანომრილი ფულადი თანხა გ------- გ-------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა და გ------- გ-------ა დაკავეს. ექსპერტების მიერ სპეციალური სანათის დანათებით გ------- გ-------ას ხელზე დაუფიქსირდა ფულიდან გადასული ქიმიური ნივთიერების კვალი, ამიტომ გ------- გ-------ას ხელიდან ასევე აიღეს ანაწმენდები. გ------- გ-------ა აცნობიერებდა და აღიარებდა ბრალს - ქრთამის აღებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–- თ---------ემ განმარტა, რომ 2014 წლის ოქტომბერში, გენერალურ ინსპექციაში შევიდა ქალაქ ფოთში მცხოვრები ლ-–- ა------ს განცხადება, პოლიციის თანამშრომელ გ------- გ-------ას შესახებ, რომელმაც მოითხოვა ნაქურდალი საბურავების რეალიზაციის შედეგად აღებული თანხის ნაწილი, რის სანაცვლოდაც ლ-–- ა------ს დაპირდა ჩადენილი დანაშაულის გამო მფარველობას, კერძოს პრობლემების მოგვარებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება და ჩატარებული იქნა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის მოწმემ 2014 წლის ოქტომბერში დაკითხა ლ-–- ა------, რის შემდეგაც დაიგეგმა სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც ლ-–- ა------ს ბრალდებულისათვის უნდა გადაეცა საგამოძიებო ორგანოს მიერ სპეციალური ქიმიური ნივთიერებით დანიშნული ფული - ვითომდა რეალიზაციიდან მიღებული თანხის წილი. მას შემდეგ, რაც ლ-–- ა------ შეხვდა და გადასცა თანხა გ------- გ-------ას, ეს უკანასკნელი დააკავეს, ქურთუკის ჯიბიდან კი ამოუღეს ლ-–- ა------ს მიერ გადაცემული დანიშნული ფული 1200 ლარი. ექსპერტების მიერ ფულზე სპეციალური შუქის დანათებით იკითხებოდა წარწერა: შსს, გენ. ინსპექცია, იმავე დანათებით გ------- გ-------ას ხელებზე და ქურთუკის ჯიბეში ჩანდა ასევე ფულზე დატანილი ნივთიერების კვალი. მოწმის მიერ ჩატარდა ასევე უ–---ი ჯ----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, თუმცა საბურავები ვერ იქნა აღმოჩენილი. 2014 წლის ნოემბერში გ-------ა მუშაობდა ს----ის პოლიციის განყოფილების უფროსად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ს----- ა------–---–მა განმარტა, რომ ქრთამის აღების ფაქტთან წარმოებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით 2014 წლის 7 ნოემბერს გაემგზავრა ქალაქ ს----ში. ერთ-ერთ ქუჩაზე, დაახლოებით 1400-1500 საათების შუალედში, ერთმანეთს შეხვდნენ გ------- გ-------ა და ლ-–- ა------. მათი დაშორების შემდეგ მოწმემ თანამშრომელ ბ--- მ---------ესთან ერთად გააჩერა გ------- გ-------ა, წარუდგინა თავი, განუმარტა უფლებები და ჩაუტარა ჩხრეკა. ქურთუკის ჯიბიდან ამოღებულ იქნა 1200 ლარი, რომელზეც ექსპერტ- კრიმინალისტების მიერ სპეციალური დაშუქების შემდეგ გამოისახა წარწერა: ,,გენერალური ინსპექცია“. გ------- გ-------ას შენიშვნა და პრეტენზია არ გამოუთქვამს. ანალოგიური ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ--- მ---------ემ და დამატებით განმარტა, რომ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გ------- გ-------ას ქრთამად ასაღები თანხის ნაწილი აღებული ჰქონდა და 2014 წლის 7 ნოემბერს კი დანარჩენი ნაწილი უნდა აეღო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------ ა-----ემ განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო 2014 წლის 21 ოქტომბრის ლ-–- ა------ს განცხადების საფუძველზე და მან დაკითხა გ------- წ---–-----ი და გ------- გ-------ა. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება და ნოემბერში გ------- გ-------ა დაკავებული იქნა, ლ-–- ა------ს მიერ გადაცემული თანხის ნაწილის - 1200 ლარის გადაცემისთანავე. საგამოძიებო ჯგუფში იყვნენ: თ------ ა-----ე, მ----- გ---–-ია, ლ---- გ-----, გ------- გ-----–--ე, რ---- თ-------ე და ი-----–- თ---------ე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე რ---- თ-------ემ განმარტა, რომ აღნიშნული ს/ს საქმის ფარგლებში 2014 წლის 7 ნოემბერს ბრალდებულის სახით დააკავეს გ------- გ-------ა. ასევე, მოწმემ დანიშნა ქიმიური ექსპერტიზა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- გ-----–--ემ განმარტა, რომ მონაწილეობას იღებდა გ------- გ-------ას დაკავებაში, რა დროსაც გ------- გ-------ას ქურთუკის ჯიბიდან ამოიღეს წინასწარ, ქიმიური ნივთიერებით დამუშავებული, ფულადი თანხა 1200 ლარი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–- შ----ამ განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობდა ბ-–-- ბ------–--ას ტელეფონზე განხორციელებულ ფარულ მიყურადებაზე, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ვინმე გელა ბ-–-- ბ------–--ას ეუბნებოდა, რომ თბილისში ერთ-ერთი მოქალაქე დაინტერესებული იყო საბურავების შეძენით, აინტერესებდა საბურავების ზომა, ფირმა, რა დროსაც ბ-–-- ბ------–--ამ უპასუხა, რომ ზეპირად არ ახსოვდა და მისმა შვილმა გიზომ იცოდა ზომები. მათ არ უსაუბრიათ საბურავების წარმოშობის შესახებ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- გ-----მ განმარტა, რომ 2014 წლის ოქტომბერში მოქალაქე ლ-–- ა------ს განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----ის პოლიციის თანამშრომელ გ------- გ-------ას მიერ ქრთამის აღების ფაქტზე. მის მიერ დაკითხული იქნა რამდენიმე მოწმე, დანიშნა კომპლექსური ჰაბიდოსკოპიური, ბალისტიკური ექსპერტიზა. 2014 წელს გ-------ას დაკავებისას კ----- შ--–---–---–ი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ოპერ----ულ უზრუნველყოფის მთავარ სამმართველოში მუშაობდა. მისთვის უცნობია ლ-–- ა------ს და კ----- შ--–---–---–ის ურთიერთობის შესახებ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- წ---–-----მა განმარტა, რომ მუშაობდა შპს ,,ჯ------------------------იციაში“ ფინანსურ დირექტორად, კომპანია ეწეოდა საერთაშორისო და შიდა სატრანსპორტო-საკონტეინერო გადაზიდვებს. სომეხი პარტნიორის ერთ-ერთი შეკვეთის შესაბამისად, კონტეინერი უნდა წაეღოთ სომხეთის მიმართულებით. კომპანიამ ტვირთი მიიღო ფოთში, გადატვირთა შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაზე და 2014 წლის აგვისტოს ბოლოს მიაწოდა სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით დამკვეთ კომპანია ,,მ-----------სს“, თუმცა სექტემბერში დაუკავშირდა მიმღები კომპანიის - ,,მ-----------სის“ წარმომადგენელი და სთხოვა გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტების გადაგზავნა დასკანერებული სახით, სადაც ლუქის ნომრებიც იქნებოდა მითითებული. კომპანიის მენეჯერმა დიმიტრი ამბრესოვმა გადაგზავნა დოკუმენტები. კომპანია - ,,მ-----------სის“ წარმომადგენელმა პასუხად აღნიშნა, რომ კონტეინერში დაფიქსირდა დანაკლისი - დაახლოებით 200 საბურავი, თუმცა ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო, რის გამოც შპს ,,ჯ------------------------იციას“ პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრა. მოწმემ განმარტა, რომ კონტეინერი გამოგზავნის დროს ილუქება, გამომგზავნი კომპანიის თანდასწრებით, რის შემდეგაც უკვე მიმღები კომპანიის წარმომადგენელი ხსნის ლუქს. ამასთან, საბაჟოზე ლუქის გახსნა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის მნიშვნელოვანი დარღვევა, კონტეინერის გახსნასთან დაკავშირებით კი დგება ოქმი. კონკრეტული გადაზიდვა აწარმოა კომპანიის მიერ ტენდერით დაქირავებულმა მძღოლმა - ბ------–--ამ. საბოლოოდ, ,,მ-----------სის“ წარმომადგენელმა ივარაუდა, რომ ჩატვირთვის დროს მოხდა დანაკლისი. თუმცა დანაკლისის შემთხვევები იშვიათია და შეიძლება იყო ტვირთის 5 %, აღნიშნულ შემთხვევაში კი ტვირთის 40% იყო დანაკლისი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ-----------------ვმა განმარტა, რომ 2011 წლის მარტიდან მუშაობდა შპს ,,ჯ------------------------იციაში“ გაყიდვების მენეჯერად და მის მოვალეობაში შედიოდა საბუთების გადამოწმება, ფოთში გადაგზავნა კომპანიის წარმომადგენლებთან და გადაზიდვის პროცესის კურირება. გადაზიდვისას სატრანსპორტო კომპანია პასუხიმგებელია დანიშნულების ადგილას ტვირთი ჩაიტანოს დაუზიანებელი ლუქით. იმ შემთხვევაში, თუ ლუქი დაზიანებულია და კონტეინერში ტვირთის დანაკლისია, კომპანია აანაზღაურებს ხარჯებს, რის შემდეგაც ადგენს ე.წ. დამნაშავეს და რეგრესის წესით ინაზღაურებს გაწეულ ხარჯს. აგვისტოში შპს ,,ჯ------------------------იციამ“ ფოთიდან ერევანში მძღოლ ბ-–-- ბ------–--ას საშუალებით გადაზიდა - 40 ფუტიანი კონტეინერით ავტომობილის საბურავები. აღნიშნულ გადაზიდვასთან დაკავშირებით კომპანიას დაუკავშირდა ადრესატი კომპანიის წარმომადგენელი - სურენ ეფრემიანი და აცნობა, რომ კონტეინერში იყო დაახლოებით 200 საბურავის დანაკლისი, თუმცა მანვე განმარტა, რომ კონტეინერი და ლუქი დაზიანებული არ იყო, შესაბამისად ითხოვა საბუთების გადაგზავნა, რაც გადაუგზავნა დასკანერებული სახით. სურენმა დაუდასტურა, რომ ლუქი მთელი იყო და ნომრებიც ემთხვეოდა, რის გამოც პრეტენზიას ვერ გამოთქვამდა დანაკლისზე. ტვირთის გადატანისათვის მძღოლების დასაქირავებლად კომპანია ატარებს ტენდერს და ქირაობენ იმ მძღოლს, რომელიც დაბალ ფასს შესთავაზებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ------------მ დაადასტურა მის მიერ 2014 წლის 8 ნოემბერს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: გ------- გ-------ას მარჯვენა და მარცხენა ხელიდან, ბამბის ტამპონის საშუალებით აღებული ანაწმენდებზე არსებული მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერების კვალი და ნიმუშად წარმოდგენილი ბამბის ტამპონზე არსებული მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერება ხასიათდებიან ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით;

 

12 ცალ ასლარიან კუპიურაზე, შემდეგი ნომრებით: G13257763, G06777060, G11797844, G08181143, G14256761, G20270828, G21539337, G21504181, G14410595, G12082224, G18071555, G14897811 არსებული მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერების დანაშრევი და ნიმუშად წარმოდგენილი მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერება ხასიათდებიან ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით.ლარის კუპიურებზე აღნიშნული ცისფერი ლუმინესცენციის მქონე წარწერა ,,შსს გენ. ინსპექცია“ და ნიმუშის სახით წარმოდგენილი ლუმინესცენციის მქონე წარწერა ,,შსს გენ. ინსპექცია“, შესრულებულია ერთნაირი ქიმიური შემადგენლობის მქონე ფანქრით.

 

ქურთუკის წინა ქვედა მარჯვენა ჯიბის შიდა მხარეს ქურთუკის ზედაპირზე წინა ქვედა ნაწილში და მარცხენა სახელოზე, ქურთუკის შიდა მარცხენა მხარეს სარჩულზე არსებული მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერების კვალი და ნიმუშად წარმოდგენილი მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერება ხასიათდებიან ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით.

 

ლარის კუპიურების ზედაპირზე არსებული მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერების დანაშრევი, გ------- გ-------ას მარჯვენა და მარცხენა ხელიდან ბამბის ტამპონის საშუალებით აღებულ ანაწმენდებზე არსებული მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის ნივთიერების კვალი, ქურთუკის ზედაპირზე არსებული მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერებების კვალი და ნიმუშად წარმოდგენილი ბამბის ტამპონზე არსებული მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერება ხასიათდებიან ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით. მოწმემ დაადასტურა, რომ საკვლევი ობიექტები დალუქული სახით წარედგინა და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ-------------–---–მა დაადასტურა მის მიერ 2016 წლის 28 ივნისს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: სს N074211014801 გამოკვლევაზე წარდგენილი N1 ვიდეოგრამიდან 00:30:48 საათზე ამოღებულ ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულება, რომელიც გაწმენდილი და დამუშავებულია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით ,,Photoshop CS5-ის“ საშუალებით, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. ვინაიდან, გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი იერსახის გამოსახულება N2,3 და 4 ვიდეოგრამაზე არ ფიქსირდება, შემდეგი კვლევები გაგრძელდა N1 ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათზე. გამოკვლევაზე წარმოდგენილი N5 პაკეტში ლაზერულ დისკზე არსებულ 5 ცალ ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულება, რომლებიც გაწმენდილი და დამუშავებულია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით ,,Photoshop CS5-ის“ საშუალებით, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

 

გამოკვლევაზე წარდგენილი N1 ვიდეოგრამიდან 00:30:48 საათზე ამოღებულ ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებისა იდენტურია გამოკვლევაზე წარმოდგენილ გ------- გ-------ას იერსახის გამოსახულება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----------–--------ამ განმარტა, რომ მისი მეუღლე გ------- გ-------ა მეგობრობდა ლ-–- ა------სთან, რომელსაც ასესხა 1500 ლარი, კერძოდ 2014 წელს გ------- გ-------ამ აიღო სესხი და გადაფარა სხვა სესხები, თუმცა დარჩა 5000 ლარი, სწორედ ამ თანხიდან ასესხა გ------- გ-------ამ ლ-–- ა------ს 1500 ლარი. მოწმემ განმარტა, რომ მის ოჯახს აღნიშნული თანხა 2 თვეში ჭირდებოდა შვილის - მ--- გ-------ას მკურნალობისთვის. მის უკმაყოფილობაზე მეუღლემ უთხრა, რომ ლ-–- ა------ დროულად დაუბრუნებდა თანხას და პრობლემა არ შეიქმნებოდა მკურნალობისას. ლ-–- ა------ს აგვისტოში უნდა დაებრუნებინა სესხი, რადგან სექტემბერში უნდა დაეწყოთ მკურნალობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–- კ-------მ განმარტა, რომ 2014 წლის ნოემბრის დასაწყისში მოძრაობდა ქალაქ ს----ში, მ–--------- ქუჩაზე, ახალსოფლის მიმართულებით, რა დროსაც დაინახა ორი მეგობრის - გ------- გ-------ას და ლ-–- ა------ს ერთად მდგომი ავტომანქანები. დაახლოებით 10 წუთში გ------- გ-------ამ დაურეკა და კითხა, ხომ არ ქონდა ე.წ. დომკრ----, ტელეფონში გაიგო ასევე ლ-–- ა------ს ხმა. დაახლოებით 15 წუთში უკან გზაზე მოძრაობისას მოწმემ ახალსოფლის შესასვლელთან დაინახა გ------- გ-------ას ავტომანქანასთან მყოფი პოლიციის 10-15 თანამშრომელი, რომლებმაც მიახლოების საშუალება არ მისცეს, ამიტომ იდგა 3-5 მეტრში და ესმოდა გ------- გ-------ას ხმა, რომ უდანაშაულო იყო და ყველაფერი სხვანაირად იყო. მივიდნენ ს----ის სამმართველოს პოლიციელებიც, ავტომანქანაზე ეწყო ნივთები და მიმდინარეობდა ვიდეო გადაღება, რის შემდეგაც გ------- გ-------ა თბილისის მიმართულებით წაიყვანეს. მოწმე დაახლოებით 5-6 წელია იცნობს ლ-–- ა------ს და კარგი მეგობრული ურთიერთობა ქონდათ, ბევრჯერ სამივეს ერთად უქეიფიათ. მოწმე არ იცნობს კ----- შ--–---–---–ს, მაგრამ ლ-–- ა------ ხშირად ურეკავდა ტელეფონზე მისი თანდასწრებით. გ------- გ-------ას ადვოკატთან საუბრის შემდეგ გაერკვა საქმის დეტალებში და ლ-–- ა------ს კითხა, თუ რატომ ჩაიდინა მსგავსი საქციელი, თუმცა ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ საქმით მაღალი რანგის ხალხი იყვნენ დაინტერესებული და არ ჩარეულიყო. მოწმემ განმარტა, რომ ლ-–- ა------სა და გ------- გ-------ასგან იცოდა, რომ ამ უკანასკნელის ვალი ქონა ლ-–- ა------ს და სექტემბერში უნდა დაებრუნებინა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე გამოქვეყნდა ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედების - ლ-–- ა------ს და გ------- გ-------ას შეხვედრების და საუბრების ,,ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერის“ შედეგად მოპოვებული მასალები, ასევე ,,სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების და ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული მასალები.

 

საქართველოს შსს-ს თანამშრომლის ბარათის თანახმად, გ------- გ-------ა 2005 წლის 25 აპრილს იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ს----ის საპატრულო პოლიციის ჯგუფის პატრულ-ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებელი, აღნიშნულიდან მოყოლებული მან რამდენჯერმე შეიცვალა პოზიცია, მათ შორის 2012 წლის 5 დეკემბრიდან 2014 წლის 12 სექტემბრამდე იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ფოთის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ- გამომძიებელი, ხოლო 2014 წლის 13 სექტემბრიდან ასრულებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ს----ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი გამომძიებლის მოვალეობას.

 

შპს ,,მობიტელის“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის წერილის თანახმად, ტელეფონის ნომერი 5-------- გაფორმებულია ლ-–- ა------ზე, ხოლო ტელეფონის ნომერი 5-------- ბ-–-- ბ------–--აზე.

 

შპს ,,მაგთიკომის“ წერილის თანახმად, ნომერი 5-------- ეკუთვნის გ------- გ-------ას.

 

2014 წლის 22 ოქტომბრის ფულის გადაცემის შესახებ ოქმის თანახმად, 2014 წლის 22 ოქტომბერს ლ-–- ა------ს გადაეცა დანომრილი თანხა 300 ლარის ოდენობით.

 

ოქმი N1738/ქრ თანახმად, 2014 წლის 4 ნოემბერს 12 ცალ 100 ლარიან კუპიურაზე, შემდეგი ნომრებით: G13257763, G06777060, G11797844, G08181143, G14256761, G20270828, G21539337, G21504181, G14410595, G12082224, G18071555, G14897811, სპეც. ფანქრით დატანილი იქნა ფარული აღნიშვნა - ,,შსს გენ. ინსპექცია“. ზემოაღნიშნული კუპიურები დამუშავდა სპეც. ქიმიური ნივთიერებით, რომელიც ვიზუალურად უხილავია, ხოლო ულტრაიისფერი სხივებში აქვს მოყვითალო ფერის ნათება.

 

2014 წლის 7 ნოემბრის ფულის გადაცემის შესახებ ოქმის თანახმად, 2014 წლის 7 ნოემბერს ლ-–- ა------ს გადაეცა დანომრილი თანხა 1200 ლარის ოდენობით, 100 ლარიანი კუპიურებით, ნომრებით: G13257763, G06777060, G11797844, G08181143, G14256761, G20270828, G21539337, G21504181, G14410595, G12082224, G18071555, G14897811.

 

2014 წლის 7 ნოემბრის გ------- გ-------ას პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად ქ. ს----ში, მ–--------- ქ. N223-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- გ-------ას პირადი ჩხრეკის შედეგად შავი ფერის ნაჭრის ქურთუკის წინა მარჯვენა დაბალი ჯიბიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა 1200 ლარის ოდენობით, 12 ცალი 100 ლარიანი კუპიურები, ნომრებით: G13257763, G06777060, G11797844, G08181143, G14256761, G20270828, G21539337, G21504181, G14410595, G12082224, G18071555, G14897811.

 

2012 წლის 5 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N------- ბრძანების თანახმად პოლიციის მაიორი გ------- გ-------ა დაინიშნა შსს სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლად.

 

2014 წლის 13 სექტემბრის საქართველოს შსს მთავარი სამმართველოს უფროსის N------- ბრძანების თანახმად, პოლიციის მაიორი გ------- გ-------ა დაინიშნა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ს----ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე.

 

2014 წლის 6 ნოემბრის საქართველოს შსს მთავარი სამმართველოს უფროსის N------- ბრძანების თანახმად, პოლიციის მაიორი გ------- გ-------ა დაინიშნა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ფოთის საქალაქო სამმართველოს, მალთაყვის პოლიციის განყოფილების უფროსის (დეტექტივ- გამომძიებელი) თანამდებობაზე.

 

2014 წლის 4 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის N2459359 ბრძანების თანახმად, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ფოთის საქალაქო სამმართველოს, მალთაყვის პოლიციის განყოფილების უფროსი გ------- გ-------ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შსს საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2014 წლის 8 ნოემბრიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა საქართველოს შსს მიერ გაცემული ბრძანებები გ------- გ-------ას წახალისების, სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად და კეთილსინდისიერად შესრულებისათვის მადლობისა და ფულადი პრემიის გაცემის თაობაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ჩ------ გ---------ას გამოკითხვის ოქმის თანახმად: გ------- გ-------ას იცნობს და მეგობრობს ბავშვობიდან. 2014 წელს ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ოჯახისთვის სჭირდებოდა ფული, სურდა ბანკიდან გამოეტანა სესხი და სთხოვა თავდებობა, რაზეც დასთანხმდა და ქ. ფოთში ,,თიბისი“ ბანკის ფილიალში ხელი მოაწერა გ------- გ-------ას მიერ ასაღები სესხის თავდებობას. აღნიშნულიდან რამდენიმე ხანში გ------- გ-------ასგან გაიგო, რომ მან მცირე დროით 1500 ლარი ასესხა ახლობელს, ვინმე ა------ს.

 

2014 წლის 13 დეკემბრის ოქმის თანახმად, გ------- გ-------ამ უარი განაცხადა ხმის ნიმუშის აღებაზე, იმ მიზეზით, რომ გამოძიება წარიმართა არაობიექტურად, გარდა ამისა აქვს ყელის ტკივილი.

 

2014 წლის 11 ნოემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, 2014 წლის 9 ნოემბერს სისხლის სამართლის საქმიდან N074211014801 ცალკე წარმოებად გამოყოფილი იქნა სისხლის სამართლის საქმე N09909111401 ავტომანქანების საბურავების ქურდობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. მოცემულ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი იქნა შპს ,,H-----“, რომელსაც მიადგა ქონებრივი ზიანი.

 

სამართლებრივი დახმარების ფარგლებში წარმოდგენილი - სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის მიერ დაზარალებულის წარმომადგენელ ა-----ს ზ----------ის 2014 წლის 18 დეკემბრის დაკითხვის ოქმის თანახმად: შპს ,,ა------“, რომელსაც ის წარმოადგენს, ეწევა საბურავების იმპორტს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

 

2014 წლის 28 აგვისტოს ,,G-------------------------ის“ თანამშრომელმა, მძღოლმა ბ-–-- ბ------–--ამ გადაიტანა სატვირთო ავტომანქანით საბურავები სომხეთის რესპუბლიკის საზღვარზე, ხოლო იქიდან ერევანში საბაჟო ტერმინალზე. საბაჟო კონტროლისა და დათვალიერების შემდეგ კონტეინერი გადატანილი იქნა შპს ,,ა------ს“ სასაწყობო ტერიტორიაზე. საბურავების გადატვირთვის დროს ა-----ს ზ----------მა აღმოაჩინა, რომ გარკვეული რაოდენობა აკლდა, კერძოდ 112 ცალი განსხვავებული ზომის საბურავი, რომელთა ღირებულება ანგარიშ-ფაქტურით შეადგენდა 7859,08 აშშ დოლარს. ჩათვალა, რომ ფაბრიკაში კონტეინერში ჩატვირთული იქნა არასაკმარისი რაოდენობა, რადგან ასეთ შემთხვევას ადრეც ქონდა ადგილი. ასეთ შემთხვევაში კი დანარჩენი რაოდენობის ყიდვისას აძლევდნენ ფასდაკლებას დანაკლისის მოცულობის მიხედვით, თუმცა 14 წლის მანძილზე დანაკლისი შეადგენდა რამდენიმე ცალს და არა 100 ან მეტს. შემდეგ როცა შეატყობინა ფირმა ,,ფედერელს“, უთხრეს, რომ მათ ჩატვირთეს სრული პარტია. დაზარალებულმა განმარტა, რომ გარდა დაკლებული საბურავების ანგარიშ- ფაქტურის მიხედვით ღირებულებისა, კომპანიას მიადგა სხვა ზიანიც, კერძოდ სატრანსპორტო გადაზიდვისა და საბაჟო დანახარჯები, რადგან ნაკლები საქონლის გადაზიდვისას კომპანია იხდის ნაკლებ თანხას და ნაკლებ საბაჟო მოსაკრებელს. მთლიანმა ზარალმა შეადგინა 12 093,64 აშშ დოლარი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ საბაჟო ტერმინალზე ლუქების გახსნისას ისინი მთელი იყო და არ იყო დაზიანებული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეები ასევე, შეთანხმდნენ ბრალდების და დაცვის მხარის სხვა მტკიცებულებებზე, როგორც უდავო მტკიცებულებებზე, რამაც პრეიუდიციული შინაარსი შეიძინა და სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მიიღო ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სააპელაციო პალატა სრული მოცულობით იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გ------- გ-------ას გამართლების თაობაზე, საქმის განხილვისას გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება გ------- გ-------ას მიერ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებისას პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის არგუმენტაციას, იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, გ------- გ-------ას მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ა------ნის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელ----ტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ა------ნის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ა------ნის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან. ა------ნის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ა------ნის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ა------ნის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის ფაქტს დაადასტურებდა, რომ გ------- გ-------ა, როგორც მოხელე თავისი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელებდა უკანონო მფარველობას.

 

ობიექტურად აღნიშნული დანაშაული გამოიხატება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერ უპირატესობის მიღებაში ან მოთხოვნაში, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღებაში თავისი ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა. ქრთამის ამღებმა ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის მიმართ კონკრეტული მოქმედება უნდა განახორციელოს მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში.

 

სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია და საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ სცემს ძირითად კითხვაზე პასუხს, კერძოდ რა მოქმედება უნდა განეხორციელებინა გ------- გ-------ას ბრალდების დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში. ბრალდების დადგენილების შესაბამისად გ------- გ-------ას სამსახურებრივი მფარველობა უნდა გაეწია ს----ში ლ-–- ა------ს და სხვათა უკანონო საქმიანობისათვის - საბურავების ქურდობისა და შემდგომი რეალიზაციისათვის. საბურავების მართლსაწინააღმდეგო, ფარული დაუფლების საკითხი და ლ-–- ა------ს მიერ საბურავების რეალიზაციის ფაქტი უტყუარად არ არის დადასტურებული, ამასთან დანაშაულის შესაძლო ფაქტის არსებობის შემთხვევაშიც კი აღნიშნული დანაშაული-საბურავების შესაძლო ქურდობა, უნდა მომხდარიყო ს----ის მუნიცეპალიტეტის ტერიტორიაზე 2014 წლის 28 აგვისტომდე, ამ დროისათვის კი გ------- გ-------ას უფლებამოსილება არ ვრცელდებოდა ს----ის ტერიტორიულ ერთეულზე, რადგან წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად 2012 წლის 5 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N------- ბრძანების თანახმად პოლიციის მაიორი გ------- გ-------ა დანიშნული იყო შსს სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლად, იგი 2014 წლის 13 სექტემბრის საქართველოს შსს მთავარი სამმართველოს უფროსის N------- ბრძანების თანახმად დაინიშნა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ს----ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე, შესაბამისად გ------- გ-------ა ვერ განახორციელებდა ბრალდების დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს ს----ის მუნიცეპალიტეტის ტერიტორიაზე აგვისტოს თვეში, ხოლო 2014 წლის 6 ნოემბრის საქართველოს შსს მთავარი სამმართველოს უფროსის N------- ბრძანების თანახმად, პოლიციის მაიორი გ------- გ-------ა დაინიშნა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ფოთის საქალაქო სამმართველოს, მალთაყვის პოლიციის განყოფილების უფროსის (დეტექტივ- გამომძიებელი) თანამდებობაზე.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზეც, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადასტურდა, ის გარემოება, რომ გ------- გ-------ა ლ-–- ა------სგან მართლაც ითხოვდა თანხას, საუბრობდა საბურავების შესახებ და მკაფიოდ ჩანს როგორ აიღო თავდაპირველად 300 ლარი , შემდეგ 1200 ლარი. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ლ-–- ა------მ გ------- გ-------ას ნამდვილად გადასცა 1200 ლარი, თუმცა საგამოძიებო მოქმედებაში ჩართულმა პირმა ვერ შეძლო გამოევლინა გ------- გ-------ას ქმედების - ფულის აღების შესაძლო დანაშაულებრივი შემადგენლობა (მაგალითად ფული აიღო ქრთამის სახით, მფარველობის სანაცვლოდ და ა.შ), რაც ცხადს გახდიდა დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ასევე სატელეფონო ფარული მიყურადებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ 1200 ლარი არის საბურავების რეალიზაციით მოპოვებული გ------- გ-------ას წილი - ქრთამი, დაპირებული მფარველობისათვის. რაც შეეხება 300 ლარის გადაცემასთან დაკავშირებით მითითებას, გამოძიების მიერ ვერ იქნა ამოღებული, ხოლო ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო-მასალა, საერთოდ არ იქნა გამოკვლეული პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, რაც მას მტკიცებულებით სტანდარტს უკარგავს. ამასთან ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, ეფუძნება ასევე იმ მტკიცებულებებს, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი და შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ნ----------–--------ას, ლ-–- კ-------ს, ჩ------ გ---------ას ჩვენებით და საბანკო ამონაწერებით დასტურდება, რომ 2014 წელს გ------- გ-------ამ ბანკიდან გამოტანილი სესხით ბანკში გადაფარა გარკვეული თანხა და საბანკო ოპერაციის შედეგად დარჩა 5000 ლარი, საიდანაც ხსენებული მოწმეების ჩვენებებით 1500 ლარი ასესხა ლ-–- ა------ს.

 

ბრალდების მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მოწმე გოგიტა ფიფიას გამოკითხვის ოქმით 2014 წლის სექტემბრის თვის ბოლოს ქ. ს----ში შემთხვევით შეხვდა გ------- გ-------ას, ამ უკანასკნელმა საუბარში უთხრა, რომ თანხა ქონდა გასესხებული, თუმცა მევალემ გაუჭიანურა ვალის დაბრუნება.

 

მოწმის, კ------------------–--ას, გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2014 წლის 8 ოქტომბერს გ------- გ-------ამ თხოვა მეგობრის დაკვალიანება საბურავების თემაზე, რომელიც მისი სახელით დაურეკავდა, რადგან მას ქონდა მისი ვალი და დახმარების შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა ვალი გაესტუმრებინა. მართლაც გ------- გ-------ას სახელით რამდენიმეჯერ დაურეკა ვინმე ლ-–-მ და საბურავებთან დაკავშირებით დაუსვა რამდენიმე შეკითხვა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–- ა------მ დაადასტურა, რომ გ------- გ-------ას წამლისთვის დასჭირდა ფული, რის გამოც მეგობრისგან ისესხა 300 ლარი და მისცა ბრალდებულს და ეს არ იყო მისთვის ოპერ----ული მიზნებისათვის გამოძიების მიერ გადაცემული თანხა, თუმცა მოცემული საქმის მთავარმა გამომძიებელმა მ----- გ---–-იამ თავის მხრივ განმარტა, რომ ლ-–- ა------მ გ------- გ-------ას 2-ჯერ მისცა წინასწარ დამუშავებული - დანიშნული ფული 300 და 1200 ლარის ოდენობით, გარდა ამისა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა 2014 წლის 22 ოქტომბრის და 2014 წლის 7 ნოემბრის ფულის გადაცემის შესახებ ოქმები, რომელთა თანახმადაც 2014 წლის 22 ოქტომბერს ლ-–- ა------ს გადაეცა დანომრილი თანხა 300 ლარის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 7 ნოემბერს დანომრილი თანხა 1200 ლარის ოდენობით.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას, თითქოსდა საქმეში დაკითხული მოწმეთა ჩვენებები სხვა მტკიცებულებებთან ერთად ქმნის გ------- გ-------ასათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს. მოწმეთა ნაწილი ადასტურებს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტს, საქმის ირგვლივ სხვა ფაქტობრივი გარემოებები მათთვის უცნობია (მოწმე თ------ ა-----ე, მოწმე ბ--- მ---------ე, მოწმე ი-----–- შ----ა, მოწმე გ------- გ-----–--ე და სხვა). რაც შეეხება ბრალდების მხარის ძირითად მოწმეს ლ-–- ა------ს, მისი სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება, რიგ შემთხვევაში არათანმიმდევრული და რიგ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავია. საქმეში არსებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები კი არ ადასტურებს გ------- გ-------ასათვის ბრალად წარდგენილ დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დაზარალებულის წარმომადგენელი ა-----ს ზ----------ის დაკითხვის ოქმით ეს უკანასკნელი ადასტურებს საბურავების დანაკლისს და მიყენებულ ზიანს, თუმცა მტკიცებულების ამ ფარგლებში უტყუარად ვერ დგინდება შემსყიდველი ან გამყიდველი კომპანიის არაბრალეულობა დანაკლისთან მიმართებაში, მით უფრო იმ პირობებში როდესაც ტვირთის მიმღების განმარტებით საბაჟო ტერმინალზე კონტეინერის გახსნისას ლუქები არ იყო დაზიანებული, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტით. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულების ფარგლებში უტყუარად არ დგინდება, დანაკლისი იყო თუ არა ლ-–- ა------ს და მის მიერ დასახელებული პირების მიერ ჩადენილი ქურდობის შედეგი, რასაც ცხადია დიდი მნიშვნელობა აქვს იმის დასადგენად, გ------- გ-------ამ ლ-–- ა------საგან ფულადი თანხა აიღო მისთვის სესხის სახით მიცემული თუ ქრთამის სახით მათ შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ამ დრომდე ვერ იქნა ნაპოვნი ნაქურდალი საბურავები /ქურდობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში/, ლ-–- ა------ს მიერ დასახელებულმა პირებმა კი კატეგორიულად უარყვეს საბურავების ქურდობის ფაქტი, კონკრეტულად მოწმე ბ-–-- ბ------–--ა განმარტავს, რომ ლ-–- ა------ გაიცნო დაახლოებით სამი თვის წინ და არის უბრალო ნაცნობი. უ–---ი ჯ----ს სახლში არასდროს მიუტანია საბურავები. მოწმე უ–---ი ჯ----მ განმარტა, რომ 2014 წლის 7 ნოემბერს მის სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რაიმე სახის უკანონო გზით მოპოვებული საბურავები არ აღმოაჩნდა. ბ-–-- ბ------–--ა მასთან სახლში არასოდეს მისულა სატვირთო მანქანით და არასოდეს მოუტანია საბურავები შესანახად. საერთოდ არ იცნობს ლ-–- ა------ს და არ ქონია მასთან რაიმე სახის შეხება.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ გ------- გ-------ას და ლ-–- ა------ს სავარაუდო შეთანხმებასთან მიმართებით, არც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე და არც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოკვეთილა რაიმე სახის ისეთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შეთანხმებას მფარველობის შესახებ და მის ფარგლებში რაიმე თანხის ქრთამის სახით მოთხოვნას ბრალდებულის მიერ, გარდა თავად ლ-–- ა------ს ჩვენებისა, რომლის ჩვენებაც უმეტეს წილად ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათისაა.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განსახილველ საქმეში გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასების დროს სასამართლოს უჩნდება რეალური განცდა იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში საუბარია სწორედ გ------- გ-------ასა და ლ-–- ა------ს შორის არსებულ სასესხო ვალდებულებებზე და არა ქრთამის შემადგენლობაზე.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება გ------- გ-------ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის ვ-–- თ------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი გ------- გ-------ას მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 04 თებერვლის განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას გ---–-----ი გ-------ას (პირადი N3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - 400 კვ.მ. სასოფლო- სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მასზე აღმართული შენობა- ნაგებობით N1 გაშენების ფართობით - 148 კვ.მ. მდებარე: ქ. ს----ი, დ. ქ-----–---ს ქ. N19, (საკადასტრო კოდი 4-----------).

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - DVD დისკი 04 ცალი, რომელიც წარმოდგენილია საქმეზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

გ. გ-------ას ხელის ანაწმენდი ბამბის ტამპონები, სუფთა ბამბის ტამპონი, დამუშავებული ბამბის ტამპონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს. ფურცელზე დატანილი ფარული აღნიშვნები, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

12 ცალი 100 ლარიანი კუპიურა - დამუშავებული ფული, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს შსს-ს შესაბამის სამსახურს. გ. გ-------ას ქურთუკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ვ-–- თ------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენი გ------- გ-------ას მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

გ------- გ-------ა (პ№3----------) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

გ------- გ-------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 04 თებერვლის განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას გ---–-----ი გ-------ას (პირადი N3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - 400 კვ.მ. სასოფლო- სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მასზე აღმართული შენობა- ნაგებობით N1 გაშენების ფართობით - 148 კვ.მ. მდებარე: ქ. ს----ი, დ. ქ-----–---ს ქ. N19, (საკადასტრო კოდი 4-----------).

 

განემარტოს გამართლებულს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - DVD დისკი 04 ცალი, რომელიც წარმოდგენილია საქმეზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

გ. გ-------ას ხელის ანაწმენდი ბამბის ტამპონები, სუფთა ბამბის ტამპონი, დამუშავებული ბამბის ტამპონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს. ფურცელზე დატანილი ფარული აღნიშვნები, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

12 ცალი 100 ლარიანი კუპიურა - დამუშავებული ფული, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს შსს-ს შესაბამის სამსახურს.

 

გ. გ-------ას ქურთუკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ხვიჩა კიკილაშვილი