განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002526432
საქმე №1ბ/1653-18 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე : მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის, მარიამ ცისკარიშვილის,გიორგი სვანიძის, მერი ლაბარტყავას მდივნობით
პროკურორ - ნა-------------–ის
ადვოკატ - ნი-----–-------ის
მსჯავრდებულ - ზა-------------–--ის
მონაწილეობით,ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა-------------–ისა და მსჯავრდებულ ზა-------------–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნი-----–-------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ზა-------------–--ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 30 იანვარს, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 5----------), ნასამართლობის არმქონის, არასრული უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებულის ქ. გორი, მ-----–---------–---–--------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, თ----------------------------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 ნოემბრის განაჩენით ზა-------------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 23 მაისის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ზა-------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
ზა-------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის (2018 წლის 24 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოოლოდ, ზა-------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
ზა-------------–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და მუქარა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2018 წლის 24 მაისის ეპიზოდი).
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
ზა-------------–--ე ქორწინებაში იმყოფებოდა ეთ----------–---სთან 2010 წლიდან 2017 წლის მარტის თვემდე დროის მონაკვეთში და ქორწინებაში ყოფნის პერიოდში მუდმივად, ხოლო განქორწინების შემდგომ პერიოდულად ცხოვრობდა მასთან და საერთო მცირეწლოვან შვილთან - მა---------------–---სთან ერთად, ქ. თბილისი, თ-------------------------------------------------ში. თანაცხოვრების მანძილზე და ასევე, 2017 წლის მარტის თვიდან 2018 წლის 24 მაისის ჩათვლით დროის მონაკვეთში, ზა-------------–--ე პირადად და კომუნიკაციის საშუალებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას თავის ყოფილ მეუღლეს - ეთ----------–---ს, მოიხსენიებდა მას, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, უწოდებდა მას ,,არაქალს“, ,,ღორს“, ,,გომბიოს“, ,,მძორს“ და სხვა უცენზურო სიტყვებს, რასაც ძირითადად ესწრებოდა მათი საერთო არასრულწლოვანი შვილი - მა---------------–---. შეურაცხყოფის მიყენების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე, ეთ----------–--- განიცდიდა ტანჯვას;
2018 წლის 24 მაისს, დაახლოებით 15:30 საათზე ქ. თბილისი, თ-------------------------------------–ში მდებარე შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-6 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ზა-------------–--ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ყოფილ მეუღლეს - ეთ----------–---ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ეპიზოდში პირველი ინსტანციის სასამართლომ ზა-------------–--ე უდანაშაულოდ ცნო და განმარტა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა.
ბრალდების შესახებ დადგენილებით ზა-------------–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 23 მაისის ეპიზოდი);
მანვე, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი);
მანვე, ჩაიდინა მუქარა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2018წლის 24 მაისის ეპიზოდი).
ზა-------------–--ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 მაისს, დაახლოებით 23:50 საათზე, ზა-------------–--ემ ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი ყოფილი მეუღლის - ეთ----------–--ის მიმართ, კერძოდ: ქ. თბილისში, თ-------------–-----------------------------------------------ში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შეკრული ხელის მტევანი დაარტყა მას ჯერ მკლავზე, შემდგომ ლოყაზე, რა დროსაც ეთ----------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
ზა-------------–--ე ქორწინებაში იმყოფებოდა ეთ----------–---სთან 2010 წლიდან 2017 წლის მარტის თვემდე დროის მონაკვეთში და ქორწინებაში ყოფნის პერიოდში მუდმივად, ხოლო განქორწინების შემდგომ პერიოდულად ცხოვრობდა მასთან და საერთო მცირეწლოვან შვილთან - მა---------------–---სთან ერთად, ქ. თბილისი, თ-------------------------------------------------ში. თანაცხოვრების მანძილზე და ასევე, 2017 წლის მარტის თვიდან 2018 წლის 24 მაისის ჩათვლით დროის მონაკვეთში, ზა-------------–--ე პირადად და კომუნიკაციის საშუალებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას თავის ყოფილ მეუღლეს - ეთ----------–---ს, მოიხსენიებდა მას, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, უწოდებდა მას ,,არაქალს“, ,,ღორს“, ,,გომბიოს“, ,,მძორს“ და სხვა უცენზურო სიტყვებს, რასაც ძირითადად ესწრებოდა მათი საერთო არასრულწლოვანი შვილი - მა---------------–---. შეურაცხყოფის მიყენების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე, ეთ----------–--- განიცდიდა ტანჯვას;
2018 წლის 24 მაისს, დაახლოებით 15:30 საათზე ქ. თბილისი, თ-------------------------------------–ში მდებარე შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-6 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ზა-------------–--ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ყოფილ მეუღლეს - ეთ----------–---ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული ქმედებებისათვის ზა-------------–--ეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა-------------–მა და მსჯავრდებულ ზა-------------–--ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნი-----–-------ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ზა-------------–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 23 მაისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და კანონიერი და რელევანტური სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში სამივე ეპიზოდთან მიმართებით ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციის შესაბამისად არსებობდა ერთმანეთთან შეთანხმებულ, ურთიერთ თავსებად მტკიცებულებათა და მოვლენათა ჯაჭვი, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და ზა-------------–--ის მიმართ ერთ-ერთ დანაშაულებრივ ეპიზოდთან დაკავშირებით გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. აპელანტის აზრით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით: სსიპ „112“-დან მოპოვებული წერილობითი დოკუმენტით, ვა-–----------------–---–ისა და ეთ----------–--ის სხვა თანამშრომელთა ჩვენებებით, რომელთაც ეთ----------–--ის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია გააცნეს სასამართლოს, საკმარისი იყო სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ეთ----------–--ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით. აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ დაუშვებლად ცნო „112“-დან მიღებული ინფორმაცია: აუდიოჩანაწერის სახით დაფიქსირებული ეთ----------–--ის შეტყობინება, ასევე, მისი განცხადების დანართის სახით წარდგენილი აუდიოჩანაწერი, სადაც ზა-------------–--ის ძალადობრივი ქმედება და მისი შემდგომი მოქმედებებია ასახული, რითაც ბრალდების მხარეს არ მისცა შესაძლებლობა, რეალური მტკიცებულებებით დაედასტურებინა ზა-------------–--ის ბრალდება. სახელმწიფო ბრალმდებელმა ასევე მიუთითა, რომ სასამართლომ დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მოთხოვნა, როდესაც ჩვენების მისაცემად გამოცხადებულ დაზარალებულს უარი უთხრა დისკის გამოყენებაზე, რომელზეც იყო ზა-------------–--ის ბრალდების დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი.
აპელანტის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად ოჯახში ძალადობას ახასიათებს ლატენტურობა, მოწმეთა ირიბი ჩვენებები მიჩნეულ უნდა იქნეს პირდაპირი მტკიცებულებების თანაბარმნიშვნელოვნად, ქმედებების ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით შეფასებისათვის, რის გამოყენების წინაპირობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაც იძლევა. აპელანტის მითითებით, ოჯახში ჩადენილი ძალადობა ბოლო პერიოდში საკმაოდ გავრცელებულია, არაერთი მათგანი დასრულდა სავალალო შედეგით. საკმაოდ გავრცელებულ ხასიათს ატარებს მოძალადე ქმრებისაგან მათ მეუღლეებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტები, აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველანაირი ზომა იმისათვის, რომ დაიცვას მოძალადე ქმრების მსხვერპლი მეუღლეები, რომლებსაც ყოველ ჯერზე, შესაძლოა, უფრო მძიმე ზიანი მიადგეთ.
მსჯავრდებულ ზა-------------–--ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნი-----–-------ემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ზა-------------–--ის უდანაშაულოდ ცნობა, შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტმა მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია მტკიცებულებათა შეფასებისა და განაჩენის დასაბუთების სტანდარტი, რითაც საფრთხე ექმნება ზოგადი პრაქტიკის თვალსაზრისით სამართალწარმოების და მართლმსაჯულების განხორციელების დადგენილ წესებს, ვინაიდან თითოეული სისხლის სამართლის საქმე წარმოადგენს ინდივიდუალური შეფასების საგანს და არ შეიძლება მოექცეს ჩარჩოში, დაცვის მხარის ყველაზე ძლიერ არგუმენტს უნდა გაეცეს პასუხი, მტკიცებულების შეფასება უნდა მოხდეს დეტალურად, ზუსტად და შეჯიბრებითი პროცესის პრინციპების შესაბამისად, რაც, აპელანტის აზრით, მოცემულ შემთხვევაში, არ მომხდარა. სასამართლომ სწორად არ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, გულწრფელობა და დამაჯერებლობა, ასევე საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, რომლებიც კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით იქნა მოპოვებული, არ გაამახვილა ყურადღება მოწმის მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიცემულ ინფორმაციასა და სასამართლოში მოწმის სტატუსით დაკითხვისას მიღებულ არსებით საწინააღმდეგო ჩვენებაზე.
აპელანტმა დეტალურად წარმოადგინა მოწმეთა დაკითხვის დროს დასმული შეკითხვები და მათზე გაცემული პასუხების ქრონოლოგია და აღნიშნა, რომ დაზარალებულ ეთ----------–--ის ჩვენებები შინაარსობრივად წინააღმდეგობრივია, მაგალითად, ზა-------------–--ის აზარტული თამაშებით გატაცების, შანტაჟის ნაწილში. აპელანტის აზრით, მოწმემ ისაუბრა ისეთ გარემოებებზე, რომლებიც არც პირდაპირ და არც ირიბად დასტურდებოდა; ასევე აღწერა მოვლენები, რომელიც არ შეიძლება სასამართლოს მხრიდან დადგენილად ყოფილიყო მიჩნეული. დაცვის მხარემ ასევე მიუთითა დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც იგი აქტიურად ყვებოდა ოჯახში არსებულ ყვირილისა და აგრესიის ფაქტებზე, ხოლო მოგვიანებით კი უთითებდა არსებითად საწინააღმდეგო გარემოებაზე, რომ წლების განმავლობაში სიჩუმეში ცხოვრობდა და სიჩუმეს კამათი ერჩია. აღნიშნული, აპელანტის აზრით, ბადებდა ეჭვს, რომ ეთ----------–--- თავად ახდენდა კონფლიქტის პროვოცირებას.
აპელანტმა მიუთითა ასევე სხვა მოწმეთა ჩვენებებზე, კერძოდ, ვა-–----------------–---–ის ჩვენებაზე, რომელმაც ცალსახად დაადასტურა, რომ ეთ----------–---ს არანაირი ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. სასამართლო არაფერს ამბობს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელიც უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული. აპელანტმა ასევე აღნიშნა, რომ ე. წ. სქრინშოთები, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი იყო კანონის არსებითი დარღვევით, დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა შეემოწმებინა და დედანთან შეედარებინა. ამასთან, წარმოდგენილი სქრინშოთები არის ფრაგმენტული, არ მოიცავს სრულყოფილ საუბარს, ასევე, არ არის მითითებული, თუ რომელ ქსელშია ჩართული, ელემენტის ტევადობა/ოდენობა, მიღების ხარისხი და სხვა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი შესაძლოა ხელოვნურად იყოს დამუშავებული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ზა-------------–--ის დამნაშავედ ცნობის ნაწილში აპელანტმა მიუთითა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, სადაც მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისას დაზარალებულად უნდა იყოს ცნობილი არასრულწლოვანიც, სხვა შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს ადგილი არ ექნება. დაცვის მხარის მითითებით, მოცემულ საქმეზე არასრულწლოვანი მა---------------–--- პროკურატურას არ უცვნია დაზარალებულად, რაც ნიშნავს, რომ მაკვალიფიცირებელი გარემოება არ არის სახეზე, შესაბამისად, ზა-------------–--ის ბრალდებულად ცნობის მომენტიდან არსებობდა სამართლებრივი შეცდომა, რომელიც საბოლოოდ, სასამართლომ დააკანონა. აპელანტმა ასევე მიიჩნია, რომ ფსიქოლოგიურმა ექსპერტმა სასამართლო პროცესზე ცალსახად გამოხატა ბრალდების მხარის მიმართ მიკერძოება.
მუქარის ეპიზოდთან დაკავშირებით, აპელანტმა განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი პოლიციელები არიან დაინტერესებული მხარეები, ვინაიდან, თითოეული მათგანი ჩვენების მიცემისას დაკავების მიზეზად განმარტავდნენ პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გინების ფაქტს, რომელიც მიმართული იყო თანამშრომლებისადმი. მათივე აღწერით, ზა-------------–--ე გინებით შევარდა შენობაში, აგინებდა თანამშრომლებს, რის შემდგომაც დააკავეს. ამასთან, მოწმეებმა საფრთხის რეალურობა შეაფასეს, არა გარემო ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, არამედ იმ ფაქტით, რომ ზა-------------–--ემ იკადრა და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გინებით შევიდა, თუმცა, განმეორებადი ფრაზებით, თითქოსდა იმუქრებოდა. პოლიციელები ჩვენებას იძლეოდნენ თანამშრომლის სასარგებლოდ იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც მათ შეურაცხყოფა მიაყენა, შესაბამისად, აპელანტის აზრით, პოლიციელების ჩვენებები არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული, როგორც დაინტერესებული მხარეების ჩვენება. აპელანტი ასევე განმარტავს, რომ მოცემულ ეპიზოდთან მიმართებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, კითხვების დასმით ბრალდებულის საზიანოდ ჩაერია მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპში.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ხოლო დაცვის მხარემ ზა-------------–--ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზა-------------–--ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს ზა-------------–--ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად არის დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ხოლო სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა ანდა ეჭვქვეშ დადგებოდა ზა-------------–--ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენით შერაცხული ბრალდება, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ გაიზიარა დაზარალებულ ეთ----------–--ის ჩვენება, რომელიც წინააღმდეგობრივია, რასაც პალატა არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანამიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა. მოცემულ შემთხვევაში, ეთ----------–--ის ჩვენებასა და საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს შორის, არასრულწლოვნის თანდასწრებით სისტემატური შეურაცხყოფისა და მუქარის ნაწილში, რაიმე სახის აცდენას ადგილი არ ჰქონია. პალატა ასევე არ ეთანხმება ეთ----------–--ის პროვოკაციული ხასიათის შესახებ მსჯელობას, თითქოს, ის იყო კამათის მოყვარული და ვერ ეგუებოდა სიჩუმეში ცხოვრებას. აღნიშნული არ გამომდინარეობს არც დაზარალებულის ჩვენებიდან და არც სხვა რაიმე მტკიცებულებით დასტურდება ეთ----------–--ის პროვოცირებით მეუღლეებს შორის კონფლიქტის წარმოშობის ფაქტები. აღნიშნული მოსაზრება წარმოადგენს დაცვის მხარის მიერ შემოთავაზებულ ვარაუდს, რაც არ არის გამყარებული რეალური ფაქტებით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული დაზარალებულ ეთ----------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ ზა-------------–--ე არის მისი ყოფილი მეუღლე. მათ იქორწინეს 2010 წლის ივნისის თვეში და განქორწინდნენ დაახლოებით 2017 წლის მარტის თვეში. ქორწინების პერიოდში მათ ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა, რაც გამოწვეული იყო ზა-------------–--ის აზარტული თამაშებით გატაცებით და უამრავი ვალით, რითაც ზიანი ადგებოდა ოჯახს, რადგან მთელი შემოსავალი მის ვალებში იხარჯებოდა. კამათის დროს ზა-------------–--ე მეუღლეს ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ზა-------------–--ე მეუღლეს მორჩილებას სთხოვდა, მან იცოდა, რომ ეთ----------–--ისთვის ოჯახის დანგრევა სტრესის გამომწვევი იქნებოდა, რასაც იგი ბოროტად იყენებდა. ზა-------------–--ე ეთ----------–---ს ხშირად უწოდებდა ისეთ უცენზურო სიტყვებს როგორიცაა: ,,არაქალი“, ,,ღორი“, ,,გომბიო“, ,,მძორი“ და სხვა. განქორწინების ინიციატორი ეთ----------–--- იყო, რადგან მას აღარ სურდა სტრესულ მდგომარეობაში ცხოვრება, რომლის უშუალო მომსწრეც მათი 6 წლის შვილი იყო. ზა-------------–--ემ ვალების გამო კარგი სამსახურიც დაკარგა და 2017 წლის აპრილის თვეში რუსეთში წავიდა, საიდანაც სამ თვეში ერთხელ ჩამოდიოდა ვიზის გასაგრძელებლად. ჩამოსვლის პერიოდში ზა-------------–--ე დაახლოებით ორი კვირით რჩებოდა ეთ----------–---სთან, რაც ასევე ხდებოდა კონფლიქტის მიზეზი, რადგან ეთ----------–---ს არ სურდა ყოფილი მეუღლის დატოვება სახლში, თუმცა ეს უკანასკნელი აშანტაჟებდა და ემუქრებოდა, რომ თუ არ დაიტოვებდა და ერთად არ იქნებოდნენ, შვილისთვის რუსეთიდან ფულს (თვეში - 150 აშშ დოლარს) აღარ გამოუგზავნიდა. ვინაიდან ეთ----------–---ს ეკონომიკურად უჭირდა, იგი ყოფილი მეუღლისგან თავს ვერ იცავდა და სახლში იტოვებდა. იმ პერიოდში, როდესაც ყოფილი მეუღლეები ერთად ცხოვრობდნენ, მათ შორის ხშირად, თითქმის ყოველდღე ხდებოდა კონფლიქტი, რა დროსაც ზა-------------–--ე ეთ----------–---ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რასაც თითქმის ყოველთვის ესწრებოდა მათი მცირეწლოვანი შვილი - მა---------------–---, რომელზეც აღნიშნული კონფლიქტები ფსიქოლოგიურად მძიმედ მოქმედებდა. ზა-------------–--ე ეთ----------–---ს სიტყვიერ შეურაცხყოფებს აყენებდა ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის გზითაც. ასევე შეიძლებოდა ქუჩაშიც, ხალხის თანდასწრებით მიეყენებინა მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა.
2018 წლის 24 მაისს ზა-------------–--ე ეთ----------–---ს დილიდანვე უგზავნიდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რომლებიც იყო შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი. ეთ----------–--- ამ დროს სამსახურში იმყოფებოდა და აღნიშნული შეტყობინებების გამო ვერ ახერხებდა მუშაობას. ეთ----------–--ის სამსახური მდებარეობს ქ. თბილისი, თ-------------------------------------–ში. დაახლოებით 16:00 საათზე ზა-------------–--ემ დაზარალებულს მიწერა, რომ სახლში მივიდოდა, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, არ მისულიყო, რადგან აღარ სურდა მასთან ცხოვრება. ამის შემდეგ ზა-------------–--ემ მას მისწერა, რომ გაჩერებაზე ჩამოსულიყო მის სანახავად, თან უთხრა, რომ ტელეფონი უჯდებოდა. ცოტა ხანში ეთ----------–---მ სამსახურის გამჭვირვალე კარიდან დაინახა, რომ ზა-------------–--ე ,,გიჟივით“ მირბოდა მისი სამსახურის მიმართულებით. ეთ----------–---მ მოასწრო და მინუს ერთ სართულზე ჩავიდა, რადგან შეეშინდა, არ იცოდა გაღიზიანებული ზა-------------–--ე მის მიმართ რას ჩაიდენდა, მას ჰქონდა შიში, რომ ბრალდებული მას დაარტყამდა. ზა-------------–--ის მივარდნას დიდი ქაოსი მოჰყვა პოლიციის შენობაში. იგი ეძებდა ეთ----------–---ს და მოკვლით ემუქრებოდა, რის განხორციელების რეალური შიშიც დაზარალებულს გაუჩნდა, რადგან ზა-------------–--ე არაადეკვატური იყო. მისი ყვირილის და გინების ხმა ეთ----------–---ს მინუს ერთ სართულზე ესმოდა. დაზარალებულმა დაინახა, რომ მისი ყოფილი მეუღლის შეკავებას პოლიციის დაახლოებით ხუთი თანამშრომელი ცდილობდა, ხოლო იგი ხელებს იქნევდა, სართულებზე დარბოდა და ყვიროდა. მოგვიანებით ეთ----------–---მ თავისი თანამშრომლისგან გაიგო ზა-------------–--ის დაკავების შესახებ, რის შემდეგაც იგი სახლში წავიდა.
სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მსჯელობისას, დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად უნდა შეფასდეს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომლის თანახმად დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილმა ეთ----------–---მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ეთ----------–--ის ფსიქოლოგიური თავისებურებანი მოცემულია ფსიქოლოგიური გამოკვლევის დასკვნაში.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მა------------–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მას უნდა დაედგინა განიცადა თუ არა ეთ----------–---მ ზა-------------–--ის მიერ განხორციელებული ქმედებით ფსიქოლოგიური ტანჯვა. სხვადასხვა მასალების გაანალიზებისა და დაზარალებულთან დალაპარაკების შედეგად გაარკვია, რომ ზა-------------–--ის მიერ განხორციელებული ქმედებით ეთ----------–---ს მიადგა ფსიქოლოგიური ტანჯვა. გადაწყვეტილების გამოსატანად მნიშვნელოვანი იყო დადგენილიყო ქმედების სახეობა და გამოსაკვლევი პირის მიერ განცდის ინტენსივობა, რამდენად მოწყვლადია ის ამ დანაშაულის მიმართ. ეს ორივე იყო გათვალისწინებული. მანამდე ეთ----------–--ის ფსიქიკური ფუნქციები იქნა გამოკვლეული, რის შედეგადაც გაირკვა, რომ იგი ჯანმრთელია და გაზიარებულია მის მიმართ გადმოცემული შინაარსი. გასაუბრებაზე შესული ეთ----------–--- ცდილობდა ემოციური კონტროლი შეენარჩუნებინა. იგი ცდილობდა დაებალანსებინა ემოციური ფონი, თუმცა საუბრის მიმდინარეობისას შეიმჩნეოდა დათრგუნულობის ნიშნები. მან ექსპერტს განუცხადა, რომ ზა-------------–--ესთან ურთიერთობა აშინებდა და ახლაც აქვს მისი შიში. ბოლო კონფლიქტამდე ზა-------------–--ის მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, თუმცა მთელი თანაცხოვრების განმავლობაში მასზე ყოველდღიურად იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაც ხშირ შემთხვევაში ხდებოდა არასრულწლოვნის თანდასწრებით.
აღნიშნულ ფსიქოლოგიურ დასკვნასთან მიმართებით, აპელანტი განმარტავს, რომ ექსპერტმა ბრალდების მხარის მიმართ მიკერძოება გამოიჩინა, როდესაც მტკიცებითი ფორმით აღნიშნა, რომ სწორედ ზა-------------–--ის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო განიცდიდა ეთ----------–--- ტანჯვას, რომ მან იხელმძღვანელა დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, რის გამოც სასამართლოს ეს დასკვნა არ უნდა გაეზიარებინა. პალატა არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და განმარტავს, რომ კვლევისას გამოყენებულ მასალად ამავე დასკვნაში მითითებულია სისხლის სამართლის საქმე, ამასთან, გამოსაკვლევი პირი იყო დაზარალებული, რომელთან გასაუბრების შედეგები უნდა შეეფასებინა ექსპერტს, რაც, დასკვნის კვლევითი ნაწილის მიხედვით, განხორციელდა კიდეც. ამასთან, რაიმე მყარი არგუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ ექსპერტმა გამოამჟღავნა მიკერძოებულობა დასკვნის გაცემის დროს, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.
არასრულწლოვანი მოწმის მა---------------–იძის 2018 წლის 25 მაისს გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, რომელიც უდავო მტკიცებულებად იქნა ცნობილი, დასტურდება, რომ მისი მშობლების ეთ----------–--ის და ზა-------------–--ის ჩხუბს ბევრჯერ შესწრებია, ისინი ერთმანეთს უყვირიან, თუმცა ერთმანეთისთვის ხელი არასდროს დაურტყამთ. არასრულწლოვანმა მოწმემ არ იცის, რაზე ჩხუბობს დედა და მამა, მას არ მოსწონს მშობლების ხმამაღალი საუბარი და არ სურს, რომ მათ იჩხუბონ.
პალატა ყურადღებას მიაქცევს არასრულწლოვნის თანდასწრებით მეუღლის სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდთან დაკავშირებით დაცვის მხარის მიერ განვითარებულ მსჯელობას, თითქოს აღნიშნულ კვალიფიკაციას ადგილი არ აქვს, რადგან პროკურატურის მიერ თავიდანვე არ მოხდა არასრულწლოვნის დაზარალებულად ცნობა, რაც მოცემული მუხლით კვალიფიკაციის აუცილებელ ნიშანს წარმოადგეს. აღნიშნული მოსაზრების დასადასტურებლად, აპელანტი მიუთითებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიხედვით, მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა. აპელანტის მოსაზრებას პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ის ფაქტი, რომ არასრულწლოვნის თანდასწრებით მოხდა ოჯახში ძალადობა, პალატას დადგენილად მიაჩნია, რაც წარმოადგენს ზა-------------–--ის ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს.
აპელანტი ასევე მიუთითებს მუქარის ეპიზოდთან დაკავშირებით დაკითხულ პოლიციის თანამშრომელთა - გი-------------–---–ის, ვა-–-------------ას, გი-----------------ის, ი------------------ას, ნა-----–-----–---–ის, თე--–-----–-ას, ნი--------–--ას ჩვენებებზე და განმარტავს, რომ მათი ჩვენებები არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს, რადგან ისინი დაინტერესებული პირები არიან.
აპელანტის მოსაზრებას პალატა არ ეთანხმება. მხოლოდ ის ფაქტი, რომ შემთხვევა პოლიციის შენობაში მოხდა და დაზარალებული მათი თანამშრომელია, არ შეიძლება გახდეს მათი ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველი. რაიმე მტკიცებულება, რომ ისინი მიკერძოებულად გადმოსცემენ საქმის ვითარებას, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დასახელებული პოლიციელები შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-6 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში ზა-------------–--ის მისვლის ფაქტს თანმიმდევრულად აღწერენ და ცალსახად განმარტავენ, რომ ზა-------------–--ე პოლიციელებს არ ემორჩილებოდა, იყო აღელვებული და აგრესიული. პოლიციელებმა ზა-------------–--ეს რამდენჯერმე განუმარტეს, რომ პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მსგავსი ქმედება არ შეიძლებოდა, მაგრამ ის ყვიროდა ,,ეთერ უნდა დაგბრიდო“, ,,ეთ----------–--- სადა ხარ, უნდა მოგკლაო“, რაც, მოწმე გი-------------–---–ის განმარტებით, დაახლოებით 15-ჯერ გაიმეორა. მოწმე ვა-–-------------ამ კი მიუთითა, რომ ზა-------------–--ე პოლიციის შენობაში ღრიალით შევარდა, იგი ყვიროდა, ,,ეს რა გამიკეთე ეთ----------–---, სადა ხარ, უნდა მოგკლაო“ და იგინებოდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ზა-------------–--ე ავიდა მესამე სართულზე, მას მოწმესთან ერთად სხვა თანამშრომლებიც გაყვნენ, რომლებიც ცდილობდნენ მის შეჩერებას, მაგრამ მისი აგრესიულობის გამო რომ ვერ გააჩერეს და მიიჩნიეს, რომ მუქარა რეალური იყო, მიიღეს გადაწყვეტილება ზა-------------–--ის დაკავების შესახებ. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს აღნიშნული საქმის ირგვლივ დაკითხულმა გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-6 განყოფილების თანამშრომლებმა.
ზა-------------–--ის ბრალეულობა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხულ ქმედებებში ასევე დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შეტყობინებით, ეთ----------–--ის მიერ გამომძიებლისთვის 2018 წლის 3 ივლისს წარდგენილი მისი მობილური ტელეფონიდან ამობეჭდილი ე. წ. დასქრინული შეტყობინებებით და საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელთა გაუზიარებლობის საფუძვლიან არგუმენტზე დაცვის მხარეს არ მიუთითებია.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით და მათი ანალიზით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზა-------------–--ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი. პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები, ვინაიდან, თვლის, რომ დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და მასში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი არ არსებობს. ამასთან, დაზარალებულის ჩვენების უტყუარობა გამყარებულია საქმეში არსებული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ხოლო დაცვის მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ისეთი წონადი არგუმენტი, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას ზა-------------–--ის მიერ ეთ----------–--ის მიმართ 2018 წლის 23 მაისს ძალადობის განხორციელების თაობაზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში ზა-------------–--ის ქმედების დამადასტურებელ არგუმენტად აპელანტს მოჰყავს სსიპ „112“-იდან მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც წინასასამართლო სხდომაზე დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა მიჩნეული. ასევე, დაზარალებულის და მოწმე ვა-–----------------–---–ის ჩვენება, კერძოდ:
დაზარალებულმა ეთ----------–---მ ბრალდების ამ ეპიზოდთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ 2018 წლის 23 მაისს მას ბავშვი დაბადების დღეზე ჰყავდა წაყვანილი, საიდანაც სახლში დაბრუნდნენ საღამოს 10:00 საათზე. ბავშვი დააძინა, რის შემდეგაც სახლში მყოფმა ზა-------------–--ემ მას დაუწყო გინება და ჩხუბი. ეთ----------–---მ ბრალდებულს ხმადაბალი ტონით უთხრა, რომ ჩაელაგებინა თავისი ნივთები და წასულიყო სახლიდან, რადგან მასთან ერთად ცხოვრება აღარ შეეძლო. ამის გამო ზა-------------–--ემ დაუყვირა ,,აი, ნახე შენ ახლა რა გიქნაო“, მივარდა და მუშტი დაარტყა ლოყაში, რის შედეგადაც ეთ----------–---მ განიცადა ტკივილი. ამის გამო, ეთ----------–---მ გაბედა და დარეკა პოლიციაში დახმარების სათხოვნელად. ზა-------------–--ე მერვე სართულის აივანზე შემოდგა ორივე ფეხით და ეთ----------–---ს სთხოვა გაეუქმებინა პოლიციის გამოძახება, თორემ გადახტებოდა. ეთ----------–--- სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც დარეკა პოლიციაში და გააუქმა გამოძახება. ამის შემდეგ მისმა თანამშრომელმა ვალერი დევრისაშვილმა მაინც დაურეკა ეთ----------–---ს და მიაკითხა სახლში შემოწმების მიზნით, რა დროსაც დაზარალებულმა მასაც იგივე უთხრა, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას და გაუგებრობას, რადგან ზა-------------–--ის შეეშინდა მას. ხელის დარტყმის დროს მა---------------–---ს ეძინა და ფიზიკური ძალადობის ფაქტს არ შესწრებია. ასევე არავინ შესწრებია მუშტის დარტყმის მომენტს. ფიზიკური ძალადობის შემთხვევას სხვა დროს ადგილი არ ჰქონია.
მოწმე ვა-–----------------–---–ის ჩვენების თანახმად, კი ირკვევა რომ იგი მუშაობს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-6 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მასთან ერთად მუშაობს ეთ----------–---, რომელთანაც აკავშირებს სამსახურებრივი ურთიერთობა. 2018 წლის 23 მაისს იგი იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით ღამის 10:30 საათზე მიიღეს შეტყობინება თბილისში, თემქის დასახლება, მე-4 მ/რაიონი, კორპუსი 36-ში მომხდარ ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, რის შემდეგაც თანამშრომელ გიორგი გარჩეიშვილთან ერთად გავიდა მითითებულ ადგილზე. იქიდან გამომდინარე, რომ ვა-–----------------–---–მა არ იცოდა ეთ----------–--ის საცხოვრებელი მისამართი, მან პირადად დაურეკა მას, რომელმაც უთხრა, რომ აღარ ესაჭიროებოდა დახმარება და აპირებდა გამოძახების გაუქმებას, რის შემდეგაც გათიშა ტელეფონი. ვინაიდან იგი იყო მათი თანამშრომელი, მოწმე მაინც ავიდა მის ბინაში. შეხვედრისას ეთ----------–---მ მოწმეს დაუდასტურა, რომ მეუღლესთან კონფლიქტი უკვე აღმოფხვრილი იყო, პოლიციაში აღელვების გამო დარეკა და აღარ საჭიროებდა დახმარებას, მას ამ დროს დაზიანების ნიშნები არ ეტყობოდა, რის შემდეგაც ვა-–----------------–---–მა დატოვა აღნიშნული ადგილი, რადგან შეტყობინება უკვე გაუქმებული იყო.
პალატა განმარტავს, რომ 2018 წლის 23 მაისის ეპიზოდში ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ ერთი პირდაპირი ჩვენება, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ ეპიზოდში ზა-------------–--ის დამნაშავედ ცნობას. რაც შეეხება მოწმე ვა-–----------------–---–ის ჩვენებას, იგი არ არის კონფლიქტის თვითმხილველი, უფრო მეტიც, მისი მისვლის შემდგომ დაზარალებულმა მას განუმარტა, რომ მეუღლესთან კონფლიქტი აღმოფხვრილი იყო.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ ირიბ მოწმეთა ჩვენებები პირდაპირ მტკიცებულებათა თანაბარმნიშვნელოვნად უნდა იქნეს განხილული. პალატა განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს. ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღწერილი საგამონაკლისო შემთხვევა, უფრო მეტიც, დაზარალებულმა სასამართლოს მისცა ჩვენება, თუმცა აღნიშნული ჩვენება არ არის გამყარებული საქმეზე წარმოდგენილი არც ერთი, თუნდაც ირიბი მტკიცებულებით.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები 2018 წლის 23 მაისს ზა-------------–--ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ზა-------------–--ის დამნაშავეობაში ბრალდების ამ ნაწილში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზა-------------–--ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზა-------------–--ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველი და ის უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა-------------–ისა და მსჯავრდებულ ზა-------------–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნი-----–-------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ზა-------------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 23 მაისის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ზა-------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
ზა-------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის (2018 წლის 24 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოოლოდ, ზა-------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ზა-------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
ზა-------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -2018 წლის 24 მაისიდან.
საქმეზე დართული ნივთები და საგნები:
1) ზა-------------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი და საფულე, შიგ მოთავსებული პლასტიკური ბარათებით და რკინის მონეტებით, დალუქული ორ პაკეტად (რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-10 განყოფილებაში) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
2) სსიპ 112-ის პასუხის დანართად მიღებული აუდიოჩანაწერების შემცველი დისკი, დედანი დალუქული სახით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს და ეთ----------–--ის მიერ წარმოდგენილი აუდიოჩანაწერის შემცველი დისკი, დედანი დალუქული სახით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხდებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე