განაჩენი

სისხლის სამართლის 30.10.2019
საქმის ნომერი
330100118002523285
ინსტანცია
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100118002523285-1ბ/397-19წ;

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

30 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ვ--------–--–------–-–---–-

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ბ------------------–---, დაბადებული 1----–-–------------–-, პირადი N------------ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: ქ-----------------–----–----------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------–----–----–-------------------–-----------------------------

 

ადვოკატი: ნ------–--–--–---–-

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი;

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წელი და 06 (ექვსი) თვე;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ-----------------–---ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ------–--–--–---–-- და მოითხოვა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენი მსჯავრდებულ ბ-----------------–---ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ნაწილში და გამოტანილ იქნეს გამამართლებელი განაჩენი; ამასთან ცვლილება იქნეს შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 04.02.2019 წლის გამამტყუნებელ განაჩენში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის) და ბ-----------------–---- სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამოერთვას განსაზღვრული უფლებები.

 

ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ბ-----------------–---- ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ნარკოტიკული საშუალების გასაღება ჩადენილი დიდი ოდენობით (სამი ეპიზოდი).

 

სასამართლომ დაადგინა :

 

ბ------------------–---მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებების: ტენამფეტამინის შემცველი 2 ცალი ტაბლეტი, 1,82565 გრამი მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) და 0,16605 გრამი მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 11 ცალი ტაბლეტი და 1 ცალი ტაბლეტის ნატეხი, საიდანაც ა------------------ უკანონოდ გაასაღა:

 

2018 წლის 24 მარტს თ---–--–-, ა---–-------–----------------–- მდებარე ღამის კლუბ ,,---------- შესასვლელთან ტენამფეტამინის შემცველი 2 ცალი ტაბლეტი, 0,98825 გრამი მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) და 0,15975 გრამი მეტამფეტამინი (მარილი) შემცველი 3 ცალი ტაბლეტი, 700 ლარად, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

2018 წლის 31 მარტს თ---–--–-, ვ----–------------------ ხიდთან, მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ღამის კლუბ ,,------- შესასვლელთან 0,4619 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 3 ცალი ტაბლეტი, 650 ლარად, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

2018 წლის 6 აპრილს თ---–--–-, ა---–-------–----------------–- მდებარე ღამის კლუბ ,,-------–-“ 0,2985 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4- მეთილენდი ოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 5 ცალი ტაბლეტი, 750 ლარად, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

ასევე ბ------------------–---მ ნარკოტიკული საშუალება: 0,077 გრამი მდმა-ს (3,4- მეთილენდი ოქსიმეტამფეტამინს) და 0,0063 გრამი მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 1 ცალი ტაბლეტის ნატეხი შეინახა თ---–--–-----–----–----–-----------------–-----------------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რაც 2018 წლის 11 მაისს, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იქნა ამოღებული საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ნარკოტიკული საშუალების გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით (3 ეპიზოდი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ა---------------ა განმარტა, რომ მსჯავრდებულ ბ------------------–---ს დაახლოებით 2 წლის წინ შეხვდა კლუბში და დამეგობრდა. მსჯავრდებული კლუბ „-------–-- და „----–-- წვეულებისას სთავაზობდა ნარკოტიკული საშუალების, კერძოდ „ექსტაზის“ და „ემვაუს“ შეძენას, გარკვეული თანხის სანაცვლოდ. 2018 წლის 22 მარტს მსჯავრდებულმა უთხრა, რომ სურვილის შემთხვევაში 700 ლარად მიაწვდიდა ,,ექსტაზს“. აღნიშნული შეთავაზების შესახებ ა---------------ა აცნობა სამართალდამცავ ორგანოს და დასთანხმდა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლის შეთავაზებას მსჯავრდებულისაგან ნარკოტიკული საშუალების შეძენისას ეწარმოებინა ფარული ჩაწერა. შესაბამისად რამდენჯერმე აღიჭურვა ფარული ჩამწერი მოწყობილობით, შეხვდა მსჯავრდებულს და გამომძიებლის მიერ გადაცემული ფულადი თანხით შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ: 1. 2018 წლის 24 მარტს კლუბ ,,---------- შესასვლელთან 5 აბი ნარკოტიკული საშუალება -,,ექსტაზი“, 700 ლარად. შეხვედრისას მსჯავრდებულმა უთხრა, რომ ჰქონდა ძალიან კარგი ნარკოტიკული საშუალებები ,,ექსტაზი“ და „ემვაუ“ და რამდენიმე დღეში ღამის კლუბ ,,ხიდში“ დაგეგმილი იყო წვეულება. 2. 2018 წლის 31 მარტს დაახლოებით 2300-0000 საათების შუალედში ა---------------ა ღამის კლუბ „ხიდის“ შესასვლელთან ბ------------------–იძისგან შეიძინა 3 აბი ,,ემვაუ“ და 3 აბი ექსტაზი, 650 ლარის სანაცვლოდ, ასევე 3. 2018 წლის 6 აპრილს, ღამის კლუბ ,,-------–-“ კვლავ შეხვდა ა--------------- მსჯავრდებულს და საპირფარეშოში შეიძინა 5 აბი ,,ექსტაზი“, 750 ლარად. თითოეულ შემთხვევაში მსჯავრდებულთან დაშორების შემდეგ ბ------------------–იძისგან შეძენილ ნარკოტიკული საშუალებას საგამოძიებო მოქმედება ამოღების ფარგლებში თარჯიმნის თანდასწრებით აძლევდა გამომძიებელს, რომელიც აბებს ათავსებდა პოლიეთილენის პაკეტში. მისთვის საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა არავის დაუძალებია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ო-–------------–---- განმარტა, რომ არის დეტექტივ- გამომძიებელი. 2018 წლის 21 მარტს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თ---–--–- არსებულ სხვადასხვა კლუბებში ხდებოდა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, თანამშრომელმა ზ-------------–---–-ა კი პატაკში მიუთითა, რომ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას ახორციელებდა ბ------------------–---, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაციას ფლობდა ვინმე - ა---------------სგან. თავის მხრივ ამ უკანასკნელმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ ნაცნობი ბ--------------------–----, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და შესთავაზა ნარკოტიკული საშუალება, უთხრა, რომ 2018 წლის 23 მარტს აპირებდა კლუბ ,,-------–-“ მისვლას და შეეძლო ნარკოტიკული საშუალების მისთვის მიტანა. ა--------------- მისივე თანხმობით აღიჭურვა შესაბამისი მოწყობილობით, გადაეცა შსს ფონდიდან შესაბამისი ფულადი თანხა და რამდენჯერმე შეხვდა მსჯავრდებულს საკონტროლო შესყიდვაზე, კერძოდ 2018 წლის 24 მარტს, 31 მარტს და 6 აპრილს, რა დროსაც შესაბამისად - 700, 650 და 750 ლარად მსჯავრდებულისაგან შეიძინა - 5, 3 და 5 აბი ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის პირველად ღამის კლუბ ,,---------- შესასვლელთან, მეორედ ღამის კლუბ ,,------- შესასვლელთან, ხოლო მესამედ უშუალოდ ღამის კლუბ ,,---------- საპირფარეშოში. თითოეული შეხვედრის საკონტროლო შესყიდვის დასრულებისთანავე ა-------------------- საგამოძიებო მოქმედება - ამოღების ფარგლებში ამოღებული იქნა მსჯავრდებულისაგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები თარჯიმნის მონაწილეობით. სამივე შემთხვევაში იმ მდგომარეობაში ლუქავდა წარდგენილ ნივთიერებას, რა მდგომარეობაშიც მიჰქონდა ა--------------ს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ამოღებული აბები წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას. ასევე განმარტა, რომ 31 მარტს ღამის კლუბ ,,------- ტერიტორიაზე, ბ-------------------–---- გარდა 3 ცალი აბისა, ასევე გადასცა 3 ცალი მუყაოს ფირფიტა, რაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად იყო ე.წ. ემვაუ, რომელიც საკონტროლო შესყიდვის დროისათვის არ წარმოადგენდა დანაშაულს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–-------- განმარტა, რომ არის საქართველოს შსს საეექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოტიკული საშუალებების და ფარმპ რეპარატების ექსპერტიზის ქვეგანყოფილების მთავარი ექსპერტი. დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

2018 წლის 24 მარტის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ა---------------სგან ამოღებული ბ------------------–---სგან შეძენილი: კუსტარული წესით დამზადებული ფოსფორისფერი ფიგურული ფორმის (ორივე ზედაპირზე ფიგურული ამონატვიფრებით) 2 ცალი ტაბლეტი, საერთო წონით - 0,3928 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტენამფეტამინს, რომლის რაოდენობა ვერ განისაზღვრა; კუსტარული წესით დამზადებული წითელი ფერის (თეთრი ჩანართებით) ოთხკუთხედი ფორმის ერთი ტაბლეტი,წონით 0,4076 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) – 0, 29705 გრამის ოდენობით. მეტამფეტამინს (მარილი) 0,03555 გრამის ოდენობით; კუსტარული წესით დამზადებული ლურჯი ფერის (თეთრი ჩანართებით) ოთხკუთხედი ფორმის ერთი ტაბლეტი, წონით 0,4279 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს. მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) – 0, 3476 გრამის ოდენობით. მეტამფეტამინს (მარილი) 0,0468 გრამის ოდენობით; კუსტარული წესით დამზადებული ნაცრისფერი ფერის (თეთრი ჩანართებით) ოთხკუთხედი ფორმის ერთი ტაბლეტი, წონით 0,4061 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს. მდმა-ს (3,4 მეთილენდი ოქსიმეტამფეტამინი) – 0, 3436 გრამის ოდენობით. მეტამფეტამინს (მარილი) 0,0774 გრამის ოდენობით.

 

მოწმემ ასევე დაადასტურა მის მიერ პ--------–--–---–-------ნ ერთად 2018 წლის 10 აპრილს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც: ა-------------------- ამოღებული ბ------------------–იძისგან შეძენილი: უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში (ჩამკეტით) მოთავსებული კუსტარული წესით დამზადებული მოწითალო-ნარინჯისფერი ფერის (თეთრი ჩანართებით), მრგვალი ფორმის ერთ ზედაპირზე ფიგურული ამონატვიფრებით 5 ცალი ტაბლეტი, საერთო წონით 1,4554 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) - 0,2985 გრამის ოდენობით.

სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–---------------------ემ ასევე დაადასტურა მის მიერ ნ-----–-----------ნ ერთად 2018 წლის 24 მარტს გაცემული დასკვნა, ხოლო მოწმე პ-------–--–---–---- დაადასტურა მის მიერ ნ-----–-----------ნ ერთად 2018 წლის 10 აპრილს გაცემული დასკვნა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე თ-----------–---- განმარტა, რომ არის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრე პარატების ექსპერტიზის ქვეგანყოფილების მთავარი ექსპერტი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ექსპერტი გ-------–------–---ძესთან ერთად 2018 წლის 31 მარტს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც: ექსპერტიზაზე წარდგენილი: 3 (სამი) ცალი, მომწვანო, ფიგურული, ტაბლეტი, საერთო წონით 1,0512 გრამი, (ობ.N1) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას მდმა-ს (3,4-მეთილენდი ოქსიმეტამფეტამინი) საერთო წონით 0,4619 გრამს; პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებულ ქაღალდის ორ (2) ცალ ნაჭერზე საერთო წონით 0,0477 გრამი, (ობ.N2) აღინიშნება ნივთიერება 25I-NBOMe; ქაღალდის ერთ (1) ცალ ნაჭერზე წონით 0,0238 გრამი, (ობ.N3) აღინიშნება ნივთიერება 25I-NBOMe; ნაჭერში მოთავსებული მოვარდისფრო ფხვნილი წონით 0,0402 გრამი, (ობ.N4) შეიცავს ნივთიერება α -PVP-ს. მოწმემ განმარტა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ობიექტები იყო დალუქული.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------–------–---ძემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 31 მარტს გაცემული დასკვნა და განმარტა, რომ თეთრი ფერის ქაღალდის პაკეტი დალუქული იყო სამი ლუქით და ვიზუალური დათვალიერებით პაკეტებს და ლუქებს დარღვევა არ აღენიშნებოდათ.

 

მოწმე გ-------–------–---ძემ დაადასტურა მის მიერ ი------------სთან ერთად 2018 წლის 16 მაისს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც: ბ------------------–იძის ბინის ჩხრეკისას ამოღებული: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თეთრი ქაღალდის ნახვევში გახვეული ყვითელი ფერის ტაბლეტის ნატეხი, წონით - 0,17 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს), რაოდენობით - 0,077 გრამს და ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს (მარილი), რაოდენობით - 0,0063 გრამს. ექსპერტიზაზე წარდგენილი უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული მონაცრისფრო-მოყავისფრო ფერის მცენარეული ფხვნილი, წონით 0,09 გრამი, არ წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას. ექსპერტიზაზე წარდგენილი უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული მოყავისფრო ფერის წებოვანი მცენარეული მასა,წონით 0,18 გრამი არ წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას. მოწმემ განმარტა, რომ კვლევის დასრულების შემდეგ ნივთიერებები დაილუქა და ჩაბარდა კანცელარიას. სასამართლო სხდომაზე თავის მხრივ ექსპერტმა ი------------მ დაადასტურა 2018 წლის 16 მაისის დასკვნა და დამატებით განმარტა, რომ ობიექტები გამოიკვლია ცალ-ცალკე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გი-----------–--–--ძემ განმარტა, რომ ბ------------------–--- არის მისი მამიდაშვილი, შესაბამისად საქმის დაწყებისთანავე ადევნებდა თვალყურს ტელევიზიითა და ინტერნეტ გვერდების საშუალებით მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რა დროსაც გაიჟღერა მოწმე ა---------------ს სახელმა და გვარმა, რომელსაც იცნობდა. საქმეში ა--------------- ამბობდა, რომ ბ------------------–--- გაიცნო კლუბ ,,-------–-“, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ა--------------- ბ------------------–---ს 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში დააკავშირა გი-----------–--–--ძემ სოციალური ქსელ ,,Facebook-ის“ საშუალებით, კერძოდ ამ უკანასკნელს, რომელიც იმ დროისთვის ქალაქ ქ-------–ი ცხოვრობდა, სთხოვა ა---------------სათვის ქ-------–ი ეჩვენებინა სახლი, რომელსაც გი-----------–--–--ძე აქირავებდა. მისთვის უცნობია შემდეგ როგორ განვითარდა მათ შორის ურთიერთობა, თუმცა როგორც იცის რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. არ ფლობს ინფორმაციას ბ------------------–იძის ნარკოტიკულ საშუალებებთან ურთიერთობის შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ბ------------------–---მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მოწმე ა--------------ს იცნობს დიდი ხანია და მასთან კონტაქტი ჰქონდა ჯერ კიდევ ქ-------–ი ცხოვრებისას. თ---–--–- გადასვლის შემდეგ ხშირად დადიოდა კლუბებში, სადაც იღებდა ნარკოტიკულ საშუალებას, რაც ცნობილი იყო ა---------------სათვის, რომელთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ხშირად სტუმრობდა სახლში. მან სთხოვა ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარება, რაზეც ბ------------------–---მ უარი უთხრა, რადგან არ ჰქონდა საჭირო კავშირები, გარდა ამისა არ სურდა დიდი ოდენობით ნარკოტიკის ყიდვა-გაყიდვაში ჩარეულიყო. აღნიშნულის შემდეგ 2018 წლის 22 მარტს მათთან სახლში ყოფნისას, როცა ბ------------------–---ს პირადი მოხმარებისათვის კონკრეტული ინტერნეტ გვერდიდან უნდა შეეძინა ნარკოტიკული საშუალება, ა---------------ა სთხოვა მისთვისაც შეეძინა, უთხრა, რომ ამისთვის უნდა გადაერიცხა თანხა, რაც მან განახორციელა და საბოლოოდ ერთად მოიხმარეს. 2018 წლის 23 მარტს ა-----------------ა კვლავ სთხოვა ნარკოტიკული საშუალების ყიდვაში დახმარება, რაზეც მან კვლავ აცნობა, რომ უნდა გადაერიცხა თანხა, თუმცა ა----------------- უთხრა, რომ მუშაობდა და მხოლოდ 0000 საათზე შეძლებდა თანხის მიცემას, იმ შემთხვევაში თუ ბ------------------–--- უყიდიდა. ამ უკანასკნელმა თავდაპირველად უარი უთხრა, თუმცა შემდეგ უყიდა, რათა არ წყენოდა. შესაბამისად 2018 წლის 23 მარტს კლუბში ა--------------ს მისცა მისთვის შეძენილი ნარკოტიკული საშუალება და გამოართვა მის მიერ გადახდილი თანხა, რომელიც ა---------------ს ნაცვლად გადაიხადა, მას რაიმე სახის მოგება არ მიუღია, რადგან აღებული თანხა ეკუთვნოდა მას. მსგავსი შემთხვევა განმეორდა კიდევ ორჯერ. ა--------------ს სამივე შემთხვევა ჩაწერილი აქვს, კადრში ნამდვილად თავად არის ასახული, თუმცა მას არ მოუხდენია რეალიზაცია - ფინანსური სარგებლისათვის, უბრალოდ დაეხმარა მეგობარს. იმ პერიოდისათვის კი უცნობი იყო ის ფაქტი, რომ ასეთი სახის დახმარება წარმოადგენდა დანაშაულს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას. მსჯავრდებულმა განმარტა, რომ ა---------------ა 6 აპრილს თხოვა დიდი ოდენობა, რაზეც უარი განუცხადა, რადგან არც შესაბამისი რაოდენობის ფული ჰქონდა და არც შესაბამისი კავშირი, საბოლოოდ ა---------------ა თხოვა 5 აბი, რაზეც დათანხმდა. პროკურორის კითხვაზე მსჯავრდებულმა განმარტა, რომ 31 მარტის შეხვედრისას პირდაპირ არ მისცა ნარკოტიკული საშუალება ა--------------ს, რადგან მას არ მოუთხოვია, ამ უკანასკნელმა შეხვედრისთანავე უთხრა, რომ მეგობრებს ელოდებოდა და თანხა არ ქონდა ხელში, ამიტომ ბ------- ჯერ კლუში შევიდა, უკან დაბრუნებულს კი ა---------------ა უთხრა, რომ თანხა თან ჰქონდა, შესაბამისად გადაცვალეს ნარკოტიკული საშუალება და შესაბამისი თანხა, რადგან ა---------------სათვის ნარკოტიკული საშუალება მისი ფულით ჰქონდა შეძენილი.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მეირ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები:

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1-ის თანახმად გამოძიება დაიწყო 2018 წლის 21 მარტს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით.

 

2018 წლის 21 მარტის დეტექტივ-გამომძიებელ ს---------–---ს პატაკის თანახმად ოპერატიული ინფორმაციის თანახმად თ---–--–-, არსებულ ღამის კლუბებში ხდება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება.

 

2018 წლის 23 მარტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ზ-------------–---–-ს პატაკის თანახმად - ოპერატიული ინფორმაციის შესაბამისად თ---–--–-, ა-----–-------–-- გამზირის N2-ში მდებარე ღამის კლუბ ,,-------–-“ ვინმე - ბ------------------–--- ახდენს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღებას, რის შესახებაც ა--------------- შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას.

 

2018 წლის 23 მარტის ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების შესახებ ოქმის თანახმად დეტექტივ-გამომძიებელმა ო-–------------–---- თარჯიმან ა--------–---–-- მონაწილეობით ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით ა--------------ს გადასცა ფულადი თანხა 700 ლარის ოდენობით.

 

2018 წლის 24 მარტის ამოღების ოქმის თანახმად ა---------------საგან ამოღებული იქნა მის მიერ 2018 წლის 24 მარტს ღამის კლუბ ,,---------- შესასვლელში ბ------------------–იძისაგან შეძენილი 1 ცალი გამჭვირვალე ფერის პოლიეთილენის პაკეტი, მასში მოთავსებული 5 ცალი სხვადასხვა ფერის და ფორმის აბებით.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოტიკული საშუალებების და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის ქვეგანყოფილების 2018 წლის 24 მარტის დასკვნის თანახმად: ა---------------სგან ამოღებული ბ------------------–იძისგან შეძენილი: კუსტარული წესით დამზადებული ფოსფორისფერი ფიგურული ფორმის (ორივე ზედაპირზე ფიგურული ამონატვიფრებით) 2 ცალი ტაბლეტი, საერთო წონით - 0,3928 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტენამფეტამინს, რომლის რაოდენობა ვერ განისაზღვრა; კუსტარული წესით დამზადებული წითელი ფერის (თეთრი ჩანართებით) ოთხკუთხედი ფორმის ერთი ტაბლეტი, წონით 0,4076 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: მდმა-ს (3,4 მეთილენდი ოქსიმეტამფეტამინი) – 0, 29705 გრამის ოდენობით. მეტამფეტამინს (მარილი) 0,03555გრამის ოდენობით; კუსტარული წესით დამზადებული ლურჯი ფერის (თეთრი ჩანართებით) ოთხკუთხედი ფორმის ერთი ტაბლეტი, წონით 0,4279 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს. მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) – 0, 3476 გრამის ოდენობით. მეტამფეტამინს (მარილი) 0,0468 გრამის ოდენობით; კუსტარული წესით დამზადებული ნაცრისფერი ფერის (თეთრი ჩანართებით) ოთხკუთხედი ფორმის ერთი ტაბლეტი, წონით 0,4061 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს. მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) – 0, 3436 გრამის ოდენობით. მეტამფეტამინს (მარილი) 0,0774 გრამის ოდენობით.

 

2018 წლის 31 მარტის ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების შესახებ ოქმის თანახმად, დეტექტივ-გამომძიებელმა ოლიკო ქარსელაძემ ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით ა--------------ს გადასცა ფულადი თანხა 650 ლარის ოდენობით.

 

2018 წლის 31 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, ა---------------საგან ამოღებული იქნა მის მიერ 2018 წლის 31 მარტს ღამის კლუბ ,,------- შესასვლელში ბ------------------–იძისაგან შეძენილი 2 ცალი გამჭვირვალე ფერის პოლიეთილენის პაკეტი, მათგან ერთ-ერთი მასში მოთავსებული 3 ცალი აბებით, ხოლო მეორე მასში მოთავსებული 2 ცალი მუყაოს ფირფიტით, ასევე ამოღებული იქნა 1 ცალი მუყაოს ფირფიტა.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის ქვეგანყოფილების 2018 წლის 31 მარტს გაცემული დასკვნის თანახმად - ექსპერტიზაზე წარდგენილი: 3 (სამი) ცალი, მომწვანო, ფიგურული, ტაბლეტი, საერთო წონით 1,0512 გრამი, (ობ.N1) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) საერთო წონით 0,4619 გრამს. პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებულ ქაღალდის ორ (2) ცალ ნაჭერზე საერთო წონით 0,0477 გრამი, (ობ.N2) აღინიშნება ნივთიერება 25I-NBOMe. ქაღალდის ერთ (1) ცალ ნაჭერზე წონით 0,0238 გრამი, (ობ.N3) აღინიშნება ნივთიერება 25I-NBOMe. ნაჭერში მოთავსებული მოვარდისფრო ფხვნილი წონით 0,0402 გრამი, (ობ.N4) შეიცავს ნივთიერება α -PVP-ს.

 

2018 წლის 6 აპრილის ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების შესახებ ოქმის თანახმად დეტექტივ-გამომძიებელმა ო-–------------–---- ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით ა--------------ს გადასცა ფულადი თანხა 800 ლარის ოდენობით.

 

2018 წლის 6 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად ა---------------საგან ამოღებული იქნა მის მიერ 2018 წლის 6 აპრილს ღამის კლუბ ,,-------–-“ ბ------------------–იძისაგან შეძენილი 2 ცალი გამჭვირვალე ფერის პოლიეთილენის პაკეტი, მასში მოთავსებული 5 ცალი აბით.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოტიკული საშუალებების და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის ქვეგანყოფილების 2018 წლის 10 აპრილის დასკვნის თანახმად: ა---------------საგან ამოღებული ბ------------------–იძისაგან შეძენილი: უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში (ჩამკეტით) მოთავსებული კუსტარული წესით დამზადებული მოწითალო- ნარინჯისფერი ფერის (თეთრი ჩანართებით), მრგვალი ფორმის ერთ ზედაპირზე ფიგურული ამონატვიფრებით 5 ცალი ტაბლეტი, საერთო წონით 1,4554 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენდი ოქსიმეტამფეტამინი) - 0,2985 გრამის ოდენობით.

 

2018 წლის 11 მაისის ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად თ---–--–-, ვ-–----–----–-----------------–---------------------------–- მდებარე ბ------------------–იძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სტუმრის მისაღებ ოთახში განთავსებული კარადიდან ამოღებული იქნა სამკუთხედი ფორმის მოყვითალო ფერის აბი, სამზარეულო ოთახში განთავსებული კარადიდან ასევე ამოღებული იქნა 2 ცალი პოლიეთილენის პაკეტი, მასში მოთავსებული მოშავო ფერის მასით, რომელთაგან ერთ პაკეტში არის ფხვიერი, ხოლო მეორე პაკეტში ბლანტი ნივთიერება.

 

2018 წლის 16 მაისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი ბ------------------–იძის ბინის ჩხრეკისას ამოღებული: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თეთრი ქაღალდის ნახვევში გახვეული ყვითელი ფერის ტაბლეტის ნატეხი, წონით - 0,17 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს), რაოდენობით - 0,077 გრამს და ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს (მარილი), რაოდენობით - 0,0063 გრამს.

 

2018 წლის 12 მაისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბ------- დ--------–--- კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ, ლაბორატორიული შემოწმებისას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ტეტრა ჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა), ამფეტამინის, მეტამფეტამინის, მდმა-ს (ექსტაზი) მოხმარების ფაქტი.

 

2018 წლის 23 აგვისტოს საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, ექსპერტს გამოსაკვლევად წარედგინა, ფარული გზით გადაღებული 3 ცალი ვიდეოჩანაწერი, 16 ცალი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი და ბ------------------–იძისაგან აღებული ხმის ნიმუშის აუდიოჩანაწერი. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად შემოსულ აუდიოგრამაზე და ვიდეოგრამებში არსებული აუდიონაწილის მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება.

 

ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ჩანაწერების გამოკვლევისას სპექტრული მაქსიმუმების თანხვედრა აშკარაა, რაც გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ სადავო და ეტალონური ფონოგრამები ტექნიკური თვალსაზრისით ერთმანეთის თავსებადია დიქტორისათვის: ბ------------------–--- - ფონოგრამებში.

 

2017 წლის 11 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად ბ------------------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მეირ წარმოდგენილი ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერები და კრებსითი მასალა.

 

გარდა აღნიშნულისა სასამართლო სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულებაზე, რამაც პრეიუდიციული მნიშვნელობა შეიძინა და სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მიიღო ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ბ-----------------–---ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016)

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, ბ-----------------–---ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, “საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანაშაულს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ნარკოტიკული საშუალების გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით; დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში და გასაღებაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერ საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე, რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას, აღნიშნული გულისხმობს სხვა პირისათვის გადაცემას ასევე ნებისმიერ საშუალებით მიყიდვა, ჩუქება და სხვა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის (საზოგადოების) ზნეობრივი, ფიზიკური ჯანმრთელობა, ასევე ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დაცვას. ობიექტურ მხრივ განსახილველ დანაშაულთა უმრავლესობა აქტიურობითაა ჩადენილი. ასევე შეიძლება ჩადენილი იქნას როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. ობიექტურ მხრივ ამ დანაშაულთა უმრავლესობა ფორმალური შემადგენლობისაა. ე.ი. დამთავრებულია ქმედების ჩადენისთანავე, სუბიექტურ მხრივ ნარკოტიკულ დანაშაულთა უმრავლესობა განზრახია.

 

ნარკოტიკული საშუალების ცნებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში. საქართველოს კანონში ,,ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’’ ჩამოთვლილია საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სია;

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება მდმა (3, 4 მეთილენდი ოქსი მეტამფეტამინი) და მეტამფეტამინი (მარილები), იგივე კანონით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალება მდმა (3,4- მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) 1 გრამამდე ოდენობით ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო 1 გრამზე მეტი ოდენობით ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად, ასევე მეტამფეტამინი (მარილები) 1 გრამამდე ოდენობით ითვლება დიდ ოდენობად, შესაბამისად, დგინდება, რომ ბ------------------–იძის მიერ უკანონოდ შეძენილი, შენახული ჯამში 1,82565 გრამი მდმა-ს (3,4-მეთილენდი ოქსიმეტამფეტამინი) და 0,16605 გრამი მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი ნივთიერება, საერთო ჯამში მიეკუთვნება განსაკუთრებით დიდ ოდენობას, ხოლო მის მიერ 3 ეპიზოდად გასაღებული - შესაბამისად: 1. 098825 გრამი მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) და 0,15975 გრამი მეტამფეტამინი (მარილი) შემცველი 3 ცალი აბი (2018 წლის 24 მარტის ეპიზოდი), 2.0,4619 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდი ოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 3 ცალი აბი (2018 წლის 31 მარტის ეპიზოდი) და 3. 0,2985 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდი ოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 5 ცალი აბი (2018 წლის 6 აპრილის ეპიზოდი) დამოუკიდებლად მიეკუთვნება დიდ ოდენობას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ბ-----------------–---ს მიერ ჩადენილი ქმედების ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ნარკოტიკული საშუალების გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით (3 ეპიზოდი). კერძოდ, მოწმეთა და მსჯავრდებულის ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, ფულადი გადაცემისა და დათვალიერების შესახებ ოქმი, ამოღების ოქმი, ბინის ჩხრეკის ოქმი თანხვედრილია, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. 2018 წლის 23 მარტის, 2018 წლის 31 მარტის და 2018 წლის 6 აპრილის ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების ოქმებით, 2018 წლის 24 მარტის, 2018 წლის 31 მარტის და 2018 წლის 6 აპრილის ა--------------თან ჩატარებული ამოღების ოქმებით, ამოღებულ აბებითა და შესაბამისად მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩაწერისა და საკონტროლო შესყიდვის დროს განხორციელებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების შედეგად მოპოვებული მასალების და შესაბამისი ჩანაწერების ექსპერტიზის დასკვნის ანალიზით, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ ბ------------------–---მ 23 მარტს, 31 მარტსა და 6 აპრილს ა--------------ს გადასცა სხვადასხვა ოდენობის ნარკოტიკული საშუალება და სანაცვლოდ მიიღო სხვადასხვა ოდენობის თანხები.

 

პალატა მიუთითებს, რომ ვერ იქნება გაზიარებული მსჯავრდებულის აპელირება იმის თაობაზე, რომ მან თითოეულ ეპიზოდში შემდგომი გადახდის პირობით შეუძინა ნარკოტიკული საშუალება ა--------------ს, დაეხმარა ნარკოტიკული საშუალების შეძენაში, ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზაციას ადგილი არ ჰქონია მისი მხრიდან, არ ასაღებდა და მას არ მიუღია ფინანსური სარგებელი, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატას მიაჩნია, რომ ეს ვერსია მოგონილია მსჯავრდებულის მიერ გასაღებაში გამართლებისათვის და არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას იმ კუთხით, რომ ეჭვს აჩენს 2018 წლის 31 მარტის ეპიზოდისას მსჯავრდებულსა და ა---------------ს ქმედება, როდესაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ვ----–------------------ ხიდთან მდებარე ღამის კლუბ ,,------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ------- დ--------–---- ჩვენების თანახმად მას ნარკოტიკული საშუალება ნაყიდი ჰქონდა საკუთარი ფულადი სახსრებით შემდგომი - კლუბში შეხვედრისას გადახდის პირობით, მეგობარ ა---------------სათვის, თუმცა ამ ვერსიისაგან განსხვავებული დიალოგი და მოქმედება განხორციელდა მათ შორის, კერძოდ: მან ნარკოტიკული საშუალება ნახვისთანავე არ გადასცა ა--------------ს, როგორც ეს უნდა მომხდარიყო იმ შემთხვევაში, თუ მან მართლაც კლუბში მისვლამდე უყიდა ნარკოტიკული საშუალება, ამასთან დაკავშირებით პროკურორის დასმულ კითხავს კი უპასუხა, რომ ა--------------ს არ მოუთხოვია (ეგრევე ხომ არ მისცემდა?), რაც კიდევ ერთხელ გამორიცხავს მსჯავრდებულის ვერსიას - კლუბში გადახდის პირობით ა---------------სათვის ნარკოტიკული საშუალების შეძენის შესახებ. გარდა ამისა 2018 წლის 23 მარტს ერთის მხრივ ა---------------ს და მეორეს მხრივ ბ------------------–იძის შეხვედრისას განხორციელებული ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალის თანახმად, მსჯავრდებულსა და მოწმეს შორის მიმდინარე საუბრებში ისმის ბ------- დ--------–---- ფრაზები: ,,დღეს ეს აიღე, მე გარანტიას გაძლევ“, ,,ჰო, გუშინ მივიღე და დღესაც ეგ მაქვს“, ,,ცუდი მომიცია?“. პალატა განმარტავს, რომ ამგვარი ფრაზები არ არის დამახასიათებელი იმ ვერსიისათვის, რის წარმოჩენასაც მსჯავრდებული ცდილობს, რადგან იმ შემთხვევაში თუ თითოეულ ჯერზე მსჯავრდებულმა დახმარება გაუწია ა--------------ს და საღამოს შეხვედრისას გადახდის პირობით იყიდა აზი------------------ის ნარკოტიკული საშუალება, გარანტიას არ მისცემდა მის ხარისხზე და არც ჩაეკითხებოდა მიუცია თუ არა როდესმე ცუდი, აღნიშნული ფრაზები ადასტურებს, რომ მსჯავრდებული ახდენდა რეალიზაციას.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, მსჯავრდებულის განმარტები, რომ მან 2018 წლის 22 მარტს ა------------------ნ ერთად პირველად მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რომ 2018 წლის 23 მარტს პირველად შეუძინა - საღამოს გადახდის პირობით და 2018 წლის 24 მარტს კლუბ ,,---------- შესასვლელთან პირველად გადასცა, არ გამომდინარეობს 2018 წლის 23 მარტს განხორციელებული მათი შეხვედრის ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალის შინაარსიდან და მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ მსჯავრდებული არ არის გულწრფელი სასამართლოს წინაშე, რადგან 2018 წლის 23 მარტის ჩანაწერში ბ------------------–--- მიმართავს ა--------------ს ფრაზებით: 1. ,,დღეს ეს აიღე, მე გარანტიას გაძლევ“ - ცხადია ,,დღეს ეს აიღე“ გულისხმობს, რომ მანამდეც მიუცია, დღეს კი ,,ეს“ უნდა შეიძინოს, რის ხარისხზეც გარანტიას იძლევა, 2. ,,ჰო, გუშინ მივიღე და დღესაც ეგ მაქვს“ - გამორიცხავს, წინა დღეს ერთობლივად ყიდვისა და მოხმარების ფაქტს, რადგან ერთად ყიდვისა და ერთად მოხმარების შემთხვევაში ა---------------სთვის იმთავითვე ცნობილი იქნებოდა მისი ხარისხის შესახებ, ასევე 3. ,,ცუდი მომიცია?“ - ცალსახად ადასტურებს, რომ ბ------- დ--------–---ს 2018 წლის 23 მარტამდე უკვე ქონდა მიცემული, თანაც არაერთხელ ,,კარგი“ ხარისხის ნარკოტიკული საშუალება. აქვე მნიშვნელოვანია 2018 წლის 6 აპრილის შეხვედრის ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალის ამონარიდი, რომლის თანახმად, ბ------------------–--- საუბრისას მიმართავს: ,,ყველაფერი საუკეთესო შენთვისაა, ჩემო მეგობარო“, იმავე საუბარში ბ------------------–--- ეუბნება ა--------------ს, რომ მისი აზრით ,,იქ“ უკეთესია, თუმცა თავად დაპატიჟებულია, რის შემდეგაც განმარტავს, რომ ,,ერთ ბიჭს შევხვდი და ის მეპატიჟება, მაგრამ მე ყოველთვის ... პატარა ექსტაზს ვაძლევ, იგივე გაცვლაა რა, ფასი იგივე აქვს, მაგრამ მეგობრულად“, აღნიშნულზე ა--------------- სთავაზობს: ,,მაჩვენე ის ბიჭი, ექსტაზს შენ გამოგართმევ, მივცემ იმათ და მივიღებ უფასო ბილეთს“. ცხადია იმ დაშვების პირობებში, თუ ბ------------------–--- მხოლოდ ყიდვაში ეხმარებოდა, მას თავად არ უნდა სცოდნოდა შეძენილი ნივთიერების ხარისხი და არ უნდა შეეფასებინა, შესაბამისად ლოგიკას მოკლებულია მისი ფრაზა - ,,ყველაფერი საუკეთესო შენთვისაა, ჩემო მეგობარო“.

 

პალატა განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება გულისხმობს სხვა პირისათვის გადაცემას ნებისმიერ საშუალებით, მათ შორის ჩუქებითაც, შესაბამისად დაცვის მხარის განმარტება, რომ მას ა---------------სათვის ნარკოტიკული საშუალებისას რაიმე ფინანსური სარგებელი არ მიუღია არ გამორიცხავს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბ-----------------–---ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ამდენად, პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბ-----------------–---ს ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ნარკოტიკული საშუალების გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით (3 ეპიზოდი).ამდენად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბ-----------------–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა;

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ბ-----------------–---ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, კერძოდ ცვლილება იქნეს შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 04.02.2019 წლის გამამტყუნებელ განაჩენში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის) და ბ-----------------–---- სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამოერთვას განსაზღვრული უფლებები. პალატას მიაჩნია რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ბ------------------–---მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით (3 ეპიზოდი), ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ- ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-14 წლამდე ვადით.პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. პალატას მიაჩნია, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო ქმედება მაღალი ხარისხის საზოგადოებრივად საშიშ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რაც განსაკუთრებულ და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება (არ გააჩნია) და დამამძიმებელი გარემოებები (ნასამართლობა) გათვალისწინებული იქნა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ბ-----------------–---- სასჯელის ზომად განაჩენთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა ჩამოერთვას კანონით განსაზღვრული უფლებები, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას. ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ბ-----------------–---სათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის განაჩენი, ბ-----------------–---ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული,ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის - 5 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, 6 ცალი დისკი, რომელიც გადაგზავნილია შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით; ბ------------------–იძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს; ბ------------------–იძის ნერწყვის ნიმუში, ასევე ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული და არანარკოტიკული ნივთიერებები, ბ------------------–---სთან განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის შედეგად მოპოვებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ბ-----------------–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ------–--–--–---–- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3.ბ------------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 24 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 31 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 6 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 24 მარტის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 31 მარტის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 6 აპრილის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ბ------------------–---ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბ------------------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

4.ბ------------------–იძის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

 

5.ბ------------------–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 მაისიდან;

 

6.ბ------------------–---ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

7. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე - 5 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, 6 ცალი დისკი, რომელიც გადაგზავნილია შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით, ბ------------------–იძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ბ------------------–იძის ნერწყვის ნიმუში, ასევე ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული და არანარკოტიკული ნივთიერებები, ბ------------------–---სთან განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის შედეგად მოპოვებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: მ. თეთრაული

 

ხ. კიკილაშვილი

 

-