განაჩენი

სისხლის სამართლის 31.10.2019
საქმის ნომერი
330100115001103697
ინსტანცია
თარიღი
31.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115001103697

საქმე N1ბ/203-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23.10.2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი

 

სხდომის მდივანი - მერი ლაბარტყავა, ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე: თ-------- ა---–-ძე

 

დაცვის მხარე: მ--- ბ-----ე, რ---–---- ჭ-------–---–ი

 

მსჯავრდებული: ნ--- მ-------–---–ი, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს---------------------------–------–ი, ფაქტობრივად მცხოვრები ქ----------–----------------------------------------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 3421-ე მუხლის მე-2 ნაწილი - თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამსახურის დადგენილი წესის დარღვევა, ე.ი. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მოხელის მიერ შესაბამის დაწესებულებაში დადგენილი წესის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა

 

სასჯელი: ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ნ--- მ-------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ნ--- მ-------–---–ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

გამართლებული: ი----- გ-----–-–---–- - დაბადებული 1----–-–-----------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ----------–--------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ----------–------------------------------------------------------ში

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 3421-ე მუხლის მე-2 ნაწილი - თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამსახურის დადგენილი წესის დარღვევა, ე.ი. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მოხელის მიერ შესაბამის დაწესებულებაში დადგენილი წესის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენით:

 

ი----- გ-----–-–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 3421-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნ--- მ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3421-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ნ--- მ-------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაითვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ნ--- მ-------–---–ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს----------–------------–----- პროკურატურის პროკურორმა თ-------- ა---–-ძემ, რომელმაც ითხოვა ი----- გ-----–-–---–-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 3421-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო ნ--- მ-------–---–ის მიმართ კანონიერი და სამართლ--ნი სასჯელის დანიშვნა.

 

აპელანტის პოზიციით ნ--- მ-------–---–ის და ი----- გ-----–-–---–-ს მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამსახურის დადგენილი წესის დარღვევა, ე.ი. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მოხელის მიერ შესაბამის დაწესებულებაში დადგენილი წესის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, დადასტურებულ-- საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ მოწმეთა ჩვენებებით, სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეომასალის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით. სამართლებრივი რეჟიმის გ---------–------------------კ----------–-----მა ნ--- მ-------–---–მა 2012 წლის 24 დეკემბერს, მისი მორიგეობის დროს, პ------–------–-------–-------------------------------------ნში სადაც განთავსებული იყო მსჯავრდებული თ------ კ--------ა უკანასკნელად შეამოწმა დაახლოებით 14:00 საათზე, ხოლო უს-------------- გ---------–--------------მა ი-----------მა ი----- გ-----–-–--ლმა დაახლოებით 15:48 საათზე, 14 წუთი დატოვა „პულტების“ ოთახი, რის გამოც 15:46 საათიდან 16:00 საათზე პერიოდში მსჯავრდებულმა თ------ კ--------ამ ზეწრისგან გაკეთებული მარყუჟის საწოლზე დამაგრებით, სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით. ვიდეოჩანაწერებში ნათლად ჩანს თუ როგორ ესაუბრება ი----- გ-----–-–---–- ოთახის დატოვების შემდეგ ერთერთ მსჯავრდებულს. ი----- გ-----–-–--მა და ნ--- მ------–---–-- მათზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, მსჯავრდებულმა თ------ კ--------ამ სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ნ--- მ-------–---–ის მიმართ სასამართლომ დაადგინა: 2010 წლის 10 ივლისს, გ---------- მ----–----–-------ს სოფელ მ--------–- მდებარე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #-----–-------–--აში, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, შესახლებულ იქნა მსჯავრდებული თ------ კ--------ა. 2012 წლის 22 დეკემბრიდან იგი მოთავსდა 1--–------–-------–---- კორპუსის #-------ში. მსჯავრდებულ თ------ კ--------ას მოთავსების საკანზე 2012 წლის 24 დეკემბერს მეთვალყურეობა დაევალა სამართლებრივი რ-–---------------–---- კ----------–----- ნ--- მ-------–---–ს, რომელიც 20---–-–--------–-----------– ბრანებით დანიშნული იყო ხსენებულ თანამდებობაზე და, ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს. ნ--- მ-------–---–ს, სამართლებრივი რ-–---------------–---- მუშაკთა ფუნქციონალური უფლება-მოვალეობების დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულის მიერ თვითმკვლელობის, თვითდაზიანების ან რაიმე სახის სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის მიზნით, სამსახურებრივად ევალებოდა, სათვალთვალოს მეშვეობით საკანში შეხედვის გზით, ყოველ 10-15 წუთში ერთხელ მონიტორინგი გაეწია მსჯავრდებულ თ------ კ--------ას ქმედებისთვის. ნ--- მ-------–---–მა, სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და მორიგეობის პერიოდში #-------ში არსებული მდგომარეობა უკანასკნელად შეამოწმა 14:00 საათზე. 15:46 საათიდან 16:00 საათამდე პერიოდში კი, მსჯავრდებულმა თ------ კ--------ამ, ზეწრისგან გაკეთებული მარყუჟის საწოლზე დამაგრებით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

ი----- გ-----–-–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი: 2012 წლის 22 დეკემბრიდან 1---–-----–------–--ო კორპუსის #-------ში თ------ კ--------ას მიმართ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ხორციელდებოდა ვიზულაური და ელექტრონული მეთვალყურეობა საკანში დამონტაჟებული ვიდეოთვალის მეშვეობით. 2012 წლის 24 დეკემბერს მსჯავრდებულ თ------ კ--------ას მოთავსების საკანზე, სათანადო პულტების მეშვეობით, ელექტრონული მეთვალყურეობა დაევალა უს-------------- გ---------–-------------- ი----------- ი----- გ-----–-–--ლს, რომელიც 2009 წლის 4 ნოემბრის #------–----------თ დანიშნულ იყო ხსენებულ თანამდებობაზე და, ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ი----- გ-----–-–--ლს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უს-------------- სამსახურის დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულის მიერ თვითმკვლელობის, თვითდაზიანების ან რაიმე სახის სხვა მათლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის მიზნით, სამსახურებრივად ევალებოდა მონიტორინგი გაეწია მსჯავრდებულ თ------ კ--------ას ქმედებისთვის, სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და თვითნებურად, ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად, 14 წუთით, დაახლოებით 15:48 საათზე, არასამსახურებრივი მიზნით, დატოვა ვიდეოდაკვირვების ოთახი, რის გამოც 15:46 საათიდან 16:00 საათამდე პერიოდში მსჯავრდებულმა თ------ კ--------ამ, ზეწრისგან გაკეთებული მარყუჟის საწოლზე დამაგრებით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

ი----- გ-----–-–---–-ს მიმართ სასამართლომ დაადგინა: სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ი----- გ-----–-–---–-ს მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამსახურის დადგენილი წესის დარღვევა, რამაც მსჯავრდებულ თ------ კ--------ას სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები ნ--- მ-------–---–ის დამნაშავედ ცნობის და ი----- გ-----–-–---–-ს გამართლების შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილ-- ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, ი-----დიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლ--ნ სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლ--ნობაში სამართალწარმოების სამართლ--ნობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელ-- იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

მტკიცებულებათა შეფასება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულ-- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----ე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს:

 

„ა) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელ--, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელ--, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლ--ნი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში“.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელ--, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუცი----- დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელ-- პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუცი----- სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულ--, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02;08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84). მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §68). შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, №24086/04; 08/04/2010; § 32)

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421-ე მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულ-- სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამსახურის დადგენილი წესის დარღვევა, რაც სამსახურებრივი გულგრილობის სპეციალურ შემადგენლობას წარმოადგენს. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სასჯელაღსრულების დაწესებულების მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ შესაბამის დაწესებულებაში დადგენილი წესის შეუსრულებლობაში ან არაჯეროვნად შესრულებაში, რასაც მოჰყვა პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მძიმე შედეგი. დანაშაულებრიობის განსაზღვრისას მნიშვნელობა აქვს მის უფლება-მოვალეობათა ზუსტად განსაზღვრას, რათა გაირკვეს, კონკრეტულად რაში გამოვლინდა სამსახურის დადგენილი წესის დარღვევა, რა არ შეასრულა მოხელემ ანდა რა შეასრულა არაჯეროვნად.

 

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამსახურის წესები დადგენილ-- რიგი ნორმატიული აქტებით, მაგალითად, როგორიცაა ს----------–-----------–---------–-------------–---ა და ი-----დიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის #-----------თ დამტკიცებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უს-------------- სამსახურის დებულება და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #-----–-------–--ის დირექტორის მიერ დამტკიცებული რ-–---------------–----ა და მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა ფუნქცი----- მოვალებები. აღნიშნული ნორმატიული აქტებით სრულადაა გაწერილი სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლის, რომელიც მოხელეს წარმოადგენს, უფლება-მოვალეობები.

 

სააპელაციო პალატა საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიიჩნევს, რომ უტყუარად დასტურდება ნ--- მ-------–---–ის გაუფრთხილებელი ქმედებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამსახურის დადგენილი წესის დარღვევით გამოწვეული შედეგი - სიცოცხლის მოსპობა, ხოლო ი----- გ-----–-–---–-ს მიერ ასეთი ქმედების ჩადენა არ დასტურდება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ნ--- მ-------–---–ის ჩვენების თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #-----–-------–--აში ი------------ კ----------–-----ად მუშაობდა 2011 წლიდან. მის სამსახურებრივ მოვალეობებში შედიოდა მსჯავრდებულებისთვის კონტროლის გაწევა, მათი გაყვანა პაემნებზე, აბანოში, ტელეფონზე დარეკვის უზრუნველყოფა, საჭმლის დარიგებაზე დამტარებლებთან ერთად სიარული და სხვა. ამასთან, პატიმრების ცუდად ყოფნის შემთხვევაში, საკანში შეხედვით ყურადღება უნდა მიექცია მათთვის, რის თაობაზეც უფროსისგან, კერძოდ, ი------------სგან ჰქონდათ მითითება. საეჭვო სიტუაციის შემთხვევაში კ----------–-----ს კარის დამოუკიდებლად გახსნის უფლება არ ჰქონდა, უნდა ეცნობებინა ოფიცრისთვის და მასთან ერთად გაეღო საკნის კარი. ყველა საკანს აქვს სათვალთვალო ღიობი, საიდანაც აკვირდებიან პატიმარს. როდესაც პატიმარი გაღიზიანებულ--, ან ცუდადაა, დირექტორი ეუბნება მათ ამის შესახებ. ასეთი მითითება თ------ კ--------ასთან დაკავშირებით არ მიუღია. იმ საკნებზე, სადაც ვიდეოკონტროლი ხორციელდებოდა, მორიგეობისას ვიდეოკონტროლის თანამშრომლებიც ეხმარებოდნენ, გარკვეულ შემთხვევებში, თვითონ ისინი ურეკავდნენ და, შესაბამისად, ეხმიანებოდნენ პატიმარს, როგორ იყო, რა ხდებოდა. შემთხვევის დღეს, გ------- თ-------–---–თან ერთად, გამწესებული იყო პირველ სარეჟიმო კორპუსზე, თუმცა, თანამშრომლების არასაკმარისი რაოდენობის გამო, გ------- თ-------–---–ი სამუშაოდ სხვა კორპუსზე გადაიყვნეს. მან ოფიცერ ზ------ ტ--------ს უთხრა, რომ მარტო ვერ აუვიდოდა საქმეს, თუმცა მან დააიმედა, რომ მისი მეწყვილე მალე დაბრუნდებოდა. თ------ კ--------ა ე.წ. თვალ--ნ საკანში იყო გადაყვანილი, საჭმელს, პურს ხან იღებდა, ხან - არა. აღნიშნულ დღეს მასთან კონტაქტი ჰქონდა დარეკვის თაობაზე, დაეკონტაქტა საჭმლის დროსაც, რაზეც გასცა პასუხი. სხვა არანაირ კონტაქტზე ის არ გამოდიოდა. შეხედვისას მხოლოდ საწოლის პატარა კუთხე ჩანდა, იწვა თუ არა პატიმარი, არ ჩანდა. არ ახსოვს, ამის შემდეგ კიდევ შეიხედა თუ არა. თ------ კ--------ას გარდაცვალება აღმოაჩინეს, როდესაც ფ---------ი მივიდა მასთან, პატიმარი კი კონტაქტზე არ გამოვიდა. ამის თაობაზე განაცხადა ოფიცერთან, შემდეგ დარეკეს ე.წ. პულტების ოთახიდან და უთხრეს, საკანში შესულიყვნენ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- თ-------–---–მა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ იყო კ----------–-----ი #-----–-------–--აში. 2012 წლის დეკემბრის ბოლოს, ოპერატიულ მორიგესთან შეთანხმებით, უთხრეს, რომ სხვა კორპუსზე უნდა გადასულიყო დასახმარებლად, რადგან დიდი კორპუსი იყო და მეტ თანამშრომელს საჭიროებდა, იმ კორპუსში კი, სადაც მანამდე იყო გამწესებული, ნ--- მ-------–---–ი და ოფიცერი ზ------ ტ-------- დარჩნენ, სადაც არ იყო პატიმრების ის რაოდენობა, რომ კონტროლი არ მოხერხებულიყო. დიდ კორპუსში იმორიგევა მთელი დღე, საღამოს გადავიდა ახალ კორპუსში. ზოგადად პატიმრების შემოწმება ხდებოდა სათვალთვალო ხვრელით. თუ იქიდან ვერ დაინახავდნენ, უნდა შეეხედათ ე.წ. კარმუშკიდან, საიდანაც საკვებს აწვდიდნენ. თუ ვერც იქიდან დაინახავდნენ და თუ ხმასაც არ ამოიღებდა, უნდა ეცნობებინათ ოფიცრისთვის, ამის შემდეგ ერთად შევიდოდნენ, შეამოწმებდნენ და დაათვალიერებდნენ საკანს. დამოუკიდებლად კარის გახსნის და შესვლის უფლება თვითონ არ ჰქონდათ. თათბირებიდან ახსოვს, რომ 10-15 წუთში ერთხელ უნდა შეეხედათ საკანში, შესაძლოა, აღნიშნული დებულებაშიც ეწერა, რაზეც ხელი აქვს მოწერილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------ ტ--------ს ჩვენების თანახმად, 2012 წლის დეკემბერში დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარ თ------ კ--------ასთან უნდა შესულიყო მოწვეული ე-----ფ---------ი. ამ დროს მორიგეობდნენ ის და ნ--- მ-------–---–ი. მივიდა პატიმრის საკანთან, დაუძახა, მაგრამ ხმა არ გასცა. შევიდა დაახლოებით 5-6 ნაბიჯში მდებარე სამორიგეოში და დარეკა ვიზუალური მეთვალყურეობის თანამშრომელთან, რომელთანაც უნდა გადაემოწმებინა, რა ხდებოდა საკანში. ტელეფონზე ი----- გ-----–-–--ლმა უპასუხა და უთხრა, სასწრაფოდ შესულიყვნენ საკანში. შევიდნენ საკანში და ნახეს ორიარუსიანი საწოლის მეორე სართულზე ზეწრით ჩამოკიდებული თ------ კ--------ა. მოწმის განმარტებით, ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ პატიმარი გადაჰყავთ ე----ს მითითებით, როდესაც პატიმარი არის გულჩათხრობილი, ან ცუდი განწყობის. საკანს აქვს ორი შესახედი, ერთი - საიდანაც საკვები ეძლევათ, და მეორე საიდანაც მხოლოდ შეხედვაა შესაძლებელი. საკანში უნდა შეიხედო 10-15 წუთში ერთხელ, მით უმეტეს, ეს აუცილებელ-- სამარტოო საკანში მოთავსებულ პატიმართან. თუ ის დაძახებაზე არ რეაგირებდა, რეკავდნენ ვიდეოთვალთვალის ოთახში, რომ გადაემოწმებინათ სიტუაცია. თუ საკანში არ იყო ვიდეოთვალი, კ----------–-----ი ეუბნებოდა ოფიცერს, აღებდნენ კარს და შედიოდნენ საკანში. კ----------–-----ს დამოუკიდებლად საკანში შესვლა არ შეეძლო. კორპუსი, სადაც თ------ კ--------ა იყო მოთავსებული, იყო პატარა, დაახლოებით 25-30 მეტრის, ორი თანამშრომელი მეთვალყურეობდა და ჩვეულებრივ ართმევდნენ თავს საქმეს, შემთხვევის დღეს ერთი კ----------–-----ი ხელმძღვანელის მითითებით დილიდანვე სხვა კორპუსზე იყო მიმაგრებული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–---- ბ-–--–---–-ა თავის ჩვენებაში განმარტა, რომ #-----–-------–--აში მუშაობდა ოპერატიულ მორიგედ. ახსოვს, ახალი წლის წინა დღეები იყო, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ერთი თანამშრომელი მოხსნა კორპუსიდან და სხვა კორპუსში განაწესა დასახმარებლად. ერთი, ვინც კორპუსზე მუშაობდა, ნ--- მ-------–---–ი იყო, მეორე არ ახსოვს. ახსოვს, რომ ორნი დარჩნენ პირველ სარეჟიმოზე, რადგან არ შეიძლებოდა ერთი თანამშრომლის დარჩენა. დღის მანძილზე, რაციის მეშვეობით, გაიგო, რომ ექიმს ითხოვდნენ სასწრაფოდ. შემდეგ სატელეფონო საუბრით შეიტყო, რომ სუიციდის შემთხვევას ჰქონდა ადგილი პირველ სარეჟიმო კორპუსში. იმ პერიოდში ყოველ 10-15 წუთში ერთხელ იხედებოდნენ საკნებში, ამჟამად საერთოდ არ იხედებიან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ჩ-------–---–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2012 წლის ივნისიდან მუშაობდა #---------–-------–---–ი უს-------------- ი-----------ად, მიმაგრებული იყო პირველ სარეჟიმო კორპუსზე. 2012 წლის დეკემბერში დაწესებულებაში შევიდა ფ---------ი და როდესაც მისი კონტროლის ქვეშ მყოფი პაციენტების დათვალიერებას მორჩა, სთხოვა, პირველ სარეჟიმო კორპუსზე გადაეცილებინა, სადაც, ასევე, უნდა ენახა პატიმრები, მათ შორის, თ------ კ--------ა. გადააცილა და თვითონაც დარჩა დასახმარებლად. საკანში შესვლამდე ზ------ ტ--------მ დაუძახა თ------ კ--------ას, რომელმაც არ გააგონა. მაშინვე დაავალა ვიდეოსამეთვალყურეო ოთახში დარეკვა, საიდანაც უთხრეს, რომ სასწრაფოდ შესულიყვნენ საკანში. საკანში შესულებს ორიარუსიანი საწოლის ზედა სართულზე თ------ კ--------ა ზეწრით ჩამოკიდებული დახვდათ. თ------ კ--------ამ, რომელიც ჩვეულებრივი, უპრობლემო მსჯავრდებული იყო და ადრე სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა საკანში, უს-------------- თანამშრომელთან გასაუბრების დროს მოითხოვა საკანში მარტო ყოფნა, ვინაიდან ხელოვანი ადამიანი იყო და არ მიეკუთვნებოდა დამნაშავეთა სამყაროს. როგორც ახსოვს, დებულებით გათვალისწინებულ-- სამარტოო საკანში მყოფ პატიმართან 10-15 წუთში ერთხელ შეხედვა, რაც ჩვეულებრივ პირობებში კ----------–-----მა უნდა მოასწროს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე კ------- თ------–---–ის ჩვენების მიხედვით, 2012 წლის ნოემბრიდან ევალება დაწესებულებაში თანამშრომლების მორიგეობის განაწილება და კონტროლი. დეკემბრის შუა რიცხვებში ახალ სარეჟიმო კორპუსზე გადავიდა, რა დროსაც მასთან თ------ კ--------ა მივიდა, იკითხა მისი ვინაობა და სთხოვა სხვა საკანში გადაყვანა. გამოჰკითხა, რატომ ჰქონდა ასეთი სურვილი, რაზეც მსჯავრდებულმა განუცხადა, რომ არავითარი პრობლემა არ ჰქონდა, არც ძალადობაზე და მუქარაზე მიუთითებია, თქვა, რომ უბრალოდ მარტო ყოფნა სურდა, ის ჩვეულებრივ, ნორმალურად ესაუბრებოდა. აცნობა, რომ თვითიზოლაციის თაობაზე განცხადება უნდა დაეწერა, მაგრამ მას ასეთი განცხადების დაწერა არ უნდოდა. კ--------ას განაცხადი სიტყვიერად მიიტანა ადმინისტრაციაში, პატაკი დაწერა დირექტორის სახელზე და თ------ კ--------ა გადაიყვანეს სხვა საკანში. მოწმის განმარტებით, კორპუსის სიგრძე პირველი საკნიდან ბოლომდე დაახლოებით 25-30 მეტრი იქნება. რაც შეეხება საკნების რაოდენობას, დამოკიდებულ-- კორპუსის სიდიდეზე, ზოგი კორპუსი 24 საკნიანია, ზოგი - 40- იანი, ზოგან კი 10 საკანია. კ----------–-----ის მოვალეობაში შედის ფხიზლად ყოფნა, ყოველ 10-15 წუთში საკანში შეხედვა, პატიმრების გაყვანა, საკვების მიცემაზე კონტროლი. იმ შემთხვევაში, თუ კ----------–-----ი ვერ დაინახავს პატიმარს, უნდა დაუძახოს და თუ არ შეეხმიანება, ოფიცერთან ერთად შევიდეს. როგორც იცის, კორპუსზე ორი კაცი უნდა იყოს, თუ კორპუსში მხოლოდ ერთი კ----------–-----ია, შესვენება ვერ ექნება, თუმცა არ ახსენდება შემთხვევა, რომ ერთი კ----------–-----ი ყოფილიყო კორპუსზე. შესვენების საათებს კ----------–-----ები თვითონ ინაწილებენ ღამის საათებში. ზუსტად არ ახსოვს, სამარტოო საკანში, სადაც თ------ კ--------ა იყო მოთავსებული, პირდაპირ ჩანდა თუ არა საწოლი სათვალთვალოდან, თუმცა ნაწილი მაინც გამოჩნდებოდა. 2012 წლის 24 დეკემბერს რაციით შეიტყო, რომ რაღაც მოხდა, დარეკა კორპუსში და გაიგო მომხდარის თაობაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ც----–---–მა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ 2012 წლის 24 დეკემბრის ცვლაში იყო, როდესაც კვების დარიგებაზე თ------ კ--------ა უკონტაქტო იყო, მიაწოდეს საკვები და არ აიღო, ასე ხდებოდა ხოლმე, არ შიმშილობდა, თუმცა ზოგჯერ საკვებს არ იღებდა, არ მინდაო, აცხადებდა. საკანში განმარტოებით ყოფნაც თვითონ მოითხოვა. ოთახი დაახლოებით 4 მეტრია, საწოლი კედლის შუაში დგას და როდესაც ადამიანი წევს, შეხედვის დროს დაინახავ მას, თუმცა თუ არ წევს, ეხმიანებიან და თუ ხმა არ გასცა, ოფიცერთან ერთად, შედიან საკანში. საკნებში ყოველ 10-15 წუთში უნდა შეეხედათ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----–- წ-------–-ს ჩვენების მიხედვით, მუშაობს ექთანად #-----–-------–--აში და პატიმრებს უწევს პირველად სამედიცინო დახმარებას. თუკი რაიმე ნორმიდან გადახვევა დაფიქსირდა, აღწერენ სამედიცინო ბარათში, ასევე, აძლევენ მედიკამენტს საჭიროების შემთხვევაში. თ------ კ--------ასთან სულ ერთხელ ჰქონდა შეხება, ის სამარტოო საკანში იყო მოთავსებული, კ----------–-----მა და ოფიცერმა გაუღეს კარი, პატიმარი იწვა, მას არ დალაპარაკებია, გაუსინჯა წნევა, ყველა სასიცოცხლო მონაცემი წესრიგში ჰქონდა, წამალიც არ მიუცია, შესაბამისად, არაფერი აღუნიშნავს სამედიცინო ბარათში. ფსიქოტროპული წამლები მისთვის არასდროს მიუცია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ ქ–-----–---–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, #-----–-------–--აში ექთნად მუშაობს 2007 წლიდან. შემთხვევის წინა დღეს გამოძახება ჰქონდა პატიმარ თ------ კ--------ასთან. იგი ცუდად იყო, არ ეკონტაქტებოდა პერსონალს. მოინახულა და ნახა, რომ თვალებზე ქუდი ჰქონდა ჩამოფხატული, ჰკითხა, რა აწუხებდა, მაგრამ პასუხს არ უბრუნებდა, წყნარად იჯდა, წნევა და პულსი გაუზომა, ყველაფერი ნორმაში ჰქონდა. ჩათვალა, რომ ზოგადი მდგომარეობა არ იყო ცუდი, უბრალოდ, პროტესტის ასეთი ფორმა ჰქონდა არჩეული. მას კიდევ ერთხელ შეაკითხა ცვლის დამთავრებამდე, თ------ კ--------ა იგივენაირად იქცეოდა. ჩათვალა, რომ ეს უკვე არაადეკვატური იყო და საქმის კურსში ჩააყენა მთავარი ე----, უთხრა, რომ არ მოსწონდა პატიმრის საქციელი. დილით 9 საათზე დატოვა თავისი ცვლა. როგორც გაიგო, ამის გამო ფ---------იც გამოიძახეს. მისი მორიგეობა არასამუშაო დღეებს დაემთხვა, მომხდარის თაობაზე კი ორშაბათს ტელევიზიის საშუალებით შეიტყო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----- შ---------ს ჩვენებით, 2012 წლიდან 2014 წლის ჩათვლით მუშაობდა მ--------------------------------- #-----–-------–--აში, თ---------- იყო. მის მოვალეობაში შედიოდა მედპერსონალის კოორდინაცია და პატიმრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. არასამუშაო დღე იყო, როდესაც მორიგე ექთანმა მ------ ქ–-----–---–მა დაურეკა და აცნობა, რომ პატიმარი თ------ კ--------ა არ შედიოდა კონტაქტში, სთხოვა, ყურადღება მიექციათ. დილას ამის თაობაზე ესაუბრა ადმინისტრაციის წარმომადგენელს და გამოიძახა ფ---------ი. მოწმის განმარტებით, როდესაც საკანში პატიმართან შედიან, თანამშრომელი იქვე ელოდება და, გარდა იმისა, რომ ესწრება პატიმრის შემოწმებას, ინფორმაციას იღებს, რა დონეზეა საყურადღებო პატიმრის მდგომარეობა. მართალ--, სუიციდის პრევენცია ძალ--ნ რთულ--, თუმცა ფ---------ის მკურნალობით შესაძლოა კარგ შედეგამდე მისვლა. ფ---------იული კუთხით თ------ კ--------ა შესწავლილი არ ყოფილა, ამის შესახებ არანაირი შეტყობინება არ ყოფილა. წინა თვეში კი იყო მასთან ფ---------ი შესული, თუმცა არ მიუცია ისეთი დასკვნა, რომ საყურადღებო პაციენტი ყოფილიყო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე პ----- ნ------–---–-ა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ დაწესებულებაში მუშაობდა მორიგე ექიმად. 2012 წლის 24 დეკემბერს მორიგეობისას მიიღო გამოძახება, რომ პატიმარმა თ------ კ--------ამ თავი ჩამოიხრჩო. დაახლოებით ერთ წუთში მიირბინა ადგილზე. პატიმარს ზეწარში ჰქონდა თავი გაყოფილი, თვალები ნახევრად ღია მდგომარეობაში ჰქონდა, საძილე არტერიაზე ტონები აღარ ისინჯებოდა, გაციებული, ფაქტობრივად მკვდარი ჩამოხსნეს. შესაბამისად, რეანიმაციული ღონისძიებები აღარ ჩატარებია. ექიმები საკუთარი ინიციატივით პატიმართან არ შედიან, შედიან გამოძახების შემთხვევაში, შესაბამისი გასინჯვები ტარდება ჟურნალში, ასევე, არის გეგმი----- გასინჯვები. თუკი ჩათვლ--ნ, რომ პატიმარს აქვს პრობლემები, მიმართავენ ფსიქოლოგს ან ფ---------ს. სამარტოო საკანში პირის გადაყვანის რეკომენდაციას ე---- არ გასცემს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----- ბ-------–---–ის გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების თანახმად, რომელიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე, ის მუშაობდა ს------–---------–---------------------------–--------------------–-------- პოზიციაზე და მის მოვალეობაში შედიოდა #-----–-------–--ის მსჯავრდებულთათვის ფ---------იული კონსულტაციები, რჩევები, მკურნალობა, რეკომენდაციები სტაციონარული მკურნალობისთვის. 2012 წლის 20 ნოემბერს #-----–-------–--იდან მიწოდებულ მსჯავრდებულთა სიაში იყო თ------ კ--------ა, რის საფუძველზეც იმავე დღეს შეხვდა მას. ის კონტაქტში ერთვოდა თავისუფლად, ამყარებდა მზერით კონტაქტს, ასოციაციები თანამიმდევრული და გასაგები ჰქონდა, ცნობიერება ნათელი, ადგილში, დროსა და გარემოში სწორად ორიენტირებული იყო. დაუსვა კითხვები, ესმოდა თუ არა ხმები, ხომ არ ჰყავდა მტრები, ხომ არ დევნიდნენ და უთვალთვალებდნენ, ხომ არ აწუხებდა ცუდი აზრები, მსჯავრდებული ყველაფერზე უარყოფითად პასუხობდა, პრეტენზია არავის მიმართ გამოუთქვამს. ამასთან, თ------ კ--------ა ხასიათით ემოცი----- და ფეთქებადი პიროვნება იყო, უჩიოდა მოუსვენრობას და უძილობას, აღქმისა და აზროვნების პათოლოგია არ აღენიშნებოდა. ობიექტური შეფასებით რაიმე მწვავე ფსიქიკური პრობლემა მას არ ჰქონდა, აქედან გამომდინარე, დაესვა დიაგნოზი: ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგი----- აშლილობა F60.3. დაენიშნა მსუბუქი დამამშვიდებელი მედიკამენტი გრანდაქსინი და საძილე ტრუქსალი. ასევე, რეკომენდირებულ იქნა ნევროპათოლოგის კონსულტაცია. მომდევნო თვის განმავლობაში არ მიუმართავს დაწესებულებას იმავე პაციენტზე. 24 დეკემბერს, #-----–-------–--აში ყოფნისას, დაწესებულების მ---------------- თ----- შ---------მ აცნობა, რომ ფსიაქიატრის კონსულტაცია სჭირდებოდა რამდენიმე მსჯავრდებულს, მათ შორის, თ------ კ--------ას. მისი გადმოცემით, ის წინა დღით გაღიზიანებული იყო, რაც გამოიხატა ექთნის მიმართ უხეშობაში, ასევე, რადგან შესაძლო იყო, არ გამოსულიყო საკნიდან, საჭირო იქნებოდა კონსულტაციის საკანში გაწევა. დილის საათებში კონსულტაცია გაუწია ძველი პირველი სარეჟიმო დაწესებულების მსჯავრდებულებს. დღის მეორე ნახევარში, მორიგე ი----------- გ------- ჩ-------–---–ის თანხლებით, გადავიდა ახალ კორპუსში, სადაც თ------ კ--------ა იყო მოთავსებული. სამორიგეოდან, ჩ-------–---–თან და 3-4 თანამშრომელთან ერთად, გაემართა თ------ კ--------ას საკნისკენ. გააღეს საკნის კარი და შევიდნენ ოთახში, საიდანაც მომენტალურად გამობრუნდა შეშფოთებული გ------- ჩ-------–---–ი და თქვა, რომ თ------ კ--------ა საკანში იყო ჩამოკიდებული. 1-2 წუთში ადგილზე მივიდნენ დაწესებულების სხვა თანამშრომლებიც, გ---- ა-–------ და ე---- პ----- შევიდნენ საკანში, თვითონ დაბრუნდა სამედიცინო ნაწილში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------ შ--–--–---–-ს ჩვენების თანახმად, 2012 წლის დეკემბრის თვე იყო, ერთი კორპუსიდან მეორეში გადასასვლელ გვირაბში თანამშრომლები ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდნენ, გარბოდნენ, მათ შორის ახსოვს დ------ ც------. მიესალმა მათ და უთხრეს, სასწრაფოდ გაჰყოლოდა, სახეებზე მიხვდა, რაღაც ხდებოდა. მივიდნენ საკანში, კარი ღია იყო, ხალხი იყო, მეორე ე---- პ-----ც იქ იყო. თ------ კ--------ა გარდაცვლილი იყო, ზეწრით გაკეთებულ ყულფში თავი ჰქონდა გაყოფილი და ჩამომხრჩვალი იყო. თ------ კ--------ას მკურნალი ე---- იყო რამდენიმე კვირა, ერთი თვე, რა დროსაც პირად საუბრებში მას არ უთქვამს, რომ ვინმე ემუქრებოდა. რამდენადაც ახსოვს, იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, ასეთ პატიმრებს განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა. როგორც უშუალოდ მათი, ისე - რეჟიმის სამსახურის მხრიდან. პატიმარი რომ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა, მეტნაკლებად იცოდა რეჟიმის სამსახურმაც, თუმცა მედიკამენტების გადაცემას ესწრებიან თუ არა, არ იცის. ყოველდღიურად ხდებოდა პატიმრის მონიტორინგი. დაზიანებები თუ აქვს პატიმარს, უნდა შეიტანონ ჟურნალში, თუმცა თუ ძველი დაზიანებებია, შესაძლოა, არც დაფიქსირდეს ჟურნალში. თ------ კ--------ას დაზიანებები ჰქონდა თუ არა, არ ახსოვს. ასევე, არ სმენია, რომ რამდენჯერმე თავის მოკვლის მცდელობა ჰქონოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ი----- გ-----–-–---–-ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მ-------–-------–--აში მუშაობდა უს-------------- გ---------–--------------- ი------------ს თანამდებობაზე. მის მოვალეობებში შედიოდა უს-------------- სამსახურის სრული დოკუმენტაციის წარმოება, საიდუმლო და არასაიდუმლო შეტყობინებების მიღება-გაგზავნა, ასევე, მიმაგრებული იყო ე.წ. პულტების ოთახში, სადაც ვიდეოკამერებით აკვირდებოდა მსჯავრდებულებს. ოპერატიულ ინფორმაციებს იღებდა მსჯავრდებულებისგანაც, ჰყავდა აგენტურა, თუმცა მათთან შეხვედრა ღიად ვერ მოხდებოდა, იმავე შეხვედრისას უთქვამდა შემდეგი შეხვედრის დროს, იღებდა ინფორმაციებს და აძლევდა დავალებებს. არასაიდუმლო შეხვედრებს აწარმოებდა უს-------------- ოთახში. ე.წ. პულტებში მუშაობდა დ----- ქ----------ნ და კ---- პ-----–---–--ან ერთად, მორიგეობდნენ ყოველ მესამე დღეს, ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ოთახი არ უნდა ყოფილიყო უყურადღებოდ, რის გამოც ერთ-ერთი ყოველთვის უნდა ყოფილიყო. დ----- ქ------ს სამსახურიდან წასვლის შემდეგ სჭირდებოდა თანამშრომელი, ვინც სისტემატურად იქნებოდა მასთან, რადგან ბევრი სამუშაოს გამო უწევდა ხოლმე გასვლა, ყველაფრის მარტო გაკეთებას კი ვერ შეძლებდა. დ------------- დაიბარა და უთხრა, რომ შეარჩიეს დ----- შ------–---–-- ვინც მასთან ერთად იქნებოდა, გაეთვითცნობიერებინა და აეხსნა მისთვის ყველაფერი, თან უთხრა, რომ პოლიციაში იყო ნამუშევარი და დაშვებული საიდუმლო საქმეებზე. ასეც მოიქცა, დ----- შ------–---–ს აუხსნა ყველაფერი, თუმცა მისთვის არაფერი უცხო არ ყოფილა. რადგან უს-------------- სამსახურში ადგილი არ იყო, ის რეჟიმის განყოფილებაში დაინიშნა და მიმაგრებით ასრულებდა მოვალებებს მასთან, უს-------------- სამსახურში. მისი განმარტებით, შემთხვევის დღეს, ჩვეულებრივ, 10 საათზე გამოცხადდა სამსახურში. მუშაობის პერიოდში გამოვიდა ოთახიდან, შეყოვნდა, კორპუსის მესამე საკანში შევიდა, რადგან იქ პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა. ასეთ დროს მიდიოდა, კითხულობდა, რის საფუძველზე მოხდა, ადგენდა ცნობას, ე----ს ცნობის საფუძველზე ადგენდა ოქმს. საკანში შევიდა საკუთარი ინიციატივით, რადგან ეს მისი საქმე იყო. პატიმარი ყვიროდა, დირექტორს ითხოვდა, აბრახუნებდა. წუხდებოდნენ, გავიდა, ნახა, უთხრა, რომ დირექტორი არ იყო და როცა მივიდოდა, გადასცემდა. ტელეფონი ჩართო, ოჯახში დარეკა, შემდეგ სამორიგეოს გვერდით საპირფარეშოში იყო. როდესაც პულტების ოთახში შევიდა, დ----- შ------–---–ი დივანზე იჯდა. გასვლისას მისთვის დაბარებული ჰქონდა, რომ ყურადღებით ყოფილიყო, ან რად უნდოდა გაფრთხილება, მისი მოვალეობა კამერებზე ყურება იყო და კიდევ ის, რომ არ დაეტოვებინა ოთახი. როგორც ახსოვს, ეს დ-----ს მე-4 ან მე-5 მორიგეობა იყო. 15 წუთში დაბრუნდა, დაჯდა სკამზე, გადახედა მონიტორებს, თ------ კ--------ას სამარტოო საკანი, რომელიც ორ მონიტორზე ოთხ-ოთხად იყო დაყოფილი, რაღაცნაირად მოეჩვენა, რომ პატიმარი, თითქოს იწვა და არც იწვა, ისედაც იმ დღეს კ--------ა სულ იწვა, გაადიდა მონიტორი და ტელეფონმაც დარეკა, ზ----- ტ-------- იყო, უთხრა თუ არა, ,,ი-----, კ--------ას საკანიო‘‘, მაშინვე დაავალა, შესულიყვნენ შიგნით. დაახლოებით ერთ წუთში შევიდნენ საკანში, სადაც თ------ კ--------ა ჩამომხრჩვალი ნახეს. 28 დეკემბერს ისევ მოუწია მორიგეობა, პულტების ოთახიდან გამოსულს თანამშრომელმა უთხრა, რომ ტელევიზიით ნახა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. დაელოდა დირექტორს, რომელმაც დაუდასტურა, რომ ეს სინამდვილე იყო. მიუხედავად ყველაფრისა, მაშინვე არ წასულა, დაელოდა მორიგეობის დასრულებას, გადააბარა და ისე დატოვა დაწესებულება. ზოგადად თანამშრომლების ნაკლებობა რომ იყო, იცოდა დ-------------ც. ნათქვამი იყო, რომ ყოველ 10-15 წუთში ერთხელ შეეხედათ საკნებში, გაიარ-გამოიარეთ და საკნებში შეიხედეთო, თუმცა ეს ვერ ხერხდებოდა სხვადასხვა საქმეების გამო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- შ------–---–მა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ 2012 წლის 18 დეკემბერს დაიწყო მ-------–-------–--აში მუშაობა ს--------–-----------–----------------–-----------------------------დ. დ------------- დაუძახა მასაც და ი----- გ-----–-–--ლსაც, რომელსაც გააცნო ის და უთხრა, რომ მასთან იქნებოდა მიმაგრებული, ესწავლებინა და დაეკვალ--ნებინა, რომ წარმოდგენა ჰქონოდა იმ ოთახში მუშაობაზე. შემთხვევის დღეს, როგორც ახსოვს, მისი მესამე მორიგეობა იყო. შუადღისას ი----- გ-----–-–---–- გავიდა ოთახიდან დაახლოებით 10-15 წუთით, ისე, რომ არაფერი დაუბარებია. თვითონ ციხეში არ იყო ნამუშევარი, დაახლოებით 130 ნაწილად იყო დაყოფილი მონიტორი, არც ტელეფონის ნომრები იცოდა, არ იცოდა, რამე რომ მომხდარიყო, რა რეაგირება უნდა მოეხდინა. შეუძლებელი იყო, ამდენი მონიტორი შეესწავლა და პასუხისმგებელი ყოფილიყო, თან - მესამე მორიგეობაზე. ი----- გ-----–-–---–-ს გასვლის შემდეგ ოთახში დარჩა თვითონ. ზუსტად არ ახსოვს, ოთახს ათვალიერებდა, თუ სამსახურებრივად რაც ევალებოდა, იმას ასრულებდა, ი----- გ-----–-–---–- ოთახში შევიდა და რამდენიმე წუთში, შეიძლება წუთიც არ იყო გასული, აქ რა ხდებაო, თქვა და მონიტორთან მივიდა. ამ დროს ზარი გაისმა ტელეფონზე, ი-----მ უპასუხა, რომ სასწრაფოდ შესულიყვნენ საკანში, მონიტორი გაადიდა, რასაც თვითონაც შეხედა და დაინახა, რომ პატიმარი, როგორც შემდეგ გაიგო, თ------ კ--------ა, ზეწრით იყო ჩამოკიდებული უგონო მდგომარეობაში. შევიდნენ საკანში და ჩამოხსნეს, თუმცა გაგუდული იყო. ვიდეოკამერებზე ეს ფაქტი არ დაუნახავს, რომ დაენახა რაღაცას იზამდა, ყვირილს ატეხდა, გაიქცეოდა, დაიძახებდა, რომ ეშველათ. ზოგადად ი----- ჩვეულებრივ გადიოდა და შედიოდა ოთახში. თვითონ განსაკუთრებულ ყურადღებას სასეირნოდ ჩასულ მსჯავრდებულებს აქცევდა, არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შესაძლო იყო სუიციდისკენ მიდრეკილი მსჯავრდებულები ყოფილიყვნენ. პასუხისმგებლობა მას არ ეკისრებოდა, რადგან სასწავლებლად იყო იმ ოთახში მიმაგრებული. მონიტორებზე ყურება ევალებოდა, უფრო სწორად, უნდა ესწავლა, რომელი მონიტორი რომელ კორპუსს და საკანს უყურებდა. მ-------–-------–--აში მუშაობის დაწყებამდე მუშაობდა თ------–------- რაიონულ ს-----------–--–ი, სამი წელი რ--------- საქალაქო ს-----------–--–ი იყო ი------------------------–ი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე კ---- პ-----–---–ის ჩვენების მიხედვით, მუშაობდა მ-------–-------–--ის უს-------------- განყოფილებაში, ი----- გ-----–-–--ლთან და ერთ თანამშრომელთან ერთად, რომელიც შემდეგ გაუშვეს. რადგან ორნი დარჩნენ, დღეგამოშვებით უწევდათ მუშაობა. კონტროლს ახორციელებდნენ ვიდეოკამერების საშუალებით. როდესაც ოთახს ტოვებდნენ, საქმის კურსში აყენებდნენ ხელმძღვანელობას. ი----- გ-----–-–---–-, ასევე, აწარმოებდა საიდუმლო საქმის მასალებს. თ------ კ--------ას გარდაცვალების დროს აღნიშნულ პოზიციაზე, მის გარდა, მუშაობდნენ ი----- გ-----–-–---–- და დ----- შ------–---–-- რომლებიც ერთად მორიგეობდნენ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------ შ------–---–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მუშაობდა დ-–-------–----------–---------------–-----------ოსად. თ------ კ--------ა დეკემბრის მეორე ნახევარში სამარტოო საკანში იყო მოთავსებული, რომელზეც სპეციალურ ოთახში განთავსებული მონიტორების საშუალებით ვიდეომეთვალყურეობა მიმდინარეობდა. მისი ბ---–---–ი დ----- შ------–---–ი მიმაგრებული იყო ი----- გ-----–-–--ლთან სიტყვიერი განკარგულებით და მასთან ერთად მორიგეობდა. შემთხვევის დღეს მის დაქვემდებარებაში მყოფი ნ--- მ-------–---–ის მორიგეობა იყო. დაწესებულებას ჰქონდა ფუნქცი----- უფლებამოსილებების განაწილების დებულება, რომელშიც გაწერილი იყო თითოეული თანამდებობის პირის და რიგითების უფლება-მოვალეობები. ზუსტად არ ახსოვს, თუმცა თანამშრომლებს დაახლოებით 10-15, 15-20 წუთში ერთხელ ევალებოდათ კონტროლი. აღნიშნული, ასევე, ყოველდღი----- თათბირებისას მეორდებოდა სიტყვიერად. კ----------–-----ებს სათვალთვალოდან უნდა შეეხედათ პატიმართან, თუ ვერ დაინახავდნენ, დაეძახათ მისთვის, ხომ არაფერი უჭირდა, თუ ხმას არ გასცემდა, ოფიცერი უნდა ჩაეყენებინათ საქმის კურსში. ეს ის დრო იყო, რა დროშიც უნდა მოესწროთ კ----------–-----ებს პატიმრის შემოწმება. თ------ კ--------ას შემთხვევაში გადასული იყო როგორც სადილის, ისე, ტელეფონზე დარეკვების დრო და, შესაბამისად, უნდა მოესწროთ, ამასთან, კორპუსიც პატარა იყო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ------ ც------ს ჩვენების მიხედვით, 2012 წლის დეკემბრის თვეში მუშაობდა უს-------------- სამსახურში, როდესაც რაციით გადმოსცეს, რომ სარეჟიმო პირველ ახალ კორპუსში სამარტოო საკანში მოთავსებულ მსჯავრდებულთან ე----ს დახმარებას ითხოვდნენ. მივიდა ექიმთან ერთად, ადგილზე იყვნენ სხვა თანამშრომლებიც და ნახეს, რომ თ------ კ--------ას თავი ჰქონდა ჩამოხრჩობილი, ექიმთა დასკვნით ის უკვე გარდაცვლილი იყო. მოწმის განმარტებით, ვიდეომეთვალყურეობა თ------ კ--------ასთვის საჭირო გახდა, რამდენადაც თვითონ მოითხოვა, როგორც ახსოვს, შიმშილობდა კიდეც, მასთან ურთიერთობისას, ასევე, ამჩნევდნენ, რომ ხან საღ აზრზე იყო, ხან არაადეკვატურად იქცეოდა, თუმცა მსჯავრდებულებთან და თანამშრომლებთან დაპირისპირება არ ჰქონია. ვიდეომეთვალყურეობა ხდებოდა ი----- გ-----–-–---–-ს მიერ, რომელსაც არ უცნობებია მისთვის, რომ სამეთვალყურეო ოთახს ტოვებდა. ოთახის დატოვების შემთხვევაში მისთვის უნდა ეთქვა, რადგან ის იყო მისი უშუალო ხელმძღვანელი. არ ახსენდება, რომ იმ დღეს ი-----ს მისი დავალებით დაეტოვებინოს ოთახი. როგორც ახსოვს, ე.წ. პულტების ოთახში დირექტორის განკარგულებით ი----- გ-----–-–--ლთან, რომელიც გამოცდილი თანამშრომელი იყო, ახალი თანამშრომელი შ------–---–ი იყო მიმაგრებული, რომ ესწავლა კამერების სპეციფიკა. მოწმემ, ასევე, განმარტა, რომ თითო კორპუსზე არის თითო უს-------------- ოფიცერი, რეჟიმის კ----------–-----ი და რეჟიმის ი------------. რამდენად მოასწრებს კ----------–-----ი ყოველ 15 წუთში საკნის ღიობში შეხედვას, დამოკიდებულ-- საკნების რაოდენობაზე. განსაკუთრებული მეთვალყურეობა ხორციელდება, თუ თვითმკვლელობისკენ აქვს მიდრეკილება პატიმარს და არაადეკვატურად იქცევა. ასეთი მსჯავრდებული იმიტომაა მოთავსებული ვიდეოკამერიან ოთახში, რომ ვიდეომეთვალყურეობა მოხდეს და საქმე თვითმკვლელობამდე არ მივიდეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–- ჭ----------მ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განცხადა, რომ 2012-2013 წლებში მუშაობდა სპეციალური და ს--–---–----------------–----------------------------–-დ და ევალებოდა ამ განყოფილებების კურირება, სარეჟიმო კუთხით მსჯავრდებულებთან შეხება არ ჰქონია. თუ განცხადება იყო შესული და ითხოვდა შეხვედრას, ხვდებოდა. თუკი საჭირო იყო მსჯავრდებულის სადმე გადაყვანა, სამედიცინო კუთხით, ამის თაობაზე ბრძანება მოდიოდა სამინისტროდან ან დეპარტამენტიდან. სათვალთვალო ღიობიდან კონტროლდება თუ არა პატიმარი, არ ახსოვს. სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები გაწერილ-- დებულებაში, რითაც ხელმძღვანელობენ. მოწმის განმარტებით, მსჯარდებულ თ------ კ--------ას თვითმკვლელობის ამბავი გაიგო თუ არა, მივიდა საკანში. ადგილზე იყვნენ სხვა თანამშრომლებიც, იყვნენ ექიმებიც, რომლებმაც დაადასტურეს, რომ სიკვდილის ფაქტი უკვე დამდგარი იყო. ის მოთავსებული იყო პირველ სარეჟიმო კორპუსში ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ. ზოგადად ე.წ. თვალ--ნ საკანში გადაჰყავთ პატიმარი, რომელიც განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებს, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში არ ახსოვს, რატომ გახდა საჭირო თ------ კ--------ას ასეთ საკანში გადაყვანა. როგორც ახსოვს, შემთხვევის დღეს ე.წ. პულტებთან მორიგე იყო ი----- გ-----–-–---–-, ის ახორციელებდა კამერებით მეთვალყურეობას და, ბუნებრივია, არ მისცემდა ისეთ დავალებას, რომ ოთახიდან გასულიყო. მასთან ერთად კიდევ ერთი თანამშრომელი მორიგეობდა ხოლმე დღემონაცვლეობით. კონკრეტულ დღეს იყო დ----- შ------–---–-- რომელიც ახალი თანამშრომელი იყო და სწავლობდა მუშაობის სპეციფიკას. შეიძლება, მოცემულ მომენტში, ი----- გ-----–-–--ლს ჰქონდა რაიმე დავალება შესასრულებელი, თუმცა მეთვალყურეობა მას ევალებოდა, დ----- შ------–---–ი ამ შემთხვევაში მოსწავლე იყო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–---------- გ-----ს გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების თანახმად, რომელიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე, ის მუშაობდა #-----–-------–--ის დირექტორის თანამდებობაზე. 2012 წლის 24 დეკემებრს არ იმყოფებოდა სამსახურში, ვინაიდან მამა ჰყავდა საავადმყოფოში. 16:00 საათზე დაუკავშირდა მისი მოადგილე რეჟიმისა და უს-------------- დარგში გ---- ა-–------ და აცნობა, რომ მსჯავრდებულმა თ------ კ--------ამ თავი ჩამოიხრჩო თავის საკანში. იგი განათავსებული იყო #-------ში მარტო. მანამდე იყო #-------–ი, ასევე, მარტო, ვიდეოდაკვირვების გარეშე, სადაც მარტო განთავსდა თავისივე თხოვნით, ყოველგვარი დისციპლინარული სასჯელის გარეშე, თან შიმშილობდა, ზეპირ განცხადებებს აკეთებდა, ხელს არ აწერდა არცერთ დოკუმენტს. რამდენიმე დღეში მოადგილემ - ი-----–- ჭ----------მ აცნობა, რომ თ------ კ--------ა იყო დეპრესიულ მდგომარეობაში და კარგი იქნებოდა მისი მოთავსება ვიდეოდაკვირვების ქვეშ. ამიტომ შედგა ოქმები და მიმართეს სა-----–---------–----------------------------------------. შესაბამისად, თავმჯდომარის ბრძანებით თ------ კ--------ა 22 დეკემბერს მო--------------------–--------------------------- ქვეშ. მსჯავრდებულს კონფლიქტი არავისთან ჰქონია და არავის მიუყვანია ის თვითმკვლელობამდე. სამედიცინო დაწესებულებაში მის გადაყვანასთან დაკავშირებით წარდგინება არ მიუღია სამედიცინო დეპარტამენტიდან. ვიდეოდაკვირვებას იმ დროისთვის აწარმოებდა უს-------------- განყოფილების ორი თანამშრომელი ი----- გ-----–-–---–- და კ---- პ-----–---–ი, ასევე, მისი სიტყვიერი განკარგულებით იმავე განყოფილებაში მიმაგრებული იყო რეჟიმის გ---------–-----------------ი დ----- შ------–---–-- რომელიც სწავლობდა ვიდეომონიტორებთან მუშაობას. 24 დეკემბერს ვიდეოდაკვირვების ოთახში იმყოფებოდნენ ი----- გ-----–-–---–- და დ----- შ------–---–ი. ი----- გ-----–-–---–- მუშაობდა დღეგამოშვებით, 24 საათიანი მორიგეობის გრაფიკით, და მისი მუშაობა რეგულირდებოდა ფუნქციონალური გადანაწილებით. გარდა ვიდეოკონტროლისა, ი----- გ-----–-–---–-ს მოვალეობაში შედიოდა საიდუმლო ჟურნალის წარმოება. იმ დღეს ვისი დავალებით გადიოდა ოთახიდან ი----- გ-----–-–---–-, არ იცის, თუმცა უნდა ეცნობებინა მისი რომელიმე მოადგილისთვის ან მისთვის, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში, ვიდეომონიტორინგი უნდა განეხორციელებინა დ----- შ------–---–ს. ი----- გ-----–-–--ლს იმ დროს ოფიციალურად შემცვლელი თანამშრომელი არ ჰყავდა, თუმცა მასთან ერთად იმყოფებოდა რეჟიმის განყოფილების ი------------, სიტყვიერი განკარგულებით მიმაგრებული დ----- შ------–---–ი. მოწმის განმარტებითვე, ვინაიდან იმ დროისთვის დაწესებულების ბევრმა თანამშრომელმა დატოვა სამსახური, იძულებული იყვნენ სიტყვიერი შეთანხმებით გადასულიყვნენ 24 საათიან რეჟიმზე. შესვენების დრო დადგენილი არ ყოფილა, შესვენებაზე და სხვა საჭიროებებზე გასვლა ერთმანეთში უნდა შეეთანხმებინათ ი----- გ-----–-–--ლს და დ----- შ------–---–ს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა - ნ---–- ჯ---–--------ა და ლ-- ჭ----------მ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებში განმარტეს, რომ სამართლებრივი რეჟიმის კუთხით აწარმოებდნენ დოკუმენტაციას, შესაბამისად, არ უწევდათ კორპუსზე სიარული. მათი სამუშაო ოთახი მდებარეობდა ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე, იმავე სართულზე, სადაც ი----- გ-----–-–---–-ს სამუშაო ოთახი იყო, ერთ სივრცეში იყვნენ, თუმცა იზოლორებული გამყოფი კედლით. ი-----სთან ერთად მუშაობდნენ კ---- პ-----–---–ი და დ----- შ------–---–-- რომელიც ახალი თანამშრომელი იყო. ზოგადად რეჟიმის ყველა თანამშრომელი ფლობდა ინფორმაციას, რომ ყურადღება უნდა მიექციათ პატიმრებისთვის, ტარდებოდა თათბირები, სადაც კ----------–-----ებს ევალებოდათ, რომ ყოველ 10-15 წუთში შეეხედათ საკანში პატიმრებისთვის, მათ შორის, სათვალთვალოს მეშვეობით.

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ე----- ა--–--ს პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, შვილი თ------ კ--------ა გარდაიცვალა სასჯელაღსრულების #-----–-------–--ის საკანში, რაც გამოწვეული იყო ადმინისტრაციის უყურადღებობით. ვერ გაიგო, რისთვის იყო მოთავსებული მისი შვილი სამარტოო საკანში, თუ ფსიქოლოგი----- პრობლემები ჰქონდა, ემკურნალათ დაწესებულების პირობებში, ან გადაეყვანათ საავადმყოფოში. ამასთან, იქ მოთავსებამდე მისი შვილი იყო ნაცემი, ეს არ უქვამს შიშის გამო, თუმცა თვითონ ატყობდა პაემნების დროს. მანამდე მისი შვილი მშვიდი იყო. 2012 წლის 20 ნოემბერს უთხრა სიტყვები: ,,კბილი კბილის წილ“, რა დროსაც მიხვდა, რომ რაღაც არ იყო წესრიგში. ის ნაცემი იყო ქ--------–-------–---–იც, რაზეც უთხრეს, რომ აბანოში წაიქცა. ასევე, #-----–-------–--ის 14 კაციან საკანში მიიღო დაზიანებები, რის შემდეგაც გადაიყვანეს სამარტოო საკანში, სადაც გარდაიცვალა. დაზარალებული პასუხისმგებლობას აკისრებს დაწესებულების ადმინისტრაციას და ითხოვს იმ პირების დასჯას, რომელთა უყურადღებობითაც დადგა მძიმე შედეგი.

 

#-----–-------–--ის სპეციალური აღრიცხვის განყოფილოების ცნობით, თ------ კ--------ა მსჯავრდებულ-- 2010 წლის 28 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით. იგი ცნობილ იქნა დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, რაც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

2010 წლის 31 აგვისტოს განაჩენით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 14 მარტის განჩინებით განაჩენში შევიდა ცვლილება, თ------ კ--------ას მიმართ დანიშნული სასჯელი შემცირდა 1 წლითა და 3 თვით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. სასჯელის დასაწყისი - 2009 წლის

30 სექტემბერი,სასჯელის დასასრული - 2016 წლის 30 სექტემბერი.

 

#-----–-------–--ის დირექტორის 2012 წლის 15 დეკემბრის #---------------, მსჯავრდებული თ------ კ--------ა, თვითიზოლაციის მიზნით, განთავსებულ იქნა დაწესებულების 1-ლი ახალი კორპუსის #-------–ი 30 დღე-ღამის ვადით.

 

ს------–---------–----------------------------------------------- ბრძანებით ვიზუალური ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელების შესახებ, მსჯავრდებულ თ------ კ--------ას მიმართ 2012 წლის 22 დეკემბრიდან დადგინდა ვიზუალური ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელება.

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #------–-------–----------------------–-გ-----ს შეტყობინების თანახმად, 2012 წლის 24 დეკებერს, დაახლოებით 15:55 საათზე, 1--–------–-------–---- კორპუსის #--------–- ნანახი იქნა მსჯავრდებულ თ------ კ--------ას გვამი, კისერზე ზეწარშემოხვეულ და საწოლზე ჩამოკიდებულ მდგომარეობაში, რის თაობაზეც რეაგირებას სთხოვს სა----------------------------ს უფროს ლ----------- იგივე შინაარსისაა 2012 წლის 24 დეკემბრის ოქმი, შედგენილი #-----–-------–--ის უს-------------- გ---------–----------------- ზ------ ტ--------ს მიერ, ამავე გ---------–----------------- გ------- ჩ-------–---–ისა და სამართლებრივი რეჟიმის გ---------–----------------- ნ--- მ-------–---–ის მონაწილეობით.

 

ექიმ ზ------ შ--–--–---–-ს ცნობის მიხედვით, #---------–ი ნანახი იქნა თ------ კ--------ას გვამი, საკუთარ ზეწარზე ჩამოკიდებული, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში. საძილე არტერიებზე პულსი არ ისინჯება, აღენიშნება გუგების მიდრიაზი, სინათლეზე არ არის რეაქცია. რქოვანას რეფლექსი და გულის ტონები არ არის.

 

2012 წლის 24 დეკემბრის ფ---------ის კონსულტაციის ცნობის თანახმად, დაწესებულებაში მისულს გადასცეს პატიმართა სია, ვისთვისაც უნდა გაეწია კონსულტაცია. ერთ-ერთი იყო თ------ კ--------ა. ინფორმაცია ჰქონდა, რომ მასთან ადრე გასასინჯად შესული ექთნისთვის უხეშად უპასახია: ,,შემეშვიო‘‘. აღნიშნულთან დაკავშირებით გააფრთხილეს დაწესებულებაში, რომ შესაძლო იყო ის არ გამოსულიყო საკნიდან. ამიტომ ოფიცერთან ერთად გადავიდა კორპუსში, რომ შესულიყო საკანში, რათა შეეფასებინა მისი ფსიქიკური მდგომარეობა. ოფიცერი შევიდა საკანში და დახვდა სურათი: პატიმარი ზეწრით იყო ჩამოკიდებული, დასახმარებლად დაუძახეს ექიმს, რომელმაც ნახა, რომ მცდელობა სუიციდით დასრულდა.

 

#-----–-------–--ის უს-------------- გ---------–---------------ს დახასიათებით, #-----–-------–--აში ყოფნისას მსჯავრდებული თ------ კ--------ა იქცეოდა არაადეკვატურად, უჭირდა სხვებთან კონტაქტი, პერიოდულად გამოირჩეოდა აგრესიული ხასიათით თანამშრომლების მიმართ. 2012 წლის 15 დეკემბერს გამოაცხადა შიმშილობა, რასთან დაკავშირებითაც განცხადების დაწერაზე უარი განაცხადა, 2012 წლის 18 დეკემბერს შეწყვიტა შიმშილობა. ე----ს მიერ დასმული ჰქონდა დიაგნოზი - არასტაბილური პერსონოლოგი----- აშლილობა, დანიშნული ჰქონდა მედიკამენტები: გრანდაქსინი - 3 თვით, ტრუქსალი - 1 თვით.

 

თ------ კ--------ას მიმართ იგივე დიაგნოზი და მედიკამენტებია დაფიქსირებული 2012 წლის 22 ნოემბრის ე----ს კონსულტაციის ბარათში.

 

2012 წლის 24 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, #-----–-------–--ის 1---–-----–------–--ო კორპუსში შესასვლელიდან 7 მეტრში ჩაყოლებულ-- საკნები. შესავლელიდან 7 მეტრში კორიდორში განთავსებულ-- სამორიგეო ოთახი, სამორიგეოდან ხელმარცნივ 8 მეტრში კედელში ჩამონტაჟებულ-- რკინის მასი----- კარი. კარს ჩამონტაჟებული აქვს სათვალთვალო ხვრელი, საკვების მისაწოდებელი სარკმელი, სამი ურდული, ერთი საბოქლომე საკეტი. წარწერა #02. აღნიშნული კარის გავლით შევდივართ მოედანზე, ანუ დახურულ დერეფანში, სადაც შესასვლელიდან მოპირდაპირე კედელში ჩამონტაჟებულ-- ორი ყავისფრად შეღებილი მასი----- რკინის კარი, რაც წარმოადგენს #3 და #-------- კარს, ეს საკნები ერთმანეთისგან დაშორებულ-- 5 მეტრით. #-------- კარს შუა ადგილზე ჩამონტაჟებულ-- სათვალთვალო ხვრელი, საკვების მისაწოდებელი სარკმელი, სამი ურდული და ერთი საბოქლომე საკეტი. კარიდან ხელმარცხნივ არის საპირფარეშო, მარცხენა კედელზე დგას ორიარუსიანი რკინის საწოლი. ქვედა იარუსზე გაშლილ-- საწოლი, ზედა იარუსზე, კერძოდ, რკინის კუთხოვანაზე, ჩამოკიდებულ-- მოვარდისფრო ზეწარი, რომელსაც გაკეთებული აქვს კვანძი. საწოლიდან ხელმარჯვნივ გულაღმა მდგომარეობაში იატაკზე ასვენია მამ---ცის გვამი. კისრის წინა ზედაპირზე აღენიშნება ჰორიზონტალური და გვერდზე აღმავალი მუქი მოიისფრო სისხლნაჟღენთი. წელის მიდამოში აღენიშნება კანის ზედაპირიდან წამოწეული მორუხო ფუფხით დაფარული ნაჭდევი. ტანსამცლით დაუფარავ სხვა მიდამოებში ფიზიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნება. საკნის შესასვლელიდან ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლების ზედა კუთხეში დამონტაჟებულ-- ვიდეო სამეთვალყურეო კამერა.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #-------------------------- დასკვნით, სასამართლო სამედიცინო დიაგნოზია: მექანიკური ასფიქსია მარყუჟით, სიცოცხლისდროინდელი სტრანგულაცი----- ღარი კისრის მიდამოში, შინაგანი ორგანოების სისხლსავსეობა, მრავლობითი წერტილოვანი სისხლჩაქცევები ფილტვების მფარავი პლევრის ქვეშ, კანი-სტრანგულაცი----- ღარი კეროვანი სისხლჩაქცევებით დერმაში და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში, ნაჭდევები წელის მიდამოში.

 

თ------ კ--------ას გვამზე, გამოკვლევით, გარდა სტრანგულაცი----- ღარისა, აღინიშნება სამი სიცოცხლისდროინდელი ნაჭდევი წელის მიდამოში, რომლებიც განვითარებულ-- მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილამდე 6-7 დღით ადრე, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს და კავშირი არ აქვს დამდგარ შედეგთან; თ------ კ--------ას სიკვდილის მიზეზია მექანიკური ასფიქსია მარყუჟით. გამოკვლევის მომენტისათვის სიკვდილიდან გასულ-- არანაკლებ 5-6 საათი; ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი თ------ კ--------ას გვამიდან აღებული ბიოობიექტების გაზ---- ქრომატოგრაფული, ინსტრუმენტული – იმუნო-ფერმენტული, სასამართლო-ქიმი----- და ქრომატომასსპექტრომეტრული მეთოდებით კვლევის შედეგად, სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, იზოპროპილის სპირტები. სისხლსა და შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ბენზოდიაზეპინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ციანწყალბადმჟავა და მისი მარილები, ფორმალინი, ფენოლი, კრეზოლი, ქლოროფორმი, ქლორალჰიდრატი, დიქლორეთანი, ოთხქლორნახშირბადი, ქლორორგანული და ფოსფორორგანული პესტიციდები, დარიშხანი, სინდიყი. აღნიშნული დასკვნის სისწორე სამედიცინო კუთხით სასამართლოში დაადასტურა ე---------ა მ------ ლ-----------მ, ხოლო ქიმიურ-ტოქსიკოლოგი----- კუთხით - ე---------ა თ----- კ--–------ა. ამასთან, ე---------ა მ------ ლ-----------მ განმარტა, რომ სტრანგულაცი----- ღარი არის იგივე სისხლნაჟღენთი, რომელიც ვითარდება მარყუჟის კისრის მიდამოში ჩაჭერის შედეგად, გადაკეტავს კისრის მიდამოს, იქ არსებულ თავის ტვინისკენ მიმავალ სისხლძარღვებს, რის შედეგადაც ვითარდება თავის ტვინის გაღარიბება ჟანგბადით, გულის გაჩერება და დგება ასფიქსი----- სიკვდილი.

 

მხარეთა მონაწილეობით სასამართლო სხდომაზე დათვალიერდა 2012 წლის 23 დეკემბრისა და 24 დეკემბრის ვიდეოჩანაწერები (2012 წლის 31 დეკემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი), ვიდეოფირზე საკნის შესასვლელი კარიდან მარცხნივ მდებარეობს საპირფარეშო, იმავე მხარეს კედელთან მიდგმულ-- ორიარუსიანი საწოლი, რომლის ზედა იარუსი თავისუფალ--. ქვედა იარუსზე გულაღმა წევს მამ---ცი, იგი პერიოდულად ამოძრავებს სხეულს. ჩანაწერზე ასახულ-- თარიღი - 2012 წლის 23 დეკემბერი, 00:45:02 სთ. 2012 წლის 24 დეკემბრის 15:45:01 სთ-ზე კადრშია იგივე საკანი, საწოლის ქვედა იარუსზე წევს იმავე ტანსაცმლით მამ---ცი, მორუხო ფერის ქუდით. 15:45:20 სთ-ზე მამ---ცი ბრუნდება და წვება გულაღმა, ბორგავს. 15:46:47 სთ-ზე წამოჯდება საწოლზე, იატაკიდან იღებს მოწითალო ფერის ნაჭერს, ისევ გულაღმა წვება საწოლზე და ნაჭერს ჩამოკიდებს ზედა იარუსის ლითონის ფირფიტაზე. აკეთებს ნასკვს, იწევა საწოლიდან და თავს ჰყოფს მის მიერ ჩამოკიდებულ ნაჭრის მარყუჟში. კვანძი იშლება და მამ---ცი ზ----გით ვარდება საწოლზე, ლითონის ფირფიტიდან იხსნება ნაჭერიც, რომელსაც იდებს წელთან. 15:48:31 სთ-ზე მამ---ცი წამოჯდება საწოლზე, ზედა იარუსის კუთხოვანზე ნაჭერს შემოახვევს წრიულად, ქვედა მხარეს აკეთებს ნასკვს და რგოლურად შემოხვეულ ნაჭერში ჰყოფს თავს, გადმოდის საწოლიდან, დგება დაჩოქილ მდგომარეობაში მუხლებზე და კისრით ჩამოკიდებულ მდგომარეობაში, ტერფები უწყვია იატაკზე, პერიოდულად მოძრაობს და ცდილობს მთელი სხეულის სიმძიმით დააწვეს მარყუჟს, რომელშიც გაყოფილი აქვს თავი. ინტენსი----- მოძრაობა ჩერდება 15:51 სთ-ზე, ხოლო 15:53-დან 15:55 სთ-ის შემდეგ ყოველგვარი მოძრაობა ჩერდება, მამ---ცი იმყოფება იმავე მდგომარეობაში მარყუჟზე ჩამოკიდებული.

 

მხარეთა მონაწილეობით პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, ასევე, დათვალიერდა 2012 წლის 24 დეკემბრის ორი ვიდეოჩანაწერი (2013 წლის 8 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი). პირველ ვიდეოჩანაწერზე ასახულ-- #-----–-------–--ის პირველი ახალი სარეჟიმო კორპუსის #--------–- არსებული ვიდეოთვალით 16:00-17:00 საათამდე დროის მონაკვეთში დაფიქსირებული ვიდეომასალა. 16:00 სთ-ზე კადრშია ორიარუსიანი საწოლის ზედა იარუსზე ჩამობმული მოწითალო ნაჭერი, სადაც თავი აქვს გაყოფილი თ------ კ--------ას. ამ დროს საკანში შედიან ზ------ ტ--------, ნ--- მ-------–---–ი, შემდეგ დაწესებულების სხვა თანამშრომლები. 16:10 სათ-ზე საკანში შედიან ი-----–- ჭ----------, ზ------ ტ--------, ზ------ შ------–---–-- ე---- ზ------ შ--–--–---–-, მიდიან თ------ კ--------ასთან, ხსნიან და აწვენენ იატაკზე. ექიმები ამოწმებენ გვამს. 16:15 სთ-ზე საკნიდან გადის ყველა. ამის შემდეგ რამდენჯერმე ისევ შედიან თანამშრომლები საკანში.

 

მეორე ვიდეოჩანაწერი არის იმავე დღის 14:00-17:00 სთ-მდე. იწყება 14 სთ-ზე. ჩანს საკნის კარები, მათ შორის, #--------. დერეფანში პერიოდულად გადაადგილდებიან სამეურნეო მომსახურების მსჯავრდებულები. 14:05:04 სთ-ზე ვიდეოკამერების ოთახის კარზე აკაკუნებს ი----- გ-----–-–---–-, იგი ბრუნდება, მიდის #-------თან, აღებს საკვების მისაწოდებელ სარკმელს, საიდანაც 20 წამი, სავარაუდოდ, ესაუბრება მსჯავრდებულს, კეტავს და 14:05:29 სთ-ზე შედის ვიდეოდაკვირვების ოთახში, რომლის კარს შიგნიდან უღებს თანამშრომელი. 14:38:00 სთ-ზე ოთახიდან გამოდის ი----- გ-----–-–---–-, მიემართება ვიდეოთვალისკენ. 14:41:58 სთ-ზე ოთახიდან გამოდის დ----- შ------–---–ი და შედის კადრს მიღმა. 14:55:53 სთ-ზე კადრში შემოდიან ი----- გ-----–-–---–- და დ----- შ------–---–ი. ი----- გ-----–-–---–- შედის ვიდეოდაკვირვების ოთახში, დ----- შ------–---–ი აგრძელებს გზას დერეფნის ბოლოსკენ. 14:57:27 სთ-ზე დ----- შ------–---–ი შედის ოთახში. 15:53:52 სთ-ზე კადრშია სამორიგეოს უფროსი ი------------ ა-–---------- ბ-–--–---–ი და სამორიგეოს ი------------ კ------- თ------–---–ი, აღებენ საკარანტინო კორპუსის #3 საკნის კარს და, ექიმ პ----- ნ------–---–--ან ერთად, შედიან მსჯავრდებულთან. 15:53:55 სთ-ზე ვიდეოდაკვირვების ოთახიდან გამოდის ი----- გ-----–-–---–-, შედის #-------–-, საკნიდან გამოდის 15:54:53 სთ-ზე და მიდის საკარანტინო კორპუსის #-------თან, აღებს საკვების მისაწოდებელ სარკმელს და, სავარაუდოდ, ესაუბრება საკანში მყოფ მსჯავრდებულს, იქ მიდის კ--- თ------–---–იც, იგი ბრუნდება #----------ნ, ი----- გ-----–-–---–- რჩება #-------- ღია სარკმელთან. თ------–---–ი სწრაფი ნაბიჯით მიემართება დერეფნის ბოლოსკენ და ბრუნდება #-------თან, სადაც ი----- გ-----–-–---–- ესაუბრება მსჯავრდებულს. 16:01:25 სთ-ზე #----------ნ გამოდის ი----- გ-----–-–---–-, მიდის ვიდეოდაკვირვების ოთახის კართან, არ შედის და, ი----------- კ---- პ-----–---–--ან ერთად, მიდის დერეფნის ბოლოში. 16:04:21 სთ-ზე ე---- პ----- ნ------–---–- გამოდის #----------ნ. 16:07:48 სთ-ზე ი----- გ-----–-–---–- შედის ვიდეოდაკვირვების ოთახში. 16:41:24 სთ-ზე დერეფანში გამორბის თანამშრომელი. ამის შემდეგ დაწესებულების დირექტორი, მოადგილე და სხვები შედიან და გამოდიან ვიდეოდაკვირვების ოთახში. აღნიშნული ვიდეოჩანაწერების ანალოგი----- ინფორმაციის შემცველ-- სად-ის შიდა უს-------------- სამმართველოს ო-----------–------------- უზრუნველყოფის განყოფილებიდან ამოღებული ვიდეომასალა (2015 წლის 30 ივლისის და 3 აგვისტოს დათვალიერების ოქმები).

 

ვიდეო ექსპერტიზის #--------- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილ მთლ--ნ ვიდეომასალაზე ჩატარებული ვიზუალური კვლევით მონტაჟის კვალი არ გამოვლინდა. დასკვნის კვლევით ნაწილში ასახულ-- მსჯავრდებულ თ------ კ--------ას თვითმკვლელობის ამსახველი და საკანში შემსვლელ პირთა მოქმედებები, თარიღისა და დროის მითითებით, ასევე, უს-------------- გ---------–----------------- ი----- გ-----–-–---–-ს ვიდეოსამეთვალყურეო ოთახიდან გამოსვლის, მოქმედების და ამავე ოთახში დაბრუნების ამსახველი ფაქტები. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა ე---------ა ლ-–- ა-------–---მ, რომელმაც განმარტა, რომ არის ვიდეო-ფონოსკოპი----- და ჰაბიტოსკოპი----- ექსპერტი. მის მიერ შესწავლილ იქნა გამოძიების მიერ წარდგენილი ვიდეოჩანაწერები, რაზეც მონტაჟის კვალი არ დაფიქსირდა. მოახდინა მოთხოვილი ჩანაწერების ფოტორეჟიმში გადატანა, ამოიღო ფოტოსურათები, ასევე, აღწერა ჩანაწერებში არსებული თითოეული მოქმედება, თუმცა ვიდეოჩანაწერების ხარისხის გაუმჯობესება ვერ მოხერხდა. ამასთან, რაც შეეხება ჩანაწერებში დაფიქსირებულ დროებს, ვინაიდან #-----–-------–--ის ვიდეოკამერები განთავსებული იქნებოდა სხვადასხვა ციფრულ ჩამწერ მოწყობილობებზე, შესაბამისად, ყველაზე ერთი დრო არ იქნებოდა სისტემ------- გაწერილი, ასევე, დენის გათიშვის შემთხვევაში, თუკი ყველა მოწყობილობებზე ერთდროულად არ მოხდა დროის გასწორება, დროში იქნება ცდომილება.

 

გამოკვლეული მტკიცებულებების თანახმად, 2007 წლის 12 ივნისიდან ი----- გ-----–-–---–- დანიშნული იყო სხვადასხვა თანამდებობებზე #-----–-------–--აში. 2009 წლის 4 ნოემბერს #------–----------თ ი----- გ-----–-–---–- გადაყვანილ იქნა დაწესებულების უს-------------- გ---------–--------------- ი------------ს თანამდებობაზე მოვალობის შემსრულებლად.

 

ი----- გ-----–-–---–- დათხოვილ იქნა სამსახურიდან დაწესებულების დირექტორის 2012 წლის 28 დეკემბრის #------–-------------

 

#-----–-------–--ის დირექტორის 20---–-–--------–-----------– ბრანებით, ნ--- მ-------–---–ი დაინიშნა დაწესებულების სამართლებრივი რ-–---------------–---- კ----------–-----ის თანამდებობაზე, ორი თვის გამოსაცდელი ვადით.

 

ნ--- მ-------–---–ი სამსახურიდან დათხოვილ იქნა დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 6 დეკემბრის #-------–----------- საფუძველზე.

 

სადღეღამისო ზედამხედველობის უწყისის თანახმად, 2012 წლის 24 დეკემბრის 10 საათიდან 25 დეკემბრის 10 საათამდე ახალი კორპუსის #-------------- ზედამხედველობის გაწევა დავალებული ჰქონდათ კ----------–-----ებს - ნ--- მ-------–---–ს, გ------- თ-------–---–ს და უს-------------- ი----------- ზ------ ტ--------ს.

 

#-----–-------–--ის თანამშრომელთა 2012 წლის დეკემბრის თვის მორიგეობის გრაფიკის მიხედვით, 24 დეკემბერს ოფიცერთა შემადგენლობის სიაში მითითებული არიან ი.გ-----–-–---–- და დ.შ------–---–ი.

 

#------–-------–---ს თანამშრომლების შესახებ გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, რომელიც დამტკიცებულ-- ს----------–-----------–---------–-------------–---ა და ი-----დიული დახმარების საკითხთა მინისტრის მიერ, დაწესებულებაში 2012 წლის 24 დეკემბერს მსჯავრდებულ თ------ კ--------ას სავარაუდო თვითმკვლელობის შედეგად გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის და არაჯეროვნად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა ი----- გ-----–-–---–-, ხოლო დ----- შ------–---–ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და შეეფარდა სასტიკი საყვედური, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის გამო. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სასტიკი საყვედური შეეფარდათ, ასევე, უს-------------- გ---------–-------------- დ------ ც------ს და დირექტორის მოადგილე ი-----–- ჭ----------ს, ხოლო დირექტორ ა-–---------- გ----- გამოეცხადა შენიშვნა.

 

ს----------–-----------–---------–-------------–---ა და ი-----დიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის #-----------თ დამტკიცებულ-- სასჯელაღსრულების, პრობაციისა და ი-----დიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უს-------------- სამსახურის დებულება, რომლის თანახმად, სამსახურის ძირითადი ამოცანები, სხვა ამოცანებთან ერთად, არის დაწესებულების მომსახურეების და დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების, ასევე, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი უს-------------- უზრუნველყოფა. სამსახურის ფუნქციებია: ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეხვედრების, მათ შორის, შინაგანაწესისა და დღის წესრიგის დაცვაზე კონტროლი; ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიზანმიმართული გადანაწილება უს-------------- დაცვის მიზნით; მუდმივი დაკვირვება მათ ქცევაზე მათი განთავსებისა და სამუშაო ადგილებზე; დათვალიერების, თვალთვალისა და ვიზუალური კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება და სხვა.

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #-----–-------–--ის დირექტორის მიერ დამტკიცებული რ-–---------------–----ა და მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა ფუნქცი----- მოვალებების შესაბამისად, რ-–---------------–---- კ----------–-----ები იცავენ უს-------------- წესებს, რომლებიც უპირობოდ გულისხმობს საკნის კარების გაღებას მხოლოდ გაღების ფარნის ,,შეზღუდვის‘‘ გამოყენებით, რაც შეამცირებს იერიშის მასშტაბებს და გაზრდის უკუგდების შესაძლებლობას, საეჭვო ქმედებების ჩანასახში აღკვეთის, 10-15 წუთში; სათვალთვალოს მეშვეობით საკანში შეხედვას; იმ პირთა ვინაობის ცოდნას, რომლებსაც სხვადასხვა უარყოფითი მიდრეკილებები გააჩნიათ, ასევე, ვალდებული არიან, შეძლებისდაგვარად დაიცვან ნებისმიერი ხელყოფისგან, როგორც მსჯავრდებულების, ისე, მოქალაქეების სიცოცხლე და აღნიშნულის განხორციელებაში მოითხოვონ დახმარება ყველგან, ვისაც ხელი მიუწვდება და სხვა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა - პ---–- ს--------–---–-- და ვ----– გ----–---–მა დაადასტურეს მათ მიერ მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება.

 

ასევე, მხარეები შეთანხმდნენ და რიგი ფაქტობრივი გარემოებები, გადმოცემული მოწმეების: მ------- ა--–--ს, გ------- ა--–--ს, გ------- მ-----–---ს, გ--–- ჯ----–-ს, გ------- რ-------ს, მ-----– ნ------სა და მ--–---- ბლ--ძის დაკითხვის ოქმებში, ასევე, ნივთიერი მტკიცებულებები, გარდა ვიდეოჩანაწერებისა, საქმის არსებითი განხილვისას გახადეს უდავო მტკიცებულებებად. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

როგორც საქმი მასალების შესწავლით დგინდება ნ--- მ-------–---–ს ევალებოდა საკნებში მოთავსებულ მსჯავრდებულთათვის გარკვეული პერიოდულობით, 10-15 წუთში ერთხელ, ვიზუალური მეთვალყურეობის გაწევა. აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს ჩვენება მისცა #-----–-------–--ის თითქმის ყველა თანამშრომელმა, რომლებმაც განმარტეს, რომ, გარდა იმისა, რომ ეს დებულებით ევალებოდათ, თათბირებზე ყოველთვის ხდებოდა ამ საკითხზე ხაზგასმა ხელმძღვანელობის მხრიდან, მით უფრო, იმ პატიმართა მიმართ, რომლებიც სამარტოო საკანში იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ მიდრეკილება თვითმკვლელობისკენ. კ----------–-----ების ვალდებულება ყოველ 10-15 წუთში საკანში შეხედვის თაობაზე საქმის არსებითი განხილვისას დაადასტურეს, ასევე, შემთხვევის დღეს ნ--- მ-------–---–თან ერთ ცვლაში მყოფმა პირებმა: ოფიცერმა ზ------ ტ--------მ და კ----------–-----მა გ------- თ-------–---–მა, რომელიც იმ პერიოდში დროებით სხვა კორპუსზე იყო მიმაგრებული.

 

#4 საკნის ვიდეოჩანაწერების დათვალიერებით ირკვევა, რომ თ------ კ--------ა ზეწრისგან მარყუჟის გაკეთებას, პირველ ჯერზე მასში თავის უშედეგოდ გაყოფას, ნასკვის ხელახლა გაკეთებას, მასში თავის ხელახლა გაყოფას ანდომებს გარკვეულ დროს, რის შემდეგაც დგება სიკვდილი. ნ--- მ-------–---–ს, გარკვეული პერიოდულობით, საკანში შეხედვით, შეეძლო დაეფიქსირებინა მსჯავრდებულის არაადეკვატური ქცევა, შეეხედა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც თ------ კ--------ა ემზადებოდა სუიციდისთვის და ახორციელებდა ზემოთ აღწერილ ქმედებებს, ან თუნდაც მისი გაკონტროლების შედეგად მოხერხებულიყო თანამშრომლების საკანში შესვლა იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელი იქნებოდა თ------ კ--------ას გადარჩენა, ან მოხერხდებოდა მისი გადარჩენისთვის რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება მაინც. სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ექიმმა პ----- ნ------–---–-ა აღნიშნა, რომ როდესაც საკანში შევიდნენ და ნახეს თ------ კ--------ა, მას უკვე არ ესინჯებოდა პულსი არტერიებზე, სხეული გაციებული იყო და დამდგარი იყო სიკვდილი. იგივეს ადასტურებს ექიმ ზ------ შ--–--–---–-ს ცნობაც. აღნიშნულს ადასტურებს ზემოთ მითითებული ვიდეოჩანაწერიც, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ #-------ში თ------ კ--------ასთან დაწესებულების თანამშრომლები შედიან 16:02:50 საათზე, რა დროსაც უკვე დამდგარია სიკვდილი.

 

როგორც საქმის მასალებით ირკვევა ექიმების პატიმრებთან კონტაქტს ყოველთვის ესწრებოდა კ----------–-----ი. აღნიშნულით პრაქტიკულად დადასტურდა, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ნაწილობრივ მაინც იყო ცნობილი კ----------–-----ისთვის, რა თანამდებობაზეც ნ--- მ-------–---–ი მუშაობდა და, შესაბამისად, მან იცოდა თუნდაც მინიმალური რისკების თაობაზე, რაც მოსალოდნელი იყო თ------ კ--------ას მხრიდან. გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ ნ--- მ-------–---–ის მხრიდან თ------ კ--------ას მიმართ ბოლო გაკონტროლება განხორციელდა 13:47:45 საათზე, ე.ი. დაახლოებით 2 საათით ადრე სიკვდილის დადგომამდე, მაშინ, როდესაც განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარებოდა სამარტოო საკანში მოთავსებული მსჯავრდებული, რომელთან მიმართებითაც არსებობდა გარკვეული ფაქტორი, იქნებოდა ეს პირადად მისი სუბიექტური, ჯანმრთელობის მხრივ, თუ ადმინისტრციული/დისციპლინარული კუთხით, რაც მნიშვნელოვანწილად ზრდიდა მეთვალყურეობის საჭიროებას. თ------ კ--------ას ვიდეომონიტორინგის ქვეშ მოთავსების გადაწყვეტილების აუცილებლობა გამოწვეული იყო მისი ქცევით და ის ასეთ საკანში განთავსდა 2012 წლის 22 დეკემბერს. მისი ფსიქოლოგი----- მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ დაწესებულების ექთანი მ------ ქ–-----–---–ი და მთავარი ე----, რომელმაც, თავის მხრივ, ამის თაობაზე აცნობა ფ--------- ნ----- ბ-------–---–ს, რომელიც დაწესებულებაში მისული იყო ზუსტად იმ დღეს, 2012 წლის 24 დეკემბერს, როდესაც მსჯავრდებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რომელიც შესაძლოა არ დამდგარიყო შემთხვევის დღეს საამისოდ პასუხისმგებელი კ----------–-----ის - ნ--- მ-------–---–ის მიერ თ------ კ--------ას მიმართ ჯეროვანი მეთვალყურეობის გაწევის პირობებში.

 

რაც შეეხება ი----- გ-----–-–---–-ს მიმართ წარდგენილ ბრალს, იგი არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. იმ პირობებში, როდესაც ი----- გ-----–-–---–-ს ოთახიდან გასვლის შემდეგ ვიდეომონიტორინგის ოთახში დარჩა დ----- შ------–---–-- შესაბამისად, მას უნდა განეხორციელებინა მეთვალყურეობა ოთახში დამონტაჟებულ მონიტორებზე, ხოლო ის ფაქტი, რომ ი----- გ-----–-–--ლმა არ ჩააყენა საქმის კურსში ხელმძღვანელობა ოთახის დატოვებასთან დაკავშირებით, წარმოადგენს წმინდა სამსახურებრივი დისციპლინარული ღონისძიების გამომწვევ ფაქტორს და არა - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელ გარემოებას. ამასთან ი----- გ-----–-–---–-, ბრუნდება რა ვიდეოსამეთვალყურეო ოთახში, მონიტორისთვის შეხედვისთანავე, პრაქტიკულად, იმწუთიერად აფიქსირებს შექმნილ სიტუაციას #--------------ო საკანში, სადაც თ------ კ--------ა იყო მოთავსებული, ,,აქ რა ხდებაო?‘‘ - კითხულობს, რა დროსაც რეკავს კიდეც ოფიცერი ზ------ ტ--------, რომელსაც ი----- გ-----–-–---–- ავალებს, რომ სასწრაფოდ შევიდნენ საკანში. აღნიშნული დასტურდება, როგორც თავად ი----- გ-----–-–---–-ს, ასევე, დ----- შ------–---–ისა და ზ------ ტ--------ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით, აგრეთვე, ვიდეოჩანაწერით, რომელიც დროში ემთხვევა #------–-------–---ს თანამშრომლების #-------თან მისვლის, დარეკვისა და საკანში შესვლის დროებს.

 

უპირველესად ყურადღება უნდა გამახვილდეს ი----- გ-----–-–---–-ს მოვალეობებზე: მსჯავრდებულებზე ვიდეომონიტორინგის განხორციელების გარდა, ევალებოდა საიდუმლო და არასაიდუმლო მასალის წარმოება და კონტროლი, რაც, თავის მხრივ, გარკვეულ დროს მოითხოვდა, რის თაობაზეც, რა თქმა უნდა, ინფორმირებული იყვნენ ხელმძღვანელი პირები, რადგან იგი უს-------------- სა--------------------ი ი------------ს თანამდებობაზე იყო დანიშნული. ამავე სამსახურის მიზნებისთვის ხვდებოდა მისთვის სანდო პირებს (მსჯავრდებულებს) დაწესებულებაში, რომლებიც აწვდიდნენ ინფორმაციებს, რასაც მიჰქონდა სამსახურებრივი დროის გარკვეული ნაწილი და ყოველივე მიმართული იყო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისკენ. იმის გამო, რომ ი----- გ-----–-–--ლს უწევდა ზემოაღნიშნულ მასალებზე/ინფორმაციებზე მუშაობა, ამავდროულად მორიგეობის 24 საათიანი რეჟიმის გათვალისწინებით, თუნდაც შესვენების ან/და ბიოლოგი----- მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით იგი მთელი მორიგეობის მანძილზე ოთახში ვერ იჯდებოდა და სჭირდებოდა შემცვლელი. სწორედ ამ მიზნით დაუნიშნა დ------------- დამხმარედ დ----- შ------–---–-- ვინც სისტემატურად იქნებოდა მასთან, და მხოლოდ ის ფაქტი, რომ ი----- გ-----–-–---–-ს მიერ ხელმძღვანელი პირების ინფორმირების გარეშე მოხდა ოთახის დატოვება დაახლოებით 15 წუთით, იმ პირობებში როდესაც ოთახში იმყოფებოდა დ----- შ------–---–-- რომელსაც უნდა განახორციელებინა ვიდეომონიტორინგი, არ წარმოადგენს შიდა განაწესით დადგენილი წესის ისეთ დარღვევას, რაც შეიძლება მისი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს, მით უფრო #-------–-------–--------------------- ა-–---------- გ-----ს ჩვენების გათვალისწინებით, რომლის თანახმად ი----- გ-----–-–--ლსა და დ----- შ------–---–ს სხვადასხვა საჭიროებებზე გასვლა ერთმანეთში უნდა შეეთანხმებინათ და ი----- გ-----–-–---–-ს არყოფნის შემთხვევაში ვიდეომონიტორინგი უნდა განეხორციელებინა დ----- შ------–---–ს. გარდა ამისა, მიუხედავად მოწმეთა ჩვენებებისა, რომ დ----- შ------–---–ი იყო მოსწავლე იმ პერიოდში, გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ის ჩვეულებრივად იყო შეყვანილი მორიგეობის განრიგში და, მოცემულ შემთხვევაში, მას და ი----- გ-----–-–--ლს ეკისრებოდათ თანაბარი პასუხისმგებლობა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე.

 

ნ--- მ-------–---–ის მიმართ სასამართლომ დაადგინა: 2010 წლის 10 ივლისს, გ---------- მ----–----–-------ს სოფელ მ--------–- მდებარე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #-----–-------–--აში, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, შესახლებულ იქნა მსჯავრდებული თ------ კ--------ა. 2012 წლის 22 დეკემბრიდან იგი მოთავსდა 1--–------–-------–---- კორპუსის #-------ში. მსჯავრდებულ თ------ კ--------ას მოთავსების საკანზე 2012 წლის 24 დეკემბერს მეთვალყურეობა დაევალა სამართლებრივი რ-–---------------–---- კ----------–----- ნ--- მ-------–---–ს, რომელიც 20---–-–--------–-----------– ბრანებით დანიშნული იყო ხსენებულ თანამდებობაზე და, ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს. ნ--- მ-------–---–ს, სამართლებრივი რ-–---------------–---- მუშაკთა ფუნქციონალური უფლება-მოვალეობების დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულის მიერ თვითმკვლელობის, თვითდაზიანების ან რაიმე სახის სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის მიზნით, სამსახურებრივად ევალებოდა, სათვალთვალოს მეშვეობით საკანში შეხედვის გზით, ყოველ 10-15 წუთში ერთხელ მონიტორინგი გაეწია მსჯავრდებულ თ------ კ--------ას ქმედებისთვის. ნ--- მ-------–---–მა, სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და მორიგეობის პერიოდში #-------ში არსებული მდგომარეობა უკანასკნელად შეამოწმა 14:00 საათზე. 15:46 საათიდან 16:00 საათამდე პერიოდში კი, მსჯავრდებულმა თ------ კ--------ამ, ზეწრისგან გაკეთებული მარყუჟის საწოლზე დამაგრებით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით 2012 წლის 22 დეკემბრიდან 1---–-----–------–--ო კორპუსის #-------ში თ------ კ--------ას მიმართ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ხორციელდებოდა ვიზულაური და ელექტრონული მეთვალყურეობა საკანში დამონტაჟებული ვიდეოთვალის მეშვეობით. 2012 წლის 24 დეკემბერს მსჯავრდებულ თ------ კ--------ას მოთავსების საკანზე, სათანადო პულტების მეშვეობით, ელექტრონული მეთვალყურეობა დაევალა უს-------------- გ---------–-------------- ი----------- ი----- გ-----–-–--ლს, რომელიც 2009 წლის 4 ნოემბრის #------–----------თ დანიშნულ იყო ხსენებულ თანამდებობაზე და, ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს. მიუხედავად იმისა, რომ ი----- გ-----–-–--ლს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უს-------------- სამსახურის დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულის მიერ თვითმკვლელობის, თვითდაზიანების ან რაიმე სახის სხვა მათლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის მიზნით, სამსახურებრივად ევალებოდა მონიტორინგი გაეწია მსჯავრდებულ თ------ კ--------ას ქმედებისთვის, სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და თვითნებურად, ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად, 14 წუთით, დაახლოებით 15:48 საათზე, არასამსახურებრივი მიზნით, დატოვა ვიდეოდაკვირვების ოთახი, რის გამოც 15:46 საათიდან 16:00 საათამდე პერიოდში მსჯავრდებულმა თ------ კ--------ამ, ზეწრისგან გაკეთებული მარყუჟის საწოლზე დამაგრებით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ, ნ--- მ-------–---–ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო, თავიდან აცილებულიყო მსჯავრდებულ თ------ კ--------ას გარდაცვალება, რამდენადაც იგი იყო პასუხისმგებელი 1---–-----–------–--ო კორპუსში მოთავსებულ მსჯავრდებულთა მიმართ კონტროლზე, როგორც სათვალთვალო ღიობიდან, ისე - საკვების მისაწოდებელი ჭრილიდან. დადგენილ--, რომ ნ--- მ-------–---–ს არ განუხორციელებია დაკისრებული ვალდებულება, არ შეუმოწმებია თ------ კ--------ას მოთავსების საკანი თითქმის ორი საათის განმავლობაში, რა დროშიც მსჯავრდებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

ი----- გ-----–-–---–-ს მიმართ სასამართლომ დაადგინა: სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ი----- გ-----–-–---–-ს მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამსახურის დადგენილი წესის დარღვევა, რამაც მსჯავრდებულ თ------ კ--------ას სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ი----- გ-----–-–---–- ოთახში შესვლისთანავე ჩაერთო ვიდეომონიტორინგის განხორციელებაში, თუმცა იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ თ------ კ--------ას მოქმედებით პრაქტიკულად მძიმე შედეგი უკვე სახეზე იყო, ვერ მოხერხდა მისი თავიდან აცილება, რაც გამორიცხავს ი----- გ-----–-–---–-ს მხრიდან დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას. ი----- გ-----–-–--ლმა მართალ-- ხელმძღვანელობის ინფორმირების გარეშე დატოვა სამეთვალყურეო ოთახი, მაგრამ მას უმეთვალყურეოდ არ დაუტოვებია ვიდეომონიტორინგის ოთახი, შესაბამისად რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ისეთი სახის არაჯეროვან შესრულებას, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. შესაბამისად ბრალდების მხარის მსჯელობას ვერ დაეთანხმება სააპელაციო პალატა ი----- გ-----–-–---–-ს ნაწილში, ვინაიდან გამოკვლეული და უდაოდ ცნობილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ი----- გ-----–-–---–-ს მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამსახურის დადგენილი წესის დარღვევა, ე.ი. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მოხელის მიერ შესაბამის დაწესებულებაში დადგენილი წესის ისეთი სახის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილ-- ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნ--- მ-------–---–ის და გამართლებულ ი----- გ-----–-–---–-ს ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, ი-----დიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ნ--- მ-------–---–ის საქარველოს სსკ-ის 3421-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ხოლო ი----- გ-----–-–---–- უნდა გამართლდეს საქარველოს სსკ-ის 3421-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ნ--- მ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული.

 

ნ--- მ-------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლ--ნი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავდებულ ნ--- მ-------–---–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულ--, რათა მან გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, რ ოგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლ--ნობის აღდგენა.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების - თ------ კ--------ას პირადი ნივთების, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთების და ვიდეოჩანაწერების ბედის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით.

 

გაუქმდეს ნ--- მ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 სექტემბრის #------- განჩინებით გირაოს უზრუნველსაყოფად გირაოს თანხის ნაცვლას შეტანილ უძრავ ქონებას - გ-----------------------------–------------–---------------------------------------------------------------------------------------------------------------------–----- ფარგლებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ს----------–------------–----- პროკურატურის პროკურორის თ-------- ა---–-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ი----- გ-----–-–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 3421-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ი----- გ-----–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

გამართლებულ ი----- გ-----–-–--ლს უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

ნ--- მ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3421-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ნ--- მ-------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ნ--- მ-------–---–ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების თანახმად, ნ--- მ-------–---–ს დაევალოს, პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

გაუქმდეს ნ--- მ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 სექტემბრის #------- განჩინებით გირაოს უზრუნველსაყოფად გირაოს თანხის ნაცვლას შეტანილ უძრავ ქონებას - გ-----------------------------–------------–---------------------------------------------------------------------------------------------------------------------–----- ფარგლებში.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - თ------ კ--------ას პირადი ნივთები და ტანსაცმელი დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლე ე----- ა--–--ს; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული პლასტმასის ნატეხები და ზეწრის ნაჭერი განადგურდეს; სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეომასალა, 4 (ოთხ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ხვიჩა კიკილაშვილი