განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.10.2019
საქმის ნომერი
040210019002891503
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 040210019002891503

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N 2/ბ-683-19 23 ოქტომბერი 2019 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: ინდირა მაშანეიშვილი

ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოპასუხე): ს----------–--------------–----------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–-----------------–------------------–---------------------------

წარმომადგენელი: ი-----–- კ---–---

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): შპს ,,ო---- რ-------“

წარმომადგენელი: გ---–---- კ------

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2018 წლის 30 აპრილს, შპს ,,ო---- რ--------“ და ს----------–---------------–------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–------------------–--------------------------- შორის, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ე.ტ.N---18, წყალტუბო- ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ 91-კმ 92 მონაკვეთზე მიწის ვაკისის გამორეცხვის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების სამუშაოების ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ (შემდგომში ხელშეკრულება). ხელშეკრულების მოქმედების ვადა თავდაპირველად განისაზღვრა 2018 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა -2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. 2018 წლის 26 ნოემბერს, მოსარჩელემ, N33/18 წერილით მიმართა მოპასუხეს და უამინდობის გამო, სამუშაოს შესრულებისა და ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება მოითხოვა. 2018 წლის 30 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულების N4 დანართი, რომლის თანახმადაც, სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა -2019 წლის 15 იანვრის ჩათვლით. შპს ,,ო---- რ--------,“ აღნიშნულ ვადაში სრულად და ჯეროვნად შეასრულა სამუშაოები, რომელიც მიიღო მოპასუხემ 2018 წლის 06 დეკემბრის N2/-07 14411 წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ მან, თითქოსდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ დაასრულა სამუშაოები, რისთვისაც ვალდებული იყო გადაეხადა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ფასის- 2276575,05 ლარის 1%, ანუ-22765.00 ლარი. მოპასუხემ, შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან, რომელმაც შეადგინა 1 060 755.76 ლარი, მოსარჩელეს გამოუქვითა წერილში დაფიქსირებული თანხა-22765.75 ლარი, რაც არასწორია და რომლის გადახდაც უნდა დაევალოს წარმოდგენილი სარჩელის თანახმად. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს,,ო---- რ-------“ პირგასამტეხლო დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების თავდაპირველად დათქმულ ვადაში დაუსრულებლობის მიზეზით. მოსარჩელის მიერ, სამუშაოების ვადაში წარმოების ხელისშემშლელ მიზეზად დასახელებული კლიმატური პირობები, დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული. მოსარჩელეს შეეძლო, რომ შესაბამისი ძალების სრული მობილიზაციის პირობებში, სამუშაოები დაესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. მართალია, მოსარჩელემ სამუშაოები დაასრულა დამატებით განსაზღვრულ ვადაში, თუმცა ეს ვადა განესაზღვრა იმის გამო, რომ არ მომხდარიყო ხელშეკრულების შეწყვეტა და ობიექტი დროულად დასრულებულიყო.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. დაკმაყოფილდეს, შპს,,ო---- რ-------ს“ სარჩელი; 2. ს----------–---------------–------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–------------------–---------------------------, შპს ,,ო---- რ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს- 22765.75 ლარის გადახდა; 3. მოპასუხე-საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, შპს ,,ო---- რ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება –683.00 ლარის ოდენობით. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2018 წლის 30 აპრილს, შპს ,,ო---- რ--------“ და ს----------–---------------–------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–------------------–--------------------------- შორის, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ე.ტ.N---18, წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ 91-კმ92 მონაკვეთზე მიწის ვაკისის გამორეცხვის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების სამუშაოების ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ(შემდგომში ხელშეკრულება). ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 2276575.00 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა თავდაპირველად განისაზღვრა 2018 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა - 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, დამრღვევი მხარე ვალდებული იყო მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაეხადა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 1%. 2.2. 2018 წლის 30 ნოემბერს, მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულების დანართი N4, რომლითაც ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ. N---18 ხელშეკრულებაში და მიმწოდებელს მიეცა სამუშაოთა შესრულებისათვის დამატებითი ვადა 2018 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2019 წლის 15 იანვრის ჩათვლით. 2.3. შპს ,,ო---- რ-------”-მ სამუშაოები დაასრულა 2018 წლის 15 დეკემბრისათვის, რასაც ადასტურებს 2018 წლის 11-15 დეკემბრის პერიოდში შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურების ბარათი N16. 2.4. ს----------–---------------–------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–------------------–---------------------------- 2018 წლის 06 დეკემბრის N2-07/14411 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოთა შესრულება, რის გამოც დაეკისრა პირგასამტეხლო 22765.75 ლარის ოდენობით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 629-ე მუხლებზე და განმარტა: 2018 წლის 30 ნოემბრის N4 ცვლილებაზე ხელმოწერით, მოპასუხე დაეთანხმა ხელშეკრულების შესრულების ახალ ვადებს და მოსარჩელეს სამუშაოთა შესრულების ვადა გაუგრძელა 2018 წლის 15 დეკემბრამდე. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ შეთანხმების გაფორმების შემდგომ, მოსარჩელემ შეაფერხა სამუშაოების დროულად დასრულება. ამდენად, დადასტურებულად ჩაითვალა, რომ მოსარჩელის მიერ არ დარღვეულა შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა; შპს ,,ო---- რ-------“-მ სამუშაოები დაასრულა 2018 წლის 15 დეკემბრისთვის, რაც გამორიცხავდა მისთვის, ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს სახით, თანხის დაკისრებას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა, საბოლოო ეტაპის შესრულების ღირებულებიდან, ჯარიმის (პირგასამტეხლოს) სახით გამოქვითული თანხის- 22765,75 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანად ჩაითვალა და დაკმაყოფილდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ შპს "ო---- რ--------" (შემდგომში - კომპანია) ვალდებულებები დათქმულ ვადაში კეთილსინდისიერად და კომპეტენტურად შეასრულა. მართალია, 2018 წლის 30 ნოემბერს მხარეთა შორის ნამდვილად გაფორმდა 2018 წლის 30 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ე.ტ N---18 ხელშეკრულებაზე დანართი N4, რომლითაც კომპანიას მიეცა სამუშაოების დასრულებისათვის დამატებითი ვადა, თუმცა მან, მხოლოდ დამატებით ვადაში-2019 წლის 15 დეკემბრამდე შესრულა სამუშაოები და არა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თავდაპირველ ვადაში-2018 წლის 30 ნოემბრამდე, რაც კომპანიისთვის ცნობილი იყო ტენდერში მონაწილეობის მიღებისას და რაც ამ უკანასკნელის მხრიდან ვალდებულების დარღვევას წარმოადგენს. 3.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა არც სახელმწიფოებრივი ინტერესი სამუშაოების დროულად მიღების და არც ხელშეკრულების პირობები. მართალია, კომპანიის მიერ სამუშაოები შესრულდა ჯეროვნად, მაგრამ არა დათქმულ, არამედ დამატებით ვადაში, რომელიც იმიტომ განისაზღვრა, რომ კომპანიამ ვერ მოახერხა სამუშაოების დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. გარდა ამისა, ვადის გაგრძელება, თავად კომპანიამ მოითხოვა, ვინაიდან ვერ ახერხებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების დასრულებას და ამის მიზეზად მოჰყავდა კლიმატური პირობები. დეპარტამენტის მიერ არ იქნა გაზიარებული კომპანიის მიერ დასახელებული მიზეზები და სწორედ ამიტომ, არ გაუგრძელდა სამუშაოების შესრულების ვადა, არამედ მიეცა დამატებითი ვადა, რომ შეძლებოდა სამუშაოების დასრულება და თავიდან ყოფილიყო აცილებული ხელშეკრულების შეწყვეტა, ხელახლა ტენდერის გამოცხადება, სხვა კომპანიის მიერ დარჩენილი სამუშაოების დასრულება და სხვ. ამდენად, დამატებითი ვადა არ ათავისუფლებს კონტრაქტორს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან, ვინაიდან ხელშეკრულებით დადგენილი სამუშაოების შესრულების ვადები დარღვეული იქნა, ამისთვის კი "პატიებას" ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს "ო---- რ-------"-ს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1.-2.4. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე, 2.5 პუნქტში მითითებულ სამართლებრივ დასაბუთებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, სწორად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა ხელშეკრულებიდან (ნარდობის), ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები, სკ-ის 316-317-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 629-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: 4.4. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, მენარდის მიერ, სამუშაოების დასრულების ფაქტის სამართლებრივი შეფასება, რადგან ამას უკავშირდება მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს მართლზომიერების დადგენა. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებულ მსჯელობას და დასკვნებს მენარდის მიერ სამუშაოთა დასრულების თარიღთან დაკავშირებით და განმარტავს, ცხადია, ნარდობის ურთიერთობაში ფაქტობრივად მისაღწევი შედეგია ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობის (შესრულებული სამუშაოს) წარდგენა შემკვეთისათვის (იხ. სსკ-ის 639-ე მუხლი). ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები, ამ ტიპის ხელშეკრულების სპეციფიკურობის გამო და იმის გათვალისწინებითაც, რომ პრეზუმირებულია გარკვეული ნაკლისა თუ ხარვეზის აღმოჩენა/გამოვლენა, შემკვეთის მიერ დამატებითი შესრულების მოთხოვნის შესაძლებლობასაც ადგენს (სსკ-ის 642-ე მუხლი), თუმცა, ეს არაა ერთადერთი რეგულაცია, რადგან დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, კანონმდებელი ადგენს შესაძლებლობას, შემკვეთმა თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება (სსკ-ის 643-ე მუხლი), ასევე, ნაკეთობის ნაკლის გამო, შემკვეთს სსკ-ის 405-ე მუხლის მიხედვით, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე (სსკ-ის 644-ე მუხლი). თუკი შემკვეთი, არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას (სსკ-ის 645-ე მუხლი). 4.5. დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და მის მონაწილეთა კეთილსინდისიერების ნაგულვები პრეზუმფციის (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთის მიერ კანონით განსაზღვრულ შესაძლებლობათაგან დამატებითი შესრულების მოთხოვნის არჩევა, კანონითაა დადგენილი და ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის შემადგენელი ელემენტია. კანონით გათვალისწინებული ალტერნატიული მოწესრიგებიდან, შემკვეთმა თვითონ აირჩია და დამატებითი ვადა განუსაზღვრა მენარდეს, ხოლო ამ უკანასკნელმა დამატებით ვადაში-2018 წლის 15 დეკემბრამდე სრულად შეასრულა სამუშაო, რაც მხარეთა შორის სადავო არაა, თუმცა შემკვეთმა მენარდისათვის, დამატებით განსაზღვრულ ვადაში სამუშაოების დასრულების მიუხედავად, ამ უკანასკნელს მაინც დააკისრა პირგასამტეხლოს გადახდა. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მენარდისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება მართლზომიერი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებელი სამუშაოს დამატებითი ვადის გადაცილებით დაასრულებდა. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთმა, კანონით დადგენილი წესით აირჩია დამატებითი შესრულების მოთხოვნის შესაძლებლობა, მენარდე კი დაეთანხმა მას და საბოლოოდ, დამატებით ვადაში უზრუნველყო ნაკლის გამოსწორება, ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით, გამორიცხავს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას. შესაბამისად, აპელანტის მსჯელობა, რომ თავდაპირველ ვადაში სამუშაოს დაუსრულებლობა წარმოადგენდა საკმარის საფუძველს პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის და დამატებითი ვადის დაწესება გავლენას ვერ მოახდენდა ვალდებულების შეუსრულებლად მიჩნევისათვის-გაზიარებული ვერ იქნება. 4.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც შპს "ო---- რ-------"-ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ს----------–--------------–----------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–------------------–---------------------------- სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს, ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. მიუხედავად იმისა, რომ არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 53-ე მუხლისა და სახელმწიფო ბაჟის სესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, არ არსებობს აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ს----------–--------------–----------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–------------------–---------------------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: ინდირა მაშანეიშვილი

ლაურა მიქავა