განაჩენი

სისხლის სამართლის 04.11.2019
საქმის ნომერი
180100118002388706
ინსტანცია
თარიღი
04.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100118002388706

საქმე №1ბ/1624-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი

 

მსჯავრდებულ ლ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ---------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №-----------), დასაოჯახებლის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის ა---–-----–-----------–---------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. მ–-----–----------–--–--–-------------–-----------–---ში, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ---------------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევის გზით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განაჩენით ლ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. ლ---------------–---–ი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ლ---------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

 

2019 წლის 03 მარტს, ღამით ლ---------------–---–მა უკანონოდ შეაღწია მც------------------------–-–--–-------------–-----------–--აში მდებარე, ი---------------–---–ის საცხოვრებელ სახლში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ღირებულების თეთრი ფერის ორკამერიან მაცივარს ..PRIME‘’ მოდელის, რითაც მან ი---------------–---–ს მიაყენა 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განაჩენით

 

ლ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის გამოყენებით გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განაჩენით ლ---------------–---–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

ლ---------------–---–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 04 მარტის 19 საათი და 00 წუთიდან.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ---------------–---–მა. მსჯავრდებულმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, დანიშნული სასჯელის ნაწილის (თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით), პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრა, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილის (თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 6 თვის ვადით) პირობით მსჯავრად ჩათვლა.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ ლ---------------–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ლ---------------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ლ---------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, ბრალდებულ ლ---------------–---–ის გამოკითხვის ოქმის და მის მიერ დანაშაულის აღიარების, დაზარალებულ ი---------------–---–ის გამოკითხვის ოქმის, მოწმეების ლ-–---------------------–---------------ის გამოკითხვის ოქმების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, ლ---------------–---–ის დაკავების ოქმის, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, ლ---------------–---–ის მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განაჩენის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ---------------–---–მა ქურდობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევის გზით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მის მიმართ სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ - დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა ლ---------------–---–ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, დანაშაულის აღიარება, ის გარემოება, რომ ლ---------------–---–ი არის იძულებით გადაადგილებული პირი, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია მსჯავრდებულის მიმართ, ლ---------------–---–მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე, სასამართლომ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, მსჯავრდებულის პიროვნება, წარსული ცხოვრება.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის პოზიციას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის ქვეშ, გამოცდელ ვადაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ლ---------------–---–ის მიმართ გამოყენებულმა შეღავათებმა ვერ უზრუნველყო ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, მსჯავრდებულ ლ---------------–---–ის რესოციალიზაცია ვერ განხორციელდა. შესაბამისად, ზემოთაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ლ---------------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველიც არ არსებობს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განაჩენი ლ---------------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ლ---------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ---------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის გამოყენებით გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განაჩენით ლ---------------–---–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

ლ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 04 მარტის 19 საათი და 00 წუთიდან.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ლ---------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ

 

,,PRIME" მოდელის მაცივარი და ამავე მაცივრის საბუთი წარწერით ..PRIME‘’ რომლებიც ინახება მცხეთის შს რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილებაში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ი---------------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული მოვერცხლისფრო ლითონის საგანი (მაკრატელის), რომელიც ამოღებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს და ინახება მცხეთის შს რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილებაში, განადგურდეს, რომლის აღსრულება დაევალოს პოლიციის დასახელებულ განყოფილებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი