განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100119003098713
საქმე №1/ბ-737-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 ნოემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ----- ა---------–ის ძე შ-----–--ს მიმართ, დაბადებული 0---------წ. პირადი №6----------, უმაღლესი განათლებით, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქუთაისი, ს---–--------- გამზ. N39/43; ფაქტობრივად მცხ. ქუთაისი, ი----------ის გამზ. N62/2;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ----- შ-----–--ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ. ქუთაისში, ჭ-------ის გამზ. N62/2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კ----- შ-----–--მ თავის მეუღლეს, ნ---- გ------ას არასრულწლოვანი შვილის - ლ---- ჯ--------ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტა სახის არეში, რის შედეგადაც ნ---- გ------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. კ----- შ-----–--მ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის შვილს - ლ---- ჯ--------ეს, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ლ---- ჯ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 20 ივნისს, დაახლეობით 00:30 საათზე, ქ. ქუთაისში, ჭ-------ის გამზ. N62-ში კ----- შ-----–--მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქ----- გ------ას, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში, რის შედეგადაც ქ----- გ------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენით კ----- შ-----–--ს ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგებილ ბრალდებებში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნ---- ზ-------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენი კ----- შ-----–--ს მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვროს ამ მუხლებით გათვალისწინებული სასჯელი; ბრალდების მხარეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი კ----- შ-----–--ს მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, განაჩენი არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, განაჩენი არ პასუხობს საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებათა შესაბამისი ანალ----თ აშკარად დასტურდება კ----- შ-----–--ს ბრალეულობა.
გამართლებული კ----- შ-----–-- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი გ-------– კ-------ე პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენი კ----- შ-----–--ს მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი კ----- შ-----–--ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულებმა: ნ---- გ------ამ და ლ---- ჯ--------ემ ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (კ----- შ-----–--ს) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმე ქ----- გ------ას ჩვენებით ირკვევა, რომ კ----- შ-----–-- მისი შვილის მეუღლეა. 2019 წლის 20 ივნისს იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც გაიგო ხმაური. მივიდა შვილის - ნ---- გ------ას ოთახთან და დააკაკუნა კარზე, თუმცა ნ---- გ------ამ უთხრა, რომ არაფერი მომხდარა და ჩასულიყო თავის ოთხში. დააპირა წასვლა, თუმცა წაიქცა კიბეზე. მოწმის განმარტებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის არავის მიუყენებია, ასევე, არაფერი იცის იმის შესახებ, მის შვილს ნ---- გ------ას მიაყენა თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა კ----- შ-----–--მ, რადგან ოთახის კარი, სადაც ისინი იმყოფებოდნენ იყო დაკეტილი და თავად ოთახში არ შესულა.
საქმეში არსებული, N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ,,20.06.2019წ. 05:44-05:50სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ნ---- გ------ას სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება“.
საქმეში არსებული, N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ,,20.06.2019წ. 05:51-05:57სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ქ----- გ------ას სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება“.
საქმეში არსებული, N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ,,20.06.2019წ. 11:32-11:45სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ლ---- ჯ--------ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება ზედა ტუჩის მიდამოში მარცხნივ ქობაზე არსებული სისხლნაჟღენთის სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო დაზიანება ბეჭის მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთის სახით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს“.
კ----- შ-----–--მ საქმის სასამართლო განხილვის დროს ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, კ----- შ-----–--ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ნ---- გ------ამ და ლ---- ჯ--------ემ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - კ----- შ-----–--ს წინააღმდეგ. პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია კ----- შ-----–--ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე.
აქვე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე N----------- რომლის მიხედვითაც ნ---- გ------ას სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზინებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას N---------, აღნიშნულით დგინდება, რომ პირადი გასინჯვით ლ---- ჯ--------ის სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, თუმცა აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია თუ არა კ----- შ-----–--ს ქმედებით, ვერ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდატით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც თვით დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება მომხდარის თაობაზე.
ამდენად, სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დებულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ნ---- გ------ას და ლ---- ჯ--------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპოზოდში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით კ----- შ-----–--ს ბრალდების დადასტურება.
პალატა ასევე, ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას კ----- შ-----–--ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ქ----- გ------ას ეპიზოდი) გამართლების თაობაზე და აღნიშნავს, რომ წარდგენილი ბრალდება არ დასტურდება არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით; მოწმე ქ----- გ------ას ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 20 ივნისს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არავის მიუყენებია; საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ ქ----- გ------ას სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ კ----- შ-----–--ს მიმართ წარდგენილი ბრალდებების (დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით) დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილი არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც შეეხება ბრადების მხარის მიერ წარდგენილ, მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ ირიბ მტკიცებულებებს, პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ჩვენებები გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება კ----- შ-----–--ს მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურება, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი კ----- შ-----–--ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი კ----- შ-----–--ს მიმართ დარჩეს უცვლელი:
კ----- შ-----–-- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
კ----- შ-----–-- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
კ----- შ-----–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
გამართლებულ კ----- შ-----–--ს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე