განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100117002130959
საქმე №1/ბ-717-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 ნოემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-----– ა--------ს ძე მ-------–-–---–ის მიმართ, დაბადებული 0---------წ. პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლოს არმქონე, მცხოვრები: ქუთაისი, კ----------------ს ქ. N104;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ-----– მ-------–-–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 19 სექტემბერს, დღის საათებში, ქუთაისში, კ----------------ს ქუჩა N104-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ-----– მ-------–-–---–მა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დედას ლ------ მ-------–-–---–ს. კერძოდ, მუჭი დაარტყა თავისა და ხელის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენით მ-----– მ-------–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ-------- ტ---–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი მ-----– მ-------–-–---–ის მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს ამ მუხლით შესაბამისი სასჯელი. ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი მ. მ-------–-–---–ის მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, განაჩენი არ პასუხობს საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტიცებულებები არ შეაფასა ერთობლიობაში, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდნენ მ. მ-------–-–---–ის ბრალეულობას ოჯახურ ძალადობაში.
გამართლებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ-----– მ-------–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ლ------ მ-------–-–---–მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის, შვილის (მ-----– მ-------–-–---–ის) წინააღმდეგ.
ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ს---–--- კ----------–---–ის განმარტებით ირკვევა, რომ 2017 წლის 19 სექტემბერს იყო ოპერატიულ ჯგუფში, მეწყვილესთან ერთად. შევიდა შეტყობინება, რომ გამსახურდიას ქუჩა N104-ში მოქალაქე ლ------ მ-------–-–---–ი ითხოვდა დახმარებას მასზედ, რომ მას ფიზიკურად უსწორდებოდა მისი შვილი მ-----– მ-------–-–---–ი. მოწმე შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა მეწყვილე ლ---- მ-----–--ესთან ერთად. ადგილზე მისულებს მ-----–ი მ-------–-–---–ი ჭიშკართან შემოხვდათ და მათ განუმარტეს, რომ იყვნენ მისული გამოძახებაზე, რადგან ლ------ მ-------–-–---–მა ითხოვა დახმარება, რაზეც მ-----– მ-------–-–---–მა მათ უპასუხა, რატომ დადიოდნენ დედამისის ჭკუაზე და არ ეცალა მათთვის, აუქნია ხელი და წავიდა სახლის მიმართულებით. აღნიშნულის გამო პოლიციის მუშაკებმა მიიღეს გადაწყვეტილება დაეკავებინათ მ-----–ი მ-------–-–---–ი, განუმარტეს მას უფლებები, შეავსეს დაკავების ოქმი და გადაიყვანეს პოლიციის მეოთხე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, მოწმის განმარტებით, მ-----– მ-------–-–---–ს დაკავებისას რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
მოწმის სახით დაკითხულ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ- გამომძიებელ ლ---- მ-----–--ემ დაადასტურა ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები.
მოწმე ა------- მ-------–-–---–ის განმარტებით ირკვევა, რომ მ-----– მ-------–-–---–ი არის მისი მამა, ხოლო ლ------ მ-------–-–---–ი - ბებია. ისინი ცხოვრობენ ერთად, ბებია არის 88 წლის და როგორც მოწმემ განმარტა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სუსტი, უჭირს გადაადგილება და პრობლემები აქვს მეხსიერების მხრივ, ხშირად კარგავს რაღაც ნივთებს, ამ მდგომარეობაშია დაახლოებით 5 წელია. რაც შეეხება შემთხვევის დღეს, 2017 წლის 19 სექტემბერს იმყოფებოდა სახლში და გადაწყვიტა მამასთან მ-----–ი მ-------–-–---–თან ერთად საყოფაცხოვრებო სამუშაოების შესრულება, რის გამოც საჭირო გახდა სახლში ელექტრო ენერგიის გათიშვა. ბებიას სურდა სერიალის ყურება და ამის გამო მოწმემ უთხრა, რომ ვიდრე ელექტრო ენერგიას ჩართავდა გადასულიყო მეზობელთან. ბებია ამის შემდგომ სახლში შევიდა, სადაც იქვე ფანჯარაზე იდო ტელეფონი - „მაგთი ფიქსის“ აპარატი და ა------- მ-------–-–---–მა გაიგონა თუ როგორ ურეკავდა ბებია მის მამიდაშვილს, ნათიას და ეუბნებოდა, რომ სახლში ტელევიზორი გაუთიშეს და მიეცა პოლიციის ნომერი, შემდეგ კი დაპირდა სახლის გაფორმებას. მ-----–ი მარგველშვილი მივიდა ლ------ მ-------–-–---–თან და უთხრა, თუ რატომ რეკავდა პოლიციაში, ვინ რა დაუშავა და გამოართვა ტელეფონი, რა დროსაც ის ხელიდან გაუვარდა, ძირს დავარდა და გატყდა. ეს სიტუაცია გაგრძელდა დაახლოებით ორი წუთი, ამის შემდგომ ა------- მ-------–-–---–მა მამასთან ერთად გააგრძელა საქმიანობა, ხოლო ბებია დაინახა თუ როგორ მიდიოდა ჩანთით ხელში მეზობელთან, საიდანაც შემდგომ როგორც გაირკვა წასულა საავადმყოფოში. ამის შემდგომ მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და უთხრეს, რომ განყოფილებაში უნდა წაყოლოდნენ, თუმცა რადგან სამუშაო ფორმაში იყვნენ განუმარტეს, რომ მოწესრიგდებოდნენ და შემდეგ წავიდოდნენ, თუმცა ისინი წაიყვანეს ნიკეას ქუჩაზე არსებულ პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, რის შემდგომაც მ-----–ი მ-------–-–---–ი დააკავეს. რაც შეეხება დაზიანებებს, მოწმემ არ იცის აღენიშნებოდა თუ არა სახეზე რაიმე სახის დაზიანება ლ------ მ-------–-–---–ს. მოწმემ განმარტა, რომ ბებია, ლ------ მ-------–-–---–ი ზოგადად არის კონფლიქტური ადამიანი და უყვარს მარტო ყოფნა.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში 2017 წლის 19 სექტემბერს დაიწყო გამოძიება ქ. ქუთაისში, კ----------------ს ქუჩა N104-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ლ------ მ-------–-–---–ის მიმართ შვილისა და შვილიშვილის მიერ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.
დანაშაულის შესახებ შეტყობინებით N-------- 2017 წლის 19 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში კლინიკური საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომლის მიხედვით კლინიკაში თვითმიმართვით გამოცხადდა პაციენტი ლ------ მ-------–-–---–ი, რომელსაც აღენიშნებოდა მცირე ზომის წარმონაქმნი თავის არეში, მისი განმარტებით ფიზიკური დაზიანება მიაყენა შვილმა და შვილიშვილმა.
ბრალდებულის დაკავების ოქმით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ს---–--- კ----------–---–ის მიერ 2017 წლის 19 სექტემბერს 19:25 საათზე ქ. ქუთაისში, კ. გამსახურდიას ქუჩა N104-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მ-----– მ-------–-–---–ი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ 20.09.2017 წელს 00:44 - 00:53 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. მ-----– მ-------–-–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრებისა და ნაჭდევების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში) დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება ნაჭდევების სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო დაზიანებები ნაკაწრების სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----ის ასლი) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ლ------ მ-------–-–---–მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 19.09.2017 წელს 18:00 საათზე, საიდანაც გაეწერა 20.09.2017 წელს დიაგნოზით: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა მარცხენა მხრის წინა ზედაპირზე.
20.09.2017 წელს 19:27 – 19:40 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ლ------ მ-------–-–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- გ-------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
მ-----– მ-------–-–---–მა თავი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს 2017 წლის 19 სექტემბერს სახლში იმყოფებოდა შვილთან, მეუღლესთან და დედასთან ერთად. ის და მისი შვილი ა------- მ-------–-–---–ი ეზოს ასუფთავებდნენ და დასჭირდათ ე.წ „ბარგალკის“ ჩართვა, რის გამოც საჭირო გახდა ელექტრო ენერგიის გამორთვა, ამაზე განაწყენდა ლ------ მ-------–-–---–ი და მ-----–ს უთხრა „შენ რას გიწყობ რომ იცოდეო“, შემდეგ კი გაიგო თუ როგორ ელაპარაკებოდა მის დის შვილს, ნათიას და სთხოვდა პოლიციის ნომერს, ამაზე მ-----–ი მ-------–-–---–მა დედას ტელეფონი გამოართვა, რა დროსაც ძირს დავარდა და გატყდა, ამის შემდგომ ლ------ მ-------–-–---–მა ჩაიცვა, აიღო ჩანთა და წასვლა დააპირა, კითხვაზე თუ სად მიდიოდა შვილს უპასუხა, რომ მიდიოდა მეზობელ ჟ--–---ა მ-------–-–---–თან. დედის წასვლიდან რამდენიმე ხანში მათთან მივიდნენ პოლიციის მუშაკები და უთხრეს, პოლიციაში წაყოლოდა, რადგან ლ------ მ-------–-–---–მა განაცხადა რომ შვილმა, რძალმა და შვილისშვილმა სცემა, რის გამოც მ-----–ი მ-------–-–---–ი დააკავეს.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, მ-----– მ-------–-–---–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ლ------ მ-------–-–---–მა ისარგებლა საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - შვილის წინააღმდეგ.
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია მ-----– მ-------–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2017 წლის 19 სექტემბერს მ-----– მ-------–-–---–მა იძალადა დედაზე - ლ------ მ-------–-–---–ზე. მოწმეები: ს---–--- კ----------–---–ი და ლ---- მ-----–--ე არ არიან ძალადობის ფაქტის თვითმხილველი მოწმეების, მათი ჩვენებები წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება). რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას N---------, მართალია აღნიშნული დასკვნით დგნიდება ლ------ მ-------–-–---–ის სხეულზე დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, ასევე ის გარემოება, რომ ლ------ მ-------–-–---–მა საავადმყოფოს მიმართა 19.09.2017 წელს 18:00 საათზე, საიდანაც გაეწერა 20.09.2017 წელს დიაგნოზით ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, თუმცა პალატა მიუთითებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული დაზიანებები ლ------ მ-------–-–---–მა მიიღო მ-----– მ-------–-–---–ის ძალადობრივი ქმედების შედეგად.
ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ-----– მ-------–-–---–ის ბრალდების დადასტურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-----– მ-------–-–---–ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი მ-----– მ-------–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი მ-----– მ-------–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
მ-----– მ-------–-–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
მ-----– მ-------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია; გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.
გამართლებულ მ-----– მ-------–-–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე