განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002420834
საქმე №1ბ/1241-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ბ-----------------, მ-----–-----–----–---–-;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ლ--–-------- (დაბადებული - 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თ---–-------–------------------------------------------------ში);
ადვოკატი - გ-------------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით;
სასჯელი: 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის აგვისტოს თვიდან 2017 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით, თ---–--–----------------------ში მდებარე ტ---------------–---–ისა და ა-–------------------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ლ--–-------- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ა-–------------------–---–ის კუთვნილ 2699 აშშ დოლარს (რაც შეესაბამება 6847 ლარსა და 90 თეთრს), გ-------–--------–---–ის კუთვნილ 800 აშშ დოლარს (რაც შეესაბამება 2029 ლარსა და 76 თეთრს) და 200 ლარად ღირებულ „სამსუნგის“ ფირმის ტელეფონს და ტ---------------–---–ის კუთვნილ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს, რომელთა ღირებულებაა 6730 ლარი. ლ--–-------ის ქმედებით, ა-–------------------–---–ს, გ-------–--------–---–ს და ტ---------------–---–ს საერთო ჯამში მიადგა 15807 ლარისა და 66 თეთრის დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენით ლ--–-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ--–-------ის ადვოკატმა გ-------------------მ და ითხოვა დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.
მსჯავრდებულ ლ--–-------ის ადვოკატმა გ------------------ის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი შემოიტანა ბრალდების მხარემ - თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------მ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
3. მხარეთა პოზიციები:
აპელანტის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენი არის უსამართლო, რადგან სასამართლომ განაჩენის დადგენისას არ გაითვალისწინა ლ--–-------ის ოჯახური მდგომარეობა, კერძოდ ის, რომ მას ყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელიც დარჩა ეპილეფსიით დაავადებული მეუღლისა და მძიმედ ავამდყოფი დედამთილის იმედად, რომელთაც თავად სჭირდებათ მზრუნველი. ასევე სასამართლომ ჯეროვნად არ გაითვალისწინა ის, რომ ლ--–--------მ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაული, ბრალდების მხარის მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და მათი გამოკვლევა არ მოხდა სასამართლო განხილვისას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად - ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ნახევარი. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად - სასამართლო დამნაშავის სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღნიშნული ნორმებით ირკვევა, სასამართლო უფლებამოსილი იყო დაედგინა სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის, ამ შემთხვევაში, როგორც მძიმე კატეგორიის ბრალდებაზე, 1/3-ის პირობით მსჯავრად ჩათვლა, ვინაიდან სხვა ყველა კანონისმიერი მოთხოვნა (აღიარება, დანაშაულზე არ წასწრება, თანამშრომლობა) სახეზე იყო და დაცვის მხარეც ამას მოითხოვდა, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა, მეტიც საერთოდ არც კი იმსჯელა აღნიშნულთან დაკავშირებით.
ბრალდების მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენი სამართლიანია, რადგან დანიშნული სასჯელი უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4. სასამართლოს შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ლ--–-------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულების: ა-–------------------–---–ის, გ-------–--------–---–ის, ტ---------------–---–ს, მოწმეების: მ-------------–---–---------------------–---–---------------------–---–-------------------–-–---–----------–---------–---–ის, თავად ლ--–-------ის (აღიარებს ჩადენილ დანაშაულს) გამოკითვის ოქმები, საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმი (25.01.2018); ლ--–-------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი (31.01.2018); ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები (01.02.2018; 05.03.2018; 22.04.2018); ნივთების ამოცნობის ოქმები (01.02.2018; 22.04.2018); ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი (03.02.2018); ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი (10.02.2018); ეროვნული ბანკის ვებ გვერდის დათვალიერების ოქმი (17.03.2018); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ გვერდის დათვალიერების ოქმი (19.04.2018); მობილური ტელეფონის ამოღების ოქმი (20.04.2018), რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და სასამართლოს მიერ მიღებული იქნა პრეიუდიციად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ლ--–-------ის მიერ 2017 წლის აგვისტოდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით, თ---–--–---------------------ში მდებარე ტ---------------–---–ისა და ა-–------------------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ა-–------------------–---–ის კუთვნილ 2699 აშშ დოლარის (6847 ლარი და 90 თეთრი), გ-------–--------–---–ის კუთვნილი 800 აშშ დოლარის (2029 ლარი და 76 თეთრი) და 200 ლარად ღირებული „სამსუნგის“ ფირმის ტელეფონის და ტ---------------–---–ის 6730 ლარად ღირებული სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ფარულად დაუფლების ფაქტს, რითაც ა-–------------------–---–ს, გ-------–--------–---–ს და ტ---------------–---–ს მიადგათ 15807 ლარისა და 66 თეთრის დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი. ამდენად, სახეზეა დანაშაულის - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, შემადგელობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც ლ--–-------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა გაეცნო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ლ--–--------ს უალტერნატივოდ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს ლ--–-------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რა სახისა და ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს (მატერიალური სარგებლის მიღება/სხვისი ნივთებისა და თანხების დაუფლება), ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას (სახეზეა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით დაზარალებულების სახლიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ფარულად სხვადასხვა ნივთებისა და თანხების დაუფლება), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია მძიმე კატეგორიის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული), მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ლ--–-------- დაზარალებულების სახლში მუშაობდა მოხუცის მომვლელად, დაზარალებულების მხრიდან სარგებლობდა ნდობით, რაც ბოროტად გამოიყენა დანაშაულის ჩასადენად), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (მის საქმიანობასთან დაკავშირებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების არაერთ ნივთსა და თანხებს), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დაზარალებულია ერთი ოჯახის სამი წევრი და მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად სცილდება კანონმდებლის დადგენილ დიდი ოდენობის 10000 ლარიან ნიშნულს), დამნაშავის წარსულ ცხოვრებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ლ--–-------ის უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა), მის პირად და ეკონომიკური პირობებს (აქვს მძიმე ეკონომუკური მდგომარეობა, მისი ოჯახი 2005 წლიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში), ასევე ლ--–-------ის მიერ დანაშაულის აღიარებას და გულწრფელ სინანულს, ასევე იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ლ--–--------ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს მინიმალური სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დანაშაული რომლისთვისაც მსჯავრი დაედო ლ--–--------ს, უალტერნატივოდ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე და შესაბამისად, სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სხვა უფრო მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენების მიზანშეწონილობაზე. რაც შეეხება სასჯელის ზომას, ლ--–-------ის მიმართ სასამართლოს მიერ შერჩეული იქნა სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ზომა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. აპელანტის მითითებაზე კი, ლ--–-------ის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის თაობაზე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი არ არის სასჯელის სახე, არამედ სასჯელის მოხდის ფორმაა, რომლის გამოყენება/გამოუყენებლობა სასამართლოს დისკრეციაა. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ--–-------ის მიმართ შერჩეული იქნა სასჯელის ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი ფორმა, გამოყენებული იქნა მინიმალური სასჯელი და სასჯელის ნაწილის დამატებით პირობითად ჩათვლა, იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
6. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: 1 ქვიშის საათი; 1 ნახატებიანი თეფში; 1 „პომნის“ სუნამო; 1 „კრასნაია მოსკვას“ სუნამო; 1 სუნამო; 1 სუნამო „სარდონიკსი“; 1 წიგნაკი; 1 „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს; 3 „CD“ დისკი დალუქულ მდგომარეობაში, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ--–-------ის ადვოკატის გ------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენი;
ლ--–-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით;
მსჯავრდებულ ლ--–--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 28 ივნისიდან;
მსჯავრდებულ ლ--–-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია;
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- 1 ქვიშის საათი; 1 ნახატებიანი თეფში; 1 „პომნის“ სუნამო; 1 „კრასნაია მოსკვას“ სუნამო; 1 სუნამო; 1 სუნამო „სარდონიკსი“; 1 წიგნაკი; 1 „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- 3 „CD“ დისკი დალუქულ მდგომარეობაში, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი