განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100119003148603
საქმე №1/ბ-671-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ---- ბ------ს ძე კ-–----–---–ის მიმართ, დაბადებული: 196- წლის 12 ი------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, პირადი ნომერი 2----------, მცხოვრები: ქ. თ--------–-ს რაიონი, სოფელი ბ----------ი;
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ---- კ-–----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 7 ივლისს, საღამოს საათებში, თ--------–-ს რაიონის სოფელ ბ----------ში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გ---- კ-–----–---–მა, განაწყენების ნიადაგზე აგური მოუქნია რძალს - მ------ მ---ს, რომელსაც მოქნეული აგური მოხვდა მარცხენა ხელზე, რის შედეგადაც მ------ მ---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და
მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2019 წლის 7 ივლისს, საღამოს საათებში, თ--------–-ს რაიონის სოფელ ბ----------ში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გ---- კ-–----–---–მა, განაწყენების ნიადაგზე აგური დაარტყა რძლის - მ------ მ---ის კუთვნილი „სუბარუ ფორესტერის“ მარკის სახელმწიფო ნომრით K-------- ავტომანქანის საქარე მინას და „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რის შედეგადაც მ------ მ---ს მიადგა 580 ლარის ქონებრივი ზიანი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 სექტემბრის განაჩენით გ---- კ-–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა საქართველოს სსკ-ის 111.187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით, შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ გ---- კ-–----–---–ს (დანაშაულთა ერთობლიობით), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი;
გ---- კ-–----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
გ---- კ-–----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 8 ივლისიდან, 2019 წლის 11 ივლისის ჩათვლით;
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვ------- ნ------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 სექტემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ გ---- კ-–----–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით. შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მისგან გამოწვეული შედეგი. კერძოდ, გ---- კ-–----–---–მა დანაშაულებრივი ქმედება განახორციელა მეუღლის მიმართ. დანაშაულის ხასიათის და საშიშროების, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია სსკ-ის 118-ე მუხლით, არსებობს დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების მაღალი რისკი, რომლის აღსაკვეთად აუცილებელია მკაცრი სასჯელის გამოყენება, რაც გახდებოდა ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მყარი გარანტი. გ---- კ-–----–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეულ ზიანს, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ---- კ-–----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ---- კ-–----–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ - მ------ მ---ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების - და----------------------------------–----–---–--------------------------- გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ამოღების ოქმებით; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მ------ მ---ის მიმართ; ტელეფონისა და ავტომანქანის ამოღების ოქმებით; სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით; ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ გ---- კ-–----–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 111.187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები,(აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ---- კ-–----–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ---- კ-–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63 -ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა, საქართველოს სსკ 111.187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით, შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ---- კ-–----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გ---- კ-–----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;
გ---- კ-–----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 8 ივლისიდან, 2019 წლის 11 ივლისის ჩათვლით;
საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, გ---- კ-–----–---–ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; ხოლო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
საქმეზე დართული ნივთები და საგნები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული აგურის ნატეხი, რომელიც ინახება თ--------–-ს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
მ------ მ---ისგან ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება თ--------–-ს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მ------ მ---ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
მ------ მ---ისგან ამოღებული „სუბარუ ფორესტერის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც განთავსებულია თ--------–-ს რაიონული სამმართველოს სამეურნეო ეზოში, დაუბრუნდეს მ------ მ---ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე