განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003045650
საქმე №1/ბ-668-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ო----------ი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ----– ჯ-- ი-–-------ის მიმართ, დაბადებული: 199- წლის 22 ო----------ს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, პირადი ნომერი 2----------, მცხოვრები: ქ. ბათუმი, შ-----–--–---–-ს ქ. N9-, ბინა 49.
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბ----– ჯ-- ი-–------- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 27 მაისს, ქ. ბათუმში, შ-----–--–---–-ს ქუჩა N9-, ბინა 49-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ბ----– ჯ-- ი-–-------მა, ხელის მარცხენა თვალის არეში და სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ოჯახის წევრის, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ჟ---- ი---------ს მიმართ, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 ივლისის განაჩენით ბ----– ჯ-- ი-–------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ბ----– ჯ-- ი-–-------ს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის - 2019 წლის 28 მაისიდან 2019 წლის 30 მაისის ჩათვლით - გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შემცირდა 15 (თხუთმეტი) საათით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 (ასოცდათხუთმეტი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ბ----– ჯ-- ი-–-------ის მიმართ 2019 წლის 30 მაისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ო-–--- მ------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 ივლისის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ბ----– ჯ-- ი-–-------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან. შემდეგ გარემოებათა გამო: დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, პირიქით აღნიშნული იქნება ბ----– ჯ-- ი-–-------ისათვის წამახალისებელი ხასიათის, ვინაიდან პირს რომელსაც სახელმწიფო ედავება ოჯახურ დანაშაულს, წარმოადგენს საკმაოდ რთულს და ყოველთვის ახასიათებს გაგრძელების საფრთხე, დანიშნული სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაიმე სახის ზემოქმედების მატარებელი ვერ იქნება მსჯავრდებულისათვის. უფრო მეტიც მსგავსი სახის მსუბუქი სასჯელი მისთვის წამახალისებელი და ახალი დანაშაულის მაპროვოცირებელია. ასევე გასათვალისწინებელია, ისიც რომ ძალადობის მიზეზი იყო საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოება, რაც შესაძლოა კვლავ განმეორდეს, ხოლო მსგავსი ქმედებისთვის სასამართლოს მხრიდან მსუბუქი სასჯელი ვერ იქნება მსჯავრდებულისათვის რესოციალიზაციის მატარებელი.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ბ----– ჯ-- ი-–-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ბ----– ჯ-- ი-–-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: ჟ-------------------------–--–--–--------------–---------------------------–----–---–-- ჩვენებით, სხეულის გარეგანი დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ბ----– ჯ-- ი-–-------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები,(აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ბ----– ჯ-- ი-–-------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო-–--- მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ბ----– ჯ-- ი-–------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ბ----– ჯ-- ი-–-------ს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის - 2019 წლის 28 მაისიდან 2019 წლის 30 მაისის ჩათვლით - გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შემცირდეს 15 (თხუთმეტი) საათით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 (ასოცდათხუთმეტი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ბ----– ჯ-- ი-–-------ის მიმართ 2019 წლის 30 მაისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - ჟ---- ი---------ს (პ/ნ 9-----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 2000 (ორი ათას ერთი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N--------, დასტურის №ა 0-----).
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე