განაჩენი

სისხლის სამართლის 22.10.2019
საქმის ნომერი
330100119002799665
ინსტანცია
თარიღი
22.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119002799665

საქმე № 1ბ/1372-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

ვახტანგ მრელაშვილი

 

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები: თ------------------–---–ი, ლ-----–----–---–--ე.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ი-----–- მ---–----ა, დაბადების თარიღი: 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თბილისი, დ---------–---–--------------------------------------.

 

ადვოკატები - ლ-–---–-–------, დ--------------.

 

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის 1-ლი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

კვალიფიკაცია განაჩენის მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის 1-ლი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

სასჯელი:

დანაშაულთა ერთობლიობით 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-----–----–---–--ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ი-----–- მ---–----ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა და მისთვის დანაშაულთა ერთობლიობით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებდნენ ი-----–- მ---–----ას ბრალეულობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ არ არსებობდა თვითმხილველი მოწმე რომელიც დაადასტურებდა ი-----–- მ---–----ას მიერ ცეცხლის წაკიდების ფაქტს. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ი-----–- მ---–----ა მასთან დაშორების გამო ემუქრებოდა ე-- ბ------–---–ს რომ გაამწარებდა. საბოლოოდ კი, ი-----–- მ---–----ამ გადაწყვიტა მუქარის სისრულეში მოყვანა. შემთხვევის დღეს, საღამოს რვა საათზე, როდესაც მეგობართან ერთად მიირთმევდა ალკოჰოლურ სასმელს მას ე-- ბ------–---–მა ჩაუარა მისალმების გარეშე. აღნიშნულის გამო ი-----–- მ---–----ამ თავი იგრძნო შეურაცხყოფილად და გადაწყვიტა მუქარა მოეყვანა სისრულეში. მან იქვე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე შეიძინა სამი ლარის ღირებულების ბენზინი და ე-- ბ------–---–ის მშობლების სახლის კარს წაუკიდა ცეცხლი. ამ დროს ბინაში იმყოფებოდნენ ე-- ბ------–---–ის მშობლები, და და მცირეწლოვანი ბავშვი, რის შესახებაც კარგად იცოდა ი-----–- მ---–----ამ, რადგან აღნიშნულ პირთა მანქანები იდგა ეზოში, სახლიდან გამოდიოდა ბავშვის ხმაური და ტელევიზორის ხმა. მან ასევე იცოდა, რომ ე-- ბ------–---–ი გასული იყო კორპუსიდან, ამიტომ ოჯახის წევრების დაღუპვით ეს უკანასკნელი გამწარდებოდა. ი-----–- მ---–----ასთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მერვე სართულზე მდებარე ბინას სხვა გასასვლელი არ ჰქონდა. მიუხედავად აღნიშნულისა მან ცეცხლი წაუკიდა კარს, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა სახანძრო ექსპერტებმა გამორიცხეს შემთხვევითობა და განმარტეს, რომ შემთხვევის ადგილზე ნავთობრპოდუქტები და ცეცხლის ალი მიიტანა ვიღაცამ. ბენზინის კვალი აღმოჩნდა შესასვლელი კარის ე.წ. ,,ნოხზე“, კარის ზედაპირზე და ჩარჩოზე. სწორედ აღნიშნული იყო ცეცხლის კერა, საიდანაც ცეცხლი გავრცელდა ბინაში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტმა მოითხოვა ი-----–- მ---–----ას დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა ი-----–- მ---–----ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ბრალდების არსი:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ი-----–- მ---–----ას ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა:

- ადევნება, ე.ი. პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით და სხვა განზრახი ქმედებები, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს;

- ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

- სიცოცხლის მოსპობისა და ქონების დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

- განზრახ მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ორი ან მეტი პირის, მათ შორის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ;

- ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთების დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ი-----–- მ---–----ას და ე-- ბ------–---–ს 2013 წლიდან 2017 წლამდე ჰქონდათ სასიყვარულო ურთიერთობა. მათი განშორების შემდეგ, 2017 წლის აპრილიდან 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ი-----–- მ---–----ა უთვალთალებდა და სისტემატურად ცდილობდა სხვადასხვა საშუალებებით ე-- ბ------–---–თან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას. ასევე, სისტემატურად ემუქრებოდა ე-- ბ------–---–სა და მისი ოჯახის სხვა წევრებს სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და თბილისში, გ-------–---–------------------------------------ში მდებარე მისი მშობლების საცხოვრებელი ბინის დაწვით. აღნიშნული ქმედებების შედეგად, ე-- ბ------–---–ი მუდმივად იყო სტრესულ მდგომარეობაში და შეშინებული, რომ ი-----–- მ---–----ა მასზე, მისი ოჯახის წევრებზე ან ახლო ნათესავებზე იძალადებდა ან გაუნადგურებდა ქონებას. ე-- ბ------–---–ი იძულებული გახდა შეეცვალა ცხოვრების წესი. მათ შორის, იშვიათად მიდიოდა მშობლების სახლში, ღამის გასათევად რჩებოდა მეგობრებთან, ეშინოდა სახლიდან მარტო გასვლის, შეიცვალა ტელეფონის ნომერი და სამუშაო ადგილზე დაიქირავა კერძო დაცვის სამსახური.

 

2017 წლის აპრილის თვეში, თბილისში, გ-------–---–--------------------------------------- ბინაში ი-----–- მ---–----ამ ე-- ბ------–---–ს ძლიერად მოქაჩა თმებზე ხელით და მიაჯახა კედელზე, რის შედეგადაც ე-- ბ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის აპრილის თვეში, თ---–--–-----------–---–----------------------------------- ბინაში მივიდა ი-----–- მ---–----ა და იქვე მცხოვრებ ნ-----–- ბ------–---–ს დაემუქრა საცხოვრებელი ბინის აფეთქებით. ასევე, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით, რაც ამ უკანასკნელმა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ე-- ბ------–---–ისგან შერიგებაზე და ურთიერთობის გაგრძელებაზე უარის მიღების გამო განაწყენებულმა ი-----–- მ---–----ამ განიზრახა შურისძიების მიზნით მისი ოჯახის წევრების მკვლელობა. 2018 წლის 28 ოქტომბერს, საღამოს, დაახლოებით 20:30 საათზე, თბილისში, გ-------–---–----------------–--------------–-------–--- ავტო-გასამართ სადგურზე ი-----–- მ---–----ამ შეიძინა ბენზინი, რომელიც იმავე დღეს, დაახლოებით 22:00 საათზე, მიასხა თბილისში, გ-------–---–------------------------------------------------–-------- ბინაში შესასვლელ კარს. ამ დროს მისთვის ცნობილი იყო, რომ ბინაში იმყოფებოდნენ ე-- ბ------–---–ის მამა - კ----–-- ბ------–---–ი, დედა - ნ-----–- ბ------–---–ი, და - ხ----- ბ------–---–ი და ამ უკანასკნელის მცირეწლოვანი შვილი - ნ---- ბ----------–---–-. ი-----–- მ---–----ამ იცოდა რა, რომ აღნიშნული პირები ვერ შეძლებდნენ ხანძრისგან თავის დაღწევას, მე-8 სართულზე მდებარე ბინიდან გამოსასვლელ ერთადერთ გზას - კარს წაუკიდა ცეცხლი და ამ ბინაში გააჩინა ხანძარი, რითაც ასევე საფრთხე შეუქმნა ამავე კორპუსში მაცხოვრებელ სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღნიშნულის მიუხედავად, ბინაში მყოფმა კ----–-- ბ------–---–მა მოახერხა ცეცხლის ჩაქრობა და თავიდან იქნა აცილებული მისი და მისი ოჯახის წევრების სიკვდილი. გაჩენილი ხანძრის შედეგად კი, დაიწვა ბინის შესასვლელი ოთახი და მასში განთავსებული დაახლოებით 5518 (ხუთიათას ხუთას თვრამეტ) ლარად ღირებული სხვადასხვა ნივთები.

 

სასამართლომ დაადგინა:

ი-----–- მ---–----ამ ჩაიდინა ადევნება, ე.ი. პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით და სხვა განზრახი ქმედებები, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს. მანვე ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ქონების დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ი-----–- მ---–----ას და ე-- ბ------–---–ს 2013 წლიდან 2017 წლამდე ჰქონდათ სასიყვარულო ურთიერთობა. მათი განშორების შემდეგ, 2017 წლის აპრილიდან 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ი-----–- მ---–----ა უთვალთალებდა და სისტემატურად ცდილობდა სხვადასხვა საშუალებებით ე-- ბ------–---–თან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას. ასევე, სისტემატურად ემუქრებოდა ე-- ბ------–---–სა და მისი ოჯახის სხვა წევრებს სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და თბილისში, გ-------–---–------------------------------------ში მდებარე მისი მშობლების საცხოვრებელი ბინის დაწვით. აღნიშნული ქმედებების შედეგად, ე-- ბ------–---–ი მუდმივად იყო სტრესულ მდგომარეობაში და შეშინებული, რომ ი-----–- მ---–----ა მასზე, მისი ოჯახის წევრებზე ან ახლო ნათესავებზე იძალადებდა ან განადგურებდა ქონებას. ე-- ბ------–---–ი იძულებული გახდა შეეცვალა ცხოვრების წესი. მათ შორის, იშვიათად მიდიოდა მშობლების სახლში, ღამის გასათევად რჩებოდა მეგობრებთან, ეშინოდა სახლიდან მარტო გასვლის, შეიცვალა ტელეფონის ნომერი და სამუშაო ადგილზე დაიქირავა კერძო დაცვის სამსახური.

 

2017 წლის აპრილის თვეში, თბილისში, გ-------–---–--------------------------------------- ბინაში ი-----–- მ---–----ამ ე-- ბ------–---–ს ძლიერად მოქაჩა თმებზე ხელით და მიაჯახა კედელზე, რის შედეგადაც ე-- ბ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის აპრილის თვეში, თ---–--–-----------–---–----------------------------------- ბინაში მივიდა ი-----–- მ---–----ა და იქვე მცხოვრებ ნ-----–- ბ------–---–ს დაემუქრა საცხოვრებელი ბინის აფეთქებით. ასევე, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით, რაც ამ უკანასკნელმა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენით ი-----–- მ---–----ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ი-----–- მ---–----ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ი-----–- მ---–----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ი-----–- მ---–----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ი-----–- მ---–----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ი-----–- მ---–----ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დაზარალებულ ე-- ბ------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2013 წლიდან 2017 წლის აპრილამდე მას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ი-----–- მ---–----ასთან, რომელიც ცხოვრობს თბილისში, დ--------------–---–------------------- პირველ სართულზე, თავად კი ცხოვრობს იგივე სადარბაზოში, მ-------------–---- ერთ დღეს, სამსახურიდან დაბრუნებისას შეიარა ი-----–- მ---–----ასთან, მაგრამ ვინაიდან იყო დაღლილი აპირებდა მალე წასვლას. ი-----–- მ---–----ამ თხოვა დარჩენილიყო მასთან, რაზეც უთხრა უარი, აიღო ჩანთა და დააპირა წასვლა, მაგრამ ამ დროს ი-----–- მ---–----ა უკნიდან ეცა თმაში და ისე მძლავრად მიახეთქა კედელს, რომ რამდენიმე წამი ვერ მოვიდა გონს. შემდეგ, დაიჭირა ცალი ხელით, მეორე ხელის მუშტი კი წაიღო დასარტყმელად. მან აღნიშნულის გამო დაიწყო კივილი და ტირილი. რა დროსაც ი-----–- მ---–----ა მოეგო გონს, ჩაუვარდა ფეხებში და თხოვა პატიება. ი-----–- მ---–----ას ქმედებებით მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ მოხმდარის შესახებ ოჯახის წევრებისთვის არ უთქვამს, მხოლოდ მეგობრებს თ----------------------------------–--- უამბო. ამის შემდეგ, ი-----–- მ---–----ა მის მიმართ ახორციელებდა ადევნებას და მუქარას, ემუქრებოდა დასახიჩრებით, ყელის გამოჭრით, მუცელში დანის დარტყმით, ოჯახის წევრების აფეთქებით, სახლში ბომბის შეგდებით, კლინიკაში მისვლით და თანამშრომლების აფეთქებით, ასევე სიცოცხლის გამწარებით, რადგან დაუნგრია ცხოვრება. ი-----–- მ---–----ა მას ემუქრებოდა ტელეფონის საშუალებით და წერდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. ასევე თხოვდა შეხვედრას, რათა დაზარალებულს მისთვის აეხსნა დაშორების მიზეზი. იგი ი-----–- მ---–----ას ერთხელ შეხვდა მეგობარებთან თ-------------------------- ერთად, მეორედ კი დისშვილთან - ნ----სთან ერთად. მას იმედი ჰქონდა, რომ ი-----–- მ---–----ა ბავშვთან ერთად არ დაემუქრებოდა, მაგრამ მათი შეხვედრა დასრულდა ი-----–- მ---–----ას მიერ გამოხატული აგრესიით. დაზარალებულის განმარტებით, 2018 წლის ივლისის დასაწყისში ი-----–- მ---–----ა მივიდა კლინიკაში, რა დროსაც იგი დაიმალა, მისმა დამ კი ი-----–-ს მოატყუა, რომ დაზარალებული არ იმყოფებოდა სამსახურში. იგი ბლოკავდა იმ ნომრებს, რომლითაც მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს წერდა ი-----–- მ---–----ა, თუმცა ეს უკანასკნელი ყოველ ჯერზე უკავშირდებოდა ახალი ნომრით. მას ი-----–- მ---–----ა დღის განმავლობაში უკავშირდებოდა 12-20-ჯერ. ამ პერიოდში იგი იყო შრომისუუნარო და ხშირად ხდებოდა ცუდად. კლინიკაში მასთან მისულ ი-----–- მ---–----ას უთხრა, რომ აპირებდა დაცვის აყვანას, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ პირადი დაცვაც რომ აეყვანა ისიც ვერაფერს უშველიდა, რადგან შორიდან ესროდა და ისე მოკლავდა. დაზარალებულის განმარტებით, ვინაიდან მას არ ჰქონდა პირადი დაცვის აყვანის საშუალება, 2017 წლის ივლისის თვეში აიყვანა პოლიციის დაცვა, რომელიც კლინიკას იცავს დღემდე. აღნიშნულის გამო ძალიან ნერვიულობდნენ მისი ოჯახის წევრები. დედა - ნ-----–- ბ------–---–ი თხოვდა ცოტა ხანი არ გასულიყო სახლიდან. იმ შემთხვევაში თუ გადიოდა გარეთ მას აცილებდა დედა. მოგვიანებით ი-----–- მ---–----ა სამუშაოდ წავიდა გერმანიაში, რომელთანაც თავიდან კომუნიკაცია ჰქონდა „viber-ის“ მეშვეობით, მაგრამ შემდეგ დაბლოკა და შეცვალა ნომერი, რადგან იცოდა, რომ ი-----–- იქიდან ვერაფერს დაუშავებდა. 2018 წლის აპრილში გერმანიიდან დაბრუნებულ ი-----–- მ---–----ას შემთხვევით შეხვდა სადარბაზოში. მიესალმა მას და გაიარა, თუმცა აღნიშნულმა გამოიწვია ი-----–- მ---–----ას გაღიზიანება. ამის შემდეგ, ეს უკანსკნელი უკავშირდებოდა მისი ოჯახის წევრებს, კერძოდ დებს და დედას, ემუქრებოდა და ითხოვდა შეხვედრას, რათა აეხსნა დაშორების მიზეზი. ასევე ეუბნებოდა, რომ არ აპატიებდა ასე მისალმებას. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ 2018 წლის აპრილში გათხოვდა და შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი. იგი დედასთან ისეთი ინტენსივობით ვეღარ მიდიოდა სტუმრად როგორც სურდა. იმ შემთხვევაში თუ დააპირებდა სტუმრობას, ოჯახის წევრებს უკავშირდებოდა წინასწარ და თხოვდა დახვედროდნენ. ერთ დღეს იგი გამოვიდა სამსახურიდან და მიდიოდა დედასთან, რა დროსაც დაინახა რომ ზ------------ და ი-----–- მ---–----ა იდგენენ გარეთ. ამიტომ არ გააჩერა მანქანა და განაგრძო გზა. აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ტაქსი და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში მიყვებოდნენ უკან. გამუდმებული თვალთვალის, დევნის და მუქარის გამო იგი სვამდა დამამშვიდებელ საშუალებებს, ჰქონდა ნერვიული შეტევები, გული უხდებოდა ცუდად და უვარდებოდა წნევა, რის გამოც რამდენჯერმე დასჭირდა სამსახურში სასწრაფოს გამოძახებაც. ეს ყველაფერი გრძელდებოდა დაახლოებით სამი თვის განმავლობაში. ამ სიტუაციის გამო დასჭირდა ფსიქოლოგის დახმარება, რომელთანაც დღემდე აგრძელებს თერაპიას. 2018 წლის 28 ოქტომბერს დაახლოებით 20:00 საათამდე სტუმრად იმყოფებოდა დედასთან. მას მიაკითხა მეუღლემ, ამიტომ შვილთან და დასთან ს--–---- ბ------–---–თან ერთად გავიდა სახლიდან. სახლიდან ქვემოთ ჩავიდნენ ლიფტით, რომლის კარის გაღებისას გაიგო ი-----–- მ---–----ას ხმა, რომელიც ეძახდა ზ------------ს. მას დაეუფლა შიშის გრძნობა, თუმცა მაინც გავიდა გარეთ. ლიფტიდან გასვლის შემდეგ, მას დაედევნა ზ------ გ-----, რომელმაც ჰკითხა როგორ იყო და რატომ არ მიესალმა ი-----–- მ---–----ას, რაზეც პასუხი არ გასცა. შვილთან და დასთან ერთად გაიქცა, ჩაჯდა მანქანაში და დატოვა კორპუსის მიმდებარე ტერიტორია. წასვლიდან დაახლოებით ორსაათ ნახევარში მას დაუკავშირდა ხ----- ბ------–---–ი, რომელსაც ჰქონდა აღელვებული ხმა და უთხრა, რომ დამშვიდებულიყო და ცუდად არ გამხდარიყო, ასევე უთხრა, რომ იყო ხანძარი, თუმცა ყველა გადარჩნენ და იყვნენ კარგად. დაზარალებულის განმარტებით, მან ჩათვალა, რომ ხანძარი გააჩინა ი-----–- მ---–----ამ, რადგან არ მიესალმა მას. როგორც მისთვის გადმოცემით არის ცნობილი, შემთხვევის დროს დედა და დის შვილი ისხდნენ მისაღებ ოთახში, მამა და ხ----- ბ------–---–ი კი იმყოფებოდნენ ე.წ. ,,ლოჯში“ და უყურებდნენ ტელევიზორს. ამ დროს ნ----მ უთხრა ბებიას, რომ იდგა ბენზინის სუნი. ნ-----–- ბ------–---–მა გააღო კარი, რასაც მოჰყვა აფეთქება და ხანძარი. მამის ძალისხმევით სახლში მყოფი პირები გადარჩნენ დაწვას, რადგან ცხოვრობდნენ მე-8 სართულზე, ბინას კი, სხვა გასასვლელი არ ჰქონდა.

 

დაზარალებულ ს--–---- ბ------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ ე-- ბ------–---–ი არის მისი და. ი-----–- მ---–----ას და ე-- ბ------–---–ის ურთიერთობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მათ დაშორებამდე ცოტა ხნით ადრე. დაშორების მიზეზი იყო ის, რომ ი-----–- მ---–----ა მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს. ოჯახის წევრები აღნიშნულის გამო იყვნენ მათი ქორწინების წინააღმდეგი. დაშორების შემდეგ, ი-----–- მ---–----ა ე-- ბ------–---–ს ემუქრებოდა, როგორც მისი, ისე ოჯახის წევრების და თანამშრომლების სიცოცხლის ხელყოფით. დაზარალებულმა განმარტა, რომ იგი ამ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა ი-----–- მ---–----ას და მის მეგობარ ზ-----ს, რომლებიც დაემუქრნენ, რომ თუ ე--ს არ შეახვედრებდნენ ეს ამბავი ასე მარტივად არ დასრულდებოდა, კერძოდ, ი-----–- მ---–----ა მას დახვდა სადარბაზოში და მოთხოვა ჩუმად შეეხვედრებინა ე-- ბ------–---–თან და მისთვის არაფერი ეთქვა, რაზეც არ დათანხმდა. ამიტომ ი-----–- მ---–----ა დაემუქრა, რომ „ეს ამბავი ასე მარტივად არ დასრულდებოდა“. ერთ დღეს, ი-----–- მ---–----ა მისული იყო კლინიკაში, მაგრამ მან მოასწრო ე-- ბ------–---–ის გადამალვა. ამიტომ ი-----–- მ---–----ამ მისი ნახვა ვერ შეძლო. ამის შემდეგ, ე-- ბ------–---–ისთვის თავის დანებების მიზნით, ი-----–- მ---–----ა დედამ გაუშვა ევროპაში. იქედან დაბრუნებულმა ი-----–- მ---–----ამ ე-- ბ------–---–ის პირადი ტელეფონის ნომერი არ იცოდა, ამიტომ კლინიკის ტელეფონის ნომერზე აგზავნიდა შეურაცხმყოფელ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რომლებსაც ის და მისი და შლიდნენ, რათა არ წაეკითხათ თანამშრომლებს. ამასთან, ი-----–- მ---–----ა და ზ----- უკავშირდებოდნენ კლინიკის ნომერზე და ითხოვდნენ ე-- ბ------–---–თან შეხვედრას, რაზეც უარს ეუბნებოდა. სანაცვლოდ კი, ემუქრებოდნენ, რომ ბომბს შეუგდებდნენ სახლში და ააფეთქებდნენ, ასევე ეუბნებოდნენ, რომ სახლს წაუკიდებდნენ ცეცხლს და გადაწვავდნენ. აღნიშნულის გამო ე-- ბ------–---–ი ძალიან ნერვიულობდა და უკავშირდებოდა ი-----–- მ---–----ას დას - ხ----- ქ------–-ას, რომელსაც თხოვდა დახმარებას, თუმცა ეს უკანასკნელი პასუხობდა, რომ ამ საკითხზე არ შეეწუხებინა. ე-- ბ------–---–ი მათთან ცხოვრების პერიოდში სახლიდან ვერ გადიოდა მარტო, მას ყოველთვის ხვდებოდნენ ოჯახის წევრები რათა აეყვანათ სახლში ან გაეცილებინათ. ასევე ეხმარებოდნენ მეგობრებიც. ე-- ბ------–---–მა გადაწყვიტა, პოლიციაში დაეწერა განცხადება, სადაც განუმარტეს, რომ პირველ შემთხვევაში ი-----–- მ---–----ას გააფრთხილებდნენ, შემდეგ დააწერინებდნენ ხელწერილს და ბოლოს დააკავებდნენ. ე-- ბ------–---–მა იფიქრა, რომ აღნიშნულით უარესად გააღიზიანებდა ი-----–- მ---–----ას, ამიტომ აღარ შეიტანა განცხადება. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ მუქარა ხორციელდებოდა მისი ოჯახის წევრების მისამართითაც, კერძოდ ი-----–- მ---–----ა ემუქრებოდა მათ დედას. ერთ დღეს, სამსახურიდან დაბრუნებულს, მისი სახლიდან მოესმა მამაკაცის ხმამაღალი საუბარი. სანამ სახლში შევიდა დაინახა, რომ ი-----–- მ---–----ამ გაიჯახუნა კარი და წავიდა. მან დედას ჰკითხა რა ხდებოდა, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ ი-----–- მ---–----ა დაემუქრა სახლში ბომბის შეგდებით და აფეთქებით. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა მეგობართან, რა დროსაც მას დაურეკა ე-- ბ------–---–მა და უთხრა, რომ იყო ცუდად და უნდა ასულიყო სახლში. იგი თავადაც მივიდა სახლში, რა დროსაც ოჯახის ყველა წევრი იმყოფებოდნენ ერთად. იგი მოგვიანებით აპირებდა მეგობართან წასვლას, ამიტომ ე-- ბ------–---–მა თხოვა სახლიდან გასულიყვნენ ერთად, რადგან ეშინოდა. ისინი სახლიდან გავიდნენ ერთად. ლიფტიდან გასვლისას, ი-----–- მ---–----ა და ზ----- იდგნენ სადარბაზოსთან და საუბრობდნენ. მათ აღნიშნულ პირებს აუარეს გვერდი და განაგრძეს გზა. მათ დაეწია ზ-----, რომელმაც ე-- ბ------–---–ს ჰკითხა როგორ იყო, თუმცა ამ უკანასკნელმა არაფერი უპასუხა. მათ განაგრძეს გზა და წავიდნენ. ამის შემდეგ მას დაურეკა ხ----- ბ------–---–მა, რომელიც იყო ძალიან ცუდად, ხმა უკანკალებდა და ტიროდა. სწორედ მისგან შეიტყო მომხდარის შესახებ. იგი დაბრუნდა სახლში, სადაც დახვდნენ ექსპერტები, მისი ოჯახის წევრები კი იმყოფებოდნენ მეზობელთან. როგორც მისთვის გადმოცემით არის ცნობილი, კარს მიასხეს ბენზინი და წაუკიდეს ცეცხლი. ამის შემდეგ დედამ გააღო კარი, რა დროსაც ბინას ცეცხლი შიგნიდანაც მოედო. აღნიშნული ქმედებით მას მიადგა 1320 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. დაზარალებულის განმარტებით მას ეჭვი აქვს, რომ მათ სახლს ცეცხლი ი-----–- მ---–----ამ წაუკიდა, რადგან მათ სხვა მტერი არ ჰყავთ.

 

დაზარალებულ ხ----- ბ------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ დაზარალებული ე-- ბ------–---–ი არის მისი და. იგი ცხოვრობს მშობლებთან, დასთან - ს--–---- ბ------–---–თან და შვილთან ერთად. დაახლოებით ორი წლის წინ მან და დედამ გაიგეს, რომ ი-----–- მ---–----ას და ე-- ბ------–---–ს ჰქონდათ სასიყვარულო ურთიერთობა, თუმცა წინააღმდეგნი იყვნენ მათი დაქორწინების, რადგან ი-----–- მ---–----ა ცხოვრობდა არაჯანსაღი ცხოვრების წესით. იგი ესაუბრა ი-----–- მ---–----ას და უთხრა, რომ წინააღმდეგნი იყვნენ მათი ქორწინების, რადგან ეს უკანასკნელი ცემდა ყოფილ მეუღლეებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ი-----–- მ---–----ამ უთხრა, რომ ისინი ამას იმსახურებდნენ. მას შემდეგ რაც ე-- ბ------–---–ი დაშორდა ი-----–- მ---–----ას, ამ უკანასკნელმა დაიწყო დაზარალებულის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარა, გამუდმებით უკავშირდებოდა მას და მის დებს, წერდა მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რაც წარუდგინა გამოძიებას. ი-----–- მ---–----ა გამუდმებით თხოვდა ე--სთან შეხვედრას და ტელეფონით საუბარს, წინაღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებოდა, რომ „ეს ამბავი ასე არ დასრულებოდა“. აღნიშნულის გამო მისი დის ცხოვრების წესი შეიცვალა, ვინაიდან გამუდმებით იყო შიშისა და სტრესის ქვეშ. მუდმივი წნეხის ქვეშ იყვნენ მისი ოჯახის წევრებიც. ე-- ბ------–---–ი მარტო ვერ გადიოდა ქუჩაში, მას მუდმივად აცილებდნენ ოჯახის წევრები და მეგობრები. მას ასევე ეშინოდა, რომ ი-----–- მ---–----ა მიაკითხავდა სამსახურში, ამიტომ კლინიკაში აიყვანა დაცვის სამსახური. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ერთხელ ი-----–- მ---–----ა მივიდა კლინიკაში, თუმცა მათ გადამალეს ე-- ბ------–---–ი და მოატყუეს, რომ არ იყო სამსახურში. შემთხვევამდე 2-3 კვირით ადრე, იგი შვილთან ერთად შევიდა სადარბაზოში, სადაც დახვდა ი-----–- მ---–----ას მეგობარი ზ-----, რომელმაც თხოვა ე-- ბ------–---–ი გამოეყვანა ჩუმად და შეეხვედრებინა ი-----–- მ---–----ასთვის, რათა ამ უკანასკნელისთვის აეხსნა თუ რატომ დაასრულა მასთან ურთიერთობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, „საქმე ცუდად დასრულდებოდა“. ვინაიდან შეეშინდა ბავშვს, ისინი აღელვებულები ავიდნენ სახლში. მან მომხდარის შესახებ უამბო დედას, რა დროსაც დარეკა ტელეფონმა. რეკავდა ი-----–- მ---–----ა, რომელიც მუქარის ტონით მოითხოვდა მისი დის სახლიდან ჩუმად გაყვანას და მასთან შეხვედრას. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ ერთ დღეს იღებდა აბაზანას, რა დროსაც შემოესმა დედის და მამაკაცის ხმამაღალი საუბარი. სასწრაფოდ გამოვიდა აბაზანიდან, რა დროსაც გაიგო კარის მიჯახუნების ხმა. გაიხედა საძინებელი ოთახიდან და დაინახა გაფითრებული და აკანკალებული დედა, რომელმაც უთხრა, რომ მათთან მისული იყო ი-----–- მ---–----ა, რომელიც ბომბის შეგდებით და ჰაერში აწევით დაემუქრა. ამ დროს სახლში შემოვიდა მისი და - ს--–---- ბ------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ გარეთ შეხვდა ი-----–- მ---–----ა, რომელიც სწრაფად ჩარბოდა ქვევით. 2018 წლის 28 ოქტომბერს, სახლში იმყოფებოდა მშობლებთან, შვილთან, ს--–---- და ე-- ბ------–---–ებთან ერთად. დაახლოებით 17:18 საათზე, ე-- ბ------–---–მა დააპირა სახლში წასვლა. ვინაიდან ე--ს ეშინოდა სახლიდან მარტო გასვლის, იგი გააცილა ს--–---- ბ------–---–მა, რა დროსაც მათ სადარბაზოში დახვდნენ ი-----–- მ---–----ა და ზ-----, რომლებსაც გოგონებმა ჩაუარეს მისალმების გარეშე. მათ უკან კომენტარებით გაყვა ზ-----. გოგონებს შეეშინდათ, სწრაფად ჩასხდნენ მანქანაში და დატოვეს ტერიტორია. მოწმის განმარტებით, იმავე დღეს დაახლოებით 22:00 საათზე, ოჯახის წევრები უყურებდნენ ტელევიზორს, კერძოდ იგი მამასთან ერთად იჯდა ლოჯში, დედა მისაღებ ოთახში, მისი შვილი კი იმყოფებოდა შემოსასვლელში. ამ დროს მან გაიგო აფეთქების ხმა, ასევე შვილის კივილი და მამის ღრიალი. იმავდროულად სახლში გამოირთო დენი. იგი წამოხტა და შეეცადა დერეფნის მხარეს გაქცევას, რა დროსაც შემოსასვლელი მთლიანად გახვეული იყო ცეცხლში. იგი გავიდა ლოჯის მეორე მხრიდან და დაინახა, რომ ბავშვი იჯდა დივანზე, დედა კი იყო ოთახის შემოსასვლელში და შარვალზე წაკიდებული ჰქონდა ცეცხლი. მან აიყვანა ბავშვი და შეეცადა ოთახიდან ცენტრალური კარის მიმართულებით გაქცევას, მაგრამ იქაურობა გახვეული იყო ცეცხლის ალში და იდგა საშინელი შავი კვამლი, რის გამოც შეუძლებელი იყო სუნთქვა. ვინაიდან არ აქვთ აივანი გავიდნენ ლოჯში, თუმცა ცეცხლის ალი უახლოვდებოდათ უკნიდან და ვეღარ სუნთქავდნენ. აღნიშნულის გამო მან ბავშვი მთელი ტანით გადაკიდა ფანჯარაზე და კიოდა მშობლების მისამართით, რათა მათ არ დაეკარგათ გონება. ამის შემდეგ იპოვა ტელეფონი და დარეკა 112-ზე. საბოლოოდ მამამ შეძლო ცეცხლის ჩაქრობა და კარის გაღება, რის შემდეგაც შევიდნენ მეზობელთან. ამ დროს მათთან მივიდნენ სასწრაფო დახმარების და პოლიციის თანამშრომლები. მანვე განმარტა, რომ არ შეუძლია აღნიშნულის ჩამდენი პირის დასახელება, თუმცა ვარაუდობს რომ ეს იყო ი-----–- მ---–----ა, რადგან მათ სხვა მტერი არ ჰყავთ. ამ ქმედებით მათ მიადგათ 1500 ლარის მატერიალური ზიანი.

 

დაზარალებულ ნ-----–- ბ------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის დროს იგი ცხოვრობდა მეუღლესთან, ქალიშვილებთან და შვილიშვილთან - ნ---- ბ----------–---–თან ერთად. ი-----–- მ---–----ას ოჯახთან წლების განმავლობაში ჰქონდა კარგი ურთიერთობა. იგი წინააღმდეგი იყო ე-- ბ------–---–ის და ი-----–- მ---–----ას ქორწინების, რადგან ამ უკანასკნელს ჰქონდა ძალიან რთული ხასიათი, მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს და სცემდა ყოფილ ცოლებს. ერთ დღეს მათთან სახლში ავიდა ი-----–- მ---–----ა. ამ დროს იმყოფებოდა შვილთან ხ----- ბ------–---–თან ერთად. ი-----–- მ---–----ა ითხოვდა აეხსნა რატომ იყო მათი ქორწინების წინააღმდეგი. რაზეც უპასუხა, რომ მისთვის ცნობილი იყო თუ როგორ უსწორდებოდა ფიზიკურად ყოფილ ცოლებს, რაზეც ი-----–- მ---–----ამ უთხრა, რომ ისინი ცემას იმსახურებდნენ. მისთვის ცნობილი იყო, რომ ი-----–- მ---–----ა ფიზიკურად ასევე უსწორდებოდა დედას და დას. გარკვეული ხნის შემდეგ, ე-- ბ------–---–ი დაშორდა ი-----–- მ---–----ას, რის გამოც ეს უკანსკნელი მის ქალიშვილს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულის გამო ე-- ბ------–---–ი იყო შეშინებული და სახლიდან მარტო ვეღარ გადიოდა. მას სამსახურში აცილებდნენ ოჯახის წევრები, უკან დაბრუნებული კი უკავშირდებოდა დედას და თხოვდა დახვედროდა ეზოში. 2018 წლის ივლისში, კლინიკაში დაამონტაჟეს სათვალთვალო კამერები და აიყვანეს დაცვა. ი-----–- მ---–----ა კვლავ აგრძელებდა მუქარას, რის გამოც გადაწყვიტეს პოლიციის განყოფილებაში შეეტანათ განცხადება, თუმცა თანამშრომლებმა უთხრეს, რომ თავიდან შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ გაფრთხილებით, მაგრამ დაჭერით ვერ დაიჭერდნენ. მათ შეეშინდათ, რომ აღნიშნულით არ გაღიზიანებულიყო ი-----–- მ---–----ა და მუქარა არ მოეყვანა სისრულეში. ამიტომ განცხადება აღარ დაწერეს. დაზარალებულის განმარტებით, ი-----–- მ---–----ას დედას ეშინოდა, რომ მის შვილს არ მოეკლა ე-- ბ------–---–ი, ამიტომ იგი სასწავლებლად გაუშვა გერმანიაში, თუმცა ი-----–- მ---–----ა რამდენიმე თვეში დაბრუნდა უკან. ვინაიდან ამ პერიოდში ე-- ბ------–---–ს შეცვლილი ჰქონდა ტელეფონის ნომერი და ი-----–- მ---–----ა ვერ უკავშირდებოდა, იგი ურეკავდა ე-- ბ------–---–ის დებს და მოითხოვდა შეეხვედრებინათ ე-- ბ------–---–თან, თორემ რაც მოხდებოდა დაებრალებინათ თავისი თავისთვის. 2018 წლის აპრილში ე-- ბ------–---–ი გათხოვდა. დაახლოებით 2-3 კვირაში ნასვამ მდგოამრეობაში მყოფი ი-----–- მ---–----ა ავიდა მათთან სახლში და ჰკითხა სად იყო ე--, რაზეც უპასუხა, რომ გათხოვდა და დაენებებინა მისთვის თავი, რის გამოც ი-----–- მ---–----ა დაემუქრა და უთხრა, რომ ბომბს შეუგდებდა სახლში და ასწევდა ჰაერში. დაზარალებულის განმარტებით, 2018 წლის 28 ოქტომბერს, მათთან სტუმრად იყო მისული ე-- ბ------–---–ი, რომელიც დაახლოებით 20:00 საათზე, ს--–---- ბ------–---–თან ერთად გავიდა სახლიდან. ცოტა ხანში შვილიშვილმა უთხრა, რომ ბენზინის სუნი იყო. იგი გავიდა შემოსასვლელში და გამოაღო კარი, რა დროსაც შემოსასვლელი მომენტალურად გაეხვა ცეცხლის ალში. ცეცხლი მასაც წაეკიდა ჩუსტებზე და შარვალზე, ასევე აეტრუსა თმები. ამ დროს გაიგო შვილიშვილის კივილი და დაინახა მისი შეშლილი სახე. მან ბავშვი აიყვანა და ისროლა დივანზე. სახლში გამოირთო დენიც. ვინაიდან სახლი სავსე იყო კვამლით, იგი ხ-----ს უყვიროდა, ბავშვი ფანჯრიდან გადაეკიდა, რათა ესუნთქა. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ მის მეუღლეს, რომ ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოეხერხებინა, ყველანი დაიწვებოდნენ. მას არ დაუნახავს ვინ გააჩინა ხანძარი, თუმცა დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ჩაიდინა ი-----–- მ---–----ამ, რადგან მის ოჯახს სხვა მტერი არ ჰყავდა. ხანძრის შედეგად მას მიადგა 3000 ლარამდე მატერიალური ზიანი. მას დაეწვა ფეხის ტერფი, ხოლო შვილიშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არის მძიმე. მომხდარის შემდეგ ბავშვი გაზის ანთებისას კივის, ეშინია სიბნელის და ლიფტში შესვლის.

 

დაზარალებულ კ----–-- ბ------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მან დაახლოებით ორი წლის წინ გაიგო, რომ ი-----–- მ---–----ას და ე-- ბ------–---–ს ჰქონდათ ურთიერთობა. 2018 წლის 28 ოქტომბერს, ე-- ბ------–---–მა უთხრა, რომ თავს გრძნობდა ცუდად. მან შვილს უთხრა ასულიყო მათთან სახლში და მოუვლიდა დედა. თავად დაახლოებით 21:00 საათზე მივიდა სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა ე-- ბ------–---–იც, რომელიც მალევე წავიდა, იგი გააცილა დამ. თავად კი, შვილთან - ხ----- ბ------–---–თან ერთად იჯდა ლოჯში და უყურებდა ტელევიზორს. ამ დროს გაიგო მეუღლის ხმა ,,ეს რა არისო“ და გამოაღო კარი, რა დროსაც დაინახა ცეცხლი და გაიგო აფეთქების ხმა. ყველაფერი გაეხვა ცეცხლის ალში, იწვოდა შპალერი და შემოსასვლელი კორიდორიანად. ვინაიდან სახლი ივსებოდა კვამლით და იჭვარტლებოდა ყველაფერი, მან გამოგლიჯა ფანჯრები. ამ დროს ჩაქრა შუქი და მცირე ხნით დაკარგა გონება, თუმცა მალევე მოვიდა გონს, რა დროსაც ესმოდა ბავშვის ტირილის ხმა. ამის შემდეგ საკუთარ თავში მონახა ძალა, რომ ჩაექრო ხანძარი. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ არ იცის ვის შეეძლო ამის გაკეთება.

 

მოწმე მ--–---------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 28 ოქტომბერს იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიღებულ იქნა შეტყობინება, რომლითაც ირკვეოდა, რომ თბილისში, გ-------–---–----------------- კორპუსში კ----–-- ბ------–---–ის ოჯახში ვიღაცამ გააჩინა ხანძარი. აღნიშნულის საფუძველზე დაიწყო გამოძიება დანაშაულისათვის, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით. იგი გავიდა მითითებულ მისამართზე, სადაც დახვდა კ----–-- ბ------–---–ი. როგორც ირკვეოდა ცეცხლი გაჩენილი იყო განზრახ, ამიტომ გამოიძახა კრიმინალური სამსახურის თანამშრომლები, ექსპერტები და სახანძრო ექსპერტები. ამის შემდეგ ექსპერტთა მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ამოღებული იქნა ნამწვის ნიმუშები და შესასვლელ კართან არსებული ხალიჩა, რომელსაც ეტყობოდა ხანძრის კვალი. ხანძრის შედეგად დაზიანებული იყო კარი და შესასვლელი კი, მთლიანად იყო განადგურებული. მანვე შემთხვევის ადგილზე ნახა ასანთის ღერი, რომელიც დაასურათეს, მაგრამ არ ამოუღია, რადგან არ ჩათვალა საჭიროდ. მასვე არ აუღია დნმ-ის ნიმუში ი-----–- მ---–----ასგან. ამის შემდეგ, ბენზინგასამართ სადგურ „-–-------–--- მენეჯერ ზ-------------–-სგან გამოითხოვა ვიდეოკამერის ჩანაწერი, ბუღალტერისგან კი, გადახდის ქვითრები.

 

მოწმე ნ--------–----ას ჩვენებით ირკვევა, რომ მან 2015 წლის 6 ოქტომბერს, დაბადების დღეზე, გაიცნო ი-----–- მ---–----ა, როგორც ე-- ბ------–---–ის შეყვარებული. აღნიშნული პირები 2017 წლის აპრილში დაშორდნენ ერთმანეთს, რისი მიზეზიც იყო ძალადობა. მას წაკითხული აქვს მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომლითაც ი-----–- მ---–----ა სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ე-- ბ------–---–ს და წერდა „ყელს გამოგჭრი, მოგკლავ არ გაპატიებო“. ასევე, ემუქრებოდა ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულის გამო ე-- ბ------–---–ს ჰქონდა პანიკური შიში და კლინიკაში აიყვანა დაცვა. იმ შემთხვევაში, თუ ე-- ბ------–---–ი მიდიოდა სადმე მას აცილებდნენ მშობლები და მეგობრები. თუ ე-- ბ------–---–ი იმყოფებოდა მათთან ერთად, ისინი მას სახლის ლიფტამდე აცილებდნენ, რადგან ე--ს ეშინოდა სადარბაზოში მარტო შესვლა. როდესაც ე--ს მშობლები არ იმყოფებოდნენ თბილისში, გოგონა რჩებოდა მასთან სახლში. იგი ე-- ბ------–---–ს ი-----–- მ---–----ასთან შესახვედრად გაყვა ერთხელ, თუმცა რაზე ისაუბრეს მისთვის ცნობილი არ არის. ე-- ბ------–---–მა შეცვალა ძველი ტელეფონის ნომერი, რადგან მას გამუდმებით უკავშირდებოდა ი-----–- მ---–----ა და უგზავნიდა მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. ი-----–- მ---–----ა ე-- ბ------–---–ს ხშირად ხვდებოდა სადარბაზოსთან. მოკლე ტექსტური შეტყობინებების შინაარსიდან გამომდინარე, ი-----–- მ---–----ას ნახვა იყო საშიში. შესაბამისად, ე-- ბ------–---–ი იყო დათრგუნული, უვარდებოდა წნევა და კანკალებდა. მოწმემ განმარტა, რომ იგი 15 წელია იცნობს ე-- ბ------–---–ს და იგი ასეთ მდგომარეობაში არ უნახავს.

 

მოწმე თ---------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ე-- ბ------–---–ი და ი-----–- მ---–----ა იყვნენ შეყვარებულები. 2017 წლის აპრილში, მას დაუკავშირდა ე-- ბ------–---–ი, რომელიც იყო ძალიან აღელვებული და თხოვა შეხვედრა, რაზეც დათანხმდა. შეხვედრისას, ე-- ბ------–---–მა უთხრა, რომ ი-----–- მ---–----ა წვდა თმებში და შეეხო ხელით. იგი არ შესწრებია ი-----–- მ---–----ას მიერ ე-- ბ------–---–ის მიმართ მუქარას, აღნიშნულის შესახებ იცის გადმოცემით. ე-- ბ------–---–თან ყოფნისას, ამ უკანასკნელს ხშირად უკავშირდებოდა ი-----–- მ---–----ა, თუმცა ე-- არ პასუხობდა, რადგან იყო ძალიან ცუდად და ცდილობდა მასთან არ ესაუბრა. ი-----–- მ---–----ა ე-- ბ------–---–ს ასევე წერდა მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. მოწმის განმარტებით, ე-- ბ------–---–ი ბოლო პერიოდში იყო ძალიან გაღიზიანებული, ორჯერ წაუვიდა გული, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. მისთვის ცნობილია, რომ ე-- ბ------–---–ს სურდა პოლიციისთვის მიემართა, მაგრამ უთხრეს, პირველ ჯერზე მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებოდნენ და ამიტომ მან განცხადება აღარ შეიტანა. ი-----–- მ---–----ა ცდილობდა ე-- ბ------–---–თან შეხვედრას, მაგრამ ვინაიდან ე--ს არ სურდა მასთან მარტო შეხვედრა, ის და მეგობარი ნ---- გაყვნენ ი-----–- მ---–----ასთან, თუმცა რაზე ისაუბრეს შეხვედრისას მან არ იცის. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ი-----–- მ---–----ა ე-- ბ------–---–ს ემუქრებოდა გამუდმებით, მათ შორის გერმანიაში ყოფნის დროსაც და ე-- ბ------–---–ის გათხოვების შემდეგაც.

 

მოწმე ტ------–--------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობდა ვისოლის ბენზინგასამართ სადგურზე. შემთხვევის დროს მუშაობდა ცვლაში, რა დროსაც მივიდა დაახლოებით 20-დან 30 წლამდე ასკის, შავგრემანი ბიჭი, რომელსაც პოლიეთილენის ჭურჭელში ჩაუსხა ბენზინი, რაშიც ამ პირმა გადაიხადა 2 ლარი და 60 თეთრი. მოწმის განმარტებით, მან აღნიშნული მამაკაცი იმ დღეს ნახა პირველად. ცვლის გადაბარებამდე მასთან მივიდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც აჩვენა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც თავად იყო დაფიქსირებული. 2018 წლის 28 ოქტომბერს, მას პოლიციის თანამშრომლებმა მიაკითხეს სახლში და გადაიყვანეს განყოფილებაში, სადაც ჯერ ტელეფონში აჩვენეს ვიდეო ჩანაწერი, შემდეგ კი, კომპიუტერში აჩვენეს ი-----–- მ---–----ას ფოტოები. ამის შემდეგ მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ. იგი შეიყვანეს ბნელ ოთახში. მას შეეშინდა და თქვა, რომ სავარაუდოდ ბრალდებული იყო ის პირი, ვისაც მიჰყიდა საწვავი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ კამერებთან წვდომა აქვს მხოლოდ მის უფროსს და მის გარეშე ინფორმაციის გაცემა არის შეუძლებელი.

 

მოწმე ზ-------------–-ს ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მენეჯერად მუშაობს ბენზინგასამართ სადგურზე, რომლის დირექტორის კაბინეტში დამონტაჟებულია პოლიციის კამერები, რომლის ჩანაწერებსაც საჭიროების შემთხვევაში ითხოვენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე მათ გამომძიებელს გადასცეს კამერის ჩანაწერი და ჩეკი. მოწმის განმარტებით ტ------–--------–---–ი ამ ფაქტიდან მალევე წავიდა სამსახურიდან, თუმცა მისი წასვლის მიზეზი მისთვის უცნობია.

 

მოწმე ე---------- მ-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ბუღალტრად მუშაობს ბენზინგასამართ სადგურზე. მან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ორჯერ - პირველად არაოფიციალურად დირექტორის დავალებით, ხოლო მეორედ ოფიციალურად გადასცა ერთი და იგივე ,,ზეტ“ ჩეკი.

 

მოწმე ა-–------------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი დაახლოებით 10 წელია მუშაობს უსაფრთხოების სამსახურში. 2017 წლის ივნისი-ივლისის თვეში მას დაუკავშირდა ე-- ბ------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ აწუხებდა შეყვარებული, რის გამოც სურდა სამსახურში უსაფრთხოების სისტემის დაყენება. მათ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად ისინი შესაბამის მომსახურებას უწევდნენ თბილისში, ე------------------- მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკას.

 

მოწმე თ----–-------–-----–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მის მიერ კანონმდებლობის სრული დაცვით გამოკითხული იქნა არასრულწლოვანი მოწმე - ნ---- ბ----------–---–-.

 

მოწმე დ-------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის დეკემბერში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს შუამდგომლობით მიმართა გამომძიებელმა. აღნიშნულით ირკვეოდა, რომ საჭირო იყო 5 წლის ბავშვის გამოკითხვა. 28 დეკემბერს დაინიშნა გამოკითხვის თარიღი. გამოკითხვა ჩატარდა პროცედურების დაცვით. ბავშვი მიიყვანეს მშობლებმა. როგორც ბავშვი აღნიშნავდა, იგი ბებიასთან ერთად უყურებდა ტელევიზორს, შემდეგ ადგა წყლის დასალევად და გაიგო ხმაური, ასევე იგრძნო სისველე და განსაკუთრებული სუნი. ამის შემდეგ გამოაღეს შემოსასვლელი კარი, რა დროსაც გაიგო აფეთქების ხმა და დაინახა ცეცხლი. ბავშვმა ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან იყო დაკვამლიანება, იმისთვის რომ ესუნთქა ფანჯრებიდან გადაკიდეს გარეთ.

 

მოწმე ზ------ გ----ის ჩვენებით ირკვევა, რომ დიდი ხანია იცნობს ი-----–- მ---–----ას, რომლის შეყვარებულთან - ე-- ბ------–---–თან ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა. მისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული პირები დაშორდნენ ერთმანეთს. ასევე იცის, რომ მათ მოუვიდათ კონფლიქტი, თუმცა დეტალები მისთვის ცნობილი არ არის, რადგან მისი თანდასწრებით არასდროს უჩხუბიათ. ვინაიდან ე--სთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, თხოვა რომ შერიგებოდა ი-----–- მ---–----ას. იგი ე-- ბ------–---–ის კლინიკაში მისული იყო იმიტომ, რომ სტკიოდა კბილი და ე--ს ჰქონდა ნათქვამი რომ უმკურნალებდა. 2018 წლის 28 ოქტომბერს, ხანძრის დროს, ის და ი-----–- მ---–----ა იყვნენ ერთად და სვამდნენ ლუდს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ი-----–- მ---–----ამ შეიძინა ბენზინი, რომელიც გამოიყენეს ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად.

 

მოწმე ს-----------------ას ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 28 ოქტომბერს, 20:00-21:00 საათზე, პირად საქმეზე იმყოფებოდა გ-------–---–--------------, რა დროსაც შენიშნა მისი დეიდაშვილი - ი-----–- მ---–----ა, რომელსაც ესაუბრა დაახლოებით 20 წუთი. ი-----–- მ---–----ამ, რომელიც იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ, თხოვა 20 ლარი, რომელიც მისცა. ამ დროს ი-----–- მ---–----ას დაურეკეს ტელეფონზე. მან გაიგო რომ ეს უკანასკნელი ვიღაცას ესაუბრებოდა ნემსზე. იგი მიხვდა რომ ი-----–-ს უნდოდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, რის გამოც მოუვიდათ შელაპარაკება. მოწმემ განმარტა, რომ მათ საუბარს არავინ შესწრებია, რადგან ი-----–-ს მეგობრები იყვნენ მოშორებით. იგი ი-----–- მ---–----ასთან ერთად იმყოფებოდა დაახლოებით 20:00-დან 21:00 საათამდე პერიოდში.

 

მოწმე ლ------------–---–ის ჩვენებებით ირკვევა, რომ 2018 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათიდან იგი მ---–------------–---–თან და ი-----–- მ---–----ასთან ერთად მიირთმევდა ლუდს. დაახლოებით 20:00-დან 21:00 საათამდე პერიოდში მ---–------------–---–ი წავიდა სახლში, ის და ი-----–- მ---–----ა კი დაიშალნენ 00:00 საათიდან - 01:00 საათამდე პერიოდში.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ---–------------–---–მა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 28 ოქტომბერს 23:35-01:00 საათზე, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს თბილისში, დ--------------–---–---------------------------–-. ბინაში შესასვლელი კარის წინ სადარბაზოდან ამოღებული იქნა მცირე ზომის ხალიჩა და სამი ცალი ანაწმენდის ნიმუში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 07 ნოემბრის ექსპერტის N------ დასკვნით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, დ---------–---–--------------------------------------–- ხანძრის შედეგად დაზიანებული საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, გაწმენდითი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით, ჯამში შეადგენ 720 ლარს.

 

ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 21 დეკემბერს თბილისი, „-–-------–--- ავტოგასამართი სადგურის ბუღალტერ ე-- მ-------ისგან ამოღებული იქნა ინფორმაცია 2018 წლის 28 დეკემბერს 20:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში საწვავის გაყიდვის დამადასტურებელი ყველა ქვითრის შესახებ.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 25 დეკემბერს 13:00-13:30 საათზე, თბილისი, დ---------–---–----------------–------------–----------------------------------------------–------–--- მენეჯერის ზ-------------–-ს მონაწილეობით გახსნილი და დათვალიერებულ იქნა 2018 წლის 21 დეკემბერს შპს „----------- ბუღალტერ ე-- მ-------ისგან გამოთხოვილი ინფორმაცია. ქვითრები იწყება „28.10.2018წ 20:01 სთ. დროის პერიოდიდან, ქვითარზე იკითხება შ-----------------------–---–------ ს/ნ - მოლარე 01, განყოფილება 01, ჯამი, ნაღდი, 2--------, ასევე მითითებულია შეძენილი საწვავის თანხის ოდენობა, ქვითრების დათვალიერებისას 28.10.2018 წლის 20:26 სთ-ზე ფიქსირდება 3 ლარიანი გადახდის ქვითარი, ასევე 28.10.2018 წლის 20:40 სთ-ზე ფიქსირდება 1 ლარიანი გადახდის ქვითარი. სხვა მცირედი გადახდა არ ფიქსირდება.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 25 დეკემბერს 14:00-14:20 საათზე დათვალიერებულ იქნა ხ----- ბ------–---–ისგან გამოთხოვილი ლაზერული დისკი, სადაც განთავსებულია ,,სმს“ შეტყობინების დასურათებული ფორმატი. ხ----- ბ------–---–სა და ხ----- ქ------–-ას შორის განხორციელებული მიმოწერები არის შემდეგი შინაარსის: „ხოდა ერთხელ და სამუდამოდ რომ დასრულდეს თქვენც დაისვენოთ და ამანაც შეხვდეს ე--ს ქმარი, დაელაპარაკოს და მოთხოვოს რომ ზედმეტებში არ გადავიდეს. აქამდე რომ ექნა ეგრე კაი იქნებოდა“. „აბა ეხლა მე და შენ რაც არ უნდა ვიჭყვიტინოთ, აზრი არ აქვს. ი-----–-მ ამდენიც რომ გაბედა აქამდეც არ უნდა მისულიყო, თავის დროზე უნდა მიეხედა ე--ს მაგ ამბისთვის“. ხ----- ქ------–-ას და ე-- ბ------–---–ს შორის განხორციელებული მიმოწერა არის შემდეგი შინაარსის: „მადლობა თქვი ე-- მართლა რამდენჯერ დამიკავებია და გამიჩერებია ჩემი ძმა, კიდე კორექტულად გწერ. ეხლა ამ სიტყვების მერე, რაც შენ მომწერე, ერთი ადგილი დააყენე და ნუ მაწუხებთ, არ შეგეხებით როგორც აქამდე არ შეგხებივართ და მკიდია ვინ ვის ხნავს და როგორ, ეხლაც ისე მკიდია, როგორც აქამდე მეკიდა“. ხ----- ქ------–-ასა და ს--–---- ბ------–---–ს შორის განხორციელებული მიმოწერა არის შემდეგი შინაარსის: „ს--–---- ეგ საქმე არ მოგვარდება, სანამ ის ბიჭი ი-----–-ს არ მოსთხოვს პასუხს თუ მოეთხოვება ჩემ ძმას მე და შენ ვერაფერს ვუშველით“. „ხოდა მაგას იზამს და იმედია დაწყნარდება ყველა“. „ქნას ხოდა აბა ეხლა მე და შენ რა შეგვიძლია ღმერთია მოწმე და ყველაფერს ხო აქვს საზღვარი? გადავედით საზღვრებს და კიდე აქეთ თქვა ნ-----ზე უხეშად და აი მაგას მართლა არ დავთმობ, გაიხსენოს ბევრი რამე ჩემგან გადაეცი, ძალიან ბევრი რამე და მერე ნ-----ზე სანთლები დაანთოს, რომ კიდევ კარგი არსებობს“. ხ----- ბ------–---–ს და ი-----–- მ---–----ას განხორციელებული მიმოწერა არის შემდეგი შინაარსის: „ფეხი არ მიადგა იქ თორე არ ვიცი რას გიზამ, დამელოდე და დაგირეკავ ნუ იქაჩები და ნუ ძალადობ“. „Ok. მალე რა please, შენ მაინც დამირეკე“. „სად გეჩქარება? ცეცხლი მოგეკიდა? სამსახურში ვარ და ცოტა ხანში დაგირეკავ“. „ნეტა ცეცხლი მეკიდოს ჩავაქრობდი“. „ხ---- კიდე დიდიხანი გელოდო ....???????“, ,,ხ---- ხო სახლში ხარ, დამირეკე რააა, ხ----, კიდე მომხდარა რაღაცაები და ნ--- ნაწყენი ხო არ დარჩა“. „ნ--- ცოფებს ყრის ეხლა აქ და წნევის წამლებს სვამს და ჩხუბობს და აი როგორ არ მინდა ეხლა ამაზე ავიშალო ნერვები. ზუსტად უყვიროდა წეღან კიბეებზე“. „ჰო მე გაძლევ პირობას და რაც მითხარი თანახმა ვარ, მზად ვარ თუ დავაშავე, მარა არა ერთი და მერე ნ---საც დაველაპარაკები“. „კაი თუ გინდა ნ---ს მე თვითონ, შენ ამ ერთხელ მომხედე ოკ ???, ხ----- გთხოვ დარეკე ერთი მოვითხოვე ტელეფონზე Ok“. „კაი, კიდე გაცლი აბა, ეგეც მე ვარ?“. „მანქანაც აქაა და მე რა ვქნა? ხელი არ მოკიდოს არავინ თორე (უწმაწურ სიტყვას იყენებს) ყველას, სანამ მე ვარ“. „მ---–----ა ბოლოჯერ გაფრთხილებ. ფეხი არ ვნახო შენი ე--სთან მიდგმული კლინიკაში. ყელში ამოხვედი შენი უაზრო საქციელით“. „ერთი რაღაცა გითხარით, და ეგეც ვერ გააკეთეთ რო ტელეფონზე მაინც დამელაპარაკა ზ-----ს და ვერავის ვერ უზამს ვერავინ“. „მოდი რა გთხოვთ გამაჩერეთ შენც კი არ გყოფნის იმის თავი რო დამელაპარაკო“. „არ მყოფნის კი არა გული მერევა როგორც იქცევი: ჩემი მეგობრები მასე არ იქცევიან. როცა ღირსეულად მოიქცევი მერე მემეგობრე. მანამდე ხმა არ გავიგო შენი“. „დაარეკინე და შემაგინოს“. „ხ---- აქით ვარ და რა ვქნა გავასწრო ემოციებს თუ შენ დაგელოდო?“. „რა ემოციებს უნდა გაასწრო ვერ გავიგე?“, „ვნახო თუ შენ დაგელოდო?“. „არა ხო გითხარი, სანამ ცოცხალი ვარ თქვენ არაფერი გელით, უბრალოთ ტელეფონით მინდოდა საუბარი და მაგი გამიტყდა ეგ იყო და ეგ“. „ბიჭო იგინებოდი მესიჯებში, ეგ ლაპარაკია?“. „შენ თავს ფიცავარ მეტი თუ რამე მინდოდეს ტელეფონით ნუთუ ასეთი რთულია?“. „გასაგებია ეგ მაგრამ აიძულო ადამიანი გინდა თუ არა დამელაპარაკეო ცოტა ვერ გავიგე“. „არა ეგ გავიგე, მაგრამ ესეთი ძნელია რო დარეკოს და თუნდაც მითხრას რამე, ან შემაგინოს გამარჯობა ამის გაგონება მინდოდა“. „ხ---- აქით ვარ და რა ვქნა გავასწრო ემოციებს თუ შენ დაგელოდო?“. „სად აქით?“. „ქალაქში, ვნახო თუ შენ დაგელოდო?“.

 

დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 25 დეკემბერს 14:30-16:30 საათზე დაზარალებულ ხ----- ბ------–---–ის მონაწილეობით დათვალიერდა ხ----- ბ------–---–ის ტელეფონის ნომერზე 5-------- და ე-- ბ------–---–ის ტელეფონის ნომერზე 5-------- ი-----–- მ---–----ას მიერ 2017 წლის და 2018 წლის პერიოდში სხვადასხვა ნომრებიდან განხორიციელებული შემავალ-გამავალი ზარების და მოკლე ტექსტური შეტყობინების ნუსხა. დეტალური ნუსხის დათვალიერებისას ხ----- ბ------–---–მა ნუსხაში მონიშნა ის ტელეფონის ნომრები, რომლითაც მისი და მისი დის ტელეფონის ნომრებზე ი-----–- მ---–----ა ახორციელებდა ზარებს და აგზავნიდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, კერძოდ მონიშნა ტელეფონის ნომრებიდან: 5-------------------------------------------------------------------------------------------------------------------- განხორციელებული ზარები.

 

დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 10 იანვარს 11:45-11:55 საათზე, ტ------–--------–---–ის მონაწილეობით დათვალიერდა ლაზერული დისკი და მასზე განთავსებული ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ჩანს თბილისში, დ---------–---–----------------–---------------–-----–-------–--- ბენზინგასამართი სადგური. ჩასასხმელ სვეტთან დგას ორი ოპერატორი, რომელთაგან ერთზე, რომელიც ემსახურება ხელმარცხნივ შემოსულ მომხმარებლებს ტ------–--------–---–მა განმარტა, რომ არის თავად და აღნიშნული დღე არის 2018 წლის 28 ოქტომბერი, ხოლო მეორე მხარეს მდგარი ოპერატორი არის ა----- რომლის გვარი არ ახსოვს. ვიდეო ჩანაწერში ჩანს ბენზინგასამართ სადგურზე შემსვლელი ავტომანქანები, ასევე ჩანს ფეხით მოსიარულე პიროვნება, რომელსაც ხელში უჭირავს ჭურჭელი, მიდის, ოპერატორთან და ჭურჭელში ასხავს საწვავს. ტ------–--------–---–მა განმარტა, რომ ოპერატორი, რომელმაც პიროვნებას პოლიეთილენის ჭურჭელში ჩაუსხა საწვავი არის თვითონ, ასევე განმარტა, რომ ის პიროვნება რომელსაც ჩაუსხა საწვავი ამოცნობის დროს ნახა პოლიციაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 11 იანვრის ექსპერტის N------------ დასკვნით ირკვევა, რომ:

▪ ექსპერტიზაზე ელექტრონულად წარდგენილი ფოტომასალის შესწავლისა და ჩატარებული კვლევებით მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ თბილისში, დ--------------–---–----------------- კორპუსში მცხოვრებ ხ----- ბ------–---–ის ბ--------–- ხანძრის გაჩენის მიზეზს წარმოადგენს ღია ცეცხლის (ანთებული ასანთის ან სანთებელას ალის) კონტაქტი ნავთობპროდუქტებთან (ბენზინი, ნავთი, დიზელი და ა.შ.). შემთხვევის ადგილის გამოკვლევისა და ექსპერტიზაზე ელექტრონულად წარდგენილი ფოტომასალის შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ თბილისში, დ--------------–---–----------------- კორპუსში მცხოვრებ ხ----- ბ------–---–ის N-------–- ხანძრის გაჩენის კერა მდებარეობს სადარბაზოში ბინაში შესასვლელი კარის წინ არსებულ ნოხთან.

▪ საკვლევად წარდგენილი ნიმუშებიდან: ობიექტ N1-ზე - „მცირე ზომის ხალიჩაზე, ამოღებული ბინაში შესასვლელი კარის წინ სადარბაზოში“; ობიექტ N2ა-ზე - „ანაწმენდი დოლბანდზე, აღებული ბინაში შესასვლელი კარის ჩარჩოს ქვედა ზედაპირიდან“ და ობიექტ N2გ-ზე - „ანაწმენდი დოლბანდზე, ამოღებული ბინაში შესასვლელი კარის გარე ზედაპირიდან,“ აღინიშნება სახეშეცვლილი ბენზინისათვის დამახასიათებელი ქრომატოგრაფიული სურათი კვალის სახით. ობიექტ N2ბ-ზე - „ანაწმენდი დოლბანდზე, ამოღებული ბინაში შესასვლელი კარის წინ მეტლახის ზედაპირიდან“ - აღინიშნება სახეშეცვლილი ბენზინისათვის დამახასიათებელი ქრომატოგრაფიული სურათი.

 

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა მ----------–-------------------------მა. ამასთან, დ----------------ა დამატებით განმარტა, რომ კარს ეტყობოდა ოდნავ დანახშირების და მცირე დაზიანების კვალი. ცეცხლი იყო პატარა, რომელიც ჩააქრეს საკუთარი ძალებით. შემთხვევის ადგილზე დიდი ხანძარი არ ყოფილა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 თებერვლის ექსპერტის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ ი-----–- მ---–----ას ქმედებების შედეგად ე-- ბ------–---–მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ-------------ემ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 01 აპრილის ექსპერტის N----- დასკვნით ირკვევა, რომ:

▪ გამოკვლევაზე წარდგენილი ვიდეოგრამას სახელწოდებით „lukoili1“ არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები.

▪ სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკზე არსებულ ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული საკვლევი გამოსახულებები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულების და გამომძიებლის მიერ მითითებულ და შემდგომში მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზიდან ამოღებულ 23.01.1981წ დაბადებულ ი-----–- ბ------ს ძე მ---–----ას (---------------- სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებასთან შედარება, მათი იდენტიფიცირების მიზნით ვერ მოხერხდა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი, გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, ხოლო დარჩენილ ბრალდებებში - მხოლოდ სასჯელის ნაწილში, შესაბამისად ზემოხსენებულ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ი-----–- მ---–----ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის შესახებ.

 

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ი-----–- მაქაცარაის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულების ე-- ბ------–---–ის, ნ-----–- ბ------–---–ის, კ----–-- ბ------–---–ის, ს--–---- ბ------–---–ის და ხ----- ბ------–---–ის ჩვენებებით დადგენილ იქნა, რომ 2018 წლის 28 ოქტომბერს, საღამოს, ნ-----–- ბ------–---–ი, კ----–-- ბ------–---–ი, ხ----- ბ------–---–ის და ნ---- ბ----------–---–- იმყოფებოდნენ თბილისში, გ-------–---–----------------------------------------------–------------------- ბინაში, რა დროსაც ბინაში შესასვლელ კარს წაეკიდა ცეცხლი, რომელიც გავრცელდა ბინაში. ხანძრის შედეგად მათ მიადგათ მატერიალური ზიანი. კ----–-- ბ------–---–მა შეძლო ხანძრის ჩაქრობა და მათ შეძლეს ბინის დატოვება. მართალია დაზარალებულებმა დაადასტურეს ხანძრის გაჩენის ფაქტი, თუმცა ვინ წაუკიდა ბინაში შესასვლელ კარს ცეცხლი მათ არ დაუნახავთ. დაზარალებულთა განმარტებით, შესაძლოა აღნიშნული ჩაედინა ი-----–- მ---–----ას.

 

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოწმე ტ------–--------–---–მა ვერ დაადასტურა, რომ პირი, რომელმაც ბენზინი შეიძინა იყო ი-----–- მ---–----ა. მან აღნიშნა, რომ იგი პოლიციაში იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, რა დროსაც მას აჩვენეს ვიდეო ჩანაწერი, შემდეგ ფოტოსურათები და ბოლოს შეიყვანეს ბნელ ოთახში, რის გამოც იყო შეშინებული და ასე ამოაცნობინეს ი-----–- მ---–----ა. აღნიშნული კი, ამოცნობის კანონიერებასთან დაკავშირებით ბადებს ეჭვს. პალატა ასევე თვლის, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ შეიძლება დაედოს მოწმე ე---------- მ-------ის ჩვენება და მის მიერ გაცემული ე.წ. ,,ზეტ“ ჩეკი, ვინაიდან მოწმემ აღნიშნა, რომ მან ე.წ. ,,ზეტ“ ჩეკი დირექტორის დავალებით ჯერ გასცა არაოფიციალურად, შემდეგ კი ოფიციალურად. მოწმე მ--–---------–--ემ კი განმარტა, რომ მან არ ჩათვალა საჭიროდ ამოეღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ნაპოვნი ასანთის ღერი, რომელზეც ჩატარდებოდა ექსპერტიზის დასკვნა. ამასთან, არც ი-----–- მ---–----ასგან აუღია დნმ-ის ნიმუში.

 

პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს ჰაბიტოსკოპიური და ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანხმად, გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკზე არსებულ ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული საკვლევი გამოსახულებები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია. შესაბამისად იდენტიფიცირების მიზნით აღნიშნულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულების ი-----–- ბ------ს ძე მ---–----ას სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებასთან შედარება ვერ მოხერხდა.

 

ამ ნაწილში ი-----–- მ---–----ას უდანაშაულობას ასევე ადასტურებენ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაცვის მხარის მოწმეები, რომელთა ჩვენებებით ხანძრის დროს ი-----–- მ---–----ა იმყოფებოდა მათ გვერდით და მიირთმევდა ლუდს. ამასთან, ზ------ გ----ის ჩვენებით, ი-----–- მ---–----ას მიერ შეძენილი ბენზინი მათ გამოიყენეს ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად. აღნიშნულის საწინააღმდეგო სხვა მტკიცებულება კი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულები და მოწმეები, არ არიან ი-----–- მ---–----ას მიერ ბინის კარზე ცეცხლის წაკიდების ფაქტის შემსწრენი (თვითმხილველები) და ამ ნაწილში ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენის თვალსაზრისით გამოთქვამენ ვარაუდს. ხსენებულით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვინ წაუკიდა ცეცხლი დაზარალებულის ბინის კარს.

 

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულთა ბინის შესასვლელ კარს ნამდვილად აღენიშნებოდა დამწვრობის კვალი, თუმცა ვინ წაუკიდა კარს ცეცხლი გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დგინდება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ი-----–- მ---–----ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით კი, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი კი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი-----–- მ---–----ა ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, ამასთან, ი-----–- მ---–----ა ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ი-----–- მ---–----ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატას მიაჩნია, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-----–----–---–--ის სააპელაციო საჩივარი, ი-----–- მ---–----ას მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნების განსასაზღვრად, სრულყოფილად უნდა შეფასდეს ყველა ის გარემოება, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არის გასათვალისწინებელი და ასევე ნათლად უნდა იქნეს გაანალიზებული საფრთხე ან საფრთხეები, რაც შექმნა დამნაშავის ქმედებამ თუ ქმედებებმა.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებით გამოწვეული საფრთხეების და სიმძიმის გათვალისწინების შედეგად ადეკვატური, შესაბამისი და თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. რესოციალიზაციის მიზანი მჭიდროდაა დაკავშირებული ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან და სასჯელი მიაღწევს თუ არა მიზანს, უნდა იქნეს შეფასებული მათ შორის მსჯავრდებულის პიროვნებით.

 

პალატა თვლის, რომ სასჯელის სამართლიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი ხასიათდება ინდივიდუალურობით, შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

პალატა მსჯავრდებულ ი-----–- მ---–----ას მიმართ დანიშნული სასჯელის თანაზომიერების შეფასებისას ყურადღებას გაამახვილებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს (სტამბოლის კონვენციის) კონვენციის 45-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთას.

 

პალატა ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ი-----–- მ---–----ამ ჩაიდინა - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რაც გავრცელების მასშტაბებისა და ხასიათის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ი-----–- მ---–----ა სისტემატურად ახდენდა დაზარალებულ ე-- ბ------–---–თან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას, ემუქრებოდა მას გამწარებით და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით. როდესაც ვერ ახერხებდა ე-- ბ------–---–თან კომუნიკაციას უკავშირდებოდა ამ უკანასკნელის ოჯახის წვერებს და მათგან მოითხოვდა შეეხვედრებინათ ე-- ბ------–---–თან. გარდა ამისა ე-- ბ------–---–ის დედას დაემუქრა სახლში ბომბის შეგდებით და აფეთქებით, რაც მიუთითებს ი-----–- მ---–----ას პიროვნების საშიშ ხასიათზე), ი-----–- მ---–----ას ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს, მისწრაფებას დაზარალებულთათვის დაერღვია სიმშვიდე, მყუდროება და დაეშინებინა), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს, დაზარალებულთა პოზიციას, ი-----–- მ---–----ას კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, იმ გარემოებას, რომ ი-----–- მ---–----ას წარსული ცხოვრება მისი უარყოფითად შეფასების საშუალებას არ იძლევა და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ი-----–- მ---–----ას სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, პალატა ეთანხმება ბრალდების მხარეს და მიაჩნია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის პიროვნების, განხორციელებული ქმედებების გათვალისწინებით ი-----–- მ---–----ას უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, კერძოდ ი-----–- მ---–----ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენში სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

9 (ცხრა) ცალი დისკი - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

შპს ,---------- სალაროს აპარატიდან გამოთხოვილი გადახდის ქვითრები - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მცირე ზომის ხალიჩა - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

სამი ცალი ანაწმენდი-ნიმუში - განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-----–----–---–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენში.

 

ი-----–- მ---–----ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ი-----–- მ---–----ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ი-----–- მ---–----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით.

 

ი-----–- მ---–----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ი-----–- მ---–----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს უფრო მსუბუქი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–- მ---–----ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით.

 

ი-----–- მ---–----ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 ოქტომბრიდან.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

9 (ცხრა) ცალი დისკი - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

შპს ,---------- სალაროს აპარატიდან გამოთხოვილი გადახდის ქვითრები - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მცირე ზომის ხალიჩა - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

სამი ცალი ანაწმენდი-ნიმუში - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

 

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

 

ვახტანგ მრელაშვილი