განაჩენი

სისხლის სამართლის 07.11.2019
საქმის ნომერი
050100119002857434
ინსტანცია
თარიღი
07.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100119002857434

საქმე №1/ბ-403-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

17 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) ლერი თედორაძე

მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

 

ბრალდების მხარე: ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი შ-----------ე;

 

მსჯავრდებული: დ----------------ე, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №-----------), დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ო---------------------------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი; 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილი; 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი; 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილი; 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი; 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილი;

 

სასჯელი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით - დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) ვადით ჩაეთვალა პირობით და, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა

აღწერილობითი ნაწილი

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ----------------ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა;

 

- ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;

 

- ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის კუთვნილი ნითვის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით;

 

- ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის კუთვნილი ნითვის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

- ოჯახური დანაშაული, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა;

 

- ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენით: დ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით; 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით; 111, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით; 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით; 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

 

დ----------------ეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) ვადით ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და მსჯავრდებულ დ----------------ეს, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) ვადით ჩაეთვალა პირობით და, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ დ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო მისი დაკავების დღიდან, კერძოდ, 2019 წლის 12 იანვრის 20:47 საათიდან.

 

ამავე განაჩენით, გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ, დადგინდა, რომ დაზიანებული ტანსაცმლის კარადის ორი ცალი კარები, რომელიც ინახება ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ი-------------–-–---–ს; ი-------------–-–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც გადაგზავნილია საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ი-------------–-–---–ს.

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

 

- დ----------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

დ----------------ემ 2011 წელს ცოლად შეირთო ი-------------–-–---–ი და დაკავებამდე მასთან ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2015 წელს დ----------------ე, მეუღლე ი-------------–-–---–თან ერთად, საცხოვრებლად გადავიდა ო----------–---------------------------ში. 2018 წლის მაისის თვიდან კი, დ----------------ე და ი-------------–-–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის მაისის თვიდან 2018 წლის ივნისის თვის ჩათვლით, დ----------------ე, ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ, ძირითადად, ეჭვიანობის ნიადაგზე, ო----------–---------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა ი-------------–-–---–ს, ეძახდა მას მეძავს და აგინებდა დედისა და ახლობლების მისამართით, რითაც, ი-------------–-–---–ი განიცდიდა სულიერ ტანჯვას. 2018 წლის 27 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ი-------------–-–---–ი დაბრუნდა საქართველოში, იგი მეუღლეს შეხვდა ო----------–--------------------------- ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც დ----------------ემ, განაწყენებულმა იმით, რომ ი-------------–-–---–მა უარი უთხრა შერიგებაზე და დააპირა საცხოვრებელი სახლიდან წასვლა, შეურაცხყო და დაამცირა იგი, რითაც ი-------------–-–---–მა განიცადა სულიერი ტანჯვა. 2019 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათზე, დ----------------ე მივიდა ი-------------–-–---–ის საცხოვრებელ მისამართზე, ო----------–---------------------------ში და განაწყენებულმა იმით, რომ ი-------------–-–---–მა არ მისცა საშუალება საცხოვრებელ სახლზე შეედგინა აზომვითი ნახაზი, შეურაცხყო და დაამცირა იგი, აგინა მას დედისა და ახლობლების მისამართით, რითაც ი-------------–-–---–მა განიცადა სულიერი ტანჯვა;

 

- დ----------------ემ ჩაიდინა ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი, მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

დ----------------ემ 2011 წელს ცოლად შეირთო ი-------------–-–---–ი და მასთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2015 წელს დ----------------ე, მეუღლე ი-------------–-–---–თან ერთად, საცხოვრებლად გადავიდა ო----------–---------------------------ში. 2018 წლის მაისის თვიდან კი, დ----------------ე და ი-------------–-–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლიდან დ----------------ე, მიუხედავად არაერთი თხოვნისა, აიძულებდა მეუღლე ი-------------–-–---–ს თავი შეეკავებინა მასთან სახლში, ო----------–---------------------------ში საცხოვრებლად არასრუწლოვანი შვილების: გ-------------–-–---------------ეების მიყვანაზე, რითაც ი-------------–-–---–ი საკუთარ თავზე განიცდიდა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედებას. 2018 წლის ივნისის თვის ბოლო რიცხვებში, ი-------------–-–---–ი სამუშაოდ გაემგზავრა თურქეთის რესპუბლიკაში, რის შემდეგაც, დ----------------ე მობილური ტელეფონით უკავშირდებოდა მას და სთხოვდა უკან დაბრუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშანტაჟებდა, რომ მოკლავდა საქართველოში მყოფ შვილებს, ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, ამასთან, მობილური ტელეფონით აჩვენებდა და თან უგზავნიდა ვიდეოფაილებს, რომლებშიც ასახული იყო თუ როგორ წვავდა მის კუთვნილ ტანსაცმელს და აზიანებდა სახლში არსებულ ინვენტარს, ყოველივე აღნიშნულს აკეთებდა იმ მიზნით, რომ ი-------------–-–---–ს იძულებით შეესრულებინა მოქმედება და ჩამოსულიყო სახლში, ქალაქ ოზურგეთში. აღნიშნულით კი ი-------------–-–---–მა საკუთარ თავზე განიცადა თავისი ნება სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;

 

- დ----------------ემ ჩაიდინა ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის კუთვნილი ნითვის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

დ----------------ემ 2011 წელს ცოლად შეირთო ი-------------–-–---–ი და მასთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2015 წელს დ----------------ე, მეუღლე ი-------------–-–---–თან ერთად, საცხოვრებლად გადავიდა ქ.ო----------–---------------------------ში. 2018 წლის მაისის თვიდან კი, დ----------------ე და ი-------------–-–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის ივნისის თვის ბოლო რიცხვებში, ი-------------–-–---–ი სამუშაოდ გაემგზავრა თურქეთის რესპუბლიკაში, რის შემდეგაც, დ----------------ე მობილური ტელეფონით უკავშირდებოდა მას და სთხოვდა უკან დაბრუნებას. მეუღლე ი-------------–-–---–ისაგან უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, რომ დროებით ვერ შეძლებდა საქართველოში დაბრუნებას სამუშაოს დაკარგვის გამო, განაწყენდა ამ უკანასკნელზე და ცეცხლის წაკიდებით გაუნადგურა კუთვნილი 1680 (ათას ექვსას ოთხმოცი) ლარის ღირებულების ტანსაცმელები და ფეხსაცმელები. აღნიშნული ქმედებით კი, დ----------------ემ ი-------------–-–---–ს მიაყენა 1680 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

- დ----------------ემ ჩაიდინა ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის კუთვნილი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

დ----------------ემ 2011 წელს ცოლად შეირთო ი-------------–-–---–ი და მასთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2015 წელს დ----------------ე, მეუღლე ი-------------–-–---–თან ერთად, საცხოვრებლად გადავიდა ო----------–---------------------------ში. 2018 წლის მაისის თვიდან კი, დ----------------ე და ი-------------–-–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის ივნისის თვის ბოლო რიცხვებში, ი-------------–-–---–ი სამუშაოდ გაემგზავრა თურქეთის რესპუბლიკაში, რის შემდეგაც, დ----------------ე მობილური ტელეფონით უკავშირდებოდა მას და სთხოვდა უკან დაბრუნებას. მეუღლე ი-------------–-–---–ისაგან უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, რომ დროებით ვერ შეძლებდა საქართველოში დაბრუნებას სამუშაოს დაკარგვის გამო, განაწყენდა ამ უკანასკნელზე და დაუზიანა და გაუნადგურა 470 ლარის ღირებულების პირადი და საოჯახო ნივთები. აღნიშნული ქმედებით კი, დ----------------ემ ი-------------–-–---–ს მიაყენა 470 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

- ოჯახური დანაშაული, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

დ----------------ემ 2011 წელს ცოლად შეირთო ი-------------–-–---–ი და მასთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2015 წელს დ----------------ე, მეუღლე ი-------------–-–---–თან ერთად, საცხოვრებლად გადავიდა ო----------–---------------------------ში. 2018 წლის მაისის თვიდან კი, დ----------------ე და ი-------------–-–---–ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის მაისის თვიდან 2018 წლის ივნისის თვის ჩათვლით, დ----------------ე, ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ, ძირითადად, ეჭვიანობის ნიადაგზე, ქ-------------–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა ი-------------–-–---–ს. მას შემდეგ კი, რაც ი-------------–-–---–ი სამუშაოდ გაემგზავრა თურქეთის რესპუბლიკაში, დ----------------ე მობილური ტელეფონით უკავშირდებოდა მას და სთხოვდა უკან დაბრუნებას. 2018 წლის 27 დეკემბერს ი-------------–-–---–ი დაბრუნდა საქართველოში და 2019 წლის 02 იანვარს, მისი განცხადების საფუძველზე, შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს მიერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N0-----, რომლითაც დ----------------ეს, როგორც მოძალადეს, 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში აეკრძალა მიახლოება მსხვერპლის, ი-------------–-–---–ის, საცხოვრობელ ადგილას, სამსახურთან და იმ ადგილას მისვლა, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე, აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონით, სოციალური ქსელით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. 2019 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათზე, დ----------------ე, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 2 იანვარს მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, მივიდა ი-------------–-–---–ის საცხოვრებელ მისამართზე, ქ-------------–--------------------------ში და შეხვდა ი-------------–-–---–ს. აღნიშნული ქმედებით კი, დ----------------ემ არ შეასრულა მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

- ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

დ----------------ემ 2011 წელს ცოლად შეირთო ი-------------–-–---–ი და მასთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2015 წელს დ----------------ე, მეუღლე ი-------------–-–---–თან ერთად, საცხოვრებლად გადავიდა ო----------–---------------------------ში. 2018 წლის მაისის თვიდან კი, დ----------------ე და ი-------------–-–---–ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2019 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათზე, დ----------------ე მივიდა ი-------------–-–---–ის საცხოვრებელ მისამართზე, ო----------–---------------------------ში, შეხვდა მას და განაწყენებულმა იმით, რომ ი-------------–-–---–მა არ მისცა საშუალება შეედგინა საცხოვრებელ სახლზე აზომვითი ნახაზი, შეურაცხყო და აგინა ი-------------–-–---–ს, ამასთან, შეეცადა ფიზიკურად გასწორებოდა მას, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით. დ----------------ის მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად, ი-------------–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ-----------ემ და მოითხოვა მსჯავრდებულ დ----------------ისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების გარეშე, სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით, იმ საფუძვლით, რომ დ----------------ისათვის დანიშნული სასჯელი არ არის მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი.

 

აპელანტი მხარის განმარტებით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებისა და დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა გამოძიებასთან თანამშრომლობა, რასაც, კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია.

 

დაცვის მხარე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი, შემდეგი საფუძვლებით: ბრალდებულმა მთლიანად აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია არცერთი მტკიცებულება, დაზარალებულს მასთან არ გააჩნია პრეტენზია და თანახმაა მის მიმართ გამოყენებულ იქნას კანონით გათვალისწინებული შეღავათები. ამასთან, სწორად იქნა შეფასებული ბრალდებულის პიროვნება, კერძოდ, რომ არ არის ნასამართლევი და არ გააჩნია დამამძიმებელი გარემოება.

სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა შ-----------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა; მოწინააღმდეგე მხარემ, მსჯავრდებულმა დ----------------ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-------------------მ, მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება ითხოვეს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა, სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: თავად ბრალდებულ დ----------------ის აღიარებითი ჩვენებით; დაზარალებულ ი-------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით; შემაკავებელი ორდერით N0-----, მოწმეთა: ლ--–------------------ის, გ---------------------ის, ი-----–---------–-–---–ის, ა----------–------ის, გ--------------ის, რ------------ის, გ-------–--------ის, ლ-–---------------ის, თ----------–---–ის, ნ-----–-------–---–ის გამოკითხვის ოქმებითა და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ----------------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს დ----------------ისათვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დ----------------ე მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დ----------------ე ნასამართლობის არმქონეა. დაზარალებულს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და არ ითხოვს მის მკაცრად დასჯას.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს, ინანიებს) და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ, დანაშაულის ძალადობრივი ხასიათის და მისი გავრცელების ხარისხის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ დ----------------ეს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი. მოცემულ შემთხვევაში, დ----------------ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე დანაშაულების ჩადენაში, მან აღიარა და მოინანია დანაშაული, ის არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, დაზარალებულს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და არ ითხოვს მის მკაცრად დასჯას, ამასთან საქმის არსებითი განხილვის დროს, მსჯავრდებული დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას და უდავოდ მიიჩნია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, რითაც ხელი შეუწყო მის მიმართ სწრაფო მართლმსაჯულების განხორციელებას, აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა მსჯავრდებულ დ----------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებისა და მისთვის დანიშნული სასჯელის ნახევრის პირობით მსჯავრად ჩათვლის ყველა წინაპირობა, რის გამოც, ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი სამართლიანია და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი, დ----------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი, დ----------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

3.დ----------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით;

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

- დ----------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მსჯავრდებულ დ----------------ეს, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;

 

5. მსჯავრდებულ დ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ, 2019 წლის 12 იანვრის 20:47 საათიდან;

6.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ დ----------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა;

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევის განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

8.ნივთიერი მტკიცებულება - დაზიანებული ტანსაცმლის კარადის ორი ცალი კარები, რომელიც ინახება ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ი-------------–-–---–ს; ი-------------–-–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც გადაგზავნილია საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ი-------------–-–---–ს;

 

9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;

 

10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/

 

მოსამართლეები: /მ. გორგოძე/

 

/თ. სვანიძე/