განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002607408
საქმე №1ბ/1506-18 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის, გიორგი სვანიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - ლ-----–----–---–--ის
ადვოკატ - კ----------------ის
მსჯავრდებულ - გ----------------–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ----------------–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ----------------–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 08 ივნისს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №2----------), რეგისტრირებულის თიანეთის რაიონის ს------–---------–-- დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;117-ე მუხლის მეორე ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით გ----------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111;117-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სსკ-ის 531-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
გ----------------–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა საკუთრებაში არსებული დანაშაულის იარაღი - თოფი REMINGTON-783-ის მოდელის (ლულის ტიპი 308 win), ახლო ხედვის სამიზნე, სავაზნე კოლოფი, 2 ცალი ვაზნა და ცალკე 9 ვაზნა.
გ----------------–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, თბილისში, მ----------------–------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამმა გ----------------–მა ცოლის ძმას - დ--------------–---–ს, რომელთან ერთადაც რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სანადირო თოფიდან გასროლით, ორივე ფეხში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. მიუხედავად აღმოჩენილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა, დ--------------–---–ის გადარჩენა ვერ მოხერხდა და გარდაიცვალა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ----------------–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ----------------ემ, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიღებულ იქნა შესაბამისი უსამართლო გადაწყვეტილება, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, არ შეესაბამება საქმის არსს და ზედმეტად მკაცრია. სასამართლომ გაითვალისწინა დაინტერესებულ პირთა ჩვენება იმ ნაწილში, რომ გ----------------–ი დანაშაულის ჩადენისას ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ არავითარი მტკიცებულება აღნიშნულის თაობაზე საქმეში არ მოიპოვება. ის ფაქტი, რომ გ----------------–ი დაკავებისას ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას, რომ დანაშაულის ჩადენისას იგი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში. აპელანტის განმარტებით, სასამართლო არ დაინტერესებულა არც გარდაცვლილ დ--------------–---–ის პიროვნებით, არც იმ გარემოებით, რომ დ--------------–---–მა ფიზიკური დაზიანება მიაყენა თავის დას ნ--------------–---–ს. სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა დაინტერესებულ პირთა - მარიამ ლეშკაშელის, გ----------------–---–ისა და ნ--------------–---–ის ჩვენებები, რომელთა მიხედვითაც, გ----------------–ი უსაქმური, სხვის ქონებაზე ჩასაფრებული ადამიანია, რომელმაც შარი მოსდო თავის ცოლის ძმას და შემდეგ სხეულის განზრახ დაზიანებით მიიღო ის შედეგი, რომ სიცოცხლეს გამოასალმა დ--------------–---–ი.
აპელანტის აზრით, სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა მარიამ ლეშკაშელის ჩვენება, რომლის თანახმად, სახლიდან პირველი გ----------------–ი წავიდა, რომელიც ქვემოთ, ეზოში მანქანასთან შენიშნა, მოგვიანებით კი ბინა დ--------------–---–მაც დატოვა. ამ პერიოდში არ მომხდარა გ----------------–ის მიერ დ--------------–---–თან სატელეფონო კავშირი, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დ--------------–---–ი თავისი ინიციატივით ჩავიდა ეზოში და გაჰყვა გ----------------–ს. სასამართლო არ დაინტერესდა იმ ფაქტით, რომ დ--------------–---–ი თავის მშობლიურ უბანში იმყოფებოდა, ხოლო გ----------------–ი იქ მხოლოდ სტუმარი იყო. სასამართლო ასევე არ დაფიქრდა იმ საკითხზე, რომ თუ დ--------------–---–მა არ დაინდო თავისი ეპილეფსიით დაავადებული და, მას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რატომ არ შეეძლო იგივე გაეკეთებინა თავისი სიძისათვის. სასამართლომ არ გაიზიარა გ----------------–ის ჩვენება იმ ნაწილშიც, რომ დ--------------–---–ს ჰქონდა სასროლი იარაღი. მოწმეთა ჩვენებებით, მათ საერთოდ არ გააჩნდათ იარაღი, მაშინ, როდესაც გამოძიებამ დ--------------–---–ის ბინიდან ცეცხლსასროლი სანადირო იარაღი ამოიღო.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გ----------------–ი არ არის წარსულში ნასამართლევი, უდავოდ გახადა ბრალდების მტკიცებულებების უდიდესი ნაწილი და მხოლოდ გარდაცვლილის ოჯახის წევრთა დაკითხვა მოითხოვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარემ მიიჩნია, რომ გ----------------–ის მიმართ გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელია, ზედმეტად მკაცრია და არ შეესაბამება სამართლიანობის პრინციპებს, რის გამოც, იგი უნდა გაუქმდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედების საფუძვლით მოითხოვეს გ----------------–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. სახელმწიფო ბრალმდებელი არ დაეთანხმა დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ----------------–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში.
პალატა მიუთითებს, მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ გ----------------–ის ხელთარსებული სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად მიადგა დ--------------–---–ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. დაცვის მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ გ----------------–ი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.
აპელანტთა მიერ განვითარებულ მსჯელობას სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
უპირველეს ყოვლისა, პალატა მიიჩნევს, რომ გ----------------–ის მიერ დ--------------–---–ის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის ფაქტი დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ--------–-–--–--–-ს ჩვენებით, მოწმეების: გ----------------–---–ის და ნ--------------–---–ის ჩვენებებით, ექიმების - თ----–---------–---ის და ი------------–--–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ვ-----------------–---–ის და დ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №005054618 დასკვნით, ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის №006851318 დასკვნით, ამოღების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ გ----------------–მა ცეცხლსასროლი იარაღით ნამდვილად მიაყენა ჭრილობა დ--------------–---–ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. თვითონ გ----------------–საც არ უარყვია დ--------------–---–ისათვის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლისა და დაჭრის ფაქტები და არც პირველი ინსტანციის განაჩენი გაუსაჩივრებია ამ მიმართებით, თუმცა განმარტა, რომ ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, რადგან გარდაცვლილი თვითონ იყო შეიარაღებული. ჯანმრთელობის დაზიანების და მოკვლის განზრახვა კი მას არ ჰქონია.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას გ----------------–ის ქმედების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობა არ არის დადასტურებული საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი, ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.
აუცილებელი მოგერიების დროს თავდასხმა უნდა იყოს ობიექტურად, რეალურად საშიში და მომგერიებელს სუბიექტურად უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი. აღნიშნული სტრუქტურულად გამოიხატება უკიდურეს მდგომარეობაში, უკიდურესობით გამოწვეულ მოქმედებასა და თავდაცვის სურვილში. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელყოფა, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს რეალური, ამავე დროს უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, იმწუთიერი, რელევანტური ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი და სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული, ასევე გადაცილებული არ უნდა იქნეს აუცილებელი მოგერიების ფარგლები.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ----------------–ის მხრიდან თავდაცვის საჭიროებაც კი, ვინაიდან მსჯავრდებულის ჩვენების გარდა, არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს, რომ დ--------------–---–ი იყო შეიარაღებული, კერძოდ:
მსჯავრდებული გ----------------–ი აღნიშნავს, 2018 წლის 12 აპრილს იგი იმყოფებოდა ნ--------------–---–ის მშობლების სახლში, მოგვიანებით დ--------------–---–ის თხოვნით, მისი ავტომანქანით მივიდნენ მ-------- დასახლებაში არსებულ მიტოვებულ ავტოფარეხებთან. დ--------------–---–ი სწრაფად გადავიდა ავტომანქანიდან, ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და გადატენა. გ----------------–მა თავდაცვის მიზნით, ავტომანქანის საბარგულიდან ამოიღო სანადირო თოფი, დაახლოებით 10 მეტრის მანძილიდან ერთი გასროლა განახორციელა ჰაერში, ხოლო მეორე მიწის მიმართულებით. მეორე გასროლის შემდეგ დ--------------–---–მა იყვირა.
მსჯავრდებულის ჩვენება, შემთხვევის მომენტში დ--------------–---–ის ხელში ცეცხლსასროლი იარაღის არსებობის თაობაზე არ დასტურდება სასამართლოს მიერ გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულებით, ასეთი ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მყარი არგუმენტი არც სააპელაციო პალატის სხდომაზე წარმოუდგენია დაცვის მხარეს.
დაზარალებულის უფლებამონაცვლის მ--------–-–--–--–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 12 აპრილს, საღამოს, მ--------–-–--–--–ის სახლში მივიდა გ----------------–ი და მოიკითხა დ--------------–---–ი, რომელიც სახლში არ დახვდა. ამის შემდეგ გ----------------–ი წავიდა სახლიდან და დაახლოებით 22:00 საათზე ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა, ამ დროისთვის სახლში იმყოფებოდა დ--------------–---–იც. ისინი შეკამათდნენ საყოფაცხოვრებო თემაზე და სასაუბროდ სადარბაზოში გავიდნენ. მ--------–-–--–--–ის თხოვნით შებრუნდნენ სახლში, თუმცა გ----------------–ის ინიციატივით ისევ გავიდნენ. მ--------–-–--–--–მა ფანჯრიდან დაინახა, რომ სადარბაზოდან გასულმა გ----------------–მა ავტომანქანას საბარგული ახადა, რაღაც ნივთი შეინახა ან პირიქით ამოიღო, ამ დროს სადარბაზოდან გავიდა დ--------------–---–იც. მათი წასვლიდან, ცოტა ხანში მ--------–-–--–--–მა შეიტყო, რომ დ--------------–---–ი იყო დაჭრილი.
მოწმე გ----------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 12 აპრილს, გვიან ღამით, დაურეკა დ--------------–---–მა და სთხოვა შემთხვევის ადგილზე მისვლა, რადგან გ----------------–მა დაჭრა და სისხლისგან იცლებოდა. გ----------------–---–ს შემთხვევის ადგილზე, რომელიც არის მიუვალი და მიტოვებული ტერიტორია, დახვდა უგონო მდგომარეობაში მყოფი, დაჭრილი დ--------------–---–ი, რომელიც კლინიკაში მიყვანიდან 2-3 საათში გარდაიცვალა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე, ისევე როგორც გარდაცვლილთან ცეცხლსასროლი იარაღი არ შეუნიშნავს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, იგი მდებარეობს ქ. თბილისი, მ----------------–------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიტოვებულ ავტოფარეხებთან, სადაც ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები და მოწითალო ფერის შედედებული კოლტები, აღნიშნული ადგილიდან დაახლოებით 1,5 მეტრში ნანახი იქნა ოქროსფერი ცარიელი მასრა დაზიანებული კაფსულით, ტყვიის გარეშე. მოწითალო ფერის ლაქებიდან დაახლოებით 2,5 მეტრში მიწის ზედაპირზე ნანახი იქნა კიდევ ერთი ცარიელი მასრა დაზიანებული კაფსულითა და ტყვიის გულის გარეშე. ამოღებული სისხლის ნიმუში და ცარიელი მასრები დაილუქა შესაბამისი წესით. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამომძიებელმა ნ-------------–---–მა.
ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 13 აპრილს, 09:05 საათზე, გარდაბნის რაიონის სოფელ ვ------–- ვ-----------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარი რკინის კარადიდან ამოღებული იქნა შავი ფერის თოფის მსგავსი საგანი, მასზე დამონტაჟებული ახლო ხედვის სამიზნით, სავაზნე კოლოფი მასში მოთავსებული ორი ცალი ვაზნის მსგავსი საგნით, ცხრა ცალი ვაზნის მსგავსი საგანი, ნაჭრის კომიფრირებული შალითა, შავი ფერის პლასტმასის ბუდე, მასში მოთავსებული დაშლილ მდგომარეობაში შავი ფერის თოფის მსგავსი შავი ფერის ნაჭრის ჩარჩოთი, ლითონის შავი ფერის ნაჭრის ლულა, სამი ცალი ვაზნის მსგავსი საგანი, ორი ცალი მწვანე ფერის შალითა, ერთი ცალი ვერცხლისფერი ექვსკუთხა რკინის საგანი, ყავისფერი ტყავის ქამარი მასში მოთავსებული 24 ცალი ვაზნით, ამოღებული ნივთები დაილუქა კანონშესაბამისი წესით. ამოღებული საგნებიდან, ერთ-ერთი თოფი, გ----------------–ის ჩვენებით არის დანაშაულის იარაღი.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის განაჩენის მსჯელობას - დ--------------–---–ი შეუიარაღებელი რომ იყო, მოწმეთა ჩვენებების და შემთხვევის ადგილის დათვალიერების გარდა, დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ დანაშაულის ჩადენიდან მცირე დროში პოლიცია უკვე მობილიზებული იყო შემთხვევის ადგილზე, ოპერატიულად მოხდა შემთხვევის ადგილის დაცვა დანაშაულის იარაღის და საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების აღმოჩენის მიზნით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ცეცხლსასროლი იარაღი აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა. ასევე, „მ--–-------–--–---–ის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან“ ამოღებულ იქნა დ--------------–---–ის პირადი ნივთები და ტანსაცმელი, რომელთა შორის არ აღმოჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი. მოწმე გ---------------–---–ის ჩვენების თანახმად, ის იმდენად ახლოს მივიდა მიწაზე სისხლის გუბეში მწოლიარე მამაკაცთან, რომ ფეხზე ჭრილობაც კი შენიშნა, თუმცა მას დაჭრილ ადამიანთან იარაღი არ შეუმჩნევია. იგივე ინფორმაცია დასტურდება მოწმეების: ნ----------–-–---–ის და გ-------–----ას გამოკითხვის ოქმებით.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზი ცხადყოფს, რომ გ----------------–ის არგუმენტი, შემთხვევის მომენტში აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ყოფნასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა. სასამართლოს მიერ დადასტურებულად მიჩნეული ფაქტი, რომ დ--------------–---–ი არ იყო შეიარაღებული, საფუძველს აცლის გ----------------–ის ვერსიას, რომ ამ უკანასკნელმა მანქანიდან ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და გადატენა.
პალატის აზრით, ასევე არადამაჯერებელია გ----------------–ის მსჯელობა მისი მხრიდან დ--------------–---–ისათვის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების განზრახვის არარსებობის შესახებ. ამ მიმართებით, პალატა მოიხმობს უზენაესი სასამართლოს განმარტებას და მიუთითებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, N 527აპ-17).
მოცემულ შემთხვევაში, გ----------------–ის მხრიდან მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენის განზრახვაზე მიუთითებს დაზარალებულის უფლებამონაცვლე, რომელიც განმარტავს, რომ გ----------------–ი შემთხვევამდე ერთი კვირის განმავლობაში მობილური ტელეფონით უკავშირდებოდა ნ--------------–---–ს და ძმის მოკვლით იმუქრებოდა, ასევე ურეკავდა მ--------–-–--–--–ს და კითხულობდა დ--------------–---–ს. იგივე ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა მოწმე ნ--------------–---–მა, რომელმაც მიუთითა, რომ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო დ--------------–---–მა სახეში ხელი გაარტყა მას, რის თაობაზეც შეიტყო გ----------------–მა, რომელიც მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ინტენსიურად უკავშირდებოდა ტელეფონით ნ--------------–---–ს და იმუქრებოდა დ--------------–---–ის სიცოცხლის მოსპობით, ასევე ეუბნებოდა, რომ შერჩეული ჰქონდა შემთხვევის ადგილი, სადაც აღასრულებდა განზრახვას. ნ--------------–---–ის ჩვენებითვე დასტურდება, რომ გ----------------–ი არის გამოცდილი მონადირე, ხშირად ნადირობდა და საკუთრებაში ჰქონდა სანადირო თოფი.
გ----------------–ის განზრახვაზე ასევე მიუთითებს გარდაცვლილის სხეულზე არსებული ჭრილობების სიმძიმე, ლოკალიზაცია და გასროლის ტრაექტორია, კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის მიხედვით, დ--------------–---–ის სიკვდილის უშუალო მიზეზია მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა განვითარებული ორივე ბარძაყის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად მარცხენა ბარძაყის არტერიის დაზიანებით. გვამის გამოკვლევის მონაცემების მხედველობაში მიღებით, სიკვდილის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ დროს - 13.04.2018წ. 04:00 სთ. დ--------------–---–ს გვამზე აღენიშნებოდა დაზიანებები (ჭრილობა პირობითად №1-№1ა და №2-№2ა) გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობების სახით: მარცხენა ბარძაყის მიდამოში მარცხენა ბარძაყის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობით და მარცხენა ბარძაყის არტერიის დაზიანებით (ჭრილობები #1-#1ა) და მარჯვენა ბარძაყის მიდამოში მარჯვენა ბარძაყის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობებით (ჭრილობები პირობითად #2-#2ა); აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის /ჭურვების/ გამჭოლი მოქმედებით და ცოცხალ პირთა სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, რის შედეგადაც დადგა სიკვდილის ფაქტი. მარცხენა ბარძაყის მიდამოში არსებული გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობის /ჭრილობები პირობითად #1-#1ა/ არხი მიემართება მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ /აზიანებს მარცხენა ბარძაყის ძვალს, მარცხენა ბარძაყის არტერიას/. მარჯვენა ბარძაყის მიდამოში არსებული გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობის /ჭრილობები პირობითად #2-#2ა/ არხი მიემართება მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ აზიანებს მარჯვენა ბარძაყის ძვალს. კანის პრეპარატის გამოკვლევის მონაცემებით, სროლა ნაწარმოები უნდა იყოს არა ახლო მანძილიდან. სროლის თანმხლები ფაქტორების (ალი, გაზები, ჭვარტლი და დენთის ნაწილაკები) ზონის მოქმედების გარეთ, თუ დაზიანების მიყენების მომენტში კანის ზედაპირი წარმოადგენდა პირველ - გარეთა შრეს და არ იყო დაფარული ტანსაცმლით. დ--------------–---–ის გვამზე არსებული დაზიანებანი ნაჭდევის სახით მარცხენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე ირგვლივ სისხლნაჟღენთით და ნაჭდევის სახით მარჯვენა ბარძაყის შ/3-ში განვითარებული არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის /საგნების/ მოქმედებით და ცოცხალ პირთა სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას, ცალ-ცალკე და ერთად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხის ნიშნებს და დამდგარ სიკვდილის ფაქტთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან. ზემოაღწერილი ყველა დაზიანება სიცოცხლისდროინდელია და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს - 2018 წლის 12 აპრილს.
აღნიშნული დასკვნის გათვალისწინებით, ასევე, იმის მხედველობაში მიღებით, რომ გ----------------–ი გამოცდილი მონადირეა, სასამართლოს აქვს საფუძველი დაასკვნას - დ--------------–---–ისათვის ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვის არარსებობის შემთხვევაში, მას შეეძლო ისეთი გასროლა მოეხდინა, რაც თავიდან ააცილებდა მძიმე დაზიანებას და საბოლოოდ, ლეტალურ შედეგს. ამასთან, მსჯავრდებულის დასკვნით სიტყვაში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ მან ერთი გასროლა აწარმოა ჰაერში, მეორე მიწაზე, ტყვიას ჰქონდა განათება, თითქოს ,,რეკაშეტით’’ მოხვდა, სრულიად გამორიცხავს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად სროლის მიმართულება იყო ზემოდან ქვემოთ. შესაბამისად პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას გ----------------–ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა ამ ნაწილშიც ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას გ----------------–ის შემთხვევის შემდგომ ქცევასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ მის მიერ დაჭრილი პირის სისხლის გუბეში მიტოვება და შემთხვევის ადგილიდან გაქცევა, ასევე, იარაღების შესანახად მიბარება ვ-----------------–---–ისათვის და საზღვრის გადაკვეთის მცდელობა, არ შეიძლება შეფასდეს დანაშაულის ჩადენის შემდგომ ისეთ ქცევად, რაც სასჯელის შემსუბუქების საფუძველს შექმნიდა.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები კი დადასტურებულია თავად მსჯავრდებულის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ შეეშინდა და ამიტომ მიატოვა დაჭრილი დ--------------–---–ი, თანნაქონი იარაღები - 2 თოფი გადამალა ნათესავის ვ-----------------–---–ის სახლში. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთის დროს იგი დააკავა პოლიციამ. მოწმე ვ-----------------–---–ის უდავოდ მიჩნეული ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 12 აპრილს, გვიან ღამით, მასთან მივიდა გ----------------–ი, რომელიც იყო აღელვებულ მდგომარეობაში და შესანახად გადასცა ორი თოფი ვაზნებით. მეორე დილით, მისი სახლიდან პოლიციელებმა ამოიღეს გ----------------–ის მიერ დატოვებული ორი თოფი, ვაზნებთან და თანმხლებ ნივთებთან ერთად, რაც თავის მხრივ დადასტურებულია ამოღების ოქმით. ხოლო მოწმე დ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 13 აპრილს, ღამის დაახლოებით 01 საათზე, დ--------------–---–ის მძიმედ დაჭრის შემდეგ, დ--------------–---–მა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ----------------–ი, ამ უკანასკნელის თხოვნით, მანქანით მიიყვანა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, იგი დაკავებულ იქნა 2018 წლის 13 აპრილს, 03:25 საათზე წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ გ----------------–ის მიერ ჩადენილი ქმედების, დამდგარი შედეგის და მსჯავრდებულის შემდგომი ქცევის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ----------------–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ----------------–ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, სწორად არის შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველი და ის უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ----------------–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ----------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111;117-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სსკ-ის 531-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
გ----------------–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას საკუთრებაში არსებული დანაშაულის იარაღი - თოფი REMINGTON-783-ის მოდელის (ლულის ტიპი 308 win), ახლო ხედვის სამიზნე, სავაზნე კოლოფი, 2 ცალი ვაზნა და ცალკე 9 ვაზნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 აპრილის განჩინებით გ----------------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
მსჯავრდებულ გ----------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 13 აპრილიდან.
ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტო მასალა, ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, დ--------------–---–ის ხელი კვლების ნიმუში, ჩაწერილი ლაზერულ დისკზე, დ--------------–---–ის რენტგენო-ფირები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 2 ცალი მასრა და თუნუქის ერთი ცალი ქილა, დ----------–---–ის გვამიდან ექსპერტის მიერ აღებული უცხო სხეულები, თმებისა და ფრჩხილების ნიმუშები და გვამიდან აღებული ანაწმენდები, სისხლის ნიმუში, ბრალდებულ გ----------------–ისგან აღებული ხელის კვლების ნიმუში, ნერწყვისა და ანაწმენდების ნიმუშები, შემთხევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი - განადგურდეს.
ნ--------------–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული სანადირო თოფი IZH-12 მოდელის, ჩასადებთან ერთად - დაუბრუნდეს მესაკუთრეს გ----------------–---–ს.
ვ-----------------–---–ისგან ამოღებული - ნაჭრის კომიფრირებული შალითა, შავი ფერის პლასტმასის ბუდე, შავი ფერის თოფი ARMSAN-PHENOMA-ს მოდელის (დაშლილ მდგომარეობაში), სამი ცალი ვაზნა, ორი ცალი მწვანე ფერის შალითა, ერთი ცალი ვერცხლისფერი 6 კუთხა ლითონის საგანი, ყავისფერი ტყავის ქამარი, 24 ცალი ვაზნა, გ----------------–ისგან ამოღებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთა, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათით, ფულადი თანხა 300 (სამასი) აშშ დოლარი და 2 ლარი და 80 თეთრი, საქართველოს პასპორტი, მართვის მოწმობა, პირადობის მოწმობა, ორი ცალი იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, იარაღის რეგისტრაციის ყუა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ გ----------------–ის ნდობითაღჭურვილ პირს.
დ--------------–---–ის ყავისფერი ტყავის საფულე მასში მოთავსებული ნივთებით, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათით, დ--------------–---–ის ტანისამოსი - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე