განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2019
საქმის ნომერი
190100118002454535
ინსტანცია
თარიღი
12.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002454535

საქმე №1/ბ-208-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ა-----------–---–ის,ადვოკატების - მ------------–-–---–ის, ქ------------------ის,მსჯავრდებულების - ლ----------–---–ის, ლ-–----------ს მონაწილეობით,მსჯავრდებულ ლ----------–---–ის ადვოკატ ვ-----------–-----ს და მსჯავრდებულ ლ-–----------ს ადვოკატ ქ------------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ლ----------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------ს, პირადი ნომერი 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით;

 

ლ-–----------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------ს, პირადი ნომერი 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------–----–--------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების თანახმად:

 

ლ----------–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით;

 

ლ-–----------ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით;

 

ლ----------–---–ს და ლ-–----------ს ასევე, ბრალი დაედოთ მასზედ, რომ მათ ჩაიდინეს ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

მათ მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 მარტის განაჩენით, ლ-–---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, მესამე ნაწილის „ა“ და მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შპს „კონაპუსის“ და შპს „თიელთის“ ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 06 (ექვსი) წელი.

 

2018 წლის 10 აპრილს, დაახლოებით 09:00 საათზე, ლ----------–---–ი და ქურდობისათვის ნასამართლევი ლ-–---------- წინასწარ შეთანხმდნენ, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ ს-------------------ის კუთვნილ ფულად თანხას, რა მიზნითაც მათ ს-----------------------–--–------–------------–---------------------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, სადაც მაგიდაზე დადებული ფიცრის ქვეშ მოთავსებული თანხის აშკარა დაუფლებისას, ლ-–----------მ მუშტები და ლითონის ჯოხი, ხოლო ლ----------–---–მა მუშტები რამდენჯერმე დაარტყა თავსა და სხეულზე ს-------------------ეს, რომელმაც ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი. ს-------------------ის ცემისას ლ-–----------მ მაგიდიდან აშკარად აიღო ფულადი თანხა 360 ლარი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ლ----------–---–თან ერთად, რითაც ს-------------------ეს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2018 წლის 10 აპრილს, დაახლოებით 06:00 საათზე, ქალაქ რ-------–----–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ლ-–----------მ, შელაპარაკებისას, ს-------------------ეს მუშტი ორჯერ დაარტყა თავში და გაშლილი ხელი გაარტყა სახეში, რითაც ს-------------------ემ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 10 აპრილს, დაახლოებით 06:00 საათზე, ქალაქ რ-------–----–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ლ----------–---–მა, შელაპარაკებისას, ს-------------------ეს გაშლილი ხელი ორჯერ გაარტყა სახეში, რითაც ს-------------------ემ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენით:

 

ლ----------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ლ----------–---–ს დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 აპრილიდან.

 

ლ-–---------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლ-–---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 02 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - (თ/ა 6 წლის ვადით) და საბოლოოდ, ლ-–----------ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ლ-–----------ს დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 აპრილიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

ლ----------–---–მა ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის.

 

ლ-–----------მ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ლ----------–---–ის ადვოკატმა ვ-----------–-----მ და მსჯავრდებულ ლ-–----------ს ადვოკატმა ქ------------------ემ. დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად მსჯავრდებულების ლ----------–---–ის და ლ-–----------ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

მსჯავრდებულ ლ----------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი არის უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელი. იგი ეფუძნება მხოლოდ ერთ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებას - დაზარალებულ ს-------------------ის ჩვენებას, რომელიც ორჯერ იქნა გამოკითხული გამოძიების ეტაპზე, მომხდარის შესახებ უამბო მის მკურნალ ექიმს საავადმყოფოში, რაც ასახულია მის სამედიცინო დოკუმენტაციაში, ასევე დაკითხული იქნა სასამართლოში და ყველა მისი ჩვენება არის ურთიერთგამომრიცხავი. ბრალდებულების გაცნობის, მათთან ერთად ალკოჰოლური სასმელის მიღების, ფიზიკური დაპირისპირების, მის ბინაში ლ----------–---–სა და ლ-–----------სთან ერთად ასვლის და მისთვის ფულის წართმევის, ასევე მის მიერ სამედიცინო დაწესებულების დატოვების მიზეზებთან დაკავშირებით დაზარალებული სხვადასხვა დროს აფიქსირებს სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებს. ამასთან, იგი 2018 წლის 10 აპრილს მიცემულ ჩვენებაში საერთოდ არ ასახელებს ლ----------–---–ს ძარცვის თანამონაწილედ და ძარცვის ნაწილში მხოლოდ ლ-–----------ს ბრალეულობაზე მიუთითებს. ორი დღის შემდეგ მიცემულ ჩვენებაში კი აღნიშნავს, რომ თითქოს ლ-–---------- და ლ----------–---–ი საუბრობდნენ მის ბინაში არსებული ფულის დაუფლებაზე. დამცველის განმარტებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ს-------------------ემ ვერ ახსნა, თუ რატომ არის წინააღმდეგობები მის ჩვენებებში. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ს-------------------ის ქცევა იყო არადამაჯერებელი, არაადეკვატური. მას უჭირდა მოვლენების ზუსტად გადმოცემა და აზრის სრულყოფილად ჩამოყალიბება. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით აშკარაა, რომ ს-------------------ე არის არასანდო მოწმე და სასამართლოს მისი ჩვენება არ უნდა გაეზიარებინა.

 

დაცვის მხარე საჩივარში ასევე უთითებს, რომ დაუდგენელია იმ თანხის ოდენობა, რის დაუფლებასაც ბრალდების მხარე ედავება ლ----------–---–ს და ლ-–----------ს. დაზარალაბულმა ჯერ 1000 ლარის წართმევის შესახებ შეატყობინა პოლიციას, ხოლო შემდეგ - 360 ლარის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ როგორც დაზარალებული აცხადებს, თანხის აღება მოხდა ლ-–----------ს მიერ მაგიდის ქვეშ არსებული ადგილიდან. მან სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ თითქოს ლ-–----------მ მაგიდას ქვემოდან ამოსდო ხელი და ისე ასწია იგი, თუმცა მაგიდის ქვემოთა ნაწილიდან ლ-–----------ს ხელის ანაბეჭდები აღმოჩენილი არ არის. მხოლოდ მაგიდის ზედაპირზე ხელის გულის დადებით მაგიდის აწევა და მასში დამალული რაიმე საგნის ამოღება კი შეუძლებელი იქნებოდა.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, დამცველი აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჩატარდა არასრულყოფილად და სერიოზული დარღვევებით. კერძოდ, გაურკევევლია კონკრეტულად თუ რამდენი გრამი სისხლი იქნა აღებული ს-------------------ისგან - 4.5 მლ, როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული, თუ 5 მლ, როგორც ამას ნიმუშის ამღები პირი უთითებს. ასევე, სისხლის ნიმუშის ლუქზე დატანილია მხოლოდ ორი პირის ხელმოწერა, მაშინ როდესაც მასში მონაწილეობდა სამი პირი. ასევე, გაურკვეველია თუ როგორ განახორციელა გამომძიებელმა ერთი და იგივე დროს ლ----------–---–ის გამოკითხვა და ს-------------------ისთვის სისხლის აღება; გარდა ამისა, არ მომხდარა იმ პირების მოძიება, რომლებმაც დაზარალებულთან და მსჯავრდებულებთან ერთად მიიღეს ალკოჰოლური სასმელი; ს-------------------ეს არ ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა ხერხემალის ან სხვა დაზიანებების დადგენის მიზნით.

 

მსჯავრდებულ ლ-–----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ასევე მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ს-------------------ის მიერ მიცემული ჩვენება არ არის სანდო და არ უნდა მოხდეს მისი უპირობო გაზიარება. ადვოკატი დამატებით უთითებს, რომ ლ-–----------ს მიერ ს-------------------ის ძარცვას კიდევაც რომ ჰქონოდა ადგილი, ქმედება მაინც არ შეიძლებოდა დაკვალიფიცირებულიყო როგორც ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რადგან იმისათვის, რომ პირები წინასწარ შეთანხმდნენ თანხის აშკარად დაუფლებაზე, სულ ცოტა, უნდა იცოდნენ, რომ ეს თანხა ნამდვილად არსებობს კონკრეტულ ადგილზე. ლ----------–---–ისა და ლ-–----------ს მიერ კი მსგავსი ინფორმაციის ფლობა არ დასტურდება. ამასთან, აპელანტი სადავოდ ხდის დაზარალებულის ძმის - ლ------------------ის ჩვენებასაც და უთითებს, რომ გამოკითხვის დროს ლ------------------ეს არ უნდა ცოდნოდა ძარცვის ფაქტთან დაკავშირებული დეტალები, ვინაიდან, როგორც თავად აცხადებს, გამოკითხვამდე ძმებს ერთმანეთი არ უნახავთ. თუმცა გამოკითხვამდე ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ლ------------------ე დეტალურად ყვება თუ რა მოხდა მის ძმასა და მსჯავრდებულებს შორის. ადვოკატის განმარტებით, სწორედ ამიტომ არ შეიძლება იყოს მისი ჩვენების ის ნაწილი სანდო, სადაც იგი განმარტავს, რომ დილით სახლიდან გამოსვლამდე თითქოს მაგიდის ქვეშ დატოვა 360 ლარი.

 

დაცვის მხარე ასევე ყურადღებას ამახვილებს ს-------------------ის სხეულზე მიყენებულ დაზიანებებზეც და განმარტავს, რომ ექსპერტ ბ-------------–--ის დასკვნითა და მისი ჩვენებით, ს-------------------ეს სახეზე დაზიანება შესაძლებელია მიეღო არა მარტო ცემის შედეგად, არამედ სხვა რაიმე ბლაგვი საგნით, ვინმეს ჩარევის გარეშეც. ამდენად ის, რომ დაზარალებულის მეზობელმა მ--–-----------–---–მა იფიქრა, თითქოს ს-------------------ე იყო ნაცემი, უპირობოდ არ ადასტურებს ლ-–----------სა და ლ----------–---–ის მიერ მის ცემას. ამ ფაქტს არ ადასტურებს არც ლ------------------ის ჩვენება.

 

აღნიშნულისა და საჩივრებში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულთა მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება.

 

ბრალდების მხარემ მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ რიგში პალატა წარმოაჩენს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც წარდგენილი და გამოკვლეული იქნა პირველი ინსტანციის სასართლო სხდომაზე, შემდეგ კი დეტალურად შეაფასებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, მიმოიხილავს თითოეულ მათგანს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და იმსჯელებს, თუ რატომ იზიარებს, ან არ იზიარებს მხარეთა არგუმენტებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ს-------------------ემ განაცხადა, რომ ძმასთან, ლ------------------ესთან ერთად მუშაობს სარემონტო სამუშაოებზე და დროებით ცხოვრობენ ქ----------–--------–-–-----------–ს, დილის საათებში ცოტა იმუშავა, საღამოს კი ქ.რუსთავში, ე.წ. „სტამბულის“ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ბარში დალია ალკოჰოლური სასმელი. როცა ბარიდან გამოვიდა, გაიცნო სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი პირები - ლ----------–-–ა. მათთან ერთად იყვნენ სხვა პირებიც, დაახლოებით 6-7 ადამიანი. ახლადგაცნობილი ბიჭები დაპატიჟა ალკოჰოლურ სასმელზე. მაღაზიაში შეიძინა სხვადასხვა პროდუქტი და სასმელი, თუმცა საკმარისი თანხა არ ჰქონდა და ლ-–-- სთხოვა სახლში გაყოლოდა ფულის ასაღებად. დაახლოებით ღამის პირველი ან ორი საათი იყო, როდესაც სახლში მივიდნენ, ამ დროს მის ძ-------–----ს ეძინა. ლ-–-- ქუჩაში დატოვება მოერიდა და სახლში აიყვანა. მაგიდის ქვედა მხარეს ასრებული შესანახი ადგილიდან აიღო ფული, რაც ლ-–--აც დაინახა, შემდეგ კი დაბრუნდნენ ბიჭებთან უბანში - ლ------ის ქუჩაზე, სადაც მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს. გარკვეული დროის შემდეგ, ლ-–-- კითხა ვიღაც პიროვნებაზე იცნობდა თუ არა, თან ტელეფონზე ალაპარაკებდნენ მას და როდესაც უთხრა, რომ არ იცნობდა, ლ-–-- და ლ----მ დაუწყეს ცემა, ასევე აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამ დროს მათთან მყოფი პირებიდან ვიღაცეები ამბობდნენ თავი დაანებეთ, ცოდოაო. ჩხუბის შემდეგ აღარ სვავდნენ, თუმცა მაინც ისევ ერთად იყვნენ, ეუბნებოდნენ - ჯერ იყავიო. როდესაც წასვლა დააპირა, ლ----მ და ლ-–-- უთხრეს გაგაცილებთო; ახსოვს, რომ ისინი ჩუმად საუბრობდნენ - ფული აქვსო და ეკითხებოდნენ - სახლში ვინმე თუ იყო, რაზეც უპასუხა, რომ ძმასთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ შეიძლება ის უკვე წასული ყოფილიყო სახლიდან. ლ----მ და ლ-–-- იგი ხელკავით აიყვანეს სახლში. ბინის კარი თავად გააღო, შიგნით შესვლისთანავე ლ-–- წავიდა გასაშლელი მაგიდისაკენ, აწია და იქ არსებული ფული აიღო. მან (ს-------------------ემ) კითხა თუ რას აკეთებდა, ასევე ხელში აიღო ჩაქუჩი და უთხრა, რომ ფული დაედო, რა დროსაც ლ-–-- სახეში დაარტყა; შემდეგ უკან მდგომმა მეორე პიროვნებამაც დაარტყა. ორივენი ურტყავდნენ მუშტებს, ლ-–-- ზურგში რკინაც ჩაარტყა. ლ---- პირზე ხელსაც აფარებდა და შესაძლებლობას არ აძლევდა ეყვირა. ამ დაპირისპირების დროს ლ----ს დაუვარდა ე.წ. „კეპი“. მათ ფული წაიღეს და გაიქცნენ. წასვლის შემდეგ, მეზობელს სთხოვა დახმარება და ამ უკანასკნელმა გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა იქ დარჩენა არ უნდოდა და წამოვიდა. ამის შემდეგ სამართალდამცავებმა წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც რამდენჯერმე გამოუძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ამ დროს მისმა ძმამ მიუტანა გამოსაცვლელი ტანსაცმელი, როგორც ახსოვს - გამოკითხვამდე, თუმცა როდის გამოიცვალა, არ ახსოვს. გამოძიების ეტაპზე ორივე გამოკითხვის დროს თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, აწუხებდა ტკივილები, ამიტომ რაღაცეები შეიძლება არეულად ილაპარაკა ან გარკვეული დეტალები გამორჩენოდა. ჩვენების მიცემის დროს გამომძიებელი წერდა იმას, რასაც ეუბნებოდა. არავინს უკარნახია რა უნდა ეთქვა. დაზარალებულმა დაადასტურა სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობასც. მისი განმარტებით, ბრალდებულებმა მისი სახლიდან წაიღეს 360 ლარი. სხვადასხვა ოდენობის თანხა გამოძიების ეტაპზე კი იმიტომ აქვს მითითებული, რომ როგორც ახსოვდა, უფრო მეტი თანხა ჰქონდა, თუმცა ძარცვამდე, მის ძმას, ვიდრე გავიდოდა სახლიდან, დათვლილი ჰქონდა ფული და ზუსტად იცოდა, რომ იმ დროისთვის მაგიდის შესანახ ადგილას 360 ლარი იყო დარჩენილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--–-----------–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ----------–---------------------ში დაზარალებულ ს-------------------ის მეზობლად. შემთხვევის დღეს დილის საათებში მას კარზე დაუკაკუნა ს-----მ და სთხოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება. ს-----ს სახე ჰქონდა სისხლიანი და ეტყობოდა, რომ ნაცემი იყო. ს-----ს არ უთქვამს რა მოხდა და არც თვითონ უკითხავს, მხოლოდ სასწრაფოს გამოძახება და ძმასთან დარეკვა სთხოვა. ამის შემდეგ კი ს----- დაბლა ჩავიდა. 112-ში დარეკვის შემდეგ მოწმეც გაჰყვა მას ეზოში და დაინახა, რომ მეზობლები დაზარალებულს წყალს ასხამდნენ. ვიდრე ს-------------------ე კარზე დაუკაკუნებდა, მანამდე მისი სახლიდან არანაირი ხმაური არ გაუგია. ---

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ------------------ემ განაცხადა, რომ დაზარალებული ს-------------------ეს არის მისი ძმა. ისინი ასრულებენ სარემონტო სამუშაოებს და დროებით ერთად ცხოვრობენ ქ----------–--------–-–-----------–ს დილით გავიდნენ ე.წ. სამუშაო „ბირჟაზე“ და შემდეგ ძმა აღარ უნახავს. საღამოს საათებში ტელეფონით დაუკავშირდა მას, რა დროსაც ს-----მ უთხრა, მალე მოვალო, თუმცა სახლში მოვიდა გვიან ღამით, მაგიდის ქვემოდან აიღო ფული და ისევ წავიდა. ს-----ს უთხრა - სად მიდიხარ, გეყოფა დალევაო, რაზეც ძმამ უპასუხა, რომ მალე დაბრუნდებოდა. დილით როცა გაიღვიძა, პირველ რიგში ფული შეამოწმა, თუ რამდენი ჰქონდა ს-----ს წაღებული და დაითვალა 360 ლარი (2 ცალი 100 ლარიანი და 8 ცალი 20 ლარიანი კუპიურები). აღნიშნული თანხა კვლავ მაგიდის ქვეშ დადო და სახლიდან ისე გავიდა, რომ ძმისთვის არ დაურეკავს. შემდეგ დაურეკა მეზობელმა მალხაზიმ და უთხრა, რომ მისი ძმა ცუდად იყო და სასწრაფო სამედიცინო დახმარება ყავდა გამოძახებული. ადგილზე მისულს ს----- დახვდა ნაცემი და სისხლიანი, იგი მიწაზე იწვა, არ გამოლაპარაკებია, ვინაიდან იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში. თავად კი ავიდა სახლში, სადაც დახვდა არეულობა, ხალიჩა დასვრილი და აწეწილი იყო, მაგიდა შემობრუნებული. შეამოწმა თანხა და აღარ დახვდა ადგილზე. ხელი არაფრისთვის მოუკიდებია, არაფერი გადაუადგილებია და პოლიციის თანამშრომლებს გაყვა განყოფილებაში. სახლიდან გამოსვლის შემდეგ კარი ჩაკეტა. მოგვიანებით გამომძიებელთან ერთად კვლავ დაბრუნდა განყოფილებიდან, მივიდნენ ექსპერტებიც და მოხდა მათი საცხოვრებელი ბინის დათვალიერება. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გამომძიებლებმა ამოიღეს სხვადასხვა ნივთები, მათ შორის შავი კეპი, რომელიც არც მისი და არც მისი ძმის არ იყო. როგორც საღამოს ძმამ უამბო, ბიჭებთან ერთად იმყოფებოდა ბარში, სადაც დააკლდა ფული და სახლში მივიდა ასაღებად. სახლში მიაცილა ორმა ბიჭმა, რომლებმაც ფული რომ დაინახეს, აიღეს, მისი ძმა კი სცემეს. მოწმე ლ------------------ემ დაადასტურა მისი მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში და შესაბამისი ოქმების სისწორე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა----------–---მ განაცხადა, რომ 2018 წლის 10 აპრილს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში მიღებულ იქნა შეტყობინება, რომლის თანახმადაც ს-------------------ეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ორმა პირმა და გასტაცეს ფულადი თანხა. საქმეზე ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ამოიღო დაზარალებულის ტანსაცმელი და „კლინიკა რუსთავში“ აუღო სისხლის ნიმუში, რასაც ასევე ესწრებოდა კლინიკის ექთანი. აღებული სისხლის ნიმუში დალუქა და ლუქზე ხელი მოაწერა საპროცესო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირმა. სისხლის ნიმუშის აღებისა და ლ----------–---–ის გამოკითხვის ოქმებზე დროის ცდომილება მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და ადასტურებს, რომ ორივე საპროცესო მოქმედება მან ჩაატარა. გამოკითხვის ოქმზე, მათ შორის იმ ოქმზე, რომელიც შესრულებულია ელექტრონულ პროგრამაში, თარიღს და საათებს გამომძიებელი თავად აფიქსირებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ--------------მ განაცხადა, რომ მუშაობს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 10 აპრილს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ ს-------------------ეს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ბინიდან გასტაცეს თანხა. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება და ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის ექსპერტებისა და დაზარალებულის ძმის თანდასწრებით, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, რომელიც დაკეტილი იყო და კარი დაზარალებულის ძმამ გააღო. ასევე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა ლ-–----------, რომელსაც წინააღმდეგობა არ გაუწევია. მას სხეულზე გარკვეული სახის დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა როგორც ლ-–----------მ უთხრა, ისინი დაკავებამდე ჰქონდა მიღებული, ამიტომ სამედიცინო ექსპერტიზა მის მიმართ არ ჩატარებულა. მოწმემ დაადასტურა, რომ ბრალდებულებთან დაკავებამდე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ როდესაც იქნა მიღებული ინფორმაცია მათი ადგილსამყოფელის შესახებ, პოლიციის თანამშორმლები მივიდნენ მათთან, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და შემდეგ ისინი ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ნებაყოფლობით წაიყვანეს საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად. ამ დროს ბრალდებულებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ის გარემოება, რომ ლ-–---------- სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებს შორის არსებულ პერიოდში იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, ემსახურებოდა მხოლოდ იმ მიზანს, რომ მას სხვა საგამოძიებო მოქმედებაშიც უნდა მიეღო მონაწილეობა და პროცედურული საკითხების მოგვარებასაც ესაჭიროებოდა გარკვეული დრო. ბრალდებული საგამოძებო ორგანოში იმყოფებოდა მოწმის სტატუსით, ნებაყოფლობით და იგი ამ პერიოდში დაკავებული არ ყოლიათ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამომძიებლებმა: ბ--------------–---–-----–-------–------------------------–-–---–---------------------–------------–--–--–---–-----------------------–---–--------------------–---–--------------------------------------–-----------------------------------------–-----------------------------------------------–---–-------------------------------------------------–-–----------მ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

ლ----------–---–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნო დამნაშავედ და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ის და ლ-–---------- გვიან ღამით დაბრუნდნენ თბილისიდან რუსთავში და მივიდნენ ლ------ის ქუჩაზე მდებარე კლუბში მეგობარი გოგონების სანახავად. იქ დახვდათ ლ-–-- ძმა გ---------------ე მეგობართან ერთად. მოგვიანებით მათ მიუახლოვდათ სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ს-------------------ე. მათ გაიცნეს ერთმანეთი და ს-----ს დათანხმდნენ, რომ ერთად დაელიათ ლუდი. როდესაც სასმელი გაუთავდათ, ს-----მ ლ-–-- უთხრა გამომყევიო. ს----- და ლ-–---------- გავიდნენ და დაახლოებით 10 წუთში სასმელით ხელში დაბრუნდნენ. მოგვიანებით ს----- არაადეკვატურად იქცეოდა, ვინაიდან ძალიან ნასვამი იყო, იგი უმისამართოდ იგინებოდა და „იწევდა“ მისი ნაცნობის მიმართ, ამასთანავე ეცემოდა ძირს და იღებდა დაზიანებებს. შემდეგ ს-----ს მეგობრები, ასევე გ---------------ე და მისი მეგობარი წავიდნენ და ადგილზე დარჩნენ თავად, ლ-–---------- და ს-------------------ე. ვინაიდან ს----- იყო ცუდად, ჰქონდა დაზიანებები, მათ კითხეს წავიდოდა თუ არა სახლში მარტო, რაზეც ს-----მ თქვა - ვერ წავალო და ამიტომ გააცილეს. ლ-–-- უთხრა - სახლში მისი ძმა იმყოფება და ავიყვანოთ, მას ჩავაბაროთო. სახლში პირველი შევიდა ლ-–-, რომელსაც მიჰყვა ს----- და შემდეგ თავადაც შევიდა. შესვლისთანავე ს-----მ აიღო ჩაქუჩი და ლ-–-- ფეხში ჩაარტყა. ლ-–- წაბარბაცდა და დაეყრდნო ოთახში მდგომ მაგიდას, ხოლო როდესაც გასწორდა, გამოიქცნენ და წავიდნენ სახლებში. ლ----------–---–მა დაადასტურა, რომ გამოქცევისას ქუდი დაუვარდა ს-------------------ის ბინაში. მან მოგვიანებით პოლიციის თანამშრომლებისგან გაიგო, რომ მას და ლ-–-- ს-----სათვის 1000 ლარის წართმევაში ედებოდათ ბრალი. სამართალდამცავებმა ასევე განუმარტეს, რომ აღიარებით ჩვენებაზე უნდა მოეწერა ხელი და პირობით სასჯელს მისცემდნენ. როდესაც აღნიშნულზე უარი განაცხადა, ემუქრებოდნენ, რომ უარესი პრობლემები შეექმნებოდა. პოლიციის განყოფილებაში დაუდეს ჩვენება, რომელიც არც კი წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი, რადგან ფიქრობდა, რომ თავის უდანაშაულობას სასამართლოში დაამტკიცებდა. ლ----------–---–მა განაცხადა, რომ ქურთუკი, რომელიც სხდომაზე დათვალიერდა, მას არ ეკუთვნის და არც ნივთების დალუქვაზე მოაწერა ხელი.

 

ლ-–----------მ ასევე თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 9 აპრილს, ლ----------–---–თან ერთად იმყოფებოდა თბილისში, საიდანაც გვიან ღამით დაბრუნდა რუსთავში და მივიდნენ ბარში, ნაცნობი გოგონების სანახავად. იქვე იყო მისი ძმა თავის მეგობართან ერთად. გარკვეულის პერიოდის შემდეგ ბარში მივიდა იმ დროისთვის მათთვის უცნობი ს-------------------ე და კიდევ ორი მამაკაცი. ს-----მ გამოიჩინა კომუნიკაციის დამყარების ინიციატივა და დაიწყეს ერთმანეთთან საუბარი. შემდეგ ს-----მ სახლში გაყოლა სთხოვა, რაზეც დათანხმდა, თუმცა ბინაში არ შესულა, რადგან გვიანი იყო და ეუხერხულა. ამის შემდეგ ს-----მ იყიდა ალკოჰოლური სასმელი, ასევე სხვა პროდუქტები და ცოტა დალიეს. მოგვიანებით ს-----მ უმისამართოდ დაიწყო გინება, რის გამოც შეკამათდნენ. ს----- რამდენჯერმე დაეცა კიდეც და ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, თუმცა გააშველეს და დამშვიდნენ. ამის შემდეგ, დაახლოებით დილის 9 საათისთვის მათთან ერთად მყოფი სხვა პირები წავიდნენ და ადგილზე მასთან ერთად დარჩნენ ლ----------–---–ი და ს-------------------ე. ვინაიდან ეს უკანასკნელი თავს ცუდად გრძნობდა, კითხა - დახმარება ხომ არ უნდოდა და შესთავაზა გაცილება. ს-------------------ე დათანხმდა და ლ----სთან ერთად ს----- სახლში გააცილა. ს-----მ სახლის კარი გააღო, სადაც პირველი შევიდა თვითონ (ლ-–----------), ხოლო უკან მიყვნენ ს----- და ლ----. დააპირა ს----- დაეწვინა და გაემართა საწოლისკენ, რა დროსაც ფეხზე ტკივილი იგრძნო. შემობრუნდა და დაინახა, რომ ს----- იდგა ჩაქუჩით ხელში, იგინებოდა და დარტყმას აპირებდა, რის გამოც ლ----სთან ერთად გამოიქცა და სახლებში წავიდნენ. ლ-–----------ს განმარტებით, ვინაიდან დარტყმისას ეტკინა ფეხი, დაეყრდნო მაგიდას, რის გამოც იქნა აღმოჩენილი მისი ხელის ანაბეჭდი. გამოძიების ეტაპზე აღიარებით ჩვენებას მოაწერა ხელი იმის გამო, რომ დაემუქრნენ ძმის დაკავებით, რეალურად ჩვენება მისი დაწერილი არ არის.

 

2018 წლის 10 აპრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა 100-ის მიხედვით, ს-------------------ე კლინიკაში შევიდა თავისა და გულმკერდის წინა კედლის ზედაპირული ტრავმით. იგი იყო აგრესიული, ჯღაბნიდა დოკუმენტებს, თვითნებურად შეწყვიტა მკურნალობა და დატოვა დაწესებულება.

 

2018 წლის 10 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ქ----------–---------------------ში მდებარე ს-------------------ის დროებითი საცხოვრებელი ბინა. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულ იქნა მუქი ფერის კეპი, ლითონის წაწვეტებული ბოლოიანი ნაჭერი, ჩაქუჩი, მაგიდიდან აღებულ იქნა 4 ცალი დაქტილოფირი, წიგნების კარადის გარეთა ზედაპირიდან 2 ცალი დაქტილოფირი, ნოხიდან მოწითალო ფერის ანაწმენდები და კარადიდან მოწითალო ფერის ანაწმენდები.

 

2018 წლის 10 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, ამოღებული იქნა ს-------------------ის ტანსაცმელი, კერძოდ, ნაცრისფერი ნაქსოვი ზედატანი, რომელსაც აღენიშნება მუქი ფერის ლაქები; ლურჯი ფერის დუტის ჟილეტი ელვაშესაკრავით, რომელსაც აღენიშნება მუქი ფერის ლაქები; შავი ფერის სპორტული შარვალი წინა მარჯვენა და მარცხენა მხარეს, ასევე უკანა მარჯვენა მხარეს ჯიბეებით.

 

2018 წლის 10 აპრილის სისხლის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ქ----------–--------------------------------ზე მდებარე შპს „კ-–----------------ს“ ადმინისტრაციულ შენობაში ექთან მარიამ ბერიძის მიერ, 5 მლ-იანი საინექციო შპრიცის საშუალებით აღებულ იქნა ს-------------------ის სისხლის ნიმუში ნებაყოფლობით. აღებული 5 მლ. შპრიცი მოთავსდა გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში, შეიფუთა და დაილუქა სათანადო წესით. მასზე დაფიქსირდა ხელმოწერები. ნიმუშის აღების ოქმის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ე-----------------------მ და დამატებით განმარტა, რომ დაზარალებულისგან 5 მლ სისხლის ნიმუში აიღო, რომელიც შემდეგ დალუქა გამომძიებელმა.

 

2018 წლის 10 აპრილის პირის ამოცნობის ოქმების მიხედვით, ს-------------------ემ, ამოსაცნობ პირთა შორის ამოიცნო მისგან მარცხნიდან მარჯვნივ რიგით მესამე პიროვნება - ლ-–----------. მან ბრალდებული ამოიცნო ვიზუალურად, აღნაგობით, სახის მოყვანილობით, მუქი ფერის თმით, წარბების მოყვანილობით, ცხვირის მოყვანილობით, თვალის ფერით.

 

2018 წლის 10 აპრილის პირის ამოცნობის ოქმების მიხედვით, ს-------------------ემ, ამოსაცნობ პირთა შორის ამოიცნო მისგან მარცხნიდან მარჯვნივ რიგით მეორე პიროვნება - ლ----------–---–ი. მან ბრალდებული ამოიცნო ვიზუალურად, აღნაგობით, სახის მოყვანილობით, მუქი ფერის თმით, წარბების მოყვანილობით, ცხვირის მოყვანილობით, თვალის ფერით.

 

2018 წლის 11 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, ქ----------–-----------------ში მდებარე შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში გამომძიებელ ა----------–--ის მიერ ამოღებულ იქნა ლ----------–---–ის ქურთუკი.

 

2018 წლის 11 აპრილის ნიმუშის აღების ოქმების თანახმად, ლ----------–---–ისა და ლ-–----------საგან აღებული იქნა ხელის კვლების, თმის და ნერწყვის ნიმუშები.

 

2018 წლის 17 აპრილის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N1---/დ თანახმად: პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი N6 (ამოღებული მისაღებ ოთახში მდგარი მაგიდის ზედაპირიდან) იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული 27.06.1997 წელს დაბადებული ლ-–----------ს მარცხენა ხელის გულის ანაბეჭდის. პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი N------------------------- არ არის იდენტური დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული 01.05.1997 წელს დაბადებული ლ---- მა---------------–---–ის და 27.06.1997 წელს დაბადებული ლ-–- ნ-----–------------------ს ხელის ანაბეჭდების. პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვლების N1, N2, N3, N4, N5, N7 და N8 იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები და ანაბეჭდის ნიმუშები, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა რ------–--–-------–---–მა.

 

2018 წლის 23 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ს-------------------ე 2018 წლის 10 აპრილს მკურნალობდა სტაციონალურად, დიაგნოზით - ექსკორაცია და სისხლნაჟღენთები სახის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ექსკორაცია ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს, ხოლო სისხლნაჟღენთების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო ხანდაზმულობა ვერ დადგინდა. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ბ-------------–--ემ.

 

2018 წლის 23 ივლისის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ს-------------------ის სისხლის ნიმუში მიეკუთვნება 0 (1) ჯგუფს. პაკეტში წარწერით „მუქი ფერის ლაქის ნიმუშები 2 ც ბიოლოგიურ ჩხირზე ...“ მოთავსებული ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ 12) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ს-------------------ეს; პაკეტში წარწერით: „1 ც მუქი ფერის ქუდი“ მოთავსებულ ქუდზე არსებული ბიომასალის (ობ.N3) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ N3-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ----------–---–ს (ობ. N17); პაკეტში წარწერით „.... 1 ც ჩაქუჩი ...“ მოთავსებული ჩაქუჩის ტარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ N5-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ს-------------------ეს (ობ. N16) ხოლო მინორული წილი გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია; პაკეტში წარწერით: „....ლ----------–---–ის ტანსაცმელი....“ მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N8,9) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ს-------------------ეს (ობN16); პაკეტში წარწერით: „.... ს-------------------ის ტანსაცმელი...“, მოთავსებულ სვიტერზე, სპორტულ შარვალსა და დათბილულ ჟილეტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N10-15) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ს-------------------ეს (ობ. N16.). დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ქ-----------------–-–---–მა და დამატებით განმარტა, რომ გამოსაკვლევი ნივთები დალუქულ მდგომარეობაში წარედგინა. სისხლის ნიმუშის აღების ლუქზე რამდენი ხელმოწერაც იყო, იმდენი დააფიქსირა. ერთი იკითხებოდა, მეორე - არა. სისხლის ოდენობა შპრიცში დახლოებით 4,5 მლ იყო, ხოლო შპრიცი - 5 მლ-იანი.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს საკმაოდ მაღალი და ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საფუძველი, რათა გაზიარებული იქნეს დაცვის მხარის მოსაზრება, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება ლ----------–---–ისა და ლ-–----------ს მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი; თითქოს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მოხდა მტკიცებულებების სათანადო შეფასება და განაჩენს საფუძლად დაედო ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება - დაზარალებულის არადამაჯერებელი ჩვენება. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული მსჯელობა იქონია თითოეული მტკიცებულებით დადგენლ ფაქტობრივ გარემოებებზე. დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებში არ არსებობს არსებითი ხასიათის უზუსტობები, რაც მათ გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, აღნიშნული ჩვენებების სისწორე გამყარებულია საქმეში წარმოდგენილი არაერთი საგამოძიებო მოქმედების ოქმებით და სხვა მტკიცებულებებით, ხოლო მტკიცებულებები, რაც საკმარისი იქნებოდა ყოველივე აღნიშნულის გაუზიარებლობისთვის, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. სააპელაციო პალატა აფასებს რა დაზარალებულ ს-------------------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მიცემულ ჩვენებას, მიიჩნევს, რომ მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძვლები არ იქნა გამოვლენილი. მიუხედავად იმისა, რომ ს-------------------ე ჩვენების მიცემისას იმყოფებოდა ემოციურ მდგომარეობაში, არ იყო თანმიმდევრული, დეტალებზე ორიენტირებული და საჭირო იყო მხარეთა მიერ მისთვის კითხვის გამეორება, დაზუსტება, უნდა აღინიშნოს, რომ მას სასამართლოსათვის მიცემულ ინფორმაციაში არ დაუფიქსირებია არცერთი ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოება, კითხვის დაკონკრეტების და მისგან დეტალური ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში იგი ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით პასუხებს იძლეოდა სრულყოფილად, დამაჯერებლად და გულწრფელად. ს-------------------ემ ნათლად განმარტა, რომ მსჯავრდებულები ლ----------–---–ი და ლ-–---------- გაიცნო შემთხვევის ღამეს და დაპატიჟა ალკოჰოლურ სასმელზე. თუმცა არ აღმოაჩნდა საკმარისი თანხა, რათა ბიჭებს გამასპინძლებოდა და ლ-–----------ს სთხოვა, რომ სახლში გაყოლოდა. ამ უკანასკნელთან ერთად მართლაც წავიდა საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც მოერიდა ლ-–-- ქუჩაში დატოვება და სახლში აიყვანა. მისი განმარტებით, ოთახში არსებული გასაშლელი მაგიდის ქვედა მხარეს განთავსებული ე.წ. შესანახი ადგილიდან აიღო ფული, რაც ლ-–-- ნამდვილად დაინახა. შემდეგ ბიჭებთან დაბრუნდნენ, სადაც გაარძელეს ალკოჰოლის მიღება. ასევე ს-------------------ემ დაადასტურა, რომ იგი მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ლ----სთან და ლ-–--თან ერთად და დილის საათებში ისინი სთავაზობდნენ, რომ სახლში გააცილებდნენ. დაზარალებულმა მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ ლ-–----------ს და ლ----------–---–ს უთხრა - სახლში ძმა მყავს, მაგრამ ამ დროს შეიძლება უკვე გასული იყოსო. ამის შემდეგ იგი ლ----მ და ლ-–-- ხელკავით აიყვანეს სახლში, სადაც პირველი ლ-–---------- შევიდა და პირდაპირ გასაშლელი მაგიდისაკენ გაემართა, აწია იგი და იქ არსებული ფული აიღო. ს-------------------ემ არ უარყო დამცველის შეკითხვაზე, რომ მან ნამდვილად აიღო ხელში ჩაქუჩი და ლ-–----------ს უთხრა ფული დაედო, რაზეც ის არ დაემორჩილა და ორივემ - ლ-–----------მ და ლ----------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ თითქოს ს-------------------ემ გამოძიების ეტაპზე ორჯერ გამოკითხვისას და სასამართლოს სხდომაზე დაკითხვისას მიუთითა სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებზე. პალატის შეფასებით, იმისათვის, რათა წარმოჩინდეს - მართლაც არსებითი და მნიშვნელოვანია თუ არა დაცვის მხარის მიერ მითითებული წინააღმდეგობები და საფუძვლიანია თუ არა მისი ეჭვები მოწმის არასანდოობის თაობაზე, ობიექტურად უნდა გაანალიზდეს და შეფასდეს სადავო მომენტები. ამასთან, ბუნებრივია, რომ მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება განაჩენი, უნდა იყოს ურთიერთშესაბამისი, ისინი ძირითად და არსებით გარემოებებთან დაკავშირებით, უნდა ემთხვეოდნენ ერთმანეთს.

 

მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საფუძველი, არადამაჯერებლად იქნეს მიჩნეული ს-------------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, იმ მიზეზით, რომ მან განსხვავებულად დააფიქსირა მსჯავრდებულებისა და მათი თანმხლები პირების გაცნობის დეტალები, მათი რაოდენობა, მათთან ერთად ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ ფიზიკური დაპისირპირების მიზეზები; ასევე მისი სახლში გაცილების თაობაზე ინიციატორი მხარის ვინაობა. პალატა ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებსა და მის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას შორის გამოვლენილ უზუსტობებზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ჩვენებებში არ გამოვლენილა ისეთი არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა ს-------------------ის განცხადებაზე, მის მიმართ განხორციელებული ძარცვის ფაქტის ნამდვილობასთან დაკავშირებით. დაზარალებულმა სამივე ჩვენებაში ერთმანეთის იდენტურად განმარტა, რომ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე ლ-–---------- წაიყვანა სახლში, რომელმაც ნათლად დაინახა ის ადგილი, სადაც დაზარალებული ინახავდა ფულს. ამის შემდეგ მას სახლში გაცილების მიზნით გაყვნენ ლ-–---------- და ლ----------–---–ი და ბინაში შესვლისთანავე ლ-–---------- გაემართა მაგიდისაკენ, რომლის ქვედა ნაწილსაც ს-------------------ე იყენებდა ფულის შესანახად. ასევე, დაზარალებულმა თითოეულ ჩვენებაში განმარტა, რომ ფულის აღების შემდეგ, როგორც ლ-–----------მ, ისე ლ----------–---–მა მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და შემდეგ დატოვეს ბინა. ს----- ჩ-------------მ სასამართლოს წინაშე ახსნა მის ჩვენებებში გამოვლენილი უზუსტობები და განმარტა, რომ გამოძიების ეტაპზე ორივე გამოკითხვის დროს თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, აწუხებდა მძიმე ტკივილები, ამიტომ რაღაცეები შეიძლება არეულად ილაპარაკა, ან გარკვეული დეტალები გამორჩა, თუმცა მას არც გამომძიებლის და არც სასამართლოსთვის სიცრუე არ უთქვამს. ს-------------------ის ჩვენებებთან ერთობლიობაში პალატა აანალიზებს რა საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ-–---------- და ლ----------–---–ი სწორედ ფულადი თანხის დაუფლების მიზნით გაყვნენ სახლში დაზარალებულს და მოახერხეს კიდეც განზრახვის სისრულეში მოყვანა. საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ს-------------------ეს რაიმე სახის ინტერესი გააჩნდა მსჯავრდებულების მიმართ, რის გამოც მან იცრუა სასამართლოს წინაშე და ამოძრავებდა ლ----------–---–ისა და ლ-–----------ს უმიზეზოდ დასჯის სურვილი. მოწმის ჩვენების შეფასებისას პალატა ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ და ასევე ეროვნული კანონმდებლობით მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რის საფუძველზეც განმარტავს, რომ ს-------------------ის გულწრფელობაში, მისგან ძალადობის შედეგად ფულადი თანხის დაუფლებასთან დაკავშირებით, ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა საკამოდ დელატურად ისაუბრა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზეც და განმარტა, რომ თანხის დაუფლების შემდეგ ორივე მსჯავრდებული ურტყამდა მუშტებს. ასევე, მისი ცემა გააგრძლეს მას შემდეგაც, რაც ძირს წაიქცა, ლ-–-- ზურგში რკინის დეტალი ჩაარტყა, ლ---- კი პირზე ხელს აფარებდა და არ აძლევდნენ შესაძლებლობას, რომ ეყვირა. მხოლოდ ის გარემოება, რომ დაზარალებულს არ ახსოვს ვინ რამდენჯერ და რა თანმიმდევრობით დაარტყა, ხოლო მისი ბინაში არსებული ვითარებით გამოწვეული ხმაური (თუკი ნამდვილად იყო აღსაქმელი) არ გახდა ცნობილი გარშემომყოფებისათვის, ვერ გახდება ს-------------------ის ჩვენების არადამაჯერებლად მიჩნევის საფუძველი. დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტი გამყარებულია როგორც მოწმეების - მ--–-----------–---–ის და ლ------------------ის ჩვენებებით, რომლებმაც შემთხვევიდან ძალიან მალე ნახეს ნაცემ მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100-ით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. აღნიშნული მასალების თანახმად, ს-------------------ეს სახის მიდამოში აღენიშნებოდა ექსკორაცია და სისხლნაჟღენთები, რაც მიყენებული იყო რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს. ექსპერტმა ბ-------------–--ემ, რათქმაუნდა, არ გამორიცხა აღნიშნული დაზიანებების მიყენება რაიმე საგნის ზემოქმედების შედეგად, სხვა პირის ჩარევის გარეშე, თუმცა აღნიშნული უპირობოდ არ წარმოადგენს ს-------------------ის ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძლველს, რომელიც განმარტავს, რომ მას მსჯავრდებულებმა დაარტყეს სახეში როგორც გაშილი ხელი, ასევე მუშტები. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ს-------------------ის ჩვენება არის სარწმუნო და დამაჯერებელი, ასევე მის მიერ აღწერილი სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაშია მოწმეების - ლ------------------ის და მ--–-----------–---–ის ჩვენებებთან და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით არ გამოვლინდა ისეთი გარემოება, რაც დაზარალებულის ჩვენებას ეჭვქვეშ დააყენებდა, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებმა თანხის დაუფლების დროს ს-------------------ის მიმართ განახორციელეს ძალადობა, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის.

 

დაზარალებული ს-------------------ე დამაჯერებელი სიზუსტით უთითებდა იმ გარემოებაზეც, რომ მსჯავრდებულები მისი ბინიდან დაეუფლნენ 360 ლარს. მან არ უარყო, რომ თავდაპირველად თანხის ოდენობასთან დაკავშირებით დააფიქსირა განსხვავებული ინფორმაცია, იმის გამო, რომ ზოგადად ჰქონდა გაცილებით მეტი თანხა, 500 ლარი ბანკიდან ჰქონდა გამოტანილი, ასევე სხვა თანხაც ჰქონდა სახლში და ზუსტად არ ახსოვდა, რამდენი იყო. თუმცა, როგორც მოგვიანებით დარწმუნდა და ასევე როგორც მისმა ძმამ განუმარტა, მის გაძარცვამდე ბინაში, მაგიდის ქვემოთ არსებულ შესანახ ადგილას იყო ზუსტად 360 ლარი. გასათვალისწინებელია ის გარმეოებაც, რომ დაზარალებულმა გამოძების ეტაპზე გამოკითხვისას პირველივე შემთხვევაში მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობად დააფიქსირა სწორედ 360 ლარი. აღნიშნულ ნაწილში დაზარალებულის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია მისი ძმის ლ------------------ის ჩვენებასთან, რომელის განმარტებითაც, მისთვის ცნობილი იყო, რომ ს-------------------ე მთელი ღამის განმავლობაში სვავდა ალკოჰოლურ სასმელს და იგი გვიან ღამით ფულის ასაღებად იმყოფებოდა სახლში. სწორედ იმის გამო, რომ დაინტერესდა, თუ რა თანხა წაიღო ს-----მ სახლიდან, შემთხვევის დღეს, გაღვიძებისთანავე შეამოწმა ფული და დაითვალა 360 ლარი. მოწმემ დეტალურად მიუთითა კუპიურებიც, რაც ნახა თანხის შესანახ ადგილას და განმარტა, რომ აღნიშნული თანხა კვლავ მაგიდის ქვეშ დადო, რის შემდეგაც გავიდა სახლიდან. იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული თანხა წარმოადგენდა დაზარალებულისა და მისი ძმის საერთო კუთვნილებას, როგორც ისინი განმარტავენ, ხოლო ს-------------------ემ იმ ღამეს აღნიშნული თანხის ნაწილი წაიღო სახლიდან, სრულიად ლოგიკურია ლ------------------ის ქმედება, რომ იგი დაინტერესდა სახლში არსებული დანაზოგის ოდენობით და დაითვალა ფული.

 

მოწმე ლ------------------ის ჩვენებას დაცვის მხარე საეჭვოდ მიიჩნევს იმის გამო, რომ თითქოს მას ძმასთან, ს-------------------ესთან კომუნიკაცია ქონდა მხოლოდ 2018 წლის 10 აპრილის საღამოს - მას შემდეგ, რაც გამოიკითხნენ და დატოვეს პოლიციის განყოფილება. ამ დრომდე კი მისთვის ძმას არ მოუყოლია, თუ რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა ლ------------------ე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში დეტალურად აღწერს თუ რა დანაშაულებრივ ქმედებას ქოდნა ადგილი და უთითებს რკინის ნაჭერზე, რაც თითქოს დამნაშავეებმა ჩაარტყეს მის ძმას. სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის აღნიშნულ მსჯელობას და კატეგორიულ შეფასებას, რომ თითქოს ძმებს - ლ------------------ეს და ს-------------------ეს 10 აპრილის საღამომდე ერთმანეთთან არ ქონიათ კომუნიკაცია და ლ------------------ემ არ იცოდა მომხდარის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანის განმარტებით და საქმის მასალების თანახმადაც, შემთხვევის დღეს ს-------------------ე საავადმყოფოში გადყვანილი იქნა დილის საათებში, სადაც დაზარალებული დიდხანს არ გაჩერდა და იგი სამართალდამცავებმა წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. თავის მხრივ, ლ------------------ემ მიუთითა, რომ იგი ამ დღეს პოლიციის განყოფილებაში მივიდა ორჯერ. პირველად მას შემდეგ, რაც შეამოწმა სახლში არსებული ვითარება, თუმცა ხელი არაფრისთვის მოუკიდებია, კარი ჩაკეტა და ისე წავიდა პოლიციაში; ხოლო მეორედ - შემთხვევის ადგილის დათვლიერების შემდეგ სამართალდამცავებს კვლავ გაყვა პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მისაცემად. მოწმე ლ------------------ეს თავის ჩვენებებში არ უარყვია ის ფაქტი, რომ ვიდრე პოლიციის განყოფილებიდან შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად სახლში დაბრუნდებოდა, პოლიციის განყოფილებაში ძმასთან კომუნიკაცია არ ჰქონია და მისთვის საერთოდ არ იყო ცნობილი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული გარემოებები. მით უფრო, რომ ს-------------------ის განმარტებით, გამოკითხვამდე პოლიციის განყოფილებაში მას ლ------------------ემ მიუტანა გამოსაცვლელი ტანსაცმელი.

 

დაზარალებულ ს-------------------ის ჩვენება, ლ----------–---–ის და ლ-–----------ს მხრიდან განხორციელებული ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, ასევე გამყარებულია სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი არაერთი წერილობითი მტკიცებულებით. კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად დაზარალებულის ბინიდან ამოღებული იქნა ლ---- ჯ---–---–ის კუთვნილი ქუდი და ასევე ხელის კვლის ნიმუშები, რომლებიც, როგორც დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, ეკუთვნის მსჯავრდებულ ლ-–----------ს. მსჯავრდებულების ვერსია ს-------------------ის ბინაში ქუდისა და ხელის კვლის ნიმუშების აღმოჩენასთან დაკავშირებით, არ არის დამაჯერებელი. ლოგიკურ მსჯელობას მოკლებულია დაცვის მხარის განმარტება სახლში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კერძოდ, გაუგებარია, თუ რატომ უნდა აეღო ს-------------------ეს ყოვლად უმიზეზოდ ჩაქუჩი ხელში და რატომ უნდა ჩაერტყა იგი ლ-–----------სათვის. ასევე გაურკევევლია, თუ რის საფუძველზე განმარტავს დაცვის მხარე, რომ დაზარალებულის მიერ აღწერილ ვითარებაში შეუძლებელი იყო ლ-–----------ს ხელის გულის ანაბეჭდი აღმოჩენილიყო მაგიდის ზედაპირზე. მათალია დაზარალებულის ჩვენებით მაგიდა ხელის ქვემოდან მოკიდებით იხსენებოდა, თუმცა მაგიდის გახსნის და თანხის აღების დროს მის ზედა მხარეზე ხელის მოკიდების შესაძლებლობა არ არის გამორიცხული არც დაზარალებულის ჩვენებით და არც საქმეზე წარმოდეგნილი სხვა მტკიცებულებებით. ფაქტია, რომ იმ მაგიდის ზედაპირზე, სადაც თანხა ინახებოდა, აღმოჩნდა მსჯავრდებულ კაშა კ-------ს თითის ანაბეჭდები.

 

ასევე ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდა იმისა, რომ ს----- ჩაღარაღანიძის ტანსაცმელი დასვრილი იყო მისივე სისხლის ლაქებით, ლ----------–---–ის ქურთუკზეც აღმოჩნდა ს-------------------ის გენეტიკური პროფილის შემცველი სისხლი. ს-------------------ისაგან სისხლის ნიმუშის აღების კანონიერებასთან დაკავშირებით ამომწურავი მსჯელობა იქონია პირველი ინსტანციის სასამართლომ, რასაც სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

პალატის შეფასებით, ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის არგუმენტაცია, თითქოს ს-------------------ისაგან 5 მლ სისხლის აღების შემდეგ, 0,5 მლ სისხლი გადატანილი იქნა იმ ქურთუკზე, რომელიც თითქოსდა ამოღებული იქნა ლ----------–---–ისაგან. საქმის მასალებში არსებული ამოღების ოქმის თანახმად, ქ----------–-----------------ში მდებარე შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში ლ----------–---–მა გამომძიებელს წარუდგინა შავი ფერის დუტის ქურთუკი, რომელის დაილუქა შესაბამისი ლუქით, მასზე დაფიქსირდა თარიღი, ხელმოწერები და სისხლის სამართლის საქმის ნომერი. ამოღების ოქმს ხელს აწერს ლ----------–---–ი და მასზე არანაირი შენიშვნა არ დაუფიქსირებია. როგორც სისხლის ნიმუშის აღების, ასევე ქურთუკის ამოღების ოქმები დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. ექსპერტიზის დასკვნაში კი მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი გარემოებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი არ გააჩნია. მისი შედეგები, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში განამტკიცებს ბრალდების მხარის ვერსიას მსჯავრდებულების მიერ ს-------------------ის მიმართ ძალადობისა და მისი მაგიდიდან ფულადი თანხის დაუფლების თაობაზე.

 

პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის აპელირებას სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ჩატარებასთან დაკავშირებითაც და განმარტავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორიცელებისას არ გამოვლენილა კანონის მოთხოვნებთან რაიმე სახის შეუსაბამობა. პოლიციის თანამშრომლების და ექსპერტების მიერ თანმიმდევრულად და შინაარსობრივად იდენტურად იქნა აღწერილი თითიოეული საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედების მიმდინარეობა და პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მათ ობიექტურობაში. რაც შეეხება გამომძიებელ ა----------–--ის მიერ ს-------------------ისაგან სისხლის ნიმუშის აღებისა და ლ----------–---–ის გამოკითხვის ოქმებში ასახული დროის თანხვედრას, აღნიშნულთან დაკავშირებით ამომწურავი განმარტება გააკეთა თავად გამომძიებელმა ა----------–---მ. როგორც მან მიუთითა, ორივე საგამოძიებო მოქმედება მისი ჩატარებულია და სისხლის ნიმუშის აღებისა და ლ----------–---–ის გამოკითხვის ოქმებზე დროის ცდომილება ტექნიკური ხასიათისაა. გამომძიებელმა დაადასტურა, რომ საგამოძიებო მოქემედებების იმ ოქმებზეც კი, რომლებიც შესრულებულია ელექტრონულ პროგრამაში, თარიღს და საათებს აფიქსირებს გამომძიებელი. ამდენად, მან ზემოაღნიშნული ოქმებიდან ერთ-ერთზე საათის მითითების დროს დაუშვა ტექნიკური ხასიათის უზუსტობა.

 

დაცვის მხარე ასევე არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს გამომძიებელ დ--------------ს ჩვენებას, თითქოს მას ლ----------–---–ი და ლ-–---------- დაკავებამდე, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რამდენიმე საათით ჰყავდა გაჩერებული პოლიციის განყოფილებაში და არ აძლევდა წასვლის საშუალებას. გამომძებელმა ნათლად განმარტა და წარმოდეგნილი საქმის მასალებიდანაც დგინდება, რომ ბრალდებულებთან დაკავებამდე მათი თანხმობით და ნებაყოფლობით ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, რა დროსაც მათ მიმართ რაიმე სახის იძულებას ადგილი არ ჰქონია. დ--------------ს ჩვენებით, პოლიციის თანამშორმლები გამოცხადდნენ ლ----------–---–თან და ლ-–----------სთან, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და შემდეგ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ნებაყოფლობით წაიყვანეს საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად. ამ დროს ბრალდებულებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ის გარემოება, რომ ლ-–---------- სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებს შორის არსებულ პერიოდში იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, გამომძიებლის შეფასებით, ემსახურებოდა მხოლოდ იმ მიზანს, რომ მას სხვა საგამოძიებო მოქედებაშიც უნდა მიეღო მონაწილეობა და პროცედურული საკითხების მოგვარებასაც გარკვეული დრო ჭირდებოდა. მსჯავრდებულების მიერ საგამოძიებო მოქმედებებში ნებაყოფლობით მონაწილეობა დადასტურებულია ექსპერტების კ-------------------ას და ლ-–- მენაბდის ჩვენებებითაც, რომლებმაც ლ-–----------ს და ლ----------–---–ს აუღეს თმის და ნერწყვის ნიმუშები და ამ დროს მათ წინაშე წარდგენილი პირები დაკავებულები არ ყოფილან.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას გამოძიების არასრულყოფილად ჩატარებასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ სწორედ დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის არასრულყოფილად დადგენა და ასევე მისი და ბარში მყოფი სხვა პირების სასამართლოს წინაშე წარმოუდგენლობა გახდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ლ-–----------სა და ლ----------–---–ის გამართლების საფუძველი. ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები კი არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, რის საფუძველზეც უტყუარად დადასტურდა მსჯავრდებულთა მიერ იმ ქმედების ჩადენა, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულად ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ.

 

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულების განმარტებებს, რომ სამართალდამცავების მხრიდან თითქოს ადგილი ჰქონდა ზეწოლას; რომ გამოძების ეტაპზე მიცემული ჩვენებები არ წაუკითხავთ და ხელი მოაწერეს რადგან დაემუქრნენ ლ-–----------ს ძმის დაკავებით. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულებს მათი უფლებების დარღვევის თაობაზე არ მიუმართავს შესაბამისი ორაგნოებისათვის და აღნიშნული განმარტება მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გააკეთეს. ამასთან, არც დაცვის მხარის მიერ არ მომხდარა გაჟღერებული პოზიციის გასამყარებლად შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა. ლ----------–---–ის და ლ-–----------ს ჩვენებების გაზიარების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მათ მიერ მითითებული გარემოებები არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით და ემსახურება მხოლოდ მათთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება წარიმართა და საქმის არსებითი განხილვა განხორციელდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით, რა დროსაც ადგილი არ ჰქონია საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას, სასამართლოს დასკვნები საფუძვლიანი და არგუმენტირებულია, რამაც განაპირობა კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე პალატამ შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც ლ----------–---–ს და ლ-–----------ს დაედოთ მსჯავრი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ლ----------–---–მა ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის; ლ-–----------მ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის. პალატა ასევე სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ლ----------–---–ისა და ლ-–----------ს გამართლების ნაწილში და მიიჩნევს, რომ მათ მიერ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა მოკლებულია საკმარის მტკიცებულებით საფუძველს.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ყოველივე აღნიშნულისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ ლ----------–---–სა და ლ-–----------ს მათ მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, დაენიშნათ ადეკვატური და სამართლიანი, მათი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული სასჯელები, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამდენად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ლ-----------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ლ-–----------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი;

 

ლ----------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლ----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ლ----------–---–ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 აპრილიდან. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ლ-–---------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლ-–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 02 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და საბოლოოდ, ლ-–----------ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ლ-–----------ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 აპრილიდან. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- საცხოვრებელი ბინის დათვალიერების შედეგად ამოღებული ლითონის წაწვეტებული ბოლოიანი ნაჭერი, ჩაქუჩი, მაგიდიდან ამოღებული 4 ცალი დაქტილოფირი, წიგნების კარადის გარეთა ზედაპირიდან აღებული 2 ცალი დაქტილოფირი, ნოხიდან მოწითალო ფერის ანაწმენდები და ხის კარადიდან მოწითალო ფერის ანაწმენდები, ს-------------------ის სისხლის ნიმუში, ლ-–----------ს ხელის კვლის ნიმუშები, ლ----------–---–ის ხელის კვლის ნიმუშები, ლ-–----------ს თმის ნიმუშები, ლ-–----------ს ნერწყვის ნიმუში, ლ----------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ლ----------–---–ის თმის ნიმუში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

- მუქი ფერის კეპი, ს-------------------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი - ნაცრისფერი ზედატანი, ლურჯი ფერი ჟილეტი, შავი ფერის შარვალი, ლ-–----------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 1 ცალი 20 ლარიანი კუპიურა, 2 ცალი 10 ლარიანი კუპირა, 1 ცალი 1 ლარიანი ლითონის მონეტა, 1 ცალი 50 თეთრიანი ლითონის მონეტა, 1 ცალი 10 თეთრიანი ლითონის მონეტა, ლ---- ჯებშვილის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 2 ცალი ლითონის 1 ლარიანი კუპიურა, 2 ცალი ლითონის 20 თეთრიანი მონეტა, 1 ცალი ლითონის 10 თეთრიანი მონეტა, თეთრი ფერის „სამსუნგის“ ორკარტიანი მოდელის მობილური ტელეფონი, სიმ ბარათი და მოქალაქი პირადობის მოწმობა, ლ----------–---–ის ქურთუკი, დაუბრუნდეს მის მფლობელებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე