განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 040100119003173097
საქმე №1/ბ-726-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ლერი თედორაძე
ბრალდების მხარე: ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ----------–--–-–---–ი
მსჯავრდებული: ბ--------------------–--ე, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, მცხოვრები: ც-------------–----–----------------–---–------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ--------------------–--ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენით: ბ--------------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, პენიტენციური დეპარტამენტის საპატიმრო დაწესებულებაში მოიხადოს 3(სამი)თვე, ხოლო 3(სამი)თვე, სისხლის სამართლის კოდექსის 63– 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით. მსჯავრდებულ ბ--------------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 21 ივლისის 15 საათისა და 30 წუთიდან, ფაქტობრივი დაკავების დროდან. გაუქმდა ბრალდებულ ბ--------------------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. დადგინდა, რომ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იატაკის ტილო და ლ---------–---–---ის ცხვირსახოცი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცაგერის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ განადგურდეს; სსიპ ,,112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს შეტყობინების აუდიოჩანაწერები, ერთ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, დარჩეს საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია:
- ბ--------------------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 07:00 საათზე, ც--------------–----–------ის სოფელ ლ------–ი, თავისი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ მისაღებ ოთახში, ბ--------------------–--ემ ჩაიდინა ძალადობა დედის - ლ---------–---–---ის მიმართ. კერძოდ: ამ უკანასკნელზე უმიზეზოდ განაწყენებულმა ხელი დაარტყა სახის არეში. ბ--------------------–--ის ქმედების შედეგად ლ---------–---–---ი წაიქცა იატაკზე, სისხლი წამოუვიდა ცხვირიდან და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ცაგერის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ----------–--–-–---–მა და მოითხოვა მსჯავრდებულ ბ--------------------–--ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით, იმ საფუძვლით, რომ თვით მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ განხორციელებული დანაშაულის ხასიათისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, ბ--------------------–--ისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველჰყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნების შესრულებას, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
დაცვის მხარე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: თავად ბრალდებულ ბ--------------------–--ის აღიარებითი ჩვენებით; დაზარალებულ ლ---------–---–---ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების: თ---------------ის, გ---–----------------–--ის, მ-------------ს, ლ------–---------–---ის, გ--------------ისა და გ----------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით; 2019 წლის 21 ივლისის ბ--------------------–--ის დაკავების ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოცხრილით; ექსპერტიზის N0-------- დასკვნით; ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, 2019 წლის 21 ივლისს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერის ოქმით; შემაკავებელი ორდერითა და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ბ--------------------–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
განსახილველ შემთხვევაში, პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ბ--------------------–--ისათვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ბ--------------------–--ე მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მან აღიარა ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან, რაც მის დადებით პიროვნულ მახასიათებლებზე მიუთითებს.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს, ინანიებს, შერიგებულია დაზარალებულთან) გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი მსჯავრდებულს.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ, დანაშაულის ძალადობრივი ხასიათის და მისი გავრცელების ხარისხის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ბ--------------------–--ეს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.
ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
მოცემულ შემთხვევაში, ბ--------------------–--ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე დანაშაულების ჩადენაში, მან აღიარა და მოინანია დანაშაული, ის არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, დაზარალებულს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და არ ითხოვს მის მკაცრად დასჯას, ამასთან საქმის არსებითი განხილვის დროს, მსჯავრდებული დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას და უდავოდ მიიჩნია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, რითაც ხელი შეუწყო მის მიმართ სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აქედან გამომდინარე, სასჯელის სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულ ბ--------------------–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას და მისთვის დანიშნული სასჯელის ნახევრის პირობით მსჯავრად ჩათვლას, რაც, მისი კერძო და ზოგადი პრევენციული ხასიათიდან გამომდინარე, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილთან, ასევე, 63-ე-64-ე მუხლების მოთხოვნებთან და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----------–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი, ბ--------------------–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----------–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი, ბ--------------------–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;
3.ბ--------------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, პენიტენციური დეპარტამენტის საპატიმრო დაწესებულებაში მოიხადოს 3(სამი) თვე, ხოლო 3(სამი) თვე, სისხლის სამართლის კოდექსის 63–64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით;
4. მსჯავრდებულ ბ--------------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 21 ივლისის 15 საათისა და 30 წუთიდან, ფაქტობრივი დაკავების დროდან;
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ ბ--------------------–--ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; მსჯავრდებულ ბ--------------------–--ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;
6. ბ--------------------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია;
7.ნივთიერ მტკიცებულებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იატაკის ტილო და ლ---------–---–---ის ცხვირსახოცი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცაგერის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ განადგურდეს; - სსიპ ,,112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს შეტყობინების აუდიოჩანაწერები, ერთ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, დარჩეს საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ლ.თედორაძე/