განაჩენი

სისხლის სამართლის 13.11.2019
საქმის ნომერი
080100118002687374
ინსტანცია
თარიღი
13.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100118002687374

საქმე №1/ბ-509-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

30 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე ლერი თედორაძე

მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

 

ბრალდების მხარე: ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ქ---------------ე

 

გამართლებული: ხ---------–-------, დ----------–-------–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები მისამართზე: წ---–----------------–------–-–----- (მონაწილეობის გარეშე);

ადვოკატი: გ-------------–-–---–ი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტები; საქართველოს სსკ-ის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა

 

აღწერილობითი ნაწილი

ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ხ---------–-------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 7 სექტემბერს ქ-------–-----------–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ხ---------–-------მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლე მ--------–-------ს, კერძოდ: ხელი დაარტყა სახის არეში, დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის სექტემბრის თვეში ქ-------–-----------–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ხ---------–-------მ არასრულწლოვან შვილს მ-----------–-------ს აიპოდით ყელის არეში მიაყენა დაზიანებები. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის აგვისტოს თვეში ქ-------–-----------–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ხ---------–-------მ არასრულწლოვნის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლე მ--------–-------ს, კერძოდ: ხელი დაარტყა სახის და თავის არეში, დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

- ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 7 სექტემბერს ქ-------–-----------–----------ში მდებარე ბინაში ხ----------–------- დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლე მ--------–-------ს. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ზემოაღნიშნულის გამო, ხ---------–-------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განაჩენით: ხ---------–------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; ხ---------–-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა; ხ---------–------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; გამართლებულ ხ---------–-------ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება. დადგინდა, რომ საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ დისკად, რაც ერთვის სს საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით; ხ---------–-------ს ტელეფონი - დაუბრუნდეს ხ---------–-------ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 20 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქ---------------ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ხ---------–-------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით: მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულებმა ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ ხ---------–-------მ ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული.

 

დაცვის მხარე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განაჩენი.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქ---------------ემ, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებული ხ---------–-------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-------------–-–---–მა ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ხ---------–-------ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ხ---------–-------ს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას.

 

დაზარალებულმა მ--------–-------მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).

 

დაზარალებულმა მ-----------–-------მ, ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მშობელი.

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, გამოძიება დაიწყო 2018 წლის 12 სექტემბერს, მ--------–-------ს განცხადების საფუძველზე, რომ მასზე და მის 14 წლის შვილ მ-----------–-------ზე სისტემატურად ძალადობს მეუღლე ხ---------–-------, როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად და ემუქრება მათ სიცოცხლის მოსპობით.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, წ---–--------------------------–-----–-–----ში, ხ---------–-------ს საცხოვრებელ სახლში 2018 წლის 16 სექტემბერს 07:55 საათზე ხ---------–------- დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.

 

2018 წლის 13 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-------–----------–-------------ში, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღო მესაკუთრე მ--------–-------მ, რომელმაც მიუთითა ოთახებზე, სადაც ხ---------–-------მ ფიზიკურად იძალადა მასზე და მის არასრულწლოვან შვილ მ-----------–-------ზე, ასევე მიუთითა იმ ოთახზე, სადაც მ-----------–------- ჩაიკეტა და აპირებდა ვენების გადაჭრას. ექსპერტების მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტოდასურათება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის თ-------------–-----–---–ის ჩვენების თანახმად: ხ---------–------- არის მისი ბიძა, რომელიც 2018 წლის 16 სექტემბერს მოწმის საცხოვრებელ სახლში დააკავეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე და გადაიყვანეს განყოფილებაში. თავად კი პოლიციის თანამშრომლებს გადასცა ხ---------–-------ს მობილური ტელეფონი, რაც დაილუქა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ მოწმე ო-----------–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 12 სექტემბერს პოლიციის მეექვსე განყოფილებას მიმართა მოქალაქე მ--------–-------მ განცხადებით, რომ მასზე და მის შვილ მ-----------–-------ზე ძალადობდა მისი მეუღლე ხ---------–-------, აღნიშულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. მის მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმის სახით გამოკითხა თ------------–-----–---–ი და სოციალური მუშაკის მ--------------ს მონაწილებით გამოკითხა არასრულწლოვანი მ-----------–-------. თ------------–-----–---–ისაგან ამოიღო ხ---------–-------ს მობილური ტელეფონი, ასევე, მის მიერ დაზარალებულების მიმართ დაინიშნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მ-----------–-------მ და მ--------–-------მ მიუთითეს იმ ადგილებზე, სადაც ხ---------–------- მათზე ძალადობდა ფიზიკურად. განხორციელდა შემთხვევის ადგილის დასურათება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ექსპერტ გ------------------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 13 სექტემბერს მეწყვილე კ--------–---–---ესთან და გამომძიებელთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, ქ-------–------------–-----–---- ქუჩაზე, ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე, ადგილზე მისულებს დახვდათ დაზარალებული მ--------–-------, რომელმაც მათ მიუთითა ის ადგილები, სადაც მეუღლე ხ---------–-------ს მხრიდან ხორციელდებოდა ძალადობა, ასევე მიუთითა ოთახზე, სადაც მისმა შვილმა მ-----------–-------მ სცადა თვითმკვლელობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ექსპერტ კ--------–---–---ის ჩვენების თანახმად, პოლიციის მე-6 განყოფილებიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ის და მისი კოლეგა გ------------------ე საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტომანქანით გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, ქ-------–------–--------ში მდებარე კორპუსში, სადაც მათ დახვდა გამომძიებელი ო-----------–---–ი, რომელმაც განუმარტა, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს, სახლში მყოფმა ქალბატონმა კი განმარტა, რომ მეუღლემ მიაყენა შეურაცხყოფა და მიუთითა ის ადგილები, სადაც ძალადობა განხორციელდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ი-–------–-------ის ჩვენების თანახამდ, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მის მიერ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი. განყოფილებაში გამოცხადდა ქალბატონი შვილთან ერთად, რომელთან გასაუბრების შედეგად დადგინდა, რომ აუცილებელი იყო შემაკავებელი ორდერის გამოცემა, რადგან აღნიშნული პირები იყვნენ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი, რაც არ იყო ერთჯერადი ხასიათის. ი-–------–-------ის განმარტებით, შემაკავებელი ორდერის სიზუსტე დაადასტურეს მ--------------------–-----იებმა, ორდერი შედგენილ იქნა შესაბამისი წესების დაცვით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მოწმეები თავის ჩვენებებში უთითებდნენ მხოლოდ დაზარალებულების მიერ გამოკითხვამდე ან გამოკითხვისას მიცემულ ინფორმაციაზე, მათ უშუალოდ არ უნახავთ ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. შესაბამისად, აღნიშნული ჩვენებები სწორად ვერ იქნა მიჩნეული დანაშაულის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებად, როგორც ირიბი მტკიცებულებები, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გამხდარიყო.

 

იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოკითხული მოწმეები არ წარმოადგენდნენ ფაქტის უშუალო შემსწრე (თვითმხილველ) პირებს, შესაბამისად, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდებოდა პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები.

 

საკითხის გადაწყვეტისას, ასევე მნიშვნელოვანია რომ ფაქტის უშუალო შემსწრე მ--------------------–-----იებმა ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცეს მათი ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმის სასამართლო განხილვის დროს ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდებოდა მსჯავრდებულის მიერ წარდგენილი ქმედების ობიექტური შემადგენლობა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი, თუ გარემოება.

 

მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

 

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სწორად არ იქნა მიჩნეული უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულიყო ხ---------–-------ს ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც, საქმეზე დაზარალებულებად ცნობილმა მ--------------------–-----იებმა, რომლებიც მას გამოძიების ეტაპზე ამხელდნენ ძალადობის ჩადენაში, უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ბრალდებულის წინააღმდეგ. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ხ---------–-------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდებოდა ვარაუდს, რადგანაც ისინი არსებობდა მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძველი გამხდარიყო პირის დამნაშავედ ცნობასათვის, აღნიშნული შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ და ხ---------–------- სწორად იქნა ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

აღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხ---------–-------ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 20 მაისს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ---------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 20 მაისის განაჩენი, ხ---------–-------ს მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

3.ხ---------–------- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

4.გამართლებულ ხ---------–-------ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

5.ხ---------–-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა -გაუქმებულია.

 

6.ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ დისკად, რაც ერთვის სს საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით; ხ---------–-------ს ტელეფონი - დაუბრუნდეს ხ---------–-------ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/

 

მოსამართლეები: /მ. გორგოძე/

 

/თ. სვანიძე/