განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050100118002657155
საქმე №1/ბ-627-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
30 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი: მარინა მაკარიძე
ბრალდების მხარე: ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ----------------ე
მსჯავრდებული: ვ-----------------ე, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №3----------), დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ო------------------–-----–----------–--–-----------;
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტები;
საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ-----------------ემ ჩაიდინა:
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ-----------------ე 2017 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2000 წლის 01 ივნისს დაბადებულ ქ-------------------–--ესთან და და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. დაოჯახებიდან ერთი თვის შემდეგ, ვ-----------------ე ქ-------------------–--ის მიმართ გახდა აგრესიული, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, სახლში აღარ დადიოდა, უმიზეზოდ ეკამათებოდა და ეჭვიანობდა უსაფუძვლოდ. 2017 წლის 06 მაისს ქ--------------------–--ემ, ვ------------------ეს გაუმხილა, რომ იყო ფეხმძიმედ, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა, გახდა აგრესიული და სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. 2017 წლის 16 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათიდან 20:00 საათამდე დროის შუალედში, ვ-----------------ემ, ო----------–------------უჩაზე მდებარე დროებით მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა, ოჯახის წევრ არასრულწლოვან, ორსულ ქ-------------------–--ეს, იმ მოტივით, რომ ქ-------------------–--ის დედა მ----------–--ე წინააღმდეგი იყო მათი შეუღლების, საცხოვრებელ სახლში დაუწყო ჩხუბი, ჩაავლო თმებში ხელი, მოქაჩა ძლიერად, წააქცია და ათრია იატაკზე, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მომხდარი ფაქტიდან ერთი კვირის შემდეგ, ივნისის თვის ბოლო რიცხვებში, ვ-----------------ემ ო----------–------------უჩაზე მდებარე დროებით მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, იმ მოტივით, რომ თითქოს ქ--------------------–--ის დედა მ----------–--ე მისულიყო ვ-----------------ის პირველ მეუღლესთან და ესაუბრა მასთან დაშორებაზე, ოჯახის წევრს, არასრულწლოვან, ორსულ ქ---------------------–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა ადგილას, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2017 წლის 10 ივლისს, 18:00 საათზე ვ-----------------ემ დროებით მფლობელობაში არსებულ ო----------–---------–---–------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე იმ მოტივით, რომ პოლიციაში არ შეეტანა მის მიმართ საჩივარი, ოჯახის წევრ არასრულწლოვან, ორსულ ქ--------------------–--ეს რამდენჯერმე დაარტყა მარჯვენა ხელი სახეში, მძლავრად მოუჭირა და მოქაჩა ორთავე ხელით მხრებზე, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2017 წლის 5 აგვისტოს ჭ---------ში, ნათესავის სახლში ყოფნისას ქ-------------------–--ეს სოციალური სამსახურიდან დაუკავშირდნენ მობილური ტელეფონით და განუმარტეს, რომ გადაიყვანდნენ თავშესაფარში. როცა ვ-----------------ემ გაიგო, რომ ქ-------------------–--ეს უკავშირდებოდა სოციალური მუშაკი, წაართვა ტელეფონი, რის შემდეგ ოჯახის წევრ არასრულწლოვან, ორსულად მყოფ ქ-------------------–--ეს ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და დამცირება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ვ-----------------ე, 2017 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2000 წლის 1 ივნისს დაბადებულ ქ-------------------–--ესთან და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. დაოჯახებიდან ერთი თვის შემდეგ, ვ-----------------ე, ქ-------------------–--ის მიმართ გახდა აგრესიული, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, სახლში აღარ დადიოდა, უმიზეზოდ ეკამათებოდა და ეჭვიანობდა უსაფუძვლოდ, რა დროსაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას და დამცირებას. 2017 წლის 06 მაისს ქ-------------------–--ემ, ვ-----------------ეს გაუმხილა, რომ იყო ფეხმძიმედ, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა იგი, გახდა აგრესიული და სისტემატურად დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება არასრულწლოვან, ორსულ ქ-------------------–--ის მიმართ, რა დროსაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას და დამცირებას. 2017 წლის 16 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათიდან 20:00 საათამდე დროის შუალედში, ვ-----------------ემ, ო----------–------------უჩაზე მდებარე დროებით მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა, ოჯახის წევრ არასრულწლოვან, ორსულად მყოფ ქ-------------------–--ეს, იმ მოტივით, რომ ქ-------------------–--ის დედა მ----------–--ე წინააღმდეგი იყო მათი შეუღლების, საცხოვრებელ სახლში აგინა დედის მისამართით, დაუწყო ლანძღვა უშვერი სიტყვებით, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა და დამცირება. მომხდარი ფაქტიდან ერთი კვირის შემდეგ, ივნისის თვის ბოლო რიცხვებში, ვ-----------------ემ ო----------–------------უჩაზე მდებარე დროებით მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, იმ მოტივით, რომ ქ--------------------–--ის დედა მ----------–--ე მისულიყო ვ-----------------ის პირველ მეუღლესთან და ესაუბრა მასთან დაშორებაზე, ოჯახის წევრს, არასრულწლოვან, ორსულად მყოფ ქ-------------------–--ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ აგინა დედის მისამართით, ლანძღავდა უშვერი სიტყვებით, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა და დამცირება. 2017 წლის 10 ივლისს, 18:00 საათზე ვ-----------------ემ დროებით მფლობელობაში არსებულ ო----------–---------–---–------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე იმ მოტივით, რომ პოლიციაში არ შეეტანა მის მიმართ საჩივარი, ოჯახის წევრ არასრულწლოვან, ორსულ ქ-------------------–--ეს დაუწყო დედის მისამართით გინება, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა და დამცირება. 2017 წლის 5 აგვისტოს ჭ---------ში, ნათესავის სახლში ყოფნისას ქ-------------------–--ეს სოციალური სამსახურიდან დაუკავშირდნენ მობილური ტელეფონით და განუმარტეს, რომ გადაიყვანდნენ თავშესაფარში. როცა ვ-----------------ემ გაიგო, რომ ქ--------------------–--ეს უკავშირდებოდა სოციალური მუშაკი, წაართვა ტელეფონი, რის შემდეგ ოჯახის წევრს, არასრულწლოვან, ორსულ ქ-------------------–--ეს დაუწყო კამათი, ლანძღვა უშვერი სიტყვებით, აგინა დედის მისამართით, უყვირა, ეუბნებოდა, რომ გამოეტანა განცხადება-საჩივარი პოლიციიდან, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა და დამცირება. 2017 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე, ჭ---------ში ნათესავის სახლში ყოფნისას ვ-----------------ეს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ქ-------------------–--ის დეიდა - ნ-----------–---ი და სთხოვა ქ---------სთან გასაუბრება, რაზეც ვ-----------------ე გაღიზიანდა და არ მისცა გასაუბრების საშუალება. საუბრის დასრულების შემდეგ ვ-----------------ემ ოჯახის წევრ არასრულწლოვან, ორსულად მყოფ ქ-------------------–--ეს დაუწყო ხმამაღლა ყვირილი, აგინებდა დედის მისამართით, ლანძღავდა უშვერი სიტყვებით, ხმამაღლა ეუბნებოდა, რომ ნუ აწუხებდნენ მისი ნათესავები და სთხოვდა პოლიციაში შეტანილი საჩივრის გამოტანას, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა და დამცირება.
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ვ-----------------ე 2017 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2000 წლის 01 ივნისს დაბადებულ ქ-------------------–--ესთან და და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. დაოჯახებიდან ერთი თვის შემდეგ, ვ-----------------ე ქ-------------------–--ის მიმართ გახდა აგრესიული, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, სახლში აღარ დადიოდა, უმიზეზოდ ეკამათებოდა და ეჭვიანობდა უსაფუძვლოდ. 2017 წლის 06 მაისს ქ--------------------–--ემ, ვ------------------ეს გაუმხილა, რომ იყო ფეხმძიმედ, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა და გახდა აგრესიული. 2017 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე, ჭ---------ში ნათესავის სახლში ყოფნისას ვ-----------------ეს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ქ-------------------–--ის დეიდა - ნ-----------–---ი და სთხოვა ქ---------სთან გასაუბრება, რაზეც ვ-----------------ე გაღიზიანდა და არ მისცა გასაუბრების საშუალება. საუბრის დასრულების შემდეგ ვ-----------------ემ ოჯახის წევრ არასრულწლოვან, ორსულად მყოფ ქ-------------------–--ეს დაუწყო ხმამაღლა ყვირილი, აგინებდა დედის მისამართით, ლანძღავდა უშვერი სიტყვებით, ხმამაღლა ეუბნებოდა, რომ ნუ აწუხებდნენ მისი ნათესავები და სთხოვდა პოლიციაში შეტანილი საჩივრის გამოტანას, რის შემდეგ სამზარეულო ოთახიდან გამოიტანა დანა და ოჯახის წევრ არასრულწლოვან, ორსულად მყოფ ქ-------------------–--ეს მიადო ყელზე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე ქამრის გამოყენებით დაემუქრა ჩამოხრჩობით და სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზემოაღნიშნულის გამო, ვ-----------------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით: ვ------------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა; ვ------------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა; ვ-----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ "დ" ქვეპუნქტებით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126–ე მუხლის 11 ნაწილის "ა" ქვეპუნქტზე; ვ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126–ე მუხლის 11 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; გაუქმდა ვ-----------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო; დადგინდა, რომ ვ-----------------ის (პ/ნ 3----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში, ყადაღადადებული ნ-----------ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 260.00 კვ.მ. მდებარე ქალაქი ო-------------–------------------ საკადასტრო კოდი 2-----------, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში. ვ-----------------ეს განემარტა, რომ მას, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 111 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ----------------ემ და მოითხოვა ვ-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და დაენიშნოს სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით და შეეფარდოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
დაცვის მხარეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ----------------ემ, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო მსჯავრდებულმა ვ-----------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ვ-----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ქ-------------------–--ემ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის - მეუღლის - ვ-----------------ის წინააღმდეგ.
ბრალდებულმა ვ-----------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს- ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესაბამისად, სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ნ--------–------ემ განმარტა, რომ არის გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკი. ნ--------–------ემ აღნიშნა, რომ გადმოცემით, ქ-------------------–--ისგან იცის ოჯახში არსებული ძალადობის შესახებ და თვითონ არ არის ფაქტის თვითმხილველი. მისი ჩვენებით, ამჟამად, ქ-------------------–--ეს და ვ-----------------ეს შორის არის კარგი ურთიერთობა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ნ-----------–------მ განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო ქ-------------------–--ის გამოკითხვაში, როგორც ფსიქოლოგმა და გადმოცემით იცის ფაქტობრივი გარემოებები. თავად არასდროს შესწრებია ვ-----------------ის მიერ ქ-------------------–--ის მიმართ ძალადობას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დეტექტივ-გამომძიებელმა ი-----–--–---------ემ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ნ-------------ემ და ექსპერტმა გ------------–-–---–მა დაადასტურეს, რომ ვ-----------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული მოწმეებიდან უშუალოდ არცერთი არ შესწრებია ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. მოწმეები მხოლოდ უთითებენ დაზარალებულის მიერ მის გამოკითხვამდე ან გამოკითხვის შემდეგ მიცემულ ინფორმაცის. შესაბამისად, აღნიშნული ჩვენებები სწორად ვერ იქნა მიჩნეული დანაშაულის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებად, როგორც ირიბი ჩვენებები. ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გამხდარიყო. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოკითხული მოწმეები არ წარმოადგენდნენ ფაქტის უშუალო შემსწრე (თვითმხილველ) პირებს, შესაბამისად, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდებოდა პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, მოწმეების: გ--–-------–--ის, მ----------–--ის გამოკითხვის ოქმები და ქ-------------------–--ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მხარეებმა სადავოდ არ მიიჩნიეს და ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს განაჩენში მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული წერილობითი მტკიცებულებები, როგორიცაა: გ--–-------–--ისა და მ----------–--ის გამოკითხვის ოქმები ვერ ადასტურებს ვ-----------------ის ბრალეულობას ქ-------------------–--ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, რადგანაც ისინი ამ ნაწილში წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს და გამყარებული არ არის პირდაპირი მტკიცებულებებით. მით უფრო, როდესაც თავად ვ-----------------ე არ აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებათა ჩადენას.
ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმის სასამართლო განხილვის დროს წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად არ დასტურდებოდა მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ქმედების ობიექტური შემადგენლობა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
რაც შეეხება ვ-----------------ის მსჯავრდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: მოწმეების - გ--–-------–--ის, მ----------–--ის გამოკითხვის ოქმებით, ქ-------------------–--ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება 2017 წლის 11 ივლისს ვ-----------------ის მიერ ქ-------------------–--ის ერთჯერადად ცემისა და ძალადობის ჩადენა.
გ--–-------–--ის გამოკითხვის ოქმის შესაბამისად, იგი არის მ----------–--ის მეუღლე. მ----------–--ეს, პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი ქ-------------------–--ე. 2017 წლის 11 ივლისს ქ-------------------–--ე იმყოფებოდა მათთან ოჯახში, რა დროსაც ვ-----------------ემ, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, არაერთხელ დაარტყა ხელი სახეში ქ-------------------–--ეს, შემდეგ ორივე ხელი მოკიდა მკლავებზე და შეანჯღრია და თან უყვიროდა. ქ---------მ დაიწყო ტირილი.
მ----------–--ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი არის ქ-------------------–--ის დედა. 2017 წლის 11 ივლისს, ქ-------------------–--ე იმყოფებოდა მასთან ოჯახში, რა დროსაც ვ-----------------ემ, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, არაერთხელ დაარტყა ხელი სახეში ქ-------------------–--ეს, შემდეგ ორივე ხელი მოკიდა მკლავებზე და შეანჯღრია და თან უყვიროდა. ქ---------მ დაიწყო ტირილი.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, პირადი შემოწმების მონაცემებით, ქ-------------------–--ეს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ვ-----------------ის მხრიდან ქ-------------------–--ეზე სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობის ფაქტი, ვინაიდან, სისტემატური ნიშნავს დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქმედებების განხორციელებას ინტენსიურად, განმეორებითობის გარკვეული ხარისხით. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ქმედების სისტემატურ ხასიათს.
რაც შეეხება 2017 წლის 11 ივლისის ფაქტს, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი გ--–-------–--ის და მ----------–--ის გამოკითხვის ოქმებით, დადგენილია, რომ 2017 წლის 11 ივლისს, ვ-----------------ემ, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ქ-------------------–--ეს არაერთხელ დაარტყა ხელი სახეში, ორივე ხელი მოკიდა მკლავებზე და შეანჯღრია, რის გამოც ქ-------------------–--ემ დაიწყო ტირილი. ქ-------------------–--ეს აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც დადგინდა სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით. პალატა იზიარებს მოწმე გ--–-------–--ის და მ----------–--ის გამოკითხვის ოქმებში გადმოცემულ ინფორმაციას, რადგან ისინი პირადად შეესწრნენ ცემის ფაქტს. აღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, 2017 წლის 11 ივლისს, ვ-----------------ის მიერ ქ-------------------–--ის ერთჯერადად ცემისა და მის მიმართ ძალადობის ჩადენა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
რაც შეეხება პროკურორის მოთხოვნას საპატიმრო სასჯელის გამოყენების თაობაზე, პალატა მხარის ამ მოთხოვნას არ იზიარებს, ვინაიდან, მხედველობაში იღებს იმ გარემობას, რომ ვ-----------------ეს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, მის მიერ ჩადენილი ქმედებები ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება და მანამდე არ ჰქონია კანონთან კონფლიქტი, დაზარალებულთან შერიგებულია და ცხოვრობენ ერთ ოჯახად, რის გამოც, არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მისთვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი, ვ-----------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი ვ-----------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
3.ვ-----------------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
4.ვ-----------------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
5.ვ-----------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126–ე მუხლის 11 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
6.ვ-----------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, ვ-----------------ის (პ/ნ 3----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში, ყადაღადადებული ნ-----------ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 260.00 კვ.მ. მდებარე ქალაქი ო-------------–------------------ საკადასტრო კოდი 2-----------, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში;
7.ვ-----------------ეს განემარტოს, რომ მას, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 111;151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ლ.თედორაძე/