განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.10.2019
საქმის ნომერი
330210118002241501
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
22.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/2930-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

22 ოქტომბერი, 2019 წ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - მაია სულხანიშვილი

მოსამართლეები - ნატალია ნაზღაიძე, ირაკლი ბონდარენკო

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი – მ------ ა-–-----------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ--- ხ----–--ე, მ------------- ა-–-----------ი

წარმომადგენელი - ხ------- ზ-----ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღიარება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით, მ------ ა-–-----------ის (პირადი N0----------) სარჩელი მოპასუხეების - ზ--- ხ----–--ის და მ------------- ა-–-----------ის მიმართ, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. მოსარჩელე მ------ ა-–-----------ი და მოპასუხე მ------------ ა-–-----------ი შვილებთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობენ სადავო სახლში, მდებარე მისამართზე, თბილისი, გ---–-–---–--------;

 

2.2. მოპასუხე ზ--- ხ----–--ე არ ფლობს და არ სარგებლოს სადავო უძრავი ქონებით, მდებარე მისამართზე: თბილისი, გ---–-–---–--------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

2.3. მ------ ა-–-----------ი, მ------------- ა-–-----------ი, ე---– ა-–-----------ი, თ--–- ა-–-----------ი, ო----- ა-–-----------ი და რ------ ა-–-----------ი 2017 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით, რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ისინი იღებენ საარსებო შემწეობას;

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4. მ------ ა-–-----------ი (ქორწინებადელი გვარი ,,ა------ი“) და მ------------- ა-–-----------ი დაქორწინდნენ 1985 წლის 19 სექტემბერს;

 

2.5. 1994 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე, ლ---- ბ------ისაგან მ------------- ა-–-----------მა შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, გ---–-–---–--------, ორი ოთახი 47.0 კვ.მ სასარგებლო ფართით, 26.0 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით, 6.0 კვ.მ. სარდაფით; აღნიშნული უძრავი ნივთი მ-------------ოვის მიერ შეძენილია მ------ ა-–-----------თან ქორწინების განმავლობაში, ერთ ოჯახად ცხოვრების დროს;

 

2.6. 2014 წლის 01 მარტის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ზ--- ხ----–--ემ მ------------- ა-–-----------ს ასესხა 16 000 (თექვსმეტი ათასი) აშშ დოლარი სესხის ძირითად თანხაზე სარგებლის 3.5%-ის დარიცხვით. მხარეებმა ნოტარიუსთან განაცხადეს და დაადასტურეს, რომ იპოთეკარმა ზ--- ხ----–--ემ სესხის თანხა - 16000 აშშ დოლარი სრულად გადასცა მსესხებელს მ------------- ა-–-----------ს ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე, ხოლო მსესხებელმა დაადასტურა, რომ სესხის თანხა მიღებული აქვს სრულად. სესხი გაიცა ექვსი თვის ვადით, 2014 წლის 01 სექტემბრამდე. სესხის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მ------------- ა-–-----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე თბილისი, გ---–-–---–-----------, საკადასტრო კოდი 0----------------

 

2.7. 2015 წლის 16 აპრილს დადებული ხელშეკრულებით, მ------------- ა-–-----------მა ვალის სანაცვლოდ - გამოსყიდვის უფლებით კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, გ---–-–---–ის ქ----, საკადასტრო კოდი 0---------------, საკუთრებაში გადასცა ზ--- ხ----–--ეს. ხოლო ამ უკანასკნელმა მიიღო აღნიშნული ქონება არსებული ვალის სანაცვლოდ-გამოსყიდვის უფლებით. მხარეებმა დაადასტურეს ის გარემოება, რომ მოვალე მ------------- ა-–-----------მა დაარღვია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის შესახებ, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების ხარჯზე. გამოსყიდვის პირობაა 2015 წლის 16 ივნისამდე ქონების გადამცემის მ------------- ა-–-----------ის მიერ ზ--- ხურცისათვისათვის 19 500 (ცხრამეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარის გადახდა. თუკი აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, გამომსყიდველი მ------------- ა-–-----------ი ვერ შეასრულებს ამ ხელშეკრულებით დათქმულ ვალდებულებებს, უძრავი ქონების მიმღები, ზ--- ხ----–--ე ერთპიროვნულად გახდება მესაკუთრე და იგი არ საჭიროებს წინამდებარე ხელშეკრულებით ქონების გადამცემისაგან - მ----- გ------ ა-–-----------ისაგან რაიმე დამატებით თანხმობას შეუზღუდავი საკუთრების რეგისტრაციისათვის; ვალის სანაცვლოდ (გამოსყიდვის უფლებით) უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების (რეგისტრაციის N1--------, დამოწმების თარიღი 16.04.2015 წელი) საფუძველზე უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თბილისი, გ---–-–---–ის ქ----, საკადასტრო კოდი 0---------------) მესაკუთრედ რეგისტრირებულია ზ--- ხ----–--ე;

 

2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბერს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებით მიმართა მ------------- ალახვედოვმა და ითხოვა ზ--- ხ----–--ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, გ---–-–---–ის 2-, საკადასტრო კოდი 0---------------, ყადაღის დადება და ზ--- ხ----–--ისათვის ნებისმიერი ქმედების აკრძალვა, რაც დაკავშირებული იყო განმცხადებლის ბინიდან გამოსახლებასთან დაკავშირებით. განმცხადებელმა მიუთითა, რომ აპირებდა სარჩელის აღძვრას 2015 წლის 16 აპრილს ვალის სანაცვლოდ (გამოსყიდვის უფლებით) უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების ბათილად ცნობას. სასამართლოს 2015 წლის 02 ნოემბრის განჩინებით, მ------------- ა-–-----------ის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ზ--- ხ----–--ის საკუთრებაში არსებულ ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებას; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, განმცხადებელ მ------------- ა-–-----------ის შუამდგომლობა სარჩელის აღსაძრავად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 02 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მოეხსნა ყადაღა ზ--- ხ----–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე თბილისი, გ---–-–---–ის ქ----, საკადასტრო კოდი 0----------------

 

2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით, ზ--- ხ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მ------------- ა-–-----------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, გ---–-–---–ის ქუჩაN2-, შენობა-ნაგებობაN8, საერთო ფართით 9.50 კვ.მ., შენობაN9 საერთო ფართით 3.22 კვ.მ., შენობაN13 საერთო ფართით 91.03 კვ.მ. (მათ შორის 1 სართული 30.58 კვ.მ (ფართი 3) სხვენი 31.47 კვ.მ. სარდაფი 28.98 კვ.მ., საკადასტრო კოდი 0--------------- და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მესაკუთრეს ზ--- ხ----–--ეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2017 წლის 27 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი;

 

2.10. მ------ ა-–-----------ისათვის ცნობილი იყო მის მეუღლეს მ------------- ა-–-----------სა და ზ--- ხ----–--ეს შორის 2014 წლის 01 მარტის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების (რეგისტრაციის ნომერი 1--------) დადების თაობაზე;

 

მოსარჩელე სადავოდ არ ხდის 2014 წლის 01 მარტს ზ--- ხ----–--ესა და მ------------- ა-–-----------ს შორის დადებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას და ასევე, არ აყენებს მოთხოვნას იმავე მხარეებს შორის 2015 წლის 16 აპრილს ვალის სანაცვლოდ (გამოსყიდვის უფლებით) უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ნამდვილობასთან დაკავშირებით;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის სხდომაზე (15:58სთ-16:00სთ), მოსარჩელე მ------ ა-–-----------მა დაადასტურა (აღიარა) ის გარემოება, რომ იგი ესწრებოდა მოპასუხე ზ--- ხ----–--ესთან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებას (01.03.2014 წელი), ასევე, პირადად ესწრებოდა ვალის გადახდის თაობაზე მოლაპარაკებებს. აღნიშნული სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოპასუხე მ------------- ა-–-----------მაც (მოსარჩელის მეუღლემ). მან 2019 წლის 12 მარტის სხდომაზე (16:09 სთ) განმარტა, რომ მ------ ა-–-----------ისათვის ცნობილი იყო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების შესახებ. მოპასუხე ზ--- ხ----–--ესთან დადებული რომელიმე ხელშეკრულების (01.03.2014 წლის სესხის და იპოთეკის, რეგისტრაციის ნომერი 1-------- და 16.04.2015 წლის ვალის სანაცვლოდ (გამოსყიდვის უფლებით) უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის) ნამდვილობა სადავო არ არის მ------ ა-–-----------ის და მ------------- ა-–-----------ისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.11. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელემ მოითხოვა ზ--- ხ----–--ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავ ქონების მდებარე მისამართზე თბილისი, გ---–-–---–ის ქუჩა N2- (საკადასტრო კოდი 0---------------) ერთ მეორედ ნაწილზე მესაკუთრედ აღიარება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრებაში წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ამავე კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.

 

საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობათა წარმოშობას. მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით, თუკი ქონება მეორე მეუღლის მიერაა შეძენილი და ქონებრივი ნამატი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდს ემთხვევა, რადგანაც სწორედ ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს ქონებრივ უფლებებს.

 

დადგენილია, რომ მ------ ა-–-----------ი (ქორწინებამდელი გვარი ,,ა------ი“) და მ----- გ------ ა-–-----------ი დაქორწინდნენ 1985 წლის 19 სექტემბერს. მხარეთა ქორწინების პერიოდში, 1994 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე, ლ---- ბ------ისაგან მ----- გ------ ა-–-----------მა შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, გ---–-–---–ის ქ. N2-, ორი ოთახი 47.0 კვ.მ სასარგებლო ფართით, 26.0 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით, 6.0 კვ.მ. სარდაფით (3.2.1., 3.2.2). ამდენად, აღნიშნული უძრავი ნივთი მოპასუხე მ------------- ა-–-----------ის მიერ შეძენილია მ------ ა-–-----------ის თანაცხოვრების პერიოდში და წარმოადგენდა მეუღლეთა საერთო საკუთრებას. განსხვავებული საკუთრების რეჟიმის არსებობაზე მხარეები არ მიუთითებენ.

 

მეუღლეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპიდან (სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლი), საოჯახო საკითხების ერთობლივად გადაწყვეტის უფლებიდან (სამოქალაქო კოდექსის 1155-ე მუხლი) გამომდინარეობს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი დანაწესი მეუღლეების მიერ თანასაკუთრებაში არსებული ქონების ურთიერთშეთანხმებით მართვისა და განკარგვის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორეს მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ ა. მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ. ის არ ეთანხმებოდა გარიგებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

საქმეში არსებული მასალებით, 2014 წლის 01 მარტის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ზ--- ხ----–--ემ მ----- გ------ ა-–-----------ს ასესხა 16 000 (თექვსმეტი ათასი) აშშ დოლარი სესხის ძირითად თანხაზე სარგებლის 3.5%-ის დარიცხვით. სესხის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მ----- გ------ ა-–-----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე თბილისი, გ---–-–---–ის ქუჩა N2-, საკადასტრო კოდი 0---------------. აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამოც, 2015 წლის 16 აპრილს დადებული ხელშეკრულებით, მ------------- ა-–-----------მა ვალის სანაცვლოდ - გამოსყიდვის უფლებით კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, გ---–-–---–ის ქ. N2-, საკადასტრო კოდი 0---------------, საკუთრებაში გადასცა ზ--- ხ----–--ეს. ხოლო ამ უკანასკნელმა მიიღო აღნიშნული ქონება. ვალის სანაცვლოდ (გამოსყიდვის უფლებით) უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების (რეგისტრაციის N1--------, დამოწმების თარიღი 16.04.2015 წელი) საფუძველზე უძრავი ქონებაზე, მდებარე მისამართზე: თბილისი, გ---–-–---–ის ქ. N2-, საკადასტრო კოდი 0---------------) რეგისტრირებულია ზ--- ხ----–--ის შეუზღუდავი საკუთრების უფლება (3.2.3., 3.2.4). ეს უკანასკნელი, როგორც მესაკუთრე, სარგებლობს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით მინიჭებული უფლებებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით, ზ--- ხ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მ------------- ა-–-----------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, გ---–-–---–ის ქუჩა N2-, შენობა-ნაგებობა N8, საერთო ფართით 9.50 კვ.მ., შენობა N9 საერთო ფართით 3.22 კვ.მ., შენობა N13 საერთო ფართით 91.03 კვ.მ. (მათ შორის 1 სართული 30.58 კვ.მ (ფართი N3) სხვენი 31.47 კვ.მ. სარდაფი 28.98 კვ.მ., საკადასტრო კოდი 0--------------- და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მესაკუთრეს ზ--- ხ----–--ეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2017 წლის 27 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (3.2.6). მიუხედავად აღნიშნულისა, მხარეთა განმარტებით, მოსარჩელე მ------ ა-–-----------ი და მოპასუხე მ----- გუსინ ა-–-----------ი ამჟამადაც, შვილებთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობენ სადავო საცხოვრებელი ბინაში, მდებარე მისამართზე, თბილისი, გ---–-–---–ის ქ. N2-. ისინი რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (3.1.1., 3.1.3).

 

საოჯახო სამართალი ითვალისწინებს თანასაკუთრების მეუღლეთა შორის გაყოფის წესს: სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. მხარეები 2014 წლის 01 მარტის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროსაც და მას შემდეგ, დღემდე იმყოფებოდნენ საქორწინო ურთიერთობაში. მათი ერთ ოჯახად ცხოვრების პირობებში დაიდო მოპასუხე ზ--- ხ----–--ესთან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება და ასევე, ვალის სანაცვლოდ (გამოსყიდვის უფლებით) უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებაც.

 

მოთხოვნის მართებულობის შემოწმებამდე სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ყურადღების გამახვილება საკუთრების იურდიულ ბუნებაზე. საქართველოს კონსტიტუციის 2--ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. მიუხედავად კონსტიტუციის დათქმისა, იგი აბსოლუტურ უფლებათა რიგს არ განეკუთვნება და ნორმით დაცულ სფეროში ჩარევა დასაშვებია საკუთრების უფლების ობიექტის სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე. დაცულ სფეროში ჩარევა ლეგიტიმურია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რომლის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს რეგისტრირებული ქორწინებიდან ნაწარმოები მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოადგენს. საოჯახო სამართლებრივი ნორმით (სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლი) დაცულია შემძენის ინტერესი იმ მეუღლის პრეტენზიისაგან, რომელიც საჯარო რეესტრში ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული არ იყო, თუმცა მას აღნიშნული უფლება გააჩნდა რეგისტრირებული ქორწინების პირობებში ქონების შეძენის საფუძვლით. საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის დამდგენი 312-ე მუხლით გამტკიცებულია საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრის უფლების ნამდვილად მიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემძენმა იცოდა ქონებაზე სხვა უფლებამოსილი პირის არსებობის თაობაზე. კეთილსინდისიერების ფაქტის არსებითი მნიშვნელობა უძრავ ქონებაზე უფლების მოპოვებისას რეგლამინტირებულია 312-ე მუხლში. განსახილველი ნორმები იცავს იპოთეკარის უფლებებსაც, რადგან ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკარი წარმოადგენს იმ უფლების შემძენს, რომლითაც მას სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში შეუძლია თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ იპოთეკით დატვირთული ნივთიდან (სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლი).

 

განსახილველი დავის ფარგლებში დადგენილია, რომ ზ--- ხ----–--ე არის კეთილსინდისიერი მხარე, ვინაიდან მისი განმარტებით, მას სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე მოლაპარაკებები ჰქონდა ორივე მეუღლესთან ერთობლივად. შესაბამისად, როგორც 2014 წლის 01 მარტის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე 2015 წლის 16 აპრილის ვალის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ქონებასთან დაკავშირებით მოქმედებები ხორციელდებოდა მეუღლეთა მიერ ურთიერთშეთანხმებით. ამასთან, მოპასუხე ზ--- ხ----–--ის კეთილსინდისიერების საკითხი ძირეული მსჯელობის საგანი გახდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი დადგებოდა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის გარიგების ბათილობის საკითხი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია განემარტა მხარის აღიარების სამართლებრივი მნიშვნელობა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე და 132-ე მუხლების თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. საპროცესო სამართლის თეორიაში აღიარების განსაკუთრებული მნიშვნელობა განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე. ფაქტის აღიარების დროს მხარე ცნობს დავის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც სასამართლომ შეიძლება საკმარის საფუძვლად მიიჩნიოს გადაწყვეტილების გამოტანისას და დაეყრდნოს ამ აღიარებას.

 

დადგენილია, რომ მ------ ა-–-----------ისათვის ცნობილი იყო 2014 წლის 01 მარტის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების (რეგისტრაციის ნომერი 1--------) მ------------- ა-–-----------სა და ზ--- ხ----–--ეს შორის დადების ფაქტის თაობაზე (3.2.7.). სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის სხდომაზე (15:58სთ-16:00სთ), მოსარჩელე მ------ ა-–-----------მა დაადასტურა (აღიარა) ის გარემოება, რომ იგი ესწრებოდა მოპასუხე ზ--- ხ----–--ესთან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადებას (01.03.2014 წელი), და ასევე, პირადად ესწრებოდა ვალის გადახდის თაობაზე მოლაპარაკებებს. აღნიშნული გარემოებანი დაადასტურა მოპასუხე მ------------- ა-–-----------მაც (2019 წლის 12 მარტის სხდომა, 16:09 სთ). ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გარიგებათა დადება ხდებოდა მეუღლეების მიერ ერთობლივად, ურთიერთშეთანხმებით. მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების აღიარება (დადასტურება), სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლით დადგენილი დანაწესის პირობებში, ერთმნიშვნელოვნად ართმევს დავის სუბიექტს (მ------ ა-–-----------ს) უფლებას თანასაკუთრებაში არსებულ ქონების წილზე.

 

მოსარჩელე მხარე მოითხოვდა მოპასუხე ზ--- ხ----–--ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების ერთ მეორედ ნაწილზე მესაკუთრედ რეგისტრაციას იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ქონება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. მოდავე მხარემ თავადვე აღიარა მეუღლეთა საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ურთიერთშეთანხმებით განკარგვის ფაქტი, რაც უკარგავს მას საოჯახო-სამართლებრივი ნორმებით ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე უფლებას. თუმცა საყურადღებოა ასევე მოთხოვნის მართებულობის შემოწმება იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე არ აყენებს საკითხს მოპასუხე ზ--- ხ----–--ის უფლების დამდგენი ხელშეკრულების ნამდვილობასთან დაკავშირებით. მ------ ა-–-----------ი მოითხოვს მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ქონების, მდებარე თბილისი, გ---–-–---–ის ქ. N2-, ერთ მეორედ ნაწილზე მესაკუთრედ აღიარებას ისე, რომ სადავოდ არ ხდის მოპასუხის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს - ვალის სანაცვლოდ (გამოსყიდვის უფლებით) უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულებას. ასევე, მოსარჩელე არ დავობს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით მეუღლის, მ------------- ა-–-----------ის მიერ დადებული გარიგების ნამდვილობაზე. უფრო მეტიც, იგი აღიარებს ქონების განკარგვასთან დაკავშირებით მეუღლეთა მიერ ურთიერთშეთანხმებით გარიგების დადების ფაქტს, რაც სრულიად აცლის საფუძველს მის მოთხოვნას ზ--- ხ----–--ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების ერთ მეორედ ნაწილზე მესაკუთრედ აღიარების შესახებ. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სამართლებრივი წესრიგის მიზანი იმის უზრუნველყოფაში მდგომარეობს, რომ გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად არ შეილახოს ვინმეს უფლება და პირიქით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ მოიპოვოს ვინმემ მატერიალური სიკეთე ან რაიმე უფლება.

 

სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხე ზ--- ხ----–--ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის (მდებარე თბილისი, გ---–-–---–ის ქუჩა N2-, საკადასტრო კოდი 0---------------) ერთ მეორედ ნაწილზე, საოჯახო სამართლებრივი ნორმებით მ------ ა-–-----------ის მესაკუთრედ აღიარების საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა იმ ფაქტს, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება არის მხარეთა თანასაკუთრება და არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ აპელანტი თანახმა იყო უძრავი ქონების განკარგვაზე. აპელანტის შეფასებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა გამოყენებული კანონი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ყურადღებას მიაქცევს შემდეგზე:

 

დადგენილია, რომ მ------ ა-–-----------ი და მ----- გ------ ა-–-----------ი დაქორწინდნენ 1985 წლის 19 სექტემბერს. მხარეთა ქორწინების პერიოდში, 1994 წლის 10 აგვისტოს, ხელშეკრულების საფუძველზე, ლ---- ბ------ისაგან მ------------- ა-–-----------მა შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, გ---–-–---–ის ქ-----ში, ორი ოთახი 47.0 კვ.მ სასარგებლო ფართით, 26.0 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით, 6.0 კვ.მ. სარდაფით. ამდენად, აღნიშნული უძრავი ნივთი მოპასუხე მ------------- ა-–-----------ის მიერ შეძენილია მ------ ა-–-----------ის თანაცხოვრების პერიოდში და წარმოადგენდა მეუღლეთა საერთო საკუთრებას. განსხვავებული საკუთრების რეჟიმის არსებობაზე მხარეები არ მიუთითებენ.

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 01 მარტის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ზ--- ხ----–--ემ მ------------- ა-–-----------ს ასესხა 16 000 (თექვსმეტი ათასი) აშშ დოლარი სესხის ძირითად თანხაზე სარგებლის 3.5%-ის დარიცხვით. სესხის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მ------------- ა-–-----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე თბილისში, გ---–-–---–ის ქუჩაN2- -ში, საკადასტრო კოდი 0---------------. აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამოც, 2015 წლის 16 აპრილს დადებული ხელშეკრულებით, მ------------- ა-–-----------მა ვალის სანაცვლოდ გამოსყიდვის უფლებით კუთვნილი უძრავი ქონება საკუთრებაში გადასცა ზ--- ხ----–--ეს, ხოლო ამ უკანასკნელმა მიიღო აღნიშნული ქონება, ვალის სანაცვლოდ (გამოსყიდვის უფლებით) უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავი ქონებაზე რეგისტრირებულია ზ--- ხ----–--ის შეუზღუდავი საკუთრების უფლება და ეს უკანასკნელი, როგორც მესაკუთრე, სარგებლობს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით მინიჭებული უფლებებით.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით, ზ--- ხ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მ------------- ა-–-----------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, გ---–-–---–-----------, შენობა-ნაგებობა N8, საერთო ფართით 9.50 კვ.მ., შენობა N9 საერთო ფართით 3.22 კვ.მ., შენობაN13, საერთო ფართით 91.03 კვ.მ. (მათ შორის 1 სართული 30.58 კვ.მ (ფართი N3) სხვენი 31.47 კვ.მ. სარდაფი 28.98 კვ.მ., საკადასტრო კოდი 0--------------- და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მესაკუთრე ზ--- ხ----–--ეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2017 წლის 27 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

დადგენილია ისიც, რომ მ------ ა-–-----------ისათვის ცნობილი იყო 2014 წლის 01 მარტის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მ------------- ა-–-----------სა და ზ--- ხ----–--ეს შორის დადების ფაქტის თაობაზე. როგორც სააპელაციო სასამართლოში, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომებზე აპელანტმა მ------ ა-–-----------მა დაადასტურა (აღიარა) ის გარემოება, რომ იგი ესწრებოდა მოპასუხე ზ--- ხ----–--ესთან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადებას და ასევე პირადად ესწრებოდა ვალის გადახდის თაობაზე მოლაპარაკებებს. აღნიშნული გარემოებანი დაადასტურა მოპასუხე მ------------- ა-–-----------მაც.

 

აღნიშნული გარემოება რომც არ დასტურდებოდეს, შეუძლებელია, მითითებული გარემოება გამოყენებულ იქნეს გასხვისებულ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მეუღლეთა თანასაკუთრეაბაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ მან არ იცოდა გარიგების შესახებ ან ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. შესაბამისად, მხარის მიერ განხორციელებული ქონებების გასხვისება შეუძლებელია არა მართლზომიერად იყოს მიჩნეული.

 

4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ; მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა–არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა ვერ გაითვალისწინებს აპელანტის მტკიცებას მასზედ, რომ მ------ ა-–-----------ის ნება არ მოიცავდა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვას და მისთვის უცნობი იყო მ------------- ა-–-----------სა და ზ--- ხ----–--ეს შორის დადებული ხელშეკრულების თაობაზე. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ ხელშეკრულების გაფორმებას არ ესწრებოდა თარჯიმანი, რის გამოც ვერ გაერკვა ხელშეკრულების შინაარსში.

 

პალატა შენიშნავს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა დადასტურებული აღნიშნული გარემოება, რომ ვინაიდან, ხელშეკრულების დამოწმება განხორციელდა ნოტარიუსის მიერ, რაც ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის“ მე-8 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თავისთავად გულისხმობს, რომ ნოტარიუსმა განუმარტა მხარეებს გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსი და მისი იურიდიული შედეგები, ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტმა ახსნა-განმარტება მისცა ქართულად, შესაბამისად, ფლობს სახელმწიფო ენას და იცის წერა-კითხვაც. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ განახორციელა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზაცია იმ ფორმით, რომ სააპელაციო სასამართლო დაერწმუნებინა საკუთარი პოზიციის უტყუარობაში, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმის მასალებს და სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.3. პალატა შენიშნავს, რომ მხარეთა შეჯიბრობითობისა და ზოგადი სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამასთან, ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა გამოკვლევის პრინციპებს.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლოსთვის არცერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე და 132-ე მუხლების თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. საპროცესო სამართლის თეორიაში აღიარების განსაკუთრებული მნიშვნელობა განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე. ფაქტის აღიარების დროს მხარე ცნობს დავის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც სასამართლომ შეიძლება საკმარის საფუძვლად მიიჩნიოს გადაწყვეტილების გამოტანისას და დაეყრდნოს ამ აღიარებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც დადგენილია, მ------ ა-–-----------ისათვის ცნობილი იყო 2014 წლის 01 მარტის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მ------------- ა-–-----------სა და ზ--- ხ----–--ეს შორის დადების ფაქტის თაობაზე. როგორც სააპელაციო სასამართლოში, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომებზე აპელანტმა მ------ ა-–-----------მა დაადასტურა (აღიარა) ის გარემოება, რომ იგი ესწრებოდა მოპასუხე ზ--- ხ----–--ესთან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადებას და ასევე პირადად ესწრებოდა ვალის გადახდის თაობაზე მოლაპარაკებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრით წარმოდგენილი შედავება არ მტკიცდება, რაც მისი გაზიარების სამართლებრივ საფუძველს გამორიცხავს სწორედ მტკიცების ტვირთის იმ ნაკლის გამო, რომელიც აპელანტმა კანონით დადგენილი წესით ვერ დასძლია.

 

4.4. პალატა მიუთითებს ასევე, რომ სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას, თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ამავე კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. მეუღლეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპიდან (სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლი), საოჯახო საკითხების ერთობლივად გადაწყვეტის უფლებიდან (სამოქალაქო კოდექსის 1155-ე მუხლი) გამომდინარეობს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი დანაწესი მეუღლეების მიერ თანასაკუთრებაში არსებული ქონების ურთიერთშეთანხმებით მართვისა და განკარგვის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორეს მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ ა. მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ. ის არ ეთანხმებოდა გარიგებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები 2014 წლის 01 მარტის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროსაც და მოცემული მდგომარეობითაც იმყოფებიან საქორწინო ურთიერთობაში, სწორედ მათი ერთ ოჯახად ცხოვრების პირობებში დაიდო მოპასუხე ზ--- ხ----–--ესთან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება და ასევე, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებაც. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ქონების განკარგვა წარმოადგენდა მეუღლეთა ერთობლივ ნებას და სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის აფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად და საფუძვლ----დ არ დააკმაყოფილა მ------ ა-–-----------ის სასარჩელო მოთხოვნა, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და მ------ ა-–-----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და შესაბამისად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------ ა-–-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 2- დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები: ნატალია ნაზღაიძე

 

ირაკლი ბონდარენკო