განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100119002988190
საქმე №1ბ/1317-19 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე : მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
პროკურორ - თ-----------------ას
ადვოკატ - ლ--------–---–ის
მსჯავრდებულ - ზ---------–---–---–ის
მონაწილეობით,რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა--------–---–-სა და მსჯავრდებულ ზ---------–---–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ზ---------–---–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 15 თებერვალს, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 2----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის ლაგოდეხი, ს------–-------–-----–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. რუსთავი, ბ-------–---–---------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ---------–---–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
მანვე, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ზ---------–---–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 16 აპრილს, საღამოს საათებში, ქ. რუსთავში, ბ-------–---–------------ში მდებარე ბინაში, სამზარეულო ოთახში ნ-------------–---–ს მისმა მეუღლემ ზ---------–---–---–მა მათი არასრულწლოვანი შვილის - 13 წლის მ---------–---–---–ის თანდასწრებით გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, აგინა, მიმართა უცენზურო სიტყვებით, აუკრძალა ხმის ამოღება და პასუხის გაცემა და ეუბნებოდა, რომ ის სახლში არაფერს წარმოადგენდა, იყო უუფლებო, ვინაიდან იყო ქალი. სიტყვიერი შეურაცხყოფა გადაიზარდა ფიზიკურში, კერძოდ, ზ---------–---–---–მა ჯერ მარჯვენა ხელით სილა გააწნა სახეში ნ-------------–---–ს, ხოლო შემდგომ ისევ მოუქნია ხელი და დაარტყა მარცხენა მხრის არეში ხელთან, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ნ-------------–---–ს მისი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე ზ---------–---–---–ი წლების განმავლობაში ხშირად, ხოლო, ბოლო ორი თვე სისტემატურად, კვირაში ორჯერ ან სამჯერ, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც გენდერული დისკრიმინაციის მოტივით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, ეჩხუბებოდა, ლანძღავდა, უკრძალავდა აზრის გამოხატვას, ეუბნებოდა, რომ არაფერს წარმოადგენდა და უნდა ყოფილიყო მისი მორჩილი, ვინაიდან იყო ქალი, რაც ნ-------------–---–ისათვის იყო შეურაცხმყოფელი და იწვევდა მის ტანჯვას.
აღნიშნულის გარდა, 2019 წლის 18 აპრილს, ღამის საათებში, დაახლოებით 00:00-დან 01:00 საათამდე, ქ. რუსთავში, ბ-------–---–------------ში მდებარე ბინაში, მისაღებ ოთახში ნ-------------–---–ს მისმა მეუღლემ ზ---------–---–---–მა მათი არასრულწლოვანი შვილის - 13 წლის მ---------–---–---–ის თანდასწრებით გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, აგინა, მიმართა უცენზურო სიტყვებით, აუკრძალა ხმის ამოღება და პასუხის გაცემა, ვინაიდან არ ჰქონდა ამის უფლება, რადგან იყო ქალი. სიტყვიერი შეურაცხყოფა გადაიზარდა ფიზიკურში, კერძოდ, ზ---------–---–---–მა მისგან გარიდების სურვილით მიმავალ ნ-------------–---–ს ჰკრა ხელი და წააქცია, შემდგომ კი ფეხი მოუქნია და წიხლი ჩაარტყა მარცხენა გვერდში, რა დროსაც ნ-------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული ქმედებებისათვის ზ---------–---–---–ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განაჩენით:
ზ---------–---–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2019 წლის 16 აპრილის ეპიზოდი) და გამართლდა.
ზ---------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 02 (ორი) თვის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვა იარაღთან დაკავშირებული უფლებები 03 (სამი) წლის ვადით.
ზ---------–---–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
2019 წლის 18 აპრილს, ღამის საათებში, დაახლოებით 00:00-დან 01:00 საათამდე, ქ .რუსთავში, ბ-------–---–------------ში მდებარე ბინაში, მისაღებ ოთახში ნ-------------–---–ს მისმა მეუღლემ ზ---------–---–---–მა მათი არასრულწლოვანი შვილის - 13 წლის მ---------–---–---–ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აგინა, მიმართა უცენზურო სიტყვებით, რაც გადაიზარდა ფიზიკურ შეურაცხყოფაში, კერძოდ, ზ---------–---–---–მა მისგან გარიდების სურვილით მიმავალ ნ-------------–---–ს ჰკრა ხელი და წააქცია, შემდგომ კი ფეხი მოუქნია და წიხლი ჩაარტყა მარცხენა გვერდში, რა დროსაც ნ-------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 16 აპრილის ეპიზოდთან მიმართებით კი პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ---------–---–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ბრალეულობას.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა ადეიშვილმა და მსჯავრდებულმა ზ---------–---–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ--------–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ ზ---------–---–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 16 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის დამძიმება, ასევე, მისთვის ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის დავალება, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა სწორად შეფასებული მტკიცებულებათა საკმარისობა 2019 წლის 16 აპრილის ეპიზოდის ნაწილში, ვინაიდან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე დაიკითხა არასრულწლოვანი მოწმე მ---------–---–---–ი, რომელმაც დაადასტურა, რომ ნამდვილად შეესწრო ხსენებულ დღეს მამის მხრიდან დედაზე განხორციელებულ ძალადობას. ასევე, სასამართლოში გამოქვეყნდა დაზარალებულ ნ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმი, რომელიც წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. შესაბამისად, საქმეზე ორი პირდაპირი და სხვა ირიბი მტკიცებულებები იყო წარდგენილი, რაც ქმნიდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, ამ ეპიზოდშიც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
აპელანტის განმარტებით, სასამართლო განაჩენის გამოტანისას იყო ლოიალური, არ იქნა გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები და ის ფაქტი, რომ დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის არ არის ამოწურული კონფლიქტი. არ იქნა სწორად შეფასებული რისკები და საფრთხეები ოჯახში ძალადობის სპეციფიკის, ბრალდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმრავლის გათვალისწინებით. აპელანტის აზრით, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლზე დაყრდნობით, რომლის თანახმად დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა უფრო მკაცრი სასჯელი. საქმის ფაქტობრივი გარემოებების და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, არსებობს იმგვარი საფრთხე, რომლის განეიტრალებასაც მის მიმართ გამოყენებული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს.
მსჯავრდებულმა ზ---------–---–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება ზ---------–---–---–ის დამნაშავედ ცნობის ნაწილში და მის ნაცვლად, სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტებმა მიუთითეს, რომ ზ---------–---–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ვერ იქნა დადასტურებული ვერც საქმეში არსებული და ვერც სასამართლო განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, ზ---------–---–---–ის ბრალის დამადასტურებლად გასაჩივრებულ განაჩენში მიჩნეულია მ---------–---–---–ის ჩვენება, ნ-------------–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლეული გამოძიებაში მიცემული ჩვენება, ექსპერტ მ--------–----------ის ჩვენება, რაც გამყარებულია მის მიერ 2019 წლის 10 მაისს გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და 2019 წლის 18 აპრილს გაცემული №0----- შემაკავებელი ორდერით.
აპელანტების მითითებით, არასრულწლოვან მ---------–---–---–ის ჩვენება არ შეიძლება ჩაითვალოს ზ---------–---–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებად და საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან მისი დაკითხვა განხორციელდა საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 52-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების დარღვევით, კერძოდ, საქმეში არ მოიპოვება მისი კანონიერი წარმომადგენლის ნ-------------–---–ის თანხმობა მისი არასრულწლოვანი შვილის გამოკითხვასა და დაკითხვასთან დაკავშირებით, არ გასცნობია და შესაბამისად, არ დაუზუსტებია არასრულწლოვან მ---------–---–---–ისათვის დასასმელი კითხვები.
აპელანტების განმარტებით, 2019 წლის 18 აპრილს გაცემულ შემაკავებელ ორდერში არ არის მითითებული, რომ ზ---------–---–---–მა ჩაიდინა ოჯახური ძალადობა მისი ორი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მათ შორის, არ არის დაზუსტებული, რომ არასრულწლოვანი მ---------–---–---–ი შეესწრო ოჯახური ძალადობის ფაქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ვარაუდობს, რომ ოჯახური კონფლიქტის დროის გათვალისწინებით, არასრულწლოვნებს, კერძოდ, მ---------–---–---–ს ეძინა, ვინაიდან იყო ღამის საათები და იგი უშუალოდ არ შესწრებია 2019 წლის 18 აპრილს ოჯახში მომხდარ სავარაუდო ინციდენტს. აპელანტი ასევე უთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლზე და განმარტავს, რომ დაზარალებულ ნ-------------–---–ის მიერ გამოძიებისას მიცემული ჩვენების გამოქვეყნება ვერ დაედება საფუძვლად ზ---------–---–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. აპელანტების აზრით, ასევე ვერ დადგინდა ნ-------------–---–ის დისკრიმინაცია ოჯახში მორალური, სოციალური თუ ქონებრივი ნიშნით.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულია ასევე, რომ ნ-------------–---–ის სხეულის დაზიანება არ იქნა დადასტურებული სამედიცინო კვლევების დროს, რაც მას ჩაუტარდა 2019 წლის 18 აპრილს 04:00 საათზე და რაც დაადასტურა ექიმმა ი---------–-----–--ემ. 2019 წლის 10 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით კი აპელანტებმა მიუთითეს, რომ დასკვნა არ შეესაბამება სამედიცინო კვლევის შედეგებს. სასამართლო კვლევის დროს, ასევე გამოძიების მასალებით არ არის დადგენილი, თუ რით აქვს დაზიანება მიყენებული ნ-------------–---–ს ან სად და ისინი არ შეიძლება ბრალად შეერაცხოს ზ---------–---–---–ს.
საბოლოოდ, აპელანტებმა განმარტეს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენის გამოტანისას არ გაითვალისწინა ის მდგომარეობა, რომ ზ---------–---–---–ი არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და მის მიმართ დადგენილი განაჩენით გამოყენებული სასჯელი რეალურად არ წარმოადგენს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა ზ---------–---–---–ის დამნაშავედ ცნობა 2019 წლის 16 აპრილის ეპიზოდში, ხოლო დაცვის მხარემ ზ---------–---–---–ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზ---------–---–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს ზ---------–---–---–ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ხოლო სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა ანდა ეჭვქვეშ დადგებოდა ზ---------–---–---–ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენით შერაცხული ბრალდება, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში ცალ-ცალკე მიმოიხილავს საქმეზე წარმოდგენილ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც საფუძვლად დაედო ზ---------–---–---–ის დამნაშავედ ცნობას, კერძოდ, დაზარალებულების: მ---------–---–---–ისა და ნ-------------–---–ის ჩვენებებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნას, 2019 წლის 18 აპრილს გაცემულ №0----- შემაკავებელი ორდერს და მიაჩნიათ, რომ აღნიშნული არა არის საკმარისი პირის მსჯავრდებისათვის. აპელანტთა მოსაზრებას პალატა არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტები პრეტენზიას გამოთქვამენ დაზარალებულ ნ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმთან დაკავშირებით, კერძოდ, უთითებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავენ, რომ არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.
პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარეს, რომ ზ---------–---–---–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ ნ-------------–---–ის მიერ გამოძიებაში მიცემულ გამოქვეყნებულ ჩვენებას ეფუძნება. დასახელებული მუხლის დანაწესზე აპელირება, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები ზ---------–---–---–ის მხრიდან 2019 წლის 18 აპრილს განხორციელებულ ოჯახურ ძალადობაში დამნაშავედ ცნობისათვის, კერძოდ:
დაზარალებულ ნ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ ცხოვრობს მეუღლესთან ზ---------–---–---–თან და ორ შვილთან 13 წლის მარიამ და 15 წლის გ------- ქაშაკაშვილთან ერთად. ის და ზ------- 16 წელია ცხოვრობენ ერთად, მაგრამ არ აქვთ ხელი მოწერილი. როდესაც ის და ზ---------–---–---–ი შეუღლდნენ 16 წლის წინ, იგი თავიდანვე გამოირჩეოდა მის მიმართ აგრესიით, რადგან მისი გადმოსახედიდან იყო ქალი და არ შეეძლო მისთვის პასუხის დაბრუნება, მაგრამ როდესაც შვილები შეეძინათ, ნ-------------–---–ი გადაერთო აღზრდაზე და მისგან იტანდა შეურაცხყოფას, ვინაიდან უნდოდა ოჯახის შენარჩუნება. ნ-------------–---–ის განმარტებით, იგი ამ სიტყვიერი შეურაცხყოფით იტანჯება, მოეშალა ფსიქიკა ხანგრძილივი თმენისგან.
მიმდინარე წლის 17 აპრილს ნ-------------–---–ი, მ---------–---–---–ი და ზ---------–---–---–ი იმყოფებოდნენ სახლში, დაახლოებით იქნებოდა ღამის 12 საათიდან პირველ საათამდე პერიოდი, როდესაც მისაღებ ოთახში იჯდა სავარძელში, ასევე ოთახში იყო მ-------ც, შემდეგ შევიდა ზ-------ც და მისცა შენიშვნა რაზეც შეეპასუხა, მან კი მიუგო, რომ ენა არ უნდა შეებრუნებინა მისთვის, ვინაიდან ქალი იყო და არ ჰქონდა ამის უფლება, არავინ იყო ამ სახლში და თუ არ უნდოდა წასულიყო. ვინაიდან ზ---------–---–---–ი ხდებოდა უფრო აგრესიული, ნ-------------–---–ი შეეცადა გასულიყო სხვა ოთახში, მაგრამ როდესაც ადგა და მიდიოდა, მან უკნიდან ხელი ჰკრა და წააქცია, რა დროსაც დაეცა ხალიჩის ზედაპირზე, შემდეგ ფეხი მოუქნია და წიხლი ჩაარტყა მარცხენა გვერდში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სიმწარისგან დაიწყო ყვირილი, მათ შუაში ჩაუდგათ მათი ქალიშვილი მ------- და გააშველა, ამ დროს სახლში შევიდა მათი მეორე შვილი გ-------. ამ ყვირილის და გაშველების დროს, რამდენიმე წუთში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც განუცხადა აღნიშული ფაქტი, ამაზე კიდევ უფრო გაბრაზდა ზ---------–---–---–ი და იწევდა მისკენ, რომ რამე დაეშავებინა, აგინებდა და პოლიციელებმა გაიყვანეს სხვა ოთახში. პატრულმა გამოსცა შემაკავებელი ორდერი.
აღნიშნული ასევე დასტურდება არასრულწლოვან დაზარალებულ მ---------–---–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით, რომლის თანახმად ირკვევა, რომ 2019 წლის 18 აპრილს დედასთან - ნ-------------–---–თან ერთად იმყოფებოდა სახლის სამზარეულო ოთახში, რა დროსაც მამამისი - ზ---------–---–---–ი სახლში მივიდა ნასვამ მდგომარეობაში და დაჯდა მისაღებ ოთახში სავარძელზე. ზ---------–---–---–ი ლაპარაკობდა თავისთვის, თუმცა მას არ ესმოდა საუბრის შინაარსი, რადგან სხვა ოთახში იყო, შემდეგ გაიგონა, რომ ზ---------–---–---–მა დაუწყო გინება დედამისს, ამ დროს მ---------–---–---–ი შევიდა იმავე ოთახში და შეესწრო, რომ დედა სთხოვდა მამას არ შეეგინებინა. ამავე დროს სახლში მოვიდა მისი ძმა-გ------- ქაშაკაშვილი, რომელიც ასევე შეესწრო აღნიშნულ ფაქტს. დედამ - ნ-------------–---–მა დაიწყო მისაღები ოთახის დასუფთავება, ზ---------–---–---–ი კი ამ დროს იწვა საწოლზე (იმავე, მისაღებ ოთახში) და აგრძელებდა დედისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, აგინებდა, რაც დედამ ვეღარ მოითმინა და რაღაც უთხრა, რაც მ---------–---–---–ს არ გაუგონია, რის გამოც ზ---------–---–---–ი ადგა საწოლიდან და ნ-------------–---–ს დაარტყა წიხლი მარცხენა ფერდის არეში, რის გამოც ნ-------------–---–ი ჩაიკეცა, ტკივილისგან ატირდა და გავიდა გვერდითა ოთახში. მოწმის განმარტებით დედამისის ხმაზე მეზობელმა გამოიძახა პოლიცია.
არასრულწლოვანი დაზარალებულის მ---------–---–---–ის ჩვენების ნაწილში, აპელანტი მიუთითებს საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 52-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, 14 წლამდე ასაკის პირის გამოკითხვა/დაკითხვა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობითა და თანდასწრებით. კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, გამოთქვას თავისი მოსაზრება და სასამართლოს ნებართვით დააზუსტოს 14 წლამდე ასაკის პირისათვის დასმული შეკითხვა და აღნიშნავს, რომ არ არსებობს მ---------–---–---–ის კანონიერი წარმომადგენელის თანხმობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ითვალისწინებს, როგორც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 ივნისის განჩინებით დასტურდება, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დასაკითხ არასრულწლოვანს ინტერესთა კონფლიქტის გამო, დაენიშნა საპროცესო წარმომადგენელი და მისი სასამართლოში დაკითხვისას მოწვეულ იქნა ფსიქოლოგი. ხოლო, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის სხდომის ოქმის თანახმად, მოწმე მ---------–---–---–ის დაკითხვაში ადვოკატთან ერთად მონაწილეობდნენ საპროცესო წარმომადგენელი ა------------- და ფსიქოლოგი მ-------------. ასევე საპროცესო წარმომადგენლის თანდასწრებით მოხდა არასრულწლოვანი დაზარალებულის გამოკითხვა გამოძიების ეტაპზე.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მესამე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, საპროცესო წარმომადგენელი არის მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის მიერ დანიშნული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანამშრომელი ან სხვა სანდო პირი, რომელიც ამ კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას არასრულწლოვნის სახელით და მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად. საპროცესო წარმომადგენელი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებითაც კანონიერი წარმომადგენელი.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ არასრულწლოვან მ---------–---–---–ის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემისას /ასევე გამოკითხვის დროს/, სრულად იქნა დაცული დაკითხვის წესი, რის გამოც მისი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველი არ არსებობს.
2019 წლის 18 აპრილს ზ---------–---–---–სა და მის მეუღლეს ნ-------------–---–ს შორის მწვავე კონფლიქტის არსებობაზე და ზ---------–---–---–ის მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებებზე, ასევე, მიუთითებს სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებიც, კერძოდ:
N0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად ირკვევა, ორდერი გამოცემულია მოძალადე ზ---------–---–---–ის მიმართ 30 დღის ვადით, იმ საფუძვლით, რომ 2019 წლის 18 აპრილს ზ---------–---–---–მა მეუღლეს ნ-------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სისტემურად ძალადობდა მასზე. მსხვერპლია ნ-------------–---–ი. მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მისი სამსახურისა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონით, სოციალური ქსელით და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; მოძალადეს შეეზღუდა იარაღით (მათ შორის, სამსახურეობრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა; მოძალადეს ჩამოერთვა პირად საკუთრებაში არსებული იარაღი, მსხვერპლი და მასზე დამოკიდებული პირები განრიდებულები იქნენ მოძალადისგან.
მოწმე ვ-–----------------–---მა სასამართლოში განმარტა, რომ 2019 წლის 18 აპრილს, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე, მისი მეუღლე გააღვიძა ყვირილის ხმამ, ნ-------------–---–ი ყვიროდა, მისი მეუღლე კი ცდილობდა მის დამშვიდებას, რის გამოც გამოიძახა პოლიცია და სასწრაფო დახმარება, რომელსაც უთხრა, რომ მისულიყვნენ და გაეჩუმებინათ მისი მეზობლები. მოწმემ აღნიშნა, რომ 2019 წლის 18 აპრილს მეზობლების ჩხუბი დიდხანს გაგრძელდა, რის გამოც მიმართა პოლიციას. ხოლო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს ინსპექტორ გ------- ბ------–---–-ს სასამართლოში მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 18 აპრილს შემთხვევის ადგილზე მისვლისას ზ---------–---–---–მა განმარტა, რომ ტრადიციული ოჯახიდან იყო და უფლება ჰქონდა ეძალადა მეუღლეზე. მოწმის განმარტებით, მათი ყოფნის დროს ზ---------–---–---–ი იყო აგრესიული, ილანძღებოდა და მომხდარი მიაჩნდა ტრადიციად. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ს---------------–---–--------------------–---–-------–--–--------------.
პალატა განმარტავს, რომ მართალია, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ირიბი ხასიათისაა, თუმცა ისინი სხვა პირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად ქმნიან ზ---------–---–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ერთიან სურათს, ამასთან მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება მსჯავრდებულის მზაობა ძალადობრივი ქმედებების მიმართ.
დაცვის მხარე თავის სააპელაციო საჩივარში აქცენტს აკეთებს ასევე ნ-------------–---–ის სამედიცინო გამოკვლევასა და მის მიმართ ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას შორის არსებულ წინააღმდეგობებზე და განმარტავს, რომ ნ-------------–---–ის სხეულის დაზიანება არ იქნა დადასტურებული სამედიცინო კვლევების დროს, რაც მას ჩაუტარდა 2019 წლის 18 აპრილს 04:00 საათზე და რაც დაადასტურა ექიმმა ი---------–-----–--ემ. 2019 წლის 10 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა კი არ შეესაბამებოდა სამედიცინო კვლევის შედეგებს.
პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია აპელანტის მსჯელობა აღნიშნულ სამედიცინო დოკუმენტაციაში წინააღმდეგობების არსებობის შესახებ, ვინაიდან, კონფლიქტური შემთხვევიდან რამდენიმე საათში გამოხატული დაზიანებების არარსებობა და შემდგომ მათი წარმოშობა ნათლად ახსნა სამედიცინო გამოკვლევის ჩამტარებელმა ექიმმა ი---------–-----–--ემ, რომელმაც განმარტა ზედაპირული ტრავმის მნიშვნელობა, რაც ნიშნავს, სხეულის რბილი ქსოვილის დაჟეჟილობას. დაჟეჟილობა შესაძლოა რაღაც პერიოდი არ ფიქსირდებოდეს გარეგნულად, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ჰემატომის სახით გახდეს შესამჩნევი. თუ ტრავმა იყო ახალი, შესაძლოა, მაშინვე არ ყოფილიყო შესამჩნევი და რამდენიმე საათში გამოჩენილიყო. გულმკერდის არეში ზედაპირული დაზიანების ტკივილები შესაძლოა გაგრძელებულიყო მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში, კერძოდ:
ნ-------------–---–ის სამედიცინო გამოკვლევასთან მიმართებით დაკითხულ იქნა ექიმი ი---------–-----–--ე, რომლის ჩვენებითაც დასტურდება, რომ 2019 წლის 18 აპრილს, დილის 04:00-05:00 საათებს შორის პერიოდში, სამედიცნო შემოწმებისთვის პოლიციელების მიერ წარედგინა ნ-------------–---–ი, რომელიც უჩიოდა ტკივილს გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარცხნივ, შუა ადგილის ქვევით, ბეჭის ძვლის ქვედა ნაწილში. ნ-------------–---–ი აფიქსირებდა ერთი და იმავე ადგილს, სადაც ჰქონდა ტკივილი. ნ-------------–---–ის განმარტებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ ოჯახური კონფლიქტის დროს. რაც არ იყო პირველი შემთხვევა. მოწმის განმარტებით, ნ-------------–---–ს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება. მას ვიზუალურად არ აღენიშნებოდა დაზიანებები. რადგან პაციენტი უჩიოდა ტკივილს და ამბობდა რომ სუნთქვის დროს ტკიოდა ნეკნები, გადაუღეს გულ-მკერდის რენტგენი, სადაც ნეკნების მოტეხილობა არ დაფიქსირდა. გაუკეთდა ასევე ექოსკოპია, პლევრის ღრუშიც არ აღენიშნებოდა დაზიანებები და არც ფილტვის ქსოვილი იყო დაზიანებული, რის შემდეგაც პაციენტის მდგომარეობა შეფასდა გარეგნულ დაზიანებად, ორგანოები იყო მთელ მდგომარეობაში. მის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო დოკუმენტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100.
სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, გარეგანი დათვალიერებით ნ-------------–---–ს 18.04.19 წ. აღენიშნება სისხლნაჟღენთი წელის მიდამოში, რომელიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიუკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ 18.04.19 წ. თარიღს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--------–----------ემ.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული და საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ---------–---–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები, ვინაიდან, თვლის, რომ მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და მათში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი არ არსებობს. ამასთან, მოწმეთა ჩვენებების უტყუარობა გამყარებულია საქმეში არსებული სხვა არაერთი მტკიცებულებით, რომელთა შორის არ შეინიშნება რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას ზ---------–---–---–ის მიერ ნ-------------–---–ის მიმართ ოჯახური ძალადობის 2019 წლის 16 აპრილს განხორციელების თაობაზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და აღნიშნავს, რომ ზ---------–---–---–ის ქმედებების თავდაპირველი კვალიფიკაციის დამადასტურებელ არგუმენტად აპელანტს მოჰყავს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთაც ნაწილობრივ შეფასება უკვე მიეცათ.
პალატა განმარტავს, რომ ზ---------–---–---–ის ბრალდება იმ ნაწილში, სადაც მას ბრალად წარედგინა 2019 წლის 16 აპრილს ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით, არ არის დადასტურებული საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით. ბრალდების მხარე მიუთითებს მხოლოდ არასრულწლოვან დაზარალებულ მ---------–---–---–ისა და დაზარალებულ ნ-------------–---–ის ჩვენებებზე, რომელთა თანახმად დასტურდება შემდეგი:
არასრულწლოვანი დაზარალებული მ---------–---–---–ი განმარტავს, რომ 2019 წლის 16 აპრილის, დაახლოებით 20:00-21:00 საათზე, დედასთან ნ-------------–---–თან ერთად იმყოფებოდა სახლში, სამზარეულო ოთახში და იჯდა კომპიუტერთან, რა დროსაც სახლში მივიდა მამამისი - ზ---------–---–---–ი, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში და დედას - ნ-------------–---–ს უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი და გინება. დედა - ნ-------------–---–ი თავიდან არ აქცევდა ყურადღებას, როდესაც დაკარგა მოთმინება, უთხრა დაენებებინა თავი, რაზეც ზ---------–---–---–ი უფრო გაბრაზდა და გადავიდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, დაარტყა ბეჭში ხელი. მ---------–---–---–მა გააშველა, რა დროსაც მასაც შემთხვევით მოხვდა ხელი. ამის შემდეგ, ზ---------–---–---–ი გავიდა მისაღებ ოთახში და დამშვიდდა. დედა კი იჯდა სამზარეულოში, სავარძელზე და ტიროდა.
დაზარალებული ნ-------------–---–ის მიერ გამოძიებისას მიცემულ და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მიმდინარე წლის 16 აპრილს საღამო ხანს იმყოფებოდა სახლში ზ---------–---–---–თან და თავის 13 წლის შვილ მ---------–---–---–თან ერთად, რომელიც უყურებდა ფილმს ლეპტოპში, რა დროსაც ოთახში შევიდა ზ---------–---–---–ი და მისცა შენიშვნა, რომ არ იყო ფილმის საყურებელი ადგილი და უნდა შეეწყვიტა ბავშვს ყურება, რაზედაც ნ-------------–---–მა უთხრა, რომ ბავშვი არ აშავებდა არაფერს და გაენებებინა თავი, რაც არ ესიამოვნა და დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება ბავშვის წინაშე, აგინებდა დედის მისამართით, ლანძღავდა, უყვიროდა და ასევე ეუბნებოდა, რომ ამ სახლში არავინ იყო და არ ჰქონდა ხმის ამოღების უფლება, ვინაიდან იყო ქალი, აღნიშნულის შემდეგ, როდესაც ვეღარ გაუძლო ამ შეურაცხყოფას და დამცირებას, მეუღლეს უთხრა, რომ დარეკავდა პოლიციაში, რაზედაც მან მარჯვენა ხელით სილა გააწნა ლოყაში, შემდეგ როდესაც უთხრა რატომ ურტყამდა, ისევ მოუქნია ხელი, დაარტყა მარცხენა მხრის არეში ხელთან, თან დაემუქრა, რომ თუ დარეკავდა პოლიციაში, მოკლავდა. ნ-------------–---–ს მუქარა რეალურად არ აღუქვამს, მაგრამ დარტყმის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ამ დარტყმის მომენტს ესწრებოდა მათი შვილი მ---------–---–---–ი, რომელიც შუაში ჩადგა და გააშველა ისინი, მაგრამ ზ---------–---–---–ი მაინც აგინებდა და ცდილობდა კიდევ დაერტყა მისთვის, რა დროსაც მისი მოქნეული ხელი შემთხვევით მოხვდა მათ შვილს ხელში. პოლიციაში მიმდინარე წლის 16 აპრილს არ დაურეკავს და არ განუცხადებია აღნიშნული ფაქტის შესახებ.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ აღნიშნული ვერ დაედება საფუძვლად ამ ეპიზოდში გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან არ სეიძლება ჩაითვალოს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობად, რომ ზ---------–---–---–ის მოქმედებით ნ-------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი სხვა მტკიცებულება არ მიუთითებს 2019 წლის 16 აპრილს ზ---------–---–---–ის მხრიდან ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტზე. მათი მეზობლის, ვ-–----------------–---ის ჩვენებაშია აღნიშნული, რომ ხშირად ესმის ჩხუბის ხმა ზ---------–---–---–ის ოჯახიდან და შენიშვნაც მიუცია მათთვის, თუმცა კონკრეტულად აღნიშნულ დღეს რაიმე კონფლიქტზე არაფერს ამბობს. საქმეზე დაკითხულმა სხვა პირებმა კი 2019 წლის 16 აპრილის ეპიზოდზე იციან დაზარალებულების გადმოცემით.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები 2019 წლის 16 აპრილს ოჯახური ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ზ---------–---–---–ის დამნაშავეობაში ბრალდების ამ ნაწილში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში სადავოდ არ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას 2019 წლის 18 აპრილის ეპიზოდთან დაკავშირებით, რომ არ დადასტურდა ზ---------–---–---–ის მიერ ძალადობრივი ქმედების გენდერული ნიშნით ჩადენის ფაქტი. ვინაიდან პალატა საქმეს იხილავს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, შესაბამისად პალატა აღნიშნულ საკითხზე არ იმსჯელებს.
რაც შეეხება ზ---------–---–---–ისადმი დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზ---------–---–---–ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველი და ის უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა--------–---–-სა და მსჯავრდებულ ზ---------–---–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--------–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ზ---------–---–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2019 წლის 16 აპრილის ეპიზოდი) და გამართლდეს.
ზ---------–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 02 (ორი) თვის ვადით.
მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
ზ---------–---–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 18 აპრილის 01:00 საათიდან.
ზ---------–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხდებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე