განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100119003091445
საქმე №1/ბ-699-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-----– გ---ს ძე კ----ის მიმართ, დაბადებული: 197- წლის 09 ნ--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, გ-------–-- ქ. #27.
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ა-----– კ----ემ ჩაიდინა 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ. 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 27 მაისს, ქ.ბათუმში, გ--------- ჩ-----–-- ქუჩა N27-ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა-----– კ----ემ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილების ლ---- კ----ის და დ--- კ----ის თანდასწრებით, მეუღლეს ნ-----–-- შ-----ეს ყელზე მოუჭირა ხელი, ძალადობის შედეგად ნ-----–-- შ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, აღნიშნულის შემდეგ ა-----– კ----ემ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს ლ---- კ----ეს გადაუტრილა მარჯვენა ხელი, რა დროსაც ლ---- კ----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 27 მაისს, ქ.ბათუმში, გ--------- ჩ-----–-- ქუჩა N27-ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა-----– კ----ემ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს მეუღლეს ნ-----–-- შ-----ეს, რა დროსაც ნ-----–-- შ-----ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ა-----– კ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ“ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ა-----– კ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ა-----– კ----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ა-----– კ----ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა დაკავების და პატიმრობის დრო 2019 წლის 27 მაისიდან 2019 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით.
ა-----– კ----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა---- მ-------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 აგვისტოს განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ა-----– კ----ის მიმართ ყველაზე მკაცრი სასჯელის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი დანიშნული სასჯელის ნაწილში არის უსამართლო, ვინაიდან სასამართლომ განაჩენის გამოტანისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი, მისი პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები და განუსაზღვრა მსუბუქი სასჯელი. ა-----– კ----ის მხრიდან საკმაოდ მაღალია დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე, საქმეში მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული არის ალკოჰოლზე დამოკიდებული და ხშირად სვამს, ხოლო ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გამოხატავს აგრესიას მეუღლის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ, რაც საშიშს ხდის აღნიშნული დანაშაულის ხასიათს, ვინაიდან საფრთხე ემუქრება, როგორც არასრულწლოვნების ნორმალურ გარემოში განვითარებას, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
მსჯავრდებულ ა-----– კ----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ირაკლი აბაშიძის მიერ წარმოდგენილია შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა-----– კ----ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა-----– კ----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ლ---- კ----ის, ნ-----–-- კ----ის, თ---------------------------–---------–----------–--–----------–-------–----------------------------------–------ ჩვენებებით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ა-----– კ----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები,(აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ა-----– კ----ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ა-----– კ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განსესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
- საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ა-----– კ----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ა-----– კ----ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო 2019 წლის 27 მაისიდან 2019 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით.
ა-----– კ----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ა-----– კ----ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულება დანა, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე