განაჩენი

სისხლის სამართლის 14.11.2019
საქმის ნომერი
010100119003009644
ინსტანცია
თარიღი
14.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-706-2019წ.

#010100119003009644

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ-------–- ა--–--ის ძე მ----–--ის მიმართ, დაბადებული: 197- წლის 23 ი--–---, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასმართლობის მქონე, მცხოვრები ქ. ბათუმი, თ----- მ----- გამზირი N7, ბინა 44.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ კ-------–- მ----–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 20 აპრილს, ქ. ბათუმში, თ----- მ----- გამზირი #7 ბინა N44-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კ-------–- მ----–--ემ ხელების სახეში დარტყმით და ხელების სახეში მოჭერით ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ოჯახის წევრის- დედის ანა მ----–--ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 აგვისტოს განაჩენით კ-------–- მ----–--ე ცნობილი იქნადამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის განაჩენით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველო სსკ -ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 04 (ოთხი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით კ-------–- მ----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 10 (ათი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ კ-------–- მ----–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ კ-------–- მ----–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 23 აპრილიდან.

 

სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანი ბ------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 აგვისტოს განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ კ-------–- მ----–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი დანიშნული სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53 პრიმა მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი და არ შეესაბამება ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის ხასიათს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ გამომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი სასჯელის მიზნებიდან.

 

აპელანტი - მსჯავრდებულ კ-------–- მ----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატი დ----- კ----–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანას და კ-------–- მ----–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას მაქსიმალური ვადით. - შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის არაკანონიერი და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ დამატება არასწორად იქნა გამოყენებული, რადგან საქმეში არსებული მასალები სასამართლოს აძლევდა შესაძლებლობას, კანონის ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც უკვე ასაკში მყოფ ქალბატონს ,,დაზარალებულს“ სხვა---თესავი გარდა მსჯავრდებულისა არ გააჩნია და არის მისი შვილი, რომელთანაც შერიგებულია. სასამართლოს შეეძლო შთანთქმა გამოეყენებინა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის და მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ კ-------–- მ----–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების - ა---------–-------------------------------–------------------------------- ჩვენებებით, შემაკავებელი ორდერით, სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ კ-------–- მ----–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადავოდ გამხდარი.

მსჯავრდებულ კ-------–- მ----–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან); სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ კ-------–- მ----–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის როგორც გამკაცრების, ასევე შემსუბუქების საფუძველი. შესაბამისად გასაჩივრებული განაჩენი კ-------–- მ----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ანი ბ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ კ-------–- მ----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ----- კ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

კ-------–- მ----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის განაჩენით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველო სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 04 (ოთხი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით კ-------–- მ----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 10 (ათი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ კ-------–- მ----–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ კ-------–- მ----–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 23 აპრილიდან.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე