განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002971556
საქმე №1ბ/1232-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: მ-----–-------ს
მსჯავრდებულ: თ--------------ის
ადვოკატ: მ--------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----–-------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------- მსჯავრდებულ თ------------–--------------ის, დაბადებულის 1----–-–--------–---, საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------- ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართის გარეშე, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–-----------------------------, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,3811- ე მუხლის პირველი ნაწილით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ--------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი);
მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისიწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა;
მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 29 მარტს, ქ--------–--–-----–--------------------------–------------ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პ------------------------–- მდებარე სახლში თ--------------ემ, შელაპარაკებისას, ყოფილ მეუღლეს ფ--------------–-–---–ს კისერში ძლიერად მოუჭირა ორივე ხელი და დაემუქრა, რომ მოკლავდა. კისერში ხელების მოჭერის შედეგად ფ--------------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მოკვლის მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. 2019 წლის 30 მარტს, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლების მიერ თ--------------ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N------- რომლითაც თ--------------ეს აეკრძალა ყოფილი მეუღლის ფ--------------–-–---–ის საცხოვრებელ ადგილთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ფ--------------–-–---–ი შეიძლება იმყოფებოდეს. მიუხედავად აღნიშნულისა, 2019 წლის 31 მარტს და 2019 წლის 1 აპრილს, თ--------------ემ დაარღვია შემაკავებელი ორდერების მოთხოვნები, კერძოდ, 2019 წლის 31 მარტს მივიდა ქ-------–--–-----–--------------------------–------------ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პ------------------------–- მდებარე სახლში არსებულ ფ--------------–-–---–ის ოთახში, დაუწყო მას ყვირილი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო 2019 წლის 1 აპრილს კვლავ მივიდა მითითებულ მისამართზე, ფ--------------–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ უთხრა რომ თუ მის მიერ შემაკავებელი ორდერის დარღვევის შესახებ პოლიციას შეატყობინებდა, მოკლავდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2019 წლის 1 აპრილის ჩათვლით პერიოდში, ქ-------–--–-----–--------------------------–------------ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პ------------------------–- მდებარე სახლში თ--------------ე ყოფილ მეუღლეს ფ--------------–-–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდა და აგინებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ამცირებდა პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობით, ემუქრებოდა ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობით. თ--------------ის ქმედებებით ფ--------------–-–---–ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის განაჩენით:
თ--------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), ამავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 მარტისა და 1 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, თ--------------ეს სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
თ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 1 აპრილიდან - 2019 წლის 8 მაისის ჩათვლით პერიოდი;
გაუქმდა თ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გამოყენებული აკრძალვა - თ--------------ეს სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაზარალებულთან და მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოების თაობაზე;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-----–-------მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ თ--------------ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, რომელიც თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული.
აპელანტის პოზიციით თ--------------ეს დაენიშნა შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის განაჩენი თ--------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ - ფ--------------–-–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების: ნ------------–---–----------–--------------------------------–-–---–------------–----------- გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, შემაკავებელი ორდერით, თავად თ--------------ის მიერ დანაშაულის აღიარებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება თ--------------ის მიერ
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,3811- ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულების მოტივი, მიზანი, ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედებების განხორციელების სახე, საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ თ--------------ემ თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ თ--------------ემ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. გარდა აღნიშნულისა, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ დღეის მდგომარეობით დაზარალებული შერიგებულია მსჯავრდებულთან და ისინი ერთად ცხოვრობენ. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული და არც სააპელაციო პალატის სხდომაზე გაჟღერებულა რაიმე ახალი გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლებოდა უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის განაჩენი თ--------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის განაჩენი თ--------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----–-------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის განაჩენი თ--------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
თ--------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), ამავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 მარტის ეპიზოდი)- თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 მარტისა და 1 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, თ--------------ეს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
თ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 01 აპრილიდან - 2019 წლის 08 მაისის ჩათვლით პერიოდი;
მხედველობაში იქნას მიღბული, რომ თ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გამოყენებული აკრძალვა - თ--------------ეს სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაზარალებულთან და მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოების თაობაზე გაუქმებულია;
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი