განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100119002878807
საქმე № 1ბ/1665-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: მაკა გველესიანი
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
გამართლებული - ხ---–--- ჯ---------ი, დაბადებული: 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------–----–-----------------------------;
კვალიფიკაცია:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
განაჩენის მიხედვით: ხ---–--- ჯ---------ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განაჩენით ხ---–--- ჯ---------ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ხ---–--- ჯ---------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, მ--------–--------------------–---–----–-------------------------–- მდებარე ხ---–--- ჯ---------ისა და ს-----–---------------ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ხ---–--- ჯ---------მა მუშტების ცხვირისა და თავის არეში დარტყმების ე.წ. ,,მაშის“ ხელის არეში დარტყმის და ფეხების სხეულის არეში დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის -ს-----–---------------ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ხ---–--- ჯ---------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------- ს----–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ხ---–--- ჯ---------ის მიმართ, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ბრალთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ს-----–---------------მ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა მტკიცებულებები: მოწმეების: ბ----------------–ის და გ-------------–--ს ჩვენებები, დაზარალებულის მითითებით ამოღებული იქნა ძალადობისას გამოყენებული საგანი ე.წ. ,,მაშა“. დაზარალებულის მიერ აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების ფაქტი დაადასტურეს საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე გამომძიებელმა ო-----–---------ემ და ექსპერტ-კრიმინალისტმა ა-–-----------–-–---–მა. ასევე წარმოდგენილია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვანა და მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი გ------- ო------–---–ი. ასევე დაიკითხა შეტყობინების მიმღები პოლიციელი- ფ---------------------- საქმეზე გამოკვლეული იქნა ე.წ. ,,მაშა“, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ვიზუალური დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ხ---–--- ჯ---------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათავლისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- ს----–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ხ---–--- ჯ---------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ,,Hirvisaari v. Finland,“ პარ. 30).
სააპელაციო პალატა იზიარებს ბოლნისის რაიონული სასამართლოს არგუმენტებს ხ---–--- ჯ---------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ხ---–--- ჯ---------ის მიერ მეუღლის - ს-----–---------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, რომელმაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულმა ს-----–---------------მ (ხ---–--- ჯ---------ის მეუღლე) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პირადი გასინჯვის მონაცემებით (23.01.2019) ს-----–---------------ს აღენიშნება სისხლჩაქცევები ცხვირზე და შუბლზე მარცხნივ, ნაჭდევი ცხვირზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
მოწმის სახით დაკითული ექსპერტ გ------- ო------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ს-----–--------------- შეამოწმა პირადად. შემოწმებისას აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები, ნაჭდევი ცხვირზე. ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ ანამნეზის გამოკითხვისას მას ს-----–---------------მ განუმარტა, რომ ქმარმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ: მუშტი ჩაარტყა ცხვირში, რომ წაიქცა ნაცრის საჩხრეკით სცემა.
მოწმის სახით დაიკითხულ გამომძიებელ ბ----------------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დაკითხა მოწმეები, ჩაატარა დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერება. მან განმარტა, რომ დაზარალებულს სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები, უჩიოდა ტკივილს. მოწმემ დაადასტურა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებულ იქნა ე.წ. ,,მაშა“.
მოწმე ა--------–----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მისი სახლი ს-----–---------------ს სახლიდან დაშორებულია ორი სახლით, არიან ნათესავები და აქვთ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა. ერთ საღამოს მასთან მივიდა ს----- (ს-----–---------------), რომელიც ტიროდა, უთხრა რომ იჩხუბა მეუღლესთან. მან შესთავაზა დარჩენილიყო მათთან და დაესვენა, გული უწუხდებოდა, დაალევინა წამალი. ა--------–----------მ ასევე განაცხადა, რომ მას გამომძიებლისათვის არ უთქვამს, რომ მეუღლემ ე.წ. ,,მაშით“ სცემა ს-----.
მოწმე ნ-----–---–--–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის მარნეულის რაიონული სამმართველოს ალგეთის განყოფილებაში საჭიროების შემთხვევაში ასრულებს თარჯიმნის მოვალეობებს. თარგმნის აზერბაიჯანულიდან ქართულად და პირიქით. დაადასტურა, რომ მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში და ბრალდებულის დაკავებაში.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 24 იანვარს ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი დაზარალებულ ს-----–---------------სთნ. საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მ--------–--------------------–---–----–---------------------------------–---ში. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დაზარალებულმა მიუთითა, თუ სად და რა ვითარებაში მიაყენა დაზიანებები ხ---–--- ჯ---------მა.
სასამართლოში ასევე დაიკითხნენ საგამოძიებო ექსპერიმეტის მონაწილენი ო-----–---------ე და ა-–-----------–-–---–ი.
მოწმე ო-----–---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მ--------–--------------------–---–----–-, გამომძიებლის თარჯიმნის და ექსპერტის მონაწილეობით. დაზარალებული უჩვენებდა შემთხვევის ადგილზე რა და როგორ მოხდა, მისივე მითითებით ამღებულ იქნა ე.წ. ,,მაშა“.
მოწმე ა-–-----------–-–---–ის ჩვენებით დადაგენილია, რომ იგი მუშაობს ქვემო ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში. შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა მარნეულის რაიონული სამმართველოს ალგეთის განყოფილებაში. დანაშაული შეეხებოდა ოჯახურ ძალადობას. სახლი იყო ორ სართულიანი, დაზარალებულმა მიუთითა ოთახზე, სადაც განხორციელდა ძალადობა. მიუთითა ასტამზე, რომელიც ამოღებულ იქნა და დაილუქა. მოწმემ დაადასტურა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მიმდინარეობდა ფოტოგადაღება.
გამომძიებლებმა - თ------------------–---–----------------------------, გ-------------–--მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
ხ---–--- ჯ---------ი ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2019 წლის 23 იანვარს, მ--------–------------------–---------------------------
2019 წლის 24 იანვრის ვიზუალური დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ გამომძიებელ ბ----------------–ის მიერ მოხდა დაზარალებულ ს-----–---------------ს გარეგნული ფიზიკური დათვალიერება, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები ცხვირზე, მარცხენა თვალის ქვემოთ ქუთუთოზე. დაზარალებულისვე განმარტებით, აღნიშნული დაზიანებები ს-----–---------------ს მიაყენა მეუღლემ ხ---–--- ჯ---------მა.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. დანაშაულის შემადგენლობისთვის ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ქმედების განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისზეც იძალადეს, განიცადოს ფიზკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადგენილ იქნა, რომ ხ---–--- ჯ---------ი და ს-----–--------------- წარმოადგენენ მეუღლეებს, ოჯახის წევრებს, ასევე დადასტურებულია, შემთხვევის დღეს, ხ---–--- ჯ---------ის მიერ ს-----–---------------ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, თუმცა ზემოხსენებული მტკიცებულებებით არ დგინდება დაზარალებულზე არსებულმა დაზიანებებმა, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, გამოიწვია თუ არა ს-----–---------------სთვის ფიზიკური ტკივილი. ცემა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ტკივილი ეს არის უსიამოვნო და ემოციური გამოცდილება, რომელიც ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებას უკავშირდება, ან ასეთი დაზიანების ტერმინებით აღიწერება. სხვა სიტყვებით, ეს არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებლების სტიმულაციაზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება ან საფრთხე შეუქმნას მას. ტკივილი ერთდროულად შეგრძნებაც არის და ემოციაც, რომელსაც მიმდინარე ან უახლოეს წარსულში ქსოვილის დაზიანება, ქსოვილის დაზიანების შესაძლებლობა ან/და ქსოვილის დაზიანების არ არსებობის პირობებში ნერვული სისტემის დისფუნქციაც კი შეიძლება იწვევდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განცდილი ძალადობის შედეგად განაცხადოს ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი და სხვა პირის განმარტება ტკივილის განცდასთან დაკავშირებით (ძალადობის შედეგად პირმა შეიძლება თუ არა განიცადოს ტკივილი) არარელევანტურია და სასამართლოს მხრიდან არ შეიძლება იქნეს გაზიარებული. მოწმე, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და ნათელი მოეფინა საკითხისთვის ძალადობის შედეგად განიცადა თუ არა ტკივილი, არის თავად დაზარალებული ს-----–---------------, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და თავისი მეუღლის - ხ---–--- ჯ---------ის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს არსებობდა თუ არა ოჯახში ძალადობის შემადგენლობის ყველა ნიშანი, კერძოდ, ხ---–--- ჯ---------ის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად განიცადა თუ არა მისმა მეუღლემ ს-----–---------------მ ფიზიკური ტკივილი. მხოლოდ ფიზიკური ძალადობა და ფიზიკური დაზიანებების არსებობა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად ფიზიკური ტკივილის განცდის მხრივ. ხ---–--- ჯ---------ის მსჯავრდების მოცემულ ეპიზოდში ბრალდების მხარეს სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ნათელს მოჰფენდა აღნიშნულ საკითხს არ წარმოუდგენია. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ს-----–---------------მ ხ---–--- ჯ---------ის მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, არ დასტურებდა ხ---–--- ჯ---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ხ---–--- ჯ---------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ხ---–--- ჯ---------მა მეუღლის ს-----–---------------ს მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ხ---–--- ჯ---------ის დამნაშავეობაში.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- ს----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
ხ---–--- ჯ---------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ხ---–--- ჯ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
გამართლებულ ხ---–--- ჯ---------ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ;
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ე.წ. ,,მაშა“ - დაუბრუნდეს დაზარალებულ ს-----–---------------ს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი