განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 33010011800254176
საქმე №1/ბ-873-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ
სოფიკო კაპანაძის, ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორების - მ---------------–---–ის, ნ-----------–--ის, ნ--–--------–-ს,ადვოკატ - ლ-–------–--–--ის,მსჯავრდებულების - ლ-–--------–--ის, გ-------------–ის, ნ----------------ის მონაწილეობით,თბილისის ვაკე-საბურთალოს რიონული პროკურატურის პროკურორ ნ-----------–--ის, ასევე მსჯავრდებულების - ლ-–--------–--ის, გ-------------–ის და ნ----------------ის ადვოკატ ლ-–------–--–--ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ლ-–---------------------–--ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–-----------------–------–---------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–----------------------------------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
გ--------------------------–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-----–--------------------–-------–---ი, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------–-----–------------–-------------–--------------------–------ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
ნ--------–---–-----------------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს----------------–------------------------------–------------------–-----------------–------–----------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების თანახმად:
ლ-–--------–--ეს, გ-------------–ს და ნ----------------ეს ბრალი დაედოთ მასზედ, რომ მათ ჩაიდინეს ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 26 მაისს, შუაღამის საათებში, ლ-–--------–--ე, გ-------------–ი და ნ----------------ე წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ქ-------–--–-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს „ბ------–------“-ის კუთვნილ 500 ლარად ღირებულ 24 ცალ ლითონის მოაჯირს, რომელიც მოათავსეს ლ-–--------–--ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაზე და დატოვეს შემთხვევის ადგილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენით:
ლ-–--------–--ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;
ლ-–--------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით; მასვე დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 00:00 საათიდან, 07:00 საათამდე შუალედში.
გ-------------–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;
გ-------------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 1 (ერთი) წლის ვადით; მასვე დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 00:00 საათიდან, 07:00 საათამდე შუალედში.
ნ----------------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;
ნ----------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 1 (ერთი) წლის ვადით; მასვე დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 00:00 საათიდან, 07:00 საათამდე შუალედში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ლ-–--------–--ემ, გ-------------–მა და ნ----------------ემ ჩაიდინეს ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 26 მაისს, შუაღამის საათებში, ლ-–--------–--ე, გ-------------–ი და ნ----------------ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ქ. თბილისი, ე-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ, შპს „ბ------–------“-ის დროებით მფლობელობაში არსებულ, 500 ლარად ღირებულ 24 ცალ ლითონის მოაჯირს, რომელიც მოათავსეს ლ-–--------–--ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაზე და დატოვეს შემთხვევის ადგილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-----------–--ემ, ასევე მსჯავრდებულების - ლ-–--------–--ის, გ-------------–ის და ნ----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ-–------–--–--ემ. ბრალდების მხარემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ-–--------–--ის, გ-------------–ის და ნ----------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუქნტებით. დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისი იყო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ლ-–--------–--ის, გ-------------–ისა და ნ----------------ის ქმედებების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობად მიჩნევისთვის. აპელანტის მითითებით, მსჯავრდებულებს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობის თაობაზე, სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში, ის ფაქტიც მიუთითებს, რომ ლ-–--------–--ე, გ-------------–ი და ნ----------------ე ქმედების განხორციელების მომენტში ერთად იმყოფებოდნენ. პროკურორი მიიჩნევს, რომ შემთხვევის ადგილზე მათი ერთობლივად მისვლა და შესაბამისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება, სწორედ წინასწარშეთანხმებული განზრახვის შედეგია. აღნიშნული ფაქტი დასტურდება არამხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებით, არამედ თავად ბრალდებულთა და ერთ-ერთი მოწმის, ლ-–- მჭედლიშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ იმ ავტომანქანაში, სადაც მოთავსებული იყო ფარულად დაუფლებული რკინის მოაჯირები, სამივე ბრალდებული იმყოფებოდა. შესაბამისად, პროკურორი მიიჩნევს, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ, ეჭვისგამომრიცხავ მტკიცებულებათა გამოკვლევის, ანალიზის, შეფასების და ურთიერთშეჯერების შედეგად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდა, რომ ლ-–--------–--ემ, გ-------------–მა და ნ----------------ემ ჩაიდინეს ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
მსჯავრდებულების ლ-–--------–--ის, გ-------------–ის და ნ----------------ის ადვოკატის სააპელაციო საჩივრის თანახმად, განაჩენი სამივე მსჯავრდებულის მიმართ არის დაუსაბუთებელი, უკანონო და მიღებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. აპელანტი აღნიშნავს, რომ დაზარალებულ პ---–-----------–---–ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ გამოძების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციასთან, საქმეზე დართული ნივთმტკიცების მესაკუთრის თაობაზე. გამოძიების მიერ უპასუხოდ არის დარჩენილი მთავარი კითხვა - ვისი საკუთრებაა საქმეზე წარმოდგენილი მოაჯირები და არის თუ არა ისინი მართლაც ქალაქ მარნეულში, შპს „ბ------–------“-ის მიერ სამუშაოების შესრულებისას მოხსნილი მოაჯირები. შპს „ა----–-ს“ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილების თანახმადაც, საავტომობილო გზების დეპარტამენტი არის მესაკუთრე ყველა იმ ნივთისა, რაც შპს „ბ------–------“-ის მიერ, ქვეკონტრაქტის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოს საფუძველზე, საზოგადოების მფლობელობაში აღმოჩნდა. ამდენად, დამცველი მიიჩნევს, რომ დადგენილება შპს „ბ------–------“-ის დაზარალებულად ცნობის შესახებ უნდა გაუქმებულიყო. მცდარია სასამართლოს განმარტება იმის თაობაზეც, თითქოს თითოეული ჯართის წონა შეადგენს 20-25 კილოგრამს და თითქოს ეს ცალსახად დაადასტურა პ---–-----------–---–მა. ამ უკანასკნელმა აჩვენა, რომ მას ეს მოაჯირები არ აუწონია და რომ ეს არის მისი ვარაუდი, შესაძლოა ეს მოაჯირები იყო 15 და 10 კილოგრამიც. საქმეში ერთი მტკიცებულებაც კი არ არის წარმოდგენილი, თუ რას წარმოადგენდა თუნდაც ჯართის ფასი 2018 წლის 26 მაისისათვის.
დაცვის მხარე სადავოდ ხდის ასევე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებების კანონიერების საკითხს და მიუთითებს, რომ მოწმე მ-----------–----ის ჩვენება და მის მიერ შედგენილი პატაკი ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც თავის მხრივ ეჭვის ქვეშ აყენებენ მოწმის მიერ ოპერატიული ინფორმაციის მიღების ფაქტს. გარდა ამისა, კანონით დადგენილი წესის დარღვევით იქნა ჩატარებული 2018 წლის 26 მაისის ჩხრეკა; არ იქნა დალუქული ამოღებული ნივთმტკიცება - მოაჯირები, რაც დაულუქავ მდგომარეობაში იმყოფებოდა 2018 წლის 31 მაისამდე; ამასთან, ლ-–--------–--ე და მისი თანმხლები პირები სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისას დაკავებული ყავდათ ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე. გამომძიებელმა არ აწარმოა სრულყოფილი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება. დამცველის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე გამომძიებელმა აღნიშნა, რომ გამოძიების დროს ერთადერთი მტკიცებულება, რითაც ლ-–--------–--ის, გ-------------–ისა და ნ----------------ის მიერ წინასწარი შეთანხმებით ქურდობის ჩადენა დასტურდებოდა, იყო მათი „აღიარებითი“ ჩვენება. სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც მათ წინასწარ შეთანხმებას დაადსტურებდა, სახეზე არ არის. ნ----------------ემ და გ-------------–მა კატეგორიულად დაადასტურეს, რომ ლ-–--------–--ეს გაყვნენ დასახმარებლად და ერთადერთი განზრახვა, რაც მათ გააჩნდათ, ეს იყო მეგობრის დახმარება, ისევე, როგორც ლ-----------–----ა და ჯ--------------–--ის შემთხვევაში.
რაც შეეხება ლ-–--------–--ეს, ადვოკატი აღნიშნავს, რომ პ---–-----------–---–ს სადაო ნივთმტკიცება ეწყო ქუჩაში და არა მის კერძო საკუთრებაში. შესაბამისად, ნებისმიერ პირს შეელო ეთქვა, რომ ეს მისი საკუთრებაა. იმ ვითარებაში, როდესაც არ არის წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება ხიდის მეტალის მოაჯირების კუთვნილებასთან დაკავშირებით, მით უფრო, რომ ისინი ტრიალ მინდორში ყრია ყოველგვარი განმასხვავებელი თუ გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე, საკითხი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
აღნიშნულისა და საჩივარში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარე ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულების ლ-–--------–--ის, გ-------------–ის და ნ----------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხარემ მოითხოვეს მათ მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილება.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულების ლ-–--------–--ის, გ-------------–ის და ნ----------------ის ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გ-------------–ისა და ნ----------------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი; ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ლ-–--------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ რიგში პალატა წარმოაჩენს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც წარდგენილი და გამოკვლეული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, შემდეგ კი დეტალურად შეაფასებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, მიმოიხილავს თითოეულ მათგანს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და იმსჯელებს, თუ რატომ იზიარებს, ან არ იზიარებს მხარეთა არგუმენტებს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა პ---–-----------–---–მა განაცხადა, რომ იგი არის შპს „ბ------–------“-ის დირექტორი. აღნიშნული კომპანია ახორციელებს საგზაო-სამშენებლო სამუშაოებს. როგორც ახსოვს, მიმდინარე წლის იანვარი-თებერვალში, მშენებლობის ფარგლებში მოახდინა მარნეულში მდებარე ხიდის დემონტაჟი, მოხსნა მოაჯირები და ისინი დროებით დაალაგა თავის საცხოვრებელი სახლის ღობის გვერდით. ხელშეკრულების პირობების შესრულების შემდეგ, აღნიშნული მოაჯირები უნდა ჩაებარებინა კონტრაქტორისათვის, მას კი თავის მხრივ - სახელმწიფოსთვის. ერთ ბდილას მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ჰკითხეს რაიმე ხომ არ ჰქონდა დაკარგული. შემოწმებისას აღმოაჩინა, რომ ღობესთან დალაგებული მოაჯირებიდან 24 ცალი იყო წაღებული. წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ნახა მისგან წაღებული, პოლიციის განყოფილების ეზოში დაწყობილი, დალუქული მოაჯირები. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ ქურდობის წინა დღეს, საცხოვრებელ სახლთან შეამჩნია მუქი ფერის, „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსით მყოფი ორი ახალგაზრდა, რომლებიც მისი გამოჩენისთანავე ჩასხდნენ ავტომანქანაში და წავიდნენ. პ---–-----------–---–მა დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და მიუთითა, რომ ბრალდებულებისაგან ამოღებული მოაჯირები არის სწორედ ისინი, რომლებიც დაუფლებული იქნა მისი საცხოვრებელი სახლის ღობის გვერდიდან. მისი განმარტებით, ერთი მოაჯირის წონა დაახლოებით 20-25 კილოგრამია და საერთო ჯამში 24 ცალის ღირებულება ჯართის ფასად, დაახლოებით 500 ლარს შეადგენს. დაკარგული მოაჯირების წონასთან დაკავშირებით დასმულ არაერთი შეკითხვის და მისი პასუხის სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირების შემდეგ დაადასტურა, რომ მოაჯირები ხელში აქვს აწეული და თითოეული დაახლოებით იქნებოდა 20-25 კილოგრამი. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ მოაჯირების მესაკუთრე სახელმწიფოა, თუმცა ხიდის დემონტაჟის შემდეგ, ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, მოაჯირებს თავად ინახავს. ამდენად, დაკარგვის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოვალეობა მას ეკისრება; გამოძიების ეტაპზე გამოკითხვების დროს მითითებულ გარემოებაში, რომლის თანახმადაც მოაჯირები იყო შპს „ბ------–------“-ის საკუთრება, გულისხმობს, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე მოაჯირებს ფლობდა თვითონ და პასუხისმგებლობა მთლიანად მას ეკისრებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----------–-----მ განაცხადა, რომ მუშაობს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 26 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ე-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთ პიროვნებას მოპარული ჰქონდა ხიდის მოაჯირები და გადაადგილდებოდნენ ლურჯი ფერის „ფორდ ტრანზიტის“ ავტომანქანით. გადაამოწმა ინფორმაციაში მითითებული პირების დაბადების თარიღები, მიღებული ინფორმაცია კი პატაკით მიაწოდა ხელმძღვანელობას და შემდეგ დაიკითხა მოწმის სახით გამომძიებლის მიერ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ-–-----–--–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 26 მაისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც თანამშრომლის - მ-----------–----ის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დიდ დიღომში, როსტევან მეფის ქუჩაზე უნდა ყოფილიყო ლ-–--------–--ე მეგობრებთან ერთად „ფორდ ტრანზიტის“ მიკროავტობუსით და მოპარული უნდა ჰქონოდათ ხიდის მოაჯირები. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ჯგუფთან ერთად გამოცხადდა ხსენებულ მისამართზე, შეაჩერეს ლ-–--------–--ის მართვის ქვეშ მყოფი, „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსი, საიდანაც გადმოვიდა ლ-–--------–--ე და საუბარში განუცხადა, რომ ავტომანქანაში ჰქონდა მოპარული მოაჯირები. ლ-–--------–--ეს გამოართვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და შეადგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების შესახებ. ჩხრეკისას ავტომანქანის საბარგულში აღმოჩნდა 24 ცალი თუჯის მოაჯირი. ვინაიდან სიმძიმის და მოცულობის გამო იმ მომენტში შეუძლებელი იყო მოაჯირების ავტომანქანიდან გადმოცლა და ადგილზე დალუქვა, მათ ოქმში დეტალურად აღწერეს ისინი, რის შემდეგაც გამოიძახეს დამატებითი ჯგუფი; „ფორდ ტანზიტის“ ავტომანქანაში მყოფი ხუთი პიროვნება ეტაპოვბრივად, ჩხრეკის პარალელურად წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში; ასევე, აღნიშნული ავტომანქანით გადაიტანეს მოაჯირები პოლიციის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, სადაც მოხდა მათი ჩამოღება და დალუქვა, ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები, თარიღი და ამ დროს დასრულდა ოქმის შედგენაც. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას საპროცესო ნორმების დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ლ-–--------–--ის მიმართ უფლებების განმარტებასთან დაკავშირებით მოწმემ დაადასტურა, რომ მას განემარტა მოწმის უფლება-მოვალეობები, რომლებსაც ლ-–--------–--ე გაეცნო და იგი ამ დროს დაკავებული არ ყოფილა.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ----–--–---–-–---–მა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამომძიებელმა შ-------------–---–მა და ექსპერტ-კრიმინალისტმა გ-----------------–--ემ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-----------–--ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 26 მაისს, საღამოს საათებში იმყოფებოდა ქ-------–--–-----------------–----------–ის ქუჩაზე, რა დროსაც დაურეკეს მეგობრებმა - ლ-–--------–--ემ და ნ----------------ემ და სთხოვეს დახმარება. პეტრიწის ქუჩაზე შეხვდა ლ-–--------–--ეს და ნ----------------ეს, რომელთაც მალევე შეუერთდა გ-------------–ი. მათ გაუარეს ჯ--------------–--ესაც და ლ-–--------–--ის ავტომანქანით მივიდნენ ტერიტორიაზე, სადაც რკინის მასალა უწესრიგოდ ეყარა. ხუთივე პირმა 24 ცალი რკინის მოაჯირი ჩაალაგეს ავტომანქანაში და წამოვიდნენ. დაახლოებით 5-7 წუთში ისინი შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა და გადაიყვანეს განყოფილებაში, ხოლო მოაჯირები პოლიციის ეზოში ჩამოცალეს. მოწმის განმარტებით, ლ-–---------–---ს და ნ----------------ეს თავიდან არ დაუკონკრეტებიათ, რა ნივთი უნდა წამოეღოთ. აღნიშნულის შესახებ მას მოგვიანებით უთხრეს. წამოსაღებ ნივთებთან დაკავშირებით რა საუბარი შედგა მეგობრებს შორის, მისთვის უცნობია. ლ-----------–--ემ ასევე მიუთითა, რომ პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს, თუმცა ჩვენებას გაცნობის გარეშე მოაწერა ხელი და პოლიციელებმა მას დარეკვის საშუალება არ მისცეს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ----------------–მა განაცხადა, რომ იგი არის ბრალდებულ გ-------------–ის მამა. მან შემთხვევის შემდეგ, დილით შეიტყო, რომ გ-------------–ი დაკავებული იყო ქურდობის ფაქტზე. გ----------------–ის განმარტებით, იგი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და დარჩენილ ჯართს ფოტოსურათები გადაუღო, რა დროსაც რკინებს მიწა ეყარა და უწესრიგოდ ელაგა მინდორში. მან ასევე ნახა პოლიციის განყოფილების ეზოში დალაგებული ჯართი, რომელიც დალუქული არ ყოფილა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ლ-–--------–--ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 25 მაისს, გვიან ღამით, ავტომანქანით მოძრაობისას შეხვდა მეგობრებს - ნ----------------ეს და გ-------------–ს, რომლებსაც სთხოვა დახმარება ტვირთის გადატანაში. მათ გზაში შეხვდათ ჯ--------------–--ე და ლ-----------–--ე, რომლებიც ასევე წაიყვანა დასახმარებლად. მეგობრებისთვის არ უთქვამს, თუ კონკრეტულად რაში სჭირდებოდა მათი დახმარება და უბრალოდ სთხოვა, დახმარებოდნენ ტვირთის გადაზიდვაში. მივიდნენ ქ. თ---–--–-----------ს ქუჩაზე, სადაც მიკროავტობუსზე დატვირთეს რკინის მასალა და წამოვიდნენ. რამდენიმე წუთში შეხვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც გააჩერეს, დაათვალიერეს ავტომანქანის საბარგული და ჰკითხეს, საიდან ჰქონდათ აღნიშნული მასალა. ადგილზე მივიდნენ სხვა სამართალდამცავებიც, ხუთივე პირი გადაანაწილეს ავტომანქანებში, ჩამოართვეს პირადობის მოწმობები და გადაუღეს ფოტოსურათები. ბრალდებულის განმარტებით, რკინის მასალა პოლიციის ეზოში მეგობრებთან ერთად ჩამოტვირთა ავტომანქანიდან, რის შემდეგაც პოლიციაში შეადგინეს ჩვენებები, მოაწერინეს ხელი ისე, რომ არ წაუკითხავს და დაახლოებით დილის 10 საათზე გაუშვეს სახლებში; განყოფილებაში ყოფნისას მას შეზღუდული ჰქონდა მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლება. ლ-–--------–--ემ სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ ხშირად უწევდა იმ გზაზე გავლა, სადაც რკინის მოაჯირები ელაგა და არაერთხელ შეუმჩნევია ისინი. რკინის მასალა ტრიალ მინდორში ეყარა, მიწის, ნაგვის, პარკებისა და ბოთლების ქვეშ და არ ეგონა, თუ ის ვინმეს კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. ჯართი ბანკის ვალის გასასტუმრებლად სჭირდებოდა, ხოლო მათი წამოღება საღამოს გადაწყვიტა, ვინაიდან დღის განმავლობაში მიკროავტობუსი დაკავებული იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გ-------------–მა განმარტა, რომ 2018 წლის 26 მაისს, ღამის საათებში მას და ნ----------------ეს ქუჩაში სეირნობისას შეხვდათ ლ-–--------–--ე, რომელმაც სთხოვათ დახმარება. დასხდნენ ლ-–-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში და გაყვნენ. გზაში შეხვდათ ჯ--------------–--ე და ლ-----------–--ე, რომლებსაც ასევე სთხოვა დახმარება ლ-–--------–--ემ და ყველა ერთად წავიდნენ ერედვის ქუჩაზე. აღნიშნულ ადგილზე მათ ავტომანქანაში დატვირთეს მიწაში, ბალახების და ნაგვის ქვემოთ არსებული ჯართი და წამოვიდნენ. გზად გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, ლ-–--------–--ეს სთხოვეს საბარგულის გახსნა და რკინის მოაჯირების დანახვისას გამოიძახეს დამხმარე ეკიპაჟები. ისინი გადაანაწილეს ავტომანქანებში და უსვამდნენ შეკითხვებს, ხოლო დარეკვის და ზარებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ლ-–--------–--ის გარდა, ოთხი მათგანი დასვეს ერთ ოთახში. მოგვიანებით ისევ გაიყვანეს, ლ-–--------–--ის ავტომანქანიდან ჩამოცალეს რკინის მოაჯირები და კვლავ შენობაში შეიყვანეს. სამართალდამცავებმა თავიანთი ინიციატივით დაწერეს ჩვენებები, რომლებზეც ხელი ისე მოაწერინეს, რომ არ წაუკითხავთ და დაახლოებით ორ საათში გაუშვეს. მოწმემ დაადასტურა, რომ უშუალოდ ადგილზე მისვლამდე მისთვის უცნობი იყო, თუ რა დახმარება უნდოდა ლ-–--------–--ეს და არც დაინტერესებულა. ადგილზე მისვლისას ჯართი ისეთ ადგილზე დახვდათ განთავსებული, რომ ასევე არ დაინტერესებულა, მას მესაკუთრე ჰყავდა თუ არა; იფიქრა, რომ ის მოაჯირები არავის არ ეკუთვნოდა.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ნ----------------ემ.
2018 წლის 26 მაისის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს მე-4 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ლ-–-----–--–---–ის მიერ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბ----–--–---–-–---–ისა და ბრალდებულ ლ-–--------–--ის თანდასწრებით გაჩხრეკილ იქნა ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა „ფორდ-ტრანზიტი“, სახ. №F------, რომლის საბარგულიდან ამოღებულ იქნა ხიდის თუჯის 24 ცალი დეკორატიული მოაჯირი, რომლებიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
2018 წლის 26 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, პ---–-----------–---–მა სამართალდამცავებს მიუთითა ქ. თ---–--–-----------ს ქუჩა 16-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი საცხოვრებელი სახლის გარეთა მხარეს, ბეტონის ღობეზე, რომლის გვერდზეც ელაგა ხიდის მოაჯირები. დაზარალებულმა ასევე მიუთითა მეტალის ნაკეთობაზე, რომელიც ეფარა აღნიშნულ მოაჯირებს. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ.
2018 წლის 16 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, პ---–-----------–---–მა სამართალდამცავებს მიუთითა ქ. თ---–--–-----------ს ქუჩა 16-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი საცხოვრებელი სახლის გარეთა მხარეს, ბეტონის ღობეზე, რომლის გვერდზეც აწყვია ხიდის მოაჯირები. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული მოაჯირები იდენტურია 2018 წლის 26 მაისს, პოლიციის მიერ ამოღებული ხიდის მეტალის მოაჯირებისა, რომლებიც ამჟამად განთავსებულია ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს მე-4 განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ეზოში.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 5 ივლისის წერილის თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოში ხიდების მოვლა-შენახვის კუთხით ორ კონტრაქტს კურირებს და სამუშაოებს ასრულებს შპს „ა----–-“. შპს „ბ------–------“ წარმოადგენს შპს „ა----–-ს“ ქვეკონტრაქტორ კომპანიას, ხოლო მოაჯირები, რომლებიც დაექვემდებარება დემონტაჟს, წარმოადგენს საავტომობილო გზების საკუთრებას.
შპს „ა----–-ს“ დირექტორის 2018 წლის 4 ივლისის №6- წერილის თანახმად, კომპანია ახორციელებს აღმოსავლეთ საქართველოში არსებული საავტომობილო ხიდების მოვლა-შენახვის (უბანი 1 და უბანი 2) სამუშაოებს, სადაც „ბ------–------“ არის შპს „ა----–-ს“ ქვემოიჯარე კომპანია. 2018 წლის იანვარში, შპს „ბ------–------“-მ ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე, ქ.მარნეულში, განახორციელა ხიდზე სარემონტო სამუშაოები და დემონტაჟი ჩაუტარა ხიდის მოაჯირებს. მოხსნილი მოაჯირები არ წარმოადგენს შპს „ბ------–------“-ის საკუთრებას, ის მხოლოდ პასუხისმგებელია მისი მოვლა-შენახვისათვის, შესაბამის ორგანოში წარდგენამდე.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები გახლავთ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელთა შეფასების საფუძველზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულების - ლ-–--------–--ის, გ-------------–ის და ნ----------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით. განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
რაც შეეხება მტკიცებულებების შეფასებას, აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია შემდეგი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი კი უნდა იყოს საკმაოდ მაღალი და ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მსჯავრდებულ ლ-–--------–--ის მიერ იმ ქმედების ჩადენას, რისთვისაც იგი დამნაშავედ ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ. რაც შეეხებათ გ-------------–ს და ნ----------------ეს, პალატა მიიჩნევს, რომ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით, მათ ბრალეულობას დაადასტურებდა. შესაბამისად, პალატას არ გააჩნია საფუძველი, გაიზიაროს ბრალდების მხარის ან პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაცია და დებულებები, რის გამოც გ-------------–ის და ნ----------------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი. აღნიშნული დასკვნების დასაბუთებისას პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე და იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.
პალატა პირველ რიგში განმარტავს, თუ რა გარემოებების გამო მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს ლ-–--------–--ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტების გაზიარებისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე სადავოდ ხდის იმ გარემოებებს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ არსებობს დაზარალებული; აპელანტი განმარტავს, რომ შპს „ბ------–------“ არ არის იმ ლითონის მოაჯირების მესაკუთრე, რომელთა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებასაც მსჯავრდებულებს ედავება ბრალდების მხარე; ასევე, წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის დადასტურებული ლ-–--------–--ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანიდან ამოღებული მოაჯირები ნამდვილად ის მოაჯირებია თუ არა, რომელთა დემონტაჟიც შპს „ბ------–------“-მ განახორციელა მარნეულში; ასევე არ დადგენილა, რა იყო თითოეული მოაჯირის წონა და საერთო ჯამში, რა ოდენობის მატერიალური ზიანი გვაქვს სახეზე.
პალატა ვერ დაეთანხმება დამცველის ზემოაღნიშნულ არგუმენტაციას და მიუთითებს დაზარალებულ პ---–-----------–---–ის ჩვენებაზე, რომელმაც ამომწურავი პასუხები გასცა დამცველის მიერ სადავოდ მიჩნეულ ყველა გარემოებას. კერძოდ, დაზარალებულმა განმარტა შემდეგი: ზუსტი დრო არ ახსოვს, თუმცა მიახლოებით შეუძლია მიუთითოს, რომ 2018 წლის იანვრის ან თებერვლის თვეში შპს „ბ------–------“-მ, რომლის დირექტორიც თავად არის, მარნეულში მოახდინა ხიდის დემონტაჟი, მოხსნა მას მოაჯირები და დროებით დაალაგა მისი საცხოვრებელი სახლის ღობის გვერდით. გამოძიების ეტაპზე სამუშაოების შესრულების პერიოდთან დაკავშირებით მითითებული აქვს დეკემბრის თვე, თუმცა დაზარალებულმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მას ზუსტად თვე არ ახსოვს, როდის განხორციელდა ქ.მარნეულში აღნიშნული ხიდის დემონტაჟი, თუმცა დაადასტურა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი მოაჯირები არის სწორედ ისინი, რომელიც მან მოხსნა მარნეულში მდებარე ხიდს. რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ ვინაა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებული, პ---–-----------–---–მა განაცხადა, რომ მისი კომპანია არის შპს „ა----–-ს“ ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომლის დაკვეთითაც ასრულებდა სამუშაოებს და ხელშეკრულების პირობების შესრულების შემდეგ, მოხსნილი მოაჯირები კონტრაქტორისათვის - შპს „ა----–-სთვის“ უნდა ჩაებარებინა, მას კი თავის მხრივ სახელმწიფოსთვის. მან დაადასტურა, რომ მოაჯირების მესაკუთრე რეალურად არის სახელმწიფო, თუმცა იგი აღნიშნულ მოაჯირებთან მიმართებაში არ ასრულებს ე.წ. ყარაულის როლს. ხელშეკრულების ვადის გასვლამდე მოაჯირებს თავად ინახავს, როგორც მისი დემონტაჟის განმახორციელებელი და მათი დაკარგვის შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების მოვალეობაც მას ეკისრება. მანვე დეტალურად განმარტა, რომ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვების დროს მითითებულ გარემოებაში, რომლის თანახმადაც მოაჯირები იყო შპს „ბ------–------“-ის საკუთრება, გულისხმობს, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე მოაჯირებს ფლობდა თვითონ და პასუხისმგებლობა მთლიანად მას ეკისრებოდა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ისიც, რომ საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი შპს „ბ------–------“. ის გარემოება, რომ მოაჯირებზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა პ---–-----------–---–ს, დადასტურებულია თავად დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი შპს „ა----–-ს“ დირექტორის წერილითაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „ბ------–------“ პასუხისმგებელია მისი მოვლა-შენახვისათვის, შესაბამის ორგანოში წარდგენამდე. რაც შეეხება წერილში ასახულ გარემოებას, რომ მოაჯირები დემონტაჟის შემდეგ დასაწყობდა ადგილზე, დაზარალებულმა განაცხადა, რომ მასში არ იგულისხმება ის ადგილი, სადაც დემონტაჟი განხორციელდა, ხელშეკრულების ვადის გასვლამდე შპს „ბ------–------“-ის განკარგულებაში იყო მოაჯირები და მოწმის სურვილის შესაბამისად, ისინი დაასაწყობა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ღობესთან.
უშუალოდ ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით კი დაზარალებულმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ ზუსტი ციფრის დასახელება არ შეუძლია, თუმცა მოაჯირების ხელში აწევის შედეგად იცის, რომ თითოეული მათგანი დაახლოებით 20-25 კილოგრამს აიწონიდა. ხოლო ვინაიდან მსგავსი სახის მოაჯირები აღარაა საბაზრო მიმოქცევაში და შეუძლებელია საბაზრო ღირებულების განსაზღვრა, მან მიუთითა მინიმალური - ჯართის ფასი, რაც წარმოადგენს საერთო ჯამში 500 ლარამდე თანხას, აღნიშნული არის სწორედ დაახოლებით ერთ ტონამდე ჯართის ფასი.
დაზარალებულ პ---–-----------–---–ის ჩვენებებთან ერთობლიობაში პალატა აანალიზებს რა საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ ამ უკანასკნელმა სასამართლოს მისცა სრულიად ამომწურავი, თანმიმდევრული და დამაჯერებელი ჩვენება. საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას რაიმე სახის ინტერესი გააჩნდა მსჯავრდებულების მიმართ, რის გამოც იცრუა სასამართლოს წინაშე. პალატა დაზარალებულის ჩვენების შეფასებისას ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ და ასევე ეროვნული კანონმდებლობით მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რის საფუძველზეც დადასტურებულად მიიჩნევს, რომ პ---–-----------–---–ის გულწრფელობაში, შპს „ბ------–------“-ის დაზარალებულად მიჩნევასა და მისთვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის მიყენებაში, ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
რაც შეეხება დაზარალებულის კუთვნილი 24 ცალი ლითონის მოაჯირის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით დაუფლებას ლ-–--------–--ის მიერ, პალატა ყურადღებას მიაქცევს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებს. მოწმე მ-----------–-----მ განაცხადა, რომ მან ოპერატიული ინფორმაცია მიიღო ლ-–--------–--ისა და მისი თანმხლები კიდევ ოთხი პირის მიერ ე-------------------ის მიმდებარე ტერიტორიიდან ხიდის მოაჯირების დაუფლებასთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, დაუყოვნებლივ დააზუსტა სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირების დაბადების თარიღები და პატაკის საშუალებით ხელმძღვანელს მოახსენა სრულყოფილი ინფორმაცია, მათ შორის ლ-–--------–--ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი. ხელმძღვანელობამ თავის მხრივ, ხელის რადიოსადგურით ინფორმაცია გადაცა შემთხვევის ადგილთან ახლოს მყოფ ჯგუფებს. მოწმე მ-----------–----ის ჩვენება სრულ შესაბამოსობაშია ინსპექტორ-გამომძიებლების - ლ-–-----–--–---–ის და ბ----–--–---–-–---–ის ჩვენებებთან, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დამცველის პოზიციას, რომ თითქოს მათ სასამართლოს მისცეს არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები. მათ ნათლად დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ მ-----------–----ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საუძვლეზე და საქმის არსებითი განხილვისას არ გამოკვლეულა არცერთი მტკიცებულება, რაც მ-----------–----ის მიერ ოპერატიული ინფორმაციის მიღების ფაქტს სადავოს გახდიდა. ასევე, ლ-–-----–--–---–მა და ბ----–--–---–-–---–მა იდენტურად მოახსენეს სასამართლოს, რომ მათ შეაჩერეს ლ-–--------–--ის მართვის ქვეშ მყოფი, „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსი, საიდანაც გადმოვიდა ლ-–--------–--ე და მიუთითათ ავტომანქანაში არსებულ მოპარულ მოაჯირებზე. მოწმეთან განმარტებით გამოტანილი იქნა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების შესახებ და ჩხრეკა, ისევე როგორც შესაბამისი ოქმის შედგენა, დაიწყო იმ ადგილას, სადაც შეაჩერეს ავტომანქანა. თუმცა, ვინაიდან ჩხრეკისას ავტომანქანის საბარგულში აღმოჩნდა 24 ცალი მძიმე და მოცულობითი თუჯის მოაჯირი, მათ ოქმში აღწერეს ისინი, შემდეგ კი იმავე ავტომანქანით გადაიტანეს პოლიციის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, სადაც ჩამოიღეს და დალუქეს. სწორედ ამოღებული ნივთმტკიცებების დალუქვის შემდეგ დაფიქსირდა ჩხრეკის ოქმზე თარიღი და დასრულდა მისი შედგენა.
ერთმანეთთან არ მოდის წინააღმდეგობაში მოწმეთა ჩვენებები იმ გარემოებასთან დაკავშირებითაც - ესწრებოდნენ თუ არა ლ-–--------–--ის ავტომანქანის ჩხრეკას მისი თანმხლები პირები. ბ----–--–---–-–---–მა დაადასტურა, რომ ისინი ჩხრეკას არ ესწრებოდნენ და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ლ-–-----–--–---–მა კი განაცხადა, რომ ლ-–--------–--ის ავტომანქანაში მყოფი სხვა პირების ჩხრეკის პარალელურად გადაჰყავდათ მის თანამშრომლებს პოლიციის განოფილებაში და არ ახსოვს, უშუალოდ ჩხრეკის მიმდინარეობისას იქ იყო თუ არა ვინმე და კონკრეტულად - ვინ. ასევე, სამართალდამცავემა დაადასტურეს, რომ პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილი ლ-–--------–--ე, გ-------------–ი, ნ----------------ე, ლ-----------–--ე და ჯ--------------–--ე დაკავებულები არ ყოფილან, ისინი იკითხებოდნენ მოწმის სახით, რა დროსაც სრულად განემარტათ მათი უფლება-მოვალეობები, ხოლო მათ მიმართ რაიმე სახის ზეწოლას და უფლებების დარღვევის ან შეზღუდვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
მოწმეთა განმარტებები სრულ შესაბამისობაშია სისხლის სამართლის საქმის მასალებში მოთავსებულ ავტომანქანის ჩხრეკის ოქმთან, ვინაიდან მასში არ ფიქსირდება, რომ ოქმის შედგენა დასრულებული იქნა ჩხრეკის დაწყების ადგილზე - როსტევანისა და ასმათის ქუჩის კვეთაზე. მართალია ოქმში არ არის მითითებული, რომ ავტომობილის ჩხრეკა დასრულდა პოლიციის განყოფილების ეზოში, თუმცა აღნიშნული ვერ გახდება დაცვის მხარის არგუმენტაციის გაზიარებისა და ჩხრეკის ოქმის საპროცესო ნორმების დარღვევით ჩატარებულად მიჩნევის საფუძველი. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამართალდამცავებმა დეტალურად განმარტეს საგამოძიებო მოქმედების დაწყების ადგილზე მისი დაუსრულებლობის, ასევე ოქმზე თარიღის და ხელმოწერების დაფიქსირების მიზეზები. პალატა ეჭვს ვერ შეიტანს მოწმეების ლ-–-----–--–---–ის და ბ----–--–---–-–---–ის ჩვენებებში იმ კუთხით, რომ მათ ნამდვილად დალუქეს თუ არა ამოღებული ნივთმტკიცება - 24 ცალი ლითონის მოაჯირი. მათი განმარტებით, ლ-–--------–--ის ავტომანქანიდან მოაჯირების ამოღება ადგილზე ვერ მოხდა სწორედ იმიტომ, რომ იქვე დალუქვას ვერ მოახერხებდნენ, ხოლო პოლიციის ადმინისტრაციული შენობის ეზოში მათ ერთად დალუქეს 24 ცალი მოაჯირი ძაფის და სამმართველოს ლუქის გამოყენებით, დალუქულ ნივთებს კი ზემოდან გადააფარეს ცელოფანი. ნივთმტკიცებათა დალუქულ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი დაადასტურა დაზარალებულმა პ---–-----------–---–მაც, რომელმაც შემთხვევიდან მეორე დღეს სამმართველოს ეზოში ნახა მისგან ფარულად დაულფებული რკინის მოაჯირები. აღნიშნული გარემოების უარსაყოფად დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები და მყარი არგუმენტაცია. რაც შეეხება ლ-–--------–--ის, ნ----------------ის, გ-------------–ის და მისი მამის - გ----------------–ის ჩვენებებს, რომ თითქოს პოლიციის სამმართველოს ეზოში ნივთმტკიცება ელაგა დაულუქავ მდგომარეობაში, პალატის შეფასებით არ არის დამაჯერებელი, მიმართულია მხოლოდ იმისკენ, რომ სასამართლოს მიერ არ მოხდეს პირის ბრალეულობის დამადასტურებელი ერთ-ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების - სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი ნივთმტკიცების შეფასება და გაზიარება.
პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს საგამოძიებო მოქმედების ოქმების და მათი შემსრულებელი პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეში, რადგან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულების მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა. მათი ჩვენებები თანმიმდევრულია და თანხვედრაშია ერთმანეთთან, არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათ გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი. თავად ლ-–--------–--ის, გ-------------–ის და ნ----------------ის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ პოლიციელების მიერ მოხდა მათი უფლებების შეზღუდვა, უპირობოდ ვერ გახდება სამართალდამცავების, როგორც მოწმეების დისკრედიტაციის საფუძველი, ვინაიდან დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, ან ამ ფაქტთან დაკავშრებით მიღებული რაიმე შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
ლ-–--------–--ის მიერ დაზარალებულ პ---–-----------–---–ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან 24 ცალი ლითონის მოაჯირის დაუფლების ფაქტი, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა და მსჯავრდებულ ლ-–--------–--ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკის ოქმისა, დგინდება დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმებითაც. მათი შინაარსიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ავტომანქანიდან ამოღებული მოაჯირები არის სწორედ ქ.თ---–--–-----------ს ქუჩა 16-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პ---–-----------–---–ის საცხოვრებელი სახლის გარეთა მხარეს, ბეტონის ღობეზე განთავსებული ხიდის მოაჯირების იდენტური და სწორედ ამ ადგილიდან მესაკუთრისაგან ფარულად დაუფლებული მოაჯირები. რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ-–--------–--ის პოზიციას, რომ მას არ ეგონა აღნიშნულ მოაჯირებს მესაკუთრე თუ ჰყვადა, არ არის დამაჯერებელი და მოკლებულია ლოგიკურ არგუმენტაციას.
დაზარალებულმა ნათლად აღწერა ის ადგილი, სადაც დაწყობილი ჰქონდა ქ. მარნეულში ხიდის დემონტაჟისას მოხსნილი მოაჯირები, კერძოდ, ეს იყო მისი საცხოვრებელი სახლის ღობის გარეთა მხარე. ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და მასზე თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ მოაჯირები ნამდვილად არ აწყვია ტრიალ მინდორზე, როგორც ამას დაცვის მხარე უთითებს. აღნიშნული ტერიტორია არის დასახლებული, დაზარალებულს მოაჯირები მიწყობილი აქვს სახლის ღობეზე და არავინ არ არის ვალდებული, მსგავს ვითარებაში განლაგებულ მოძრავ ქონებას გაუკეთოს რაიმე სახის აღნიშვნა მასზე საკუთრების უფლების არსებობის თაობაზე. კონკრეტული საცხოვრებელი სახლის ღობესთან, თუნდაც ეზოს გარედან, განთავსებული საგნები ნამდვილად არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მათ მესაკუთრე არ ჰყავთ და თუდნაც მესაკუთრის მიერ ქონების უყურადღებოდ და უმეთვალყურეოდ დატოვება არ ნიშნავს, რომ მასზე ავტომატურად ნებისმიერ პირს შესაძლოა წარმოეშვას საკუთრების უფლება. მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობას არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის 190-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „მოძრავი ნივთი უპატრონოდ ითვლება, თუკი უწინდელი მესაკუთრე საკუთრებაზე უარის თქმის მიზნით ნივთის მფლობელობას მიატოვებს“. განსახილველ შემთხვევაში პ---–-----------–---–ის მხრიდან ქონების მიტოვებას ადგილი არ ჰქონია და არც რაიმე ისეთი გარემოება არსებობდა, რაც ლ-–--------–---ს აფიქრებინებდა, რომ დაუფლებულ მოაჯირებს ნადვილად არ გააჩნდა მესაკუთრე. განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება არა იმ გარემოებას, რომ ლ-–--------–--ეს არანაირი ფაქტობრივი დაბრკოლება არ გააჩნდა - დაუფლებოდა ღობის გარეთ განთავსებულ მოაჯირებს, არამედ იმას, რომ მან გადალახა სამართლებრივი ნორმებით დადგენილი ბარიერი, არ დაინტერესდა შემთხვევის ადგილზე განთავსებულ მოაჯრიებს ჰყავდა თუ არა მესაკუთრე, რაც ობიექტური შეფასების პირობებში, აუცილებლად უნდა ევარაუდა.
ამდენად, პალატა თვლის, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც ლ-–--------–--ეს დაედო მსჯავრი. პალატამ მიმოიხილა და გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეაფასა სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ლ-–--------–--ის მიმართ სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. შესაბამისად, მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ასევე, ლ-–--------–--ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში განესაზღვრა მისი პიროვნების, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების და დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგის პროპორციული სასჯელი, რაც არის სამართლიანი, ადეკვატური და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას, როგოროცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
რაც შეეხება გ-------------–ის და ნ----------------ის მსჯავრდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათავლისწინებულ ქმედებაში, ამ ნაწილში პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებენ მტკიცების პროცესისათვის სავალდებულო უტყუარობის კრიტერიუმს. საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გ-------------–ის და ნ----------------ის დამნაშავედ ცნობისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოხატება. დამნაშავე ფარულად ეუფლება სხვის მოძრავ ნივთს და გააჩნია კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. ქურდობის ჩადენა მხოლოდ პირდაპირი განზრახვითაა შესაძლებელი. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს/მფლობელს და სურს მიაყენოს მას ეს ზიანი. ჯგუფური დანაშაულის ცნებას კი განმარტავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი, რომლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის დადასტურებული როგორც ლ-–--------–--ის, გ-------------–ის და ნ----------------ის წინასწარ შეკავშირება - ჩაედინათ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, ასევე დანაშაულის შემადგენლობის სუბიექტური მხარე - გ-------------–ის და ნ----------------ის განზრახვა, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ შპს „ბ------–------“-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ლითონის მოაჯირებს.
პალატის განმარტებით, როგორც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების, ასევე თავად ლ-–--------–-ის, გ-------------–ის, ნ----------------ის და ლ-----------–---- ჩვენებებით უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ გ-------------–ი და ნ----------------ე (ისევე როგორც ლ-----------–--ე და ჯ--------------–--ე) იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე ლ-–--------–--ესთან ერთად და მათ განახორციელეს ლითონის მოაჯირების „ფორდ ტრანზიტის“ ავტომანქანში ჩატვირთვა, რომლითაც შემდგომში ასევე ერთად გადაადგილდებოდნენ. თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები არ არის რელევანტური იმ საკითხის შეფასებისათვის, რომ პ---–-----------–---–ის ღობესთან განთავსებულ ნივთებს გ-------------–ი და ნ----------------ე დაეუფლნენ მართლსაწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს - იცოდნენ თუ არა გ-------------–მა და ნ----------------ემ, რომ შემთხვევის ადგილზე განთავსებული მოაჯირების დაუფლებით ლ-–--------–--ესთან ერთად ჩადიოდნენ დანაშაულს და მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ სხვის მოძრავ ნივთებს. როგორც ლ-–--------–-ემ, ასევე ნ----------------ემ და გ-------------–მა მოახსენეს სასამართლოს, რომ ამ უკანასკნელებს ლ-–--------–--ემ სთხოვა მანქანაზე ტვირთის დადებაში დახმარება. ისინი შემთხვევის ადგილზე მისვლამდე არ დაინტერესებულან, თუ კონკრეტულად რისი დატვირთვა უნდოდა ლ-–--------–--ეს და გაყვნენ მეგობრულად. ადგილზე მისვლის შემდეგ კი ლ-–-- მიუთითათ მოაჯირებზე და ისე, რომ არ დაინტერესებულან მესაკუთრით, განახორციელეს მათი ავტომანქანზე დატვირთვა. ნ----------------ემ და გ-------------–მა განაცხადეს, რომ ისინი არიან ლ-–--------–--ის მეგობრები, ენდობოდნენ ლ-–-ს და ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ის რაიმე უკანონო ქმედებას ჩაიდენდა, მით უფრო, მათაც მიაღებინებდა მონაწილეობას მსგავს ქმედებაში. მათვე განმარტეს, რომ ეჭვი არ შეპარვიათ ნივთების გვაინ ღამით წამოღების ფაქტში, ვინაიდან სატვირთოს ეცალა მხოლოდ ღამის საათებში და ლ-–--------–--ე ყოველთვის საღამოს სარგებლობდა მისით.
ბარდლების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ლ-–--------–-ე, ნ----------------ე და გ-------------–ი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულებრივი ქმედების ჩასადენად და ერთიანი მზინითა და განზრახვით გაემართნენ დანაშაულის ადგილზე. ასევე, ვარაუდებზეა დაფუძნებული პირველი ისნტანციის სასამართლოს მსჯელობა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არცერთ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გ-------------–ს და ნ----------------ეს ერთმანეთისა და ლ-–--------–--ისგან დამოუკიდებლად წარმოეშვათ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის განზრახვა, რაც სისრულეში მოიყვანეს კიდეც. მხოლოდ ის ფაქტი, რომ გ-------------–ი და ნ----------------ე იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და ასევე, მსჯავრდებულ ლ-–--------–--ესთან ერთად დატოვეს იქაურობა, არ ადასტურებს მათ მიერ იმ გარემოების ცნობას და ნებელობას, რომ იპარავდნენ დასახელებულ ნივთებს და სურდათ ამ ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ აღნიშნულ გარემეობას და მათ საფუძველზე გ-------------–ის და ნ----------------ის მიმართ წარდგენილი ბარლდება არ გამომდინარეობს თავად ამ მტკიცებულებათა შინაარსიდან.
ბრალდების მხარე აპელირებს, რომ თითქოს ბრალდებულებს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა დასტურდება ქმედების განხორციელების მომენტში ლ-–--------–--ის, გ-------------–ის და ნ----------------ის ერთად ყოფნით, შემთხვევის ადგილზე ერთობლივად მისვლით და სამივე ბრალდებულის ერთად გადაადგილების ფაქტით. თუმცა, მოცეულ შემთხვევაში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ სრულიად ანალოგიურ ვითარებაში იმყოფებოდა ლ-–--------–--ის, გ-------------–ის და ნ----------------ის თანმხლები კიდევ ორი პირი - ლ-----------–--ე და ჯ--------------–--ე. შემთხვევის ადგილზე ხუთივე მათგანი მივიდა ერთად, ერთობლივად დატვირთეს ლ-–--------–-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა და აღნიშნული ავტომანქანით ერთად დატოვეს შემთხვევის ადგილი. ბრალდების მხარემ შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის საფუძვლით, არ განახორციელა სისხლისსამართლებრივი დევნა ლ-----------–---- და ჯ--------------–--ის მიმართ, რაც სრულად მისი დისკრეციული უფლებამოსილებაა. თუმცა, ვერც ნ----------------ის და გ-------------–ის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა შეძლო სასამართლოს წინაშე და საქმის არსებითი განხილვის შედეგად დადასტურდა, რომ გ-------------–ი და ნ----------------ე იმყოფებიანი ლ-----------–---- და ჯ--------------–--ის იდენტურ სამართლებრივ მდგომარეობაში.
იმ პირობებში, როდესაც ბარლდების მხარე ამტკიცებს, რომ ლითონის მოაჯირების ფარული, მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ერთად განახორციელეს ლ-–--------–-ემ, გ-------------–მა და ნ----------------ემ, საჭირო იყო მისი მხრიდან აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებდნენ გ-------------–ის და ნ----------------ის მიერ ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების განზრახვას, მათ მიერ ინფორმაციის ფლობას, რომ ჩადიოდნენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. ამ ფონზე კი მათი განმარტება, რომ ისინი უბრალოდ ეხმარებოდნენ მეგობარ ლ-–--------–--ეს, დასაბუთებულად ვერ იქნა უარყოფილი სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, რის გამოც ხსენებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარისად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პროცესში უტყუარი მტკიცებულებები წარმოადგენს განაჩენის დადგენისათვის უალტერნატივო საშუალებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. სასამართლო ასევე, ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს, ასევე შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები და მიიჩნია, რომ გ-------------–ის და ნ----------------ის მიერ არც ლ-–--------–--ესთან ერთად და არც დამოუკიდებლად ქურდობის ჩადენა არ წარმოადგენს უტყუარად დადასტურებულ ფაქტს. ამდენად, ისინი სრულად უნდა გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებაში.
საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები საკამრისია მხოლოდ იმ ფაქტის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად, რომ ლ-–--------–--ემ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. რაც შეეხება გ-------------–ს და ნ----------------ეს, ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო სათანადო არგუმენტირების შედეგად დაესაბუთებინა მათი ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები; წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში იძლევიან მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რომელიც უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულების სასარგებლოდ.
ამდენად, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ადვოკატ ლ-–------–--–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენში.
ლ-–--------–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;
ლ-–--------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - შინაპატიმრობა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
ლ-–--------–--ეს დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 00:00 საათიდან 07:00 საათამდე შუალედში.
ლ-–--------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ლ-–--------–--ის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
გ-------------–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;
გ-------------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გ-------------–ის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
ნ----------------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;
ნ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ნ----------------ის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ლ-–--------–--ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ლითონის მოაჯირები - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
ნივთმტკიცების პირველადი ლუქები, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
გამართლებულ გ-------------–სა და ნ----------------ეს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვთ მოითხვონ ზიანის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე