განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820100119003177761
საქმე №1/ბ-743-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--–---- ბ--------ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი №2----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ლენტეხის რაიონი, სოფელი ნ-–---–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, ფრ----------–--–-----------------------------
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ--–---- ბ--------ემ ჩაიდინა:
1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
1.2 ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელებლის საფუძვლიანი შიში;
1.3 ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელებლის საფუძვლიანი შიში;
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1 მ--–---- ბ--------ე და ს--- შ---------, 2017 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების ბოლო პერიოდში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას დაეძაბათ ურთიერთობა. აღნიშნულ ნიადაგზე, წარმოშობილი კამათისას, 2019 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათიდან 24:00 საათამდე დროის პერიოდში მ--–---- ბ--------ემ, საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქალაქი ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N 312, ბინა N 12, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, მისი ოჯახის წევრს ს--- შ---------ს, არასრულწლოვანი 09.05.2003 წელს დაბადებული შვილის ხ----- ბ--------ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დანის გამოყენებით განახორციელა ძალადობა, დაზიანება მიაყენა მარცხენა ხელის შუა თითზე, რის შემდგომ მარცხენა ყურის არეში ერთხელ დაარტყა გაშლილი ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2 მ--–---- ბ--------ე და ს--- შ---------, 2017 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების ბოლო პერიოდში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას დაეძაბათ ურთიერთობა. აღნიშნულ ნიადაგზე, წარმოშობილი კამათისას, 2019 წლის 03 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, მ--–---- ბ--------ე, საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქალაქი ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N 312, ბინა N 12 საკანცელარიო დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ს--- შ---------ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3 მ--–---- ბ--------ე და ს--- შ---------, 2017 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების ბოლო პერიოდში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას დაეძაბათ ურთიერთობა. აღნიშნულ ნიადაგზე, წარმოშობილი კამათისას, 2019 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათიდან 24:00 საათამდე დროის პერიოდში, მ--–---- ბ--------ე, საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქალაქი ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N 312, ბინა N 12 დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ს--- შ---------ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენით მ--–---- ბ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით; სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 08 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით; სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 10 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ, მ--–---- ბ--------ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 06 აგვისტოდან 2019 წლის 08 აგვისტოს ჩათვლით.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- შ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენში და მ--–---- ბ--------ეს დაენიშნოს მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია სასჯელის დანიშვნის ნაწილში. მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არ არის საკმარისი სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, შესაბამისად, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი.
მსჯავრდებული მ--–---- ბ--------ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს გასაჩივრებული განაჩენი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ--–---- ბ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ--–---- ბ--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ს--- შ---------ს, ს-------–- შ---------ს, მ------ შ--------ს, ხ----- ბ--------ის, მ--- ლ---------–---ის, გ------ გ--------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ფოტო-ცხრილით, დათვალიერების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დაბადების აქტის ჩანაწერით, შემ---ვებელი ორდერითა და შემ---ვებელი ორდერის ოქმით, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, დაკავების ოქმით, ნივთმტკიცებებით, ს--- შ---------ს განცხადებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მსჯავრდებულ მ--–---- ბ--------ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი. აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ მ--–---- ბ--------ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მ--–---- ბ--------ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, დაზარალებული მსჯავრდებულთან შერიგებულია, მის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნია და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დანაშაულთა ერთობლიობით სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რაც ჩაუთვალა პირობით.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მ--–---- ბ--------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულის მიმართ საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი მ--–---- ბ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
მ--–---- ბ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით; სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით; სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, მ--–---- ბ--------ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მ--–---- ბ--------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მ--–---- ბ--------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 06 აგვისტოდან 2019 წლის 08 აგვისტოს ჩათვლით.
მ--–---- ბ--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა 5000 ლარი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს, მ--- ლ---------–---ს (პ/ნ 3----------).
ნივთმტკიცება - საკანცელარიო დანა და სამზარეულო დანა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო აუდიოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე შენახული იქნას საქმესთან ერთად.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე