განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100119003080750
საქმე №1/ბ-755-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- ვ-----–-ს ძე გ---------ის მიმართ, დაბადებული 2---------წ. პირადი №0----------, საშუალო განათლებით, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ამბროლაური, კ----------------ს ქ. N86;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ----- გ---------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:
1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
1.2 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
1.3. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2019 წლის აპრილში, ქ. ტყიბულში, გორგიძის ქუჩა №5-ში მდებარე სახლში, დ----- გ---------ემ იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ----- მ-----–---–ზე (თავის არეში რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2 2019 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ. ტყიბულში, გორგიძის ქუჩა №5-ში მდებარე სახლში, დ----- გ---------ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ----- მ-----–---–ზე (თავის და სახის არეში რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი, დანის გამოყენებით მიაყენა დაზიანება). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3 2019 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ. ტყიბულში, გორგიძის ქუჩა №5-ში მდებარე სახლში, დ----- გ---------ე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ----- მ-----–---–ს. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენით დ----- გ---------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ------- გ----------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენი დ----- გ---------ის მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში; ბრალდების მხარეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი დ----- გ---------ის მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, განაჩენი არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ობიექტურ პირს დაარწმუნებს დ-----ბ გ---------ის ბრალეულობაში.
გამართლებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ----- გ---------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა მ----- მ-----–---–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (დ----- გ---------ის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
დ----- გ---------ემ საქმის არსებითი განხილვის დროს ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.
საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ არცერთი მტკიცებულება არ არის სადაო და ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად როგორც პრეიუდიცია.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, დ----- გ---------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა მ----- მ-----–---–მა ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ. პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია დ----- გ---------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე.
აქვე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე N---------- რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციისა, მოქ. მ----- მ-----–---–ს გაეწია სასწრაფო-სამედიცინო დახმარება 1---------წ. და დაესვა დიაგნოზი: სიმპტომები და ნიშნები, რომლებიც მიეკუთვნება ემოციურ მდგომარეობას. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში მოქალაქე მ----- მ-----–---–ს სხეულზე მექანიკური დაზინების რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ მითითებული არ არის.
პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას დ----- გ---------ის ბრალდების ყველა ეპიზოდში გამართლების თაობაზე და აღნიშნავს, რომ წარდგენილი ბრალდებები არ დასტურდება არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით; რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ, მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ ირიბ მტკიცებულებებს, პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ჩვენებები გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დ----- გ---------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურება, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი დ----- გ---------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენი დ----- გ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
დ----- გ---------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
დ----- გ---------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
დ----- გ---------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
გამართლებულ დ----- გ---------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა 1 (ერთ) ცალ დისკად, რომელიც ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული თმის ღეროები და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული დანა, რომელიც ინახება საქართველოს შსს ტყიბულის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე