განაჩენი

სისხლის სამართლის 05.11.2019
საქმის ნომერი
140100117002928656
ინსტანცია
თარიღი
05.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100117002928656

საქმე №1ბ/667-19 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

05 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე : მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

პროკურორ - ი----------–---–ის

ადვოკატ - ი----------–-----–---–ის

მსჯავრდებულ - გ--–-------–--ის

მონაწილეობით,გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი----------–---–ის და მსჯავრდებულ გ--–-------–--ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი----------–-----–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

გ--–-------–--ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №5----------, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ. ჭიათურა, 9-------–----------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. გორი, ბ-------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილებით გ--–-------–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 19 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქალაქ გორში, ბ------------------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში გ--–-------–--ემ შელაპარაკებისას, თანნაქონი დასაკეცი დანით, გ---------------–---–ს მუცლის წინა ზედაპირზე, შემავალი მუცლის ღრუში და მუცლის მარცხენა გვერდით ზედაპირზე მიაყენა ორი ნაკვეთი ჭრილობა, მათგან ერთი ჭრილობა - მუცლის წინა ზედაპირზე - მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, სიცოცხლისათვის სახიფათოს, ხოლო მეორე, მუცლის მარცხენა გვერდით ზედაპირზე არსებული ჭრილობა - სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

აღნიშნული ქმედებისათვის გ--–-------–--ეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენით გ--–-------–--ე გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და მისი ქმედება დაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 122-ე მუხლით;

გ--–-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო განხილვამდე დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2017 წლის 19 მაისიდან 2017 წლის 23 მაისის ჩათვლით - გათვალისწინებით გ--–-------–--ეს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 4800 (ოთხი ათას რვაასი) ლარის ოდენობით.

 

გ--–-------–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გ--–-------–--ემ გ---------------–---–ს დაზიანება მიაყენა არა შურისძიების მოტივით, როგორც ეს გამომდინარეობდა გ--–-------–--ისათვის წარდგენილი ბრალდების ფორმულირებიდან, არამედ მასზე განხორციელებული თავდასხმის მოგერიებისას, რა დროსაც მისი მოქმედება და მის მიერ გამოყენებული საშუალება იყო აშკარად შეუსაბამო თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი----------–---–მა და მსჯავრდებულ გ--–-------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი----------–-----–---–მა.

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, გ--–-------–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამ მუხლის სანქციის ფარგლებში თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული ყველაზე მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ გ--–-------–--ის ბრალდება დადასტურებულია სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად ადასტურებდა გ--–-------–--ის ბრალეულობას მისთვის ბრალად წარდგენილ დანაშაულში, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმეების - ა------------–------ის, ა---------–------–----–---–ის, ზ---------------–--ის, ნ------------–---–ის, ნ-------------–---–ის, ს----------------ის, გ---------------–---–ის, საქმის მწარმოებელი გამომძიებლების, ექსპერტების და თვით ბრალდებულ გ--–-------–--ის მიერ სასამართლო განხილვის დროს მიცემული ჩვენებებით, ასევე, საქმეში არსებული გ--–-------–--ის ბრალდებულის სახით დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №5--------- დასკვნით, ცივი იარაღის ექსპერტიზის №1---/ცი დასკვნით, მიკრონაწილაკებისა და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთმტკიცებებითა და საქმის სხვა მასალებით.

აპელანტმა ვრცლად მიმოიხილა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიუთითა, სასამართლო პროცესზე დაკითხულმა დაზარალებულმა გ---------------–---–მა, ასევე მოწმეებმა - ნ-------------–---–მა და ნ------------–---–მა უტყუარად დაადასტურეს, რომ კონფლიქტი გ--–-------–--ემ დაიწყო, რაც გამოიხატა იმაში, რომ იგი წინ გადაუდგა კიბეებზე გ---------------–---–ს და არ მისცა სახლში შესვლის ნება, რასაც გ--–-------–--ის მხრიდან ასევე მოჰყვა ფეხის ჩარტყმა გ---------------–---–ისათვის და გ---------------–---–ის კიბეებიდან გადმოგდება. აღნიშნულმა გამოიწვია გ---------------–---–ის გაღიზიანება, რასაც მოჰყვა გ--–-------–--ესა და მას შორის ჩხუბის დაწყება. აპელანტის განმარტებით, საქმის მასალებითა და სასამართლო პროცესზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ გ---------------–---–მა და გ--–-------–--ემ ჩხუბი დაიწყეს შესასვლელ კართან, რა დროსაც გ--–-------–--ე შევიდა სახლში გინებით და წავიდა პირდაპირ სამზარეულოში, რომელსაც შეჰყვა გაღიზიანებული გ---------------–---–ი, ამ უკანასკნელის განმარტებით, იმისათვის, რომ სამზარეულოდან დანა არ გამოეტანა და რაიმე არ დაეშავებინა მისთვის. დაზარალებულის განმარტებით, როდესაც თვითონ შევიდა სამზარეულოში, გ--–-------–--ე უჯრაში ეძებდა რაღაცას, მას წინ გადაუდგა ნ------------–---–ი და არ აძლევდა უჯრიდან ნივთის ამოღების საშუალებას, თუმცა არ იცის, რის ამოღებას აპირებდა უჯრიდან. ანალოგიურს ადასტურებს მოწმე ნ-------------–---–იც, თუმცა მან ვერ დაინახა, ამოიღო თუ არა გ--–-------–--ემ რაიმე. ამის შემდეგ, გ--–-------–--ე და გ---------------–---–ი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რასაც მოჰყვა მათი იატაკზე დაცემა, რა დროსაც ხან ერთი იყო ზედა მხარეს, ხან მეორე. ამ დროს მოწმეები: ნ-------------–---–ი და ნ------------–---–ი ცდილობდნენ მათ გაშველებას. აპელანტის აზრით, საყურადღებოა ის გარემოება, რომ გ---------------–---–ი ამ დროს იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, რაც დაადასტურეს მოწმეებმა - ნ------------–---–მა, ნ-------------–---–მა და თავად დაზარალებულმა. ამასთან, გ---------------–---–ი ფიზიკურად ბევრად სუსტია გ--–-------–--ეზე. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადასტურებულია, რომ გ---------------–---–ს ხელში არ ჰქონია არანაირი იარაღი ან საგანი, რომლითაც გ--–-------–--ის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს რაიმე რეალური საფრთხე დაემუქრებოდა. მოწმეთა ჩვენებებით ასევე ნათელია, რომ ჩხუბის შემდეგ ისინი გააშველეს და ნ-------------–---–ი იჭერდა გ---------------–---–ს, რომელიც იწევდა საცემად გ--–-------–--ის მიმართ იმის გამო, რომ გ--–-------–--ე მას კვლავ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

აპელანტის განმარტებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ--–-------–--ეს სურდა სწორედ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენება დაზარალებულისათვის და არანაირ თავდაცვას და გაუფრთხილებელ ქმედებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. გ--–-------–--ის განზრახვაზე მეტყველებს ასევე, ის ფაქტი, რომ მას განსახილველ შემთხვევამდეც კონფლიქტი ჰქონდა დაზარალებულ გ---------------–---–თან და ეს კონფლიქტი მომდინარეობდა სწორედ გ--–-------–--ის მხრიდან, რადგან ის წინააღმდეგი იყო გ---------------–---–ი მისულიყო სტუმრად ნ------------–---–თან.

აპელანტმა მიუთითა, რომ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის მნიშვნელოვანია, თუ ვინ იყო კონფლიქტის ინიციატორი, მანამდე ჰქონდათ თუ არა მხარეებს ერთმანეთთან კონფლიქტი, კონკრეტულად რა ხერხი გამოიყენა დაზიანების მისაყენებლად და რა იარაღი, დაზარალებულისა და ბრალდებულის ფიზიკური მოცემულობა და დანაშაულის ჩადენის გარემოება, რაც, აპელანტის აზრით, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოკვეთილია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტმა მიუთითა, რომ სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად არ გაიზიარა დაზარალებულისა და ფაქტის შემსწრე მოწმეების ჩვენება და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ერთობლიობაში იძლეოდნენ პირის მიმართ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს.

მსჯავრდებულმა გ--–-------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი----------–-----–---–მა თავიანთი სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გ--–-------–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტმა აღწერა 2017 წლის 19 მაისს მომხდარი ფაქტი და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, როდესაც ნ------------–---–ი სახლში დაბრუნდა, მას უკან მიჰყვებოდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ---------------–---–ი. გ--–-------–--ემ ნ------------–---–ი სახლში შეუშვა, ხოლო გ---------------–---–ი გააფრთხილა, რომ უკვე გვიანი იყო და სახლში არ შესულიყო. ეს უკანასკნელი კი არ დაემორჩილა გ--–-------–--ის მოთხოვნას და ცდილობდა ძალის გამოყენებით სახლში შესვლას და გ--–-------–--ეს შეაგინა დედის მისამართით. მათ შორის კარის შესასვლელში მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ჩხუბში. გ--–-------–--ე ნ------------–---–თან ერთად შევიდა სახლში, მიხურა კარები და შიგნიდან ჩაკეტა საკეტით. გ---------------–---–მა ჩაამტვრია კარებში ჩასმული მინის სარკმელი, შეჰყო ხელი, გააღო კარები და შევიდა სახლში, სადაც მათ შორის დაიწყო ჩხუბი. გ---------------–---–მა გ--–-------–--ე წააქცია სამზარეულოში, დააჯდა ზემოდან და დაუწყო ცემა, გ--–-------–--ე ზურგზე იწვა და ცდილობდა გ---------------–---–ის მოგერიებას, რომელიც მას ურტყამდა სახის, თავის და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. მათი ჭიდილი გაგრძელდა დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში, რა დროსაც გ--–-------–--ემ სცადა გ---------------–---–ის ცემისაგან თავის დაღწევა, ერთხელ თვითონაც მოექცა ზემოდან, მაგრამ ვერ დაუსხლტა. როდესაც გ--–-------–--ე მიხვდა, რომ გ---------------–---–ის ცემას ვერ გაუძლებდა, ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა, გახსნა და შესაშინებლად მოუქნია გ---------------–---–ს, რა დროსაც დანა მოხვდა ამ უკანასკნელს და მიიღო სხეულის დაზიანება. მიუხედავად ამისა, გ---------------–---–ი მაინც აგრძელებდა გ--–-------–--ის ცემას და რომ არა გ---------------–---–ის მეგობარი ნ-------------–---–ი, ჩხუბი შეიძლებოდა გ--–-------–--ისათვის მძიმე შედეგით დამთავრებულიყო. გ---------------–---–ი ნ-------------–---–მა მანქანით წაიყვანა საავადმყოფოში, საიდანაც 15 წუთში დაბრუნდა გ--–-------–--ესთან, რამდენიმე უცნობ ახალგაზრდასთან ერთად. ისინი ცდილობდნენ გ--–-------–--ის გარეთ გაყვანას და ემუქრებოდნენ ხელების მოჭრით, რადგან მან „კაი ბიჭზე“ ასწია ხელი.

აპელანტს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გამომდინარე, გ--–-------–--ეს დანაშაული არ ჩაუდენია, არამედ მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. დაცვის მხარის აზრით, გ---------------–---–ი რომ უმოწყალოდ და დაუზოგავად ძალადობდა გ--–-------–--ეზე, ირკვევა როგორც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან, ასევე, სასამართლო პროცესზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებიდან, კერძოდ, გორის დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლებმა აჩვენეს, რომ როდესაც გ--–-------–--ე პოლიციის თანამშრომლებმა წარადგინეს დასაკავებლად, მათ კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით შეამოწმეს გ--–-------–--ე, რომელსაც მთელ სხეულზე აღენიშნებოდა ესკორაციები და გარეგნული დაზიანებები. იგივე მიუთითა შიდა ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების უფროსმა მ--–----------------მა, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული გ--–-------–--ის სხეულზე განვითარებული დაზიანებები.

აპელანტის მითითებით, გ---------------–---–ის მხრიდან გ--–-------–--ის ცემის სურვილი მომდინარეობდა იმ პერიოდიდან, როდესაც ის ნ------------–---–თან ერთად იჯდა რესტორან „ნ----------–-“, რაც დასტურდება მოწმე ნ------------–---–ის ჩვენებით. რესტორანში ყოფნისას მას დაურეკა გ--–-------–--ემ და უთხრა, რომ მალე მისულიყო სახლში. ამ საუბრის მოსმენის შემდეგ, გ---------------–---–მა შეიგინა გ--–-------–--ის მისამართით და დაემუქრა, წავიდეთ და მე ვაჩვენებ, რასაც ვუზამო. დაცვის მხარის მოსაზრებით, გ---------------–---–ს იმ მომენტში უკვე ჩაფიქრებული ჰქონდა გ--–-------–--ის ცემა და მასზე ძალადობა, რაც აასრულა კიდეც. გ--–-------–--ეს კი გ---------------–---–ის სხეულის დაზიანების განზრახვა არ ჰქონია, არამედ ის იცავდა ოჯახს მოძალადისაგან და მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ხოლო დაცვის მხარემ გ--–-------–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ--–-------–--ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში მხარეები არ ხდიან სადავოდ იმ ფაქტს, რომ გ---------------–---–ი დანით დაჭრა გ--–-------–--ემ. მხარეები სადავოდ ხდიან აღნიშნული ქმედების სამართლებრივ შეფასებას.

პალატა თავდაპირველად იმსჯელებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე, სადაც ისინი ითხოვენ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ გ--–-------–--ე მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. დაცვის მხარის მიერ განვითარებულ მსჯელობას სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

უპირველეს ყოვლისა, პალატა მიიჩნევს, რომ გ--–-------–--ესა და გ---------------–---–ს შორის ფიზიკური დაპირისპირებისა და საბოლოოდ, გ--–-------–--ის მიერ გ---------------–---–ის დასაკეცი დანით დაჭრის ფაქტი დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ გ---------------–---–ის, მოწმეების - ნ-------------–---–ის, ნ------------–---–ის, ა------------–------ის, ზ---------------–--ის, ს----------------ის, ა---------–------–----–---–ის, დ--------------ის ჩვენებებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ტექნიკური ექსპერტიზის №1---/ცი დასკვნით, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის №1---/ცი დასკვნით, სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზის №2--/სბ დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის №2--/ქმ დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის №5--/ტრ დასკვნით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- და №0-------- დასკვნებით, ტანსაცმლის ამოღების ოქმებით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ასევე, საგამოძიებო მოქმედებათა ჩამტარებელი გამომძიებლებისა და ექსპერტების ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებებით, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ გ--–-------–--ემ დასაკეცი დანით ნამდვილად მიაყენა ჭრილობა გ---------------–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას გ--–-------–--ის ქმედების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობა, თუმცა, გ--–-------–--ის მიერ გამოყენებული საშუალება აშკარად შეუსაბამო იყო თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან. კერძოდ, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი, ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას, ხოლო მეოთხე ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.

პალატა მიუთითებს, რომ პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით. ამასთანავე, უნდა დადგინდეს მომგერიებლის სუბიექტური დამოკიდებულება, კერძოდ, მოგერიება უნდა იყოს სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული.

ამ მიმართებით მნიშვნელოვანია კონფლიქტში მონაწილე პირებისა და თვითმხილველი მოწმეების ჩვენებების ანალიზი, შესაბამისად პალატა დეტალურად იმსჯელებს სასამართლოში დაკითხულ ფაქტის შემსწრე პირთა ჩვენებებზე.

 

დაზარალებულ გ---------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 19 მაისს, საღამოს საათებში, ნ-------------–---–თან და ნ------------–---–თან ერთად იმყოფებოდა რესტორანში, სადაც დალია რამდენიმე ჭიქა ღვინო. რესტორნიდან წამოსვლის შემდეგ მან და ნ-------------–---–მა, ამ უკანასკნელის ავტომანქანით, ნ------------–---–ი მიიყვანეს სახლში, რა დროსაც მან დააპირა ნ------------–---–თან ერთად მის სახლში შესვლა, მაგრამ ამის საშუალება არ მისცა აივანზე მყოფმა გ--–-------–--ემ, რის გამოც მასთან მოუხდა შელაპარაკება და გ--–-------–--ემ მას გულ-მკერდის არეში დაარტყა ფეხი. აღნიშნულზე განაწყენებულმა, მან ხელი დაარტყა გ--–-------–--ეს, რომელიც შევიდა სამზარეულო ოთახში, სადაც (მისი ვარაუდით - დანის აღების მიზნით) შეეცადა სამზარეულო კარადის უჯრის გამოღებას, რაშიც მას ხელი შეუშალა ნ------------–---–მა. სამზარეულოში მათ შორის კვლავ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც დაეცნენ იატაკზე და ამ მდგომარეობაში აგრძელებდნენ ერთმანეთის ცემას. ამ დროს იგრძნო წვა მუცლის მიდამოში, რისთვისაც ყურადღება არ მიუქცევია. ისინი გააშველეს ნ-------------–---–მა, ნ------------–---–მა და ა------------–------ემ, ნ-------------–---–მა ის გაიყვანა გარეთ, ხოლო ნ------------–---–ი და ა------------–------ე აკავებდნენ გ--–-------–--ეს. გარეთ გასვლის შემდეგ მან, გაბრაზებულმა, ხელის დარტყმით დაამსხვრია ბინაში შესასვლელი კარის მინა, ამასთანავე ნახა, რომ დაჭრილი იყო მუცლის არეში, რის შემდეგაც ნ-------------–---–მა წაიყვანა იგი საავადმყოფოში.

 

მოწმე ნ------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 19 მაისს, საღამოს, იგი იმყოფებოდა რესტორანში გ---------------–---–თან ერთად, რომელმაც დალია რამდენიმე ჭიქა ღვინო. მოგვიანებით მათთან მივიდა გ---------------–---–ის მეგობარი ნ-------------–---–ი. რესტორანში ყოფნისას მას ტელეფონზე დაუკავშირდა გ--–-------–--ე, რომელმაც სთხოვა, რომ მალე მისულიყო სახლში, რის გამოც გ---------------–---–ი გაღიზიანდა და უწმაწური სიტყვებით გამოხატა უკმაყოფილება გ--–-------–--ის მისამართით. ამის შემდეგ მალევე წამოვიდნენ რესტორნიდან და ნ-------------–---–მა თავისი ავტომანქანით, გ---------------–---–ის ინიციატივით, მიიყვანა ისინი მის საცხოვრებელ სახლთან, სადაც დახვდათ გ--–-------–--ე, რომელიც იდგა ბინაში ასასვლელ კიბეზე. ვინაიდან გ---------------–---–ი იყო გაღიზიანებული და იგინებოდა გ--–-------–--ის მისამართით, ნ------------–---–მა მას სთხოვა, რომ მანქანიდან არ გადასულიყო, მაგრამ გ---------------–---–ი მაინც გაჰყვა მას სახლის მიმართულებით. ნ------------–---–ი ავიდა კიბეზე, შეაღო ბინის კარები და გაჩერდა გ--–-------–--ის უკან, რომელმაც გ---------------–---–ს განუცხადა, რომ ის სახლში ვერ შევიდოდა. გ---------------–---–მა შეაგინა გ--–-------–--ეს და დააპირა კიბეზე ასვლა, რა დროსაც გ--–-------–--ემ მას ტანის არეში დაარტყა ფეხი, რის შემდეგაც გ---------------–---–მა გ--–-------–--ეს რამდენჯერმე დაარტყა ხელი და მათ შორის დაიწყო ჩხუბი. ნ------------–---–მა შეძლო გ--–-------–--ის სახლში შეყვანა, სადაც ასევე შევიდა გ---------------–---–ი და სამზარეულოში მათ შორის კვლავ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგად გ--–-------–--ე წაიქცა, ხოლო გ---------------–---–ი მოექცა მას ზემოდან და ხელით დაუწყო ცემა სახის არეში. ნ------------–---–ის განმარტებით, სამზარეულო ოთახში არსებული სივიწროვის გამო გ--–-------–--ე თავის დაცვას ვერ ახერხებდა, ამასთანავე მას პირიდან მოსდიოდა სისხლი. გ---------------–---–ი შეაკავა და გარეთ გაიყვანა ნ-------------–---–მა, ხოლო ნ------------–---–მა დაკეტა ბინაში შესასვლელი კარი, რომლის მინაც გ---------------–---–მა ჩაამსხვრია და კვლავ შევიდა სახლში, სადაც მან და გ--–-------–--ემ იჩხუბეს შესასვლელ ოთახში, თუმცა ისინი მალევე გააშველეს და ნ-------------–---–მა გ---------------–---–ი გაიყვანა სახლიდან. ამავე დროს მათ ნახეს, რომ გ---------------–---–ი იყო დაჭრილი და იგი საავადმყოფოში წაიყვანა ნ-------------–---–მა. რამდენიმე ხნის შემდეგ, მათთან სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დააკავეს გ--–-------–--ე და მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დანა.

 

მოწმე ნ-------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 19 მაისს, საღამოს საათებში, გ---------------–---–თან და ნ------------–---–თან ერთად იმყოფებოდა რესტორან “ნ----------–-“, სადაც გ---------------–---–მა დალია ალკოჰოლური სასმელი. რესტორნიდან წამოსვლის შემდეგ, მისი კუთვნილი ავტომანქანით ნ------------–---–ი მიიყვანეს ქალაქ გორში, ბაქოს ქუჩა №12-ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლთან, რა დროსაც მან ავტომანქანა გააჩერა სახლის კიბესთან, სადაც იდგა გ--–-------–--ე. გ---------------–---–ი და ნ------------–---–ი გადავიდნენ ავტომანქანიდან და წავიდნენ ნ-----ს სახლის მიმართულებით. გ--–-------–--ემ ნ------------–---–ი გაატარა სახლში შესასვლელი კარისკენ, ხოლო გ---------------–---–ს წინ დაუდგა და მათ დაიწყეს საუბარი, რომელიც არ ესმოდა. დაინახა, რომ გ--–-------–--ემ ფეხი დაარტყა გ---------------–---–ს, რის შემდეგაც მათ დაიწყეს ჩხუბი და ჩხუბით შევიდნენ სახლში, სადაც თვითონაც შევიდა და ნახა, რომ გ--–-------–--ე და გ---------------–---–ი წაქცეულები იყვნენ სამზარეულო ოთახში და ამ მდგომარეობაში აყენებდნენ ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო ნ------------–---–ი და ა------------–------ე ცდილობდნენ მათ გაშველებას. მან შეძლო გ---------------–---–ის გარეთ გაყვანა, მაგრამ იგი დაუსხლტა ხელიდან და ისევ შევიდა სახლში, სადაც გაგრძელდა ჩხუბი მასსა და გ--–-------–--ეს შორის. ისინი კვლავ გააშველეს და გ---------------–---–ი მან გაიყვანა სახლიდან, ნ------------–---–მა კი მიხურა სახლის შესასვლელი კარი, რის შემდეგ გ---------------–---–მა ხელის დარტყმით დაამსხვრია ამ კარის მინა. ამავე დროს მისთვის ცნობილი გახდა, რომ გ---------------–---–ი დაჭრილი იყო მუცლის არეში და იგი დაუყოვნებლივ წაიყვანა საავადმყოფოში.

 

კიდევ ერთი თვითმხილველი მოწმე ა------------–------ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 19 მაისს იგი სახლში იმყოფებოდა გ--–-------–--ესთან და არასრულწლოვან შვილთაშვილებთან ერთად, რა დროსაც, საღამოს საათებში, სახლში მივიდა მისი შვილიშვილი - ნ------------–---–ი, რომელსაც გ--–-------–--ემ გაუღო კარი, ხოლო ნ-----სთან ერთად მყოფ გ---------------–---–ს მან აუკრძალა სახლში შესვლა. გ---------------–---–მა გ--–-------–--ეს ჯერ შესასვლელთან მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ კი ჩხუბით შეჰყვა მას სახლში, რა დროსაც გ--–-------–--ე წაიქცა სამზარეულოში, ხოლო გ---------------–---–ი ზემოდან მოექცა მას და დაუწყო ცემა სახისა და თავის არეში. გ---------------–---–ი სახლიდან გაიყვანა მისმა მეგობარმა ნ-------------–---–მა.

 

მოხმდარი ფაქტის სრული ვითარების წარმოსაჩენად მნიშვნელოვანია თავად გ--–-------–--ის ჩვენება, რომლის მიხედვით, 2017 წლის 19 მაისს, საღამოს საათებში, იგი იმყოფებოდა თავის სახლში, ელოდებოდა ნ------------–---–ს და ვინაიდან ამ უკანასკნელს სახლში მისვლა დააგვიანდა, დაახლოებით 22:00 საათზე ტელეფონით დაუკავშირდა მას, რა დროსაც ნ------------–---–მა განუცხადა, რომ სახლში მალე მივიდოდა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ კვლავ დარეკა ნ------------–---–თან, რა დროსაც ტელეფონში მოესმა მამაკაცის გინების ხმა, მაგრამ ვისი მისამართით იყო შეგინება, მან ვერ გაარჩია. ნ------------–---–ი მალევე მივიდა სახლში მთვრალ მდგომარეობაში მყოფ გ---------------–---–თან ერთად, რომელმაც დააპირა ნ-----სთან ერთად სახლში შესვლა, მაგრამ გ--–-------–--ემ, რომელიც ამ დროს იდგა ბინის შესასვლელ კართან არსებულ კიბეზე, გ---------------–---–ი სახლში არ შეუშვა, რის გამოც ამ უკანასკნელმა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მან ხელის კვრით მოიშორა გ---------------–---–ი, შევიდა სახლში და დაკეტა შესასვლელი კარი, მაგრამ გ---------------–---–მა, მინის ჩამტვრევის გზით, გააღო კარი, შევარდა სახლში და მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგად იგი დაეცა სამზარეულო ოთახის იატაკზე, ხოლო გ---------------–---–ი მოექცა მას ზემოდან და დაუწყო ცემა სახისა და ტანის არეში. იგი ცდილობდა გ---------------–---–ის მოგერიებას, რა დროსაც, სავარაუდოდ, გამოიყენა მცირე ზომის დასაკეცი დანა, რომელიც შარვლის ჯიბეში ჰქონდა მოთავსებული. გ---------------–---–ი მას მოაცილა და გარეთ გაიყვანა ნ-------------–---–მა.

 

მოცემულ შემთხვევაში სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად ზუსტად დადგინდეს შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების ანალიზის საფუძველზე გაირკვეს, თუ რით იყო გამოწვეული და რისკენ იყო მიმართული პირის ქმედება ანუ გ--–-------–--ე მოქმედებდა გ---------------–---–ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვით საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის არარსებობის პირობებში, თუ საკუთარი წარმოდგენით მოქმედებდა მართლზომიერად, იცავდა თავს და მისთვის არსებითი არ იყო მიყენებული დაზიანების ხარისხი და მთავარი იყო აღნიშნულით უზრუნველეყო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ გ---------------–---–ი გ--–-------–--ესთან მივიდა სახლში და მათ შორის მოხდა შელაპარაკება, რაც სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც სამზარეულოს იატაკზე წაქცეულ გ--–-------–--ეს ზემოდან მოექცა გ---------------–---–ი და ცემდა მას სხეულის სხვადასხვა მიდამოში. მოწმე ნ------------–---–ის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ სამზარეულო ოთახში არსებული სივიწროვის გამო გ--–-------–--ე თავის დაცვას ვერ ახერხებდა, ამასთანავე მას პირიდან მოსდიოდა სისხლი ანუ გ---------------–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ თავს დაესხა გ--–-------–--ეს და ზიანი მიაყენა გ--–-------–--ის კანონით დაცულ სიკეთეს - ჯანმრთელობას; ხელყოფა იყო რეალური, ვინაიდან გ--–-------–--ე რეალურად იღებდა დარტყმებს სხეულის სხვადასხვა არეში, რაც დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და, იმწუთიერი, ვინაიდან მტკიცებულებათა შეჯერებისა და ერთობლივი გაანალიზების შედეგად პალატას მიაჩნია, რომ კონფლიქტი გ--–-------–--ესა და გ---------------–---–ს შორის არ იყო ამოწურული. თავის მხრივ, გ--–-------–--ემ, თავდაცვის მიზნით, თუმცა თავდაცვის აშკარა შეუსაბამობით მასზე თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან, დასაკეცი დანა მოუქნია გ---------------–---–ს, რითიც ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გ--–-------–--ეს არ გააჩნდა გ---------------–---–ისათვის სხეულის დაზიანების განზრახვა, არამედ ის თავს იცავდა მოძალადისაგან და მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. პალატა განმარტავს, რომ საქმის მასალებით ნამდვილად დასტურდება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობა, თუმცა დავის საგანს წარმოადგენს გ--–-------–--ის თავდაცვის შესაბამისობა გ---------------–---–ის მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ გ---------------–---–ი იყო შეიარაღებული რაიმე ფორმით, ამასთან, იქ მყოფი პირები ცდილობდნენ მათ გაშველებას, შესაბამისად, შექმნილი სიტუაცია არ ატარებდა გ--–-------–--ის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიშ ხასიათს.

 

ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულისა და მისი დამცველის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მას არ გადაუცილებია აუცილებელი მოგერიების ფარგლებისთვის და მიუთითებს, რომ აუცილებელი მოგერიების მართლზომიერებისათვის აუცილებელია, მომგერიებელმა თავდაცვის შედარებით მსუბუქი საშუალება აირჩიოს, თუ შედარებით მსუბუქი საშუალებით შესაძლებელია ხელყოფის აღკვეთა იმავე ეფექტურობით, ასეთ შემთხვევაში უფრო მძიმე საშუალების გამოყენებით პირი სცდება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას გ--–-------–--ის მიერ დაზარალებულის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების თაობაზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და აღნიშნავს, რომ გ--–-------–--ის ქმედების თავდაპირველი კვალიფიკაციის დამადასტურებელ არგუმენტებად სახელმწიფო ბრალმდებელი ასახელებს მის მიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ მათი ერთობლივი ანალიზით არ დასტურდება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა, არამედ გ--–-------–--ე მოქმედებდა განზრახ გ---------------–---–ისათვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების მიზნით. ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მტკიცებულებათა ნაწილზე, რაც უპირველესი მნიშვნელობის არის შემთხვევის მომენტის სრულად აღქმისათვის, პალატამ უკვე მისცა სამართლებრივი შეფასება. ბრალდების მხარეს არ მიუთითებია რომელიმე მტკიცებულებაზე, რომელიც კონკრეტულად ადასტურებს გ--–-------–--ის მხრიდან გ---------------–---–ისათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების განზრახვას. ის ფაქტი, რომ გ--–-------–--ეს კონფლიქტი ჰქონდა დაზარალებულ გ---------------–---–თან და ეს კონფლიქტი მომდინარეობდა სწორედ გ--–-------–--ის მხრიდან, რადგან ის წინააღმდეგი იყო გ---------------–---–ი მისულიყო სტუმრად ნ------------–---–თან, არ დასტურდება არც მოწმეთა ჩვენებებით და არც სხვა მტკიცებულებებით. საქმეში არ არის გამოკვეთილი შურისძიების რაიმე მოტივი, რაც შეიძლება გამხდარიყო გ--–-------–--ისათვის დანაშაულის მაპროვოცირებელი. პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ კონფლიქტი წამოიწყო გ--–-------–--ემ, ვინაიდან მოწმე ნ------------–---–ის ჩვენებაში მითითებულია, რომ როდესაც რესტორანში ყოფნისას მას ტელეფონზე დაუკავშირდა გ--–-------–--ე და სთხოვა, მალე მისულიყო სახლში, გ---------------–---–ი გაღიზიანდა და უწმაწური სიტყვებით გამოხატა უკმაყოფილება გ--–-------–--ის მისამართით.

ბრალდების მხარე ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სამზარეულოში იყო ხელჩართული ჩხუბი, რა დროსაც ხან გ--–-------–--ე იყო ზემოთ, ხან გ---------------–---–ი, ამასთან, გ--–-------–--ე ფიზიკურად გაცილებით დიდი და ძლიერია გ---------------–---–ზე და შესაბამისად გ--–-------–--ე აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.

ბრალდების მხარის მოსაზრებას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ნ------------–---–მა განმარტა, რომ გ---------------–---–ი მაღალი და სრულია, გ--–- ვერც ახერხებდა მისთვის სახეში რომ შემოერტყა. ამასთან გ--–- რომ წაიქცა, გ------- მას ზემოდან დააჯდა, თავად ცდილობდა გაშველებას, მაგრამ ვერ შეძლო და ნ-------------–---–ს დაუძახა დასახმარებლად, ნ---ს შემოსვლის დროს გ------- გ--–-ს ზედ ეჯდა და ნ---მ შეძლო მისი გაყვანა. მოწმემ ასევე აღნიშნა, სამზარეულოში იყო ისეთი სივიწროვე რომ, როცა გ------- გ--–-ს ზემოდან დააჯდა, გ--–-ს განძრევის საშუალებაც არ ჰქონდა.

ამდენად პალატა არ იზიარებს აპელანტთა მოთხოვნებს და სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ--–-------–--ის ქმედებისათვის მიცემულ სამართლებრივ შეფასებას.

პალატა, ასევე სრულად იზიარებს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახეს და ოდენობას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ--–-------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი არ არსებობს და ის უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი----------–---–ის და მსჯავრდებულ გ--–-------–--ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი----------–-----–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გ--–-------–--ე გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 122-ე მუხლით.

გ--–-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო განხილვამდე დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2017 წლის 19 მაისიდან 2017 წლის 23 მაისის ჩათვლით, გათვალისწინებით გ--–-------–--ეს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 4800 (ოთხი ათას რვაასი) ლარის ოდენობით.

 

გ--–-------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.

განაჩენის აღსრულება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს გ--–-------–--ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - ქალაქი გორი, ბ------------------------.

 

ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- გ--–-------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მინის ნამსხვრევები და სისხლის კვალი, გ---------------–---–ისა და გ--–-------–--ის სისხლის ნიმუშები, განადგურდეს ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- გ--–-------–--ის და გ---------------–---–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხდებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე