განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002058973
№1ბ/1411-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე
სხდომის მდივნები: მერი ლაბარტყავა და ნანა გიგიტაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ირაკლი მირცხულავა
დაცვის მხარე:
ადვოკატები: ვ------- კ--–----ე და ვ----–-- მ------–---–ი
მსჯავრდებული: ზ------ თ--------ე, დაბადებული - 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N3----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაუოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–---------------–---------------------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი.
სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ.
2019 წლის 19 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა შუამდგომლობა, საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ირაკლი მირცხულავასა და მსჯავრდებულ ზ------ თ--------ეს შორის, 2019 წლის 19 ნოემბერს მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ზ------ თ--------ე 2009 წლის 09 სექტემბერს რეგისტრირებული იქნა ინდივიდუალურ მეწარმედ, (ს/ნ 3----------) რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ავტომანქანის აკუმულატორებით საცალო ვაჭრობა. ზ------ თ--------ეს ევალებოდა საწარმოს საქმეების გაძღოლა კეთილსინდისიერად და გადაეხადა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო–სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მიუხედავად აღნიშნულისა, ზ------ თ--------ემ არ შეასრულა თავის მოვალეობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების მიზნით, სრულად არ ასახავდა საზოგადოების მიერ მიღებულ შემოსავალს და სრულყოფილად არ წარადგენდა საგადასახადო ორგანოში დეკლარაციებს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების მეექვსე სამმართველოს თანამშრომლის მიერ ჩატარდა ი/მ „ზ------ თ--------ე“–ს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სრული კამერალური შემოწმება რომლის შედეგადაც საზოგადოებას ზემოხსენებული დარღვევების გამო 2014 წლის 30 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტით 2009 წლის 09 სექტემბრიდან 2013 წლის 25 ივლისის საანგარიშო პერიოდის ჩათვლით დამატებით სულ დაერიცხა 281 636 ლარი მათ შორის ძირითადი გადასახადი 161 357 ლარი, ჯარიმა 120 279 ლარი ხსენებული აქტის საფუძველზე 2014 წლის 04 აგვისტოს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის №3---- ბრძანება, ზემოაღნიშნული თანხების დარიცხვის შესახებ, ხოლო ამავე ბრძანების საფუძველზე 2014 წლის 05 აგვისტოს გამოიცა №005-19 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც ი/მ „ზ------ თ--------ე“–ს (ს/ნ3----------) ბიუჯეტში გადასახდელად დამატებითი დარიცხვა სულ 388 086, 86 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 161 357 ლარი, ჯარიმა 120 279 ლარი და საურავი 106 450,86 ლარი.
ზ------ თ--------ემ თანხების დარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება და საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და თბილისის საქალაქო სასამართლოში, არც ერთი ხსენებული ორგანოს მიერ არ დაკმაყოფილდა ზ------ თ--------ის საჩივრები. მიუხედავად აღნიშნულისა მან არ ისარგებლა საქართველოს სსკ–ის 218-ე მუხლის შენიშვნით დადგენილი 45 სამუშაო დღიანი ვადით და მის მიერ არ იქნა დაფარული გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა 161 357 ლარი, ამასთანავე ამავე ვადაში არ მომხდარა გადასახდელად დაკისრებული ზემოხსენებული ძირითადი თანხის გადავადება და ან კორექტირება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის განაჩენით ზ------ თ--------ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ–ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
ზ------ თ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ივლისის განაჩენით დანიშნული და მოხდილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ზ------ თ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 4 ივლისიდან.
საპროცესო შეთანხმების არსი:
ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების ზეპირი მოსმენით განხილვისას, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორმა ირაკლი მირცხულავამ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და იშუამდგომლა, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, მასსა და მსჯავრდებულ ზ------ თ--------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს შემდეგი პირობებით: ზ------ თ--------ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე–2 და მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს, თბილისის საქალაქო სასამათლოს 2015 წლის 06 ივლისის განაჩენით დანიშნული და მოხდილი ძირითადი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით და სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებეში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა ზ------ თ--------ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ----–-- მ------–---–მა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: 2014 წლის 30 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტით, ჩხრეკის ოქმით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო დეპარტამენტის წერილებითა და თანდართული დოკუმენტაციით, აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 4 აგვისტოს №3---- ბრძანებით, 2014 წლის 5 აგვისტოს №005-19 საგადასახადო მოთხოვნით, შემოსავლების სამსახურის №40784 ბრძანებით ზ------ თ--------ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 იანვრის განჩინებით სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, მოწმეთა გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით და თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ინფორმაციით, უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულ ზ------ თ--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
პალატამ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით. მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს და სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს. მას ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა. ამასთან, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. იგი აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის. მსჯავრდებული ასევე აცნობიერებს, რომ მას აქვს დაცვის, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის და სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებები. იგი ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ამასთან, საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული, მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს და მისთვის ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან, მასსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების დადების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების დადების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ
მსჯავრდებული რეალურად აცნობიერებდა, თუ არა ჩამოთვლილ უფლებებს, გარანტიებსა და პირობებს, პალატა, ზეპირი განხილვისას უშუალოდ დარწმუნდა მსჯავრდებულისათვის დასმულ შეკითხვებზე მიღებული პასუხებით. სააპელაციო პალატის აღნიშნული მოქმედება არ ატარებდა უფლებების განმარტებისა და თანხმობის მიღების ფორმალურ ხასიათს და მსჯავრდებულმა სასამართლოს მიერ დასმულ ყველა შეკითხვასა და დამატებით კითხვებზე ადეკვატური და დამაჯერებელი პასუხი გასცა.
სააპელაციო პალატას, საქმის მასალებისა და მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის III და IV ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია, ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ ზ------ თ--------ემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, მოთხოვნილი სასჯელი კი კანონიერი და სამართლიანია. სასჯელის დანიშვნისას შუამდგომლობაში გათვალისწინებულია, რომ ზ------ თ--------ეს განსახილველი დანაშაული ჩადენილი აქვს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ივლისის განაჩენის გამოტანამდე და აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი მოხდილია და სასჯელის დანიშვნას შუამდგომლობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით დადგენილი წესით. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ირაკლი მირცხულავას, შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №21-14/102947 მომართვის წერილზე დართული ი/მ „ზ------ თ--------ე“-ს დოკუმენტაცია, მოთავსებული 1 (ერთ) ცალ ტომარაში, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე, 216-ე, 219-ე, 250-ე 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ირაკლი მირცხულავასა შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ირაკლი მირცხულავასა და მსჯავრდებულ ზ------ თ--------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 04 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
ზ------ თ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე–2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2015 წლის 06 ივლისის განაჩენით დანიშნული და მოხდილი ძირითადი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით და ზ------ თ--------ეს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებეში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით. ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
ზ------ თ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 04 ივლისიდან.
პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგ, მსჯავრდებულ ზ-----ი თ--------ეს საქართველოს სსკ–ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
ზ----- თ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
ზ----- თ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს - 10.000 (ათი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 23 აგვისტოს განჩინებით ლ---- რ------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ-------–--------–----------------------------------------------------------ის მიმდებარედ, 0----- ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით 0---------------, დადებული ყადაღა გაუქმდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ნივთიერი მტკიცებულებები:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №21-14/102947 მომართვის წერილზე დართული ი/მ „ზ------ თ--------ე“-ს დოკუმენტაცია, მოთავსებული 1 (ერთ) ცალ ტომარაში, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ:
მსჯავრდებულ ზ------ თ--------ეს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღეში საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე სასამართლოს განაჩენის გაუქმების შესახებ, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვეში საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე