განაჩენი

სისხლის სამართლის 22.11.2019
საქმის ნომერი
330100118002316128
ინსტანცია
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002316128

საქმე № 1ბ/712-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

21 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი

მოსამართლეები: ხვიჩა კიკილაშვილი

ვეფხია ლომიძე

სხდომის მდივანი: სოფიკო კაპანაძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზ---- ქ------ე

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული:

ე------– ა------–---------- შ--------ი, დაბადებული - 1----–-–-----------, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ირანის ისლამური რესპუბლიკა, ქალაქი თ------------------------------–-.

ადვოკატი: კ------- ვ---–---ი

თარჯიმანი: ა---- ს---–--------ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

ა-–------- მ----------ი, დაბადებული - 1----–-–------------------, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ირანის ისლამური რესპუბლიკა, ქალაქი თ----------–---------------------------–-.

ადვოკატი: გ------- ბ-----ე,თარჯიმანი: ლ---–- ჭ----–-–---–ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

1.1. ე------– ა------–---------- შ--------მა, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 105,71 გრამი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

2018 წლის 20 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, თბილისში, სოფელ ფონიჭალაში, ჭ--–----------–---–--------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ე------– ა------–---------- შ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა 105,71 გრამი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი 2 ცალად დაფასოებული პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება.

1.2. ა-–------- მ----------მა, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 58,60 გრამი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

2018 წლის 20 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, თბილისში, სოფელ ფონიჭალაში, ჭ--–----------–----------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ა-–------- მ----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა 58,60 გრამი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი 1 ცალად დაფასოებული პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება.

2. მხარეთა პოზიცია

2.1. მსჯავრდებულ ა-–------- მ----------ის მხარემ, კერძოდ მისმა ადვოკატმა გ------- ბ-----ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულის გამართლება. თუმცა, სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვისას მან დააზუსტა თავისი მოთხოვნა, განმარტა რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულის ჩადენას, სადავოდ არ ხდიან მტკიცებულებებს და ითხოვა სასჯელის შემცირება. მსჯავრდებული დაეთანხმა ამ მოთხოვნას და განაცხადა, რომ ადვოკატმა მისი პოზიცია გააჟღერა, სრულად აღიარებს დანაშაულის ჩადენას და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

2.2. მსჯავრდებულ ე------– ა------–---------- შ--------ის მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას, თუმცა სააპელაციო საჩივრის განხილვის დასკვნით ეტაპზე, ბრალდების მხარემ წარმოადგინა შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, მსჯავრდებულ ა-–------- მ----------ის მიმართ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა

4.1. მტკიცებულებათა ერთობლიობა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა-–------- მ----------ის მიმართ

4.1.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად „სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე“. კონკრეტული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარდგენია. გარდა ამისა, მხარეებს არ დაუყენებიათ შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის საჭიროების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით და კანონის შესაბამისად, ა-–------- მ----------ის მიმართ საჩივრის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა (შემდგომში პალატა) განიხილავს და შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რაც მხარეებმა წარუდგინეს და გამოიკვლიეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.

4.1.2. მოწმე უ----------–---–მა განმარტა, რომ იგი არის ს----------–----–-------------------------------–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–------------ ს-----------–----------------–-. 2018 წლის 20 იანვარს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე (რომლის თანახმად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა-–------- მ----------ი უნდა ყოფილიყო თბილისში, ქ---------------–-–-, ჭ--–----------–---–--------------------------- მიმდებარედ და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება), იგი გ------- ბ--------ესთან და ლ---- კ-----თან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მათ დახვდა ორი პირი, მათ შორის ა-–------- მ----------ი. მას წარუდგინეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, შემდეგ ჩატარდა ა-–------- მ----------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ლ---- კ-----მა ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოუღო ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რაც დაილუქა კანონით დადგენილი წესით. ა-–------- მ----------ი დააკავეს ბრალდებულის სახით. ბრალდებულმა საგამოძიებო მოქმედებების ოქმებზე და ნივთმტკიცების ლუქზე ხელი არ მოაწერა. ტრანსპორტირებისას ა-–------- მ----------ი გახდა შეუძლოდ, რის გამოც გადაიყვანეს საავადმყოფოში.

4.1.3. მოწმე გ------- ბ--------ემ განმარტა, რომ იგი არის ს----------–----–-------------------------------–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–------------ ს-----------–----------------–-. 2018 წლის 20 იანვარს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე (რომლის თანახმად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, თანმხლებ პირთან ერთად უნდა ყოფილიყო თბილისში, ქ---------------–-–-, ჭ--–----------–---–--------------------------- მიმდებარედ და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება), იგი ლ---- კ-----თან და უ----------–---–თან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მათ დახვდა ორი პირი, მათ შორის ა-–------- მ----------ი. ამ უკანასკნელს თარჯიმნის დახმარებით გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს პოლიეთილენის პარკში შეხვეული ნარკოტიკული საშუალება, რაც დაილუქა კანონით დადგენილი წესით. შემდეგ ა-–------- მ----------ი დააკავეს. ტრანსპორტირებისას ა-–------- მ----------ი გახდა ცუდად და იგი გადაიყვანეს შ--------------------–-–-“.

4.1.4. მოწმე ლ---- კ-----მა განმარტა, რომ მუშაობს ს----------–----–-------------------------------–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–------------ ს-----------–----------------–-ს თანამდებობაზე. 2018 წლის 20 იანვარს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე (რომლის თანახმად, ა-–------- მ----------ი უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას), იგი ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გავიდა თბილისში, ქ---------------–-–-, ჭ--–----------–---–--------------------------- მიმდებარედ, სადაც მათ დახვდა ა-–------- მ----------ი, თანმხლებ პირთან ერთად. მოწმემ განმარტა, რომ მან უ----------–---–თან და გ------- ბ--------ესთან ერთად, შემთხვევის ადგილზე მყოფ პირებს გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩხრეკის ჩატარების თაობაზე და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად მან ა-–------- მ----------ს, ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოუღო მოწითალო პოლიეთილენის პარკში მოთავსებული გამჭვირვალე, თავმოკრული პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო მოყავისფრო ნივთიერება, რაც დაილუქა კანონით დადგენილი წესით. ა-–------- მ----------მა საგამოძიებო მოქმედებების ოქმებს და ნივთმტკიცების ლუქს ხელი არ მოაწერა. შემდეგ ა-–------- მ----------ი დააკავეს. ტრანსპორტირებისას იგი გახდა შეუძლოდ და გადაიყვანეს საავადმყოფოში.

4.1.5. მოწმე ი-----–- ნ---------ემ განმარტა, რომ იგი არის ს----------–----–-------------------------------–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–------------ ს-----------–----------------–-. 2018 წლის 20 იანვარს, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა-–------- მ----------ი, თანმხლებ პირთან ერთად უნდა ყოფილიყო თბილისში, ქ---------------–-–-, ჭ--–----------–---–--------------------------- მიმდებარედ და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. შემთხვევის ადგილზე დახვდათ ორი პირი, მათ შორის ე------– ა------–---------- შ--------ი, რომელსაც წარედგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. ამის შემდეგ მან და კ------------- გ-------ემ გაჩხრიკეს ე------– ა------–---------- შ--------ი, რომელსაც ზურგჩანთიდან ამოუღეს პოლიეთილენის ორი პარკი (მოწითალო და მოთეთრო), რომელშიც იყო ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული დაილუქა კანონით დადგენილი წესით, რასაც ხელი მოაწერა ბრალდებულმაც. ე------– ა------–---------- შ--------ი დაკავებული იქნა ბრალდებულად. ე------– ა------–---------- შ--------მა საგამოძიებო მოქმედებების ოქმებს ხელი არ მოაწერა.

4.1.6. მოწმე კ------------- გ-------ემ განმარტა, რომ არის ს----------–----–-------------------------------–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–------------ ს-----------–----------------–-. 2018 წლის 20 იანვარს, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულები უნდა ყოფილიყვნენ თბილისში, ქ---------------–-–- და თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალება. შემთხვევის ადგილზე ის მივიდა ლ---- კ-----თან, გ------- ბ--------ესთან, კ--- ბ----–---–თან და ი-----–- ნ---------ესთან ერთად, სადაც მათ დახვდა ორი პირი, მათ შორის ე------– ა------–---------- შ--------ი. მან და ი-----–- ნ---------ემ გაჩხრიკეს ე------– ა------–---------- შ--------ი, რომელსაც ზურგჩანთიდან ამოუღეს ნარკოტიკული საშუალება, რაც დაილუქა კანონით დადგენილი წესით. ე------– ა------–---------- შ--------ი დაკავებული იქნა ბრალდებულად. მოწმემ განმარტა, რომ ე------– ა------–---------- შ--------მა საგამოძიებო მოქმედებების ოქმებს ხელი არ მოაწერა.

4.1.7. მოწმე კ------- ბ----–---–მა განმარტა, რომ იგი არის ს----------–----–-------------------------------–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–------------ ს-----------–----------------–-. 2018 წლის 20 იანვარს, მან მონაწილეობა მიიღო თბილისში, ქ---------------–-–-, ჭ--–-- დასახლებაში ჩატარებულ ე------– ა------–---------- შ--------ის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც ამ უკანასკნელისგან ამოღებულ იქნა ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება. ჩხრეკაში, მასთან ერთად მონაწილეობდნენ კ------------- გ-------ე და ი-----–- ნ---------ე. ამოღებული ნივთმტკიცება დაილუქა კანონით დადგენილი წესით. ა------–---------- შ--------მა პირადი ჩხრეკის გარდა, სხვა საგამოძიებო მოქმედებების ოქმებს ხელი არ მოაწერა. იგი შეესწრო, თუ როგორ გაჩხრიკეს ასევე ა------–---------- შ--------თან ერთად მყოფი ა-–------- მ----------ი, რომელსაც ასევე ამოუღეს ნარკოტიკული საშუალება.

4.1.8. ბრალდებულმა ა-–------- მ----------მა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ მან გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსულიყო. მგზავრობისას გაიცნო ე------– ა------–---------- შ--------ი. ირანიდან ჩამოსვლისთანავე, ა------–---------- შ--------ისგან გაიგო, რომ მას ჩანთაში ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ვიღაცისთვის უნდა გადაეცა. მან ეს ნარკოტიკული საშუალება პირადად ნახა საქართველოში, სასტუმროში ყოფნისას, მანამდე არ უნახავს. ე------– ა------–---------- შ--------ი სარგებლობდა მისი ტელეფონით და ირანში უკავშირდებოდა მისთვის უცნობ პირს. მას ჰქონდა ,,სმარტფონი“ და ტელეფონში გააქტიურებული ინტერნეტი. იგი ეხმარებოდა ე------– ა------–---------- შ--------ს - აძლევდა მისი ტელეფონით ნარკოტიკებთან დაკავშირებული საქმეების მოგვარების უფლებას. 2018 წლის 20 იანვარს, იგი ა------–---------- შ--------თან ერთად ჩაჯდა ტაქსიში. ტაქსის მძღოლი მისი ტელეფონით ესაუბრა მისთვის უცნობ პირს ირანში, რომელმაც შეატყობინა მათ ნარკოტიკის მყიდველის ტელეფონის ნომერი. მყიდველს ტაქსის მძღოლი გაესაუბრა, ისევ მისი ტელეფონით. ამის შემდეგ, ისინი სხვა მანქანაში გადასხდნენ და მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც მალევე გამოჩნდნენ პოლიციელები, რომლებმაც ჩაუტარეს ჩხრეკა. ამ დროს პირადად მას ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია. ე------– ა------–---------- შ--------ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ორად გაყვეს, ნაწილი მოათავსეს ე------– ა------–---------- შ--------ის ჩანთაში, ნაწილს კი მას უდებდნენ. ამაზე მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას, რა დროსაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ნარკოტიკი ჩაუდეს ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში. ის ა------–---------- შ--------ს იმიტომ გაჰყვა შემთხვევის ადგილზე, რომ ამ უკანასკნელს მისი ტელეფონი ჰქონდა, რითაც იგი უკავშირდებოდა ნათესავებს ირანში. მისთვის ცნობილი იყო, რომ საქმე ეხებოდა დაახლოებით 600 გრამ ჰეროინს, ღირებულს 16000 აშშ დოლარად. მას ე------– ა------–---------- შ--------ის დახმარებისთვის დაპირდნენ 500-600 აშშ დოლარს, რაზეც მას თანხმობა არ განუცხადებია.

4.1.9. ე------– ა------–---------- შ--------მა დაკითხვისას აჩვენა, რომ 2018 წლის 20 იანვარს, რამდენიმე ადამიანთან ერთად, ავტობუსით ჩამოვიდა ირანიდან საქართველოში. ორი დღის შემდეგ, იმყოფებოდა შარდენის ქუჩაზე. ამ დროს მასთან და ალი მ----------თან მივიდა უცნობი ირანელი მამაკაცი და სთხოვა, შეხვედროდნენ მის ცოლისძმას, რათა გადაეცათ მისთვის ,,ჰეროინი“, რადგან თავად ამას ვერ ახერხებდა. უცნობმა მათ გაუჩერა ტაქსი, რომლის მძღოლიც მისი მობილური ტელეფონით დაალაპარაკა აგრეთვე უცნობს, რომელმაც აუხსნა დანიშნულების ადგილი. მოწმემ განმარტა, რომ უკანა გზაზე ფულის დახურდავებას გეგმავდა, რადგან სახარჯო ფული აღარ ჰქონდა, თუმცა შემთხვევის ადგილზე მისვლისას იგი დააკავეს და მისი ჩანთიდან ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, რაც დალუქეს. მან ლუქს ხელი მოაწერა. მოწმემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ დაკავებისას მასთან ერთად იყო ა-–------- მ----------ი, რომელიც განცალკევებით გაჩხრიკეს, თუმცა ამოუღეს თუ არა რამე, მისთვის უცნობია.

4.1.10. პირადი ჩხრეკის ოქმით (20.01.2018) დასტურდება, რომ 2018 წლის 20 იანვარს, 19:15-19:51 საათის დროის შუალედში, თბილისში, სოფელი ფონიჭალაში, ჭ--–----------–---–--------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა ე------– ა------–---------- შ--------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შავი ფერის ხელჩანთიდან ამოღებულ იქნა სხვადასხვა ფერის ორ ცალ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მოწითალო და თეთრ პოლიეთილენის პარკში ორ შეკვრად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება. პირადი ჩხრეკის ოქმზე არის მინაწერი: ვუთარგმნე მისთვის გასაგებ თურქულ ენაზე თარჯიმანმა თ------- შ--------მ.

4.1.11. პირადი ჩხრეკის ოქმით (20.01.2018) დასტურდება, რომ 2018 წლის 20 იანვარს, 19:17-19:55 საათის დროის შუალედში, თბილისში, სოფელი ფონიჭალაში, ჭ--–----------–---–--------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა ა-–------- მ----------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ქურთუკის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც აღმოჩნდა გამჭვირვალე პოლიეთილენის თავმოკრულ პარკში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება. პირადი ჩხრეკის ოქმზე არის მინაწერი: ოქმის შინაარსი ვუთარგმნე თარჯიმანმა რ---- ს-----–---–მა ქართულიდან მისთვის გასაგებ სპარსულ ენაზე.

4.1.12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N8------------ დასკვნით (21.01.2018), 2018 წლის 20 იანვარს ა-–------- მ----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, წითელ პოლეთილენის პაკეტში მოთავსებული, უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება, წონით 187,27 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად დამზადებულ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინის საერთო წონაა 58,60 გრამი. 2018 წლის 20 იანვარს, ე------– ა------–---------- შ--------ის პირადი ჩხრეკისას მისი ხელჩანთიდან ამოღებული: - უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება, წონით - 111,31 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად დამზადებულ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინის საერთო წონაა 44,14 გრამი. - მოვარდისფრო პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება, წონით - 155,24 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად დამზადებულ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინის საერთო წონაა 61,57გრამი. - ე------– ა------–---------- შ--------ის პირადი ჩხრეკისას მისი ხელჩანთიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა შეადგენს 105,71 გრამს.

4.1.13. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ნ----- წ---–-----მა და გ-------– ქ----–----ემ.

4.1.14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების N----- დასკვნით (20.01.2018), ე------– ა------–---------- შ--------ი ნარკოლოგიური შემოწმებისას კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ, თუმცა ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის (მორფინი, კოდეინი) და მეტადონის მოხმარება.

4.1.15. ზემოაღნიშნული გამოკვლევის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ დ---–--ემ.

4.1.16. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელ----ტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

4.1.17. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით დადგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის რაობა. კერძოდ, ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ რამდენიმე - არანაკლებ ორი მტკიცებულება. ამავდროულად პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

4.1.18. პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლო როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, გამოხატონ თავისი პოზიცია და დაიცვან ის შესაბამისი არგუმენტებით. ასეთ პირობებში, პალატას არანაირი საფუძველი არ აქვს ეჭვი შეიტანოს მსჯავრდებულ ა-–------- მ----------ის მიერ, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხივისას გაკეთებულ განცხადებაში, რომ ის აღიარებს მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას და თავს სრულად ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ზემოთ მითითებული, სასამართლოს მიერ გამოკვლეული და კანონით დადგენილი წესით მოპოვებული, მტკიცებულებებით სრულად დასტურდება ა-–------- მ----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება.

4.1.19. ამრიგად, პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა-–------- მ----------მა, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 58,60 გრამი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. 2018 წლის 20 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, თბილისში, სოფელ ფონიჭალაში, ჭ--–----------–----------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ა-–------- მ----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა 58,60 გრამი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი 1 ცალად დაფასოებული პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება.

4.2. სამართლებრივი შეფასება:

4.2.1. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მესამე მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და ნებისმიერი გზით მის დაუფლებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება, უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების სწორედ უკანონოდ განხორციელება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მესამე მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11 ‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში, სხეულში, ჩანთაში ან სხვაგვარად.

4.2.2. კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებასთან - ჰეროინთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა განსაზღვრულია ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით, რომელშიც ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების დანართი №2-ის 189-ე ჰორიზონტალურ გრაფაში არის ,,ჰეროინი“, რომლის განსაკუთრებით ოდენობად ითვლება - 1 გრამზე მეტი (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ოდენობა.

4.2.3. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით - ა-–------- მ----------ის პირადი ჩხრეკის ოქმით (20.01.2018), უ----------–---–ის, გ------- ბ--------ის და ლ---- კ-----ის ჩვენებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ ა-–------- მ----------ი პირადად, მისი ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბეში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას, რომლის შეძენისა და შენახვის კანონიერი ნებართვა არ ჰქონია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N8------------ დასკვნით (21.01.2018), დადგენილია, რომ 2018 წლის 20 იანვარს ა-–------- მ----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მოყავისფრო ნივთიერება, წონით 187,27 გრამი წარმოადგენს კუსტარულად დამზადებულ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინის საერთო წონაა 58,60 გრამი, რაც აღემატება კანონმდებლის მიერ ამ სახეობის ნარკოტიკისთვის დადგენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზღვარს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი.

4.2.4. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა-–------- მ----------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც ის ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

5.1. სასჯელის დანიშვნის დროს პალატა მიუთითებს, რომ ა-–------- მ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება. რაც შეეხება ა-–------- მ----------ს, დამამძიმებელ გარემოებას, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასეთი არ დადგენილა.

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

6.1. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

6.2. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

6.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

6.4. პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

6.5. სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მათ შორის პალატა ითვალისწინებს ა-–------- მ----------ის პიროვნებას, მის ასაკს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

6.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ა-–------- მ----------ს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

6.7. პალატა ითვალისწინებს დანაშაულის საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სახეობასა და ოდენობას, ასევე იმ საფრთხეებს, რაც მის გავრცელებას შეიძლება მოყვეს საზოგადოებაში და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემამსუბუქებელი გარემოების არსებობის, ხოლო დამამძიმებელი გარემოებების არ არსებობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ა-–------- მ----------ის - სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. პალატა თვლის, რომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, აღნიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

6.8. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,გ“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი არის პირი, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, ა-–------- მ----------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობებს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, 5 წლით უნდა ჩამოერთვათ სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

7. საპროცესო შეთანხმება ე------– ა------–---------- შ--------ის მიმართ

7.1. 2019 წლის 21 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებლის - სა---------–------------–------------------------–---------------------------------------–-----------–--–---–--------–---------------–----------–-–-------------------------------------–-------–-–-------------------–---------------------–--------–---------–----------------------- პროკურორის ზ---- ქ------ის მიერ, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ ე------– ა------–---------- შ--------ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

7.2. შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა ე------– ა------–---------- შ--------იმ, ადვოკატთან კონსულტაციების შემდეგ სურვილი გამოთქვა ითანამშრომლოს გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმების ფორმით, რომლის საფუძველია შეთანხმება ბრალზე.

7.3. პროკურორისთვის შეთავაზებულ იქნა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული და შეუთანხმდა პროკურორს სასჯელზე.

7.4. შუამდგომლობის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შეთანხმებას და მოითხოვა მსჯავრდებულთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება და მსჯავრდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგი პირობებით:

7.5. ე------– ა------–---------- შ--------ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

7.6. ე------– ა------–---------- შ--------ის, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის, მათ შორის ამავე კანონის მესამე მუხლის მეოთხე პრიმა ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

7.7. დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ წარმოდგენილი პირობით.

7.8. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე.

7.9. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

7.10. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის. გარდა ამისა, მისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები - დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.

7.11. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

7.12. ასევე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

7.13. საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ე------– ა------–---------- შ--------ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. კერძოდ, წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით, მოწმეების: ლ---- კ-----ის, უ----------–---–ის, ი-----–- ნ---------ის, გ------- ა----–---–ის და კ------------- გ-------ის გამოკითხვის ოქმებით; ე------– ა------–---------- შ--------ის პირადი ჩხრეკის ოქმით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და მასზე დართული ნივთმტკიცებით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ განსახილველი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატას მიჩნია, რომ ე------– ა------–---------- შ--------ის ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით კანონიერია.

7.14. ამდენად, სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 209-215-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მეორე ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა-–------- მ----------ის დამცველის გ------- ბ-----ის სააპელაციო საჩივარი, სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პირობებით, დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2018 წლის 4 მაისის, განაჩენში ა-–------- მ----------ის მიმართ, სასჯელის ნაწილში შევიდეს ცვლილება.

ა-–------- მ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

ა-–------- მ----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაპატიმრების დღიდან - 2018 წლის 24 იანვრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების პერიოდი - 2018 წლის 20 იანვრიდან, 2018 წლის 22 იანვრის ჩათვლით.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ა-–------- მ----------ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

სა---------–------------–------------------------–---------------------------------------–-----------–--–---–--------–---------------–----------–-–-------------------------------------–-------–-–-------------------–---------------------–--------–---------–----------------------- პროკურორის ზ---- ქ------ის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

დამტკიცდეს პროკურორ ზ---- ქ------ესა და მსჯავრდებულ ე------– ა------–---------- შ--------ის შორის დადებული საპროცესო შეთანხმება - ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2018 წლის 4 მაისის, განაჩენში ე------– ა------–---------- შ--------ის მიმართ, სასჯელის ნაწილში.

ე------– ა------–---------- შ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

ე------– ა------–---------- შ--------ის, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის, მათ შორის ამავე კანონის მესამე მუხლის მეოთხე პრიმა ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

ე------– ა------–---------- შ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 20 იანვრიდან.

ნივთიერი მტკიცებულებები:

ე------– ა------–---------- შ--------ის და ა-–------- მ----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

ე------– ა------–---------- შ--------ის და ა-–------- მ----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

ე------– ა------–---------- შ--------ის განაჩენის გასაჩივრება შეუძლია განაჩენის გამოცხადებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

ა-–------- მ----------ის ნაწილში განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №6) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი

 

მოსამართლეები: ხვიჩა კიკილაშვილი

 

ვეფხია ლომიძე