განაჩენი

სისხლის სამართლის 20.11.2019
საქმის ნომერი
330100119002858310
ინსტანცია
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 330100119002858310

საქმე N1ბ/1252-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20.11.2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ვახტანგ მრელაშვილი

 

სხდომის მდივანი - მერი ლაბარტყავა, ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე: ვ--------–--–------–-–---–ი

 

დაცვის მხარე: მ------ ჩ------ე

 

თარჯიმანი: ა---- ს---–---------, ზ------- გ-------

 

მსჯავრდებული: ვ-----– ვ--–----- ვ--–---ი - დაბადებული 1--- წლის 15 აპრილს, საქართველოს მოქალაქე, პირადი № 1----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, სოფ. ფ-------–---–------------–------------------–-----ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტები.

 

სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის განაჩენით:

 

ვ-----– ვ--–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა.

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით - - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ-----– ვ--–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ვ-----– ვ--–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 22 იანრიდან.

 

ვ-----– ვ--–---ს, როგორც ნარკოტიოკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად ჩამოერთვა:

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ-----– ვ--–---მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------ ჩ------ემ, აპელანტები ითხოვენ მსჯავრდებულ ვ-----– ვ--–---ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

 

აპელანტის პოზიციით პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, გააკეთა არასწორი სამართლებრივი დასკვნები და განაჩენი დააფუძნა ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებს. ვ-----– ვ--–---ს არც შეუძენია და არც შეუნახავს ნარკოტიკული საშუალება, შესაბამისად გასაღების ფაქტი გამორიცხულია. საქმეში არ მოიპოვება ერთი მტკიცებულებაც, კი რომელიც დაადასტურებდა ნ-------- კ----------ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების კუთვნილებას ვ-----– ვ--–---ის. აპელანტი აპელირებს ვიდეოჩანაწერზე, კერძოდ მისი პოზიციით აღნიშნული ჩანაწერი არარელევანტურია, მის საფუძველზე ვერ დგინდება თუ ვინ არის ასახული ჩანაწერში და არ ჩანს ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტი, ჩანაწერში ისმის საუბარი მტრედების ჯანმრთელობაზე, მათ წამალზე და არა ნარკოტიკულ საშუალებაზე. ამასთან საქმი მასალების შესწავლით დგინდება, რომ ნ-------- კ----------ი ცრუობს და შეცდომაში შეყავს სასამართლო.

 

აპელანტი უთითებს იმ გარემოაბზე, რომ ვ-----– ვ--–---ის მიმართ გამოძიება არ აროს სრული მოცულობით ჩატარებული, არ არის იდენტიფიცირებული პიროვნება. საქმეში არ მოიპოვება ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, არ არის დადგენილი გენეტიკური პროფილი, ასევე არ არის ჩატარებული მიკრონაწილაკების ექსპერტიზა და ფონოსკოპიური ექსპერტიზა. აპელანტისთვის გაუგებარია რატომ არ მოხდა ვ-----– ვ--–---ის ადგილზე დაკავება და იმ წუთიერად ვითომდა გასაღებული ნივთიერების დალუქვა, არ დგინდება ვ-----– ვ--–---ის შემხებლობა ნარკოტიკულ საშუალებასთან, გამორიცხული არ არის მისი გამოცვლის შესაძლებლობა.

 

ბრალდების მხარე არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 ივლისის განაჩენით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღებისათვის ნასამართლევმა ვ-----– ვ--–---მა, არაერთგზის, უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 0,9072 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, რომელიც 2018 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, ფ-------–-, შ------------–---------------ში, 900 (ცხრაასი) ლარის საფასურად, არაერთგზის, უკანონოდ გაასაღა ნ-------- კ------------ე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ვ-----– ვ--–---ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------ ჩ------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს ვ-----– ვ--–---ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების შინაარსობრივი მხარე:

 

დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე სხვა რაიმე ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვნის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა.

 

საქართველოს კანონის ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” მე-3 მუხლის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის "რ " ქ/პუნქტის თანახმად სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვაა – ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველ მცენარეთა დათესვა, მოყვანა, კულტივირება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შექმნა, წარმოება, მომზადება, დამზადება-გადამუშავება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა (გადატანა), რეალიზაცია (საცალო და საბითუმო), განაწილება, შეძენა, გასაღება, ჩაბარება, გამოყენება, მოხმარება, განადგურება, შემოტანა, გატანა, იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი; ხოლო "წ" ქ/პუნქტით გასაღებაა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა.

 

ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი” შეტანილია ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია I, №181 რეგისტრაციით. ამავე კანონის დანართის შენიშვნის შესაბამისად ”უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში”, 189-ე ნომრად რეგისტრირებულია -“ჰეროინი“ და 1 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად.

 

დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე სხვა რაიმე ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვნის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. უკანონო გასაღება გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემას ნებისმიერი ხერხით როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე. უკანონო გასაღება დამთავრებულია იმ მომენტიდან, როცა გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირზე - გადასცემს მას სხვას. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ- ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. სუბიექტური მხრივ ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო გასაღებისას ამსრულებლის მოტივსა და მიზანს არა აქვს მნიშვნელობა კვალიფიკაციისათვის. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას.

 

დადგენილია, რომ ვ-----– ვ--–---ს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმიანობის ნებართვა ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" შეძენა , შენახვის და გასაღების არ გააჩნია.

 

სააპელაციო პალატა საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიიჩნევს, რომ უტყუარად დასტურდება ვ-----– ვ--–---ის მიერ არაერთგზის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება.

 

სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარის მიერ მითითებული არგუმენტებიდან სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81.).

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა (გარდა ბრალდებულ ვ-----– ვ--–---ისა და მოწმე ნ-------- კ----------ის ჩვენებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებისა - ვიდეო ჩანაწერი და ე.წ. კრებსები), ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------- კ----------ის ჩვენებით, ბრალდებულ ვ-----– ვ--–---თან აკავშირებს დიდი ხნის ნაცნობობა, მისგან ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებებს (ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს ასაღებდა ასევე მოწმის მამაზე და სხვა ნაცნობებზე). ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და ნარკოტიკული დანაშაულისათვის მამის გასამართლების გამო, მოწმემ 2018 წლის 19 ნოემბერს გადაწყვიტა პოლიციასთან თანამშრომლობა, კერძოდ, განაცხადა თანხმობა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე.

 

2018 წლის 23 ნოემბერს, ნ.კ----------ი საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში აღიჭურვა შესაბამისი მოწყობილობით და საკონტროლო შესყიდვისათვის გაემგზავრა ფ-------–-ში, ვ.ვ--–---თან შესახვედრად. ადგილზე მივიდა პოლიციის თანამშრომლებთან ერთად და მანქანა გააჩერა ბრალდებულის ჭიშკართან. თავად შევიდა ვ.ვ--–---ის ეზოში, პოლიციელები კი ელოდებოდნენ ბრალდებულის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეხვდა ბრალდებულს, ისაუბრეს სხვადასხვა თემაზე, გადასცა თანხა 900 ლარი ნარკოტიკული საშუალების შესაძენად, რის შემდეგაც ვ.ვ--–---ი დაახლოებით ნახევარი საათით წავიდა სახლიდან დაპირებული ნივთიერების მოსატანად, ხოლო ნ.კ----------ი ელოდებოდა მისსავე ეზოში. ვ.ვ--–---მა მოწმეს მოუტანა პოლეთილენის პარკში შეხვეული ნივთიერება, რომელიც იყო ტალახიანი. ბრალდებულმა იქვე გადარეცხა პაკეტი წყლით და გადასცა ნ.კ----------ს. აღნიშნულის შემდეგ, მოწმემ დატოვა ვ.ვ--–---ის სახლი, დაუკავშირდა სამართალდამცველებს და მათ მიერ მითითებულ ადგილზე გამომძიებელს გადასცა ბრალდებულისაგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, რაც დაილუქა სათანადო წესით და შედგა შესაბამისი ოქმი.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ვიდოეჩანაწერთან დაკავშირებით, თითქოსდა ჩანაწერის საფუძველზე ვერ დგინდება თუ კონკრეტულად ვინ ჩანს კადრში, ასევე არ ჩანს ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტი, ჩანაწერში ისმის საუბარი მხოლოდ მტრედების ჯანმრთელობაზე, მათ წამალზე და არა ნარკოტიკულ საშუალებაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულ, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალა (ვიდეო ჩანაწერი) და ე.წ. კრებსები, აღნიშნული ჩანაწერი ასევე შეისწავლა სააპელაციო პალატამ და დადასტურებულად მიაჩნია, რომ არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალა სრულ შესაბამისობაში მოდის მოწმე ნ-------- კ----------ის ჩვენებასთან, რომელიც თანმიმდევრულად აღწერს ვ-----– ვ--–---ის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების ფაქტს. აქვე პალატა დასძენს, რომ აპელანტის პოზიცია მოწმის არასანდოობასთან დაკავშირებით ემყარება მხოლოდ ვარაუდს, საქმის მასალებით და არც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებით არ დასტურდება აღნიშნული მოწმის არაგულწრფელობის ან მიკერძოების საფუძველი, მოწმის მიერ ფაქტის აღქმის, დამახსოვრების ან/და გადმოცემის უნარის ნაკლებობის დემონსტრირების ფაქტი, აგრეთვე მისი ჩვენების სხვა ფაქტებთან წინააღმდეგობის არსებობა. პალატა მოკლებულია შესაძლებლობას ამ მხრივ სარწმუნოდ მიიჩნიოს აპელანტის აზრი თითქოსდა მთავარი მოწმის მიერ სიცრუის გაცხადებას აქვს ადგილი. აღნიშნული საკითხის შეფასება ბუნებრივია ხდება საქმის სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან კუმულატიურად, ერთობლიობაში, რაც განსახილველ საქმეში სასამართლოს მხრიდან სრულყოფილად შეფასდა და მოცემულ შემთხვევას მოწმის სანდოობა არ დგას ეჭვქვეშ.

 

ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერული ექსპერტიზის №130/ვტ დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარმოდგენილ №1 ვიდეოგრამას და №2 ვიდეოგრამას არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის კვალი.

 

ვიდეო ჩანაწერში ასახულია ნ-------- კ----------ისა და ვ-----– ვ--–---ის შეხვედრა, საუბრები ეხება როგორც მტრედებსა და მის ჯანმრთელობას, ასევე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, კერძოდ ნარკოტიკული საშუალების ოდენობას, ხარისხისა და შემადგენლობას.

 

ფარული აუდიო-ვიდეო გადაღების შედეგად მოპოვებული მასალებიდან ირკვევა შემდეგი მნიშვნელოვანი დეტალები:

 

23.11.2018წ 13:26:07-14:27:08 სთ ვიდეოჩანაწერით ირკვევა, თუ როგორ საუბრობენ ერთმანეთში ნარკოტიკული საშუალების ხარისხზე, ოდენობაზე, შემადგენლობასა და ფასზე ვ-----– ვ--–---ი და ნ-------- კ----------ი. მოწმე ეუბნება ვ-----– ვ--–---ს, „ეს როგორი რაღაც იყო, ერთხელ გავიკეთე და იმის მერე ლომკა მაქ - რას ურევენ შიგნით“, ბრალდებული პასუხობს რომ არ იცის, შემდეგ მოწმე აწვდის ფულს და ეუბნება, რომ კიდევ გადათვალოს. მოწმე იხსენებს წინა შემთხვევას - „შენ მაშინ მითხარი, რომ შვიდ კაცზე გააკეთეო, მაგრამ არ გამოვიდა შვიდზე, უთხარი რა შიგნით არაფერი გაურიოს“. ბრალდებული ეუბნება მოწმეს, რომ დაელოდოს, ვიდრე რაიმეს იშოვის - „წავალ მე და დაელოდე ჩემს ზარს... მე ეხლა ერთ ადგილას უნდა წავიდე და შენ აქ დამელოდე“. ვ-----–ი გადის ეზოდან და ნ.კ----------ი ელოდება მას. გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნებული ვ-----–ი მოწმეს გადასცემს პატარა ზომის ერთ ცალ ვარდისფერ პარკში გახვეულ პაკეტს. „ეს არის“, ეუბნება ბრალდებული მოწმეს, ნ.კ----------ის შეკითხვაზე - „სუფთაა?“ ვ-----–ი პასუხობს „კი, სუფთა ხუთია. ოთხია თუ ხუთია არ ვიცი. ხუთი უთხარი. პირში ჩაიდე და ისე წადი“. მოწმე ეკითხება „ცელოფანში ხომ? ესე ჩავიდო?“ ბრალდებული - „კი. არ გაიხსნება ნუ გეშინია ერთი პაკეტია და არ იხსნება“. ნ.კ----------ი მიმართავს ბრალდებულს - „ბიჭო ცოტა ზედმეტი წამოგეღო და იქნებოდა ჩვენთვისაც რა“, რაზეც ბრალდებული პასუხობს - „წადი, წადი“. მოწმე და ბრალდებული ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ნ.კ----------ი გავიდა ეზოდან. ვიდეოჩანაწერის დეტალური დათვალიერებისას ასევე ჩანს, რომ პაკეტის გადაცემამდე ვ-----– ვ--–---ი სავარაუდოდ რეცხავს პაკეტს.

 

აღნიშნული ჩანაწერით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ნ.კ----------ის მიერ შეთანხმებული 900 ლარს ვ-----– ვ--–---ისათვის გადაცემას და ოდნავ მოგვიანებით, კი ვ.ვ--–---ის მიერ ნ-------- კ----------ისათვის მცირე ზომის ვარდისფერ პარკში მოთავსებულ ნივთიერების გადაცემის ფაქტს. (ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალა, ვიდეო ჩანაწერი და ე.წ. კრებსები).

 

ამოღების ოქმის თანახმად, /მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები/

2018 წლის 23 ნოემბერს, ნ-------- კ----------ისაგან ამოღებული იქნა მის მარცხენა ხელში არსებული ერთი ცალი მოვარდისფრო ფერის პოლიეთილენის პარკის თავმომწვარი წონაკი, რომელშიც მოთავსებული იყო მოყავისფრო ფერის ფხვნილისებური ნივთიერება, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი გ.თავართქილაძე).

 

ქიმიური ექსპერტიზის №3297/სქ-3767/ქრ დასკვნის თანახმად, /მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები/ 2018 წლის 23 ნოემბერს ნ-------- კ----------ისაგან ამოღებული, ვ-----– ვ--–---ისაგან შეძენილი მოყავისფრო ნივთიერება ნოტიო მდგომარეობაში წონით - 3,6380 გრამი, გამოშრობის შემდეგ წონით - 2,2852 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 0,9072 გრამს.

 

2018 წლის 23 ნოემბრის ოქმის თანახმად, /მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები/ გამომძიებელმა გ-------------------–--ემ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, გამოყოფილი ფულადი თანხა 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით გადასცა ნ-------- კ----------ს. ფულადი თანხის კუპიურების ქსეროასლი ერთვის ოქმს.

 

დაკავების ოქმის თანახმად, 2019 წლის 22 იანვარს 19:09 საათზე, ქ.თბილისში, ფ-------–-, შ.რუსთაველის მესამე ჩიხი, №5-ში ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ვ-----– ვ--–----- ვ--–---ი (გამომძიებელი გ-------------------–--ე).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 ივლისის განაჩენით, ვ-----– ვ--–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით (სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 24 თებერვლიდან).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის განჩინებით, ვ-----– ვ--–---ს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა ზ/აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 24 თებერვლიდან და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 21 იანვარს.

 

აპელანტი უთითებს იმ გარემოაბზე, რომ ვ-----– ვ--–---ის მიმართ გამოძიება არ არის სრული მოცულობით ჩატარებული, არ მომხდარა პიროვნებების იდენტიფიკაცია. საქმეში არ მოიპოვება ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, არ არის დადგენილი გენეტიკური პროფილი, ასევე არ არის ჩატარებული მიკრონაწილაკების ექსპერტიზა და ფონოსკოპიური ექსპერტიზა. აპელანტისთვის გაუგებარია რატომ არ მოხდა ვ-----– ვ--–---ის ადგილზე დაკავება და იმ წუთიერად ვითომდა გასაღებული ნივთიერების დალუქვა, არ დგინდება ვ-----– ვ--–---ის ხელშემხებლობა ამ ნარკოტიკულ საშუალებასთან და გამორიცხული არ არის მისი გამოცვლის შესაძლებლობა.

 

სააპელაციო პალატა ადვოკატის აღნიშნულ არგუმენტს არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 25–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“. ამასთან, მხარეები თავიანთი შეხედულებისამებრ მოიპოვებენ და წარადგენენ მტკიცებულებებს. ვერავინ დაავალდებულებს მხარეს მოიპოვოს ან არ მოიპოვოს ესა თუ ის მტკიცებულება, შესაბამისად ვერავინ აუკრძალავს მხარეს კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით ამა თუ იმ მტკიცებულების მოპოვებას. დაცვის მხარეს შეეძლო ესარგებლა მტკიცებულებათა მოპოვების უფლებით და თვითონ დაენიშნა და ჩაეტარებინა შესაბამისი ექსპერტიზა, რასაც სასამართლო შემდგომ გახდიდა მსჯელობის საგნად.

 

პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია ასევე განმარტოს, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების მიზანს წარმოადგენს უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებული იქნეს მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანს წარმოადგენს დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება, რა დროსაც მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ კანონმდებელი მხარეებს აკისრებს ვალდებულებას, რომ გამოძიების დროს მტკიცებულებათა მოპოვებისას დაიცვას კანონის გათვალისწინებული მოთხოვნები. გარდა აღნიშნულისა იმ შემთხვევაში, როდესაც დაცვის მხარე მტკიცებულებათა მოპოვებასთან (მათ შორის საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების პროცედურულ საკითხთან მიმართებით) ეჭვის წარმოშობს, ანუ კონკრეტულ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების დროს მოვლენები/მოქმედებების განსხვავებულ ვერსიაზე უთითებს, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება სამკარისად ძლიერი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გააქარწყლოს აღნიშნული ეჭვი, რა დროსაც მან მკაფიო ფორმით უნდა დაადასტუროს ის კონკრეტული გარემოება თუ რა თანმიმდევრობით, ვის მიერ, დროის რა პერიოდში, რა საფუძვლით და ა.შ. განხორციელდა კონკრეტული საპროცესო თუ საგამოძიებო მოქმედებები და რა მტკიცებულებებით ახდენს მოცემულ გარემოებათა უტყუარად დადასტურებას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების ჭეშმარიტად არსებობის მიჩნევაში.

 

პალატას საქმის მასალების შესწავლის და გაანალიზების საფუძველზე, მიაჩნია, რომ ვ-----– ვ--–---ის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ფარგლებში ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა დარღვევას, ნ-------- კ----------ის მიერ ვ-----– ვ--–---ისაგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება დალუქულია სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით.

 

პალატა ასევე სრული მოცულობით იზიარებს პირველი ინსტანციის პოზიციას, რომ არ არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი ვ-----– ვ--–---ის ქმედების განხორციელების არცერთ კომპონენტში, რომ ვ-----– ვ--–---მა არაერთგზის ნ-------- კ------------ე 900 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რასაც ადასტურებს როგორც მოწმე კ----------ის ჩვენება, ასევე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები - საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმები და ექსპერტიზის დასკვნები და ნ.კ----------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეო ჩანაწერები. ამასთან ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ვიდეოჩანაწერს არ აღენიშნება მონტაჟის ნიშნები და სასამართლოში მისი გამოკვლევით დადგენილია ის ფაქტი, რომ ხსენებულ ჩანაწერში ასახული პირი არის ვ-----– ვ--–---ი.

 

პალატა ზემოაღნიშნულ განმარტებების შემდეგ მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვ-----– ვ--–---ის ბრალდების ნაწილში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია დაცვის მხარის პოზიციის გასაბათილებლად. კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარობის მაღალი ხარისხით გამოირიცხება აპელანტის მიერ სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული ვერსია და საქმეზე წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხასიათდებიან დამაჯერებლობის მაღალი ხარისხით.

 

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ-----– ვ--–---ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი და დანიშნული სასჯელი სამართლიანია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ვ-----– ვ--–---ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, და „დ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“,და „დ“ ქვეპუნქტები.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ვ-----– ვ--–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია

 

ვ-----– ვ--–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლში მითითებულია, თუ რა შემთხვევებში მიიჩნევა სასამართლოს განაჩენი კონონიერად, დასაბუთებულად და სამართლიანად: ,,1) განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში, 2) განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და 3) განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

 

სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა ზემოაღნიშნულ ნორმების გაანალიზების შემდეგ განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, რადგან თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას სწორედაც რომ გაითვალისწინა ვ-----– ვ--–---ის მიერ ჩადენილი დანაშაულების მოტივი და მიზანი, ნარკოტიკული საშუალების სახე და ოდენობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და წარსულ ცხოვრება.

 

პალატა ითვალისწინებს ვ-----– ვ--–---ის წარსულ ნასამართლობას ანალოგიური დანაშაულისათვის, შესაბამისად მის მიმართ განსაზღვრული სასჯელი რომელიც დანიშნულია დანაშაულთა ერთობლიობით მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მან გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის განაჩენი ვ-----– ვ--–---ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

2 (ორი) ცალი ლაზერული დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;

 

ნარკოტიკული საშუალება (ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ვ-----– ვ--–---ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------ ჩ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის განაჩენი ვ-----– ვ--–---ის მიმართ, დარჩეს უცვლელი:

 

ვ-----– ვ--–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ-----– ვ--–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ვ-----– ვ--–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 22 იანვრიდან.

 

ვ-----– ვ--–---ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:

 

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

ვ-----– ვ--–---ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

2 (ორი) ცალი ლაზერული დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;

 

ნარკოტიკული საშუალება (ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლეები:

 

ხვიჩა კიკილაშვილი

 

გოჩა ჯეირანაშვილი

 

ვახტანგ მრელაშვილი