განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001304646
საქმე №1/ბ-687-18 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - ვ---- ო-----------ის
ადვოკატების - დ----- ჩ-------ას, ა-------- ჭ--–---–ის
მსჯავრდებულ - ი------- მ---–----–--ას
გამართლებულ - ე-----–- მ----ს
მონაწილეობით,საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ვ---- ო-----------ის და მსჯავრდებულ ი------- მ---–----–--ას ინტერესების დამცველი ადვოკატის დ----- ჩ-------ას სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ი------- მ---–----–--ას მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 09 იანვარს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №1----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: ზ----------------–---–------------, ფაქტობრივად მცხოვრების: ზ---------------–---------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „გ“ ქვეპუნქტებით.
ე-----–- მ----ს მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 19 ივლისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: წ--–--------------------------–----–-ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „გ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 აპრილის განაჩენით:
ე-----–- მ---- გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ი------- მ---–----–--ას წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.
ი------- მ---–----–--ა ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ი------- მ---–----–--ას და ე-----–- მ----ს ბრალი დაედოთ მასზედ, რომ ჩაიდინეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.
რაც გამოიხატა შემდეგში:
2012 წლის 21 აგვისტოს რეგისტრირებულ იქნა შპს „კ-------–------“, რომლის დამფუძნებელი და დირექტორი არის ე-----–- მ----, ხოლო ფაქტობრივი მმართველი იყო ი------- მ---–----–--ა. ი------- მ---–----–--ამ და ე-----–- მ----მ განიზრახეს სახელმწიფოს კუთვნილი გადასახადებისაგან თავის არიდება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ე-----–- მ----, ი------- მ---–----–--ასთან წინასწარი შეთანხმებით, სრულად არ ასახავდა საზოგადოების მიერ მიღებულ შემოსავალს და არ წარადგენდა დეკლარაციას საგადასახადო ორგანოში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ჩატარდა შპს „კ-------–------“-ის საგადასახადო შემოწმება, რამაც მოიცვა 2012 წლის 21 აგვისტოდან 2014 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტით საწარმოს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 510 493 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით 339 862 ლარი, ჯარიმა 170 631 ლარი. ხსენებული აქტის საფუძველზე 2015 წლის 20 აპრილს გამოიცა N0----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმადაც გადამხდელს დაერიცხა სულ 554 350 ლარი, საიდანაც ძირითადი გადასახადი არის 339 862 ლარი, ჯარიმა 170 631 ლარი, საურავი 43 857 ლარი. ი------- მ---–----–--ამ და ე-----–- მ----მ არ ისარგებლეს საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნით დადგენილი 45 სამუშაო დღიანი ვადით და მათ მიერ არ იქნა გადახდილი შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა 339 862 ლარი, ამასთანავე, ამავე ვადაში არ მომხდარა გადასახდელად დაკისრებული ზემოხსენებული ძირითადი თანხის გადავადება ან კორექტირება.
ი------- მ---–----–--ას მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2012 წლის 21 აგვისტოს რეგისტრირებულ იქნა შპს „კ-------–------“, რომლის დამფუძნებელი და დირექტორი არის ე-----–- მ----, ხოლო ფაქტობრივი მმართველი იყო ი------- მ---–----–--ა. ი------- მ---–----–--ამ განიზრახა სახელმწიფოს კუთვნილი გადასახადებისაგან თავის არიდება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ი------- მ---–----–--ა სრულად არ ასახავდა საზოგადოების მიერ მიღებულ შემოსავალს და არ წარადგენდა დეკლარაციას საგადასახადო ორგანოში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ჩატარდა შპს „კ-------–------“-ის საგადასახადო შემოწმება, რამაც მოიცვა 2012 წლის 21 აგვისტოდან 2014 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტით საწარმოს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 510 493 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით 339 862 ლარი, ჯარიმა 170 631 ლარი. ხსენებული აქტის საფუძველზე 2015 წლის 20 აპრილს გამოიცა #0----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმადაც გადამხდელს დაერიცხა სულ 554 350 ლარი, საიდანაც ძირითადი გადასახადი არის 339 862 ლარი, ჯარიმა 170 631 ლარი, საურავი 43 857 ლარი. ი------- მ---–----–--ამ არ ისარგებლა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნით დადგენილი 45 სამუშაო დღიანი ვადით და მათ მიერ არ იქნა გადახდილი შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა 339 862 ლარი, ამასთანავე, ამავე ვადაში არ მომხდარა გადასახდელად დაკისრებული ზემოხსენებული ძირითადი თანხის გადავადება ან კორექტირება.
სასამართლომ ასევე დადგენილად ჩათვალა, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ ე-----–- მ----ს მონაწილეობას და მის ბრალეულობას ინკრიმინირებულ დანაშაულში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ვ---- ო-----------ემ და მსჯავრდებულ ი------- მ---–----–--ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- ჩ-------ამ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროს პროკურორი ვ---- ო-----------ე, სააპელაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ე-----–- მ----ს და ი------- მ---–----–--ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი არის დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, რადგან ი------- მ---–----–--ას და ე-----–- მ----ს ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----- მ--------მ დაადასტურა 2015 წლის 15 აპრილს გამოცემული შპს „კ-------–------“-ს საგადასახადო შემოწმების აქტის სისწორე და განმარტა, რომ შპს “კ-------–-------ის” საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება დაევალა მას და მის თანამშრომელს ნ---- გ-----–---ს. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2012 წლის 21 აგვისტოდან 2014 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი, წლიური მოგებისა და ქონების გადასახადის ნაწილში შემოწმდა 2012 და 2013 წლების საანგარიშო პერიოდები. შპს “კ-------–-------ს” (ს/ნ 4--------) შემოწმების აქტით დაერიცხა სულ 510 493 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 339 862 ლარი და ჯარიმა 170 631 ლარი. დ----- მ-------ის განმარტებით შემოწმებისას იხელმძღვანელა ელექტრონულ ბაზებში არსებული მონაცემებით. გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაწერილი სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად დადგინდა გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი, რამაც გამოიწვია მოგების გადასახადში სულ 19 828 ლარის დარიცხვა. მათ შორის ძირითადი გადასახადი 13 219 ლარი, ხოლო ჯარიმა 6 600 ლარი. დღ.გ-ის გადასახადის ნაწილში სულ დაერიცხა 145 878 ლარი. მათ შორის ძირითადი გადასახადი 97 252 ლარი, ხოლო ჯარიმა 48 626 ლარი. მოწმემ დაადასტურა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს წარდგენილი დღგ-ს დეკლარაციები, თუმცა გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა მიხედვითაც საწარმოს დამატებით დაერიცხა თანხები, დღგ-ს გადასახადში. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საწარმოს დაერიცხა სულ 344 087 ლარი. მათ შორის ძირითადი გადასახადი 229 391 ლარი და ჯარიმა 114 696 ლარი. დარიცხვა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილი შემოსავალი, ხარჯების გათვალისწინებით, განხილულ იქნა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. დ----- მ-------ის განმარტებით, შემოწმების პროცესში გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და ამის გამო საწარმოს ბრუნვა დადგინდა ელექტრონულ ბაზაში არსებული სასაქონლო ზედნადებების და სალარო აპარატის მონაცემების შესაბამისად. დ----- მ--------მ ასევე აღნიშნა, რომ საწარმოს ბრუნვის განსაზღვრაში ჩართული არ ყოფილა გაუქმებული და შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს ,,კ-------–------“-ს ერთობლივი შემოსავალი (დღგ-ს გარეშე) განისაზღვრა 951 891 ლარით. აღნიშნული გაანგარიშებული იქნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებული სასაქონლო ზედნადებების, ანგარიშ/ფაქტურების და საკონტროლო სალარო აპარატის მეხსიერების მონაცემებიდან გამომდინარე. დ----- მ-------ის განმარტებით ორანიზაციის მიერ ფულადი სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს 1 123 231.38 ლარს (951 891+18% დღგ). აღნიშნული მონაცემებიდან განისაზღვრა შპს „კ-------–------“-ს საგადასახადო ვალდებულებები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 14 ივლისის წერილით ირკვევა, რომ შპს „კ-------–------“ რეგისტრირებული იქნა 2012 წლის 21 აგვისტოს, მისი დირექტორი, დამფუძვნებელი და 100% წილის მფლობელი იყო ი------- მ---–----–--ა, ხოლო 2014 წლის აპრილის თვიდან დირექტორი და 100% წილის მფლობელი დამფუძვნებელი გახდა ე-----–- მ----. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკონტაქტო პირად მითითებულია ი------- მ---–----–--ა. აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ი------- მ---–----–--ა 2014 წელშიც აქტიურად იყო ჩართული და ე-----–- მ----სთან ერთად მართავდა საწარმოს.
აპელანტი ასევე უთითებს, რომ 2015 წლის 20 აპრილის საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი გაეცნო 2015 წლის 11 მაისს. მოცემული საგადასახდო აქტი და მოთხოვნა არის აღიარებული და მისი კორექტირება არ მომხდარა, რაც დადასტურებულია სსიპ „შემოსავლების სამსახურიდან“ და თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული წერილებით.
აპელანტი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად აპელირებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებაზე, რომელიც გააკეთა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებებისათვის კომპანიის პარტნიორებისა და დირექტორის პირადი პასუხისმგებლობის თაობაზე (საქმე №ას-1307-1245-2014 და საქმე №ას-1158-1104-2014) დირექტორის პასუხისმგებლობათან დაკავშირებით, კერძოდ: საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალოებას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). აღნიშნული მოვალეობა ხშირ შემთხვევაში განმტკიცებულია როგორც კანონით, ისე კომპანიის წესდებით. კომპანიის ხელმძღვანელებს აქვთ ვალდებულება გაზარდონ კომპანიის მოგება, მაგრამ ეს უნდა განახორციელონ მხოლოდ კანონით დადგენილი ქცევის წესის ფარგლებში. საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების კონტექსტში ისმის კითხვა, შეიძლება თუ არ კომპანიის მომგებიანობის გაზრდის მიზნით მისი ხელმძღვანელი პირები ჩაერთონ ისეთ საქმიანობაში, რომელიც შედეგად იწვევს საწარმოს მიერ გადასახადების დამალვას, გადასახადებისაგან თავის არიდებას, მიუხედავად იმისა, რომ გადასახადებისაგან თავის არიდებით შესაძლებელია ყველაზე კარგად იქნას მიღწეული მთავარი მიზანი - კომპანიის მოგების გაზრდა. აღნიშნულ კითხვაზე პასუხი ცალსახად უარყოფითია. არსებობს ორი მიზეზი, რომლის გამოც ხელმძღვანელს არა აქვს უფლება დაადგეს ამ გზას: პირველი, გადასახადებისათვის თავის არიდების სქემის განხორციელება იწვევს მისი განმახორციელებლების პირად სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას; მეორე, გადასახადებისათვის თავის არიდების ფინანსური შედეგები შესაძლებელია კატასტროფული აღმოჩნდეს კომპანიისათვის და „მართებული ბიზნეს გადაწყვეტილების“ მიღების სტანდარტი დირექტორს აკისრებს მოვალეობას არ ჩაერთოს გადასახადებისათვის თავის არიდების უკანონო სქემებში.
აპელანტი აღნიშნავს, რომ ე-----–- მ----ს ვალდებულება ჰქონდა კეთილსინდისიერად გაძღოლოდა საზოგადოების საქმიანობას და მოეხდინა საგადასახადო ვალდებულებების შესრულება. დადგენილია, რომ იგი ამ საქმიანობას ახორციელებს სწორედ ი------- მ---–----–--ას მითითებითა და მასთან შეთანხმებით. მოცემულ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებით უტყუარად არის დადგენილი, რომ საზოგადოების ფაქტიური მფლობელია ი------- მ---–----–--ა და მის საქმიანობასაც ფაქტიურად წარმართავს იგი. სწორედ ი------- მ---–----–--ას მიერ მოხდა დირექტორის დანიშვნა და 100% წილის ე. მ----ზე გადაფორმება, თუმცა საზოგადოების საქმიანობა და მის მიერ მიღებული შემოსავალი კვლავ ი------- მ---–----–--ას ხელში დარჩა. სწორედ ი------- მ---–----–--ას მიერ უნდა მომხდარიყო სახელმწიფოს კუთვნილი გადასახადების გადახდა, რომლის გადაუხდელობასაც ხელი შეუწყო ე-----–- მ----მ და ამ უკანასკნელმა არ მოახდინა საგადასახადო ორგანოში დეკლარაციების წარდგენა. მიუხედავად იმისა, რომ ე-----–- მ---- ი------- მ---–----–--ასთან ერთად ჩართული იყო ეკონომიკურ საქმიანობაში, არ აკონტროლებდა ი------- მ---–----–--ას მიერ განხორციელებულ შესყიდვებს და საქონლის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებს, არ ასახავდა საგადასახადო დეკლარაციებში.
აპელანტი ასევე აღნიშნავს რომ, რაც შეეხება ი------- მ---–----–--ას მონაწილეობას საზოგადოების საქმიანობაში და მის როლს მოცემული დანაშაულის ჩადენაში, უტყუარად დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, რომელთა თანახმად ი------- მ---–----–--ა მონაწილეობდა საზოგადოების სამეწარმეო საქმიანობაში.
აპელანტს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე არსებობს ურთიერთშეთანხმებული და ეჭვის გამომრიცხველი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ ე-----–- მ----მ, ი------- მ---–----–--ასთან ერთად ჩაიდინა დანაშაული.
მსჯავრდებულ ი------- მ---–----–--ას ინტერესების დამცველ ადვოკატი დ----- ჩ-------ა სააპელაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენის გაუქმებას გამამტყუნებელ ნაწილში და ი------- მ---–----–--ას გამართლებას საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ი------- მ---–----–--ას მიმართ გამამტყუნებელ ნაწილში არის უსამართლო და დაუსაბუთებელი, რადგან სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2012 წლის 21 აგვისტოს რეგისტრირებულ იქნა შპს „კ-------–------”-ის რომლის დამფუძნებელი და დირექტორი იყო ი------- მ---–----–--ა. 2014 წლის 14 აპრილს ი------- მ---–----–--ასა და ე-----–- მ----ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს „კ-------–-------ის’’ 100 % წილი შეისყიდა ე-----–- მ----მ. ასევე საწარმოოს დირექტორიც ამ შესყიდვის შემდეგ გახდა ე-----–- მ----. მიუხედავად ამისა, საწარმოს ფაქტობრივ მართვას აგრძელებდა ი------- მ---–----–--ა. ეს დადასტურდა სასამართლოში დაკითხული მოწმეების: გ--- ხ------–--ის, მ------ ჟ-----ს, გ------ გ---------ს, ბ---- ბ------ს, ც------ შ---–--ის და ე-–-----ა ნ----–---–ის ჩვენებებით.
აპელანტის აზრით, როგორც საქმის მასალებიდან და სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან ირკვევა, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 11 ნოემბერს გამოცემულ იქნა ბრძანება შპს „კ-------–------”-ის შემოწმების შესახებ. შესაბამისად დაინიშნა შპს „კ-------–------”-ის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2012 წლის 21 აგვისტოდან 2014 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტორებმა თავიდანვე შპს „კ-------–------”-ის შემოწმების დაწყებისთანავე დაარღვიეს კანონი. კერძოდ არ შეუტყობინებიათ საწარმოს ხელმძღვანელობისათვის ბრძანების არსებობის შესახებ და ასევე არანაირი დოკუმენტაცია არ გამოუთხოვიათ ორგანიზაციიდან. შეტყობინების ვალდებულება საგადასახადო ორგანოს აკისრია სწორედ საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოზე არ იქნა წარმოდგენილი არანაირი დოკუმენტი იმის შესახებ, რომ საწარმოს ხელმძღვანელობისათვის ცნობილი იყო შემოწმების დაწყება. ისინი ამას ვერც წარმოადგენდნენ, რადგან ასეთი შეტყობინება ბუნებაში არ არსებობს. მოწმე დ----- მ--------მ სასამართლოზე დაკითხვისას განაცხადა, რომ მას არ ქონია წვდომა საწარმოს პირველად საბუღალტრო დოკუმენტაციასთან, რადგანაც მისი ინფორმაციით ვერ მოხერხდა ი------- მ---–----–--ასა და ე-----–- მ----სთან დაკავშირება. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი, რომ საგადასახადო ორგანოს აუდიტორებს ჰქონდათ თუ არა რაიმე მცდელობა დაკავშირებოდნენ საწარმოს ხელმძღვანელობას. მონდომების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს თავისუფლად შეეძლო ესარგებლა სწორედ ელექტრონულ ბაზაში მითითებული მონაცემებით და ტელეფონზე მაინც დაერეკათ ან ფოსტით გაეგზავნათ შეტყობინება, რაც არ გააკეთეს. შესაბამისად საქმეში არ დევს არც სატელეფონო შეტყობინების ოქმი და არც საფოსტო გზავნილის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.
საგადასახადო ორგანოს აუდიტორმა დ----- მ--------მ სასამართლოში დაკითხვისას ვერ დაადასტურა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით თუ რა საკანონმდებლო ნორმებს დაეყრდნო იგი, რომ „შპს კ-------–------”-ს ამხელა გადასახადი დაეკისრა. სასამართლოზე ერთხელ განაცხადა რომ, გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლი, შემდეგ განაცხადა, რომ ასევე გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი. ხოლო ბოლოს, დაცვის მხარის მიერ დასმულ კონკრეტულ კითხვაზე საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არ გამოუყენებია. ასევე ვერანაირად ვერ ახსნა, თუ რის საფუძველზე დაეკისრა ,,შპს კ-------–-------ს” 2014 წლის საანგარიშო პერიოდისათვის საშემოსავლო გადასახადის სახით 229 391 ლარი. სასამართლოზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა დამოუკიდებელი აუდიტორის ო----- ც--------ს მიერ შედგენილი აუდიტორული დასკვნა, რომელმაც სასამართლოზე სრულად დაასაბუთა მის მიერვე გაცემული აუდიტორული დასკვნის სისწორე. მიუხედავად პროკურორის უსუსური მცდელობისა ო----- ც--------მ სრულად გამოაშკარავა სასამართლოზე საგადასახადო აუდიტორის უცოდინრობა და არაკომპეტენტურობა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დაეყრდნო იმავე მონაცემთა ბაზას და განსაკუთრებით დიდი შეუსაბამობა აღმოაჩინა საგადასახადო აუდიტორულ დასკვნის იმ ნაწილში სადაც საქმე ეხებოდა 2014 წლის საგადასახადო ვალდებულებებს. თვითონ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტორების მიერ, დამატებული ღირებულების გადასახადის გაანგარიშების მონაცემებით (აქტის დანართი VIII-IV) 2014 წლის 26 სექტემბერს საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით გამოწერილი თანხის 312 979 ლარის ჩათვლითაც კი დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშებულია 793 521 ლარი. ხოლო, იმავე ბაზებზე დაყრდნობით საშემოსავლო გადასახადის განსაზღვრისას შემოსავლების სამსახურის აუდიტორებს იგივე პერიოდზე ხელფასის სახით გაცემულად მიაჩნიათ 1 146 956 ლარი და შესაბამისად დარიცხული აქვთ 229 391 ლარი საშემოსავლო გადასახადი. ეტყობა ელემენტარულ ლოგიკასთან აუდიტორები მწყრალად არიან, ან უარესი ელემენტარული არითმეტიკის გაგებაში არ არიან. ისმის ლოგიკური და ობიექტური კითხვა თუ დღგ-ს გამოთვლისას ბრუნვა იყო 791 321 ლარი როგორ გასცა 2014 წელს საწარმომ 1 156 956 ლარის ხელფასი? ამ ლეგიტიმურ კითხვას ვერანაირ პასუხს ვერ გასცემს ბრალდების მხარე. შესაბამისად ეჭვს ქვეშ დგება მთლიანად საგადასახადო აუდიტორების მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, სადაც ასეთი ლაფსუსი გაეპარა შემოსავლების სამსახურის აუდიტორებს მერე ობიექტური პირი როგორ უნდა ენდოს ამ ვითომდა პროფესიონალი აუდიტორების მიერ გაცემულ დასკვნას სხვა ნაწილებში? ვერანაირი კანონის ცოდნა, არანაირი ბუღალტრული აუდიტის ცოდნა და სერთიფიკატი და სხვა დოკუმენტი, რომელიც გაცემულია ასეთ აუდიტორებზე, რომლებმაც არ იციან, რომ 793 521 ლარი 353 435 ლარით ნაკლებია 1 146 956 ლარზე, არ არის საჭირო იმის დასადგენად, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტორების დასკვნა არის ურთიერთსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი.
აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ მოსამართლემ კრიტიკის გარეშე, უაპელაციოდ გაიზიარა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტორის დ----- მ-------ის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნა. მოსამართლე მსჯელობისას ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე დემონსტრირებულ იქნა შპს „კ-------–------”-ის ელექტრონულ ვებგვერდზე r----.-ზე არსებული ინფორმაცია, რომელის მიხედვითაც თვალნათლივ დადასტურდა, რომ ელექტრონული ანგარიშფაქტურების მიხედვით 2014 წლის შემოსავალი შეადგენს 501 000 (ხუთასერთი ათასი) ლარს. საიდანაც 2 ცალი ანგარიშფაქტურა არ არის მიმღების მიერ დადასტურებული. მათი საერთო ჯამი 125 000 ლარს აღემატება და შესაბამისად შემოსავალი უნდა შემცირდეს. მოსამართლე ისე, რომ არ გაუთვალისწინებია ეს გარემოება მარტივი არითმეტიკული დათვლით მიდის იმ დასკვნამდე, რომ საწარმოს მხოლოდ 2014 წლის შემოსავლების მიხედვით უნდა დარიცხოდა დღგ-ს სახით 90 180 ლარი და საშემოსავლო გადასახადი კი 100 200 ლარის ოდენობით, საერთო ჯამში კი 190 380 ლარი. ამ დათვლის შემდეგ მოსამართლე მიდის იმ დასკვნამდე, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი ბრალდებულ მ---–----–--ას უდასტურდება გადასახადების თავის არიდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით. სასამართლოს საერთოდ არ გაუმახვილებია ყურადღება, ბრალდება საშემოსავლოს ნაწილში ედავებოდა ი------- მ---–----–--ას იმას, რომ თითქოსდა მან მიიღო ხელფასის სახით 1 146 956 ლარი და საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის სახით 229 391 ლარი. არცერთი დოკუმენტი ამას არ ადასტურებს. სასამართლოში დაკითხვისას დ----- მ--------მ განაცხადა, ივარაუდა რომ ზემოთ მითითებული თანხა შემოსავლის სახით მიიღო საწარმოს ერთ-ერთმა დაქირავებულმა პირმა. სწორედ ამ ვარაუდის საფუძველზე ჩათვალა მოსამართლემ, რომ ეს პირი ი------- მ---–----–--ა იყო. საგადასახადო კოდექსის თანახმად საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია საწარმომ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით ყოველთვიურად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში განმავლობაში დაქირავებულ პირზე გაიცა რაიმე სახის ხელფასი. ისმის კითხვა თუ საწარმოს 2014 წლის განმავლობაში სულ ხარჯების გაუთვალისწინებლად ჰქონდა 501 000 ლარი მაშინ საიდან შეიძლება მიეღო ი------- მ---–----–--ას 1 146 976 ლარი ხელფასის სახით? ამაზე ზუსტი პასუხი სასამართლოს არ აქვს. ვერც ექნება რადგან ასეთ ვირტუალურ დაშვებებზე პასუხი ბუნებაში არ არსებობს. სასამართლომ იმის ნაცვლად, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად განეხილა და ეჭვი შეეტანა მათში დაცვის მხარის მტკიცებულებები სანდოდ არ მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ მოწმე ო----- ც--------მ სრულად დაიცვა მის მიერვე გაცემული აუდიტორული დასკვნის სისწორე.
საქმეზე თანდართულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ბ----- დ----------ის 2014 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №4----, რომლის მე-6 პუნქტში მითითებულია თუ ვის ევალება კონტროლი ბრძანების შესრულებაზე და ასევე ნათქვამია ,,ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, შემოსავლების სამსახურში (მისამართი: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) წერილობითი ან ელექტრონული (www.r----) საჩივრის წარდგენის გზით, აგრეთვე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) კანონმდებლობით დადგენილი წესით. საფუძველი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 10.11.2014წ. №8-------------- (შემოსვ. №1---------11 10.11,2014წ.) წერილი.“. სწორედ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის საფუძველზე დაიწყო საერთოდ საქმის წარმოება. არსად არ არის საქმეში, რომ ბრძანების ასლი ჩაბარდა ადრესატს რაიმე ფორმით მაინც. სწორედ ამ უკანონობის, არაკომპეტენტურობისა და სავარაუდოდ სამსახურეობრივი მოვალეობების არაჯეროვანი და გულგრილი მიდგომის მსხვერპლი გახდა ი------- მ---–----–--ა. იგი არ იყო ინფორმირებული საერთოდ კამერალური შემოწმების დანიშვნის შესახებ. შესაბამისად საგამოძიებო ორგანომ თავიდანვე შეუწყო ხელი იმას, რომ ადმინისტრაციული წესით არ მომხდარიყო საქმის განხილვა არც დავების განმხილველ საბჭოში ან და სასამართლოში. მოსამართლე ყურადღებას ამახვილებს დასაბუთებისას, რომ ი------- მ---–----–--ას შეეძლო გამოეყენებინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნა და შესაბამისად ედავა ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველ საბჭოში ან კიდევ სასამართლოში შემოწმების კანონიერებასთან დაკავშირებით. ამით მას დაერღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამაზე მოსამართლეს ყურადღება არ გაუმახვილებია. ეს ერთი შემთხვევაც უკვე საკმარისი იყო ი------- მ---–----–--ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისათვის. საქმე სწორედ ამ ბრძანების საფუძველზე დაიწყო. მოსამართლე მსჯელობისას ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, რომ ი------- მ---–----–--ა გაეცნო ელექტრონულად საგადასახადო მოთხოვნას 2015 წლის 11 მაისს, მაგრამ ამის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს. რომც გაცნობოდა ი------- მ---–----–--ა ამ მოთხოვნას, მაშინაც კი, იგი არ ყოფილა გაფრთხილებული შესაბამის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე. ასევე საგადასახადო მოთხოვნას არ აქვს ხელმოწერა და არ აქვს ბეჭედი. აღნიშნული დოკუმენტაციიდან გამომდინარეც ი------- მ---–----–--ას, რომც პირადად წაეკითხა ელექტრონულად ეს დოკუმენტი, იგი ვერანაირად ვერ იქნებოდა ინფორმირებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. მოსამართლე არ ითვალისწინებს იმას, რომ ი------- მ---–----–--ასადმი ინკრიმინირებული ქმედება ითვალისწინებს მხოლოდ პირდაპირ განზრახვას საქმეში კი არ მოიპოვება არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, რომ ი------- მ---–----–--ამ ჩაიდინა მისადმი ინკრიმინირებული ქმედება. პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება არის ირიბი ხასიათის და მისადმი გამამტყუნებელი განაჩენის დაყენება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებასთან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტებმა მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს. ამასთან, დაცვის მხარემ ალტერნატიული მოთხოვნის სახით მოითხოვა ი------- მ---–----–--ას ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო მიიჩნევდა მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობას.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატა, უპირველეს ყოვლისა, შეაფასებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარს, სადაც იგი ითხოვს ე-----–- მ----სა და ი------- მ---–----–--ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით.
პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია თავდაპირველად აღნიშნოს, რომ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის უშუალო ობიექტია სახელმწიფოს საფინანსო ინტერესები, ვინაიდან გადასახადებისაგან თავის არიდება ზიანს აყენებს სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესებს. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს გადაუხდელი გადასახადის დიდი ოდენობა. ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება ასი ათას ლარს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის დისპოზიცია ბლანკეტურია. შესაბამისად, გადასახადის სახეების, გადასახადის გადამხდელებისა და გადასახადით დასაბეგრი ობიექტების დასადგენად უნდა მივმართოთ მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას. სწორედ საგადასახადო კოდექსით რეგულირდება თუ რა ვადაში და რა საგადასახადო განაკვეთის ოდენობით უნდა მოხდეს გადახდა. დანაშაული განზრახია, შეიძლება ჩადენილ იქნეს, როგორც წმინდა უმოქმედობით ისე მოქმედებით. ამასთან, გადასახადისგან თავის არიდების ხერხებს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს.
ბრალდების მხარე ითხოვს ე-----–- მ----სა და ი------- მ---–----–--ას მსჯავრდებას ჯგუფურ დანაშაულში. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებითაა ჩადენილი თუ ჯგუფის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
ბრალდების მხარე აპელირებას აკეთებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 14 ივლისის წერილის თანახმად შპს „კ-------–------“ რეგისტრირებულ იქნა 2012 წლის 21 აგვისტოს, მისი დირექტორი, დამფუძვნებელი და 100% წილის მფლობელი იყო ი------- მ---–----–--ა, ხოლო, 2014 წლის აპრილის თვიდან დირექტორი და 100% წილის მფლობელი დამფუძვნებელი გახდა ე-----–- მ----, ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკონტაქტო პირად მითითებულია ი------- მ---–----–--ა. აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ი------- მ---–----–--ა 2014 წელშიც აქტიურად იყო ჩართული საწარმოს მართვაში და ე-----–- მ----სთან ერთად მართავდა საწარმოს.
ბრალდების მხარის მოსაზრებას პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ ე-----–- მ----ს მონაწილეობას და მის ბრალეულობას ინკრიმინირებულ დანაშაულში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობას. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დგინდება რა ფორმით იყო ჩართული ე-----–- მ---- საწარმოს მართვაში. თავად ე-----–- მ---- უარყოფს საწარმოს საქმიანობაში მის რაიმე ფორმით მონაწილეობას. მსჯავრდებულ ი------- მ---–----–--ას განმარტებით ე-----–- მ---- იყო ფიქტიური დირექტორი და ის არ მონაწილეობდა საწარმოს მართვაში. სასამართლოში დაკითხული მოწმეები: გ--- ხ------–--ე, ე-–-----ა ნ----–---–ი, ბ---- ბ------, გ------ გ---------, უარყოფენ რაიმე სახის ნაცნობობას ე-----–- მ----სთან და განმარტავენ, რომ მათ შპს „კ-------–------“-თან ურთიერთობისას, შეხება ჰქონდათ მხოლოდ ი------- მ---–----–--ასთან.
ე-----–- მ----ს მონაწილეობა საწარმოს მართვაში არც წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, კერძოდ:
ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული დათვალიერების ოქმის და „სილქნეტიდან“ მიღებული წერილის თანახმად, N0--------- და N0--------- სასაქონლო ზედნადებების გაწერის დროს, შესაბამისად 2014 წლის 23 ივნისს და 2014 წლის 06 აგვისტოს შპს „კ-------–------“-მა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე შესვლა განახორციელა IP 9----------- მისამართიდან, რომლის მფლობელიც 2014 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 01 იანვრამდე პერიოდში, არის ვ------- მ---–----–--ა (ფიზიკური მისამართი: ზ---------------–--------------------------, იურიდიული მისამართი: ზ----------------–---–------–--–------------) პირადი N1----------.
ხოლო, დაცვის მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ე-----–- მ---- (დაბადებული 1--- წლის 19 ივლისს, პ/ნ 5----------, მცხოვრები: წ--–------------–------------------ში) 2014 წლის 23 ივნისიდან 2014 წლის 21 სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდა.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით პალატას დადგენილად მიაჩნია მხოლოდ ის გარემოება, რომ დოკუმენტების თანახმად შპს „კ-------–------“-ის მმართველი იყო ე-----–- მ----, თუმცა მისი როლი, საწარმოს მართვაში და შესაბამისად გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებაში, გაურკვეველია.
ბრალდების მხარე თავისი პოზიციის დასადასტურებლად სააპელაციო საჩივარში აპელირებს დ----- მ-------ის ჩვენებაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებაზე, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებებისათვის კომპანიის პარტნიორებისა და დირექტორის პირადი პასუხისმგებლობის თაობაზე (საქმე №ას-1307-1245-2014 და საქმე №ას-1158-1104-2014).
პალატა აღნიშნავს, რომ დ----- მ-------ის ჩვენებით ზოგადად დასტურდება 2015 წლის 15 აპრილის შპს „კ-------–------“-ს საგადასახადო შემოწმების აქტის სისწორე, რომლის თანახმად, საწარმოს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 510 493 ლარი. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მითითებულ გადაწყვეტილებას, აღნიშნული ზოგადად ეხება დირექტორის პასუხისმგებლობას და მოვალეობას კომპანიის წინაშე, რომ საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, ვინაიდან მას აქვს „ზრუნვის მოვალეობა“. ასევე, დირექორი ვალდებულია არ ჩაერთოს გადასახადებისათვის თავის არიდების უკანონო სქემებში. აღნიშნულს პალატაც ეთანხმება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება განზრახ დანაშაულს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უნდა იყოს ჩადენილი, მნიშვნელოვანია დადგინდეს კონკრეტული პირის ბრალეულობა მისთვის ინკრიმინირებულ დანაშაულში.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდების ამ ნაწილში ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ ე-----–- მ----მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს ი------- მ---–----–--ას უდანაშაულობის ან მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თავდაპირველად ყურადღებას გაამახვილებს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ შპს „კ-------–------“-ის საგადასახადო შემოწმების აქტზე, რომლის თანახმად, საწარმოს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 510 493 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით 339 862 ლარი, ჯარიმა 170 631 ლარი. ხსენებული აქტის საფუძველზე 2015 წლის 20 აპრილს გამოიცა #0----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმადაც გადამხდელს დაერიცხა სულ 554 350 ლარი, საიდანაც ძირითადი გადასახადი არის 339 862 ლარი, ჯარიმა 170 631 ლარი, საურავი 43 857 ლარი, კერძოდ, შემოწმდა 2012 წლის 21 აგვისტოდან 2014 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდი.
დაცვის მხარე არ ეთანხმება შემოწმების აქტს და მიაჩნიათ, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტორებმა თავიდანვე შპს „კ-------–------”-ის შემოწმების დაწყებისთანავე დაარღვიეს კანონი. კერძოდ, არ შეატყობინეს საწარმოს ხელმძღვანელობას და არც დოკუმენტაცია გამოუთხოვიათ ორგანიზაციიდან. შესაბამისად, დ----- მ--------ს არ ჰქონია წვდომა საწარმოს პირველად საბუღალტრო დოკუმენტაციასთან, რადგანაც მისი ინფორმაციით ვერ მოხერხდა ი------- მ---–----–--ასა და ე-----–- მ----სთან დაკავშირება.
აპელანტთა მოსაზრებას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ჩატარებულია სრული კამერალური საგადსახადო შემოწმება, რა დროსაც საგადსახადო ორგანოს უფლება აქვს /და არა ვალდებულება/ მოითხოვოს სააღრიცხვო ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენა.
აღნიშნულ საკითხზე, მოწმის სახით დაკითხვისას დ----- მ--------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული საგადასახადო შემოწმების აქტის სისწორე და დაცვის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე, რომ შემოწმებისას აუდიტს არ ჰქონია წვდომა ბუღალტრულ დოკუმენტაციაზე, განმარტა შემდეგი: კამერული შემოწმების შინაარსი სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ შემოწმება ხდება ბუღალტრული დოკუმენტაციის გარეშე. მისივე განმარტებით, შემოსავლების სამსახურს აქვს ელექტრონული ბაზა. მოცემულ შემთხვევაში დასაბეგრი ბაზა გადამოწმდა გამოწერილი ელექტრონული ზედნადებების, ანგარიშფაქტურების და სალარო აპარატში ამორტყმული ჩეკების მიხედვით. ამასთან, როცა ზედნადები და ანგარიშფაქტურა ერთიდაიმავე ოპერაციაზეა გამოწერილი ამას ხედავს აუდიტორიც და ბაზებიც, შესაბამისად, შემოწმებისას ხდება ამის გათვალისწინება. ისეთ ფაქტს, რომ ერთი ოპერაციის ფარგლებში ორჯერ დაეკისროს გადასახადი, ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან ბაზაში ნათლად ჩანს ზედნადები და ანგარიშფაქტურა გამოწერილია თუ არა ერთიდაიმავე ოპერაციაზე. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ანგარიშფაქტურების რაოდენობა არ იყო დიდი და დაანგარიშება იყო ადვილი. მან კატეგორიულად გამორიცხა გადასახადის ორჯერ დაკისრების ფაქტი. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ შიდა გადაზიდვის დოკუმენტაციაზე დაყრდნობა არ მომხდარა და არ არის ჩათვლილი საერთო ბრუნვაში.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმის სახით დაკითხვისას დ----- მ--------მ ვერ დაადასტურა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით თუ რა საკანონმდებლო ნორმებს დაეყრდნო იგი, რომ „შპს კ-------–------”-ს ამხელა გადასახადი დაეკისრა. სასამართლოზე ერთხელ განაცხადა რომ, გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლი, შემდეგ განაცხადა, რომ ასევე გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი. ხოლო ბოლოს, დაცვის მხარის მიერ დასმულ კონკრეტულ კითხვაზე საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არ გამოუყენებია. ასევე ვერანაირად ვერ ახსნა, თუ რის საფუძველზე დაეკისრა ,,შპს კ-------–-------ს” 2014 წლის საანგარიშო პერიოდისათვის საშემოსავლო გადასახადის სახით 229 391 ლარი.
დაცვის მხარის მოსაზრებას პალატა არ იზიარებს ვინაიდან მოწმის სახით დაკითხვისას დ----- მ--------მ განმარტა, რომ 229 391 ლარი არის საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, საშემოსავლო გადასახადი განისაზღვრება არა გაცემული თანხის 20%-ის, არამედ მისაღები თანხის 20%-ით. რაც შეეხება ერთობლივ შემოსავალს, კანონმდებლობის თანახმად, დღგ-ს გადასახადი ერთობლივი შემოსავლებიდან არ იქვითება და შესაბამისად ერთობლივ შემოსავალს დღგ-ს თანხა არა აქვს გამოკლებული. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ერთობლივი შემოსავალი, დღგ, დასაბეგრი ბრუნვა და ა. შ. გაიანგარიშება თანხობრივი შედეგებიდან და არა რაოდენობრივი შედეგებიდან. შესაბამისად აქტის ფორმა არ ითვალისწინებს საქონლის რაოდენობრივ თვლას, მნიშვნელოვანია თანხობრივი შედეგი.
დაცვის მხარის მიერ დასმულ შეკითხვაზე მოწმემ ასევე განმარტა, რომ ერთობლივი შემოსავლიდან და ხარჯებიდან როცა ხდება მოგების გადასახადის გაანგარიშება, ამ შემთხვევაში არ ხდება ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის გათვალისწინება. დღგ-ს არ აქვს მნიშვნელობა, არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში და არც აკლდება ერთობლივ შემოსავალს. გადახდილი თანხები არ არის პირდაპირ მნიშვნელოვნად დღგ-სთან დაკავშირებული. დეკლარირებული თანხები შემოწმების დეკლარირების ნაწილში ტარდება საგადასახადო შემოწმებისას და სხვაობა ვლინდება დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილს შორის.
რაც შეეხება იმ საკითხს, რომ მოწმემ ვერ მიუთითა თუ რომელი მუხლით იხელმძღვანელა, პალატა ითვალისწინებს შემდეგს, დაცვის მიერ დასმულ შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, ყველა გადასახადს, ყველა ოპერაციას აქვს თავისი მუხლი და სთხოვა კითხვის დაკონკრეტება. ხოლო, დაცვის მიერ დასმულ შეკითხვაზე თავიდან ბოლომდე იხელმძღვანელა თუ არა საგადსახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, მან აღნიშნა, რომ როგორც ახსოვს არა. შესაბამისად, დაცვის მხარის აპელირება ამ საკითხზე პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში ასევ აღნიშნავს, რომ სასამართლოზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა დამოუკიდებელი აუდიტორის ო----- ც--------ს მიერ შედგენილი აუდიტორული დასკვნა. მოწმის სახით დაკითხვისას კი ო----- ც--------მ სრულად გამოაშკარავა საგადასახადო აუდიტორის უცოდინრობა და არაკომპეტენტურობა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დაეყრდნო იმავე მონაცემთა ბაზას და განსაკუთრებით დიდი შეუსაბამობა აღმოაჩინა საგადასახადო აუდიტორულ დასკვნის იმ ნაწილში სადაც საქმე ეხებოდა 2014 წლის საგადასახადო ვალდებულებებს.
რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ აუდიტორულ დასკვნას პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის განაჩენის მოსაზრებას, რომ სასამართლო საბოლოო შეფასებისას ვერ იხელმძღვანელებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნით, ვინაიდან აუდიტორმა იხელმძღვანელა საქართველოს სკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმ რედაქციით /რაც მან მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა/, სადაც მითითებულია შემდეგი: ,,საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს განუსაზღვროს პირს საგადასახადო ვალდებულებები არსებული მასალების საფუძველზე, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) ქვემოთ მოყვანილი ერთზე მეტი ნებისმიერი პირობის არსებობისას: ა) პირი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას ან არ ახორციელებს მას სქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით და წესით; ბ) სააღრიცხვო დოკუმენტაცია დაკარგული ან განადგურებულია; დ) პირის დასაბეგრი შემოსავალი ან/და ოპერაციის მოცულობა ან/და ფასნამატის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იცვლება საგადასახადო პერიოდების მიხედვით.
აღნიშნული კი სრულად განსხვავდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის (2013 წლის 26 დეკემბრის ცვლილებით) რედაქციისგან, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე): ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა; ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას: ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას; ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს; ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა; ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის აუდიტის ო----- ც----------ს სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე, რა დროსაც მან განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტორების მიერ გამოყენებულია საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რაც გულისხმობს, რომ ყველა ხარჯი, რაც დაკავშირებულია შემოსავალთან, რაც შემდგომ დეკლარირებისას ექვემდებარება გამოქვითვას, უნდა იყოს დოკუმენტალურად დადასტურებული. როგორც შპს დირექტორმა განუმარტა, დოკუმენტაცია იყო განადგურებული და ვერ მოხდა მისი წარდგენა საგადასახადო ორგანოში, რის გამოც გადასახადის დაკისრება მოხდა ელექტრონულ ბაზაში არსებული დოკუმენტაციის შესაბამისად, თუმცა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს განუსაზღვროს პირს საგადასახადო დებულებები არსებული მასალების საფუძველზე, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), ამავე მუხლით გათვალისწინებული ერთზე მეტი ნებისმიერი პირობის არსებობისას. მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას - სააღრიცხვო დოკუმენტაცია დაკარგულია ან განადგურებულია და „დ“ ქ/პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას - პირის დასაბეგრი შემოსავალი ან/და ოპერაციის მოცულობა ან/და ფასნამატის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იცვლება საგადასახადო პერიოდების მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს ჰქონდა უფლება შესყიდული საქონლის ფასების დადგენით მოეხდინა ხარჯების გამოქვითვა და მოეღო რეალური დასაბეგრი ბაზა.
ამდენად, ცალსახაა მოწმე დაეყრდნო საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმ რედაქციას, რაც საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის არ იყო მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის რედაქცია.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, შპს „კ-------–------“-ს საგადასახადო შემოწმება მოიცავდა 2012 წლის 21 აგვისტოდან 2014 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდს, შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 15 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტი სრულად შეესაბამება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს, დამატებითი თანხების დარიცხვა არის კანონიერი და დასაბუთებული.
დაცვის მხარე ასევე სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ მათთვის ცნობილი არ იყო საგადასახადო მოთხოვნის არსებობა და შესაბამისად ვერ შეძლებდნენ აღნიშნულის გასაჩივრებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ითვალისწინებს, როგორც სასამართლოში გამოკვლეული შემოსავლების სამსახურის საგადასახადო დავალიანების მართვის სამმართველოს 2015 წლის 22 მაისის მიმართვით, დასტურდება, რომ საგადასახადო მოთხოვნა #0-----, შპს „კ-------–------“-ს გაეგზავნა ელექტრონულად, რასაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2015 წლის 11 მაისს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საგადასახადო მოთხოვნის ელექტრონული წესით გაცნობის გარდა, ი------- მ---–----–--ა გამომძიებლის მიერ დაიკითხა 2015 წლის 10 ივლისს, ხოლო, მისი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემა მოხდა 2016 წლის 22 თებერვალს, შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოსაზრებას, რომ მას ჰქონდა საკმარისზე მეტი დრო, რათა ესარგებლა საგადასახადო კოდექსით დადგენილი გასაჩივრების მექანიზმის გამოყენებით, რაც არ მომხდარა.
„საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით საჩივარი რომ არ არის წარდგენილი დასტურდება შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ 2015 წლის 03 ივლისს გაცემული წერილით.
ხოლო, შემოსავლების სამსახურის გადახდევინების ღონისძიების დაგეგმვის სამმართველოს უფროსის 2015 წლის 18 აგვისტოს წერილით კი დგინდება, რომ შპს „კ-------–------“-ის მიმართ დაკისრებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება არ არის გადავადებული.
დაცვის მხარე დასკვნით სიტყვაში ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ არასწორად მოხდა თანხების დაანგარიშება და იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დადგენილად ჩათვლის ი------- მ---–----–--ას ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობას, მაშინ მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით.
თავისი პოზიციის დასასაბუთებლად დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში თავად შესთავაზა სასამართლოს თუ რა პრინციპით უნდა მომხდარიყო დაანგარიშება, კერძოდ, დაცვის მხარის აზრით, რეალურად საწარმოს მიერ დღგ-ს გადახდა 2014 წელს სხვანაირად უნდა იქნეს დაანგარიშებული - ი------- მ---–----–--ას შემოსავალი r-----ს გვერდის მიხედვით, იყო 388 603 ლარი, რასაც უნდა გამოაკლდეს დღგ-ს 18% და მიღებული თანხა 69 948 უნდა გამოაკლდეს შემოსავალს და მივიღებთ - 318 655 ლარს. ამ თანხას უნდა გამოაკლდეს ტრანსპორტირების ხარჯები 76 000, დარჩება 242 655 ლარი. ამას უნდა გამოაკლდეს 9 600 ლარი რომელიც გამოყენებულ იქნა დღგ-ს ჩათვლით საქონლის შესაძენად და დარჩება 233 055 ლარი. მიღებული თანხის საშემოსავლო 20% შეადგენს - 46 611 ლარს. ამას უნდა გამოაკლდეს შეძენილი მასალის თანხა - 15 000 ლარი და დაემატოს ხის მასალის რეალიზაციიდან შესული თანხა - 54 840 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 86 559 ლარს. ეს სწორე ის თანხაა, რაც ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს ი------- მ---–----–--ამ. ამ თანხას არ უნდა დაემატოს ვითომ ხელფასის სახით განაცემი საშემოსავლო. ამასთან, გადასახდელია მოგების გადასახადი - 7 800 ლარი, ანუ სულ არის 94 359 ლარი, რაც არ წარმოშობს სისხლისსამართლებრივ პასუხიმგებლობას. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს თანხების ბრუნვა 501 000 ლარიდან იქნება აღებული, მაშინ ი------- მ---–----–--ას ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დაცვის მხარის მოსაზრებას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დაანგარიშებულია, როგორც დამატებითი ღირებულების გადასახადი, ასევე საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ კანონმდებლობის თანახმად დღგ-ს გადასახადი ერთობლივი შემოსავლებიდან არ იქვითება და შესაბამისად ერთობლივ შემოსავალს დღგ-ს თანხა არ უნდა გამოაკლდეს. ხოლო, დასაბეგრი ბრუნვიდან ბიუჯეტში შესატანი დღგ-ის თანხა განისაზღვრება როგორც სხვაობა დასაბეგრ ბრუნვაზე დარიცხულ გადასახადის თანხასა და ჩასათვლელ გადასახადის თანხას შორის. თავის მხრივ ჩასათვლელი დღგ-ის თანხა კი არის გადასახადის თანხა, რომელიც დასაბეგრი ოპერაციის დროის მიხედვით გადახდილი უნდა იქნეს ან გადახდილია წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად. ასევე გასათვალისწინებელია, რომ შპს ,,კ-------–------’’-ს მიღებული აქვს შემოსავალი, შესაბამისად მას უნდა გადაეხადა საშემოსავლო გადასახადი და დღგ, რაც გადამხდელის მიერ არ მომხდარა.
მსჯავრდებულმა ი------- მ---–----–--ამ დასკვნით სიტყვაში ასევე აღნიშნა, მოწმის სახით დაკითხვისას გ------ გ---------მ დაადასტურა, რომ შეიძლება მომხდარიყო შეცდომა და რეალურზე ზედმეტი თანხა დაფიქსირებულიყო, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების სისწორეზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ითვალისწინებს, რომ მოწმის სახით დაკითხვისას გ------ გ---------მ აღნიშნა, რა ოდენობით თანხასაც აძლევდა ი------- მ---–----–--ას იგი იმ თანხის ჩეკს წერდა. იყო შემთხვევა, როცა სალარო აპარატიდან ჩეკი უფრო მეტ თანხაზე იყო გამოწერილი, ვიდრე რეალურად იყო. კერძოდ, გაუქმებული რეისი იყო შეყვანილი. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ზედნადებს ეწერება საერთო თანხა - დაჯამებული, თუ გვერდს გაშლი წითლადაა ნაჩვენები რომ რეისი გაუქმებული და თანხაა შესული, თუმცა როცა დეკლარაციას ავსებ, არ შეგყავს, ხდება კორექტირება. ამდენად, მსჯავრდებულის განმარტება, რომ აღნიშნულს შეიძლება გავლენა მოეხდინა შემოწმების შედეგებზე, რაც მოწმე გ------ გ---------ს ჩვენებითაც დასტურდება, უსაფუძვლოა.
პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ დღგ-ის დასაბეგრი შემოსავალი გაზრდილი იქნა საკონტროლო სალარო აპარატის მიერ ერთჯერადად, შეცდომით ამოწერილი სალარო აპარატის 300 000 ლარიანი ჩეკით და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოსაზრებას, რომ დაცვის მხარეს გარდა სიტყვიერი განმარტებისა ობიექტურად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის. ამასთან მათ მიერ კითხვაც კი არ იქნა დასმული ამ კუთხით აუდიტთან რომელმაც შეადგინა საგადასახადო შემოწმების აქტი. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ დღეს გამოწერილი იქნა არა ერთი, არამედ ხუთი სხვადასხვა ოდენობის ჩეკი, რომელთა საერთო ბრუნვა ჯამში შეადგენს აღნიშნულ თანხას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, ასევე მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მის მიმართ მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
რაც შეეხება ი------- მ---–----–--ას მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, დამდგარ შედეგს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად მათი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი------- მ---–----–--ას ინტერესების დამცველი ადვოკატის დ----- ჩ-------ას და საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ვ---- ო-----------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ე-----–- მ---- გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქ/პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ე-----–- მ----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.
გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
გამართლებულ ე-----–- მ----ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
ი------- მ---–----–--ას წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.
ი------- მ---–----–--ა ცნობილი იქნას დამნაშავედ სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ი------- მ---–----–--ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია. გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
მსჯავრდებულ ი------- მ---–----–--ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულებისთვის მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 03 აპრილიდან.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 03 აპრილის განჩინების საფუძველზე, ზ------ა მ---–----–--ას (პირადი N1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი ზ---------------–---------------------------ში, საკადასტრო კოდით N4-----------, ფართობით 857. 00 კვ. მ., 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ფარგლებში დადებული ყადაღა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე