განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2019
საქმის ნომერი
080100119003079069
ინსტანცია
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119003079069

საქმე №1/ბ-715-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----–- ვ--–----ს ძე მ-------ის მიმართ, დაბადებული: 197- წლის 05 ი--–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ნ----- ქ. მე-2 შესახვევი #4 ბ. 49

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ი-----–- მ-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ასევე, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის თებერვლის თვიდან 2018 წლის 30 აპრილამდე დროის მონაკვეთში, ი-----–- მ-------ე არასრულწლოვანი შვილის, ე-–--- მ-------ის თანდასწრებით, სისტემატიურად, დაახლოებით თვეში ორჯერ, ქუთაისში, ბ-----ს ქ. #15/14-ში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, როგორც პირადად, ასევე მობილურ ტელეფონზე კომუნიკაციის დროს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აშანტაჟებდა და ამცირებდა ყოფილ მეუღლეს ანა ჭ----------ეს. კერძოდ, ეძახდა ბოზს, ნაბიჭვარს, უნამუსოს, გათახსირებულს და სატანისტს. აშანტაჟებდა ყელის გამოჭრით და დასახიჩრებით, როგორც კი სხვა ვინმეს დაელაპარაკებოდა. აღნიშნული ქმედებებით ანა ჭ----------ე განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

2019 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 18:30 საათზე, ი-----–- მ-------ე სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით დაემუქრა გ------- ლ----კს. კერძოდ, ემუქრებოდა, რომ ჩააკლავდა მანქანაში, ესროდა ტყვიას, ააფეთქებდა, გამოჭრიდა ყელს, წაუკიდებდა ცეცხლს გ------- ლ----კის სახლს და მანქანას. გ------- ლ----კს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ი-----–- მ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეროე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–- მ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით;

 

მსჯავრდებულ ი-----–- მ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ---–- ტ-------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ი-----–- მ-------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი, სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ი-----–- მ-------ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, დაზარალებულთან არ აქვს კარგი ურთიერთობა და არიან კონფლიქტურ სიტუაციაში. დაზარალებულს აქვს მის მიმართ პრეტენზია. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა დანაშაული აღიარა ნაწილობრივ და არ მთლიანად, კერძოდ, აღიარა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, თუმცა არ აღიარა, რომ ამას აკეთებდა სისტემატიურად, ხოლო მუქარის ნაწილში აღიარა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო დამუქრება სიცოცხლის მოსპობით არ უღიარებია. ამდენად, მსჯავრდებულის პიროვნების, ასევე, მის მიერ განხორციელებული ქმედებების ძალმომრეობითი ხასიათის, ინტენსივობისა და სიმძიმის გათვალისწინებით ბრალდების მხარეს მიაჩნია რომ დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი-----–- მ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ი-----–- მ-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის ნაწილობრივი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების ა------------------------–------- ჩვენებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ი-----–- მ-------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ი-----–- მ-------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ი-----–- მ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეროე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–- მ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით;

 

მსჯავრდებულ ი-----–- მ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

ი-----–- მ-------ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და მასზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე