განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002031653
საქმე №1ბ/96-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
მაია თეთრაული
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ს--–--------------ს, გ-------------------ის
მსჯავრდებულის: ზ-----------ის
ადვოკატების: მ--------------ის, ნ---------–-----ის, ნ----------–---–ის
თარჯიმნების: ნ-----------–---–ის, ვ-----–-------------ის, თ-----------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ზ-----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ---------–-----ისა და გ----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ზ-----------ის, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის (პირადი №6----------), დაბადებულის 1----–-–---------------ს, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: თ--------------–------------------–-----------------, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ---------–------------------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ და ,,ა» ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ-----------მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ (ორი ეპიზოდი). მანვე ჩაიდინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, მანვე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით (ორი ეპიზოდი), მანვე ჩაიდინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, მანვე ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ.
ზ-----------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
თურქეთის მოქალაქეებმა - ი-–---------------–--მ, ჯ-------–---------მა, ზ-----------მა და ი-–-------–--მა (ა------------ი) ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, განიზრახეს ჩამოეყალიბებინათ სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული ჯგუფი, რომელშიც, დანაშაულის ჩადენის მიზნით, ჩართეს ასევე თურქეთის მოქალაქეები - მ--------------ი, მ-------------------------ი და ა------–-----------------. ჯგუფის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში არსებული საბანკო ანგარიშების გამოყენებით, უცხოეთის მოქალაქეების დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლება, ხოლო შემდგომ მათი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობისა და მასზე საკუთრების უფლების დამალვის გზით უკანონოდ მიღებული დიდი ოდენობით ფულადი თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემა. ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული დაუსაბუთებელი ფულადი თანხების, ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოში ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებაში არსებულ ანგარიშებზე აკუმულირება, ხოლო შემდგომში მათთვის კანონიერი სახის მიცემის, წარმოშობის წყაროს, განთავსების, რეალური მესაკუთრისა თუ მისი ნამდვილი ბუნების შენიღბვის მიზნით, თანხების დანაწევრება და სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემით, მრავალჯერადი ტრანზაქციებით მათ მიერ კონტროლირებად ანგარიშებზე გადატანა.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ი-–--------–---ს (ა-------------ი), ჯ-------–---------ისა და ი-–---------------–--ს მითითებით, თურქეთის მოქალაქე ზ-----------ის მიერ რეგისტრირებული იქნა შპს „ზ------------ი“. შპს-ს სს ,,თ------- ბანკთან” გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იგი წარმოადგენდა ბანკის „ს----------ს“, რომელსაც ბანკის სპეციალური პროგრამის გამოყენებითა და ეროვნული ბანკისგან მიღებული ლიცენზიით შესაძლებლობა ჰქონდა, განეხორციელებინა სწრაფი ფულადი გზავნილები, მიეღო და გადაერიცხა თანხები ფიზიკური პირების სურვილის შესაბამისად. ამასთან, შპს ვალდებული იყო, სწრაფი ფულადი გზავნილების განსახორციელებლად, მოეხდინა კლიენტის იდენტიფიკაცია და მისგან მიეღო მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ასლები.
ზ-----------ს, შპს „ზ------------ის“ მეშვეობით, ვალდებულება ჰქონდა რა მოეხდინა კლიენტის იდენტიფიცირება, ჯ-------–---------ის, ი-–-------–--ისა (ა------------ი) და ი-–---------------–--ს დახმარებით, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ ვითარებაში, ახდენდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების - პასპორტის ასლების მოპოვებას, შემდგომ კი აღნიშნული ყალბი პასპორტის მონაცემების საფუძველზე, „ზ------------ის“ მეშვებით, დაუსაბუთებელი ფულადი თანხების ამავე პირებზე საქართველოში გადმორიცხვას, დანაწევრებასა და შემდგომ ასევე ყალბი პასპორტების მონაცემების გამოყენებით, მათთვის სასურველ ანგარიშებზე თურქეთში გადარიცხვას. აღნიშნული პასპორტის მონაცემები გაცემული იყო ფიქტიურ პირებზე და რეალურად, შპს „ზ------------ის“ მეშვეობით, ფულადი თანხების მიღებას, დანაწევრებას და მათთვის სასურველ ანგარიშზე გადარიცხვას ახდენდნენ ი-–---------------–--, ი-–-------–--ი, ზ-----------ი და ჯ-------–---------ი.
აღნიშნული სქემის მიხედვით, ჯ-------–---------ის, ი-–---------------–--ს, ზ-----------ისა და ი-–--------–---ს (ა-------------ი) მიერ, „ზ-------------ის“ მეშვეობით, 244 ყალბი პასპორტის გამოყენებით, 25.03.2016წ.-დან 27.03.2017წ.-მდე „თ-------“ ბანკის ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 1 104 233,88 აშშ დოლარი და 1 044 096.05 ევრო. აღნიშნული პასპორტებიდან 15 ყალბი პასპორტის გამოყენებით, დანაწევრებით, მათთვის სასურველ პირებზე იმავე პერიოდში გადარიცხული იქნა 59 331.64 აშშ დოლარი, 2662.85 ევრო და 100.50 ლარი, ხოლო ზ-----------ის მიერ მისი საბანკო ანგარიშების გამოყენებით, მიღებული დაუსაბუთებელი თანხებიდან მათთვის სასურველ ანგარიშებზე გადარიცხული იქნა 1 660 234 აშშ დოლარი, 2158 ევრო და 56115 თურქული ლირა.
აღნიშნული ქმედებით ზ-----------მა, ი-–---------------–--მ, ჯ-------–---------მა და ი-–--------–--მა (ა-------------ი) მოახდინეს დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ზ-----------ის, ჯ-------–---------ის, ი-–---------------–--სა და ი-–-------–--ის (ა------------ი) მხრიდან.
აგრძელებდნენ რა დანაშაულებრივ საქმიანობას, ზ-----------ის, ჯ-------–---------ის, ი-–---------------–--სა და ი-–-------–--ის (ა------------ი) ორგანიზებით, ა------–-----------------მ 2016 წლის 17 ოქტომბერს, სს ,,თ------- ბანკ’’-ში გახსნა საბანკო ანგარიშები ლარში, აშშ დოლარში და ევროში. საბანკო ანგარიშების გახსნა მიზნად ისახავდა აღნიშნულის გამოყენებით, სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხების დაუფლებას.
საბანკო ანგარიშის გახსნიდან მცირე დროში, 2016 წლის 16-სა და 18 ნოემბერს, ა------–-----------------ს აშშ დოლარში გახსნილ საბანკო ანგარიშზე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფიზიკური პირი - მ----------------საგან (M----------- მის: 5-----------------------------------) ჩაერიცხა ჯამში 90 397 აშშ დოლარი. ხსენებული თანხის ტრანზაქცია განხორციელებულ იქნა „ვ--–----------“ ბანკიდან (W---------------) ფინანსური ინსტიტუტის „ბ-----------–-----------------------“-ის (B----------------------------) მეშვეობით. ფულადი თანხების ჩარიცხვის დღესვე, ა------–-----------------ს მიერ, ზ-----------ის მითითებით, სს ,,თ----------’’-ის აღმაშენებლის ფილიალიდან სრულად იქნა გატანილი 90 397 აშშ დოლარი.
2016 წლის 22 ნოემბერს, სს ,,თ----------’’-ში მიღებული „ს------“ შეტყობინების საფუძველზე, დადგენილი იქნა, რომ 90 397 აშშ დოლარის გადმორიცხვა განხორციელდა თაღლითობის შედეგად. დაზარალებულის მიერ მოთხოვნილი იქნა ფულადი თანხის უკან დაბრუნება, რაც ვერ განხორციელდა იმის, გამო, რომ თანხა სს ,,თ----------ი“-დან სრულად იყო გატანილი ა------–-----------------ს მიერ. აღნიშნული ქმედებით ი-–---------------–--, ჯ-------–---------ი, ა------–------------------, ზ-----------ი და ი-–-------–--ი (ა------------ი) თაღლითურად დაეუფლნენ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 90 397 აშშ დოლარს.
დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი ბუნების, განთავსებისა და რეალური მესაკუთრის შენიღვის მიზნით, ა------–-----------------ს მიერ ზ-----------ის, ი-–---------------–--ს, ჯ-------–---------ისა და ი-–-------–--ის (ა------------ი) მითითებით, ფულადი თანხა - 45 700 აშშ დოლარი და 43 600 აშშ დოლარი შეტანილ იქნა ქ-------–--–--------–-----–------------------------ში არსებულ სს ,,ი–------------------–--’’-ში ამ უკანასკნელის საბანკო ანგარიშზე. ზ-----------მა შეტანილი თანხიდან ნაღდი ანგარიშწორებით ბანკიდან გამოიტანა 8000 აშშ დოლარი, საიდანაც დაახლოებით 7450 აშშ დოლარი გადასცა ი-–---------------–--ს, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი გადარიცხა ჯ-------–---------ის (C-------------) საბანკო ანგარიშზე თურქეთში, რითაც ერთის მხრივ კანონიერი სახე მიეცა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ხოლო მეორეს მხრივ შეინიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, განთავსება და რეალური მესაკუთრე. აღნიშნული ქმედებით ზ-----------მა ჩაიდინა 89 300 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
ზ-----------ი, ი-–-------–--ი (ა------------ი), ი-–---------------–-- და ჯ-------–---------ი აგრძელებდნენ რა დანაშაულებრივ საქმიანობას, განიზრახეს მათივე ჯგუფის წევრის მ--------------ის მფლობელობაში არსებული ფ-----------ს (F--------) სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით, სს „თ----------ში“ გახსნილი საბანკო ანგარშის მეშვეობით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათივე მითითებით, მ--------------ისა და მ---------------------------ის მიერ, ფ-----------ს ყალბი პასპორტის გამოყენებით, სს „თ----------ში“ გახსნილი იქნა მულტისავალუტო საბანკო ანგარიში, სადაც 2016 წლის 18 ნოემბერს ჩაირიცხა 2 000 აშშ დოლარი. გადმომრიცხავს წარმოადგენდა შვეიცარიაში მცხოვრები ქ----------------------ი (C------------------). იმავე კონტრაჰენტისგან, ამავე საბანკო ანგარიშზე განხორციელდა გადმორიცხვები 2016 წლის 21 ნოემბერს 2 000 აშშ დოლარის ოდენობით და 2016 წლის 13 დეკემბერს 5 000 აშშ დოლარის ოდენობით. ჩარიცხული თანხები ნაღდი ანგარიშსწორებით ბანკიდან გამოჰქონდათ მ--------------სა და მ-------------------------ს, საიდანაც ნაწილი რჩებოდა მ--------------სა და მ-------------------------ს, ხოლო ნაწილი, ამ უკანასკნელის მეშვეობით, გადაეცემოდათ ზ-----------ს, ი-–-------–--ს (ა------------ი), ი-–---------------–--სა და ჯ-------–---------ს.
ანალოგიური სქემის თანახმად, 2017 წლის 13 თებერვალს, მ-------------------------ის სახელზე ამჯერად სს „ვ-----------ში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე შვეიცარიაში მცხოვრები პიროვნება ქ----------------------ისაგან (C------------------). ჩარიცხული იქნა 5000 აშშ დოლარი, რაც 13 და 14 თებერვალს სრულად იქნა გატანილი საბანკო ანგარიშიდან მ-------------------------ის მიერ. ორივე შემთხვევაში გადმორიცხვებს წინ უძღოდა ე.წ „სასიყვარულო თაღლითობის“ სქემის გამოყენება ქ----------------------ის მიმართ. კერძოდ, ამ უკანასკნელთან, დისტანციურად, ინტერნეტის გამოყენებით, კონტაქტს ამყარებდა გამოძიებისათვის ამ ეტაპზე დაუდგენელი პირი, რომელიც წინასწარ მოფიქრებული სხვადასხვა ცრუ ინფორმაციისა და გაყალბებული დოკუმენტაციის მიწოდების საფუძველზე, ქ----------------------ს სთხოვდა ფულადი თანხების გადმორიცხვას ფ-----------სა და მ-------------------------ის საბანკო ანგარიშებზე საქართველოში. ქ----------------------ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია აღქმული იქნა რეალურად და ოთხ ტრანზაქციად, ჯამში 14 000 აშშ დოლარი გადმორიცხა საქართველოში, საიდანაც 9 000 აშშ დოლარი ჩაირიცხა ფ-----------ს სახელით გახსნილ მ--------------ის საბანკო ანგარიშზე სს „თ----------ში“, ხოლო 5 000 აშშ დოლარი კი ჩაირიცხა მ-------------------------ის საბანკო ანგარშზე სს „ვ----------- ჯ--------ში“. აღნიშნული ქმედებით მ-------------------------ი, მ--------------ი, ზ-----------ი, ი-–---------------–-- და ი-–-------–--ი (ა------------ი) თაღლითურად დაუფლნენ ქ-----------------------ს კუთვნილ 14 000 აშშ დოლარს.
წინასწარ აპრობირებული სქემით, ორგანიზატორების მითითებით, აგრძელებდენენ რა დანაშაულებრივ საქმიანობას, მ--------------ის საკუთრებაში არსებული ფ-----------ს ყალბი მონაცემებით განხსნილ სს ,,ტ---------“-ის ანგარიშზე განსათავსებლად გადმოირიცხა 9385 აშშ დოლარი, ბანკმა ტრანზაქცია მიიჩნია საეჭვოდ და გადმორიცხული თანხა განათავსა სატრანზიტო ანგარიშზე. 2017 წლის 31 იანვარს, სს ,,ტ---------“-მა შუამავალი ,,C----------”-დან მიიღო „ს------“ შეტყობინება თანხის თაღლითური წარმომავლობის შესახებ და მოითხოვა ტრანზაქციის უკან დაბრუნება. მიუხედავად მ--------------ისა და მ-------------------------ის მოთხოვნისა, ბანკმა არ გასცა თანხა ამ უკანასკნელზე, რის გამოც მათ ვერ შეძლეს ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების სისრულეში მოყვანა. 2017 წლის 1 თებერვალს, ამერიკული კომპანია „B-----------------------------------“-ს გან (მისამართი: 2---------------------------------) ასევე ყალბი მონაცემებით სს „ბ-----------“-ის ანგარიშზე განსათავსებლად გადმოირიცხა 173 894 აშშ დოლარი, გადმომრიცხავი შუამავალი ბანკს წარმოადგენდა „D-------------------------------------”. ამ შემთხვევაშიც სს „ბ-----------“-მა მიიჩნია ტრანზაქცია საეჭვოდ და გადმორიცხული თანხა განათავსა სატრანზიტო ანგარიშზე. 2017 წლის 3 თებერვალს სს „ბ-----------“-მა გადმომრიცხავი „D-----------------------------------”-დან მიიღო „ს------“ შეტყობინება თანხის თაღლითური წარმომავლობის შესახებ და მოითხოვა ტრანზაქციის უკან დაბრუნება. მიუხედავად მ--------------ისა და მ-------------------------ის მოთხოვნისა, ბანკმა არც ამჯერად განახორციელა თანხის სატრანიზიტო ანგარიშიდან ყალბი პასპორტით შექმნილ ფ-----------ს ანგარიშზე გადატანა, რის გამოც ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების სისრულეში მოყვანა. აღნიშნული ქმედებით ამერიკულ კომპანია „B-----------------------------------“-ს შესაძლოა მიდგომოდა დიდი ოდენობის - 173 894 აშშ დოლარის მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით:
ზ-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართელოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 საწილის „გ“ და „ა“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (მ---------------ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ქ----------------------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (სს „თ----------ი“-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქ----------------------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „ა“ ქვეპუნქტებით (სს „თ----------ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „ა“ ქვეპუნქტებით (სს „ი–------------------–--“ -ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „ა“ ქვეპუნქტებით (სს „ი–------------------–--“-ს ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ზ------------ს სასჯელის სახით, საბოლოოდ, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
ზ-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 28 მარტიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ზ-----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ნ---------–-----მა და გ----------მ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ზ-----------ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ-----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ---------–-----ისა და გ----------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზ-----------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების – მ--------------ის, ა------–-----------------ს, გ--–----------ის, ხ------------–--–---–ის, ო-------------–---–ის, თ-----------------ის, ნ--------------ს, ა-–------------ის, დ---------------ის ჩვენებებით, სს ,,თ----------ი“-დან ამოღებული დოკუმენტაციით, სს ,,ი–------ი საქართველო“-დან ამოღებული დოკუმენტაციით, სს ,,-----------“-დან ამოღებული დოკუმენტაციით, სს ,,თ----------ი“-დან და სს ,,ი–------------------–--“-დან გამოთხოვილი სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებით, აშშ-დან სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიღებული მტკიცებულებებით, შპს ,,ზ------------ის“ ოფისის ჩხრეკისას ამოღებული დოკუმენტაციით, საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ გამოთხოვილი ინფორმაციით, სსიპ ,,შემოსავლების სამსახური“-დან გამოთხოვილი დოკუმენტაციით, სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, თემატური რევიზიის აქტით, თურქეთის საკონსულოს მიერ გამოგზავნილი ინფორმაციით და ანკარის ინტერპოლიდან მიღებული ინფორმაციით, მ--------------ის და ა------–-----------------ს მიმართ არსებული გამატყუნებელი განაჩენებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ზ-----------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ და ,,ა» ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 1904/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, №21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
წარმოდგენილ საპელაციო საჩივარში, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვებში დაცვის მხარემ განაცხადა, რომ საქმეში არ არსებობს ზ-----------ის მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. სააპელაციო პალატა დაცვის მხარის ზემოხსენებულ მოსაზრებებს და დასკვნებს ვერ გაიზიარებს, რადგან აღნიშნული არ დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებებით. აღნიშნულ კონტექსტში პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ მტკიცებულებებზე, რომლითაც უტყუარად იქნა დადასტურებული მსჯავრდებულ ზ-----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ და ,,ა» ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა.
საქმის არსებითი განხილვისას, მოწმე მ--------------მა განმარტა, რომ ზ-----------ი გაიცნო საქართველოში და მასთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. მოწმე 2016 წელს ჩამოვიდა თურქეთიდან ბათუმში, სადაც მას დახვდა ი-–---------------–--, რომელთან ერთადაც შემდეგ თბილისში ჩავიდა. თურქეთიდან საქართველოში ჩემოდნით შემოიტანა სამი ყალბი პასპორტი, რათა შემდეგ მათი საშუალებით საქართველოს ბანკებიდან გამოეტანათ თანხა. საბანკო ანგარიშებზე ფული უნდა ჩარიცხულიყო აშშ-დან, ჰოლანდიიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომელიც შემდეგ უნდა გამოეტანა მას (მოწმეს) და მის თანამზრახველებს. მათ, მ---------------------ის დავალებით, საბანკო ანგარიშები გახსნეს ყალბი პასპორტებით ,,თ-----------ში“, ,,ვ------------ში“, ,,ტ----------ში“ და ,,ბ---------ში“. ჩამოსვლიდან მეორე დღეს თანხა გამოიტანა ი-–---------------–--სთან ერთად 1500 დოლარის ოდენობით. ასევე, თბილისში გამოიტანა თანხა 14 000 დოლარის ოდენობით. იგი (მოწმე) მ-----------------–--სთან ერთად თანხის გამოტანის შემდეგ 2016 წლის 3 ნოემბერს ჩამოვიდა თბილისში, ორთაჭალაში, სადაც დახვდნენ მ---------------------ი და კიდევ ორი პირი, რომელთან ერთადაც შემდეგ გამოჰქონდა თანხები. დავალებებს ი-–-------–------–-- აძლევდა. მოწმის განმარტებით, მან ზ-----------ი გაიცნო ,,თ----------თან“, როდესაც პირველ ჯერზე 8 000 დოლარი გამოიტანეს. ამ დროს მ---------------ც მათთან ერთად იყო. 100 პროცენტიდან 2 პროცენტს იღებდნენ საკომისიოს. დ--------------ც თავისი საკომისიო აიღო, რის შემდეგაც ზ-----------მა თანხა წაიღო ი-–---------------–--სთვის. ამის გარდა იგი (მოწმე) ზ-----------ს კიდევ შეხვდა, როდესაც 173 894 დოლარის ოდენობის თანხა უნდა გამოეტანათ ,,ტ---------დან“, რომელიც მოსული იყო ფ-----------ს სახელზე. მოწმის განმარტებით, აღნიშნული თანხა ვერ გამოიტანეს, ვინაიდან თანხა იყო ყალბი პასპორტის საფუძველზე დარიცხული, რომელიც მას ჰქონდა. ამის გამო, ისინი წავიდნენ რუსთაველის გამზირზე არსებულ ,,ტ--------ში“, თუმცა იქიდანაც ვერ გამოიტანეს თანხა. შემდეგ მ--------------- ზ-----------ს ელაპარაკა, რის შემდეგაც ზ-----------მა ზედიზედ სამი მეილი გაუგზავნა ,,ტ--------ს“, რომ მოეგვარებინა ეს საკითხი, მაგრამ თანხა მაინც ვერ გამოიტანეს. კომპანია ,,ზ-----------თან“ დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული ზ-----------ის კომპანიაა, რომელიც ახორციელებდა ფულის გადარიცხვებს, თანხის დახურდავებას და ასე შემდეგ. ასევე კომპანია მათ მიერ გადაცემულ თანხებს ი-–---------------–--ს უგზავნიდა, რომელიც იყო მათი უფროსი. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ზ-----------ი არ იყო და მისი დავალებით, მან (მოწმემ) თანხა გადასცა სხვა პირს. უშუალოდ მას (მოწმეს) საქართველოში შემოსვლისას ჰქონდა სამი ცალი ყალბი პასპორტი, ა--------------------ის სახელებზე გაცემული. ამის შემდეგ კიდევ ოთხი პასპორტი ჩამოუვიდა დ-------ს სახელზე, ა----------ს სახელზეც იყო გაცემული პასპორტი. ამ ხუთი პასპორტით გაიხსნა საბანკო ანგარიშები. ა----------ს სახელზე გაკეთებულ პასპორტზე ძალიან ბევრი თანხა მოდიოდა, თუმცა დაჭერის შიშით მან (მოწმემ) აღნიშნული პასპორტი დახია. ამის გამო მას ჩხუბი მოუვიდა მ---------------------თან. მოწმის განმარტებით, ზ-----------ს შემოსული თანხების 4% ერგებოდა. მოწმის განმარტებით, მისი ჯგუფის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფულის გათეთრებას, კერძოდ, ყალბი პასპორტების გამოყენებით სხვისი საბანკო ანგარიშებიდან გამოჰქონდათ ,,მკვდარი ფული“, ხაზინაში დარჩენილი ფულები და გარდაცვლილი ადამიანების დარჩენილი ფულები, მოპარვას, რომელსაც აძლევდნენ ზ-----------ს, ხოლო ეს უკანასკნელი აძლევდა ი-–---------------–--ს.
მოწმე ა------–-----------------ს განმარტებით, ზ-----------ი გაიცნო 2016 წელს, ბათუმში ჩამოსვლისას. მას (მოწმეს) ზ-----------მა უთხრა, რომ თანხები უნდა შემოსულიყო საქართველოში და ამ მიზნით გაახსნევინა საბანკო ანგარიში. თავდაპირველად მას (მოწმეს) არ ჰქონდა ინფორმაცია თანხების ოდენობასთან დაკავშირებით. იცოდა, რომ შემოსული თანხა იყო კანონსაწინააღმდეგო, თუმცა ვისგან შემოდიოდა და რა ოდენობის, არ იცოდა. პირველად ანგარიში გახსნა ,,თ-----------ში“ - დოლარში, ევროში და ლარში. მოგვიანებით გახსნა ,,ბ---------ში“ და ,,ტ--------ში“, ბოლოს კი - ,,რ-------–---ში“. 2016 წლის ოქტომბერში, ან ნოემბერში ,,თ----------ში“ ჩაერიცხა 46 000 აშშ დოლარი, რომელიც გამოიტანა და ზ-----------ის მითითებით, მაშინვე მის ანგარიშზე შეიტანა ,,ი–-----ში“. ორი დღის შემდეგ ისევ დაუჯდა ანგარიშზე 46 000 დოლარი, რომელიც კვლავ ზ-----------ის ანგარიშზე შეიტანა. მასსა (მოწმესა) და ზ-----------ს შორის კომუნიკაცია ხდებოდა ტელეფონის მეშვეობით. მეორედ თანხის გამოტანისას ბანკში შეექმნა პრობლემა და მოსთხოვეს ანკეტის შევსება, რაშიც შემდეგ ზ-----------ის მითითებით, გ--–----------ე დაეხმარა. ანკეტის შევსებისას ზ-----------მა უთხრა, რომ მოეფიქრებინა რაიმე ტყუილი, თუ რისთვის სჭირდებოდა აღნიშნული თანხა. მან (მოწმემ) ანკეტაში მიუთითა, რომ არაბეთში ჰყავდა მეგობარი, რომელიც საქართველოში ბინის საყიდლად უგზავნიდა თანხას. ამის შემდეგ მან (მოწმემ) თანხის გამოტანა შეძლო. პირველი ჩარიცხვის დროსაც ჰქონდა პრობლემა თანხის გამოტანისას, რა დროსაც მან დაურეკა ზ-----------ს, რომელმაც ბანკის თანამშრომელს ტელეფონით აუხსნა სიტუაცია, რის შემდეგაც თანხა უპრობლემოდ გამოიტანა. გადმორცხული თანხებიდან ზ-----------ის ანგარიშზე დარჩა 8000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა გადაერიცხა ჯ------–---------ს, რომელიც იყო ამ დაჯგუფების უფროსი. ხსენებული დაჯგუფება სხვადასხვა პირთა პასპორტების გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვებდნენ თანხას და ახდენდნენ ამ თანხის სხვა ანგარიშებზე გადარიცხვას. ყალბ პასპორტებს მათ უმზადებდა ჯ------–---------ი, რასაც შემდეგ თურქეთიდან უგზავნიდა საქართველოში. ერთ დღეს მან (მოწმემ) ოფისში დაინახა, რომ დენიზ ზიიპანმა ზ-----------ს მისწერა, ,,შეიძლებოდა თუ არა ამ ფოტოებით ყალბი პასპორტის დამზადება?“ ამის შემდეგ ნახა, რომ მათთან თურქეთიდან ჩამოვიდა პასპორტები, ხსენებული სურათებით. მოწმის განმარტებით, კომპანია ,,ზ-----------ი’’ ახორციელებდა თანხის დახურდავებას, საზღვარგარეთიდან გზავნილების მიღებას, მანქანის ყიდვა/გაყიდვას, სახლის ყიდვა/გაყიდვას და ა.შ. აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი იყო ზ-----------ი, ხოლო დირექტორი გ--–----------ე. ,,ზ-----------ის“ და ჯგუფის წევრების სქემის მიხედვით, თანხის გადარიცხვების თავში იდგა ი-–---------------–--, რომელიც თურქეთიდან ჩამოყვანილ მეგობრებთან ერთად ბანკებში ხსნიდა ანგარიშებს. ისინი საზღვარგარეთიდან რა გზებით რიცხავდნენ თანხებს, არ იცის, მაგრამ, მისი განმარტებით, ეს თანხები იყო უკანონო გზით მოპოვებული, რომელსაც შემდეგ საქართველოდან გზავნიდნენ თურქეთში. ჯგუფის წევრებს ბანკებიდან გამოტანილი თანხები მიჰქონდათ თბილისის ოფისში, სადაც იმყოფებოდა ის (მოწმე), რომელიც შემდეგ ამ თანხებს ურიცხავდა ან პირადად აძლევდა ზ-----------ს. ეს უკანასკნელი კი თანხებს რიცხავდა ჯ-------–---------ის ანგარიშზე.
მოწმე გ--–----------ის განმარტებით, მუშაობდა ,,ზ-----------ში“, სადაც ზ-----------ი იყო მისი უფროსი. 2015 წლის ბოლოს მოწმე შეხვდა თურქ მოქალაქეებს, რომელთაც უთხრეს, რომ ქ. ბათუმში სურდათ ბიზნესის წარმოება, მათ ჰქონდათ იჯარით აღებული ფართი, რომელიც იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის შესაბამის დონეზე აღჭურვილი. მათ სთხოვეს დახმარება შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში, რის სანაცვლოდაც სათანადო ფულად ანაზღაურებასაც დაპირდნენ, რაზეც იგი (გ----------ე) დათანხმდა და დაეხმარა ზ-----------ს დოკუმენტების მოწესრიგებაში, რის შემდეგაც ზ-----------მა იგი დატოვა სამსახურში და გააგრძელა მასთან თანამშრომლობა. როდესაც პროგრამული უზრუნველყოფა ჰქონდათ, გზავნილების გაგზავნაც და მიღებაც ხდებოდა პირის კომპანიაში მისვლით, იდენტიფიკაციის დოკუმენტის წარდგენით და შესაბამისი გზავნილის კოდის წარდგენის შემდეგ ხდებოდა თანხის განაღდება. პიროვნების იდენტიფიკაციის შემდეგ სპეციალური კოდის წარდგენის შემდეგ ხდებოდა თანხის მოხსნა ან გადაგზავნა. მოწმის განმარტებით, თუ გარეშე პირი მივიდოდა თანხის გასატანად, პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის, პირადობის მოწმობისა და კოდის წარდგენის შემთხვევაში ხდებოდა თანხის გაცემა, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ზ-----------ის მეგობრები, რომლებიც მუშაობდნენ ბათუმში სხვადასხვა თანამდებობაზე და რომლებიც ვერ ახერხებდნენ მისვლას, აძლევდნენ კოდებს, პირადობის მოწმობების ასლებს და ხდებოდა თანხის გაცემა, რომელზეც შემდეგ აკეთებდნენ ხელმოწერებს. შემდეგ ზ-----------ი ,,აგვარებდა“ იმ პიროვნებებთან. განაღდების დოკუმენტაციაზე ერთ მხარეს ხელს აწერს ოპერატორი, რომელიც ერთ შემთხვევაში იყო ხოლმე მოწმე, ხოლო მეორე შემთხვევაში - ზ-----------ი. კლიენტის ადგილას დოკუმენტზე ზ-----------ი აწერდა ხელს, რადგან შემდეგ მოწმე იმ პიროვნებებს ვერ ხედავდა, ვისაც უნდა მოეწერა ხელი. მან (გ--–----------ემ) ზ-----------ს განუმარტა, რომ ეს დარღვევა იყო, მაგრამ ჩ-----მა აუხსნა, რომ ისინი იყვნენ მისი მეგობრები, რომელთაც პრობლემა არ ჰქონდათ ამაზე და შეხვედრისას ,,გასწორდებოდნენ“. თანხა სალაროდან არ გაიცემოდა, ჩ-----ი საბანკო ანგარიშიდან ხსნიდა თანხას, ნაწილი მიდიოდა სალაროში, ხოლო დანარჩენი ნაწილი სად მიდიოდა, არ იცის. მოწმის განმარტებით, იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ქსეროასლები იყო ოფისში, რომლებზეც ხელმოწერა არ იყო დაფიქსირებული და შემდეგ პასტით იყო ჩაწერილი ხელმოწერა. მისი (მოწმის) ვარაუდით, ეს ხდებოდა იმიტომ, რომ არ იყო პასპორტის ასლები ორიგინალი. ზ-----------მა პასპორტის დაახლოებით ოცამდე ასლს მოაწერა ხელი, რომლებშიც სხვადასხვა პირის სურათები იყო ჩაკრული. გამოყენებული იყო თურქეთის მოქალაქეების პასპორტები. მოწმეს ზ-----------ისთვის არ უკითხავს, თუ საიდან მიჰქონდა პირადობის მოწმობების ასლები ან რატომ აწერდა თვითონ ხელს, რადგან მისი დირექტორი იყო და კითხვების დასმას ვერ ბედავდა. ჩ-----ი მას ეუბნებოდა, რომ არ იყო არანაირი პრობლემა, რადგან იგი იყო პასუხისმგებელი დირექტორი აქ და რასაც მიუთითებდა, ის გაეკეთებინა. სალაროდან რეალურად თანხების გაცემა არ ხდებოდა, დაბალანსება ისევ ტრანზაქციებით ხდებოდა უცხოეთში და ამით ბალანსდებოდა. ზ-----------ის დავალებით, დაახლოებით ოთხჯერ იყო გადასული თურქეთში, საიდანაც ზ-----------ს გამოუგზავნა საფოსტო გზავნილი. მეხსიერების ბარათით თბილისის ფილიალში კომპიუტერში გადმოწერეს დაახლოებით 20-30 პირადობის მოწმობის ასლი. სალარო შემოსავლების ორდერებში აღნიშნული ჰქონდათ პასპორტებით ტრანზაქციები, რომელთა ტრანზაქციებზეც ხელს აწერდა ზ-----------ი. ,,ზ-----------ში“ მუშაობდა საქართველოს სამი მოქალაქე და თურქეთის ორი მოქალაქე. თურქეთის მოქალაქეები იყვნენ ზ-----------ი და ა------------ი, საქართველოს მოქალაქეები კი იყვნენ თავად (გ--–----------ე), დ---------------ე და თ--------------ე. დოკუმენტების ნამდვილობისა და პირის იდენტიფიკაციის ვალდებულება კომპანიას ჰქონდა. დოკუმენტის შემოწმების ვალდებულება არც ეროვნულ ბანკს ჰქონდა და არც ,,თ----------ს“. მოწმის განმარტებით, მან ა------–------------------ გაიცნო როგორც ზ-----------ის მეგობარი, რომელიც მათ კომპანიაში ხშირად სტუმრობდა. თბილისის ფილიალი როდესაც გაიხსნა, დ-------ც თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და მას ხშირი ურთიერთობა ჰქონდა ზ-----------თან. როდესაც მოწმე თბილისში იმყოფებოდა, ზ-----------მა დაურეკა მას და უთხრა, რომ ა------–-------------------ს ჰქონდა თანხა ჩარიცხული და ვერ ახერხებდა გამოტანას, შესაბამისად, მან მოწმეს სთხოვა დახმარებოდა მას კითხვარის შევსებაში, რომელსაც ბანკში სთხოვდნენ. ,,თ----------ის“ აღმაშენებლის ფილიალში ოპერატორმა მას (მოწმეს) აუხსნა, რომ უნდა მიეთითებინა თანხის წარმომავლობა და მიზნობრიობა. ამასთან დაკავშირებით ზ-----------მა უთხრა, რომ თანხა საჭირო იყო უძრავი ქონების შესაძენად და აღნიშნული თანხა ა------–--------ის მეგობარმა გადმორიცხა, რომელთან ერთადაც მუშაობდნენ არაბეთში. ამ მომსახურების სანაცვლოდ ა------–--------ს რაღაც თანხა დარჩებოდა და ამიტომ აკეთებდა იგი ამას. ა------–--------მა გამოიტანა 43-46 000 დოლარამდე და როდესაც გამოვიდნენ ბანკიდან, მან ეს თანხა ,,ი–-----ში“ ჩარიცხა ზ-----------ის ანგარიშზე. მოწმის განმარტებით, ს--------------–--ს სახელზე გაცემულ ყალბ პასპორტში მისი პირადი ნომერია მითითებული, რის შესახებაც მისთვის გამოძიების ეტაპზე გახდა ცნობილი. ერთადერთი წვდომა მის პასპორტთან და მონაცემებთან კომპიუტერში ჰქონდა ზ-----------ს. ჯ------–---------ი 2016 წლის თებერვლის ბოლოს ჩავიდა ბათუმში, რომელიც მას (მოწმეს) ზ-----------მა გააცნო, როგორც მისი ნათესავი, რომელიც მომავალში იქნებოდა თბილისის ფილიალის მენეჯერი.
მოწმე ხ------------–--–---–ის განმარტებით, 2016 წლიდან მუშაობდა სს ,,-----------ს“ თბილისის ფილილში, კლიენტთა სერვისცენტრში. ამ პერიოდში მის სამსახურში მისული იყო თურქეთის მოქალაქე ა------------, რომელსაც ანგარიშიდან თანხის გატანა სურდა. იგი გაურკვევლად საუბრობდა და ვერ აკონკრეტებდა, თუ საიდან იყო ჩარიცხული ეს თანხა. საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა იყო, რის გამოც თანხა ვერ გაიცა. აღნიშნულმა პიროვნებამ ასევე ვერ დააკონკრეტა, თუ ვინ იყო გადმომრიცხავი. ამასთან, ხსენებული საბანკო ანგარიში კონტროლზე იყო დაყენებული მონიტორინგის სამსახურის მიერ, რომ მათთან დაკავშირების გარეშე არ გაცემულიყო თანხა. თანხა ჩარიცხული იყო ამერიკიდან, ხოლო ჩამრიცხავი იყო სოფისტური ეკლესია, რაც ბანკმა საეჭვოდ მიიჩნია. მონიტორინგის სამსახურმა მას (მოწმეს) მიუთითა, რომ მოეთხოვა დამატებითი ინფორმაცია, ხელშეკრულება ან სხვა რაიმე გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ანუ რის საფუძველზე იყო დარიცხული თანხა. ამაზე უთხრეს, რომ ვერ წარმოადგენდნენ დოკუმენტაციას და ამიტომ ბანკს არ გაუცია თანხა.
მოწმე ო-------------–---–ის სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 2017 წლის იანვარ- თებერვლის პერიოდში მუშაობდა და დღესაც მუშაობს სს ,,-----------ს“ სამართლებრივი მხარდაჭერის განყოფილების უფროსად. 2016 წლის 9 დეკემბრიდან ფ----------ს ,,ბ---------ში“ გახსნილი აქვს მულტი სავალუტე ანგარიში, ანუ ანგარიში რამდენიმე ვალუტაში, რომელზეც ბანკი უწევდა მომსახურებას. ხსენებული ანგარიშები დაიხურა 2017 წლის 3 თებერვალს. 2017 წლის 25 იანვარს ბანკმა მიიღო შეტყობინება ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან, რომ ფ-----------ს მიმართ მიმდინარეობდა გამკაცრებული მოქმედებები, რადგან მის ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციები მიიჩნეოდა საეჭვოდ და ბანკი უფრო მეტ მონიტორინგს ახორციელებდა. ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფ-----------ს ანგარიშზე 173 894 ჩარიცხვის მცდელობა ნამდვილად იყო, მაგრამ ეს თანხა არ დასმულა ანგარიშზე, რადგან ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან უნდა გავლილიყო შესაბამისი პროცედურები და მათ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება, დასვამდნენ თუ არა თანხას ანგარიშზე. ხსენებული თანხა ირიცხებოდა ბაპტისტური ეკლესიიდან. ბანკს ინფორმაცია აქვს თანხის წარმომავლობის შესახებ შესაბამისი ს------იდან, საიდანაც თანხის ჩარიცხვა მოხდა. გადმომრიცხავიდან თანხა ირიცხებოდა შუამავალი ბანკის - ,,დ-----------ს“ მეშვეობით. ხსენებული თანხა ,,ბ---------მა“ გააჩერა შიდა სატრანზიტო ანგარიშზე და ახორციელებდა მონიტორინგს, თუ რამდენად კანონიერად იყო ეს თანხა გამოგზავნილი. სწორედ ამიტომ ბანკი დაუკავშირდა ,,დ----------ს“ და სთხოვა ინფორმაცია ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კანონიერად იყო გადმორიცხული, საიდანაც მიიღო პასუხი, რომ ტრანზაქცია არ იყო ნამდვილი, იყო თაღლითური გზით მოპოვებული და ითხოვა ეს თანხა ,,ბ---------ს“ დაებრუნებინა გადმომრიცხავის ანგარიშზე. ,,ბ---------მა“ თანხა გადარიცხა უკან და დახურა ა------------ს სახელზე გახსნილი ანგარიშები. მოწმისთვის ბანკის ოპერატორებისგან და თანამშრომლებისგან ცნობილი გახდა, რომ ამ ფაქტამდე ბანკში გამოცხადდა ფ-----------ს სახელზე გაცემული პასპორტით პიროვნება, რომელიც აცხადებდა, რომ მის სახელზე უნდა ყოფილიყო თანხა ჩარიცხული და ითხოვდა ამ თანხის გატანას. იგი არასწორად უთითებდა თანხის ოდენობას და წარმოშობასაც, მას ახლდა კიდევ ერთი პიროვნება და მათი ქმედებები იწვევდა ეჭვს. ფ-----------ს პასპორტის მფლობელი პიროვნება აღმოჩნდა მ--------------ი, მაგრამ ანგარიშების გახსნის დროს ბანკი პასპორტის ნამდვილობას ვერ ამოწმებს, ისინი მიყვებიან იმ ინსტრუქციას, რაც დადგენილია ეროვნული ბანკის მიერ.
მოწმე თ-----------------ის განმარტებით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში მუშაობდა სს ,,ბ-----------ს“ სერვის ცენტრში, კლიენტთა მომსახურების უფროსად. აღნიშნულ პერიოდში დ-------მ და ა-----მ მიმართეს ბანკს. დ------- ითხოვდა ანგარიშიდან თანხის გატანას, თუმცა შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მას ანგარიშზე ფული არ ჰქონდა. იგი გადაჭრით აცხადებდა, რომ ანგარიშზე ფული ჩარიცხული ჰქონდა. მოწმემ დარეკა ფინანსური მონიტორინგის ცენტრში, საიდანაც დაუდასტურეს, რომ თანხა სატრანზიტო ანგარიშზე იყო გაჩერებული და როდესაც ხსენებული კლიენტი წარადგენდა თანხის ჩარიცხვის სათანადო დოკუმენტს, შემდეგ გაატანდა ამ თანხას. კლიენტებმა მას (მოწმეს) ვერაფერი გააგებინეს, რადგან ცუდად საუბრუბდნენ ქართულად, რის შემდეგაც ისინი ბანკიდან წავიდნენ.
მოწმე ნ--------------ს განმარტებით, მუშაობდა სს ,,ტ--------ში“, ოპერაციების განყოფილებაში და მის ერთ-ერთ მოვალეობას წარმოადგენდა საკორესპონდენტო ბანკებთან ურთიერთობა, საერთაშორისო გზავნილების ჩარიცხვა და კლიენტების ანგარიშებზე აღრიცხვა. მოწმის განმარტებით, ,,ტ--------ში“ ფ-----------ს სახელზე იყო გახსნილი საბანკო ანგარიში. პირველად ანგარიშზე ჩარიცხვა მივიდა ,,ს------ის“ საშუალებით, რომელიც სპეციალური სისტემაა, რომლითაც ხდება ბანკებს შორის ინფორმაციის გაცვლა. 2016 წლის 6 იანვარს, ბანკმა მიიღო განსხვავებული ფორმატით კლიენტის ანგარიშზე 9 385 დოლარის ჩარიცხვა, მაგრამ, ვინაიდან ეს იყო განსხვავებული ფორმატი და პირის იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა, თანხა ვერ იქნა დასმული მიმღების საბანკო ანგარიშზე და დასვეს გაურკვეველი თანხების ანგარიშზე (როგორც ეროვნული ბანკის ინსტრუქცია ითვალისწინებს). ამის შემდეგ გაიგზავნა ინფორმაცია, რომ ,,ტ---------“ ვერ რიცხავდა თანხას ანგარიშზე, რადგან პირის იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა, რაზეც მათ მიიღეს შესწორებული-ინფორმაცია, სადაც მითითებული იყო გადმომრიცხავი და მიმღებიც, რომელიც იყო ფ-----------. მეორე დილით, ბანკს მიუვიდა შეტყობინება, რომ ეს თანხა იყო გასაჩივრებული და მოითხოვეს მისი უკან დაბრუნება, რაც შესრულებულ იქნა.
მოწმე ა-–------------ის განმარტებით, 2016-2017 წლებში მუშაობდა სს ,,თ----------ში“, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ქვეგანყოფილების უფროსად. მის უშუალო მოვალეობებში შედიოდა კლიენტების ტრანზაქციების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მონიტორინგის სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება. მოწმის განმარტებით, ა------–-----------------ს ,,თ----------ში“ გახსნილი ჰქონდა საბანკო ანგარიში, რაზეც 2016 წლის 16 ნოემბერს და 18 ნოემბერს ჩაერიცხა 46 450 და 43 947 დოლარი. თანხის გატანის დროს მას ბანკის მიერ დაესვა კითხვები გადმომრიცხავზე და თანხის დანიშნულებაზე. დასმულ კითხვებზე კლიენტმა განაცხადა, რომ იგი ჩართული იყო სამაკლერო საქმიანობაში, ორი წლის წინ გადმომრიცხავთან ერთად მუშაობდა არაბეთში და გადმორიცხული თანხით ისინი აპირებდნენ ქონების შეძენას საქართველოში. ამის შემდეგ მან გაიტანა ორივე თანხა ანგარიშიდან. 2016 წლის 24 ნოემბერს ,,თ----------მა“ მიიღო შეტყობინება გამომგზავნი ბანკიდან, რომ აღნიშნული თანხა იყო თაღლითურად გამოგზავნილი და მოითხოვეს თანხის უკან დაბრუნება. მოწმემ ამის შესახებ შეატყობინა ფინანსური მონიტორიგის სამსახურს. დ-------ს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა მეტი არ ფიქსირდებოდა, მაგრამ დადგინდა, რომ იყო თანხის ჩარიცხვის მცდელობები. მოწმის განმარტებით, ზ-----------ი იყო ,,ზ-----------ის“ მესაკუთრე. აღნიშნული კომპანია იყო ,,თ----------ის“ სუბ-აგენტი. სუბ-აგენტი არის იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას სურს სწრაფი გზავნილების განხორციელება, აღნიშნული კომპანია მიმართავს ეროვნულ ბანკს და იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკისგან მიიღებს შესაბამის ლიცენზია/ნებართვას, მერე აქვს უფლება მიმართოს დიდ ბანკს (მაგ. ,,თ----------ს’’). შემდეგ ეს კომპანია ირთვება ,,თ----------ის“ სისტემაში და აძლევს უფლებას, რომ აღნიშნულმა კომპანიამ ისარგებლოს ბანკის სისტემებით სწრაფი გადახდების ჩარიცხვების დროს. ხელშეკრულების ფარგლებში ,,ზ-----------ს“ ჰქონდა უფლება მიეღო და განეხორციელებინა გზავნილები. ,,ზ-----------ი“ ჩვეულებრივად ემსახურებოდა კლიენტებს და თავიდან ბოლომდე იყო პასუხისმგებელი კლიენტის მომსახურებაზე. თვითონ ,,ზ-----------ს“ ევალებოდა კლიენტის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის შედგენა. ,,თ----------ს“ აქვს ინფორმაცია მასთან რეგისტრირებული კლიენტების შესახებ. რამდენიმე კლიენტი იყო დარეგისტრირებული გაყალბებული პასპორტით. კერძოდ, კლიენტების ოპერაციების ანალიზის დროს აღმოჩნდა, რომ რამდენიმე პასპორტში ერთი და იგივე სურათი იყო ჩაკრული. ბანკის კლიენტი იყო ვინმე ფ-----------, დ------ და ა-----. სამივე კლიენტის პასპორტის სურათი იყო იდენტური. ფ-----------ს ანგარიშზე სრულდებოდა ჩარიცხვები სხვადასხვა პირებისგან. ბანკის მიერ დასმულ შეკითხვებზე ა-----მ განმარტა, რომ ყველა იყო მისი ნაცნობი, მეგობარი და თვითონ ჩართული იყო მანქანების ბიზნესში. მისი თქმით, ყველა ეს ჩარიცხვები იყო მანქანებთან დაკავშირებული. 2016 წლის 4 იანვარს, ფ-----------ს ანგარიშზე ირიცხებოდა 4985 დოლარი, რომელიც გაჩერებული იყო ბანკის მიერ და ბანკმა დასვა შეკითხვა გამგზავნ ბანკთან, რაზეც მიიღო პასუხი, რომ აღნიშნული თანხა გაგზავნილი იყო თაღლითური გზით. ზუსტად იგივე შემთხვევა იყო დემირ საკზეც, რომელსაც 2016 წლის 13 იანვარს 6000 დოლარი ერიცხებოდა ანგარიშზე. გზავნილი იყო შვეიცარიიდან და ნორვეგიიდან.
მოწმე დ----------------ის განმარტებით, 2016 წლის იანვრიდან იგი მუშაობდა ,,ზ-----------ში“ ბუღალტრად. ზ-----------ის დავალებით, რამდენმეჯერმე გადარიცხა თანხები სხვადასხვა პირის მისამართით, რომლებზეც ზ-----------ი ეუბნებოდა, რომ მისი ნათესავები და ოჯახის წევრები იყვნენ. ასევე ყოფილა შემთხვევა, რომ ზ-----------ს მოწმის ნებართვის გარეშე გამოუყენებია მისი საბანკო ანგარიში და მოუხდენია თანხის გადარიცხვები, თუმცა, ვინაიდან იგი მისი უფროსი იყო, მას (მოწმეს) არანაირი პრობლემა არ ჰქონია. თანამშრომლები მითითებებს ყოველთვის ზ-----------ისგან იღებდნენ.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების ნაწილი (სს ,,თ----------ი“-დან ამოღებული დოკუმენტაცია, სს ,,ი–------ი საქართველო“-დან ამოღებული დოკუმენტაცია, სს ,,-----------“-დან ამოღებული დოკუმენტაცია, სს ,,თ----------ი“- დან და სს ,,ი–------------------–--“-დან გამოთხოვილი სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები, აშშ-დან სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიღებული მტკიცებულებები, შპს ,,ზ------------ის“ ოფისის ჩხრეკისას ამოღებული დოკუმენტაცია, საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ გამოთხოვილი ინფორმაცია, სსიპ ,,შემოსავლების სამსახური“-დან გამოთხოვილი დოკუმენტაცია, სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, თემატური რევიზიის აქტი, თურქეთის საკონსულოს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია და ანკარის ინტერპოლიდან მიღებული ინფორმაცია) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ზ-----------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში. ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ზ-----------ის მიერ ბრალდების კვალიფიკაციით ზემოხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.
სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარის მიერ მითითებულ ძირითად არგუმენტებზე. წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ მოწმეებმა მ--------------მა, ა------–-----------------მ და გ--–----------ემ გამოძიებას და შემდგომ სასამართლოს საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ მისცეს ბრალდების მხარისათვის სასარგებლო ჩვენებები. სააპელაციო პალატა დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას არ ეთანხმება და სრულად იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომელიც მიიჩნევს, რომ მოწმის მიერ იმუნიტეტის სანაცვლოდ მიცემული ჩვენების მტკიცებულებად დაშვება და გამოყენება ბრალდებულის მიმართ სამართალწარმოებას ავტომატურად უსამართლოდ არ აქცევს. სასამართლო ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ამოწმებს, რამდენად ეფუძნებოდა ბრალდებულის მსჯავრდება იმ მტკიცებულებას, რომელთან მიმართებაშიც ბრალდებულმა ვერ შეძლო, ან საკმარისად ვერ შეძლო დაცვის უფლებების განხორციელება, იყო თუ არა პროცესი შეჯიბრებითი და შეეძლო თუ არა ბრალდებულს ეროვნულ დონეზე მტკიცებულების დაშვებისა თუ გამოყენების გასაჩივრება, მის გამოკვლევაში მონაწილეობა, შეკითხვის დასმა და თავისი ვერსიის სასამართლოსთვის წარდგენა, ანუ, საბოლოო ჯამში, იყო თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1999 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Erdem v. Germany, 2004 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე Verhoek v. Netherlands). კონკრეტულ შემთხევაში მ--------------მა, ა------–-----------------მ და გ--–----------ემ ზ-----------ის საწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე, სადაც ზ-----------ის მხარე სრულფასოვნად იყო წარმოდგენილი ანუ სხდომებში მონაწილეობას იღებდა როგორც თავად ზ-----------ი, ისე, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები. ხსენებული მოწმეები დაიკითხნენ საპროცესო კანონმდებლობის დაცვით, მათი დაკითხვის მიმდინარეობისას დაცვის მხარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, მოწმეებისათვის დაესვა მათთვის მისაღები ნებისმიერი შეკითხვა. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოწმეთა დაკითხვის დროს პროცესი იყო შეჯიბრებითი და მხოლოდ ის გარემოება, რომ მ--------------ის და ა------–-----------------სა და ბრალდების მხარეს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, არ უკარგავს მითითებულ მოწმეთა ჩვენებების სანდოობას და ვერ გახდება მათი ჩვენებების არგაზიარების სამართლებრივი საფუძველი.
გარდა აღნიშნულისა, დაცვის მხარე აპელირებს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ყალბი პასპორტების გამოყენებით განხორციელებულ ტრანზაქციებში არ იკვეთება ზ-----------ის რაიმე ფორმით მონაწილეობა, ამასთან, მოწმის სახით დაკითხულმა ბანკის თანამშრომლებმა განაცხადეს რომ ზ-----------ს არ იცნობენ და საეჭვო ტრანზაქციების განხორციელების დროს იგი არ შეუმჩნევიათ. სააპელაციო პალატა აპელანტების აღნიშნულ არგუმენტებთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ ზ-----------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მოცემული დანაშაულების ჩადენა განხორციელდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება.
ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის მე–2 მუხლის თანახმად, „დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი“ ნიშნავს ერთი ან რამდენიმე მძიმე დანაშაულის, ან ამ კონვენციის შესაბამისად ასეთად მიჩნეული დანაშაულის ჩადენის მიზნით დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულ და შეთანხმებულად მოქმედ სტრუქტურული ფორმის მქონე, სამი ან მეტი პირისგან შემდგარ ჯგუფს, რომლის მიზანია, პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღოს ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებელი. ხოლო „სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფი“ ნიშნავს ჯგუფს, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები მის წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა დეტალურად განმარტეს, რა თაღლითური სქემით მოქმედებდა კონკრეტული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, საქართველოში არსებული საბანკო ანგარიშების გამოყენებით, მოტყუებით როგორ ეუფლებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დიდი ოდენობით ფულად თანხებს და შემდგომ როგორ ახდენდნენ უკანონო გზით დაუფლებული ფულადი თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემას. ასევე, საქმის მასალებით დადგენილია, აღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში ზ-----------ი რა ქმედებებს ახორციელებდა. ამდენად, დაცვის მხარის აპელირება, რომ ბანკის თანაშრომლები ზ-----------ს არ იცნობენ და საეჭვო ტრანზაქციების განხორციელების დროს იგი არ შეუმჩნევიათ, არ ნიშნავს, რომ ზ-----------ს მოცემული დანაშაულები არ ჩაუდენია. აქვე პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებით დადგენილია, ორგანიზებული ჯგუფის რომელი წევრები ახდენდნენ საქართველოში არსებული ბანკებიდან მოტყუებით დაუფლებული თანხების ყალბი პასპორტების მეშვეობით გამოტანას.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს, პალატა მას სამართლიანად მიიჩნევს. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, მიყენებული ზიანის ოდენობა და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, არ არის უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზ-----------ს ჩადენილი აქვს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული (მაკვალიფიცირებელ გარემოებებში თაღლითობა), რომელიც ქონებრივ ზიანს აყენებს მესაკუთრეს და ხასიათდება მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებით, ვინაიდან ხელყოფს მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება ადამიანის ერთ–ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს, რომელიც აღიარებული და უზრუნველყოფილია. რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს, პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ფულის გათეთრება, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, არის სოციალურად უაღრესად საშიში, ვინაიდან იგი თავისი არსით წარმოადგენს დანაშაულის დაფარვის ერთ-ერთ საშუალებას, ანუ პირი, რომელიც სჩადის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, იმავდროულად ახდენს მის მიერ ან სხვა პირის მიერ წინმსწრები უკანონო ან დანაშაულებრივი ქმედების დაფარვას, სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების ან სხვისთვის ამაში დახმარების მიზნით. გარდა ამისა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია საფრთხის შემცველია ქვეყნის ეკონომიკური სისტემისათვის და კონკრეტულად ეკონომიკური ურთიერთობებისათვის, ვინაიდან ფულის გათეთრების დანაშაულის შედეგად ხდება ლეგალურ ფინანსურ სისტემაში არალეგალური, უკონტროლო ფულადი რესურსების ჩართვა და აღრევა, რაც ხელოვნურად იწვევს ქვეყნის ეკონომიკური სისტემის დესტაბილიზებას. ამასთანავე, უკანონო შემოსავლის დანაშაულის სოციალური საშიშროება მდგომარეობს ერთ-ერთ ძირითად პირობაში, რაც არის მისი აქტიური როლი ორგანიზებული დამნაშავეობის განვითარებაში. ზემოთმითითებული გარემოებები მეტყველებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ფართო მასშტაბზე, სოციალურ საშიშროებასა და საზოგადოების ფართო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულობაზე, რამაც ადეკვატური ასახვა უნდა ჰპოვოს მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელების სახესა და ზომაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით მსჯავრდებულ ზ-----------ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანონ სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენი ზ-----------ის მიმართ, უცველად უნდა იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, -
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ-----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ---------–-----ისა და გ----------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენი ზ-----------ის მიმართ, კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში დარჩეს უცვლელი;
ზ-----------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართელოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 საწილის „გ“ და „ა“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (მ---------------ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ქ----------------------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (სს „თ----------ი“-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქ----------------------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „ა“ ქვეპუნქტებით (სს „თ----------ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „ა“ ქვეპუნქტებით (სს „ი–------------------–--“-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა თანაბარმა და უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ზ-----------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;
მსჯავრდებულ ზ-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 28 მარტიდან;
ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე
მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი
მ. თეთრაული