განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002639059-1ბ/988-19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
22 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: მაია თეთრაული
ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ვ-–-----------
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: დ----------------------------–-------–-–---------სს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №----------8, რეგისტრირებული ქ----------------------------–----------–---------------------–-------------------–----------–----------------------–--
კვალიფიკაცია:საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სსკ-ის 2234-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 2234-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;
დისპოზიცია: 1.„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ე.ი ქმედება ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას; 2. „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა „ქურდული გარჩევის“ განხორციელების და თავისთვის მატერიალური უპირატესობის მისაღებად, პირზე გავლენის მოხდენის მიზნით; 3. „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა „ქურდული გარჩევის“ განხორციელების, თავისთვის და სხვისთვის მატერიალური სარგებლის და მატერიალური უპირატესობის მისაღებად, პირზე გავლენის მოხდენის მიზნით):
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი.
მსჯავრდებული: თ-----------------–---–---------------–-------–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.------–-----------------------------------–----------------------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
დისპოზიცია: „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა „ქურდული გარჩევის“ განხორციელების და თავისთვის მატერიალური უპირატესობის მისაღებად, პირზე გავლენის მოხდენის მიზნით; ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას“ უკანონო შეძენა და შენახვა.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი.
მსჯავრდებული: კ----------------–---–ი, დაბადებული 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–----------------–------------------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
დისპოზიცია:„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ე.ი. ქმედება ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი.
ადვოკატები: ზ----------–-----------------------–---–----------------–----–---–------–--------–----
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 მაისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ კ----------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ----------–--ნმა, მსჯავრდებულ თ-----------------–---–-- ადვოკატმა ვ----------------–---–--, მსჯავრდებულ დ--------------- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------------–----–---–-- და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
დ--------------- მიმართ:
დ-----------აძეს სისტემატიური და აქტიური კავშირი აქვს ,,კანონიერ ქურდთან“ თ-----------------სთან და ქურდული სამყაროს წევრებთან. დ-----------აძემ 2018 წლის მაისის თვეში მიმართა ,,კანონიერ ქურდს“ თ-----------------ს, რათა ამ უკანასკნელს დ-----------აძესა და თ-----------------–---–ს შორის არსებული დავა ,,ქურდული გარჩევის“ გზით განეხილა და გადაეწყვიტა ბრალდებულისთვის მატერიალური უპირატესობის მიღების და თ-----------------–---–ზე გავლენის მოხდენის მიზნით. აღნიშნულის შემდეგ, „კანონიერმა ქურდმა“ თ-----------------მ თ-----------------–---–სა და დ-----------აძეს შორის არსებული დავა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით, „ქურდული გარჩევის“ გზით განიხილა და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გადაწყვიტა, რის შესახებაც ეცნობა როგორც დ-----------აძეს, ისე თ-----------------–---–ს.
მანვე, 2018 წლის მაისის თვეში, მიმართა ,,კანონიერ ქურდს“ თ-----------------ს, რათა ამ უკანასკნელს ლ----------------------–---–---–-----------------------–-–---–- შორის არსებული დავა ,,ქურდული გარჩევის“ გზით განეხილა და გადაეწყვიტა, როგორც თავისთვის, ასევე ზ------------–-–---–------ის მატერიალური სარგებლის მიღების და ლ----------------------–---–---–----ე გავლენის მოხდენის მიზნით.
აღნიშნულის შემდეგ, „კანონიერმა ქურდმა“ თ-----------------მ ლ----------------------–---–---–-----------------------–-–---–- შორის არსებული დავა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით, „ქურდული გარჩევის“ გზით განიხილა, რის თაობაზეც ეცნობა როგორც ზვ-----------–-–---–--------–---- და გ------------–---–---–ებს.
ასევე, დ-----------აძე, რომლისთვისაც ცნობილი იყო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობისა და ,,კანონიერი ქურდის“ თ-----------------ს მიერ „ქურდული გარჩევის“ გზით განხილული ლ----------------------–---–---–-----------------------–-–---–- შორის არსებული დავის შესახებ, აქტიური ქმედებით ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას. კერძოდ, ლევან და გ------------–---–---–ებისგან მოითხოვდა უშუალოდ გაჰყოლოდნენ მას თურქეთის რესპუბლიკაში ,,კანონიერ ქურდთან“ თ-----------------სთან შესახვედრად, რომელიც მათი მონაწილეობით - ,,ქურდული გარჩევის“ გზით, საბოლოოდ გადაწყვეტდა ზვ-----------–-–--ლთან არსებულ დავას.
თ-----------------–---–-- მიმართ:
დ-----------აძეს სისტემატიური და აქტიური კავშირი აქვს ,,კანონიერ ქურდთან“ თ-----------------სთან და ქურდული სამყაროს წევრებთან. დ-----------აძემ 2018 წლის მაისის თვეში მიმართა თურქეთში მყოფ ,,კანონიერ ქურდს“ თ-----------------ს, რათა ამ უკანასკნელს დ-----------აძესა და თ-----------------–---–ს შორის არსებული დავა ,,ქურდული გარჩევის“ გზით განეხილა და გადაეწყვიტა, თავისთვის მატერიალური უპირატესობის მიღების და თ-----------------–---–ზე გავლენის მოხდენის მიზნით. აღნიშნულის შემდეგ, „კანონიერმა ქურდმა“ თ-----------------მ თ-----------------–---–სა და დ-----------აძეს შორის არსებული დავა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით, ,,ქურდული გარჩევის“ გზით განიხილა და დ--------------- სასარგებლოდ და მატერიალური უპირატესობის მისაღებად გადაწყვიტა.
თ-----------------–---–მა, მას შემდეგ რაც მისთვის ცნობილი გახდა „კანონიერი ქურდის“ თ-----------------ს მიერ დ--------------- მიმართვის საფუძველზე ქურდული გარჩევის შესახებ, არათუ აცნობა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს მისთვის ცნობილი მძიმე დანაშაულის შესახებ, არამედ, თავის მხრივ ქურდული გარჩევის გზით დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის, თავისთვის მატერიალური უპირატესობის მიღების და დ-----------აძეზე გავლენის მოხდენის მიზნით, მიმართა ასევე თურქეთში მყოფ „კანონიერ ქურდს“ დ------------–---–-. იგი ასევე აქტიურად მოქმედებდა, რათა ქურდული სამყაროს სხვა წევრების მეშვეობით გამოენახა კავშირები „კანონიერ ქურდ“ თ-----------------სთან ქურდული გარჩევის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, მაშინ როდესაც თ-----------------–---–--თვის ცნობილი იყო ქურდული გარჩევის მიზნით ,,კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.
ასევე, თ-----------------–---–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა - წონით 67,54 გრამი, რაც ამოღებული იქნა 2018 წლის 6 აგვისტოს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თ-----------------–---–-- კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
კ----------------–---–ის მიმართ:
დ-----------აძეს სისტემატიური და აქტიური კავშირი აქვს „კანონიერ ქურდთან“ თ-----------------სთან და ქურდული სამყაროს წევრებთან. დ-----------აძემ 2018 წლის მაისის თვეში მიმართა თურქეთში მყოფ ,,კანონიერ ქურდს“ თ-----------------ს, რათა ამ უკანასკნელს დ-----------აძესა და თ-----------------–---–ს შორის არსებული დავა „ქურდული გარჩევის“ გზით განეხილა და გადაეწყვიტა თავისთვის მატერიალური უპირატესობის მიღების და თ-----------------–---–ზე გავლენის მოხდენის მიზნით. აღნიშნულის შემდეგ, „კანონიერმა ქურდმა“ თ-----------------მ თ-----------------–---–სა და დ-----------აძეს შორის არსებული დავა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით, „ქურდული გარჩევის“ გზით განიხილა და დ--------------- სასარგებლოდ და მატერიალური უპირატესობის მისაღებად გადაწყვიტა.
თ-----------------–---–მა, მას შემდეგ რაც მისთვის ცნობილი გახდა „კანონიერი ქურდის“ თ-----------------ს მიერ დ--------------- მიმართვის საფუძველზე ქურდული გარჩევის შესახებ, არათუ აცნობა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს მისთვის ცნობილი მძიმე დანაშაულის შესახებ, არამედ, თავის მხრივ ქურდული გარჩევის გზით დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის, თავისთვის მატერიალური უპირატესობის მიღების და დ-----------აძეზე გავლენის მოხდენის მიზნით, მიმართა ასევე თურქეთში მყოფ „კანონიერ ქურდს“ დ------------–---–-. იგი ასევე აქტიურად მოქმედებდა რათა ქურდული სამყაროს სხვა წევრების მეშვეობით გამოენახა კავშირები „კანონიერ ქურდ“ თ-----------------სთან ქურდული გარჩევის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით.
„კანონიერი ქურდის“ თ-----------------ს მიერ ,,ქურდული გარჩევით“ გადაწყვეტილი დავის შესახებ დ-----------აძემ თ-----------------–---–ს შეატყობინა კ----------------–---–ის მეშვეობით, რომელიც დ----------- უშუალოდ დააკავშირა „კანონიერ ქურდ“ თ-----------------სთან, რა დროსაც თ-----------------მ კ. ბე------–--ლს დაავალა თ-----------------–---–-- მასთან თურქეთში ჩაყვანა. აღნიშნული დავალების შესასრულებლად კ-------ი ბე------–--ლი დაუკავშირდა თ-----------------–---–ს და შეატყობინა „კანონიერი ქურდის“ დავალების შესახებ.
კ----------------–---–ი დ.---------სთან ერთად აქტიურად ინტერესდებოდა „ქურდული გარჩევის“ მიმდინარეობით და „კანონიერი ქურდის“ თ-----------------ს დავალებების შესაბამისად, ქურდული გარჩევის პერიოდში კანონიერი ქურდის თ------------- გადაწყვეტილებებს და პოზიციას აცნობდა თ-----------------–---–ს. ასევე, თ-----------------–---–-- პოზიციის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა „კანონიერ ქურდ“ თ-----------------ს.
თავისი ქმედებებით კ----------------–---–ი აქტიურად უჭერდა მხარს თ-----------------ს მიერ ,,ქურდული გარჩევის“ განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავდა დ---------------თვის მატერიალური უპირატესობის მიღების და თ-----------------–---–ზე გავლენის მოხდენას, მაშინ როდესაც კ-------ი ბე------–--ლისთვის ცნობილი იყო, რომ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და ქურდული გარჩევის მიზნით კანონიერი ქურდისთვის მიმართვისათვის დაწესებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულ გ------------–---–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მისმა ძმამ - ლ---------–---–---–-----------------–-–---–--- გაასხვისა მისი კუთვნილი ავტომობილი 4500 აშშ დოლარად, რომლის ნაწილი 1000 აშშ დოლარი გადაუხადეს, ხოლო 3500 აშშ დოლარი უნდა გადაეხადათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. თუმცა, ავტომობილის წაყვანის შემდეგ თანხა სრულად არ გადაუხადეს, რაც შემდგომში გადაიზარდა დავაში. კერძოდ, მისმა ძმამ მოითხოვა თანხა, რა დროსაც მიაყენეს შეურაცხყოფა. ლ---------–---–---–-, როგორც ზ------------–-–---–-, ისე დ-----------აძეს, მეტსახელად „საპოგას“, სთხოვდა ავტომობილის თანხის გადახდას ან ავტომობილის დაბრუნებას, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა გამწვავდა. დ-----------აძემ დაუწყო „ქუჩური“, „ქურდული“ საუბარი, რაზეც პასუხობდნენ, რომ „ძველ ბიჭური“ და „ქუჩური“ საუბრები არ იყო საჭირო და გადაეხადათ ავტომობილის თანხა. მოგვიანებით, დარჩენილი თანხის გადაუხდელობის გამო, მისმა ძმამ ზვ-----------–-–--ლის მძღოლისგან წამოიყვანა ავტომობილი, რომელსაც აუხსნა, რომ ავტომობილი იყო მისი საკუთრება, წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტები და ზვ-----------–-–--ლის მძღოლმაც ნებაყოფლობით გაატანა ავტომობილი. აღნიშნულის შემდეგ, დ-----------აძე სთხოვდა ავტომობილის დაბრუნებას, „ძაბავდა“ ურთიერთობას, ითხოვდა საქმის გარჩევას და როგორც მას, ისე მის ძმას - ლ---------–---–---–---უბნებოდა, რომ საქმე უნდა გარჩეულიყო ,,ქურდულად“ ,,ქურდებთან“. მანვე განაცხადა, რომ დ--------------- თქმით საქმე უნდა გაერჩია „კანონიერ ქურდ“თ-----------------ს თურქეთში, რაზეც პასუხობდნენ რომ არ სურდათ აღნიშნული საქმის „ქურდულად გარჩევა“, არსად წამსვლელები არ იყვნენ, გადაეხადათ ავტომობილის ღირებულების სრული თანხა და მანქანა წაეყვანათ. გ------------–---–---–ის განმარტებითვე, დ-----------აძე საქმის ,,ქურდულად გარჩევას“ და თურქეთში გადასვლას ორივე ძმას ავალდებულებდა და ეუბნებოდა, რომ თურქეთში ,,ქურდთან“ საუბრის დროს გადაწყდებოდა ავტომობილის ბედი.
ბრალდების მხარის შუამდგომლობით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულ ლ---------–---–---–-ს 2018 წლის 07 აგვისტოს და 2018 წლის 5 სექტემბრის გამოკითხვის ოქმები, ვინაიდან მისი ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია სასამართლოში მისი წარმოდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა, რომელთა მიხედვითაც: არის ინდ. მეწარმე და აწარმოებს რკინა-ბეტონის კონსტრუქციებს საგზაო და სამშენებლო დანიშნულებისთვის. ამჟამად მუშაობს ო--------თის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნ-------ის ტერიტორიაზე, სადაც აქვსგახსნილი ობიექტი, აწარმოებს ზემოთაღნიშნულ რკინაბეტონის კონსტრუქციებს და ჰყავს სპეც ტექნიკა. კერძოდ, ბეტონ მზიდი „მერსედესის“და ,,დაფის“ მარკის მანქანა, რომელსაც აქვს ტვირთის დასადები ე.წ. ,,კუზაო“, რომელზეც დაყენებულია ამწეკრანი, რომლითაც ხდება ტვირთის დადება. ეკონომიკურად ძალიან გაუჭირდა და გადავწყვიტა გაეყიდა აღნიშნული ,,დაფის“ მარკის მანქანა. მანქანა 2017 წლის დეკემბრის თვეში გაჩერებული ჰყავდა ს------ჯოში. მანქანის სურათები განათავსა ინტერნეტში გაყიდვის მიზნით, რომლის ღირებულებად მიუთითა 5000 აშშ დოლარი. 2017 წლის დეკემბერში მის მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელმაც უთხრა, რომ მოეწონა მანქანა და უნდოდა ყიდვა. დარეკვიდან დაახლოებით ოთხ დღეში დაუკავშირდა აღნიშნული პიროვნება, რომელმაც სთხოვა შეხვედრა. უპასუხა, რომ იმყოფებოდა მც------------------------–---------–- და თუ ჩავიდოდა შეხვდებოდა, რაზეც დათანხმდა. რამდენიმე საათში ჩავიდა და გაეცნო როგორც ზვ-----------–-–--ლი. უთხრა, რომ მანქანის საფასურიდან ჯერ გადაუხდიდა ნახევარს 2500 აშშ დოლარს და ნახევარს გარკვეული პერიოდის შემდგომ. მას არ მოეწონა ზ------- მიერ შეთავაზებული წინადადება და უარი უთხრა, რადგან უნდოდა მთლიანად თანხა. 2018 წლის იანვრის თვეში ზვ-----------–-–--ლი კვლავ დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე, რომელმაც კვლავ შესთავაზა მანქანა მისთვის მიეყიდა იმავე პირობით, რაზეც დათანხმდა. ზ------ ჩავიდა ს------ჯოში და მანქანა თბილისში წაიყვანა მისი ნებართვით. შემდეგ, დაუკავშირდა ტელეფონზე და უთხრა, რომ მანქანის ს------ჯოდან წაყვანა დაუჯდა ძვირი, ვერ აძლევდა 2500 აშშ დოლარს, ჩაურიცხა 700 ლარი და დარჩენილ თანხას - 2500 აშშ დოლარს 700 ლარის გამოკლებით მისცემდა სამ დღეში. ზ------მ სიტყვა არ შეასრულა და სამი თვის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ გადაუხადა მხოლოდ 1000 აშშ დოლარი, რის გამოც ძალიან უკმაყოფილო იყო. 2018 წლის მარტის თვეში დაუკავშირდა ზ------ და ზაჰესის დასახლებაში შეხვდა. იქ იმყოფებოდა რამდენიმე მამაკაცი, მათ შორის იყო დ-----------აძეც. დარჩენილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ავტომანქანის დაბრუნების მოთხოვნის შემდეგ, ზ------მ დაუწყო აგრესიული ლაპარაკი და სახის არეში დაარტყა ხელი. საუბარს ზ-------თან აზრი აღარ ჰქონდა და წამოვიდა. მომხდარიდან რამდენიმე დღეში მიხვდა, რომ ზ------ ფულის გადახდას არ აპირებდა და შეეშინდა მანქანა არ დაეშალა და ნაწილ-ნაწილ არ გაეყიდა, რის გამოც ნახა თავისი მანქანა, მძღოლს აჩვენა ყველა დოკუმენტაცია, რომ მანქანა იყო მის სახელზე, რომელმაც გადასცა გასაღები და მანქანა წაიყვანა ქ------–---–----------–---–- მანქანის წაყვანის შემდგომ, დაუკავშირდა დ-----------აძე, რომელმაც უთხრა, რომ შენ და ზ------- მოგივიდათ უთანხმოება, შევხვდეთ და მოვრიგდეთო. შეხვედრაზე დათანხმდა და თავის ძმასთან - ო----------–---–---–---ნ ერთად მივიდა ლ--------- დასახლებაში, სადაც დახვდნენ დ-----------აძე, ზვ-----------–-–--ლი და ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გააცნო დ-----------აძემ, როგორც დ-------------–-–---–-. ასევე, იყო რამოდენიმე მისთვის უცნობი მამაკაცი. დ-----------აძემ შესთავაზა მორიგება და სთხოვა მიეცა დრო თვის ბოლომდე ფულადი თანხის სრულად დასაფარად, რაზეც დათანხმდა. შეთანხმდნენ, რომ მანქანა უნდა გაჩერებულიყო ო--------თის რაიონის სოფელ ნ-------ში. დათქმულ დროს მანქანის საფასური სრულად მაინც არ გადაუხადეს და დ-----------აძე სატელეფონო საუბრებში სთხოვდა ჯერ მანქანის წაყვანას, შემდეგ კი შეცვლილი ნაწილების უკან დაბრუნებას. უარის მიღების შემდეგ, დ-----------აძემ დაურეკა მობილურზე და უთხრა, რომ ეპატიჟებოდა თურქეთის რესპუბლიკაში „კანონიერ ქურდებთან“ სასაუბროდ და დავის მოსაგვარებლად. აღნიშნულ საუბარს ესწრებოდა მისი ძმა - გ-------–. მათ დ------ უარი განუცხადეს თურქეთის რესპუბლიკაში გაყოლაზე, ვინაიდან „ქურდები და კაი ბიჭები“ მან ჩარია საქმეში და დალაქიშვილებს ქურდებთან სალაპარაკო არაფერი ჰქონდათ. დ-----------აძე ისევ დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე და ხმამაღალი, აგრესიული ტონით უთხრა, რომ „კანონიერმა ქურდმა“ თ-----------------მ მიიღო გადაწყვეტილება და მანქანაც და მანქანის ღირებულებაც - 5000 აშშ დოლარი, უნდა მისულიყო „კანონიერ ქურდ“ თ-----------------სთან. დ-----------აძე სთხოვდა აღნიშნული „კანონიერი ქურდის“ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულებას და აიძულებდა პირისპირ შეხვედრას, რაზეც კვლავ უარი უთხრა, რადგან „კანონიერ ქურდ“ თ-----------------ს სახელით სთხოვდნენ მანქანის უსასყიდლოდ დათმობას და ფულადი თანხის გადახდას „კანონიერი ქურდისთვის“, რაც მისთვის სრულიად მიუღებელი იყო და ეუბნებოდა კიდეც, რომ ,,ქურდების“ გადაწყვეტილებას არ სცნობდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზვ-----------–-–--ლის ჩვენებით დადასტურდა მასსა და ლე--------–--იშვილს შორის ავტომანქანის გამო დაწყებული კონფლიქტი. მოწმემ დამატებით განმარტა ისიც, რომ მას პირადად არ დაურეკია ლ---------–---–---–-სათვის და არც მისი ძმისათვის. მათთან ურთიერთობა ჰქონდა დ-----------აძეს და მათ შორის არსებული კონფლიქტი დღემდე ამოწურული არ არის, რადგან ლე--------–--იშვილს არც ფული და არც მანქანა არ დაუბრუნებია. ამასთან, 2018 წლის მაისის თვეში დ-----------აძე წავიდა თურქეთის რესპუბლიკაში, თუმცა რა საქმეზე და რა პერიოდში არ იცის, მაგრამ დ------ მასთან აქვს ნათქვამი, რომ თ-----------------ს ბავშვობიდან იცნობს.
მოწმე ირ---–-------–---ს ჩვენების მიხედვით, რამდენიმე წელია იცნობს თ-----------------–---–ს. იგი არის მისი გარდაცვლილი მეგობრის მ-----– ბე------–--ლის შვილი. თ-------- მას დაუკავშირდა ივნისის თვეში და უთხრა, რომ სურდა მისი ნახვა. შეთანხმდნენ პ-----------–-–---–---- შეხვედრაზე. აღნიშნულ მისამართზე მისვლისას სახლში დახვდნენ თ-----------------–---–ი, პა----------–-–--ლი და მოგვიანებით მივიდა დაახლოებით პაატას ასაკის ქალბატონი, სავარაუდოდ მისი მეუღლე. თ--------მ სთხოვა მამამისის - გ------------–---ს ნომერი. გ------- არის რუსეთის მოქალაქე, აქვს ავტორიტეტი და ნაცნობობა კრიმინალურ წრეებში. ამჟამად იგი არის 85 წლის და ცხოვრობს რუსეთში. თ--------ს მისცა მამამისის ნომერი. როგორც თ--------მ უთხრა, დედამისს - ნ-----------–-–---–- ჰქონდა თანხა ჩადებული საერთო ბიზნესში, მისთვის უცნობ პიროვნებასთან, რომელსაც თ-------- მოიხსენიებდა ზედმეტსახელით „საპოგა“. როგორც თ--------სგან გაიგო „საპოგა“ ნ----- არ უხდიდა შეთანხმებით გათვალისწინებულ თანხას და აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩაყენებული ჰყავდა კანონიერი ქურდი, რის გამოც მას უნდოდა თავის მხრივ საქმის გარჩევაში ჩაერთო სხვა „კანონიერი ქურდი“ - დ------------–---–ი, რომელთანაც იგი ვერ გადიოდა ე.წ. „სვიაზზე“. თ--------მ როგორც ჩანს იცოდა, რომ მამამისი იცნობდა დ------------–---–- და სურდა მამამისის დახმარებით დაკავშირებოდა დ-----ს. აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში, ტელეფონით საუბრისას, მამამისმა უთხრა, რომ თ--------ს საქმესთან დაკავშირებით ესაუბრა დ------------–---–-, რომელმაც გ------ს უთხრა რომ დაერეკა თ--------ს მასთან და ჩაეყენებინა საქმის კურსში, თუმცა საქართველოში კანონმდებლობა გამკაცრდა და შესაძლოა „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის გამო თ--------ს და თავად დ------------–---–-აც შექმნოდა პრობლემები. ამიტომ, თ-------- უნდა დაკავშირებოდა დ-----ს უსაფრთხო წყაროთი. გ-------ს ნათქვამი, ტელეფონის საშუალებით გადასცა თ--------ს და უთხრა დ------------–---–ის დანაბარები. კერძოდ, ის რომ თ--------ს უნდა დაერეკა მასთან და მოეყოლა ყველაფერი, მაგრამ დარეკვისას უნდა ყოფილიყო ფრთხილად, რაზეც თ--------მ უპასუხა, რომ დ------------–---–- დაურეკავდა „ვოთსაპით“ ისევე როგორც მანამდე. აღნიშნულის შემდეგ, როგორც თ--------მ უთხრა, იგი ესაუბრა დ------------–---–-, თუმცა დეტალებით აღარ დაინტერესებულა და ამის მერე თ--------სთან ამ თემაზე აღარ უსაუბრია.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----------–-–ვილმა განაცხადა შემდეგი: დ-----------აძესთან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა და თანხა - 5000 აშშ დოლარი ჩადებული ჰქონდა საერთო სამშენებლო მასალის ბიზნესში. დ-----------აძესთან იყო შეთანხმებული, რომ დ------ მისთვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა თანხა 250 აშშ დოლარის ოდენობით. შეთანხმების შესაბამისად, დ-----------აძე ყოველთვიურად აძლევდა მითითებულ თანხას, თუმცა 2018 წლის მარტის თვიდან შეწყვიტა თანხის გადახდა, რის გამოც უნდოდა მთლიანი თანხის 5000 აშშ დოლარის ამოღება. დ-----------აძემ დათქმულ დროს ვერ შეძლო მთლიანი თანხის გადაცემა, დღემდე არ არის დაბრუნებული და აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყო მისი შვილი - თ-----------------–---–ი. მისივე განმარტებით, მესამე პირად აღნიშნულ დავაში ჩარეული იყო კ----------------–---–ი. თავად დ-----------აძე უშუალოდ რატომ არ ეხმიანებოდა თ-----------------–---–ს და რატომ გახდა აუცილებელი აღნიშნულ საქმეში კ------- ბე------–--ლის ჩართვა, არ იცის.
ბრალდების მხარის შუამდგომლობით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულ ს--------------ის 2018 წლის 06 აგვისტოს, 09 აგვისტოს და 2018 წლის 5 სექტემბრის გამოკითხვის ოქმები, ვინაიდან მას გადაკვეთილი აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რომელთა მიხედვითაც: მას ჰყავს მეგობარი ლ---------–-------ე, რომელთანაც თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა აქვს. 2018 წლის ივნისის თვეში მას, დ----- დ-----აძეს, მეტსახელად „კ--------“ და ლ---------–-------ეს დასჭირდათ თანხა, რის გამოც გადაწყვიტეს დაელომბარდებინათ ლ---------–-------ის კუთვნილი „სამსუნგ გალაქსი S8“ ფირმის მობილური ტელეფონი. ლ---------–-------ემ გადასცა თავისი ტელეფონი და მის მეგობართან გი-------–------------ნ ერთად წავიდა ქ. თ---–--–-----------------------–ი მდებარე ლომბარდ „მულტი კრედიტში“, სადაც მისი მეგობრის ი-----–---–----------- პირადობით დაალომბარდა ლ---------–-------ის მობილური ტელეფონი 550 ლარად. ი-----–---–----------- პირადობის მოწმობა ჰქონდა მას, თუმცა ირ---–---–---------- არ ახლდა თან. აღებული თანხიდან რაღაც ნაწილი, ზუსტი თანხა არ ახსოვს მისცა ლ---ას, ხოლო დარჩენილი თანხა თავად და დ----- დ-----აძემ დადეს ერთად ტოტალიზატორში და წააგეს. თავად, დ----- დ-----აძე და ლ---ა შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად უნდა გამოეტანათ ტელეფონი, მაგრამ ვერ იშოვეს ფული, გავიდა ერთი თვე და გადაიხადა პროცენტი. ივლისის თვეში მის მობილურ ტელეფონზე, რომლის ნომერია 5----------- დაუკავშირდა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელიც გაეცნო როგორც ლ---------–-------ის ბიძის მეგობარი - „დ------ და უთხრა, რომ უნდოდა მისი ნახვა და ჰკითხა სად იყო ტერიტორიულად, რაზეც მან უპასუხა, რომ იყო უბანში და სთხოვა შეხვედრა პარკთან. ასევე, უთხრა, რომ დაკავშირებოდა „კ--------“ - დ----- დ-----იძეს, რადგანაც ორივეს ნახვა უნდოდა. მან საუბრისას უთხრა, რომ „უფროს ძმებს“ უნდოდათ მასთან და „კ--------თან“ ორი სიტყვის თქმა. მას გაუგია, რომ „უფროს ძმებად“ მოიხსენიებენ „კანონიერ ქურდებს“ და მიხვდა, რომ ქურდთან უნდა დაველაპარაკებინა დ------. ვერ დაუკავშირდა „კ--------“ და მარტო წავიდა შეხვედრაზე. ცოტა ხანში აღნიშნული საუბრიდან მასთან უბანში მივიდა ოთხი პირი: ს--------------ე, ბიძამისი - ალ------------------–---–ი, დ-------------–-–---–-, ხოლო მეოთხე პიროვნება საერთოდ არ გაცნობია და არ იცის ვინ არის. დ----- მ------–-–---–-- უთხრა, რომ იყო „ქურდების ძმა, კაი ბიჭი“ და სწორედ ქურდს უნდოდა მასთან დალაპარაკება. გაიყვანა გვერდით, ამოიღო ტელეფონი ჯიბიდან და „ვაიბერით“ დაალაპარაკა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელმაც უთხრა, რომ იყო „თე----, ქურდი კაცი“ და ჰკითხა თუ რატომ დაულომბარდა ლ---ას ტელეფონი და რატომ არ გამოიტანა ამდენ ხანს, რაზეც უპასუხა, რომ ლ---ასთან ერთად დაალომბარდა ტელეფონი და უახლოეს დღეებში გამოიტანდა. თ------ მისცა ვადა ტელეფონის გამოსატანად 22 რიცხვი, ანუ 2018 წლის 22 ივნისს უნდა გამოეტანა ტელეფონი ლომბარდიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე სხვაგვარად დაელაპარაკებოდა. აღნიშნული საუბრის შემდეგ, ისინი დაშორდნენ ერთმანეთს და დაიწყო ფულის შეგროვება, რაშიც ეხმარებოდა „კასპერა“. „კ--------აც“ მოუყვა მისი „ქურდთან“ საუბრის დეტალები. მოვიდა 22 ივნისი, შეიტანა თანხის ნაწილი და გადასახდელი დარჩა 165 ლარი. შესაბამისად, ლომბარდიდან ვერ გამოჰქონდა ტელეფონი, რის თაობაზეც მოუყვა კ-------------რის მეგობარს - გო---------–---–------ა არის დიდუბელი, უფროსი კაცი, რომელსაც ესმის ქუჩა. გო-----------ან დააბარა, რომ იქნებ 26 რიცხვამდე მიეცათ ვადა ტელეფონის გამოსატანად. 22 რიცხვში დაუკავშირდა დ----- მ------–-–-ილს და უთხრა, რომ ვერ ახერებდა ტელეფონის გამოტანას და ამის შესახებ უთხრა კ-------------რს, რაზედაც დ-----მ ტელეფონში ჰკითხა, რომ კ-------------რისთვის ჰქონდა სიტყვა ნათქვამი თუ ქურდებისთვის, რაზედაც უთხრა, რომ ქურდს მისცა სიტყვა, რომ გამოიტანდა ტელეფონს. დ-------------–-–---–- ეუბნებოდა, რომ ეს უკვე მისი პრობლემა იყო და არა ქურდების. მან უთხრა, რომ დაურეკავდა ქურდებს და ეტყოდა, რომ ვერ გამოჰქონდა ტელეფონი. შემდეგ, ისევ დაუკავშირდა დ-------------–-–---–-, რომელმაც უთხრა, რომ „ესაუბრა უფროს ძმებს, ქურდებს“, რომლებმაც ვადა მისცეს 26 ივნისამდე. შეძლო 26 ივნისისათვის ფულის შეგროვება, რომელიც მიაწოდა ლ---ას, რომელმაც გამოიტანა ტელეფონი ლომბარდიდან. ლ---------–-------ისგან იცის, რომ „კანონიერი ქურდი“ არის თ--------------ია. დარწმუნებულია, რომ დ----- მ------–-–---–-- სწორედ თ--------------ია დაალაპარაკა „ვაიბერით“. სწორედ თ------ მოსთხოვა მას 22 რიცხვში გამოეტანა ტელეფონი აუცილებლად ლომბარდიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში დაელაპარაკებოდნენ სხვაგვარად. „სხვაგვარად დალაპარაკება“ აღიქვა მუქარად და სწორედ ამიტომ უნდოდა კ-------------რის დახმარება. მოგვიანებით ლ---ას ჰკითხა თუ რატომ დაურეკა „ქურდებს“ და „კაი ბიჭებს“ და რაში დასჭირდა მათი ჩარევა, რაზეც ლ---ამ უპასუხა, რომ დედამისმა უთხრა თე----- და თავად არაფერ შუაში იყო. მოწმის ჩვენებითვე, ის ,,კანონიერ ქურდ“ თე----- ესაუბრებოდა კამერით და ხედავდა მის ვიზუალს, რომელიც არის დაახლოებით 50 წლამდე, გამხდარი პირისახის, შავგრემანი, აქვს დანაოჭებული სახე, არის შემელოტებული შუბლის არეში, დაბალზე შეჭრილი ჭაღარა ნარევი თმით, ოდნავ მოგრძო დეფორმირებული ცხვირით, თვალის ქვედა ბალიშები ორივე მხარეს აქვს დასიებული, აქვს წვრილი თვალის ჭრილი და წვრილი ტუჩები, რომლის ამოცნობა შეუძლია და მზადაა მონაწილეობა მიიღოს ამოცნობაში.
მოწმე დ----- დ-----აძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას და ს--------------ეს რამდენიმე თვის წინ დასჭირდათ გარკვეული ოდენობის თანხა, რის გამოც ლ---------–-------ესთან შეთანხმებით დაალომბარდეს ლ---ას კუთვნილი ტელეფონი. მან ტელეფონის ლომბარდში დატოვების შედეგად მიღებული თანხაიდან აიღო 200 ლარი, ლ---------–-------ემ დაახლოებით 100 ლარი, ხოლო ს--------------ემ რა რაოდენობის თანხა აიღო არ იცის. სამივე შეთანხმდნენ, რომ ტელეფონს ერთობლივად გამოიტანდნენ ლომბარდიდან. დაახლოებით სამ კვირაში მან ჩარიცხა თავისი წილი 200 ლარის ოდენობით, რის თაობაზეც აცნობა ს--------------ეს, რომელმაც უთხრა რომ ტელეფონის დროულად გამოტანით დაინტერესებული იყო ერთი ადამიანი, რომელიც აღმოჩნდა დ-------------–-–---–- და ვინაიდან მას თავისი წილი გადახდილი ჰქონდა, დ------ აღარ შეხვედრია.
მოწმე ალ------------------–---–ის ჩვენების მიხედვით, მისი და - ე------------------–---–- არარეგისტიტებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ,,კანონიერ ქურდ“ თ-----------------სთან, რომელიც ამჟამად ცხოვრობს თურქეთში. ლ---ასგან გაიგო, რომ მისმა მეგობრებმა გამოართვეს და დაულომბარდეს მობილური ტელეფონი, რომელიც არ გამოუტანეს. აღნიშნულის თაობაზე უთხრა ე------------------–---–ს, რომელიც იმ პერიოდში იმყოფებოდა თურქეთის რესპულიკაში თ-----------------სთან. სავარაუდოდ მისი დის - ე------------------–---–-ს მეშვეობით მას დაუკავშირდა მანამდე მისთვის უცნობი პირი - დ-------------–-–---–-, რომელმაც უთხრა, რომ უნდოდა მასთან შეხვედრა მისი დისშვილის ლ---------–-------ის კუთვნილი მობილური ტელეფონის დალომბარდებასთან დაკავშირებით. არ ახსოვს დ----- მ------–-–---–-- უთხრა თუ არა, რომ დაუკავშირდა თ-----------------, რომელმაც დაავალა ტელეფონის საკითხის „მოგვარება“. მას და ლ---ას სთხოვა შეხვედრა, რადგან აინტერესებდა საქმის დეტალები. შეხვდნენ წ--------–--ე, რომელსაც ლ---ამ მოუყვა, რომ ტელეფონი დაალომბარდეს ერთად მან, ს--------------ემ და „კ--------“. შემდეგ, სამივე ერთად წავიდა ს--------------ის სანახავად, რომელსაც შეხვდნენ წყალტუბოს ქუჩაზე. საბას დ----- მ------–-–---–-- უთხრა, რომ „უფროს ძმებს“ უნდოდათ მასთან დალაპარაკება, გულისხმობდა თ-----------------ს, გაიყვანა გვერდით, თუმცა ვის ესაუბრა არ გაუგია. საუბარს არ შესწრებია, მაგრამ გაიგო, რომ ტელეფონი უნდა გამოეტანა ს--------------ეს ერთ კვირაში, როგორც ეს გადაწყვიტა თ-----------------მ. 22 ივნისს რამდენჯერმე დაუკავშირდა დ-------------–-–---–- და ჰკითხა გამოუტანეს თუ არა მობილური ტელეფონი, რადგან ტელეფონის გამოტანაზე ყურადღების მიქცევა მას დავალა თ-----------------მ. პასუხობდა, რომ ჯერ არ ჰქონდათ გამოტანილი, მაგრამ ალბათ გამოიტანდა მალე. მოგვიანებით ისევ დაუკავშირდა დ-------------–-–---–-, რომელმაც უთხრა, რომ მას დაუკავშირდნენ ბავშვები და უთხრეს, რომ ვერ ახერხებდნენ ტელეფონის გამოტანას და ითხოვეს დრო 26 ივნისამდე, რის თაობაზეც დაუკავშირდებოდა თ-----------------ს და ჩააყენებდა საქმის კურსში. შემდეგ, ისევ დაუკავშირდა და უთხრა, რომ თ-----------------ს თანხმობით, ტელეფონის გამოტანის ვადა 26 ივნისამდე გადაიწია.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე ე------------------–---–-, რომელმაც განაცხადა, რომ თ----------------- იყო მისი მეუღლე და მასთან ერთად ცხოვრობდა თურქეთის რესპუბლიკაში. მის შვილს ლ---------–-------ეს დაულომბარდეს ტელეფონი, რაც მოუყვა მის მეუღლეს - თ-----------------ს, რომელმაც უთხრა არ ენერვიულა და ყველაფერი კარგად იქნებოდა. ამის შემდეგ, მისი მეუღლე სავარაუდოდ დაუკავშირდა დ-------------–-–---–-ს, რომლის დახმარებით დაბრუნებული იქნა აღნიშნული ტელეფონი. მისივე ჩვენებით, იცის რომ თ----------------- არის ,,კანონიერი ქურდი“.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა: ვ-–----–-------------------------------–--–---–-–---–------------------------------–---------------------------–---–----------------–-------–---–-- დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტურობა და კანონიერება.
2018 წლის 08 მაისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა რუსული ვებ საიტის „-------------------------- აღნიშნულ საიტზე რუსულ ენაზე მიითებულია კანონიერი ქურდები, თავისივე ქურდული ზედმეტსახელებით, ქურდულად მონათვლის წლით და სასჯელის მოხდის წლების მითითებით. აღნიშნულ ვებსაიტზე კრიმინალური ავტორიტეტების ჩამონათვალში 31-ე გვერდზე N3098-ე არის მამაკაცის სურათი, სადაც რუსული ასოებითი მითითებულია სახელი, გვარი და მამის სახელი „X--------------------------- ზედმეტი სახელით „(Ч------- ეროვნება "гpy3иH" დაბადების წელი 1---------------------- მისი პროფილის გახსნისას ჩანს მისი პირადი მონაცემები, დაბადების თარიღი, მისამართი, ფოტოები, ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია და კომენტარები.
2018 წლის 31 მაისის მობილური აპლიკაციის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ „მობილური ტელეფონის ნომრების ბაზა“, რომელშიც საძიებო ველში: „შემავალ და გამავალ ზარებზე მფლობელის ჩვენება“ მიეთითა ნომერი: 5-----------. შედეგად, აპლიკაციამ უჩვენა თუ რა სახელი და გვარით ჰყავთ ნომრის მფლობელი ჩაწერილი ტელეფონებში - „---------------------------------------------
2018 წლის 06 აგვისტოს ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკა ჩატარდა ქ. თბილისში, ზ------------------–------------------------–- მდებარე კ----------------–---–ის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ამოღებული იქნა კ----------------–---–ის მობილური ტელეფონი „HUAWEI“-ს ფირმის, მასში მოთავებული სიმბარათით 5-----------.
2018 წლის 06 აგვისტოს ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკა ჩატარდა ქ. თ---–-----------------------------------–----------------------------–ი მდებარე თ-----------------–---–-- საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მის საძინებელ ოთახში მდებარე კომპიუტერის მაგიდის უჯრიდან ამოღებული იქნა „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ორ სიმ ბარათთან ერთად; 2 „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი და „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, სიმ ბარათთან ერთად. საძინებელ ოთახში არსებული სკამიდან ამოღებულ იქნა წითელი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულია მომწვანო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე ბალახის მაგვარი ნივთიერება. ტუმბოს უჯრიდან ამოღებული იქნა ორი ცალი გახსნილი პაკეტი წარწერით „Л---------------- რომელშიც მოთავსებულია თეთრი ფერის ფხვიერი ნივთიერება. უჯრიდან ამოღებული იქნა ასევე ქაღალდში გახვეული თეთრი ფერის ფხვიერი ნივთიერება.
2018 წლის 06 აგვისტოს ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკა ჩატარდა ქ. თბილისი, ზ------------–-------------------–- მდებარე დ--------------- საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მისაღებში არსებული მაგიდიდან ამოღებული იქნა შავი ფერის „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი მასში მოთავებული მაგთის ერთი ცალი სიმ ბარათით, სიმ ბარათის ნომერი - 5------------ საძინებელ ოთახში მდგარი ტუმბოს ზედაპირიდან ამოღებული იქნა შავი ფერის „DELL“-ის ფირმის ლეპტოპი, ხოლო საძინებელ ოთახში მდებარე კომოდის ზედაპირიდან - შავი ფერის „სამსუნგის“ ფირმის ლეპტოპი.
2018 წლის 07 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის N1892/სქ-N2209/ქრ დასკვნით დადგენილია, რომ თ-----------------–---–-- ბინის ჩხრეკისას ამოღებული თეთრ ქაღალდის ფურცელში გადახვეული მოთეთრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით - 0,0241 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს 0,00047 გრამის ოდენობით, ხოლო წითელი ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული სპეციფიკური სუნის მქონე მომწვანო ფერის მცენარეული მასა (მშრალ მდგომარეობაში), წონით - 67,54 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალ მარიხუანას.
2018 წლის 09 აგვისტოს ფოტოსურათის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ს--------------ემ ამოიცნო №2 ფოტოსურათზე გამოსახული პირი - თ----------------- და განმარტა, რომ იგი არის ის პირი, რომელსაც 2018 წლის ივნისის თვეში დ. მ------–-–-ილის ტელეფონიდან ვიდეო ზარით ესაუბრა. იგი გაეცნო როგორც „კანონიერი ქურდი“ სახელად „თ-------
2018 წლის 17 აგვისტოს დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა რუსული ვებსაიტის „www.primecrime.ru“. აღნიშნულ საიტზე რუსულ ენაზე მითითებულია კანონიერი ქურდები, თავისივე ქურდული ზედმეტსახელებით, ქურდულად მონათვლის წლით და სასჯელის მოხდის წლების მითითებით. აღნიშნულ ვებსაიტზე კრიმინალური ავტორიტეტების ჩამონათვალში 34-ე გვერდზე N3307-ე არის მამაკაცის სურათი, სადაც რუსული ასოებით მითითებულია სახელი გვარი და მამის სახელი „--------------------------------------------------–--------------------------------------------------------–--–-------------------------. პროფილის გახსნისას მის პირად გვერდზე დაწერილია კომენტარები.
2018 წლის 06 ივნისს, დ-----------აძეს და კ----------------–---–ს შორის გამართული სატელეფონო საუბარით დგინდება შემდეგი - დ-----------აძე: „ბიჭო, ეგ ბე------–--ლი აღარ შეგეხმიანა?“. კ----------------–---–ი: „მაგასთან დაკავშირებით მინდოდა შენთან საუბარი, რაღაცეები მინდა გელაპარაკო“. დ-----------აძე: „ჰო, მარა სახელიანი ვინმე ჰყავს, თუ?“ კ--ა: „ჰო, აბა ვიღაც ისე ხო არ, საქმის კურსში ხო...“. დ-----ი: „ვინა, პროსტა მაინტერესებს“. კ--ა: „ნუ მალაპარაკებ ტელეფონით“. დ-----ი: „ერთი სიტყვით მითხარი კაცო“. კ--ა: „გურულია რა ერთი, გეტყვი რა რო მოხვალ“. დ-----ი: „თურქეთშია?“ კ--ა: „ჰო“. დ-----ი: „მ---------–----- კ--ა: „არა, არა, გურულია“. დ-----ი: „მერე მთლად უკეთესი თუ გურულია“. კ--ა: „ვიცი ჰო, მოდი და გეტყვი“. დ-----ი: „ბაზარი არაა, რა თქვა ჩემზე, რას იძახის?“ კ--ა: „გეტყვი დ-----, ტელეფონში აღარ გვინდა“. დ-----ი: „კაი მოვალ“. კ--ა: „რატო არ მინდა ტელეფონში ვთქვა მაგასაც გეტყვი მერე“. დ-----ი: „მოვალ რა პრობლემაა“. კ--ა: „კაი“. დ-----ი: „რავი ქურდი ბიჭი ვარო და“. კ--ა: „მარტო მოდი რა, მე და ჩემი ძმაკაცი ვართ და დავილაპარაკოთ“.
2018 წლის 18 ივნისს, დ-----------აძეს და კ----------------–---–ს შორის გამართული სატელეფონო საუბარით დგინდება შემდეგი - კ--ა: „ჩ-----–---–- დ------. დ-----ი: „ჩ-----–---–-?“ კ--ა: „ჩ-----–---–-, ჰო, დ-----, გურული რა“. საპოგა: „ეგვზროსლი არის კაცო, იმის ძმაკაცი არის მაგისი“. კ--ა: „ვიცი, ვიცი“.
2018 წლის 13 ივნისს, დ-----------აძეს და კ----------------–---–ს შორის გამართული სატელეფონო საუბარით დგინდება შემდეგი - დ-----------აძე კ----------------–---–ს კონფერენცია ზარით ალაპარაკებს „კანონიერ ქურდს“ თ-----------------ს. დ-----------აძე: „აი მირეკავს, ხო ვახტანგოვიჩ“. თ-----------------: „ალო საპოგა რას შობი?“ დ-----------აძე: „რავი, შენ რავახარ ძმა?...“. თ-----------------: „ახალია რამე?“ დ-----------აძე: „იმ ბიჭმა დამირეკა, მე რომ გითხარი, იმ ბე------–--ლის თაობაზე, ჩხ----–---–- დაურეკა მეთქი, რო ერთად დაურეკოთ თე-----ო, ჩემი ძმაკაცი გამომიგზავნა და მე უთხარი თვითონ დაურეკოს თე----- მეთქი“. თ-----------------: „მომისმინე მე არსად წასასვლელი არა ვარო და არც შენთან მოსვლას ვაპირებ, როცა დამიძახებს თე----, მე ჩავალო და შენი ნახვა უნდა თე----- და შემოგითვალა მნახეო“. დ-----------აძე: „ამ ბიჭმა უთხრა ძმაო რატო დავურეკავ თე-----ო და ამ ბიჭმა ძმაო ითხოვაო კაროჩე, დრო მჭირდებაო, რო ეგ ფული მოგცეთო და შენ რო იძახდი რო დროს არ აძლევდი ძმაო და წივილ კივილი, დაურეკა და შეეკითხოსო კაროჩე, ეს ფულის გადახდა მეკუთვნის, თუ არა და კაროჩე შეუძლია თუ არა დრო რო მომცენ და თ------ ასე უთხრა კაროჩე მაგ ფულის თაობაზე დამირეკონ მე, თან ტელეფონის ნომერი მივეცი ძმაო, რა ვიცი ძველი ბიჭი ვარო იძახის ძმაო, კაროჩე დრო და მანძილი მაშორებს მაგასთანო, თორე ისა ვარო კაროჩე, რაც ისინი არიანო და დარეკოს ძმაო, ქურდების ეშინია? მე არავისი არ მეშინია“. თ-----------------: „არ გინდა ამ ტელეფონში, ვსიო, გინდოდა რამე? წევიდეთ, იქით ვილაპარაკოთ, „ვსიო““. შემდეგ საუბარში ერთვება კ------- ბე------–--ლი. კ----------------–---–ი: „მოიკითხე, მოიკითხე ჩემგან“. დ-----------აძე: „ჩემმა ძმაკაცმა მოგიკითხა ძმაო“. კ--ა: „ჭიას“ ძმაკაციათქო უთხარი, „ჭიას“ ძმაკაციათქო“. დ-----------აძე: „ჭიას“ ძმაკაცია აგერ ძმაო“. თ-----------------: „მომიკითხე“. დ-----------აძე: „მომიკითხეო /მიმართავს კ--ას/ კ----------------–---–ი: „გაიხარე, გაიხარე“. დ-----------აძე: „ჭიას“ ძმაკაცია, ერთად იყვნენ ,,მალალეტკებიდან“ „კაროჩე“ და ეს ძმაკაცობს იმასთან და ამას ეუბნება ხოლმე თუ რამე უნდა კაროჩე ჩემთან, მე კი არ მირეკავს პირადად ს-----, ესმის შენი ლაპარაკი ძმაო“. თ-----------------: „მომისმინე, მაგი თუ ძმაკაცობს რა უთხარი იცი? მეტი ჭკუა არა აქვს თავში, ჰა?“. დ-----------აძე: „რა ვიცი კაროჩე ალბათ არა აქ“. კ----------------–---–ი: „არა ბიჭო, ვძმაკაცობ რა, ნორმალურად აუხსენი, ჩერეზ შენიდან გავიცანი“. თ-----------------: „გეიგე, მეპროცენტეს დედა, პროცენტებს რო ითხოვს, არ რცხვენია, მე მაგისი“. დ-----------აძე: „პროცენტს არა თვლის კაროჩე, მეო ი-------- რომ გამომართვაო, წილი მაქვსო ,,კაროჩე“ მაგ სესხზეო“. კ----------------–---–ი: „არა, ჰო, პროცენტით არ არისო, იძახის, საქმეში არის ჩადებული ეს ფულიო“. თ-----------------: „წადი მაგის დედა, ჩამეეთრიოს აგერ“. თ-----------------: „გაიგონა მაგ ბიჭმა, რა ვუთხარი?“. დ-----------აძე: „კი, კი, გაიგო კაცო“. კ----------------–---–ი: „ახლა დაურეკავ და ვეტყვი, რომ დაგიკავშირდეს პირდაპირ (მიმართვას თ-----------------ს)“. დ-----------აძე: „თე----- დაურეკოს პირდაპირ?“ კ----------------–---–ი: „ჰო“. დ-----------აძე: „დაურეკოს, ელოდება ეს კაცი, ერთი თვის უკან...“. კ----------------–---–ი: „თუ არ დაურეკავს და ჩავიდეს კაცო, ჩავიდეს, ვეტყვი ჩადი თქო რა, გელოდებათქო. ეგრე ვუთხრა?, აი ჰკითხე თე-----, ეგრე ვუთხრა, რომ მანდ ჩამოვიდეს?“. დ-----------აძე: „თე----, უთხრას კაროჩე ამან, რომ ჩამოვიდეს შენთან, თუ დაგირეკოს?“. თ-----------------: „ბიჭო მაგას ვეუბნები ერთი თვეა და უყურადღებოდ იქცევა ს----- და მაგას მოუწევს პასუხის გაცემა, გეიგე? ასე უყურადღებოდ, რომ იქცევა, მაგი ნათქვამი გვაქვს ჩვენ, შეთვლილი გვაქვს“. დ-----------აძე: „შეუთვალე შენ? ხო არ დაგირეკა შენ?“. თ-----------------: „შენ არ უთხარი ჩადიო?“ დ-----------აძე: „კი ძმაო, ვუთხარი მე კაცო“. თ-----------------: „ილაპარაკოს, არ უთხარი?“ დ-----------აძე: „კი ძმაო“. თ-----------------: „ეგ თქმა არაა?“. დ-----------აძე: „ვუთხარი ძმაო, ნათქვამია და გაგებულიცაა აქ და მერე ეძება, ეძება ერთი თვე და მერე დაურეკა ისევ ძმაკაცს, ძმაო“. თ-----------------: „ეგ პასუხს აგებს მაგაზე ძმაო“. დ-----------აძე: „ბაზარი არ არის“. თ-----------------: „არ გვინდა ამ ტელეფონში“.
2018 წლის 13 ივნისს, დ-----------აძეს და კ----------------–---–ს შორის გამართული სატელეფონო საუბარით დგინდება შემდეგი - კ----------------–---–ი: „ხო“. დ-----------აძე: „ჭკვიანად იყოსო კაროჩე ასე თქვა მაგანა ს-----, ეგაო“. კ----------------–---–ი: „ხო“. დ-----------აძე: „რაც მიტანილი გაქვას ფულიო, კაროჩე უკან არ მოვითხოვოთო“. კ----------------–---–ი: „ხოდა ბაზარი არ არისთქო“. დ-----------აძე: „ხოდა თუ რამე აინტერესებსო კაროჩე ტელეფონზე დამირეკოსო, მაგას ველოდები 1 თვეაო ძმაო“. კ----------------–---–ი: „უყურადღებოდ იქცევაო, ეგეც გავიგე“. დ-----------აძე: „მე ვუთხარი კაროჩე ძმაო თუ ასეა მეთქი ძმაო, სალაპარაკო და საკოპწიალო იქნება მეთქი ძმა, არ მინდა მეთქი კაროჩე, რა უსიამოვნება, კაროჩე მაგ ფულს თავი დაანებეო“. კ----------------–---–ი: „ხარაშო“.
2018 წლის 13 ივნისს კ----------------–---–სა და თ-----------------–---–ს შორის საუბრით დგინდება შემდეგი - კ----------------–---–ი: „ველაპარაკე მე ძმა თე-----“. თ-----------------–---–ი: „თე----- ტო? რაო მერე?“ კ----------------–---–ი: „კი ძმაო, რაო და დამირეკოსო, ამდენი ხანი რომ არ მირეკავსო, ესე უყურადღებოდ რატომ დამტოვაო“. თ-----------------–---–ი: „ჯერ ერთი დ-----ას ველოდებოდი თქო ვეტყვი ს-----, „კაკ მინიმუმ“. თ-----------------–---–ი: „რა თქვა ს-----, რა მაინტერესებს, არ ეკუთვნისო ვინმესო რამეო თუ რა თქვა, რა მინდაო?“. კ----------------–---–ი: „ბიჭო არაფარი არ მალაპარაკა ძმაო, უთხარიო ს----- დამირეკოსო, ველოდებიო და ამდენი ხანი უყურადღებოდ რატომ დამტოვაო, გაიგე? ანუ რატომ არ დარეკაო და რავი მე უთხარი ესე ესე თქო და კაროჩე დარეკოსო, ბევრი ტელეფონში ლაპარაკი არ მინდაო“. კ----------------–---–ი: „დ-----ას ეუბნებოდა რა, ეს პროცენტიო და რაღაცაო რა არიო ვერ გავიგეო, მითუმეტესო ცხოვრებითო ესე ესე რაღაცეებს ეუბნებოდა გაიგე? და ანუ დ-----ამ უთხრა, რომ აგერო ეს ბიჭიო ძველბიჭობა უნდაო და ხო აზრზე ხარ რა. თ-----------------–---–ი: „ჩემზე იძახის?“. კ----------------–---–ი: „შენზე უთხრა რა და შენი მომავალი ოჯახის წევრია და რამეო და მერეო პროცენტიო და მე უთხარი მაგ ბიჭმა ეგ არ იცის, რო პროცენტიანი, ეგრე არ არის მე უთხარი, მაგან ეგ იცის როგორც საქმეში ჩანადები ფული, თორე პროცენტს არ მოითხოვს მეთქი“. თ-----------------–---–ი: „მერე რაო მაგაზე ძმა?“. კ----------------–---–ი: „და კაიო, ბევრი აღარ მინდაო ეხლა ლაპარაკიო, ესე უთხარიო, რო დამირეკოსო, ველოდებიო და კაი მე უთხარი“. კ----------------–---–ი: „ბიჭო აი ეგ არი, „ვაბშე“ დაურეკე არ გინდა ეხლა თე-----?“. თ-----------------–---–ი: „ვის ძმა? არა ჩემი ძმა, ხვალ დაურეკავ ს----- ერთად“. კ----------------–---–ი: „ის თე----, უეჭველი დაგიძახებს რა“. თ-----------------–---–ი: „სად დამიძახებს ბრატ?“. კ----------------–---–ი: „თურქეთში ჩამოდიო“. კ----------------–---–ი: „მე რომ ველაპარაკე, მეთქი მე ვართქო კ--ა, ესე-ესე მეთქი, ჭიას ძმაკაცი, ვაა შენ შმოგევლეო ძმაოდა და რაღაცეები“. კ----------------–---–ი: „ეს ბიჭი, ეს ეუბნებოდა ჩემს თვალწინ, მე თე---- შენთან იმიტომ დავრეკე, რომ მონდოდა დრო პერიოდი გაიგე“. აღნიშნული საუბარი გრძელდება თ--------ს და დ-----ის პოზიციების, პრეტენზიების ირგვლივ.
2018 წლის 14 ივნისს, დ-----------აძეს და კ----------------–---–ს შორის გამართული სატელეფონო საუბარით დგინდება შემდეგი - კ----------------–---–ი: „ეხლა ველაპარაკე ბე----ნას, გესმის?“. დ-----------აძე: „გისმენ, ეხლა მითხარი“. კ----------------–---–ი: „ჰოდა, ბიჭო ისაო, რა ქვიაო, ჩვენო ს-----ო ხო აზრზე ხარ არც გვეხმიანებაო, მაგ კაცმაო რაც გვითხრაო, ის ყავსო, საქმის კურსში თუ ეს ყავსო ჩერეზ შენით ვიცით ყველაფერიო ბრატ და იქა ვზივართო და გელოდებითო, რო მოდიო რო დავრეკოთ თე-----თანო, გაიგე და ჩემი მისვლა ბიჭო რა კონკრეტულად, დაურეკე ძმაო და უთხარი რა ბე----ნას რომ აი ესე, ესე არის ბრატ მე ჩავაყენე საქმის კურსში აი ამიტომ, ამიტომ, ამიტომ და ეხლა გელოდება თე----, ვაფშე აგერ ვარ მეც თქო უთხარი, ძმა თე---- თუ საჭიროდ ჩათვლის რომ მე უნდა დავესწრო მაგ თემასთქო. გამოვალთ ერთად თქო გამიგე, ესე ს----- დარეკვას რა უდგას წინ, ბიჭო დაურეკეთქო ვეუბნები ს----- და გინდა თუ არაო. მოდიო რადა აი რაღაცეები ბიჭო და მე ბიჭო მინდა რა იცი, ძმა რო შენგანაც იცოდეს, ის თემა, რაც მე ვუთხარი, რის გამოც შენ ჩააყენე ის კაცი საქმის კურსში, ძმაო და რას იძახის გაიგე?“. დ-----------აძე: „მაგას კუდის ქიცინი ხომ არ დავუწყო, ძმაო თვითონ უნდოდა, იძახის კაროჩე ჩემნაირი ჭკუის არისო ძმაო და ერთი ჭკუსია ვართო“. კ----------------–---–ი: „მე სხვა რამეს გეუბნები ძმა, მომისმინე, შენთან ხომ აქვს უშუალოდ ეგ თემა“. დ-----------აძე: „მერე?“. კ----------------–---–ი: „გაიგე რას მეუბნება, მეო რატომ მაგან არ მითხრაო, ს-----ო, რომ თე---- მყავს საქმის კურსშიო, გაიგე, შენ რო მეუბნებიო“. დ-----------აძე: „მე ვუთხარი, ძმაო თე----- ვურეკავ მეთქი, რა მაგან არ მითხრაო, ბიჭო მაგას დავურეკავ ძმაო მაშინ და გავარკვევ მეთქი ბრატ და თვითონ მითხრა დაჟე დაურეკეო ბრატ“. კ----------------–---–ი: „აი ეხლა დ----- მისმინე ძმა, ეხლა ზიან უნდა დარეკონ, თე-----თან მარა სანამ თე-----თან დაირეკება გადაურეკე ძმაო ორი სიტყვით უთხარი, აი ამის გამოთქო, ს-----, მე ჩავაყენე თე---- საქმის კურსში და ერთი თვეა გელოდებათქო, რა“. დ-----------აძე: „თვითონ დაურეკოს თე-----ა ბრატ, თვითონ ეტყვის თე---- მაგას, ეგრე დაურეკოს ძმაო, მე ეხლა ვურეკავდი მაგრამ ხაზზე არ არის, კაროჩე რომ იცოდე რა, მაგრამ მალე გამოვა ხაზზე, კაროჩე ეგა და დაურეკოს ძმაო და გასცემს პასუხს“. კ----------------–---–ი: „კაროჩე ვეტყვი რო შენ შენ დაგირეკოს, და შენ უთხარი რა“. დ-----------აძე: „მე არაფერი არ დამირეკოს, კაცო, მე კაროჩე არ მცალია, ს-----, რაღაც საქმეზე ვარ გამოსული“. კ----------------–---–ი: „ბიჭო იმის თქმას რა უნდა ძმა შენი თემა არის და შენ არ უნდა უთხრა რო საქმის კურსში გყავს?“. დ-----------აძე: „ბიჭო, იცის ძმაო, შენ მიხვედი მაგასთან და უთხარი ჩემი თემა როა, ახლა მაგას რა უნდა რისი მოსმენა უნდა ძმაო?!“. კ----------------–---–ი: „მე რავი, რა უნდა ტო, ვერ გავაგებინე, რომ დარეკოს რა და გეტყვის დანარჩენს ის კაცითქო, რაც იცის და როგორც იცის“. დ-----------აძე: „დღეს ახლა არ მცალია დღეს თუ არ დარეკავს ხვალა მე გავაგებინებ“.
აღნიშნული საუბრის დასრულების შემდეგ, კ----------------–---–ი უკავშირდება თ-----------------–---–ს და ახსენებს დ-----------აძესთან გამართული საუბრის დეტალებს. თ-------- კ--ას ეუბნება, რომ როდესაც თე----- დაელაპარაკებიან, დ-----------აძე უნდა იყოს მათთან ერთად, რაზეც კ----------------–---–ი პასუხობს, რომ ეტყვის აღნიშნულის თაობაზე დ-----------აძეს. შემდეგ, ურეკავს დ-----------აძეს და აცნობს თ-----------------–---–-- პოზიციას, ასევე დეტალურად იხილავენ ორივე მხარის მოთხოვნებს და პრეტენზიებს.
2018 წლის 14 ივნისს, დ----- მ------–-–-ილსა და კ----------------–---–ს შორის გამართული სატელეფონო საუბარით დგინდება შემდეგი - საუბრობენ კ--ა ბე------–--ლი და აბონენტი N5-----------, საუბარში ერთვება დ-------------–-–---–-. 5---------: „გუშინ გაუგია მაგ ბე------–--ლს, შენს ბიძაშვილს, რო თურმე თე---- ყოფილა საქმის კურსში და მანამდე არ იცოდა?“. კ----------------–---–ი: „ეგრე გითხრა?“ 5---------: „კი, ძმაო“. კ----------------–---–ი: „და დაიცადე, აბა მაშინ დ----- რატო ჩააყენა საქმის კურსში მაშინ თუ ეგრე გეუბნება“. 5---------: „ჰოდა ახლა მაგდენს აღარ მიყვა და მოყვა, აგერ დ-----ა ჩემ გვერდზე“. საუბარში ერთვება დ-----. კ--ა: „გაუმარჯოს ჩემო ძმაო“. დ-----: „გაუმარჯოს ჩემო ძმაო, გაუმარჯოს, მე ვესაუბრე მაგ ბიჭს და მითხრა კაროჩე, მე ვაბშე გუშინ გავიგეო რო თე---- იყოო საქმის კურსშიო ჩაყენებულიო და აგერო ყველანი შეკრებილები ვიყავითო დღესო, თე----- ვურეკავდით და ვერ დავრეკეთო. მეთქი ბიჭო სვიაზზეა და დაურეკე თუ გაქ ხოდი მეთქი და ხვალე დავურეკავთო, შევიკრიბებითო გაიგე და ვნახოთო ერთმანეთი და მეთქი აგერ ჩვენმა ძმამაც გვაცოდინა კაცო, იქიდან არაა შეკრება საჭირო მეთქი თუ რამე გინდა“. კ----------------–---–ი: „ჰო, დიდი ბოდიში, შენი სახელი ჩემო ძმაო?“. დ-----: „მე დ----- ვარ მ------–-–-ილი“. კ--ა: „დ-----, დ------ ვენაცვალე, ჩემო ძმაო, თვითონ აგერ დ------ მე წეღან რო ვკითხე, დ-----მ თვითონვე მითხრა, რო მე ნათქვამი მქონდაო, რო თე-----თან ვრეკავო, გაიგე და როგორ გაიგო დღეს მაგ ბიჭმა ტო? თვითონ აგერ დ-----მ მითხრა წეღან მე ს----- რო მაგ ბიჭთან ნათქვამი მქონდაო. რო თე-----თან ვრეკავდიო“. დ-----: „არ ვიცი ჩემო ძმაო, მე ასე მითხრა და როგორ გაიგო რანაირად გაიგო“. კ--ა: „აი დ------ კითხე ძმაო, წეღან მე მითხრა დ-----მ, რო მე ნათქვამი მქონდა, მაგაზეო, დ------ რო დავურეკე, დ----- მეთქი ძმურად გადაურეკე ამ ბიჭს და უთხარი ძმაო რო თე---- გვყავს საქმის კურსში და ამიტომ, ამიტომ და ამიტომ გელოდება ის კაცი ს-----, დაურეკე, დაუკავშირდით. მე დ-----ამ მითხრა ძმაო რო მე მაგ ბიჭზე ნათქვამი მქონდაო რო თე---- მყავს საქმის კურსშო, დარეკილი მაქო“. დ-----: „ჰოდა აბა საიდან იძახის რო გუშინ გავიგეო?“. დ-----: „გაირკვევა, არ არის პრობლემა. მე ამ ბიჭს ვკითხე უბრალოდ, შენ ხოდი გაქ მეთქი ჩემო ძმაო, საზღვარი დატოვო მეთქი და კიო, ფიზიკურად მაქვს მაგის ხოდიო და რო იცოდე მეთქი ჩვენმა ძმამ თქვა იქიდან ჩამოვიდეს ჩემთან მეთქი ბრატ და ხვალო დავურეკავო, ჩვენ დ-----ასთან გვაქ დანარეკი, ჩ-----–---–------, დ-----ა მე ვუთხარი თე----- ძმაკაცია და რო ჩაეთვალა მაგ ბიჭს დაურეკავდა იქედან და არ დაურეკია მეთქი დ-----ას და ხარაშოო, ჩვენო დავურეკავთ იქით ძმაოო და მაგ ბიჭი როგორც ვიცი პერიოდის სათხოვნელად იყო იქით მისული და ჯერ ჩემთან მოსულიყო ჩემთან ეთქვაო. მეთქი არ ვიცი მეთქი მე რა პერიოდებზე მელაპარაკები ჩემო ძმაო. ხვალ დავურეკოთ, გელოდებათ და კაიო, ხვალ დავურეკავთო. გადაურეკონ და პა ბალშომუ რამე სიტყვა იქნება კაცო სათქმელი მაგ კი ვიცით როგორ უნდა ვუთხრათ და რანაირად“. კ--ა: „კაი ჩემო ძმაო“. დ-----: „კაი“.
აღნიშნული საუბრის დასრულების შემდეგ, კ----------------–---–ი უკავშირდება თ-----------------–---–ს, უყვება დ----- მ------–-–-ილთან გამართული საუბრის დეტალებს, კვლავ მეორდებიან, რომ თ-----------------–---–ს დ-----------აძესთან არსებული უთანხმოების გამო დარეკილი და საქმის კურსში ჩაყენებული ყავს დ------------–---–ი.
2018 წლის 15 ივნისს, დ-----------აძეს და კ----------------–---–ს შორის გამართული სატელეფონო საუბარით დგინდება შემდეგი - დ-----------აძე: „რაო?“. კ--ა: „რაო და დ-----ა დაურეკავდა დღეს უკვეო, რა. მეო ფეხიც რო მომტყდეს და ისო მაინც დავურეკავო ძმაო, დღესო ყველა ვარიანტშიო თე-----ო“. კ--ა: „ამაზე ძმაო ახლა მე ის იტყვის როგორ იცი, ცალი მხრიდან ხო აზრზე ხარ, მოისმინაო, რატო ჩემი არ მოისმინაო, რატო გამოაქო ეგრევე ვივოდებიო“. დ-----------აძე: „დარეკა ძმაო, ერთი თვეა ელოდება, კაროჩე“. კ--ა: „ჰოდა მაგას ვეუბნები, გაგიე ბიჭო, კაროჩე ძმა, როგორი თემაა იცი ტო, სულ თავისუფლად შეიძლება დარეკოს და დაელაპარაკოს ძმაო“.
2018 წლის 15 ივნისს, თ-----------------–---–სა და კ----------------–---–ს შორის გამართული სატელეფონო საუბარით დგინდება შემდეგი - კ----------------–---–ი ესაუბრება თ-----------------–---–ს და ეუბნება, რომ კვლავ ელაპარაკა თე-----, რომელმაც უსაყვედურა, თუ რატო არ ჩადის მასთან თ--------. ასევე საუბრობენ, რომ დ------თან აქვს დარეკილი და ელოდება პასუხს. კ--ა: „ბიჭო, აი ახლა ველაპარაკე ამ წამს გავთიშე თე-----თან ტელეფონი რა, უშუალოდ მე ველაპარაკე, რო კაროჩე“. თ--------: „ჰო კ--ა: არ დავინახო ტელეფონზე დამირეკოს, ეგრევე ჩამოვიდეს ჩემთანო, რა“. თ--------: „რაო?“ კ--ა: „აი ეგრევე დაადოს თავი და ჩამოვიდეს ჩემთანო. ველოდებიო რა“. თ--------: „რატოო?“. კ--ა: „არავინ არ მაინტერესებსო, ველოდებიო უშუალოდ მაგასო, ჩამოვიდეს აქაო, და შენო რო გითხარიო, რატო არ გადაეციო გუშინო და რა ის, მე ვუთხარი საქმის კურსში ჰყავდა ორი კვირის უკან დ-----, მე ვუთხარი რა და დ------ ელოდებოდა, მე ვუთხარი რო დ-----მ უთხრა თქო რო დარეკავს“. თ--------: „ჩვენ ამ საპოგას სიტყვა არ გვჯეროდა“. კ--ა: „ბიჭო არა, ანუ სხვა რამეს გეუბნები რა, ის რო თე---- მეუბნება რო მე შენ რო გითხარიო, რო გადაეცი ბიჭო მაგ ბიჭს, რო დარეკოსო ს----- რატო არ გადაეციო, მეთქი თე----, ტო“. თ--------: „ეგ როდის გითხრა?“. კ--ა: „ახლა ამ წამს ველაპარაკე რა იმიტო რო შენ გუშინ...“. თ--------: „აა ეგ როცა ეგ რო გითხრა, შენ გუშინ როცა გითხრა კი გადმომეცი ჩემი ძმა“ კ--ა: „არა, არა, სხვა რამეს გეუბნები ტო. მე მანამდე ნომერი რო მოგე...“. თ--------: „მანამდე აბა შენ თე-----თან როდის გქონდა ნალაპარაკები?!“. კ--ა: „თე-----თან მე არ მქონდა ნალაპარაკები კაცო, პროსტა მე რო გითხარი დ-----ამ ილაპარაკა, მე ვუთხარი და ნომერი რო მომაწოდა, რო მოგეცი მერე დ-----ას ხო...“. თ--------: „ხოდა დ-----ას სიტყვებით, გეუბნები აგერ, დ-----ას სიტყვები ბევრი უთქვია, და არ ყოფილა სიმართლე. გაიგე?“. კ--ა: „ჰო, ანუ სხვა რამეს გეუბნები, რა. იმან მე მისაყვედურა, არ გადაეციო, რა და როგორ არ გადავეცი, მე ვუთხარი კაროჩე და დანარჩენი მე ვუთხარი დ-----ას დაურეკა, დ-----ასთან შინაურობს, და დ-----ასგან ელოდებოდა რო დ------ უნდა დაერეკა“. თ--------: „და მაგიტომ იძახის ახლა ჩამოვიდესო?“ კ--ა: „ჩამოვიდესო“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ თ-----------------–---–-- სატელეფონო საუბრის ჩანაწერებში მთლიანად ასახულია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც სხვადასხვა პირებს უყვება დ-----------აძესთან არსებული უთანხმოების შესახებ, მისი პრეტენზიების, თავისი საწინააღმდეგო პოზიციის შესახებ, ასევე, რომ დ-----------აძეს „საქმის კურსში“ ყავს ჩაყენებული თ-----------------, ხოლო თავად დ------------–---–ი. აღნიშნული საუბრები არის საკმაოდ ვრცელი, ყოვლისმომცველი. თ-----------------–---–მა, მას შემდეგ რაც დ-----------აძემ ჩააყანა საქმის კურსში თ-----------------, გადაწყვიტა თავადაც მიემართა „კანონიერი ქურდისათვის“ დ------------–---–ისათვის, რომელსაც როგორც აღნიშნული სატელეფონო საუბრის შინაარსიდან ჩანს ყველაზე ახლო კავშირი აქვს თ-----------------სთან, რის გამოც სწორედ იგი აირჩიეს მათი პოზიციის წარმომდგენად. თ-----------------–---–ი ესაუბრება გ------ დ---–---ს, რომელსაც კავშირი აქვს დ------------–---–თან, რასაც არა მხოლოდ სატელეფონო ჩანაწერები, არამედ გ------------–---ს შვილი ირ---–-------–---ც ადასტურებს სასამართლოში დაკითხვით და მისი სატელეფონო ჩანაწერებით.
გ------ დ---–-------- გამართული საუბრის შინაარსით ირკვევა შემდეგი - თ--------: „ჰო დაგვაწყდა ნერვები, ამდენი კაცი, პაატაც გეცოდინებათ, დ---–-–---–---ებერი, ჩვენი ძმა, აგერ საბურთალოელი, ახლა იმასთან ვიყავით, იქიდან ვსაუბრობდით. ველოდებით, დ-----ასთან ვიყავით ერთი-ორჯერ ჩვენ „სვიაზზე“, ერთხელ პაატასთან ერთად ვიყავი, ერთხელ მე თვითონ ვიყავი მანამდე“. გ-------: „თურქეთში?“ თ--------: „თურქეთში...“. გ-------: „თურქეთში იყავი?“ თ--------: „არა, არა, „სვიაზზე“ ვიყავით რა, თურქეთში, ჰო. თურქეთში ვესაუბრეთ აქედან, ინტერნეტიდან რა...“. გ-------: „ჰო“. თ--------: „ვესაუბრეთ, მოვუყევი ახლა, რა ფული არის, როგორი ფულით არის, ქალის ფული როა ხელშეუხებელი, აი საერთოდ სალაპარაკო რო არ არის, სასაუბრო რო არ არის, აქამდე ს----- ტიპი ისე იხდიდა, არანაირი პრეტენზია არ გასჩენია და თე-----თან მივედიო მეო „პროსტა“ იმ „პრიდლოგითო“, იძახის თან, რო ს----- პერიოდი მოეცათო. ჩემთან საერთოდ ტიპი არ მოსულა, ისე გაიქცა. ვინმემ რამე სიმართლე დაუკარგა, არ დაუკარგა, ყველაფერს თავი დავანებოთ, რო აწუხებს და რო გარბის, აგერ დ----- „სვიაზზე“ არ არის ამდენი ხანია და საქმე გვაქ და „პროსტა“ არ ვაწუხებთ, რო ეტყობა ს----- არ სცალია კაცს და ჩვენთან ვაბშე“ იქნება მაგ პერიოდის მე ვაძლევდი, რო მოხია ს----- და გაიქცა და დარეკა ს----- და ილაპარაკა „პახოდუ“, პროცენტის ფულიაო ნალაპარაკები აქ. აი, ტვინში სისხლი მექცევა ს-----, გამართულად ლაპარაკი მიჭირს, იმ დონეზე ს----- ვკრიფავ. ერთხელ წამოსცდა თავის ცოლს, ანუ არის, ნ----- უდევს თავის საქმეში ფული, რა. ანუ რა ფული არის, ახლა რო გითხრათ რა მოკლედ, რა. ნ----- უდევს საქმეში ფული და ამ საქმიდან უბრალოდ მოდის მოჭრილი თანხა რა, ხელფასივით“. გ-------: „აჰა!“. თ--------: „არც მოგების წილშია, არც წაგების წილში არის, რა. აი მაგიტომ არის ს----- ისეთი, რო მოჭრილი თანხა რო არის, მაგიტომ არის. ამის სიტყვები ცოტა დასაჯერებელი მაინც, თორე ისე ს----- ისე მაგრად ლოგიკასთან ახლოს არ არის, ყველა უნდა მიხვდეს. ჯერ მარტო ,,საპოგას“ სიტყვა და აქეთ, იციან ჩვენ ვინებიც ვართ და რა ცხოვრებით ვცხოვრობთ, ჩვენი სიტყვა ს----- ერთია, ცალი მხარე რო აქ მოსმენილი და უკვე, როგორც ესენი იძახიან, იმას ,რეშენია“ აქო გამოტანილი ს-----, პროცენტის ფულზე რა ,,პონტში“ რეკავსო თუ ესე და ესე, ჩვენი მომავალი ოჯახის წევრი თუ არისო, რანაირად რეკავსო პროცენტის ფულზეო. მე კი არ ვარ მარტო ჩარეული ს-----, დ-----აც ჩარეული არის მაგ თემაში ს----- და ყველანი, აგერ ვინც ვართ ს-----, ერთი ოთხი სული ს-----, მომავალი და პაატა და ს----- ამდენი კაცი ვართ ჩარეული და იგონებს ეს ,,ნა ხოდუ“, აი ყველაფერი აქ უკვე, ისა აქ რა, ოლინი აქ რა გაკეთებული, ბოლო კონი აქ შესული, აი ყველაფერზე მზად არის რა. ჩემთვის ,,ვაბშე“ არც უთქვია ს-----, ისე წავიდა და ახლა იძახის, რო მეო მაგას ვუთხარიო ს-----, რო მოვდიოდი თე-----თან დასარეკადო. ყველაფერს თხზავს ,,ნა ხოდუ“ ს-----, იმდენი აქვს მარტო ჩვენთან ნატყუები, აგერ ჩემთან ტოტოლასთან, ბე----ნა არის, ვინც „პასრედნიკობს“, თორე ჩემთან „ვაბშე“ ოთხი თვე ტიპს ნალაპარაკები არ აქვს, ამ ბიჭისგან მომდის მარტო ამბები რა, ეს ბე----ნა არის ვინც მირეკავს და ამის სიტყვებს მეუბნება მთელი ამდენი ხანია. დამირეკა ტიპმა თე-----თან ს----- და „ვაბშე“ ნალაპარაკები, რაზე დამირეკა კაცმა, მეთქი მოეთრეს დღეს, ,,იმენნა“ ვეძახოდი, მთელი დღეა ვეძანი, რო მოვიდეს მეთქი და ს-----, თე-----თან დარეკოს მეთქი „პროსტა“ რა პრეტენზია აქ, რა აინტერესებს მეთქი, ამოღერღოს მეთქი ჩემთან ერთად, თუ გაბედავს მაგ სიტყვების თქმას, მარა როგორ გაბედავს, ისა გ------- ბიძია, „პროსტა“ ფიზიკურად ვერ ამოიღებს მაგ სიტყვებს ჩემს გვერდზე ს-----, თვალებში რო შევხედავ, წინ რო ვეჯდები. ერთხელ იყო თავისმა ცოლმა, ნ----- ეს ფული რო მოუტანეს, ისეთი ჩმორია, რო ნ-----აც ვერ ნახულობდა ხოლმე რა და თავის ცოლს გამოატანა და თავისმა ცოლმა ერთხელ ცაიბურტყუნა, რო კაიო რა, პროცენტივით გიხდითო რა ამ ფულს და დავურეკე და ცოლს დედა ვაგინე და მაგას ამოვგლიჯავ მეთქი ენას. მეთქი ს----- დავკიდებ შენი ცოლის ენას გულზე, მეთქი ეს რამ ათქმევინა ბიჭო, შენგან ხომ არ მოდის მეთქი ს----- ეგრე, შენგან ხო არ იცის ინფორმაცია ეგრე, გაიგე და ძლივს აი თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევებში მყავს მოყვანილი ზოგჯერ მე რო ვჭირდებოდი აქედან დასახმარებლად, ჩემთან რო მოეთრეოდა, ჩემს სახელს ისე ახსენებდა და ამის მოსარგებლე შუბა გავხდი, ჩემს სახელს ისე იყენებდა ეს ბე----ნა პირველად როცა გავიცანი, ამ ბე----ნას ნათქვამი ჰქონდა, რო ანუ ჩემი მოგვარე არის რა, ბე------–--ლი არის ეს ბიჭიც რა და ნათქვამი ჰქონდა, რო, ჩემზე ჰქონდა ნათქვამი ამისთვის, რო შენ რო რაღაც ვალი გაქო, ამ ბეძენას ამისთვის რაღაც ვალი ჰქონია, ჩემი სახელით ჰქონდა ნათქვამი, რო ბე----ნამო იცის ეგ თემაო და დედას მოგიტყნავსო, ამოიღებსო ჩემ მაგივრადო. ჩემს სახელს ესე იყენებდა, სულ არ ვიცოდი, ამ ბიჭმა ესე გაიგო ჯერ ჩემი სახელი, სამას კაცთან იყო ამ თემაზე ნამყოფი, არცერთი არ გამოჰყვა. 90-მა პროცენტმა იცოდა ვინც ვიყავი და დანარჩენი 10% თემას რო მოისმენს, რანაირად უნდა დაუდგეს გვერდზე, არაფერი აქ სალაპარაკო არ არის. ეს ბიჭები ჩემთან რომ გამოუშვა პირველად სალაპარაკოდ, ახლა თუ იძახის ჯერ, რო პროცენტის ფულაიო ის, განაბთან ს-----, ეს ბიჭები რომ ჩემთან გამოუშვა, ამ ბიჭებს რატო არ აუხსნა, რო პროცენტის ფული იყო? ბიჭები ჩემთან მოვიდნენ, ორი ქუჩის ბიჭი როცა მოვიდნენ მაგის მხრიდან, პირველად როცა ითხოვა, პერიოდი ითხოვა ორ თვეში მეორეჯერ უკვე, რა. სანამ თე-----თან წავიდოდა, მანამდე ეს ბე----ნა და ერთი ვაშლიჯვრელი ქუჩის ბიჭი არის, ვიცნობ ს-----, მოვიდნენ, ბიჭები მოვიდნენ, ამ თემაშიო ძმაო რა უნდა გითხრათო მეუბნებიან, შენი გადასაწყვეტია ყველაფერიო, დღეს რო ამ მისცეო მივალთო და რახან ჩავერიეთო საქმეშიო ს----- და ჩვენ დაგვაბარაო „რიშენიის“ გამოტანაო ს-----, ხვალვე მოიტანოსო რო თქვასო, ხვალვე მოვატანინებთო, ხო აზრზე ხარ, ბიჭები იძახიან. მეთქი ხვალვე მომტანი ისედაც არ არის მეთქი „ბრატ“ და ესე უთხარით მეთქი, თქვენც რო ჩაგეთვალოთ რაღაცაში, რახან გირეკავთ მეთქი, რაღაცა ,,სვიაზი“ აქვს, რავი მეთქი, იქნებ ფულს ხეირობენ, რა ვიცი, ეს ბიჭები ხო აზრზე ხარ, გოიმია რა, აბა ვინ არის. მე ვიცი, რო ჩემი ოჯახის წევრს ველაპარაკები, თორე ისე მე სახელებს არ ვარქმევ, „პროსტა“ „პა ფაქტუ“ მოვყევი მაგიც, ტყვილებს მოვყევი და მაგის დაუფიქრებელ საქციელებს მოვყევი, ს-----. „პროსტა“ მეთქი როგორ უშვებ ადამიანი ამდენ შეცდომას მეთქი, მიკვირდა. ჰოდა ეს ბიჭები ამას მეუბნებიან, ამ ბიჭებს არ უნდა სცოდნოდათ, რო პროცენტიან ფულზე იყვნენ მოსულები, პროცენტიან ფულში ჩარეულ ქუჩის ბიჭს ს----- ესე ეხვეწებიან აქით, ხო აზრზე ხარ, როგოც შენ გინდა ისე გა...ანუ ამათთვის ეგრე არ ჰქონდა და ვერსად ვერ ახსნიდა ეგრე იმის გარდა, სადაც ახსნა ახლა. ახლა ვურეკავდი ს-----, ბიჭები მეუბნებიან დაურეკე შენო. მეთქი რამდენი ვურეკავ მეთქი, სამი დღე ტელეფონს თიშავს ეგრევე, დავურეკე თუ არა, იმ წამსვე ტელეფონი გათიშა ტიპმა. ესე მყავს მე და ვერ გამოდის ჩემთან ,,სვიაზზე“. გ-------: „ეგ ვისა?“ თ--------: „თვითონ ეგ საპოგა, ჰო“. გ-------: „ჰა?“ თ--------: „საპოგა ქვია“. გ-------: „დ-----?“ თ--------: „ბატონო!“ გ-------: „ვინ გათიშა ტელეფონი?“. თ--------: „ეს, ამ საპოგამ, ვინც გაიქცა ქურდებთან, ამ თე-----თან ვინც არის მისული, ვინც არის მეორე მხარე რა, დედაჩემის ის, დედაჩემის მოწილე ვინც არის. ჰოდა რო იყო...“. გ-------: „მაიცა, შენ მითხარი ახლა თ--------, მე დ------, დ------ რა ვთხოვო მე დ------, რა ვუთხრა, მითხარი?“. თ--------: „აი გ------- ბიძია, მოვისმინე-თქო საუბარი-თქო ამ ბიჭებისო ყველაფერი, აი ნ----- საუბარი რო მოისმინოთ, აი საერთოდ, აი მე ტვინში სისხლი მექცევა ხოლმე ნ---- რო ყვება, გავდივარ ხოლმე, „დაჟე“ იმ დონეზე ამას „პაბლაჟკები“. გრძელდება საუბარი და გ------ დ---–--- ეუბნება, რომ დ-----ი (ჩ-----–---–-) მის ხელში გაზრდილია და ყველაფერს გააკეთებს.
აღნიშნულ საუბარში ნათლად ჩანს, რომ თ-----------------–---–ს უკვე საქმის კურსში ჰყავდა ჩაყენებული დ------------–---–ი. მან პირდაპირ უთხრა გ------ დ---–---ს ამის თაობაზე - დ-----ასთან ვიყავით ერთი-ორჯერ ჩვენ „სვიაზზე“, თურქეთში, ინტერნეტიდან. ასევე, ესაუბრება კ----------------–---–ის შესახებ, რომ სწორედ მისი მეშვეობით აქვს ურთიერთობა დ-----------აძესთან, რომელსაც საქმის კურსში ჰყავს ჩაყენებული თ-----------------. თ-----------------–---–-- სატელეფონო საუბრებით ნათლად ჩანს როგორ უკავშირდება იგი სხვადასხვა პირებს და ახსენებს დ-----------აძესთან არსებული უთანხმოების, დ--------------- მხრიდან თ-----------------ს ჩარევის, მასთან ცალმხრივი პოზიციის დაფიქსირების, თე----- მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ, ასევე მისი მხრიდან დ------------–---–ის საქმის კურსში ჩარევის შესახებ და ასე შემდეგ. სატელეფონო ჩანაწერებით ჩანს, რომ მან დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტისათვის მიმართა ,,კანონიერ ქურდ“ დ------------–---–ის, თავის პოზიციებს დ-----------აძეს აცნობდა კ----------------–---–ის მეშვეობით, რომელიც ინფორმირებული იყო დავაში ,,კანონიერი ქურდების“ მონაწილეობის შესახებ და მათი მხარდაჭერის მიზნით, ერთმანეთის პოზიციებს აცნობდა მოდავე მხარეებს, ასევე ცდილობდა შეესრულებინა თ-----------------ს დავალება და თ-----------------–---–ი ჩაეყვანა თურქეთის რესპუბლიკაში თ-----------------სთან შემდგომი ,,ქურდული გარჩევის“ მოწყობისათვის.
თ-----------------–---–სა და დ-----------აძეს შორის არსებული დავის თაობაზე, ასევე წარმოდგენილია არაერთი სატელეფონო ჩანაწერები, საიდანაც დასტურდება, რომ დ-----------აძე თ-----------------სთან იმყოფება აქტიურ კავშირში, სხვადასხვა პირებს ახსენებს აღნიშნულის თობზე და ამბობს, რომ თე----, „ვ--------------------------- „ქურდი კაცი“ არის საქმის კურსში, რომელსაც მიმართა და თ-----------------–---–თან მისი დავა გადაუწყვიტა და ა.შ.
საქმეში წარმოდგენილია კ----------------–---–ის სატელეფონო ჩანაწერები, საიდანაც ნათლად იკვეთება ის გარემოება, რომ იგი ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ თ-----------------–---–სა და დ-----------აძეს შორის არსებობს ქონებრივი დავა და რომ აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით დ-----------აძემ მიმართა „კანონიერ ქურდს“ თ-----------------ს, ხოლო თ-----------------–---–მა თავის მხრივ დ------------–---–-. ჩანს, რომ სურს შეასრულოს თ-----------------ს დავალება, რათა თ-----------------–---–ი ჩავიდეს თურქეთში თ-----------------სთან, სადაც მას უნდა მოუწყოს „ქურდული გარჩევა“. წარმოდგენილია ასევე თ-----------------–---–-- არაერთი სატელეფონო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ის დაუკავშირდა დ------------–---–-, ჩააყენა ,,საქმის კურსში“, გავიდა მასთან ინტერნეტით „სვიაზზე“, ასევე წარმოდგენილია პა----------–-–--ლის, მ--–--------------–-–---–-- სატელეფონო ჩანაწერები, რომლებიც თ-------- ბე----ნის---–---- საუბრობენ ამ უკანასკნელის დ-----------აძესთან არსებული დავის შესახებ. აღნიშნული ჩანაწერები ერთობლიობაში ადასტურებენ საქმის ძირითად ფაქტობრივ გარემოებებს - „კანონიერ ქურდებთან“ მიმართვას და „ქურდული სამყაროს მხარდაჭერას“ . ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია არაერთი სატელეფონო ჩანაწერი, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ „კანონიერმა ქურდმა“ თ-----------------მ ასევე განახილა და გადაწყვიტა ს--------------ის მიერ ლომბარდში დატოვებული ტელეფონის დროულად გადმოატნის საკითხიც. აღნიშნულს ადასტურებს მრავალი სატელეფონო ჩანაწერი, მათ შორის:
წარმოდგენილი ფონოგრამებით ასევე დასტურდება გ------------–---–---–ის და ლ---------–---–---–-ს მიერ სასამართლოსა და გამოძიებისათვის მოწოდებული ინფორმაცია, რომ დ-----------აძე ეპატიჟებოდა „კანონიერ ქურდთან“ თ-----------------სთან მათ შორის არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით. აღნიშნულ ფონოგრამებში არაერთხელ უთითებს დ-----------აძე, რომ მიმართა თ-----------------ს აღნიშნული დავის გადასაწყვეტად, რომ ლევან და გ------------–---–---–ებმა უნდა დააბრუნონ ავტომობილი, რომ ისინი უნდა „წაიყვანოს“ თურქეთის რესპუბლიკაში თ-----------------სთან, რომელიც მოუწყობს „საქმის გარჩევას“. აღნიშნული სატელეფონო ჩანაწერები საკმაოდ მრავლად არის წარმოდგენილი საქმეში, საიდანაც ასევე ნათლად ჩანს, რომ დ-----------აძემ, რომლისთვისაც ცნობილი იყო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობისა და „კანონიერი ქურდის“ თ-----------------ს მიერ „ქურდული გარჩევის“ გზით განხილული ლ----------------------–---–---–-----------------------–-–---–- შორის არსებული დავის შესახებ, აქტიური ქმედებით ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, ლევან და გ------------–---–---–ებისგან მოითხოვდა უშუალოდ გაჰყოლოდნენ მას თურქეთის რესპუბლიკაში „კანონიერ ქურდთან“ თ-----------------სთან შესახვედრად, რომელიც მათი მონაწილეობით „ქურდული გარჩევის“ გზით საბოლოოდ გადაწყვიტავდა ზვ-----------–-–--ლთან არსებულ დავას.
აღნიშნულს სხვა სატელეფონო საუბრებთან ერთად ასევე ადასტურებს დ--------------- სატელეფონო საუბარი ლევან და გ------------–---–---–ებთან. კერძოდ, დ-----------აძე: „ლევან, გაუმარჯოს“. ლ---------–---–---–-: „გაუმარჯოს“. დ-----------აძე: „რავი, თქვენ ზარს ველოდებოდი, კაროჩე კ--ამ მითხრა დაგირეკავენ და არ დამირეკეთ კაროჩე და მე ვთვლი კაროჩე ძმაო ასეთ რაღაცას რო ეტყობა თქვენ ვალდებულად არ თვლით კაროჩე მაგ ზარის გაკეთებას და მე დღეს მივდივარ ძმაო კაროჩე თურქეთში“. ლ---------–---–---–-: „ხო“. დ-----------აძე: „და შენ პირადად ლევან გიასთან არა კაროჩე ოთოს იმენა მე გეპატიჟებით პირადად იქ ძმაო რა. დღეს გამოგივლი ძმაო ქ------–---–-. კაროჩე მოემზადეთ ძმაო და ერთად გადავიდეთ. ხო გინდოდათ თქვენ ძმაო, მითხარით მე რო ნაცხოვრები .. “. ლ---------–---–---–-:“ (აწყვეტინებს) რა მინდა ძმაო, მე არც ქურდების ჩარევა მინდოდა არც იმეების ჩარევა არ მინდოდა. შენ ჩარიე ეგ ქურდებიც“. დ-----------აძე: „(აწყვეტინებს) მე მომისმინე ერთი წამით ლ---------–---–---–-: მომისმინე ძმაო შენ ჩარიე ქურდები“. დ-----------აძე: „და მე ვიცი რო კაროჩე მასტი იყავი ესეთი, და იმიტომ ჩავრიე ძმაო. ჩვენ ვერ შევთანხმდით ძმაო ვერაფერზე“. ლ---------–---–---–-: „რაში ვერ შევთანხმდთ, შენ მოხვედი რამე მითხარი ან ესე“. დ-----------აძე: „რაზე მოვედით, ფულზე დაგირეკეთ ძმაო. ფული იყოო მე ვიყავი ჩასული“. ლ---------–---–---–-: „რა ფული იყო, ვალზე გინდოდათ ისევ, ვალზე უნდოდა იმ კაცს ძმაო ისევ და ვალზე მივეცი და გახდა ეს საპრობლემო“. დ-----------აძე: „არა როცა ფული იყო, როცა ფული . ხო ეს სალაპარაკო ხო გრძელდება ძმაო. არ მინდა ტელეფონზე რა“. ლ---------–---–---–-: „მომისმინე არც ქურდებთან არ წამოვალ ძმაო, მომისმინე რა კარგად რა“. დ-----------აძე: „ხო გისმენ მითხარი. მერე მე გეტყვი კაროჩე რა იქნება, რომ არ წამოხვალ“. ლ---------–---–---–-: „მე არც ქურდებთან არ წამოვალ ძმაო და ეგ ქურდებიც შენ ჩარიე ძმაო ეგ ქურდებიც და კაი ბიჭებიც ძმაო და მაშინ როგორც გადაწყვიტეს ძმაო მაგ ხალხმა და ..“. დ-----------აძე: (აწყვეტინებს) „კაი ბიჭები ძმაო შენ შეყარე კაროჩე მთელი ავჭალა, მთელი მუხრანი“. ლ---------–---–---–-: „არა ხო გადაწყვიტეს მომისმინე ხო გადაწყვიტეს არა მაგ ბიჭებმა რო ესე გავაკეთოთ რო..“. დ.გ. (აწყვეტინებს) „გადაწყვეტილი იყო ძმაო რა მანქანა არ უნდა გაგენძრია და შოთა იძახის მანქანა მომპარაო. ბიჭო მე კაროჩე ძმაო გეპატიჟებით. თქვენ მოდიხართ თუ არ მოდიხართ“.
საუბარში ერთვება ლ---------–---–---–-ს ძმა გ------------–---–---–ი. გ------------–---–---–ი: „გიო ვარ ჩემი ძმა“. დ-----------აძე: „მე გეპატიჟებით ხო ქურდული მასტები ხართ ძმაო. მოვდივართ დღეს 6 საათზე გამოგივლით ვისაც კაროჩე ხოში გაქვთ გამომყევით. მე ვერ ვრიგდები ბრატ ჰო. შენ ძმა იძახდა ძმაო რო მეო კაროჩე ჩემ ახლობლებსაო ქურდებმა წამოიყვანესო ოპერაცია გაუკეთეს ღვიძლისა და ქურდული მასტები ვართო. ქურდებთან გეპატიჟები ძმაო“. გ------------–---–---–ი: „სადაც გინდა იქ გასულხარ დ-----. მე შენ გეუბნები რო თუ გინდა ნორმალურად მოდი თუ არა ძმა აგერ ხო გითხარი არა არ გინდა ესეთი რაღაც ცუდად წავა მეთქი“. საუბარში ერთვება ლ---------–---–---–-. „ასჯერ კი არა ათასჯერ გავიმეორებ შენ შუაში არ იყავი ძმაო არ დარეკე და ეხლა ქურდები და ესენი და ისენი ძმაო არა არი საჭირო აქა და არც იყო საჭირო. იმიტომ რომ მაშინ მოსულიყო თავიდანვე გეთქვათ რო მე ამას ვერ ვიხდი ძმაო. ქურდები, ქურდები, ქურდები, რა ქურდები. ქურდებმა ჩემ მანქანაზე როგორ უნდა გადამიწყვიტონ ძმაო, მოეტანა ფული წაეღო, ვინ შეუსალა ხელი ძმაო..“.
2019 წლის 29 მარტის N39/ფ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიო ჩანაწერები ვარგისია ხმის მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაცისათვის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოჩანაწერებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნება. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: „14------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ “ მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე პა----------–-–--ლისა და ხმის ნიმუშში მოსაუბრე თ-----------------–---–-- ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: „1------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ “მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშებში მოსაუბრე თ-----------------–---–--ა და კ----------------–---–ის ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: „1----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- “ მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე თ-----------------–---–-- ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: „1------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ “ მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე დ---------------ა და კ----------------–---–ის ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: „1------------------------ მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე კ----------------–---–ის ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: „1------------ მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე დ-------------–-–---–-ს, ხმის ნიმუშში მოსაუბრე კ----------------–---–ისა და დ--------------- ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: „----------- “ მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე დ-------------–-–---–-ს და ხმის ნიმუშში მოსაუბრე კ----------------–---–ის ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: „ 1---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------; “ მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე დ---------------ა და ზვ-----------–-–--ლის ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: „1----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე დ--------------- ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: „------------------------------------------------------------------------------------ “ მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე კ-------------რისა და ხმის ნიმუშში მოსაუბრე დ--------------- ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში „1---------------------------------------------------------- “ მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე დ---------------ა და ლ---------–---–---–-ს ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: „ მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე დ---------------ა და სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე დ-------------–-–---–-ს ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: „-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------“ მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე დ-------------–-–---–-ს ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: „1---------; მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე ს--------------ისა და სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე დ-------------–-–---–-ს ხმის.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა: ე------------–-–---–-ა.
პალატა აღნიშნავს, რომ დ-----------აძემ, თ-----------------–---–მა და კ----------------–---–მა თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტეს, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ და ითხოვეს მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ მსჯავრდებუოლების პოზიცია ვერ იქნება, რადგან დაზარალებულთა და მოწმეთა სასამართლოსა და გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებებთ, ექსპერტიზის დასკვნით და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება აპელანტთა მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.
შესაბამისად, დაცვის მხარის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა მსჯავრდებულთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის და მსჯავრდებულები სატელეფონო საუბრებში უბრალოდ თავს აწონებდნენ ერთმანეთს, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016)
რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
პალატამ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიაჩნია, დ---------------, თ-----------------–---–--, კ----------------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული, ქმედებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის, მსჯავრდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, “საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
პალატა განმარტავს, რომ კანონიერი ქურდები” არიან ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე კრიმინალები, რომელთაც ემორჩილებიან სხვა მიმდევარი კრიმინალები. ისინი სარგებლობენ ავტორიტეტით. დამნაშავისათვის „კანონიერი ქურდის“ წოდების მინიჭებას ჩვეულებრივ ახდენს უფრო მაღალი დონის „კანონიერი ქურდი“. ამ წოდების მფლობელები განიხილებიან როგორც „ქურდული კანონების“ დამცველები. „კანონიერი ქურდი“ ჩვეულებრივ თავად იშვიათად ჩადის დანაშაულს. „კანონიერ ქურდის“ მიერ განხორციელებული კონტროლის ერთ-ერთ გამორჩეულ თავისებურებას წარმოადგენს კრიმინალურ წრეებში მისი რეპუტაციაზე დამყარებული ავტორიტეტი. ამდენად, ფიზიკური არსებობა არ წარმოადგენს ამ კრიმინალი ხელმძღვანელების ძალაუფლებისა და ავტორიტეტის განმსაზღვრელ ფაქტორს.
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონით ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ მე-3 მუხლის თანახმად, ,,ქურდული სამყარო“ არის პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც მოქმედებს მათ მიერ დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულისაკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება. ამდენად, ქურდული სამყაროსათვის დამახასიათებელია რამდენიმე ნიშანი: 1. ესაა პირთა ერთობა; 2. მათი მოქმედება (საქმიანობა) შეესაბამება მათ მიერვე დადგენილ ან აღიარებულ (თუმცა სხვის მიერ დადგენილ) სპეციალურ წესებს ანუ ქურდულ კანონებს; 3. ამ სამყაროს მიზანია მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება საამისოდ სხვადასხვა ხერხის (დაშინება, მუქარა და ა.შ.) გამოყენებით. ამდენად, სახეზეა ორგანიზებული დაჯგუფება თანაამსრულებლობის ფორმით.
ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, - ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობაა – „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ საქმიანობა, განხორციელებული დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობით, „ქურდული შეკრებით“/„ქურდული გარჩევით“, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით, რომლის მიზანია თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის ან უპირატესობის მიღება, ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება/მინიჭება; ქურდული გარჩევაა“ – „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ მიერ პირის ქმედების შეფასება ან/და დავის განხილვა/გადაწყვეტა ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით), „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით. "კანონიერი ქურდია“ – პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს „ქურდულ სამყაროს“ ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მეთოდების გამოყენებით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს პირთა გარკვეულ ჯგუფს.
ამდენად, ,,კანონიერი ქურდობის“ ობიექტური მხარე გამოიხატება ქურდული სამყაროს ან პირთა გარკვეული ჯგუფის მართვაში ან/და ორგანიზებაში ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად. როგორც კანონიერი ქურდის ცნებიდან ჩანს, აუცილებელია, მისი საქმიანობა შეესაბამებოდეს ქურდული სამყაროს სპეციალურ წესებს (და არა მის მიერ ეთპიროვნულად დადგენილ წესებს).
რაც შეეხება ქურდული სამყაროს მიერ დადგენილ/აღიარებულ სპეციალურ წესებს, მათში უნდა იგულისხმება დანაშაულებრივი ქმედებების აღსრულების ხერხები და მეთოდები, ვინაიდან ქურდული სამყაროს წევრობა სწორედ იმიტომ იკრძალება, რომ იგი დანაშაულებრივი ცხოვრების წესს გამოხატავს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქურდული სამყაროს წესები დოგმატური და ერთმნიშვნელოვანი ხასიათის არ არის, ისინი იცვლება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ანტიკრიმინალური კანონმდებლობის მიღების კვალდაკვალ და ამიტომაც კანონმდებელი წინასწარ, ზუსტად და კონკრეტულად ვერ განსაზღვრავს ქურდული სამყაროს ცალკეულ წესებს. აღნიშნული საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ სასამართლოს შეფასების საგანია, რომელიც განიხილავს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობამ მხოლოდ დანაშაულებრივ (ქურდულ) სუბკულტურასთან დაკავშირებული ქმედებების კრიმინალიზაცია მოახდინა, რომელთა ზუსტი მნიშვნელობა უკვე ისედაც კარგად ცნობილი იყო ფართო საზოგადოებისთვის. საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობამ გადაწყვიტა სასაუბრო ენის შენარჩუნება ამ დანაშაულების სამართლებრივ აღწერაში. სასამართლოს აზრით, ეს მიზნად ისახავდა იმის უზრუნველყოფას, რომ ახლად კრიმინალიზირებული დანაშაულების არსი უფრო ადვილად ყოფილიყო გაგებული საზოგადოების მიერ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ“). სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. „ქურდული სამყარო“ საქართველოში მიიჩნევა თანამედროვე ორგანიზებული დანაშაულის სტრუქტურის ხერხემლად. ამ პროფესიონალურ კრიმინალურ სამყაროს ჰყავს თავისი ცნობადი ლიდერები და აქვს ქცევის წესები. „კანონიერი ქურდები“ არიან ყველაზე პოპულარული კრიმინალები, რომლებსაც ემორჩილებიან სხვა სამართალდამრღვევები. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებულები იყვნენ „ქურდული სამყაროს“ მენტალიტეტის მატარებელი პირები, მათ მიერ დაზარალებულების მისამართით განხორციელებული მუქარა იყო რეალური და აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევა.
პალატა აღნიშნავს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, სრულად დასტურდება აპელანტთა, მხრიდან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის, მათ შორის ამ სამყაროში არსებული წესების ცოდნა, ქურდული გარჩევის მნიშვნელობა და „კანონიერი ქურდის“, როგორც ამ სამყაროს ავტორიტეტული პირის როლი.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც მოწესრიგებულია ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ან პრეკურსორის ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესით. აღნიშნული წესი დადგენილია როგორც კანონით - „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან პრეკურსორის და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, ისე იმ საერთაშორისო კონვენციებით, რომელსაც საქართველო შეუერთდა და რომლებიც აწესრიგებენ ამ საკითხს.
დანაშაულის საგანია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სხვადასხვა ნივთიერება. კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება. საერთოდ, საკითხის გადაწყვეტა - მიეკუთვნება თუ არა ესა თუ ის ნივთიერება ნარკოტიკულ საშუალებებს, ფორმალურ-იურიდიული საკითხია და არა სამედიცინო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს სასამართლომ არ შეიძლება იხელმძღვანელოს ფარმაცევტული ცნობარებით, ან თუნდაც მოცემული ნივთიერების შეფასება მოახდინოს როგორც ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებისა მათი ქიმიური თუ ფარმაკოლოგიური დახასიათების საფუძველზე. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს იმ სპეციალური სიით, რომელიც თან ახლავს საქართველოს კანონს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“. ე.ი. ნარკოტიკულ საშუალებად უნდა ჩაითვალოს სწორედ ის ნივთიერებები, რაც ჩამოთვლილია ამ სიაში - მაგალითად, გამომშრალი ,,მარიხუანა“.
უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით. უკანონო შენახვაში იგულისხმება ნებისმიერი განზრახი ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენაში. მაგალითად, მისი შენახვა ბინაში, მანქანის საბარგულში იმის მიუხედავად, მანქანას ატარებს ეს პირი, თუ იგი უძრავ მდგომარეობაში იმყოფება.
შესაბამისად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცვის მხარის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ და წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდნენ, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ემსახურება მხოლოდ მსჯავრდებულთათვის მოსალოდნელი სასჯელისაგან თავის არიდების მცდელობას. კერძოდ, დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნითა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, უტყუარად დასტურდება დ--------------- მიერ ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა და ,,კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა (ორი ეპიზოდი); თ-----------------–---–-- მიერ ,,კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა; კ----------------–---–ის მიერ ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა.
ამრიგად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის და დასაშვებობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდა მსჯავრდებულთა მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ-----------აძეს, თ-----------------–---–ს და კ----------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და განმარტავს, რომ სასჯელი პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე, სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს მსჯავრდებულების პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის/მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დამნაშავეების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავეების პიროვნება. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დ---------------, თ-----------------–---–-- და კ----------------–---–ის მიერ განსაზღვრული სასჯელები სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განაჩენი, დ---------------, თ-----------------–---–-- და კ----------------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების სახით არსებული 41 ცალი დისკი, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; კ--ა ბე------–--ლის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, სიმ-ბარათი; დ---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, სიმ-ბარათები, დ---------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, სიმ ბარათი და ორი ცალი ლეპტოპი; თ-----------------–---–-- ბინის ჩხრეკისას ამოღებული სამი ცალი მობილური ტელეფონი, სიმ-ბარათები და პ-------–-–---–-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი და სიმ-ბარათი, უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; დ--------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე და მასში მოთავსებული ნივთები, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; თ-----------------–---–-- ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება ცენტრალური-კრიმინალური დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ კ----------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ----------–--ნის, მსჯავრდებულ თ-----------------–---–-- ადვოკატ ვახტანგ კუპრეიშვილის და მსჯავრდებულ დ--------------- ინტერესების დამცველი ადვოკატის მურთაზ კლდიაშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
3.დ-----------აძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დალაქიშვილების ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ბე------–--ლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა (დალაქიშვილების ეპიზოდი) შთანთქოს სხვა თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, დ-----------აძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
4.დ--------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 06 აგვისტოდან.
5.თ-----------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, თ-----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
თ-----------------–---–-- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 06 აგვისტოდან.
თ-----------------–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება. აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
6.კ----------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
7.კ----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 06 აგვისტოდან.
8.ნივთმტკიცება:
41 ცალი დისკი, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; კ--ა ბე------–--ლის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, სიმ-ბარათი; დ---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, სიმ-ბარათები, დ---------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, სიმ ბარათი და ორი ცალი ლეპტოპი; თ-----------------–---–-- ბინის ჩხრეკისას ამოღებული სამი ცალი მობილური ტელეფონი, სიმ-ბარათები და პ-------–-–---–-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი და სიმ-ბარათი, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; დ--------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე და მასში მოთავსებული ნივთები, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;თ-----------------–---–-- ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება ცენტრალური-კრიმინალური დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
9.განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: მ. თეთრაული
ხ. კიკილაშვილი